შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო შეხვედრა 3


7-07-2017, 02:37
ავტორი liar
ნანახია 1 462

გვანცაც შემომიერთდა და ასე მხიარულად გავაგრძელეთ დილით საუზმობა
-მითხარი ხვალ რა გაჩუქო 14 წლის ხდები გაიზარდე უკვე
-უფ კარგი რა ხომ იცი გვანც საჩუქრები დიდად არ მიყვარს
-მითხარი რა ხომ იცი რომ ცარიელი არ მოვალ და მინდა რამე ისეთი გაჩუქო რაც ძალიან გაგიხარდება ( ორი წლითაა ჩემზე უფროსი გვანცა)
-ხვალ რომ მოხვალ ძალიან ძალიან ძალიან მაგრად ჩამეხუტე მეტი არმინდა არაფერი
-რააყვარელი ხარ , ლოყაზე მიჩქმლიტა და ჩამეხუტა..
საერთოდ ბავშვობიდან არმიყვარდა საჩუქრები და სიურპრიზები, ძვირფასი საჩუქრები არმიზიდავდა..
საერთოდ ჩემი ამ საკითხთან დამოკიდებულება ყოველთის განსხვავებული იყო , მგონია რომ პატარა და უბრალო ნივთიც კი რომელიც სიყვარულით გაიღეს ჩვენთვის უძვირფასეს ნივთად იქცეს .და ძვირიან სხვა ნივთებსაც გაუტოლდეს და უფრო ღირებულიც გახდეს... თანაც მგონია რომ დაბადებისდღე საყვარელ ადამიანებთან დროის სასიამოვნო გატარებით უნდა აღნიშნო და მხოლოდ საჩუქრებთან არუნდა ასოცირდებოდეს
ყოველთის მიყვარდა ნაზი და უბრალოდ საყვარელი უბრალო ნივთები ,როცა რაიმე ძვირი მეტალი მიკეთია ან რაიმე ძაიან ძვირფასს ვატარებ თავს დღემდე უხერხულად ვგრძნობ ხოლმე და არმიყვარს.
ჩემი დეიდაშვილი თამუნა ხშირად დამცინოდა- ნეტავ შენს ჭკუას, ჩემი დაბადებისღე იმიტომ მიყვარს უამრავ საჩუქარს რომ ვღებულობ საყვარელ ადამიანებთან სულ კი შეძლებ იყო
შეკამათებას მასთან არასდროს ჰქონდა აზრი და არც ვცდილობდი ხოლმე ის ყოველთვის მის აზრზე დარჩებოდა მე კი ჩემსაზე.
ჩემი დაბადებისდღისთის ვემზადებოდი ...ისე ეს დღე ძალიან მიყვარს, ყოველთის აჟტირებული ვარ ხოლმე როცა ამდღეს ავღნიშნავ ,ძალიან ბევრს ვიცნობ ვისაც არუყვარს თავისი დაბადებისდღე ..ასეთი ადამიანების ძალიან მიკვირს ვერ ვგებულობ როცა ღმერთმა მთელი ერთი დღე დაგვითმო რათა მთლიანად ჩვენი ყოფილიყო და თან მოგვცა საშვალება ამქვეყნიერ სიამოვნებას,სიხარულს, სატანჯველს გემო გავუგოთ ,ვაგროვოთ მომენტები,წამები , ბევრი პოზიტივი დავარიგოთ , და სული მოვამზადოთ იმქვეყნიერი ცხოვრებისთის რატომ არუნდა გვიყვარდეს ეს დღე...
როცა რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს ღამით ვერასდროს ვიძნებ მშვიდად , კუჭის ტკივილი მაწუხებს და ხან საწოლის ერთ კუთხეში ვარ ხან კი მეორეში ...
დილით ბედნიერი წამოვხტი:
- 12 მარტი , ჩემი დაბადებისდღეაა ჩეემი
-ლია , ეს მთლად გაგვიგიჟდა
- ჩემი მწვანეთვალება გოგო დე რამხელა ხარ უკვეე
-მიყვარხაარ დე , მთელი ძალით გავიქეცი და ვაკოცე..
-მე რატო დამჩაგრე მა
-შენც კი მიყვარხარ...
დღემ მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაიარა გვანცამ დანაპირები შემისრულა , მაგრამ უსაჩუქროდ არ დამტოვა, ვერ გეტყყვით არ გამიხარდათქო ერთ დიდ ფოტოზე ჩვენი ყველაზე ბედნიერი მომენტები დაუბეჭდავს ,საგულდაგულოდ მივუჩინე ადგილი ჩემს ოთახში ...
საღამოს მივხვდი რომ ძალიან დავიღალე , ჭამითაც და გართიბითაც( მეღიმება) ქანც მიხდილს დასაძინებლად მინდოდა წასვლა
-დე მა დავიძინებ ძალიან ვარ დაღლილი
-მა ,მოდი ჩვენთან სალაპარაკო გვაქვს
-ხომ მშვიდობაა?
შევატყვე რაღაც ისე ვერ იყო დილისგან განსხვავებით მამიკოს თვალებში შევდა ჩამდგარიყო .. მე და მამა ყოველთის ვუგებდით ერთმანეთს სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან ,თითქოს უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის და განსაკუთრებულად მიყვარდა..
-მამი მოდი ჩემთან , მუხლზე ჩამომისვა
დედაჩემს თვალებში ცრემლები როცა დავინახე ,გული ლამის გამისკდა ვერ მიხვდვდი ასე უცებ რა შეიცვალა
-რა ხდება, კიდევ ერთხელ ვიკითხე უკვე დაბნეულმა
-მამი , ჩვენ რომ საბუთებს ვაკეთებდით , წასვლასთან დაკავშირებით
მივხვდი საქმე რაშიც იყო ,ვეღარ მოვითმინე და მთელი ძალით ჩავეხუტე , ემოციები ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე
-უნდა წახვიდეთ... სლუკუნი დავიწყე
-დე ხვალ უნდა წავიდეთ ,
-ასე მალე? ისე ვეჭიდებოდი ორთავეს თითქოს სამუდამოდ გვაცილებდნენ ერთმანეთს..
ცხოვრებაში მაშნ პირველა დგანვიცადე რა რთულია როცა აცნობიერებ რომ აყვარელ ადამიანს უნდა დასცილდე , ვეღარ დაინახავ და ვეღარ ჩაეხუტები , მაშინ მივხვდი რამდენად ძვირფასები არინა ორთავე ჩემთვის ...
სამწუხაროდ მაშნ როცა 14 ის ვიყავი მშობლების წასვლა ხშირი არ იყო , დღეს ამას ბავშვები იოლად ეგუებიან...დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა მე ბავშვობაც კი ისეთი მქონდა ბედნიერი ვარ რომ გამოვიარე ყველაფერი რაც ბავშვმა უნდა გამოიაროს..
მაშინ იმ აზრთან შეგუებაც მიჭირდა რომ წყალტუბოს მოვშორდებოდი ,აცხოვრებლად ბებიასთან უნდა გადავსულიყავი ,მეკი ჩემს მშობლებს ისე ვიყავი მიწეპებული სხვა სახლში ღამე განათევიც კი არ მქონდა , ვერ აგიხწერთ მაშნდელ განცდებს ვერ გამეგო რომელი უფრო მიჭირდა მშბლების გაშვება თ წყალტუბოდან გადასვნა , იქაურობა ძალიან მიყვარდა ,ყველა კუთხე და კუნჭული მიყვარს ...
-დე , დამპირდი იცოდე რომ ხვალ როცა მარშუტში ავალ , ცრემლებს არ დამანახებ
-მაშინ ახლა ვიტირებ რა...
-იტირე დე იტირე .. მათთან ჩახუტებულს რომ დამეძინა დილით გაღვიძება არმინდოდა ...
როცა გავიღვიძე საპირფარეშოში შევედი , მეგონა დანაშაულს ჩავიდენდი მათ დასანახად თუ ვიტირბედი და იქ მოვილიე ტირილი ,რომ გამოვედი კი მიხვდა დედაჩემი რაშიც იყო საქმე მაგრამ ცივად მექცეოდა ... ახლა ვხვდები ასე რატომ იყო ალბათ იმ მომენტში თბილად რომ მომქცეოდა გაშვება კიდე უფრო გამიჭირდებოდა დანაპირები შევასრულე და
მოვემზადე ახალი ცხოვრების დასაწყებად...
მხოოლოდ ახალ სახლში მისულმა გვაანალიზე რომ წინ დიდი დრო იყო , დრო იმისა რომ შეგუება გამიჭირდებოდა და რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი .. დრო გადიოდა , დღე,დღეს მისდევდა მონატრება თანდათან უფრო და უფრო მიღვიდებოდა მთანჯავდა, სულ მინდოდა ჩემებთან ლაპარაკი, ჩახუტება , გაბრაზებაც კი მენატრებოდა დედაჩემის...
ყოველთვის მენატრებოდა დაწოლის წინ დედაჩმი გემრიელი კისერი , ტკბილი სურნელიი რომ აქვს...
თქვენ? დაკვირვებიხართ დარწმუნეუბლი ვარ თქვენი დედიკოების სურნელს ... ყველაზე ტკბილი სუნამოა დედამიწაძე.
როცა მიჭირდა მაშინ განსაკუთრებუად ვგრძნობდი ჩემდა უნებურად ცხვირი მეწვოდა და თითქოს ამით წარმოვიდგენდი რომ ახლოს იყო , ხშირად ჩემს ნებაზე დარეკვა არ შემეძლო და თავიდან სწორედ ამასთან შეგუება გამიჭირდა ..
თანდათან ვიზრდებოდი და ყველაფერი მისაღები გახდა...
ბებია ყოველთვის მიყვარდა ,მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაშ იმხელა ამაგი ჰქონდა ჩემზე თავი ასმაგად შემაყვარა.
ყოველი დღე ერთმანეთს გავდა , სკოლა სახლი , სკოლა სახლი , მიუხედავად იმისა რომ საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვედი , და წყალტუბოსგან შორს ვიყავი ჩემს წყალტუბოელ მეგობრბებს იშვიათად ვნახულობდი ,ზოგჯერ საერთოდ ვერ ვახერხებდი ნახვას მხოლოდ გვანცასთან მქონდა კონტაკტი ისიც იშვიათად .
შარშანდელ დაბადებისდღისგან განსხვავებით წელს ბევრი მეგობარი არ მყოლია ჩემს დეიდაშვილებთან ერთად ავღნიშნე და დღემ მშვიდად ჩაიარა , მინდაოდ ამომესმინა ჩემი მშბლებისგან შარშან თუ წავიდნენ წელს დაბრუნდებოდნენ მაგრამ ოცნებას კაცი არმოუკლავს
სკოლის გამოცდებს მოვრჩი თუ არა ზაფხულმაც ისე ჩაიარა მწველი და დამხუთელი იყო , დასასვენებლა დვერ წავედი და გეზი ხან სოფელში მქონდა ხანაც ქუთაისში ... შემოდგომის დადგომა ყოველთვის მიყვარდა ერთადერთი სეზონია რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ჯეერ იმიტომ რომ ჩემს სულთან არის ახლოს , საკუთარ თავს შემოდგომის გოგოს ვეძახდი ისე რომ არავის ვუმხელდი , ისევ სკოლა , დამღლელი გაკვეთილები და სახლი.
- ელე როგორ ხარ
- -არამიშავს ნიკა შენ ( კლასელია, გულზე დიდად არასდროს მომდიოდა)
-რავი ვარ რა , ამბოლოდროს რა ლამაზი ხარ
- -ამბოლოდროს თუ ვარ მაშინ კარგია (გამეცინა)
- არა მართლა , სკოლის მერე გავიდეთ სადმე
- მაინც სად
- -სადმე ,გავისეირნოთ სახლში რას აკეთებ
- კარგი გავისეირნოთ , თაკოც წამოვიდეს რა(ჩვენი კლასელი ასევე,ჩემი კარგი მეგობარი )
- მე შენთან ერთად მინდოდა გასეირნება...
- -ვერ ვხვდები რა გინდა ნიკა
- რომ გავისეირნებთ გეტყვი ,დღეს გაკვეთილების შემდეგ გნახავ
- საერთოდ არ ვაპირებდი გაყოლას ვერ არის მეთქი გავიფიქრე არმიყვარს როცა ჩემზე ზეწოლას ახდენენ და ისე წყვეტენ რაიმეს როცა აზრს არ მეკითხებიან , ვფიქრობდი წავსულიყავი თ არა , თაკოსაც ვკითხე რჩევა
- -ცოტა არიყოს მაშნებს ეგ ნიკა , ჯერ კლასელად ვერ აღვიქვამ , საერთოდ არ დადის რაც გადმოსული ვარ 2 ჯერ მყავს ნანახი თაკო წეიერად სულ არვიცნობ
- -აღიარე რომ ძალიან სიმპატიურია
- -კარგი რაა
- აღიარე რა
- ვაღიარებ არის , ნუ დიდად არა მაგრამ არის , არა სულაც არ
- -კარგი ,კარგი ნუ ბჟუტურებ არის .. გაჰყევი იქნებ და რა უნდა
- არმინდაა არ გავყვები
- ნუ ჯიუტობ
- -თაკო ეშმაკი ხარ თუ ანგელოზი
- ეშმაკი (იცინის)
თაკოს დავემშვიდობე და სახლში წავედი , ბებია და ბაბუა არ დამხვდენენ სახლში წერილი დამხვდა ხვალ ჩამოვალთ სოფლიდან და ჭკვიანად იყავი საჭმელი გაზქურაზე დევს , შენი საყვარელი პეროგი კი ღუმელშია შენახულიო ..
გამეღიმა ბებიკო რა საყვარელიამეთქი ..
ვჭამე, ვიბანავე ვიმეცადინე და ამასობაშ დრო როგორ გავიდე ვერც კი გავიგე... დასაძინებლად როცა დავწექი ტელეფონის შემოწმება დავიწყე ხომარავის დაურეკავს მეთქი ..საინტერესო არაფერი იყო და ლამის გადავეშვი სიზმრების სამყაროშ სმს რომ მომივიდა.. ტელეფონის სინათლემ თვალები მატკინა და თვალებმოჭუტული ვკითხულობდი
თავიდან ვერ გავიგე რახდებოდა ბოლო სიტყვა სანამ არ წვაიკითხე „გამიღე“
დენდარტყმულივით წამოვვარდი
-აქ რას აკეთებ
-ჩამეხუტე რაა
რატომ ჩავეხუტე არც მე ვიცი უბრალოდ რაც მიკარნახა გონებამ ის გავაკეთე განსხვავებით იმისგან რომ არანაირი გულის ბაგაბუგი არ დამწყებია ნიკას გულის ცემა კი ალბათ კილომტრიდანაც იქნებოდა შეამჩნევი
-სახლში რომ ჩემები ყოფილიყვნენ მაშნაც ასე თამამი იქნებოდი?
-ვიქნებოდი , თავზე მაკოცა
-შედი ეხლა გაცივდები , კარგი გოგო ხარ
-ამისთვის მოხვედი? ჩახუტება გინდოდა?
-ამისთის კი არა მთელი წელი გამყვეს შეიძლება შენი კანის სურნელი
თავი უხერხულად ვიგრძენი ...
-მოდი ჩემთან ,ხეელები გაშალა
-ნიკა გვიანია ... დავიძინებ რა
-კარგი გააგებია ჩახუტება არ გინდა
კიბებისკენ გაბრუნდა...
-არა მოიცა, გაიგონა თუ არა მოტრიალდა და მთელი ძალით ჩამეხუტა, სასიამოვნო სურნელი ჰქონდა , ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო , ვერ გავიგე რას ვგრძნობდი მინდოდა ნიკასთან ასე ყოფნა თუ არმინდოდა , თუ იმიტომ ვაკეთებდი რომ მას უნდოდა და უბრალოდ მიისი მესმოდა , ალბათ სადღაც მეც მინდოდა.
სახლში შემოსულს ემოციებისგან დაღლილს ისე ჩამძინა ვერაფერს ვგრძნობდი ალბათ ბომბი რომ აფეთქებულიყო ვერაფერს გავიგებდი ..
დრო გადიოდა თანდათან ნიკას ვუახლოვდებოდი მაგრამ რაც დრო გადიოდა ვგრძნობდი რომ მეგობრული სიყვარულის მეტს ვერაფერს განვიცდიდი .. მახსოვს ერთხელ მეგობრები მიდიოდნენ კაფეში
გინდა თუ არა წამოდიო შეუძლოთ ვიყავი და წასვლა არმინდოდა გინდა თუ არა თავს მარიდებ და თუ არაფერს ვნიშნავდი მაშინ რატომ მაძლევდი იმედსო , ამ სიტყვებმა ძლიან გამხადეს ცუდად , მწარედ ვეჩხუბე იმედი არასდროს მომიციამეთქი ყოველთვის ვცდილობდი შუალედური დამეჭირა შენი დაკარგვა როგორც მეგობრის არასდრს მდომებიამეთქი , აღარ მომიახლოვდე და თავი ჩემგან შორს დაიჭირემეთქი ... რაც დრო გადიოდა უფრო უარესად იქცეოდა და ეს მის თავს მაზიზღებდა... მე კი სულ ვცდილობდი იქ არ ვყოფილიყავი სადაც თვითონ იყო მისგან განსხვავებით ..
სკოლიდან სახლში ძაიანდაღლილი დავბრუნდი , დედაჩემმა დაირეკა სწრაფად შემოდი სკაიპში უნდა დაგელაპარაკოო ,ხმა მხიარული ჰქონდა ნეტა რამოხდამეთქი ვიფიქრე
-როგორი დაღლილი სახე გაქვს დედი
-ჰო დღეს ძალიან დავიღალე
-ნიკა როგორ გყავს
-ძალიან გთხოვ დე ნერვების მოშლა არინდა და ხასიათს ნუ გაფიჭებ ისედაც ძლაიან ვარ დაღლილი
-დღეს მანანა ვნახე
-მანანა ვინარის?
-ადრე მე და მამაშენი რეწსტორან რომ ვიყავით გახსოვს
ჩავფიქრდი
-ა კი მახსოვს მერე?
-მაგას ყავს დე ძალიან კარგი ბიჭი
-მერე? სხვათაშორისად ვკითხე ,თვალები შუბლზე ამივიდა
-მერე არაფერი ფოტო მინდა განახო უბრალოდ
-დედა ამისთის დამირეკე? ხომ იცი რომ მსგავსი რაღაცები არ მიყვარს ,ეხლა მამა რომ გიყურებდეს ძალიან გაბრაზდებოდა და მადლობელიც ვიქნებოდი , კარგი რა გაგითიშავ
-კარგი დედა ფოტოს განახებ ხომარ გათხოვებ მასზე
-რაშ მჭირდება? არ მჭირდება
-ელენ
-რა დედა
-ესარი , ეკრანზე ფოტო დამანახა
-ხოდა საერთოდაც არ მომწონს, რა არის ბიჭია თუ 30 წლის კაცი
-რა 30 წელი ელენა 20 ის არი
-არ მაინტერესებს ,არმომწონს, უნდად ავისვენო გკოცნი ... ნერვებ მოშლილმა გავუთიშე სკაიპი და დავაკვირდი ფოტოს

-რა მოეწონა ახლა ამა ბიჭში ასეთი ... ერთი გემრიელად ჩავიქნიე ხელი და გავედი ჩემს ოთახში დასაძინებლად ...
მალე ზამთრის არდადეგები დაგვეწყებოდა, ახალი წელი მიყვრს ყველა დღეასწაულზე მეტადთქო ვერ ვიტყვი მაგრამ მიყვარს ,ხალხი აღიქვამს რაღაც ახლის დასაწყისად , არადა მგონია რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს ახლის დასაწყისი იმ გაგებით რა გაგებითაც ახალ წელს აღიქვამენ...
ბიძაშვილთნ დავრჩი რამოდენიმე კვირით , მოუსვენარი გოგოა , და ფეხი ისე იტკინა ექიმთან გახდა მისასვლელი როლიკებით კატაობა ვის გაუგია შუა ზამთარში სულ რომ უფეხოდ არ დარჩა მადლობა ღმერთს
-ელენ, ქიტო გაემზადეთ წავიდეთ აისორებთან(სიტყვით გამოვიდა ქიტოს დედა,ბიცოლაჩემი ნატალია)
-დედა მეტკინება? ( მოწყენილი სახით უთხრა ქრისტინამ)
-ფეხს შეხედავს ქრისტინა ,მაზს გამოგიწერს, მაგაზე მაშინ გეფიქრა უჭკუოდ რო დახტუნავებდი წინდაუკან
სიცილი ამიტყდა-დამშვიდდი
-დამცინე დამცინე , ენით დავეტლატე და ხემკლავი გამოვდე
მარშუტით მივედით თუ არა რიგირ იმხელა იყო აისორებთან შევლა კარგახანს არ გვეწერა
-გარეთ დაგელოდებით რა სუნთქვა მიჭირს ( იმდენ ხალხში მართლა ვერ ვჩერდებოდი
გავედი ცა მოღრუბლული იყო წვიმას დაიწყებ მეთქი ვიფიქრე, შიგნით შესვლას მაინც მერჩივნა ყველაფერი იქვე ხის ძირში პატარა სკამი და მაგიდა იდგა ეტყობა ნარდს თამასობენ ხოლმე ამ უბნის ხალხი გაცვეთილი იყო სკამიც და მაგიდაც..
ჩამოვჯექი სიცივე იყო და ვიბუზებოდი ,წარმომიდგენია შრიდან როგორი დასანახი ვიქნებოდი ,სივრცეს გავყურებდიდ არაღჩ უცნაური შეგრძნება გამიჩნდა , წინასწარ შეგრძნება რაღაცის მაგრამ რისი არვიცი გულმა საშინლად დამიწყო ცემა , რამემართება ცუდად ხომარ ვხდებიმეთქი შემეშინდა გარეთ ყოფნა ამის გამო და შეიგნით შესვლა დავაპირე დავინახე ამდროს მანქანიდან როგორ გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი ძალიან მეცნო უცებ ვერ მივხვდი საიდან მეცნობოდა
მაგრამ რომ მომიახლოვდა და შიგნით შესვლას ცდილობდა გზის გასაკვლევად უცებ გავიფიქრე
- მანანას ბიჭი. თალი ჩემდა უნებურად გავაყოლე იმდენ ხალხში ძლივს მოძებნა დასადგომი ადგილი ამდროს ნატალიამ დამიძახა ელენ ამოდი
-მოვდიივარ, თუ ამოვაღწიე კი ვცდილობდი ამდენ ხალხში გავმძვრალიყავიდ ა გველივით ვიკლაკნებოდი
მანანას ბიჭი კარებთან იდგა და დამორცხვებული ვთხოვე უკაცრავად გამატარეთ მეთქი თითქოს რაღაც დანაშაულს ჩავდიოდი მის წინაშე არმიცნოს მეთქი არადა საიდან უნდა ვეცნე,შემომხედა და როგორც შეძლო გაიწია რათა გავსულიყავი..
აისორიც მალე დავტოვეთ და გამოსვლისას ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი , და მაშინ დავაკვირდი კარგად
- წამიერად გავიფიქრე დედაჩემს აზრად როგორ მოუვიდა რომ ასეთ ბიჭს მე რომ მოვეწონები ,ამის გაფიქრებაზე ღაც ჩამწყდა ...
მე პუტკუნა ის მაღალი დაკუნთული და სიმპატიური ... კიდევ ერთხელ გამეფიქრა და უფრო ჩამწყდა რაღაც ვერც კი მივხვდი რატომ.
სახლში მისვლისას იმდენი საქმე გვქონდა სულ გადამავიწყდა დღევანდელი შემთხვევა დასაძინებლად რომ დავწექი ტვინმა ძაკაუნებურად შემახსენა -სიმპატიური ყოფილა მანანას ბიჭი ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent