შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ სიყვარულთან ბრძოლაში დავმარცხდით


7-07-2017, 07:20
ავტორი დაშა
ნანახია 1 368

პირველ რიგში,მოგესალმები ყველას.
საიტზე ახალი ვარ,თუმცა წერა დიდი ხნის წინ დავიწყე. იმდენი დრო გავიდა მას შემდეგ რომ არც მახსოვს ზუსტად რამდენი წლის ვიყავი ჩემი ემოციების და განცდების ფურცელზე გადმოტანა რომ დავიწყე.აქამდე არ გამჩენი სურვილი ჩემი შემოქმედება გამომექვეყნებინა, თუმცა ვფიქრობ რომ მკითხველის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალბედა მწერლისათვის, ამიტომ მინდა ვცადო თქვენამდე მოვიტანო ის რეალური ისტორიები,რომლებიც ჩემ გარშემო წლების წინ მოხდა.ზოგადად მეოცნებე არ ვარ და ყველა ჩემი ისტორია რეალურ ამბებზე დაყრდნობით დავწერე.იმედი მაქვს შთაბეჭდილებებს და ჯანსაღ კრიტიკას გამიზიარებთ.


მთელ ღამეს ფურცლებთან და ფიქრებთან ვათენებ, მაგრამ თავში არაფერი არ მომდის. თითქოს ყველა იდეა რაც აქამდე მესტუმრა ნოემბრის ქარს დაედევნა და შემოდგომის წვიმამ დაასველა,საბოლოოდ კი წაშალა.სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო ახალი ესკიზები, თორემ ხვალინდელი დღე კარგად არ დასრულდება.ვბრაზდები,როცა აივანზე გავდივარ და ბნელ კორპუსებს გავცქერი.ყველას ტკბილად ძინავს, მე კი ღამეებს ვათენებ,იმის გამო რომ ჩემსგონებას დღისით კარგად მუშაობა არ შეუძლია, მითუმეტეს თუ მის გარშემო ო უამრავი სულიერი ტრიალებს.ვცდილობ გავიხსენორი ყველაზე ლამაზი ფოთოლცვენა და ხატვას ვიწყებ.როცა ესკიზს ბოლო შტრიხებით ვაფორმებ,კმაყოფილი დავცქერი ჩემს შედევრს და საწოლისკენ მივლასლასებ.არც მახსოვს როდის ჩამეძინა, მაგრამაგრამ ზუსტად ვიცი რომ უკვე გამთენია დგებოდა.
-ნიკა, რა ხდება არ დგები? თავზე დამჩხავის ჩაძინებიდან მალევე სალომე და ხმაურით დადის ოთახში. ნეტა ამ გოგოს ვინ მოიყვანს ცოლად,როგორი პატარაა ტანით და იმხელა ნაბიჯებს ადგამს, სპილოსაც კი შეშურდება. უკმაყოფილოდ ვახელ თვალებს და თავზე გადაფარებულ საბანს ვიძრობ.ოთახში გამეფებული მზის სხივები თვალს მჭირს და ისევ თვალების დახუჭვას მაიძულებს.
-გუშინაც გაათენე ხომ ღამე? მისვამს შეკითხვას რომელზეც პასუხი მშვენივრად იცის.მე ხომ ბოლო დროს თითქმის ყოველ ღამეს ვათენებ აივანზე ფიქრში და ხატვაში.
-ნეტა შენს ადგილას ვიყო, ორზე გეწყება ცვლა. გავხდე შურიანი თვალებით და ზანტად წამოვდექი ფეხზე.
-უკვე აღარ.მითხრა ნაღვლიანად და მისი ლამაზი თვალები შემომანათა.
-ანუ?
-უფროსმა სულ აგვიანებო და კლიენტებთან საკმარისად თავაზიანი არ ხარო. მითხრა ისეთი ტონით, თითქოს ასე არ იყოს.ძალიან კი ცდილობს აქაური ქუდი დაიხუროს, თუმცა ქართულ მენტალიტეტს ვერაფერს უხერხებს.მასთან ახლოს მივედი,მაგრად მოვეხვიე.თითქოს ამით დარდს შევუმსუბუქებდი.
- გინდა საღამოს სადმე გავიდეთ?ვიცოდი მისი სუსტი წერტილი. სალოც მაშინვე მიმიხვდა ჩანაფიქრს და პატარა ბავშვივით ბედნიერად აცქმუტუნდა.რაღაცის თქმა დააპირა,როცა ჩემი მობილური აწკრიალდა.პლანერმა გაახსენა რომ სახლიდან გასვლის დრო იყო.სწრაფად წამოვდექი და გუშინ გამოღებული ტანსაცმელს ვნახე ხელი.
-მოკლედ მე უნდა გავიქცე,თორემ ორი უმუშევარი სახლში უკვე კატასტროფაა.სამსახურის მერე მოვალ და მზად დამხვდი იცოდე.გაფრთხილების ნიშნად თითი დავუქნიე და აბაზანისკენ ავიღე გეზი.
მე და სალომე საფრანგეთში ერთი წლის წინ ჩამოვედით.მე სასწავლებლად,ის კი სამუშაოდ.თუმცა მოხდა ისე რომ მეც მომიწია საღამოს სწავლის გადატანა და მუშაობის დაწყება. ყველაფერი კი ცხოვრების მიერ მოწყობილი "სიურპრიზების" ბრალია!მიუხედავად იმისა რომ ორივეს ძალიან გვინდა სახლში დაბრუნება,მაინც ფეხს ვითრევთ საქართველოში ჩასვლისგან,რადგან ჯერ არ შეგვიძლია იმ ოცნებების განხორციელება,რის გამოც მივატოვეთ ძველი ცხოვრება,ამ სიტყვის მთელი დატვირთვით.არ არის ადვილი 18 წლის ასაკში ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყება, თუმცა მჯერა რომ ყველაფერი რაც ხდება მხოლოდ უკეთესობისკენ!
არც თუ ისე ადვილი სამსახური მაქვს, როგორც ეს ჩემს "სვეცკ" დაქალებს ჰგონიათ, თუმცა ესეც იმის დამსახურებით, რომ საშინელი მატყუარა ვარ. უბრალოდ არ მიყვარს როდესაც ვინმეს ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ვახედებ, თუმცა არასდროს არ ვატყუებ, მათ ვისაც ვენდობი, მაგალითად სალომეს, რომელიც ჩემი ბიძაშვილია,თუმცა დასავით მყავს.მოვატყუო მას იგივეა მოვატყუო საკუთარ თავს, ამაზე საშინელი კი არაფერი არ არსებობს. ყველას, სახლში, ჰგონიათ რომ ატელიეში ვმუშაობ, სინამდვილეში კი სალომესავით მიმტანი ვარ ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში,სადაც უამრავი საინტერესო ადამიანი დადის.ალბათ ამიტომაც არ ვფიქრობ სხვა ადგილას მუშაობის დაწყებას,მიუხედავად იმისა რომ ხელფასი საკმაოდ მცირეა.მსიამოვნებს ასეთ გარემოში ყოფნა და მგონია რომ მომავალში შესაძლოა ვინმე ჩემს ფავორიტ მოდის "დივასაც" შევხვდე.
დღესაც როგორც ყოველთვის,სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევს. ხუთი საათის მანძილზე ერთხელაც არ შემისვენია,ხან შამპანურის ჭიქები დავათრევდი,ხან შეკვეთებს ვიღებდი. სულ ამოვარდა თავიდან სალოსთან ერთად საღამოს გეგმები, თავად მას რომ არ შეეხსენებინა.
-სალი, რას შვები? ამ წუთს გამოვედი რესტორნიდან, წამოგიღო რამე?ვეკითხები და გაჩერებისკენ მივდივარ.
- არა რა უნდა წამომიღო.გამზადებული გელოდები. რა გადაწყვიტეს სად მივდივართ? მომაყარა წამებში და პასუხის მოლოდინში დადუმდა. ჯანდაბას, როგორ დამავიწყდა. საშინლად მეზარებოდა ახლა სადმე გაბოდიქლება, მაგრამ რადგან დავპირდი სხვა გზა არ მრჩებოდა.
-სადაც შენ გინდა სალ, ჩემთვის ხომ იცი სულერთია.არ დავიბენი და თავი გადავირჩინე მისი საყვედურებისგან.
-კაი,მოკლედ გელოდები.გათიშვა ვერ მოვასწარი,რომ მაშინვე დამჯდარი მობილური,თუმცა არ მიდარდია, 15 წუთში მაინც სახლში ვიქნებოდი,თუ რათქმაუნდა ტრანსპორტი მოვა თავის დროზე.გზაზე გადასვლა დავაპირე,როგორც კი შუქნიშანი წითელ შუქზე გაჩერდა.ზოგადად არ ვიხედები ხოლმე გვერძე, მითუმეტეს როდესაც ასეთ პატარა მოძრაობიან გზას ვკვეთავ, რადგან ამ ქვეყანაში თითქმის შეუძლებელია გამოჩნდეს ადამიანი, ვინც ელემენტარულ წესებს დაარღვევს,თუმცა მე რომ ადამიანებში ბედი მაქვს,ტყუილია. უდარდელი გადადიოდა გზაზე და სადაც იყო მივაღწიე დნიშნულების ადგილს,რომ არსაიდან გადმოხტა შავი აუდის ჯიპი, რომელმაც ლამის ადგილზე გამაბრტყელა.საშინელი და,უხრუჭების ფონზე ვიკივლე და კანონმორჩილი მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან. წესიერად არც შემიხედავს,ისეთი მზე იყო,გამიზნულად დამებინდა თვალებში და ვერც გაანალიზება ისე მოვხვდი უცნობის მკლავებში. გული შიშისგან ამოვარდა მქონდა,მინდოდა მეყვირა,მეჩხუბა ჩემი ლამის მკვლელისთვის. თავში ერთდროულად იმდენი უცენზურო სიტყვა მომივიდა,რომ გამიკვირდა კიდეც,საიდან ვიცოდი ამდენი სალანძღავი სიტყვები.თუმცა ხმა ჩამჯდარი და პირიდან სიტყვა გამიშვიც არ ამომდიოდა. ერთადერთი რაც შევძელი,მისი სახის დანახვა იყო.ქვევიდან ავათვალიერე ჩემზე მაღალი სილუეტი. საოცრად უხეში ნაკვთები ქონდა და ისეთი მამაკაცური მზერა რომელიც სავარაუდოდ ბევრ ქალს თავმოყვარეობას აკარგვინებდა.უცნაური ფორმის წვერს ატარებდა, რომელიც ასაკს მატება და საოცრად ღრმა,მწვანე თვალები, რომელიც ჭაობივით ჩაგითრევდა შიგნით შენი ნებით.
-კარგად ხართ? ჩამესმა ბოხი ხმა.სახეზე კმაყოფილმა ღიმილი გადაურბინა, რომლის მიზეზიც ჩემი გაშტერება იყო.სასწრაფოდ გავინთავისუფლე მისი მკლავებიდან ხელი და გაცეცხლებულმა მზერა გავუსწორე.
-მადლობა შენ, რომ მიმახვედრე რა ხანმოკლეა ცხოვრება.ამოვაფრქვიე საბოლოოდ.
-მაპატიეთ, მობილურზე ცუდ დროს დამირეკეს და ვერ შეგამჩნიეთ.თავაზიანად მიპასუხა,თუმცა არა შეწუხებულმა,როგორიც წესით უნდა ყოფილიყო.ისეთი მშვიდი სახით მათვალიერებდა, თითქოს მის წინ დაზარალებული კი არა, სამუზეუმო ექსპონატი იდგეს. ყველაზე ამრეზი მზერით ამაყოლა მზერა ფეხებიდან სახემდე, რომელიც გაბრაზებისგან დარწმუნებული ვარ მთლიანად წითელი შეფერილობნის იყო. მინდოდა ამ გაუთლელი რეგვენისთვის სეირი მეჩვენებინა და პოლიციაში დამერეკა, თუმცა გამახზენდა რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი სრულიად დაკარგული და გადავიფიქრე.
-არანაირი სურვილი არ მაქვს თუმდაც კიდევ ხუთი წუთი დავკარგო თქვენთან, ამიტომ დაგინდობთ და პოლიციაში არ დავრეკავ.ჩემს სიტყვებს მისგან არანაირი რეაქცია არ მოყოლია. უბრალოდ გაქვავებული იდგა და თვალებით მიწვევდა.მისმა საქციელმა წყობიდან გამომიყვანა, თავს ძლივს ვიკავებდი რომ მის წინ არ წავქცეულიყავი, ამიტომ უბრალოდ სწრაფად გავეცალე.ერთადერთი სურვილი მკლავდა, რაც შეილება მალე მივსულიყავი სახლში და ეს საშინელი ინციდენტი თავიდან ა მომეგდო, თუმცა ალბათ იმის დავიწყება ნებისმიერს ძალუძლს რომ შეიძლებოდა ჩემი მფარველი ანგელოზი რომ არა სალომესთან გვამის ამოსაცნობად დაერეკათ. და ეს ყველაფერი ვიღაც დეგენერატი და უპასუხისმგებლო ფრანგის გამო, რომელსაც გონია ყველა მისი შარმის მონა უნდა იყოს. არ მახსოკვს სახლამდე როგორ მივედი ან შიგნით როგოკრ შევედი. უკვე საწოლზე ვეგდე სალომე რომ კითხვებით ტვინს მიჭამდა.
-მოკლედ რა მოდა? მინტკლის ფერი გადევს.თავზე მევლება სალომე.
-ვიღაც იდიოტმა ლამის სიცოცხლეს გამომასალმა. აღმომხდა ბოლოს. ვინ იცნობს სალომეს ჩემზე უმეთ?ვიცოდი, რომ თავს არ დამანებებდა.
-ღადაობ?ხომ კარგად ხარ? დამიწყო ტანზე თვალიერება რაიმე ნაიარევის ძიებაში.
-არაფერი მჭირს, გეყოფა. დავუბღვირე შეწუხებულმა.
-ნიკ, შენ რომ რამე დაგემართოს...და მაშინვე მომეკრო. ღმერთო რა სენტიმენტალურია ეს გოგო.სიკვდილს თვალებში ჩავხედე, სახლამდე ჩემი ფეხით მოვედი და ცოცხალ ადამიანს ცხარე ცრემლით დამტირის!
-მორჩი ტირილს. ვუთხარი მკაცრად და ამოვისუნთქე მას შემდეგ რაც ძლივს მოვიშორე.
-უჰაერობისგან ხომ ხედავ, რომ უარესად ვარ.დავუბრიალე თვალები, თუმცა მისი თვალებით მაშინვე დამკერა და სიცილი ავტეხე.
-ნუ დამცინი. გაბრაზდა ვითომ და ბუმბულებიანი ბალიში მეასროლა.
-კაი, შემეშვი ახლა.ჩავიცმევ და ლაუნჯში წავიდეთ.სალი გამოფხიზლდა და ფეხზე წამოიჭრა.
-ხო, მაგრამ ცუდათ არ ხარ? ისეთი სახით მოხვედი სახლში ვიფიქრე ერთი თვე რეაბილიტაცია დაჭირდებათქო.
- კაი რა, არ მიცნობ? გავიარეთ ეს თემა.ცრემლების ღვრას მორჩი და წავიდეთ.
ვუთხარი და საძინებლისკენ გავლასლასდი.ჯერ კიდევ მტკიოდა მთელი სხეუული დაცემის გამო, თუმცა თავს ისე ვიჭერდი თითქოს არაფერი მაწუხებდეს.კარადიდან შავი კაბა გამოვიღე და რამდენიმს წუთში ორმეტრიანი ქუსლებით ბინა დავტოვეთ.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საინტერესოა, მომწონს. გააგრძელე და აუცილებლად შენი ერთგული მკითხველი ვიქნები❤❤

 


№2  offline წევრი დაშა

მადლობა შეფასებებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent