შენი IQ (თავი 1)
გოგონამ სახლს მიმოავლო თვალი ირგვლივ ტანსაცმელები იყო მიმოფენილი მხოლოდ ერთი დივანი და ტელვიზორი იდგა გაუჩერებლივ ისმოდა რაღაცის ყურისწამღები წრიპინი. უცებ ფერები აირია: წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი... საბალეტო სკოლა. ვეებერთელა სარკესთან, ჰორიზონტალურად მდგარ რკინასთან იდგნენ და ხელებს და ფეხებს ხან ზემოთ აიქნევდნენ და ხანაც ქვემოთ ჩამოჰქონდათ... ისევ ფერების არეულობა:თეთრი, ცისფერი, იისფერი, მწვანე... შავი თვალები, გრძელი შავი თმები, ემოს გარეგნობა და ჩაცმულობაც ისეთივე. თავიდან მხოლოდ სილუეტი მოჩანდა, შმდეგ უკვე მკაფიოდ დაინახა ბიჭი რომელსაც გარს გველები შემოხვეოდნენ, მისი გული ტკვიას გაეყო ორ ნაწილად და შეშინებული უყურებდა გოგოს სულში... დახეული მაისური ეცვა და სისხლით მოსვრილი ადგილის ზემოთ, ოდნავ მარჯვნივ, ლავიწის ქვემოთ ტატუ შეიმჩნეოდა, სახეს თითქმის ვერ ხედავდა და ვერც ტატუს არჩევდა ისევ ფერების არევა ერთმანეთში და ახლა უკვე სურათი გოგოსა და ბიჭის ჩახუტებისა ბიჭი იგივე იყო გოგონა კი თვით ნინუცა გახლდათ... *** გოგომ გამოიღვიძა, სულ ოფლში გაწურულიყო და ჯერ კიდევ გრძნობდა სიზმარში მღებულ სითბოს ბიჭისაგან რასაც ჩახუტებისას გრძნობდა სიზმარშიაც. წამოდგა, ხის დიდი მოძველებული კარადიდან პირსახოცი ამოიღო და იქვე მყოფ სააბაზანოში შევიდა. ტანზე ივლებდა და თან ქვეცნობიერში არც კი იცოდა რატომ, იმ ტატუს გახსენებას ცდილობდა. სადღაც წაეკითხა ცნობიერებაზე ბევრს ქვეცნობიერი იმახსოვრებსო და ახლა ამ მრავლისმცოდნე ქვეცნობიერში იძირებოდა, უყურებდა წარსულს და სიზმრების ოთახისაკენ ფეხმოტეხილი დედაკაცივით მიიძურწებოდა, თუმცა მაინც ბევრი ეკლო იქ მისვლამდე. თანდათანახსენდებოდა რაღაც ჯვრისმაგვარი ლავიწთან თუმცა ვერა და ვერ გაეხსენებინა როგორი ფორმისა იყო იგი... უკვე დიდი დრო გასულიყო დაბანილმა თმები ფენით გაიშრო უთოთი დაისწორა და მაღლა აიწია თვალებზე კონტური წაისვა და უფერული "ბლესკი"-ც წაისვა დიდრონ ტუჩებზე, რომლის შეხებაზედაც ბევრი ბიჭი ოცნებობდა. კლასიკური ლურჯი შარვალი და თეთრი "საროჩკა" ჩაიცვა მაღალქუსლიანები და გასწია სასამართლოსკენ, როგორც ადვოკატმა ნინუცა ტუღუშმა. სასამართლოზე ახალგაზრდა ბიჭი უნდა დაეცვა, ბიჭს დის მკვლელობას აბრალებდნენ თუმცა ნინუცა დარწმუნებული იყო ახალგაზრდას უდანაშაულობაში და თავგამეტებით იცავდა მას, ეს სხდომა მან მოიგო და ბედნიერი ულოცავდა ბიჭს თავისუფლებას. სასამართლოდან გამოვიდა და მისი კაბინეტისკენ დაიძრა, ერთ-ერთმა პერსონამ დოსიე გაუწოდა ფოტოსურათირთურთ და უთხრა, თურმე ამ ბიჭს ძმა მოჰპარეს, ბიჭი უკვე წლებია ეძებდა ძმას რადგან მან ხუთიწლის წინაც შემოიტანა საჩივარი და პოლიციის ძებნაც კი უშედეგო აღმოჩნდა, ნინუცა იძიებდა ბოჭის საქმეს და გული უწუხდა, ვერ წარმოიდგენდა მის რვა წლის ძმას იგივე რომ დამართნოდა რას გააკეთებდა... -------------- იმედია მოგეწონათ ეს ჩემი პირველი ისტორიაა და არ ვიცი როგორი გამომივიდა თუმცა ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ყველას აზრი მაინტერესებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.