შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი (თავი 19 )


9-07-2017, 23:11
ავტორი რუსანა
ნანახია 12 423

-იცი როგორი გემო გაქვს ? ვნება შეერია ხმაში ლევანს ,რომ მოშორდა -ყველაზე გემრიელი ნაყინის. უცნაური შედარება გამოუვიდა.
-გიყვარს ნაყინი? უხერხულად მოშორდა .
-არა , არ მიყვარს გაეცინა იმის გახსენებაზე რომ ზოგადად რაც ეტკბილებოდა არ ჭამდა .-არა მოიცა იმის თქმა არ მინდა რომ იმას შეგადარე რაც არ მიყვარს. ენა აეხლართა .
-აბა რა ქენი ? წარბი აწია ლიზამ
-არ ვიცი ,უბრალოდ ადრე ხომ მიჭამია და მახსოვს რომ გემრიელია თავი იმართლა. -რატომ მამართლებინებ თავს ვერ ვიგებ . ჩაიდუდღუნა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა გზის გასაგრძელებლად .
-არ გეკადრება თუ?
-არა არ მეკადრება , თვის მართლება შენი საქმე უფროა ,მიდი აბა დაიწყე რით გაიმართლებ თავს რომ შავ ოთახში მძინავს ? ისე გაგეცინება და კომფორტულია თვალების დახუჭვაც კი არ მჭირდება.
-შენ ეტყობა ჯერ ფარეხში არ შესულხარ . ამოიფხუკუნა და წამში გაშრა გამწარებული რომ შემოუტრიალდა
-შევედი და გაგიმარლა წინ რომ არ მყავდი..
-იცი რას გეტყვი ,მარტო მე მაშინებ მგონი ხო ? და გევასება არაა ? საერთოდ არ მეშინია შენი ,ჩემზს შეშინებაზე დროის დაკაგვას ჯობია შენს ბო*ებს მიხედო. წამში დაუბრუნდა ნაწყენი ხმა და ვერაფრით დაივიწყა ცოტახნისწინანდელი იციდენტი ,ნუთუ ისედაეცა რომ იმ ქალის დონის გახდა და მისი ქმარი არ იკლებდა გართობას და მერე მას დასცინოდნენ და ამცირებდნენ ზურგს უკან და ახლა უკვე სახეშიც. როგორ გახდა ყველაზე უკარება გოგო ასეთი რომ კამფეტივით ადნება ხელებში ყოველ მის თითისდაქნევაზე ? როგორი უთავმოყვარეოა ? რით განსხვავდება ლევანის სხვა ქალებისგან ,განა ის არ იქცევა მეძავივით ,იმ განსხვავევბით რომ მას თავი ქუდში აქვს მისი ცოლია ვერავინ გაჭორავს ,მაგრამ თავად ხომ იცის რაცაა,ყველაფერ იმის შემდეგ რაც ამ კაცმა ქნა როგორ შეუძლია კმაყოფილი იყოს მისი კოცნით.
-ვაიჰ როგორ გაგაბრაზეს ისევ ხელის მოხვევა სცადა.
-გამაბრაზეს კი არა დამამცირეს ლევან. ჯიუტად გაუსწორა თვალი. -უკვე მერამდენედ.
-ყველა შენ გერჩის არა , შენი ოჯახი ,ჩემი ოჯახი , მეე , ყველა რაღაცას ვითხოვთ შენგან .
- მე კიდე ვალდებული ვარ ყველას დაგიჯეროთ არა ?
-ყველას არა ,შეგიძლია მხოლოდ მე დამიჯერო .
-შენი თოჯინა უნდა ვიყო?
-ჩემი ისედაც ხარ და თოჯინობას არავინ გთხოვს.
-კიდე კაი ,მაგრამ ყველა რომ მე მაწმინდავთ ხელს
-როდის შემიწმენდია შენზე ხელი? იწყინა მამაკაცმა .-მამაშენის ჭუჭყსაც მე ნუ შემტენი .
-შენ ნაკლები ქენი ?
-არა , მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც გაიხსენე როცა …ხო კაი ნუ გაიხსენებ. მიხვდა რომ ბევრი სხვა ქონდა გასახსენებელი .
-და სრული ბედნიერებისთვის შენი საყვარლებიღა მაკლდნენ. არ ეშვებოდა ძველ თემას.
-ქალების ომში უნდა ჩავება ?
-არა ,ყველგან გამწარებული ქალები რომ არ ტოვო კარგი იქნება .
-და რა ვქნა ? ყველა ცოლად მოვიყიყვანო ?
-არა კარგად უნდა აუხსნა რა ურთიერთობას სთავაზობ ,მარა იცი რა ვერ გავიგე ყველამ იცის რაც ხარ და მაინც რომ გთანხმდებიან.
-და მერე შენ გამცირებენ .
-არ მეცინება , ყველა მე მიყურებდა შენ არ იცი რა.. შენთვის სულ ერთია არა ?
-ნუ ნერვიულობ , ამას მოვაგვარებთ , შენ თუ რცხვები ,მეც ვრცხვები და პირიქით.
-ერთი კონკრეტული მაგალითის მოგვარება არ მჭირდება მე . შეუვალი და გამბედავი გახდა უფრო.
-ჰოჰოოპ, ამას უყურეთ . ჩაიცინა -როგორი კლანჭები გქონია?
-არ ვხუმრობ .
-ესეგი მიკრძალავ ქალებისკენ გახედვას ?
-კი. არაა , კიი . წამში სამჯერ შეცვალა პასუხი და ვერ ჩამოყალიბდა რომლის თქმა ერჩივნა.
-დავუშვათ დაგთანხმდი სანაცვლოდ რას მივიღებ ?
-არაფერს, უანგაროდ არ შეგიძლია არაფრის კეთება არა ?
-უანგაროდ საკუთარ სიამოვნებაზე უნდა ვთქვა უარი და ბევრის მოთხოვნა შენი ბუნებაა?
-როდესმე ფიქობ საკუთარი თავის გარდა სხვა რამეზე ?
-კი , ხანდახან შენზე ვფიქრობ ხოლმე . უცნაურად ჩატეხა ტუჩის კუთხე თითქოს იღიმოდა.
-ხო და იქნებ იფიქრო შენა ერთადერთ და განუმეორებ ცოლზე ამ ერთხელაც და ცოტა წყნარი საყვარლები აარჩიო.
-საერთოდ რომ უარი ვთქვა , ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ცოლი დაკმაყოფილებს ჩემს სურვილებს ? ახლა უკვე კარგად გაუღიმა .
-იოცნებე.
-ესე ვერ გავფრინდებით. თითი გაუქნია ცხვირწინ
-არც ვაპირებთ გაფრენას ,მე გაგაფრთხილე ,კიდე ერთი ესეთი შემთხვევა და გაგშორდები
-ვაიჰ დედა . სიცილს რომ მორჩა დასერიოზულდა -როგორ აპირებ?
-ნახავ .
-მემუქრები ?
-არა .
-მამაშენს რას უშვები ?
-თქვენ ყველა თქვენს თავზე ფიქრობთ მეც ჩემს თავს მივხედავ .
-ლიზა ,კატასაც ვერ უვლი.
-მე ვცდილობ მაინც მოვლას ,შენ კატაც კი არ გყავს. პასუხით კმაყოფილმა ამაყად აწია თავი .
-მყავს , აი მაგალითად შენ ხომ ხარ კატა ?
-მე კატა ვარ?
-შენ ხომ მყავხარ მოსავლელი ? ხმა გაუთბა
-შენი შინაური ცხოველი ვარ ?
-ნუ ბრაზდები ,ცუდად არ მითქვამს იმის თქმა მინდა რომ თუ ღოობებზე ძრომიალს არ დაიწყებ და არ ეცდები შენი კნუტივით გაიპარო ,იქნებ კარგი მომვლელიც ვიყო.
-შენს ადგილზე მწერლობას დავიწყებდი ისეთი ხატოვანი ხარ.
-ეს უკვე დაცინვაა. მე გულით გთავაზობ . გამომწვევად დაიდო ხელი გულზე .
-რა უცნაურია ცხოვრება ამოიოხრა ლიზამ .- ვის ხელში ჩავარდი ? უფრო თავის თავს ელაპრაკებოდა .
-რა გესმის შენ ცხოვრების აა? თმა აუჩეჩა
-ხო აბა მე რა მესმის , რომ მესმოდეს არც ეს ყველაფერი მომივიდოდა.
-გული ამიჩუყუდება . ირონილი იყო.
-არ მითხრა რომ ცრემლიც მოგადგა.
-თუ დამაკვირდები შეამჩნევ კიდეც . უცნაურად არიხინებდნენ სიტყვებს და არცერთი რჩებოდა ვალში. -კარგად მამხიარულებ . მოულოდნელად გაუქრა ხმიდან ირონია
-კლოუნს ვგავარ?
-არა ,მართლა გეუბნები, რატომღაც მგონია რომ ძალიან ძალიან მხიარული უნდა ყოფილიყავი ჩემს გამოჩენამდე. გაბრაზებაც რომ მხიარული იცი ეგ გღუპავს .
-ეხლა ჭკუა უნდა მასწავლო ,როგორ გაგაბრაზო კარგად? აბა გისმენ .
-აარ გჭირდება სწავლება ,კარგად გამოგდის მაბრაზებ და თან ისე რომ ჩხუბის სურვილიც აღარ მაქვს . ეს უნდა შეიფერო კომპლიმენტია .
-უცნაური კომპლიმენტები გცოდნია. ამ პატარა კენჭებმა შემჭამა რა . ფეხის გულზე ხელი გაისვა.
-ოხ ეგ პატარა ეშმაკუნები . როგორ ბედავენ რომ მოგეკვრნენ. ერთხელ მოავლო თვალი კიდევ გარემოს-წავიდეთ?
-სად? დაბნეულმა იკითხა.
-სახლში ,მაგრამ თუ სადმე გინდა წასვლა ?
-არა . თავი გადაქნია რამე რომ ეთქვა ინიციატორი გამოდიოდა ამიტომ სწრაფად დაყაბულდა ლევანის ნათქვამ სახლს ,მაგრამ რომელ სახლში ,ნათელი იყო . აბა თავის ხელით მამამისთან ხომ ა არ მიაბრძანებდა .
-მომეწონა ეს სახლი. უხერხული დუმილის დასარღვევად წამოიწყო მანქანაში საუბარი .
-აჰამ . მხოლოდ ბგერებით შემოიფარგლა ლევანი , -მისმინე რომ გიტხრა ახლა სახლში მივდივართ და თანაც მეც იქ ვრჩებითქო გაგიჟდები ?
-შენ რა ძალიან გეშინია ჩემი გაგიჟების .
-არ ვხუმრობ.
-არა არ გავგიჟდები ,რომ გავგიჟდე რამეს შეცვლი ?
-ცვლილებები დიდად არ მიყვარს და მართალი ხარ არაფერს არ შევცვლი ასე რომ.. ჩვეული გადამწყეტი ტინით თქვა და ტელეფონს მიაშტერდა.
-და აი ისიც , დაგვიბრუნდა ბატონი ლევანი .
-შორს არც წავსულვარ.
-ეჭვიც არ შემპარვია რომ შორს წახვიდოდი, ვერ გაცდები მაგ შენი თავის სიყვარულს.
-შენ არ გიყვარს შენი თავი ? შენს თავზე მეტად არავინ გიყვარს
-მიყვარს ! მამაჩემი. მტკივნეულ წერტილას მიჭირა ფეხი
-და მაინც არ ელაპარაკები ?
-ველაპარაკები . შევრიგდით. თვითონაც ვერ მიხვდა რატომ იცრუა ,იქნებ იმიტომ რომ საოცრად რეაგირებდა მამამისზე ლევანი.
-გამახარე. ცალყბად ჩაიცინა და თითები მუხლზე აათამაშა.
-ვიცი. კმაყოფილმა გახედა მანქანის მინას რომ როგორმე ღიმილი დაეფარა.
-და ერთი ოჯახი ისევ ოჯახია .
-ხო რათქმაუნდა , მამა მამაა არა არ ვამბობ რომ დამნაშავე არაა ,მაგრამ მარტო მას ვერ დავაბრალებთ ასე არაა? რასაც გვაიძულებენ ჩვენი არჩევანი არაა.
-ცოტა დრო დაგჭირდა მაგის მისახვედრად.
-არადა ბევრია , მამაჩემი ყველაზე კარგი მამა იყო სანამ შენ გამოჩნდებოდი. ერია სიმართლის მარცვალი ,მანამდე მართლაც ცივ ნიავს არ აკარებდა ამირანი ნაბოლარა ქალიშვილს.
-მეხუმრები ? გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა ლევანი .- გაჩუმდი ნუ გამიფუჭებ ამ მშვიდ საღამოს.
- არ გიფუჭებ , ორი შვილი რომ გყავდეს და არჩევნის გაკეთება მოგიწიოს აირჩევდი ?
- არ მყავს არცერთი.
-ეგ პასუხი არაა.
-და მაინც ივანე აირჩია,სულელიხარ თუ თავს ისულელებ?
-იქნებ იმიტომ რომ შენ ..
-ლიზა გაჩუმდი .
-ვჩუმდები. მხრები აიჩეჩა და მთელი გზა ღიმილი არ მოშორებია სახიდან ,ოჰ როგორი კმაყოფილი იყო რიცა ამჩნევდა რომ ლევანსაც ქონდა სუსტი წერტილი და ადვილად შეეძლო ერთი სიტყვით გამოეყვანა მდგომარეობიდან. -მოვედით. სახლთან მისულმა მხიარულად შემოკრა ტაში და ფეხსაცმელებს წამოავლო ხელი. გაურკვეველი იყო რამ გახარაა ასე ეგონა მინიმუმ ძალით მანც დაჭირდებოდა მისი სახლში შეთრევა. მძიმედ გადაყვა ნირ წამხდარი ახალი ამბით რომ მამიკოს გოგო ისევ მამიკოსი იყო და თითქოს ზედმიწევნით უხდებოდა თავისი ფიქრები.
-სოფიკო მალე დაბრუნდება , აახმაურა აქამდე ჩამკცდარი სახლი და რაც კი ინთებოდა თითქმის ყველაფერი აანთო. -მე საჭმლის კეთება არ ვიცი , თუ გინდა სანამ სოფო მოვა მაკას უთხარი ვინმე გამოგიგზავნოს . ვერაფრით ახსნა რა დაემართა წამში რომ გადაიქცა ქარაფშუტა გოგოდ , მაგრამ ნერვებს რომ ძლივს იჭერდა ნათელი იყო.-აქ უნდა იმუშავო ? ხო აბა იქაც სულ ჩაკეტილი არ იყავი? კითხვებს სვამდა და პასუხებს თვითონვე სცემდა.-შავ ოთახში იძინებ? ისედაც ხომ შენი ოთახია. დარბოდა ფეხშიშველი და ფარდებს ასწორებდა.-ჩემი ყავვილები სულ გახმნენ,არ შეგეძლო წყალი დაგესხა ? ეს გადასაგდებია უკვე ,მაგიდიდან ძლივს აიღო უზარმაზარი საყვავილე . იჯდა და თვალს აყოლებდა ჩიკორივი რომ ბზრიალებდა - შეიძლება ,ფარდები შევცვალო ? ამ კითხვას თვითონვე ვერ უპოვა პასუხი და დადუმდა ცოტახანს,ინტერესით აათვალიერა სავარძელში გადაწოლილი ლევანი თვალებს რომ იწვალებდა -თვალები გტკივა ?
-არა ,თავი ლიზა თავიიიი.
-ტვინი აღარ გეტევა ალბათ. შეიძლება ფარდები შევცვალოთქო?
-ოთახს რომ მიღებავდი ის არ მკითხე და ფარდები რაში მაინტერესებს? იღრინებოდა ლევანი და უფრო და უფრო გულს იფხანდა ლიზა.
-მართალია ,ჩემი სახლია. ფარდებსაც შევცვლი ,ავეჯსაც და საერთოდ ყველაფერს. ყველა აქ მოვა ხოლმე შენს სანახავად?
-ღმერთო რა დავაშავე, ამოიგმინა .
-არაფერი, იმიტომაც გყავარ მე.
-შენი თავი საჩუქარი გგონია ?
-აბა რა.
-კი როგორ არაა საჩუქარი ხარ.
-საჩუქრებზე გამახსენდა, ჩემს ცხენსაც მოვიყვან . ბაღს გახედა-კარგად დაეტევა.
-შეგიძლია მამიკოს ესტუმრო და იქ გაერთო შენი საჩუქრით.
-ვესტუმრები აბა რა. ხტუნვით მივიდა დივნამდე დაჯდა და ფეხები წინ მდგარ მაგიდას გაბედულად შემოაწყო.-შენც ხომ წამოხვალ ? აბა სულ ესე ხომ არ იქნება?
-კი აბა , შეგვიძლია პიკნიკიკიც გავაკეთოთ ერთად ,ახალ წელსაც ერთად შევხვდეთ . ხმა დაღლილი მაგრამ ირონიული ქონდა .
-კარგი რა ,რანაირი ხარ . მე ხომ მივდივარ შენებთან ? თუ ერთი ოჯახი ვართ ,ბარემ ვიყოთ .
-გოგო შენ თავს იშტერებ თუ ეგეთი შტერი ხარ? თვალები გაახილა და გაბრაზებულო მიაშტერდა. -რომელი სიტყვა არ გესმის მამაშენს რომ ვერ ვიტან თუ ნერვებს რომ მიშლი.
-აბა მეცინება ხოლმე ნერვებს რომ მიშლიო? გაიღრიჭა და თამამად გაუსწორა თვალი. -ერთმანეთს არ დახოცავთ,მერე წესიერად დაელაპარაკებით ერთმანეთს . არ ჩუმდებოდა და ბოლომდე აყრილდა მარილს და თან ისე რომ ვითომ ვერ ამჩნევდა როგორ ჩაუწითლდა თვალები ნერვებისგან .-მერე მიეჩვევით ,მერე დამეგობრდებით
-მერე ვიცხოვრებთ ერთად და ბედნიერად დიდხანს და ჭირი იქა და ლხინი აქ ხო ?
-ხო . თვი დაუქნია .
-ხო ? ხო , ხო აბა რა ხო . იმეორებდა თავისთვის .
-მემგონი შენს ყელს რაღაც ჭირს ჩაიხვია . ყელზე გაისვა ხელი.
-შენ მჭირხარ ,შეეენ. თავი გაუქნია ღიმილით.
-კარგია , სასიკვდილო დაავადება რომ არ ვარ.
-კიბოზე უარესი თუ არსებობს რამე ?
-კი არსებობს. შენ ! ახლა ლიზამ გაუღიმა და თავის ფეხებს მიაშტერდა , ეხლა მიხვდა როგორ ქონდა შესიებული და ხელები გაისვა.-მემგონი მართლა მჭირს რაღაც . ინტერესით ათვალიერებდა თავის ფეხებს .
-არ მოკვდები ჯერ ახალგაზრდა ხარ.
-შენ რა გეშველება ? არ გტკივა ძვლები ან მხედველობა არ გაკლდება ?
- უნიჭო ხარ ხუმრობაში .
-არაა,უნიჭო ობიექტი მყავს .
-არ დაიღალე ?
-ცოტა.
-წამოდი დავიძინოთ. თვითონვე გაეცინა თავის წინადადებაზე და უფრო უმატა სიცილს ყბა რომ მოექცა გვერდით მის ცოლს. -რა იყო ? თუ ოჯახი ვართ ოჯახი ვიყოთ წეარან არ გამოხვედი მაგ იდიით.
-შენ ცუდად ხო არ ხარ?
-სანამ წავიდოდი უარი არ გითქვამს .
-ხო და რომ მეთქვა ჯობდა.
-სანამ რამეს გააკეთებ მანადე უნდა იფიქრო ,ჩემო ლამაზო გვიანია სინანული. ფეხზე წამოდგა და წელში კარგად გაიშალა ,კისერი დაატრიალა რამოდენიმეჯერ და ინტერესით გადმოხედა ზემოდან -მოდიხარ?
-არა , მემგონი აგერიე შენს ქალებში თითის დაქნევაზე რომ მიგყვებიან.
- მხოლოდ ეგ განერვიულებს რომ არავიში ამერიო? გევრდით ჩამოუჯდა და ჰაერში გაშლილი ხელი უხერხულად ჩამოწია რომ მიხვდა როგორ შეიშმუშნა და უკან გაიწია ლიზა. -არავისში ამერევი, შეუძლებელია ვინმეში ამერიო, შენნაირი მეორე თუ დადის ამ ქვეყნად არ ვიცი , გაურკვეველი ,ჩამოუყალიბებელი, ეშმაკი და გულუბრყვილო ,ბავშვური ,მითხარი როგორ უნდა ამერიო ვინმეში ? შენ თვითონვე აღარ გჯერა შენი თავის ერთადერთობის ?
-მჯერა !
-აბა რისი გეშინია ? ჩემი სხვა ქალების ? არცერთ სხვას არ აქვს ისეთი სუნი როგორც შენ .
-თავგზას მირევ რომ შენს საწოლამდე მიმათრიო არა? თავბრუდახვეულმა ,ძლივს გაუსწორა თვალი.
-არაფერს გირევ, არც გაიძულებ და არც მინდა . უბრალოდ შეგიძლია ერთადერთი იყო და გამოიყენე შენი შანსი დამიჯერე არც არავინ გაგლანძღავს და არც იმაზე დაიწყვეტ ნერვებს რომ გღალატობ.
-შეიძლება დამეჯერებინა კიდეც მთელმა ქალაქმა რომ არ იცოდეს რა მუსუსი ხარ. არ გავხდები შენი სათამაშო, ერთ დღეს ჩემთან რომ გაერთოდა მეორე დილით სხვასთან გაიქცე . ან როგორც მაშინ ჯერ ახვასთან იყო და მერე ჩემთან გამოიქცე შეურაცმყოფელია .
-უკვე დიდი ქალივით ლაპარაკობ . თითქოს სიტყვა ბანზე აუგდო , რა უნდა ეთქვა ვერ მოიფიქრა მართალი იყო , თვითონაც არ იცოდა რას იზამდა ხვალ ან ზეგ ,მაგრამ ყველგან რომ ამ გოგოს ლანდი დასდევდა ?
-უნდა გავიზარდო , ჭკუა ვისწავლო თორე ისე ერთობი ამ ჩემი გამოუცდელობით ..
-არ ვერთობი , არააა . გაიზარდე ,ჭკუა ისწავლე . თანახმა ვარ,მაგრამ არ მინდა ამ ჭკუასთან ერთად მიხვდე რომ არ გაღელვებ.
-სერიოზულად?
-სერიოზულად . გულწრფელი ღიმილი გამოეხატა სახეზე. -კარგი . ოხვრას ამოაყოლა სიტყვა. -რადგან მხოლოდ ძილის ხასიათზე ხარ შეგვიძლია უბრალოდ დავიძინოთ . თუ გადაწყვიტავ რომ ბნელეთში ძილი გიღცევნია იცი სადაცაა ოთახი . მომღიმარმა ჩაუკრა თვალი.
-შემიძლია ისევ შევღებო. სინანულით აღსავსე სახე მიაპყრო.
-როგორც გინდა , ღამემშვიდობისა . სასიამოვნო ხმით გამოემშვიდობა .
კარგა ხანს იჯდა გაშეშებული ლიზა და ვერაფერს იგებდა , ტვინში ერთამნეთის მიყოლებით მოსდიოდა ფიქრები და ვერაფრით გაიგო რა უთხრა , არა გაიგო მაგრამ უნდა დაიჯეროს ? უეცრად მასთან ერთად ცხოვრება მოინდომა ,მისი ოჯახი არ უნდა მაგრამ თავად ის თავისთვის სასურველად და ერთადერთად მოიაზრა და როდემდე კაცმა არ იცის . უნდა ენდოს ადამიანს რომელსაც წინასწარ აქვს ყველაფერი გათვლილი, ადამიანს რომელიც ერთ წუთში ეუბნება ,რომ მას უნდა დაუჯეროს ,მის სურვილებზე იაროს და მეორე წუთში დამაჯერებლად უხსნის რომ არაფრის დაძალებას არ აპირებს და ელაფერი მასზეა დამოკიდებული . თავი ასტკივდა ფიქრით და თანაც რომ ვერაფერს წყვიტავს და ესმის , ბოლოს წუწუნით გადასწვდა თავის მშიბლებს რომ როგორ ჩამოყალიბდა ასეთი ? მთელი ცხოვრება ეგონა რომ საკუთარ თავში გარკვეული გოგო იყო სინამდვილეში ვინ აღმოჩნდა როცა რეალობას შეეჩეხა ? ბოლოს თვალები თავისით რომ ეხუჭებოდა და ისევ ორჭოფობდა მიხვდა ძილის დრო იყო. თითქოა ძილი გაარკვევდა , რა კარგი იქნებოდა ძილშიც რომ შეეძლოს ადამიანს ფიქრი . ჩაებღაუჭა იდიას რომ დასვენებული ტვინით უკეთესად იფიქრებდა,თითქოს ხვალ იგივე პრობლემა არ ექნებოდა ხვალ ისევ არ აურევდა გზას ამ თავისი მომხიბლავი მოძრაობებით და უცნაურად მოკიაფე მწვანე თვალებით. რატომ არაა ძალიან დიდი? ან რატომ არ აქვს ორი ცხოვრება გამოვლილი რომ მისნაირებს კარგად იცნობდეს ? ვის უნდა დაეკითხოს რჩევას ,ყველა სათავისო რჩევას მისცემს ის რაც მათ აწყობთ და არა მისთვის უკეთესს. კარგახანს იწრიალა საწოლშიც , ეს სიცხეც რომ გულს უხუთავს და ვერაფრით დაიძინა . რამოდენიმე საათი წათვლიმა და ბოლოს მოეპარა ახალი დღეც . დღე იყო ახალი თორემ ფიქრები იგივე . გაურკვევლად უღიმოდა თავის თავს სარკეში და სახეზეც კი ეწერა დაბნეულობა . როგორ არ უნდა ქვემოთ ჩასვლა ,იმიტომ არა რომ ნახვა არ უნდა , პირიქით . უბრალოდ ეუცნაურება ყოველ დილას რომ უნდა ნახოს და ყოველ საღამოს რომ უნდა გამოემშვიდობოს . საქმე მაინც ქინდეს რამე გასაკეთებელი რომ გავიდეს მთელი დღე მაინც არ მოუწევს გულაჩქარებულს სიარული . არა რომ მონდომოს ვერც კი შეხვდებიან ერთმანეთს იმხელა სახლია ,მაგრამ ბავშვობაა. ამაყად რმ გამოუცხადა უნდა გავიზარდოვო ასე ვეღარ მოიქცება . ამ ბოლო დროს მის ერთადერთ საქმიანობად მის ფსიქოლოგი იქცა , მიეჩვია ,მოწონს გულისყურით რომ უსმენს ,არ განსჯის და არც ტვინს უბურღავს ლექციების კითხვით ასე მოიქეცი და ისეო დედამისის და თინასგან განსხვავებით.
გაუბედავად გაყო თავი ოთახიდან აქეთიქით გაიხედა და კიბეზე თითქმის ჰაერივით მსუბუქად ჩიარა ,თითქმის სამშვიდობოს იყო ,კარის სახელურის დაწევა და გარეთ იქნებოდა
-სად იპარები? შეშინებული ქურდივით შეხტა და გაუბედავად შემობრუნდა .
-მივდივარ. სახეზე დამაჯერებელი ღიმილი აიკრა და თვაალები ააფახულა .
-ვხედავ ,მაგრამ სად? წარბ აწეული ჩამოუყვა კიბეს და გაჭურვებით იკრავდა პერანგის ღილებს .
-მე . ნერწყვი გაადაგორა -მე მივდივარ ჩემს ფსიქოლოგთან. გაბედულად თქვა და თავს შეუძახა რომ ტყუილად ეშინოდა ,ყველა ნაბიჯს ხომ ვერ გაუკონტროლებდა .
-გინდოდა გეთქვა რომ მიდიოდი.
-არა ,მივდივარ. ჯიუტი გაუხდა ხმა .
-მიდიოდი ,არ გჭირდება შენ ფსიქოლოგი და სანამ შენს ფსიქოლოგთან ერთად..
-მივდივართქო. შეაწყვეტინა წინადადება და არც დალოდებია რეაქციას ისე გამოაღო კარი და თითქმის სირბილით დაიძრა ჭიშკრისკენ. მანქანაში უკან მოუხედავად ჩაჯდა და სანამ პირი გააღო რომ ეთქვა წავედითო , რომ თითქმის შეფრინდა მანქნაში,ჩაჯდა კარგად გასწორდა და გაიღიმა
-წავედით .
-შენ სად მოდიხარ?
-ფსიქოლოგთან . მოკლედ მოუჭრა და თითქმის აცაბაცა შეკრული ღილების სწორებას შეუდგა.
-გაგიჟდი? წამოიკივლა ლიზამ
-ხო და თუ გავგიჟდი ,ზუსტად მჭირდება ეგ შენი ფსიქოლოგი.
-არ მიგიღებენ თუ არ ხარ წინასწარ შეთანხმებული.
-არც მჭირდება ,ოჯახური თერაპია გვექნება.
-გააჩერე და გადადი ან მე გადავალ.
- ვერავინ ვერსად გადავა და არავინ გაჩერდება . ეს რა უბედურება ? გამწარებულმა გააქნია ხელებ სახელოების ღილების წვალებით რომ დაიღალა .
-ავადმყოფი ხარ , არ გცხელა მაინც ?
-არა ,მაგრამ როდემდე აპირებ შენ ამ თავნებობას არ ვიცი .
-თავნებობაა ფსიქოლოგთან სიარული ?
-აბა რა არის ? გითხარი არა ,შენ მაინც შენსას უბერავ , რა საჭიროა ღილები სახელოებზე ? გაცეცხლებული ურევდა თავის ორ გაჭირვებას ერთმანეთს .
-დამღალე უკვე . ამოიოხრა ლიზამ და მაჯაში ჩააფრინდა ხელი მოაბრუნებინა და ღილებს ნაზად მოკიდა . -ეხლა ვხვდები რატომ დადიხარ სულ მკლავებ აკეცილი. სიცილო წასკდა.
-რა გაცინებს ?
-რა და არ გეკვრება ადამიანო , ვიწროა ეს სახელოები შენი მაჯისთვის .
-ჩემი ზომაა. შეურაწყოფილმა ჩაილაპარაკა.
-ხო ტანზე კი მაგრამ .. ვაიმე ცუდად ვარ . სიცილს აგრძელებდა .
-არ მჭირდება შეკვრა, გამოგლიჯა ხელი და ისევ ჩვეულ ხერხს მიმართა ლამაზად გადაკეცა და ამაყად გასწორდა .-აი ესე, საათი დამრჩა ხელს დააშტერდა , შენს გამო საათი დამრჩა და ტელეფონიც ჯიბეზე მოისვა ხელი. რა გავიგო ეხლა დღეს რა მაქვს საქმე?
-რა გაქვს საქმე ? სულ ოთახში არ იყავი?
-მეჩვენება თუ დამცინიხარ?
-არ დაგცინივარ, ხედავ რამდენი საქმე გქონია ? მოდი მიგიყვანთ შენს სასტუმრომდე და..
-არრა . სანამ იმ შენს ფსიქოლოგს არ ვნახავ არსადაც არ წავალ.
-რა გინდა ამ ფსიქოლოგთან . ახლა ლიზამ მორთო დუდღუნი .
-შენ რაღა გინდა?
-მე მჭირდება .
-მეც მჭირდება ,შენნაირი რომ მყავს ფსიქიატრიც კი მჭირდება .
-რა გინდა დღეს ხომ არაფერი მიქნია ?
-რა არ გიქნია ? სახლიდან კინაღამ შიშველი წამომიყვანე .
-რა გაყვირებს ეეე?
-შენი ე ვარ მე ?
-ე ხარ აბა რა ჯანდაბა ხარ?
-ეხლა წესიერად ილაპარაკე თორემ გეფიცები ..
-იქნებ დამშვიდდეთ? გაისმა უცბად უცხო ხმა , წამში ჩაჩუმდნენ და ორვემ წინ გაიხედა მანქაში მძღოლის გარდა არავინ იჯდა ,თავიდან აკვირვება გამოესახა სახეზე ლევანს და რომ მიხვდა როგორ უმატა სიცილის ლიზამ სიბრაზე მოედო .
-შენ ვინ ხარ ?
-ახალი მძღოლი ვარ .
-ხო გეტყობა რომ ახალი ხარ. ხმა გაიმკაცრა .
-მომწონხარ მე შენ. მხარზე ხელი დაკრაა ლიზამ და ისეთი სახით გახედა ლევანს ხომ მოგსვევსო ? აშკარად იკითხებოდა. ადგილამდე ხმა არ ამოუღია ,მანქანა რომ გაჩერდა მკვირცხლად გადახტა ლიზა და არანაკლები სიმკვირცხლით მიჰყვა უკან ლევანიც . ინტერესით ათვალიერებდა შენობას და ალაგალაგ რეპლიკებს ისროდა იჯღანებოდა .მოსაცდელში კომფორტულად გადაიდო ფეხი ფეხზე და ჟურნალის ფურცვლა დაიწყო , არ იმჩნევდა ნერვიულად რომ აკაკუნებდა თითებს სავარძლის სახელურზე ლევანი, სიცილი ვეღარ შეიკავა ლიზამ რამოდენიმეჯერ რომ დაავიწყდა საათი არ ეკეთა და ცარიელ მაჯას ინტერესით რომ გადახედავდა ხოლმე . -შეგიძლია იკბინო .
-რა?
-რა და ბავშვობაში საათი არ გაგიკეთებია მკლავზე კბილებით ?
-არა ,საათი მეკეთა ხოლმე . გაღიზიანებულ ხმას აკონტროლებდა რომ მისაღებში ჩამომდგარი სიჩუმე არ დაერღვია .
- შეგიძლია სცადო სახალისოა .
-ვაი შენს პატრონს . გამოსცრა კბილებში . და კიდე გააგრძელებდა რამე მწაის თქმას ექიმი რომ არ გამოსულიყო ,ჯერ გაღიმებული მის ცოლს მიაშტერდა და მერე სწრაფად დასერიოზულდა მის დანახვაზე. პირველი რაც თავში მოუვიდა ის იყო რომ სიამოვნებით შეულამაზებდა სწორ ცხვირს და ლამაზ ნაკვთებს ,მაგრამ მიხვდა ეჭვიანობაში ჩამოართმევდნენ და 20 წლის ბიჭვით ხომ არ დაიწყებდა მუშტებით საქმის რჩევას .
-ჩვენ ოჯახური თერაპია გვაქვს .უხეშად უპასუხა ექიმის მისალმებას და გამოწვდილ ხელს გვერდი აუარა , დაუკითხავად შევიდა ოთახში საიდანაც ცოტახნის წინ ფსიქოლოგი გამოვიდა და თვალი მოავლო. -გიჟებს მეტი სივრცე ჭირდებათ ჩემი აზრით. ამრეზით შეხედა კიდევ ერთხელ თავის პოტენციურ მეტოქეს.
-მე გიჟების ექიმი არ ვარ. სასიამოვნო და მომთმენი ხმა ქონდა.
-აპატიე ,ცოტა გაღიზიანებულია . გაამართლა ლიზამ და გაუცინა.
-თავს შესანიშნავად ვგრძნობ. სად დავჯდეთ? ალბათ აქ არა? დაუკიტხავად წავიდა პატარა დივნისკენ კომფორტულად დაეყრდნო სახელურს და ფეხიფეხზე გადაიდო. გვერდით ცატიელ ადგილს ხელი დაარტყა ლიზას დასანახად. თავისუფლად დაჯდა მაგრამ დივნის მეორე ბოლოში ,კეკლუცად გადაიყარა თმა უკან და ფეხი ფეხზე დახვეწილად გადაიდო. არ იცოდა ეჭვიანობდა თუ არა მისი მარცხენა ფეხზე გაღვიძებული ქმარი ,მაგრამ სცადა მაქსიმალურად ლამაზი გამოჩენილიყო. წინ ჩამოუჯდა საქმიანი სახით ფსიქოლოგი და წყვილს მიაჩერდა. -ახლა რა უხმოდ მკურანოლებენ ? ვერ დაფარა სიბრაზე ლევანმა.
-გისმენთ, აქ იმიტომ ხართ რიმ უნდა ილაპარაკოთ.
-ჩვენ ერთად ვცხოვრიბთ. ჩაერთო ლიზა სანამ რამე საზიზღრობას იტყოდა ლევანი.
-მშვენიერია . მერე როგორ მიდის თქვენი თანაცხოვრება?
-დღეს პირველი დღეა. უხერხულად გაიღიმა ლიზამ.
-აჰა გასაგებია .
-რა არის გასაგები ? უინტერესოდ იკითხა ლევანმა , და ბოლო ძარღვს იჭერდა ყელზე და უშედეგოდ შლიდა და კუმავდა ხელს რო როგორმე დამშვიდებულიყო.
-თქვენ ახალდაქორწინებულების კრიზისი გაქვთ. დამარწმუნებელი ხმით თქვა ფსიქოლოგმა.
-გყავს ცოლი? უეცრად გადავიდა შენობითზე.
-არა , არ მყავს .
-რათქმაუნდა სხვების უფრო გემრიელია არა ? გამოსცრა და ლიზას გაფართოვებულ თვალებს მიაჩერდა.
-ლევან, დღეს აშკარად არ ხარ ხასიათზე. შენიშვნა გააკეთა ლიზამ და უხერხულად გაიცინა.
- კარგ ხასიათზე უნდა ვიყო ? ყოველ დღე ამ სათვალიან პეპელასთან რომ გამორბიხარ ? ხმას უფრო და უფრო უწევდა.
-დამშვიდდით ბატონო ლევან ,მესმის ეჭვიანობთ მაგრამ მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ.
-ხო ? რატომღაც მგონია რომ როცა ლამაზ ქალს ხედავ შენი პროფესიონალიზმი სულ ერთ ადგილას გახატია თუ გაქვს რათქმაუნდა.
-შენ სულ გაგიჟდი? ეხლა ლიზა გადავიდა ყვირილზე .-რეებს ბოდავ საერთოდ .
-არ გავგიჟებულვარ და ნუ მეჩრები როცა ვლაპარაკობ . ფსიქოლოგი არა ტოლმა . რა ფსიქოლოგი ? შეხედე ერთი ,ფეხზე წამოდგა და ხელი გაიშვირა.- რა მოგეწონა? გარეგნობა ? სახე თუ უკეთესია საწოლში?
-არა ,ნამდვილი მანიაკი ხარ. ხმა აუკანკალდა ლიზას .- გიჟი ხარ ,შენ მანიაკი ხო ეჭვიანი მანიაკი , სლუკუნით გავარდა კარში.
-ბატონო ლევან უნდა დამშვიდდეთ ასე თქვენს ცოლსაც ანერვიულებთ და შეურაწყოფას..
-ბატონო ლევან კი არა. ძლუვს მოასწრო ფსიქოლოგმა ორი წინადადების გადაბმა სანამ ყელში ჩააფრინდებოდა .- თუ გავიგე ,რომ კიდევ ერთხელ მოვიდა აქ ან შენ მიხვედი ან საერთოდ შემთხვევითაც რომ შეხვდე სადმე , ისე გაგატყავებ ნაწილ ნაწილ მოგიწევს შენი კანის აკრეფვა . გამწარებულმა მიკრა ხელი. ძლივს შეიხსნა ყელში გაჭერილი რამოდენიმე ღილი და კარგადაც შეუკურთხა , აქამდც აღიზიანებდა ეს ღილები ,მაგრამ დღეს სიცოცხლე რომ გაუმწარეს , სათითაოდ დაამტვრევდა სუყველას ნელა ნელა ჩადიოდა კიბეზე და გამწარებული ეჭიდავებოდა თავის საყელოს . გასასვლელ კარს რომ მიუახლოვდა მაშინ გაახსენდა ლიზა -რა ღილები ლევან ,ლიზა !? გამწარებული გავარდა ქუჩაში და აქეთ იქით გაიხედა ექვიც არ შეპარვია რომ მანქანაში არ იქნებოდა და ატირებული მშვიდად არ დაელოდებოდა მის გამოჩენას . ქუჩის ბოლოში დალანდა თეთრ სარაფანს რომ მიაფრიალებდა და პირველივე შესახვევში შეუხვია . -კარგი ლევან , უნდა გაეკიდო ? არა ამ ღლაპს არ გაეკიდები . გიჟივით ელაპარაკებოდა თავის თავს და აშკარად მიხვდა რა გაკვირვებული უყურება მძღოლი. -გაეკიდები აბა რა ჯანდაბას იზამ . უკმაყოფილომ ატრიალა თვალები და თავიდან სერიოზული ნაბიჯებით დაიწყო სიარული , ბოლოს აუჩქარა და მალე სირბილზეც გადავიდა .- ლიზ ,ლიზაა ,ლიზიკოო . მისდევდა უკან და ძლივს ამოისუნთქა რომ მიხვდა წამოეწია. -გაჩერდი . რა გატირებს ? ახალ ფსიქოლოგს იპოვი , ვინმე ბებერს , ან სულაც ქალს . მშვიდი ტონით ელაპარაკებოდა და აშკარად არ უხდებოდა მისი ეს საუბარი სიტყუაციას ,თვითონაც მიხვდა რომ ცინიკური იყო და შეაწუხა თავისმა საუბარმა. -კარგი რა , ამ ვითომ ფსიქოლოგის გამო როგორ ტირიხარ? კარგი ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაპატიე მაგრამ თავი ვერ შევიკავე ,კითხვებსაც კი ვერ სვამდა . არ მინდოდა მეტირებინე ,გეფიცები საკუთარი ხელით მოგიძებნი ვინმე სხვას . არ ჩუმდებოდა .-გაჩერდი რა . ბოლოს თხოვნაზე გადავიდა .
-არ მჭირდება ფსიქოლოგი , ტირილით მოუბრუნდა , არ მჭირდება და არც იმის გამო ვტირივარ რომ აქ ვეღარ მოვალ . ის მატირებს რომ ყველას შენი საზომით ზომავ . შენი აზრით სადაც წავალ ყველგან გიღალატებ ? რა იყო ის სიტყვები ?
-არც მიფიქრია , რომ მიღალატე ან მიღალატებ. არც შენინშეურაწყოფა მინდოდა უბრალოდ გავბრაზდი.
-და რაზე გაბრაზდი ? თუ ეგ არ გიფიქრია რაზე გაბრაზდი .
-არ მომწონს ეს.. ვერაფრით გავიმართლებ თავს . თუ გინდა ბოდიშს მოგიხდი , არ მგონიხარ მე ასეთი დაბალი დონის გოგო. უბრალოდ… ჰჰჰ ვიეჭვიანე და მორჩა.
-იეჭვიანე? რა ადვილია , იეჭვიანებ წამომყვები ,მიწასთან გამასწორებ ,უკანასკნელ კახ**ას გამომიყვან და მერე მოხვაალ ბოდიშს მოიხდი ?
-კარგი რა , არასდროს გიეჭვიანია ? არ გითქვამს არასდროს გაბრაზებულს რამე ?
-და რატო იეჭვიანე რატო , ვინ მოგცა შენ უფლება და საერთოდ საეჭვიანოა ჩვეულებრივი ვიზიტი ფსიქოლოგთან?
-არა, მართალი ხარ ,მაგრამ ის აზრი არ მასვენებს რომ ჩემს გასაბრაზებლად ხომ შეიძლება..
-როგორი საცოდავი ხარ, წეღან მეუბნებოდი არ მგონიხარ მე შენ დაბალი დინის გოგოვო ეხლა ამბობ რომ მხოლოდ სამაგიეროს გადასახდელად წავალ და..
-რაც უფრო მეტს მალაპარაკებ მით უფრო სისულელებს ვბოდავ. ქუჩას მოავლო თვალი გამვლელები უცნაურად რომ ათვალიერებდნენ, ახლახანს გაანალიზა რომ შუა ქუჩაში იდგა და ყველაზე მეტად რომ ფიქრობდა არასდროს მოუწევდა და გააკეთებდა სწორედ იმას აკეთებდა იდგა მის წინ და ახსნა განმარტებებს აბარებდა , ააქვს სიამაყის დრო ? აქვს ლევანს სულ აქვს სიამაყის დრო ,მაგრამ ამ გოგოსთან არაერთხელ მიიღო გაკვეთილი რომ სიამაყე ბოლო ადგილზე უნდა დააყენოს .
-ხო და ნუ ლაპარაკობ. იმაზე დამცინე მართლა რომ საქვეყნოდ მლანძღეს შენმა ბო*ებმა . ფეხებზე დაი*იდე ჩემი თავმოყვარეობა და შენ მხოლოდ იმიტომ რომ ფსიქოლოგი ახალგაზრდაა.. ყელი გაევსო ცრემლებით , ხმის იოგებთან გაბერილ ბურთს ერთი ბგერაც კი ვერ ამოაშვებინა.
-რა გინდა ? გინდა მივბრუნდე და ბოდიში მოვუხადო ? აღარ იტირებ? რა გავაკეთო მითხარიი, არც ეჭვი მეპარება და არც მგონია რომ რამეს იზამ ,უბრალოდ მე ვარ ესეთი , რა ვქნა ესეთი დავიბადე გავიზარდე და ვარ , რაც ჩემია მარტო ჩემია , არ მქონია მიზეზი ხო ტყუილად გავგიჟდი ,ახლაც ტყუილად გატირებ და საერთოდ დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ გასართობად და დროის გასაყვანად მოდიოდი აქ ,მაგრამ ესეთი ვარ , ფსიქოლოგი კი არაა შეიძლება ერთ დღეს იმაზეც ვიეჭვიანო მაღაზიის გამყიდველს რომ თბილად გაუღიმო . ავადმყოფობაა ხო მართალი ხარ ,ავადმყოფი ვარ მანიაკიც თუ გინდა და არანორმალურიც ,მაგრამ რა ვქნა რომ არ შემიძლია სხვანაირად ? ხმამაღალზე იყო ჩართული და ვერც კი მიხვდა როგორ გადავიდა ყვირილზე .
-ხალხი გვიყურებს . სლუკუნით მოავლო ამჯერად ლიზამ თვალი გამვლელებს .
-არ მაინტერესებს , მიყურონ , იქამდე ვიდგებით სანამ ტირილს არ მორჩები , სანამ არ მეტყვი რომ გჯერა არაფერი მიფიქრია ცუდი შენზე და სანამ. არ მეტყვი რომ ჩემთან ერთად მოდიხარ . მირჩევნია მანქნა დაკაწრო, ან თუ გინდა დამხატო ცხოველის სახით , მაგრამ ტირილი არა. გაიქეცი ხომ მიჭირს მაგრამ ათას კილომეტრს გავირბწნ რომ გამოგეკიდო , ემოციებს ვერ აკონტროლებდა და რაც უფრო მეტად უშვებდა თავს მით უფრო მეტად ეშვებოდა გულზე და შავ თვალებს ნელნელა რომ აშრებოდა ცრემლები უფრო და უფრო მშვიდდებოდა. -არ იტირო, ასე ეგონა ამ რამდენიმე წამში მილიონჯერ გაიმეორა იგივე ფრაზა . გაუბედავად გადადგა ნაბიჯი , ეხლა რომ უკან გაწეულიყო ლიზა ალბათ სამუდამოდ ჩაიქნევდა ხელს , სკუათარი ხელით მოამზადება განქორწინების საბუთებსაც ,მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არ გაწეულა , ოდნავადაც არ გარხეულა . ისევ იქ იყო , ისევ იმ ფიქრებს მისცემოდა როგორ ურევდა თავ გზას აამ თავისი წამიერი სითბოთი და ხვალ ალბათ ისევ ჩვეული ლევანი იქნებოდა .გაუბედავად მოხვია ხელი ლევანმა , არ ახსოვს როდის აქეთ დაიწყო საკუთარი ძალის კონტროლი ქალებთან ,მაგრამ თავი ნებაზე რომ მიეშვა ისე მაგრად მოუჭერდა ხელებში შემოიმტვრევდა ,მაგრამ ამ წამს პირველად ესმოდა ამირანის , რატომ არ აგებინებდნენ ბოლო წუთამდე არაფერს, ისეთი აკანკალებული ყავდა ხელებში მომწყვდეული ,თავი ძლდა ,ძულდა და თან როგორ? ძულდა იმის გამო რომ არ შეეძლო ყოფილიყო ჩვეულებრივი ,მილიონჯერ გაემორებინა რომ უყვარს ,სძულდა იმის გამო რომ ეშინოდა ,საკუთარი გრძნობების და მისი საყვარელი ადამიანის სისხლის და გვარის .
მოკლედ არ ვიცი , ავჩქარდი წინაზე და იმის შემდეგ ვეღარ ჩავეგდე ფორმაში, ვიცი რომ არ მოგწინთ რომ მიიზლაზნება მოვლენები მაგრამ არ ძალმიძს სხვანაირად, თუ ნელა არ ვატარე ესენი გული მიწუხს. ასი თავი რომ გამომივიდეს მომიწევს ასე ვწერო . იმედი მაქვს მოგეწინებათ,პატარა თავი ძირითადად დიალოგებია და ჩამქოლეთ მაგის გამო, უფრო მეტიც შემეძლო მაგრამ ამ სიზარმაცეს რა ვუთხარი . დიდი მადლობა რომ კითხულობთ ,მელოდებით და ასე შემდეგ . და ბოლოს
თუთიკოო პირველი , ყველაზე ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ .



№1 სტუმარი Teo

Saswaad.momwons es motxroba magram es gogo rro nervebs mishhlis magas. Ver. Vuxerxeb verapers :D mismma ojaxma paqtobriivad gaimeta da..ravici ravici..velodebi axal tavvs..male dadee

 


№2  offline წევრი tamuna.s

კარგი თავი იყო და ნამდვილად არ ღირს აჩქარება, ნელანელა უნდა გაერკვნენ თავის გრძნობებში. ლევანმა მეტი სითბო უნდა გამოამჟღავნოს ლიზას მიმართ და იგივეთი უპასუხებს მერე გოგოც.

 


№3 სტუმარი Nuca

Me dzalian momcons ro miizlazneba movlenebi.umagresi gogo xar . Tu mal-male dadeb,ufro magari gogo iknebi

 


№4 სტუმარი ucnobi

ძაან მაგარი გოგო ხარ და ძაან მაგარი თავი იყო, გააგრძელე ასე და მალე დადე, არ დაიკარგო

 


№5  offline წევრი M-morieli

გასაგიჟებელი თავი იყო, ვგიჟდები მე ამ ისტორიაზე და შენზეც ასე კარგად რომ წერ მაგიტო <3 ესენი მანახა დამშვიდებული ნორმალური წყვილივით და არ დავეძებ არაფერს. ისეთი პარანორმალურები არიან ამათი ნორმალუროად წარმოდგენაც კი შეუძლებელია :დ ძალიან კარგი ისტორიაა და სხვებისგანაც გამოირჩევა არაა ბანალური და მოსაბეზრებელი. ველოდები მოუთმენლად ახალ თავს <3

 


№6  offline წევრი თუთა პირველი

როგორ უყვარს თუთიკოს ასეთ ტკბილ თავებს რომ დებ ხოლმე<3
ძალიან სწორი ტემპით ვითარდება მოვლენები , შეუძლებელია ასეთი რთული ურთიერთობა ერთ თავში დაალაგო. აშკარაა რომ ნელ-ნელა ორივე განიცდის მეტამორფოზას რაც ძალიან მომწონს რუუს, კი უხეშია ლევანი, მაგრამ როცა ლზა მოყავდა ცოლად მაშინ დარწმუნებული ვარ მის შეყვარებას არ გეგმავდა და ურალოდ ამირანის გამწარება უნდოდა და ახლა ზუსტად ამ გრძბობას ებრძვის და გონია ლიზას შევარებით საკუთარ პრონციპებს და სახელს ღალატობს და ლევანის მსგავსი კაცებისთვის სახელი პირველია. ლიზაც ნელ- ნელა იცვლება და სერიოზულდება, იძულებულია დასერიოზულდეს არადა როცა მთელი ცხოვრება პრონცესასავით იზრდები ასე იძულებით დასერიოზულება რთულია... ლევანმა უნდა შეძლოს რონ ისევ ის სილაღე დაუბრუნოს ლიზას... რუუუს როგორი კაი გოგო ხარ, ძალიან მომწონს აი ძალიან და ასე გააგრძელე :****

 


№7 სტუმარი Guest გვანცა

აუუუ ვგიჟდები ამ ისტორიაზე კიდე დადე დროზე რააააა...

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აააააააააააააააა ღმეეეერთოოოოოო ცუდად ვააააააააააარ ასეთი პატარა თავი მაგრამ ისეთი ემოცია ისეთი,იმდენი.... ღმერთო ცუდად ვარ... ახლა გავსკდები. საუკეთესოთა შორის საუკეთესო, განუმეორებელი..ყველაფერს გეფიცები ამას არ ველოდი, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს რა იყოოო?! ღმერთო ჩემო, ეს ემოცია რაც ამ თავმა მომანიჭა ჩემი 1 კვირა გაღრეჭილი სახით სრულდება..... აი უმაგრესი ხარ რუსოოოოო.... ღმერთო ცუდად ვარ მართლა ოღონდ......
აი რა მინდოდა ლევანისგან ეს იყო....უბრალოდ..... ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეე... აღარ შემიძლია, ახლა გავსკდები ამდენი ემოციისგან. ისიც არ ვიცი ახლა რას ვწერ. საუკეთესო საუკეთესოთა შორის და გასაოცარი გასაოცართა შორის. რუსტიკ, უნიჭიერესი ადამიანი ხარ, არ ვიცი ამას როგორ ახერხებ, ასეთი ემოციის გადმოცემას მითუმეტეს ასეთ პატარა თავში, მაგრამ შეუდარებელი ხარ უბრალოს სასწაული, საოცრება....
ვგიჟდები ვგიჟდებუ ვგიჟდებიიიიი გავაფრენ საცააა.
და მგონი ის ნაწილი დაიწყო ოსტორიისა რასაც ყველა ამდენხანს და სულმოუთქმენლად ველოდით...
ლევანის ეს გამოხატულება?! ადამიანის ენა ვერ აღწერს, ისეთი ემოციით გადმოცემული იყო თითქოს იქ ვიყავი, თითქოს იმ ხალხთან ერთად ვიყავი, რომლებიც ქუჩაში მოჩხუბარ წყვილს შეჰყურებდნენ, თითქოს მესმოდა ამ სიტყვებს როგორ ამბობდა, თითქოს ვხედავდი მის ემოციას სახეზე.. აი ამის მოტანა შეძელი და არც კი ვიცი ეს როგორ?! უდავოდ.. უდავოდ უნიჭიერესი პიროვნება ხარ და ამას ვერავინ უარყოფს... დამთბარი ლიზა?! მაბოდებს.. მიყვარს... ჭკუიდან ვიშლები...
იცი რამხელა მადლობა მინდა გადაგიხადო?! ამისთვის რომ ამხელა ემოცია გადმოეცი და უახლოესი ერთი კვირა ამ მიზეზით გაღრეჭილი უნდა ვიარო?! აი ძალიან დიდი, უდიდესი, უღრმესი მადლობა შენ ამ უმაგრესი თავისთვის, ამ საოცრება ისტორიისთვის და ამ უსაზღვრო ემოციისთვის.. რასაც მე ვგრძნობ ახლა უბრალოდ მეტს ვერ ვწერ უბრალოდ ხელებს ვერ ვიმორჩილებ ემოციისგან...
ლიზა და ლევანი.... წყვილი რომელიც შექმენი ყველა თვისებით ცუდია ეს თუ კარგი მე თავიდანვე მომწონდნენ და ყოველთვის ვამართლებდი.. შენ გამოსახე ორი რადიკალურად განსხვავებული,ერთმენეთზე ჯიუტი,ამაყი პიროვნება რომლების ერთად ყოფნა სიგიჟის ზღვარს სცდება და ეს იმხელა ემოციაა იმხელააა........
მადლობა კიდევ ერთთხელ ძალიან დიდი მადლობა საუკეთესო ხარ რუსო შენ საუკეთესო♡♡♡♡
პ.ს ველი ახალ თავს სულმოუთქმენლად როგორც ყველა წინა თავს ველოდი და არასოდეს გაგიცრუვებია იმედები... რომ დაწერე რომ უნდა დავამთავროო სუნთქვა შემეკრა, მაგრამ ძალიან მიხარია რომ აგრძელებ ისე როგორც დაიწყე...
ასეთი ემოციური ლევანი უბრალოდ მაგიჟებს იმედია ასეთი გამოხტომა ერთხელ მაინც იქნება კიდე და მასთან ერთად ლიზასიც...
გყვარობ შენ და ამ ისტორიასაც რომელმაც ჭკუიდან შემშალა......☆☆☆

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

rogori tkbilebi ariaan vgijdebi me levanizeee

 


№10 სტუმარი μαρακι

Magaria dzaan momwons

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოჩაღ ... ძალიან კარგი ხარ...

 


№12 სტუმარი Guest lali

მინდა,რომ ყოველდღე დადოთ! ხომ ვითომ ბანალურია მაგრამ ძალიან კარგად იკითხება და სულ ველოდები,საინტერესოდ წერთ!გელით!

 


№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან სწორად მიგყავს მოვლენები... ეს ისეთი წყვილია რომ მათ ურთიერთობას ერთ ან ორ თავში ვერ მოაგვარებ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს მათი დაახლოება და ურთიერთგაგება... სულაც არ ვფიქრობ რომ დააგვიანე, უფრო მეტადაც დაუგვიანიათ საიტზე მწერლებს, მაგრამ ეს პრობლემა არასდროს ყოფილა. მითუმეტეს როდესაც ასეთ კარგ ისტორიას წერ. ასე რომ ახალ თავს ველოდები და ნუ ფიქრობ რომ მკითხველს მობეზრდება ეს ისტორია...

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ნამ ნამმ ძალიან ძალიან მაგარი იყოოო .... არიზარმაცოო რა ((((( დიდი თავებიდადეე გთხოვვვ კაინტერესებსზ ძალიანძალიანნნ გელოდებიიი

 


№15  offline წევრი რუსანა

ანი ანი
აააააააააააააააა ღმეეეერთოოოოოო ცუდად ვააააააააააარ ასეთი პატარა თავი მაგრამ ისეთი ემოცია ისეთი,იმდენი.... ღმერთო ცუდად ვარ... ახლა გავსკდები. საუკეთესოთა შორის საუკეთესო, განუმეორებელი..ყველაფერს გეფიცები ამას არ ველოდი, უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს რა იყოოო?! ღმერთო ჩემო, ეს ემოცია რაც ამ თავმა მომანიჭა ჩემი 1 კვირა გაღრეჭილი სახით სრულდება..... აი უმაგრესი ხარ რუსოოოოო.... ღმერთო ცუდად ვარ მართლა ოღონდ......
აი რა მინდოდა ლევანისგან ეს იყო....უბრალოდ..... ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეე... აღარ შემიძლია, ახლა გავსკდები ამდენი ემოციისგან. ისიც არ ვიცი ახლა რას ვწერ. საუკეთესო საუკეთესოთა შორის და გასაოცარი გასაოცართა შორის. რუსტიკ, უნიჭიერესი ადამიანი ხარ, არ ვიცი ამას როგორ ახერხებ, ასეთი ემოციის გადმოცემას მითუმეტეს ასეთ პატარა თავში, მაგრამ შეუდარებელი ხარ უბრალოს სასწაული, საოცრება....
ვგიჟდები ვგიჟდებუ ვგიჟდებიიიიი გავაფრენ საცააა.
და მგონი ის ნაწილი დაიწყო ოსტორიისა რასაც ყველა ამდენხანს და სულმოუთქმენლად ველოდით...
ლევანის ეს გამოხატულება?! ადამიანის ენა ვერ აღწერს, ისეთი ემოციით გადმოცემული იყო თითქოს იქ ვიყავი, თითქოს იმ ხალხთან ერთად ვიყავი, რომლებიც ქუჩაში მოჩხუბარ წყვილს შეჰყურებდნენ, თითქოს მესმოდა ამ სიტყვებს როგორ ამბობდა, თითქოს ვხედავდი მის ემოციას სახეზე.. აი ამის მოტანა შეძელი და არც კი ვიცი ეს როგორ?! უდავოდ.. უდავოდ უნიჭიერესი პიროვნება ხარ და ამას ვერავინ უარყოფს... დამთბარი ლიზა?! მაბოდებს.. მიყვარს... ჭკუიდან ვიშლები...
იცი რამხელა მადლობა მინდა გადაგიხადო?! ამისთვის რომ ამხელა ემოცია გადმოეცი და უახლოესი ერთი კვირა ამ მიზეზით გაღრეჭილი უნდა ვიარო?! აი ძალიან დიდი, უდიდესი, უღრმესი მადლობა შენ ამ უმაგრესი თავისთვის, ამ საოცრება ისტორიისთვის და ამ უსაზღვრო ემოციისთვის.. რასაც მე ვგრძნობ ახლა უბრალოდ მეტს ვერ ვწერ უბრალოდ ხელებს ვერ ვიმორჩილებ ემოციისგან...
ლიზა და ლევანი.... წყვილი რომელიც შექმენი ყველა თვისებით ცუდია ეს თუ კარგი მე თავიდანვე მომწონდნენ და ყოველთვის ვამართლებდი.. შენ გამოსახე ორი რადიკალურად განსხვავებული,ერთმენეთზე ჯიუტი,ამაყი პიროვნება რომლების ერთად ყოფნა სიგიჟის ზღვარს სცდება და ეს იმხელა ემოციაა იმხელააა........
მადლობა კიდევ ერთთხელ ძალიან დიდი მადლობა საუკეთესო ხარ რუსო შენ საუკეთესო♡♡♡♡
პ.ს ველი ახალ თავს სულმოუთქმენლად როგორც ყველა წინა თავს ველოდი და არასოდეს გაგიცრუვებია იმედები... რომ დაწერე რომ უნდა დავამთავროო სუნთქვა შემეკრა, მაგრამ ძალიან მიხარია რომ აგრძელებ ისე როგორც დაიწყე...
ასეთი ემოციური ლევანი უბრალოდ მაგიჟებს იმედია ასეთი გამოხტომა ერთხელ მაინც იქნება კიდე და მასთან ერთად ლიზასიც...
გყვარობ შენ და ამ ისტორიასაც რომელმაც ჭკუიდან შემშალა......☆☆☆

Ra tkbili gogoooo xar sen :*

Dididi diidii madlobaaaa :* tvelas yvelassss :)

 


№16  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან მომეწონა ამდენი დიალოგები ^-^

 


№17  offline წევრი blondeangel631

კარგი იყო :)

 


№18  offline აქტიური მკითხველი grafo

დედააა, ეა რა იყო. ორი "ბეჩი".
როცა ამათ დიალოგებს ვკითხულობდი, სურვილი გამიჩნდა ორივე ოთახში ჩამეკეტა და დუმბაძის წიგნებზე თავებს ვარტყმევინებდი, რომ იუმორი მაინც დაეხვეწათ:))).
ეს მართლა არაფერია. ამას ურთიერთობა არ ჰქვია. ასეთი ჩამოუყალიბებელი როგორ უნდა იყოს მამაკაცი ვერ ვხვდები.

 


№19 სტუმარი Eto

Saocreba xar yochagggg... iqneb exla lizac shenobrundes sasiketod da gamoachubos tavisi grdznobebi levanisadmii

 


№20  offline წევრი tamuna.s

დღეს დადებ?

 


№21  offline წევრი tatiko.1995

Vbednierdebi me esenit

 


№22 სტუმარი Guest თამო

ღმერთო ეს რათავი იყოოო გავგიჟდიი საუკეთესოა . მაგარი გოგო ხარ რუსკა :-) <3 მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№23  offline წევრი nestanuka13

ჩემი აზრით წინა თავში არ აჩქარებულხარ პირიქით, თითქმის 20 თავი გაქვს და მოვლენები მათ ურთიერთობაში არვუთარდება, ძალიან გაწელილოა უკვე აულ ერთი და იგივწ ხდება კამათი და ჩხუბი, კარგია უფრო განავითარებ და წინ წაწევ

 


№24  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადებ დღეს?!

 


№25  offline მოდერი bibo

ჩემი რუსო ჩემი ბედნიერება ხარ შენ პაწაწოვ heart_eyes kissing_heart მაგიჟებს შენი ნიჭი შენი ხდვა და მრავალფეროვნება პაწაწოვ heart_eyes ვგიჟDები ლევანზე მაგიებს ეს ადმაიანი გასაგიჟებელი არაორდინალური არამქვეყნიური სხვა განზომილება სხვა ფერები და სხვა სმყარო მაგიჟებს მისი ირონიული გამოხედვა ირონიული ლაპარაკი მაგრამ ბოლოში დამთბარი ჩამტკბარი ლევანი heart_eyes ეს სულელი ლიზაც კი მიყვარს რა ქნას უყვარს და ცოტა ხო უნდა გაგიჟოს და გამოიყვანოს ჭკუიდან bowtie bowtie ვგიჟდები ჯემო მე შენზე ჩემო პატარავ heart_eyes ჰო კიდე იმაზე ვგიჟDები ეგოისტურად ბევრი რო არ გიცნობს და მე მერგო ეგ ბედნიერება წილად გიცნობდე და გეკონტაქტებოდე heart_eyes kissing_heart მარწყვის ქალავ სასწაულზე მეტი ხარ საოცრება გასგიჟედბელი და არამქყვეყნიური პაწაწოვ heart_eyes

 


№26  offline მოდერი ენემი

აუუ კაი თავი კი იყო მარა მომდევნოში მაინც აღიარებინე რო ერთმანეთი უყვართ რა :D

 


№27 სტუმარი No oon

Saocari tavo iyo..... Tvalrbic at damixamxamebia mgoni ise wavikitxe..... Kargi xar sheen da mixaria dzaan lizas da levanis istoria calke ro dawere........

 


№28  offline წევრი რუსანა

bibo
ჩემი რუსო ჩემი ბედნიერება ხარ შენ პაწაწოვ heart_eyes kissing_heart მაგიჟებს შენი ნიჭი შენი ხდვა და მრავალფეროვნება პაწაწოვ heart_eyes ვგიჟDები ლევანზე მაგიებს ეს ადმაიანი გასაგიჟებელი არაორდინალური არამქვეყნიური სხვა განზომილება სხვა ფერები და სხვა სმყარო მაგიჟებს მისი ირონიული გამოხედვა ირონიული ლაპარაკი მაგრამ ბოლოში დამთბარი ჩამტკბარი ლევანი heart_eyes ეს სულელი ლიზაც კი მიყვარს რა ქნას უყვარს და ცოტა ხო უნდა გაგიჟოს და გამოიყვანოს ჭკუიდან bowtie bowtie ვგიჟდები ჯემო მე შენზე ჩემო პატარავ heart_eyes ჰო კიდე იმაზე ვგიჟDები ეგოისტურად ბევრი რო არ გიცნობს და მე მერგო ეგ ბედნიერება წილად გიცნობდე და გეკონტაქტებოდე heart_eyes kissing_heart მარწყვის ქალავ სასწაულზე მეტი ხარ საოცრება გასგიჟედბელი და არამქყვეყნიური პაწაწოვ heart_eyes

Shen xar marwyvic da muraaabac

 


№29 სტუმარი Charita

Dzaaaaan magari vgijdebi am motxrobaze am istoriaze da saertod shenze aseti nichieri rom xar malmale dade mxolod es txovna maqvs shentan

 


№30  offline წევრი Mariamch

სუპერრრრ გოგო ხარ❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent