შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(საცდელი თავი)


6-07-2017, 19:42
ავტორი buterfly
ნანახია 2 805

სიყვარული უბრალო სიტყვაა ,მანამ ,სანამ არ გამოჩნდება ის ,ვინც მას მნიშვნელობას მისცემს.ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც სწვევის ნამდვილი სიყარული,რომელიც გარშემო არსებულ ყოველგვარ საზღვარს არღვევს და დაუკანონებელს აკანონებს.
ალბათ, რთულია რომელიმემ გვერდი აუაროს წარსულს...რთულია დაივიწყო ერთად გატარებული დღეები,მაგრამ ეს ასეა წყვილი ერთმანეთს ხვდება. ერთმანეთი უყვარდებათ.
წარმოიდგინეთ :ზიხართ მატარებელში,არ იცით საით მიდის,მაგრამ როდესაც მან დანიშნულების ადგილს მიაღწია გადმოხვედით და გახსენდებათ ,რომ შიგნით დაგრჩათ ჩემოდანი თქვენი ტკივილისა და მწუხარების მატარებელი,ყოველგვარი იმედგაცრუება მასში იყო ჩალაგებული.მატარებელი დაიძრა და თქვენ მას ვერ ეწევით,ახლა თავისუფალი ხართ,რადგან გამოჩნდა ადამიანი ,რომელმაც ცხოვრება გაგიფერადათ.
მოკლედ ეს არის ერთი ჩვეულებრივი წყვილის არაჩვეულებრივის სიყვარულის ისტორია(თუმცა ყველა სიყვარული ხომ არაჩვეულებრივია)
ძნელია იმის თქმა,თუ როდის დაიწყო ეს სიყვარული,მაგრამ დაიწყო.ამას ვერც ვერავინ აღუდგებოდა წინ,რადგან ეს ორი ადამიანი ღმერთს ერთმანეთისთვის გაუჩენია მათი გზები და ბედი გადაჯაჭვულია.
-----------------------------------------------------------------
ემილია დონღვანი 24 წლისაა.უნივერსიტეტი დაამთავრა წარმატებით დიზაინის მიმართულებით.ამჯერად ესკიზების შექმნით არის დაკავებული და ნამუშევრებს აგროვებს, რომ მიიტანოს კომპანიაში სადაც მას მუშაობის დაწყება სურს.(ეს კომპანია დიზაინერებს ხელს უწყობს კარიერის აწყობაში)ემილია ძალიან მონდომებულია და რაც მთავარია ამ საქმეზე გიჟდება რაც შეეხება გარეგნობას :აქვს სევდიანი,ღრმა,ლურჯი თვალები უფრო სწორეი იქნება ზღვისფერი თვალები,საშულო სიმაღლის მოხდენილი ტანი,შავი თმები და ხორბლისფერი კანი.ცხოვრობს პატარა დასთან ,ნინისთან ერთად,რომელიც სიგიჟემდე უყვარს.პატარა ასაკის მიუხედავად ბევრი რამ გადაიტა(რომელზეც მოგვიანებით გიამბობთ)
მხიარული ადამიანია უფროსწორად გადატანილის მიუხედავად ცდილობს,რომ დისთვის ნერვები მოთოკოს და ძლიერი იყოს.მითუმეტეს რომ ის სულ რაღაც 10 წლისაა ,ერთი სიტყვით დისთვის ცხოვრობს.ჰყავს საუკეთესო დაქალიც:მარიამი,რომელიც ყოველ მძიმე სიტუაციაში მის გვერდით დგას და მხარს უჭერს.ახლა ემილიას მთავარი მიზანი მუშაობის დაწყებაა ,რომ დას უკეთესი მომავალი შეუქმნას და ამავე მიზნით მარიამთან ერთად სხვა ქალაქში გადადის საცხოვრებლად .იქ სადაც მათი მომავალი სამსახურები ეგულებათ,დიდი ძებნის შემდეგ სახლიც იპოვნეს .(მარიამს მზარეულად სურს მუშაობის დაწყება ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში)
გოგონები მალევე ჩავიდნენ უცხო ქალაქში და გაემზადნენ გასაუბრებაზე წასასვლელად.ემილიამ გაიყოლა და და დაქალი და მიადგა უზარმაზარ შენობას ,რომელსაც მისი ბედი უნდა გადაეწყიტა.
-აბა ემილია შენ იცი,წარმატებები სიხარულო(უთხრა დაქალმა და შენობისკენ მიაბრუნა ანერვიულებული გოგო)
ემილია დაიძრა მიმღებისკენ რომელიც ტელეფონზე საუბრობდა
-უკაცრავად
-ერთი წუთით(ხუთი წუთის შემდეგ მდივანი ემილიას მოუბრუნდა)
-გისმენთ.
-ვაკანსიასთან დაკავშირებით მოვედი
-პირადი ასისტენტი უკვე ავიყვანეთ სამწუხაროდ
-არა ასისტენტის ვაკანსია არაფერ შუაშუა.გაზეთში ეწერა რომ ახალ დიზაინერს ეძებდით.
-გასაგებია ,უბრალოდ ამ თანანმდებობაზე იმდენი ხანია არავინ გამოჩენილა ვიფიქრე თქვნც ....კარგი ,წამომყევით
-ბატონო ნოდარ შეიძლება?(უფროსის კარზე დააკაკუნა მდივანმა)
-შემოდი თაკო
-დიზაინთან დაკავშირებულ ვაკანსიაზე მოვიდა ერთი გოგონა და შემოვუშვა?
-დიზაინთან?(თითქოს გაუკვირდა ნოდარს)რათქმაუნდა შემოუშვი
-შეიძლება?(მორიდეულად იკითხა ემილიამ)
-მოდი შვილო მოდი.
-მე ვაკანსიასთან დაკავშირებით.....(საუბარი გააწყვეტინა ნოდარმა)
-ვიცი,ვიცი.აქ დაბრძანდით.სივი მოიტანეთ?
-დიახ აქ არის ყველაფერი.და რამოდენიმე ნამუშევარიც დავურთე თან.
-კარგი ....
-ემილია ,ემილია მქვია
-კარგი ემილია საკონტაქტო ინფორმაცია იმედია მითითებულია აქ.
-დიახ არის მანდ ბოლო გვერდზე წერია
-კარგით,მაშინ ახლა დაგემშიდობებით და თქვენს სივის გადავხედავ და რამოდენიმე დღეში დაგიკავშირდებით
-კარგით,ნახვამდის(ხელი ჩამოართვა ნოდარს და სახლში წავიდა)
15 წუთში უკვე შინ იყო.კარი არ ჰქონდა გაღებული რომ მარიამი ლამის შემოახტა ,სიხარულისგან ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და გაჰყვიროდა.
-რა იყო გოგო?რა გაყვირებს?(გაოცებული უყურებდა დაქალს)
-ამიყვანეს სამსახურში.
-მართლა?ძალიან მაგარია ძალიან.ყოჩაღ ჩემი ლამაზი გოგო(სიხარულის და სიყვარულის ნიშნად ლოყაზე აკოცა მარის)
-ძალიან მიხარია .სივი მოეწონათ და მერე რაიმე კერძი მოამზადეო და გახსოვს ერთხელ შენს დაბადებისდღეზე რომ გაგიკეთე ფრანგული კერძი "ფუა-გრა"-ეს კერძი გავაკეთე და ძალიან მოეწონათ თან ისიც მითხრეს ძნელი გასაკეთებელი არისო და შენ შესანიშნავად გამოგივიდაო ასე რომ ხვალ მუშაობას ვიწყებ..ვაიმე დედა რამდენს ვლაპარაკობ.შენთვის კი არ მიკითხავს რა ქენი?აგიყვანეს?
-ჯერ არაფერი უთქვამთ,სივი დავუტოვე და მითხრეს დაგიკავშირდებითო
-აუცილებლად აგიყვანენ აბა რას იზამენ, არ ინერვიულო.
-იმედია.კაი მე წავედი დავიძინებ ,რაღაც თავი მტკივა.
მარიამის საქმეები კარგად მიდის .მისი კერძებით ყველა აღფრთოვანებულია .მაგრამ ემილიას არავინ დაკავშირებია ორი დღეს და ყველანაირი იმედი გადაეწურა როდესაც ტელეფონის ზარი შემოესმა.
-გისმენთ
-ემილია დონღვანი ბრძანდებით
-დიახ მე ვარ
-ბატონი ნოდარი გიბარებთ,დიზაინერის ვაკანსიასთან დაკავშირებით ხვალ 10 საათზე
-კარგით გასაგებია.
-რა მოხდა?(პასუხის მოლოდინში აღელვებულები მისჩერებოდნენ ემილიას ნინი და მარიამი)
-ხვალ მოდიო ასე მითხრეს
-ვაიმე რა გასაგებად ახსნა(უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ნინიმ)
-გოგო წესიერად თქვი რა(დაამატა მარიამმაც)
-რა უნდა გითხრათ?მე თვითონ არაფერი ვიცი ჯერ.ხვალ მეტყვიან
-ხო კარგი,კარგი.ამასთან საუბარს აზრი არ აქვს რა (ამოილაპარაკა ნინიმ და მარიამთან ერთად ოთახიდან გავიდა)
ეს ღამე ხვალინდელი დღის ლოდინში საშინლად გაიწელა,მაგრამ როგორც იქნა გათენდა და ემილიაც წამოხტა საწოლიდან და მზადება დაიწყო.ტანზე მომდგარი ჭაობისფერი კაბა ჩაიცვა ტყავის ქურთუკთან ერთად და საშუალო ზომის ფეხსაცმელიც მოირგო .გრძელი კულულა თმები მხრებზე ჩამოიყარა .ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოწყვეტდით .
-ოჰო ,ქალბატონ ემილიას შეხედეთ რა.რა ლამაზი ხარ გოგო(თვალებ გაფართოებული ათვალიერებდა მარიამი დაქალს)
-კარგი გეყოს ამდენი ყბედობა
-ხო კარგი ,კარგი შენთან ხომ ადამიანი ვერ იხუმრებს რა.
-კაი აბა ჰე მე წავედი
-წარმატებები დაიკო(უთხრა ნინიმ და ემილიას მაგრად ჩაეხუტა)
-ჩემი სიხარული და სიცოცხლე
მოესიყვარულა ემილია დას და სახლიდან გავიდა.ნახევარ საათში,ზუსტად 10 საათზე უკვე ადგილზე იყო .მალევე შეუშვეს ბატონ ნოდართან .
-მოდი ემილია მოდი.აქ დაჯექი
-მადლობა ბ-ნო ნოდარ.
-სიმართლე გითხრა სახარბიელო წარმატებებისთვის მიგიღწევია უნივერსიტეტში,მაგრამ მე იმან გამაკვირვა ,რომ ასეთ წარმატებულ და ბეჯით სტუდენტს სამსახურეობრივ გამოცდილებაზე არაფერი გქონდა დაწერილი
-დიახ ვიცი.ისეთი სამსახური არ მქონია ,რომ სივიში ჩაწერის ღირსი ყოფილიყო .მხოლოდ წვრილ-წვრილი სამსახურები მქონდა აქამდე და იმედი მაქვს ეს შეიცვლება.
-და თუ საიდუმლო არ არის რატომ ?რამე პრობლემის გამო არ გქონდათ სამუშაოს გამოცდილება?
-სიმართლე გითხრათ უნივერსიტეტში ერთი წელი აკადემიური მქონდა აღებული ოჯახური პრობლემების გამო და შემდგომ იმის გამო ,რომ სამუშაო გამოცდილება არ მქონდა მრავალ კომპანიაში უარი მითხრეს .
-კარგი გასაგებია .შეგიძლიათ ხვალიდან მუშაობა დაიწყოთ .
-კარგით დიდი მადლობა
დაემშვიდობა ნოდარს და სახლში წასასვლელად მოემზადა როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-ბიძია შეიძლება?(ოთახში მაღალი.მწვანე თვალება ,სიმპათიური ბიჭი შემოვიდა და თავისი მომხიბლავი ღიმილით იქურობა გაანათა .ეს არჩილ ყოფიანი იყო.ნოდარის ძმისშვილი.მართალია შრომისმოყვარე ადამიანი და კარგი ბიზნესმენიც იყო მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა ზედმეტად მექალთანე იყო.თუმცა კეთილი გული და საშინლად მიმზიდველი ღიმილი ჰქონდა)
-შემოდი აჩი შემოდი.(აჩის შემოსვლისას ემილია უკვე მიდიოდა ,ნოდარს დაემშვიდობა და აჩის მიესალმა და ოთახი დატოვა)
-ეს ვინ იყო?
-კომპანიის ახალი დიზაინერია ემილია დონღვანი.
-გასაგებია გასაგები(უთხრა და სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა)



№1  offline მოდერი ენემი

აუუ კაია ბოლოდან უკვე საინტერესო გახდა <3 წარმატებებიიი kissing_heart

 


№2  offline წევრი buterfly

ენემი
აუუ კაია ბოლოდან უკვე საინტერესო გახდა <3 წარმატებებიიი kissing_heart




მადლობა,ვეცდები ინტრიგა და საინტერესო მომენტები არ დავაკლო.იმედია მოგეწონება

 


№3 სტუმარი ნატ

ძალიან კარგია.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ჭაობისფერი კაბა რაღაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent