შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილად ღირს ყველაფერი...


9-07-2017, 01:41
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 459

ის, რაც ახლა უცებ მივჯღაბნე. რეალურ მაგალითზეა დაფუძნებული, მართლაც, რომ ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრს ჰქონია, იმედი მაქვს გაითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ რჩევას, ჩემი პირველი ისტორიაა, შეიძლება ჩანახატიც ეწოდოს და ყველანაირად ვეცადე, რომ რეალურ ამბავთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო, ბოლომდე წაიკითხეთ და შემდეგ ველი თქვენგან შეფასებას და საერთოდ ყველაფერს, ცუდ თუ კარგ კომენტარებს, ყველაფერს გავითვალისწინებ მომავალში, უბრალოდ ასე მოვიდა მუზა და ასე თავისით დაიწერა ის რასაც ახლა წაიკითხავთ...


და, მაინც რა არის ეს ცხოვრება? რამდენის გადატანა უწევს ადამიანს? რამდენჯერ ყოფილა მომენტი? როცა ცრემლები ყელში გებჯინება და თვალებს არ ან ვერ ახელ, რადგან ცრემლი არ გადმოგივარდეს და ისტერიულ ტირილში არ გადაგეზარდოს, ერთ წერტილს გაშტერებული, რომ უყურებ, ნერწვს ძლივს ყლაპავ და თითქოს ასე ცდილობ თვალებზე მობჯენილი ცრემლების შეკავებას, დააა ბოლოს ბევრს რომ აღარ გამოსდის ეს, რადგან ფიზიკურად აღარ შესწევს ამის ძალა, შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში შენი ბალიში, რომ სველდება და თან ცდილობ ჩუმად იტირო, რადგან გვერდით ოთახში მყოფ დედას არ გაეღვიძოს და არ დაინახოს თუ როგორ იტანჯები... გარშემო უამრავი ადამიანი გყავს, თუმცა ვერავის უზიარებ შენს ტკივილსა და განცდებს, იმას, თუ რა გაწუხებს, რატომ ტირი ყოველ ღამე, ბავშვობის მეგობარს, რომ ვერ გადაუშლი გულს, რადგან არ გაქვს ამის ძალა, გეშინია, რომ შეეცოდები და დაგტოვებს, დიახ, გეშინია, რომ არ დაგტოვოს და ეს ერთდერთი მეგობარიც არ დაკარგო, გგონია, რომ ყველა შენს გრძნობებზე ითამაშებს და ამ ნაიარევზე უარესს ტკივილს მოგაყენებს, გეშინია, პასუხად არ დაგიბრუნდეს: "რა სულელი ხარ" "რატომ განიცდი ამას" "არ შეგიძლოა დაიკიდო?" მსგავსი რამ, და ისევ შენთვის რომ ინახავ და მარტო უმკლავდები ყველაფერს, იმის მაგივრად, რომ დაგეხმარონ, შიში გაქვს არ მიგატოვონ და ამ დროს და წუთას, სწორედაც რომ ზუსტად ახლა ხდება ადამიანი ყველაზე ძლიერი სულიერად სწორედ ახლა... თუმცა ბოლოს მართლა რომ ვეღარ უძლებ და ახლა რომ გატყდები და შენს თავთან რომ აღიარებ, რომ მეტი აღარ შეგიძლია და თვითმკვლელობამდე, რომ მიდიხარ... წამი, წუთი, საათი, დღეები, კვირეები, რომ ფიქრობ როგორ გადადგა ეს ნაბიჯი და როგორ გამოემშვიდობო სიცოცხლეს შენივე ხელით და ჰოპ, უცებ გამოჩნდება ის ვიღაც, ვინც ძალით თუ უნებლიედ მოგახედებს ამ ცხოვრებისკენ და უკეთესობისკენ ცვლის ყველაფერს, ვაფშე ყველაფერს, თანაც ისე, რომ მან ეს არც კი იცის, მობრუნდები და თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებ, თითქოს თავიდან იბადები და ამას გგრძნობ და შენი თვალით ხედავ... შემდეგ მასთან ერთად, რომ ატარებ დროს და ამ დროს რომ ითიშები, ხვდები, რომ ის რაღაცას ხვდება და მხოლოს ზედაპირულად გეკითხება შენ კი ამისთვის არ ხარ მზად და არც დაგაძალებს, რომ გული გადაუშალო, გელოდება იქამდე სანამ შენ თავად არ მოისურვებ ამას. და ერთ დღესაც უცებ რომ მოინდომებ და ყველაფერს ეტყვი და რომ დაიცლები ყველაფრისგან, თითქოს თანდათან ენთუზიაზმით ივსები, ცხოვრების ხალისი უფრო.მეტად გიბრუნდება, ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი ხასხასა ფერი ხდება და ბედნიერი ხარ, რომ ეს ყველაფერი დაძლიე, გადალახე ამაში უცებ გამოჩენილი ადამიანი დაგეხმარა და მოგვიანებით შენთვის ყველაზე ძვირფასი, რომ გახდა... და ახლა, რომ ფიქრობ და ამბობ, რომ ის ყველა ტკივილი მხოლოდ ამისთვის რომ ღირდა და ბედნიერი ხარ..
ყველაზე მთავარი კი ის არის ჩემო მკითხველო, რომ არასოდეს უნდა დაკარგო რწმენა, რწმენა, რომელსაც შეუძლია გადაგარჩინოს და ცხოვრება სულ თავიდან ნულიდანაც კი დაგაწყებინოს და გახსოვდეთ:"ყოველთვის მოექეცით ადამიანს ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ"!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent