შენ მოკვდები-სუნთქვა თავი 1
"შენ მოკვდები" ყველაფერი ზუსტად გახსოვს...არ იცი რატომ მაგრამ ვერცერთ წამს ვერ ივიწყებ...თითქოს შენი ცხოვრების ყველა დეტალს ყველა ხედავს...რა იქნება თუ ზუსტად იცი რომ ის ვინც გიყვარს მოკვდება? „სიკვდილის დრო 10 საათი და 27 წუთი" **** სასწრაფოს მანქანა საავადმყოფოს წინ გაჩერდა...საკაცით ახალგაზრდა გოგონა საოპერაციოსკენ წაიყვანეს...სახე სისიხლისგან მოთხვრილი ქონდა,სხეულზე კი უამრავი ჭრილობა...საოპერაციოში სრულ სიჩუმეს დაესადგურებინა.აპარატი საშინელ ხმას გამოცემდა... - სიკვდილის დრო 10 საათი და 27 წუთი - ერთი წინადადება,რომელმაც ყველა ოცნება და მომვალი გაანადგურა...გარდაიცვალა...მკვეთრი შუქი ნელ-ნელა გაქრა...ექიმი საუბრობდა,მაგრამ აღარაფერი ისმოდა...მხოლოდ ერთი „გარდაიცვალა"....შორიდან ისმოდა მსგავსი სიტყვები „მწუხვარ" „ყველაფერი გავაკეთეთ"...ეს მართლა ასეა?...მაგრამ მან მართლა ცადა... **** თავის ტკივილმა გააღვიძა...გრძნობდა თვალები როგორ ეწვოდა...ისევ იტირა...საწოლიდან გადმოძვრა და ძირს დაგდებულ ცარიელ ბოთლს დახედა - ვაუ ეს მარტო დავლიე? - ჩაიდუდღუნა და სავარძელზე დაგდებულ ხალათს დაწვდა...თავის ტკივილს ყურადღება არ მიაქცია,სამზარეულოსკენ დაიძრა.მთელი ჭიქა ყავა გამოცალა და სააბაზანოში შევიდა...წყალმა ფიქრი აიძულა,ფიქრმა კი გუშინდელი სიზმარი გაახსენა...ისევ უცნობი...ისევ სიკვდილი...წყალი გადაკეტა პირსახოცი შემოიხვია და საძინებლისკენ დაიძრა...საცვლებს ხელი დაავლო და პირსახოცი მოიშორა - რა გინდა ერეკლე? - ზურგს უკან მყოფს კითხა... - ტელეფონს რომ პასუხობდე ან შეტყობინებებს ნახულობდე აქ არ ვიქნებოდი,არც მე მიხარია შენი ნახვა დაიკო... - დედას გადაეცი რომ ცოცხალი ვარ!შეუძლია თავის შეცდომაზე არ იდარდოს - ლიზი ჭავჭავაძე! გეყოფა დედაზე ასე საუბარი! - ერეკლე დადიანო!აქ რა ჯანდაბა გინდა?! - საავადმყოფოშიც არ მისულხარ!რა ხდება? - რაში გადარდებს? - იქვე დაგდებულ მაისურს დაწვდა და გადაიცვა - ლიზი...ისევ გამოთვერი?...ერთი კვირაა არც საავადმყოფოში მისულხარ,არც ზარებს პასუხობ,არც მეგობრებს ნახულობ.შენ ტელეფონზე უამრავი შეტყობინება დავტოვე,სახლთანაც უამრავი ამანათი და წერილია დატოვებული...რა ხდება?თუ დახმარება გჭირდება მითხარი,ხომ იცი... - შენი დახმარება არ მჭირდება! - ლილე გარდაიცვალა და შენც უნდა მოკვდე?...ის სამი წელი როცა ვერ ხედავდი არაა საკმარისი?!ახლა კიდევ ეს...პროფესია აღარ გადარდებს,ახლობლებს ჩამოშორდი.რას აპირებ? - არ ვიცი... - ძმაზე მიხუტებულმა ჩაილაპარაკა.თავი მის ყელში ჩამალა და მოეხვია - აღარ ვიცი... - დედას შენი ნახვა უნდა... - ხოო ვიცი.ვნახავ მერე...მამაშენი როგორაა? - ნანობს რომ დედა მიატოვა და მამაშენზე დაქორწინების უფლება მიცათქო რომ გითხრა დაიჯერებ? - არა რა თქმა უნდა. - არადა ეგრეა...რაც ლილე და მამაშენი აღარ არიან,დედასთან ხშირად მიდის. - მართლა უყვარს დედა? - მეეჭვება...არ ვიცი...ეხლა მოემზადე და სამსახურში წადი...სესილიმ დარეკა.ძალიან არ გახარებია ჩემთან დარეკვა,მაგრამ რომ ვეღარ დაგიკავშირდა...ხო მოკლედ.ახალი მთავარი ექიმი გყავთ,უკვე ერთი კვირაა.აქამდე რომ არ დაგითხოვა ეს შენი გამოცდილების და განათლების გამო მოხდა.ზუსტად ასე თქვა სესილიმ ასე,რომ უნდა წახვიდე. - კარგი... - წავედი მე...- ლიზი უცებ გაემზადა და საავადმყოფოსკენ გაემართა.მალე შევიდა შენობაში და პირდაპირ სესილის კაბინეტისკენ გაემართა - შეიძლება? - ლიზი!შემოდი! - ლიზი გოგონას გადაეხვია.ერთმანეთს მალე მოშორდნენ.გოგონამ გაბრაზებული მზერა მიაპყრო ახლად შემოსულს - სად ჯანდაბ.... - არ დაიწყო რა! - კარგი!არ დავიწყებ!ახალ მთავარ ექიმთან უნდა შეხვიდე!მადლობა თქვი თუ არ დაგითხოვს.დიდხანს გელოდა... - კარგი.ისე მაშინებ თითქოს კანიბალია! - სესილის მის სიტყვებზე ჩაეცინა - წადი და ნახავ! - კარგი... - გოგონა რამდენიმე სართულით მაღლა ავიდა და მთავარი ექიმის კაბინეტთთან შეჩერდა „წადი და ნახავ" გონებაში გააჯავრა მეგობრის სიტყვები და კარებზე დააკაკუნა - შემოდით - ბოხი ხმა გაისმა.რატომღაც უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.შიგნით შევიდა...პირდაპირ ლურჯ თვალებს შეეჩეხა...შავ აჩეჩილ თმას,სწორ ცხირს,წვერებიან დაჭიმულ ყბას და თხელ ტუჩებს აკვირდებოდა რომელზეც ეშმაკური ღიმილი გამოსახვოდა - გამარჯობა? - იგივე ხმა გაისმა - გამარჯობა! - გისმენთ - მე ლიზი ჭავჭავაძე ვარ!ქირურგი!თქვენ კი.. - ახალი მთავარი ექიმი...დამიანე ქალდანი! - სასიამოვნოა! - ჩემთვისაც...შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.უკვე გამაფრთხილეს,რომ ასე იქცევით - ჩემ გადაკარგვას გულისხმობთ? - სწორედ!კარგია როცა გრძნობები გაქვთ,მაგრამ ქირურგები ასე არ უნდა დარდობდნენ პაციენტების დაღუპვას... - თუ იმის თქმას აპირებთ რომ ჩემ ქცევებს ვერ აიტანთ შეგიძლიათ პირდაპირ დამითხოვოთ.არ შევიცვლები!- უემოციოთ მიანათა ყავისფერი თვალები.იმის მიუხედავად,რომ თავს ზედმეტად უცნაურად გრძნობდა.ბიჭს ისევ გადაურბინა სახეზე ღიმილმა - ასეც ვფიქრობდი...არ ვაპირებ თქვენს დათხოვნას...შეხვედრამდე.ახლა ჯობია საქმეს დაუბრუნდეთ! - კარგით!... - თავის კაბინეტში შევიდა იქ კი მის სკამზე მჯდარი მათე დახვდა.თვალები შეუმჩნევლად აატრიალა და ჩაახველა მამაკაცის ყურადღება რომ მიექცია - ლიზი! - მხოლოდ ნახევარი საათია მოვედი.უკვე ყველამ გაიგო? - მე შენთვის ყველა ვარ? - კი მათე.ყველაა ის ვინც საზოგადოებას ან ბრბოს ეკუთვნის.შენ არცერთს არ ეკუთვნი? - მამაკაცმა უბრალოდ ჩაიცინა - ყველა რაღაცაზე ჩურჩულებდა ამიტომ ვიფიქრე,რომ მოხვედი და არც შევმცდარვარ! - კარგია რომ არ შეცდი.ახლა დამტოვე თუ შეიძლება - ლიზიმ ძალით გაუღიმა და კარებისკენ ანიშნა.მათეს გასვლიდან ხუთ წუთში ოთახში სესილი შემოვიდა. - გაიცანი ახალი მთავარი ექიმი? - ღიმილით იკითხა გოგონამ - გავიცანი - უემოციოდ ჩაილაპარაკა.უეცრად კარები ექთანმა შემოაღო - სასწრაფო ოპერაციაა.ავარია მოხდა - ამ სიტყვების შემდეგ თითქოს არაფერი ესმოდა.საოპერაციოში შევიდა და ექთნებისთვის მითითებების მიცემა დაიწყო...- სიკვდილის დრო 16 საათი და 18 წუთი - ისევ იგივე...სიზმარი გამართლდა...17 წლის ბიჭი გარდაიცვალა...ეს უკვე აუტანელია...სახურავზე იჯდა და ქვემოთ მოძრავ ხალხს უყურებდა.ისეთი უსუსურები ჩანან და ასეცაა.რამდენიც არ უნდა უარყონ,სიკვდილი ყველას აჯობებს... - მინდა გავქრე,ძალიან მინდა...რატომ არ მაძლევენ უფლებას,რომ მოვკვდე იქნებ გვირაბის ბოლოს მართლაა სინათლე? - ზურგს უკან უკვე ნაცნობი სურნელი იგრძნო და საუბარი დაიწყო - არ გაქვს სიკვდილის უფლება! - რატომ?არის კი ვინმე ვისაც დავაკლდები?მე სარგებელი მაინც არ მომაქ - იცი ადამიანებს საათები ძალიან მოსწონთ.მათ საათების მხოლოდ ვიზუალი და დანიშნულება ადარდებთ და ხანდახან ავიწყდებათ რომ საათი ძალიან პატარა დეტალებისგან შედგება.ერთი პატარა დამჭერის დაკარგვასაც კი შეუძლია საათი გააფუჭოს,შეანელოს,აურიოს...ასევეა ოჯახიც,ახლობლებიც,ადამიანები ვისაც ვუყვარვართ...ისინი ვინმაც სულაც არ იციან,რომ შევუყვარდებით,მათთვის გამოსადეგები გავხდებით, ისევე ძალიან როგორც ერთი პატარა დამჭერი. - სინამდვილეში შენ იცი რომ ეს ტყუილია.ყველა დამჭერი ასეთი მნიშვნელოვანი არაა.ზოგის დაკარგვას ვერც ამჩნევენ და შენც იცი რომ მე ამ კატეგორიას ვეკუთვნი.ადამიანებს ვის წასვლასაც ვერ ამჩნევენ. - „უცნობს" გვერდი აუარა და გასასვლელისკენ წავიდა - უნდა შემძლებოდა მისი გადარჩენა. - ყველას ვერ გადაარჩენ - ეს ბიჭი არ მიგულისხმია და შენ ეს იცი - ვიცი... „სუნთქვა" „ვიარსებებდი...გპირდები შევძლებდი,რომ გყვარებოდი...მატყუარა ხარ" **** მას შემდეგ რაც ოჯახი დავკარგე „კარგად ყოფნა" რას ნიშნავს არ მახსოვს...დღესაც,როგორც ყოველთვის ტრადიცია არ დაირღვა და დილის ექვს საათზე,ქუჩის ბოლოში მყოფი სახლიდან გოგონა გარეთ გამოვიდა.უკვე ზამთარი იყო.საკმაოდ ცივოდა,მას კი მაინც თხლად ეცვა.ქუჩაში ეს აღარავის უკვირდა.მოხუცებს ებრალებოდათ,ახალგაზრდები კი აგდებულად უმზერდნენ.ამას უკვე შეეჩვია,ისევ თავდახრილი მიდიოდა.სიცივისგან თითები და ცხვირი გაყინვოდა,ტუჩები გალურჯებული ქონდა და ლოყები აწითლებოდა.თხელ ქურთუკს სხეულზე უფრო მჭიდროდ იკრავდა და გაყინულ სახეს გაცრეცილ ყელსახვევში მალავდა...მისი სამსახური ახლოს იყო.შიგნით შევიდა,ჯერ კიდევ იყო რამდენიმე მთვრალი ადამიანი შიგნით...მათ ყურადღება არ მიაქცია.გასახდელში შევიდა და თავისი ფორმა მოირგო.ბართან მივიდა იქ კი ერთადერთი მეგობარი დახვდა - ნინო როდის მოხვედი? - ახლა მაშო - ჩაილაპარაკა გოგონამ - გინდა ყავა? - გოგომ ღიმილით შესთავაზა - არა!მენეჯერი რომ მოვიდეს პრობლემები შეგვექმნება - აქაა.თავის კაბინეტშია,გუშინ გამოიკეტა რამდენიმე გოგოსთან ერთად! - თვალები აატრიალა გოგონამ და ჭიქების გამშრალება გააგრძელა - არ მესმის - რა? - შენ არ გჭირდება ასეთ ადგილას მუშაობა.შეიძლება შეძლებული ოჯახი არ გყავს,მაგრამ ისე ნამდვილად არ გიჭირთ რომ ყოველ ღამე ეს აიტანო - თვალი კლუბს მოავლო და საწმენდი ხსნარი ერთ-ერთ მაგიდას დაასხა. - ამას რა მნიშვნელობა აქვს? - არანაირი.წავალ დავალაგებ - კარგი... - კლუბი საბოლოოდ დაიცალა.მალე მეორე სართულიდან თვალებ ჩაწითლებული და თმა არეული ბიჭი ჩამოვიდა - რამე ძალიან მაგარი დამისხი - კარგი ბოს - მხრები აიჩეჩა გოგომ და სასმელი ჭიქაში ჩამოასხა - მაშო ხომ გითხარი ნუ მეძახი „ბოსს" - აბა რა დაგიძახო..თ? - უბრალოდ დათი არ შეიძლებაა? - ქვემოდან ახედა ბიჭმა და ისედაც არეული თმა უფრო მეტად აიჩეჩა - არა! - გოგონა საქმეს დაუბრუნდა.დათიმ ახლა ყურედღება ნინოზე გადაიტანა,რომელიც მაგიდებს წმინდავდა - ნინო როდის მოვიდა? - დაახლოებით ერთი საათის წინ... - კარგი.ხალხი რომ დაიწყებს მოსვლას ჩემ კაბინეტში შემოდი - ანუ საღამოს - ხო.მანამდე არ შემაწუხო - და ბოს - რა? - თქვენი რომელიმე გოგო თუ მოვიდა? - არც ეგენი შემოუშვა!განსაკუთრებით ყოფილები!გაიგე მაშოო?აღარ გაბედო იგივეს გაკეთება,თორემ ნინოც ვეღარ გიშველის! - არის ბოს! - ხელი საფეთქელთან მიიტანა და მხრებში გასწორდა - ოხ მაშო!... - მაშო,რატომ აბრაზებ მენეჯერს? - რავი,ცოტა გამაღიზიანებელი ტიპია,თან აქ ისედაც მხოლოდ ჭიქებთან და მთვრალ იდიოტებთან მაქვს საქმე,რამით ხომ უნდა გავერთო? - გაეცინა გოგონას - შენ სულ საქმეს აკეთებ.არც კი მელაპარაკები - ფულს საქმის კეთებაში გვიხდიან მაშო. - და ახლა რა არის საქმე? - დაველოდოთ როდის მოვა ახალგაზრდების და სახლიდან გამოპარული „ერთგული კაცების" ჯგუფი - გაიცინა ნინომ და ბარში შევიდა - ახლა არ დამალევინებ ყავას? - კი!... - დათიმ კიბეებზე ჩამოირბინა,თან ქურთუკს იცმევდა,თან კი ტელეფონზე ჩხუბობდა.ტელეფონი გამორთო და გაკვირვებულ გოგონებს შეხედა - დღეს თავისუფლები ხართ! - არც საღამოს არ მოვიდეთ? - არა მაშო!სახლიდან ფეხი არ გაადგათ! - რატომ? - გეგა წაიყვანე სახლებში! - დათიმ დაცვის ერთ-ერთ ბიჭს მიმართა,მანაც თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.თვითონ კი სადღაც წავიდა - გაგიჟდა?... - წავიდეთ? - გეგა,ჩვენით წავალთ - თქვა მაშომ,ნინოს ხელი ჩაკიდა და შენობა დატოვეს - გეგას ასე უხეშად რატომ მოექეცი? - სახლში შესვლისას იკითხა გოგონამ - იმიტომ!დაჯექი ყავას მოვამზადებ - რა დროს გეგაა? - ისევ დათიზე არ დაიწყო.ხომ იცი რომ სულ რაღაც შარშია. - ხო,მაგრამ კლუბი არასდროს დაუხურავს ამის გამო,თან ჩევენც გამოგვიშვა. - კეთილია,ხანდახან ღვიძლი ძმასავით მექცევა - გაეღიმა ნინოს - კარგი რაა.შენ საიდან იცი ღვიძლი ძმები როგორ იქცევიან - მაშომ უცებ მიაყარა სათქმელი და მხოლოდ შემდეგ გაიაზრა რაც თქვა.ჭიქა მაგიდაზე დადო და ნინოს მოეხვია - მაპატიე.ეგ არ მიგულისხმია,უბრალოდ ხომ იცი რომ ვერ ვიტან მაჩაბელს მაპატიე რაა. - ვიცი მაშო,ვიცი.უბრალოდ მგონია,რომ და-ძმა მყავდა - დარწმუნებული ვარ გაიხსენებ.და-ძმას,ოჯახას იპოვი და ძალიან ბედნიერი იქნები..იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ მაჩაბელის ნაირი აუტანელი ძმაც არ გეყოლება - ორივეს გაეცინა ბოლო წინადადებაზე - ვერ ხვდები რას ერჩი? - რაღაცნაირი ტიპია.წამო დავიძინოთ ხვალ სამსახურში უნდა წავიდეთ. - დღე ისევე დაიწყო როგორც სხვა ყველა...სამსახურში მალე მივიდნენ.გოგონები კლუბში შევიდნენ თუ არა მტვრევის და ღრიალის ხმა გაიგეს - დაახვიე აქედან! - მაშო მეორე სართულისკენ დაიძრა სწორედ ამ დროს გაისმა სროლის ხმაც.ნინომ შიშისგან წამოიყვირა.მაშო კი თითქოს დამუნჯდა,ცოტაც და ტირილი აუტყდებოდა როცა,დათი დაინახა.ქვემოთ ჩადიოდა,ხელში იარაღი ეჭირა,პერანგი კი სისხლით ქონდა მოთხვრილი - გეგა ის ნაბი**** მკვდარია,წაათრიე აქედან - თავის წინ მდგარი მაშოს დანახვამ გააკვირვა.გაშრა,თითქოს ადგილს მიეყინა - იმ იდიოტს გაუგზავნე და უთხარი ომი თვითონ დაიწყო.ნინო კარგად ხარ? - გოგონამ თავი უხმოდ დაუქნია - კარგი.გიორგი ნინო წაიყვანე სახლში - ბიჭი ბრძანებებს იძლეოდა თან მაშოს უყურებდა თვალებში.უნდოდა იქ რაიმე ხელ ჩასაჭიდი ეპოვა,მაგრამ მხოლოდ სიცივე!ზიზღი! - წამოდი მაშო! - გოგონას ხელი დაავლო და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა.მაშოც თითქოს მხოლოდ ახლა გამოგხიზლდა - და..დაჭრილი ხარ? - არა! - ა..ადამიანი მოკალი!? - ბიჭმა მძიმედ ამოისუნთქა - ხო მაშო!ადამიანი მოვკალი - არ..პოლიციას არ შეატყობინებ? - ამას პოლიციას არავინ არ შეატყობინებს! - პირველად არ კლავ ადამიანს.ხომ ასეა? - კი! - მე...უნდა წავიდე - გოგონა წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა - არა მოიცადე - ბიჭმა მაშინვე შეაჩერა და ჩაეხუტა - არ შემიძულო რა!გთხოვ არ შემიძულო.. - ჩურჩულებდა დათი.უფრო თავისთვის,ვიდრე ვინმეს გასაგონად.. - ნინოსთან უნდა წავიდე,გამიშვი - ხო.მე წაგიყვან - არა - უნდა წაგიყვანო.რამე შეიძლება დაგემართოს - კარგი **** ნინო სახლიში მარტო წავიდა.გზაში მანქანა წამოეწია,იქედან კი უცნობი გადმოვიდა - გამარჯობა ნინო. - გამარჯობა - მე დუდა მაჩაბელი ვარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.