შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს (მეორე თავი)


7-07-2017, 20:38
ავტორი buterfly
ნანახია 2 533

შენმა ლურჯმა თვალებმა გადაგარჩინეს
(მეორე თავი)
*არჩილი*
ტელეფონზე ზარია.ვიღაც განუწყვეტლივ რეკავს ,აშკარად აჩის გადარეული ძმაკაცი ნიკაა (არც არჩილია ნაკლებად ჭკუამხრიარული).
-ჰოო,რა იყო ტო?
-უეჭველი ახლა გაიღვიძე ხო?ამდენი ხანი ძილი ვის გაუგია ბიჭო?
-რაღა ამდენი ხანი?6 საათია ჯერ.ნორმალური ხარ შე ჩემა?წადი დაიძინე .შენს ნაკლულ ტვნს კიდევ უძილობა უნდა?(მთქნარებით წამოიზლაზნა არჩილი საწოლიდან)
-აუ ტვინს ჭამ რა .უი მართლა იდიოტო შენთან მოვდივარ და კარი გააღე(სიცილნარევი ხმით სთხოვა ძმაკაცს)
-შენ შ*გ ხომ არ გაქვს?აქ რა გინდა ამ დილაუთენია?დაეტიე სახლში.სამსახურშიც მეყოფი
-სახლში ვიყავი რო?(ერთი გადაიხარხარა და სათხოვარს მიუბრუნდა)გააღეთქო კარი ,სადარბაზოში შემოვალ მალე.ვაიმეეე ..........არჩილ მიშველეე...........(გაისმა ნიკას განწირული ხმა)
-ნიკა რა მოხდა?ნიკა..(არ ისმის არავის ხმა,შეშინებული არჩილი ტრუსის ამარა სწრაფად გავარდა გარეთ და რას ხედავს ,ნიკა სიცილისგან ლამის წაქცეულიყო და მიშველეთ,მიშველეთ-ს გაიძახოდა არჩილის გაცეცხლებული თვალების დანახვა და ნიკას გაქცევა ერთი იყო)
-აუ ნიკა შენ გნახავ დღეს(იქვე მდგომ ხალხს სიმწრის ღიმილი სტყორცნა და ბინაში ავიდა,ცოტახანში კარზე ზარია)
-აუ აჩიკო მიდი გააღე რა.ჩემო გიჟო.გამიღე კარი,ჩემო სიხარულო,ჩემო გიჟუნია.(აჩიმ კარი გააღო და ნიკასთვის მოულოდნელად მაისურში წვდა და სახლში შეათრია)
-შენ იცი რას გიზამ.(გამწარებული გაჰყვიროდა არჩილი მაგრამ ნიკას სახეს რომ შეხედა ,რომელიც ყველანაირად ცდილობდა არ გასცინებოდა თავადაც ახარხარდა)იდიოტი .
-კაი რა იყო გაგეხუმრე(უთხრა და დივანზე წამოკოტრიალდა თან ვაშლს შეექცეოდა)
-რა ჯანდაბა გინდა რას მოეთრეოდი აქ?
-აუ გუშინ რა ნაშასთან ვიყავი იცი?კანფეტ მამალო.
-სერიოზულად?მე სად ვიყავი?(თვალების ჟუჟუნით გახედა მეგობარს)
-შენც ტო?
-მაშ.
-როგორი იყო?(ინტერესიანი თვალები მიაპყრო ძმაკაცს)
-შენთან ჩემი რომანტიკული ისტორიების განხილვას არ ვაპირებ(ეს კარგი თვისება ჰქონდა ნამდვილად ჩვენს აჩიკოს)
-კაი რა ტოო მითხარი
-არათქო.ან დამელოდე ან წაეთრიე სამსახურში
-მიდი ბუსხუ დაგელოდები
არჩილი მალევე გაემზადა.შარვალ კოსტუმი მოირგო ,მანქანის გასაღები აიღო და წასასვლელად მოემზადა.(რა ბიჭია)
-აეთრიე ნაგავო.
-მოვდივარ კუსკუს(კურტუმოს ქნევით გაეკიდა ნიკაც.ძალიან ხუმარა და არასერიოზული ადამიანია, მაგრამ ნამდვილად კეთილი და საიმედოა.შეგიძლია ყველაფერში ენდო.გარდა ამისა გარეგნობის მხრივ არჩილს არ ჩამოუვარდება.ქერა და ცისფერთვალება ძალიან საყვარელი ღიმილია კი არა სიცილის მქონე ბიჭია.მისი სიცილის გაგონებისას შეუძლებელია შენც არ გაგეცინოს.ის და აჩი ბავშვობის მეგობრები არიან.)
არჩილი ნოდარის ძმისშვილია. დედ-მამა პატარა ასაკში ავტო-ავარიის შედეგად გარდაეცვალა და მას მერე ბიძა და ბიცოლა ზრდიან.მას მერე რაც 17 წლის გახდა მარტო გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო რაც შეეხება ნიკას მას დედაც ჰყავს და მამაც თუმცა ძმაკაცის მსგავსად ისიც მარტო არჩილის მეზობლად ცხოვრობს.
_ _ _ _ _ _ _
20 წუთში უკვე სამსახურში იყვნენ. არჩილმა გადაწყვიტა ბიძამისთან შესულიყო და მოეკითხა,როდესაც შევიდა ერთი მშვენიერი ,ლურჯთვალება გოგონა დაინახა ,რომელიც ბიძამისს ემშვიდობებოდა ,ან როგორ არ უნდა შეემჩნია ასეთი სილამაზე.მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ არჩილს სხვა გოგოების მსგავსად არ შეუხედავს მისთვის. უბრალოდ მოეწონა.
-**რა ლამაზი თვალები აქვს**გაიფიქრა არჩილმა და და კარებისკენ მიმავალ ემილიას თვალი გააყოლა....**ახალი დიზაინერი ყოფილა თურმე**
არჩილი მალევე გამოვიდა ბიძამისის კაბინეტიდან და თავისი ოთახისკენ გაეშურა.უამრავი საბუთი ჰქონდა მოსაწესრიგებელი და სასწრაფოდ უნდა დაესწყო მუშაობა(ბეჯითი ბიჭია)კარგად ხანი გავიდა და ნიკამაც არ დააყოვნა და მოაკითხა აჩის
-აჩიკოო.არ მოდიხარ?
-სად მოვდივარ ?ჯერ ადრეა.უამრავი სამუშაო მაქვს
-რა ადრე ბიჭო ფანჯარაში გაიხედე.
-უიმე ,დაღამებულა უკვე.კაი ხო დამელოდე მოვდივარ .ამ საბუთებს მივალაგებ
-მიდი შე ჩემა დროზე.
-ხო რა გაა**აკე მოვდივარ.
ძმაკაცები გაუდგნენ გზას გასასვლელისკენ ,მაგრამ არჩილმა სინათლე შენიშნა, რომელიც არც ისეთი ძნელი შესამჩნევი იყო ,რადგან მთელს შენობაში ერთადერთი ოთახი იყო განათებული.არჩილიც დაიძრა ამ ოთახისკენ და ფანჯარაში შეხედვისას დაინახა ემილია ,რომელიც მონდომებით რაღაცას ხატავდა და თითქოს ამ ქვეყნად არ იყო იმდენად გართული იყო თავის საქმეში.
ყურსასმენები ჰქონდა მომარჯვებული და მუსიკას სულ მთლად სხვა სამყაროში გადაეყვანა.შიგადაშიგ წაიმღერებდა ხოლმე რომელიმე სევდიან სიმღერას და შემდეგ ისევ აგრძელებდა ხატვას.ვერ გაეგო როგორ დააღამდა და თითქოს არც ადარდებდა.კიდევ კარგახანს ვერ გაიგებდა არჩილს რომ არ გამოეფხიზლებინა.
-ქალბატონო ემილია(მომხიბლავი ღიმილით დაუკაკუნა კარზე ,მაგრამ ამაოდ, ემილიას ყურადღება ვერ მიიბყრო.ამიტომაც შევიდა ოთახში და მაგიდაზე დაუკაკუნა და სახიდან ღიმილის მოუშორებლად გაუმეორა)ემილია..
-რაა?უი...(უცბად მოიძრო ყურსასმენები და აჩის თვალებში შეხედა,რომელიც იმ წამს დაიბნა და ემილიას ლურჯ თვალებში დაიკარგად, თუმცა მისმა ხმამ გამოაფხიზლა)დიახ ,რა გნებავთ?(მკაცრი გამომეტყველება არ მოუშორებია სახიდან ქალბატონს)
-უკვე გვიანია .სახლში წასვლას არ აპირებთ?
-გვიანია?(გაკვირვებულმა ემილიამ ტელეფონზე საათს დახედა და მაშინვე წამოდგა)უი რა დრო გასულა.მადლობა რომ მითხარით(ჩვეულებრივი ტონით მიმართა აჩის)
-არაფრის.თუ გნებავთ მე გაგიყვანთ სახლში?(თან მისამართსაც გაიგებდა მაიმუნი)
-არა არ მინდა ტაქსით მირჩევნია.
-როგორ გაგიშვათ ასე მარტო?თან ძალიან გვიანია .უკვე 11 ხდება.(საათს დახედა აჩიმ და თანხმობის მოლოდინში გახედა ემილიას,მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში)
-არა ნამდვილად არ არის საჭირო და გარდა ამისა არც მსურს .ასე რომ მარტო წავალ(იმდენად მკაცრად ჟღერდა ეს ნათქვამი ,რომ შეწინააღმდეგება აშკარად არ ღირდა და რომც შეწინააღმდეგებოდა აზრი არ ჰქონდა.)
-როგორც გნებავთ ქალბატონო ემილია(აჩის მისი მომხიბლავი ღიმილი უკმაყოფილო გამომეტყველებით შეეცვალა )

ემილია მალევე გაუჩინარდა ღამის წყვდიადში და დატოვა ბიჭი გაშეშებული,თუმცა ნიკას ყვირილმა, რომელიც მანქანასთან უკვე 1 საათია ელოდება,გამოაფხიზლა და მალევე თავადაც იქ იყო
-რა მოხდა?ამდენი ხანი სად ეგდე?
-(აჩი ფიქრებიდან სწორედ ამ შეკითხვამ გამოაფხიზლა)არაფერიც არ მომხდარა,ჩემს წინ რომ გოგო გამოვიდა შეკამათება მომივიდა და ნერვები მაქვს მოშლილი
-შეკამათება?რა შეკამათება?ალბათ მისი შებმა სცადე?
-აუ შემეშვი რა შენი თავი არ მაქვს.სახლში წაყვანა შევთავაზე და ისეთი უარი მტკიცა და ღიმილი ოხრად დამრჩა.
-(ამის გაგონებაზე ნიკას სიცილი აუტყდა და ისე იცინოდა გეგონებოდათ აღარ სუნთქავსო და მალე სულს განუტევებსო ,მაგრამ მოულოდნელად აჭიხვინდა და ამაზე აჩის უარესად მოუშალა ნერვები.როგორც იქნა დაწყნარად და ახლა დაწყნარებული შეუდგა მეგობრის ნერვების მოშლად)ესეიგი ძმაო,მგონი გამოჩნდა შენი ჭკუაზე მომყვანი ადამიანი
-(აჩიმ ერთი შეუბღვირა,მანქანა გააჩერა და ნიკა გადააგდო)ახლა გააჩერე ტაქსი და ისე წაეთრიე სახლში
-კაი რა რას მეღადავები .არ წახვიდე ბიჭო
-ამაზე მაშინ გეფიქრა ნერვებს ,რომ მიშლიდი თან ჩემს მანქანაში(თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და შუა გზაში მარტო,ეული ,სნეული ,უპატრონო ლეკვივით მიატოვა)
_____________________________________________________

იმედია მოგეწონებათ.ჩემი პირველი ისტორიიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ცოტახნის წინ მუზა ისევ მოფრინდა.იმედია ეს ისტორიაც მოგეწონებათ.ველი შეფასებებს (კარგსაც და ცუდსაც)არ დაგეზაროთ.
სიყვარულით მე.. :)



№1  offline მოდერი ენემი

უფრო დიდი მინდა მე!

 


№2  offline წევრი buterfly

Salo123
ცოტა დიდი დადე რა❤❤❤❤


აუცილებლად გავზრდი უბრალოდ დღეს მეტი ვერ მოვასწარი

ენემი
უფრო დიდი მინდა მე!


აუცილებლად.მაგაზე გაწყენინებ :)

 


№3 სტუმარი Guest Trocodeo

Kარგია,მარა ფრჩხილებში ჩასმა არ უნდა ძალიან ცუდად ხვდება თვალს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent