შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივედი, ვნახე, შევიყვარე (თავი მერვე)


10-07-2017, 02:47
ავტორი Nanaga
ნანახია 2 747

ალექსანდრე დევდარიანი

ალექსანდრესთვის ყველაფერი იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
ერთი უბრალო ბოდიშის მოხდის ნაცვლად მთელი სასიყვარულო ციებ ცხელება დაემართა.
დარწმუნებული იყო იმაში, რომ ლანა სიმართლეს ვერასდროს გაიგებდა და ყველაფერს ჰეფი ენდი ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შაკო აფრთხილებდა და არწმუნებდა, სიმართლის თქმაში, ის იმდენად იყო გახარებული ყველაფრით, რომ მგონი თვითონაც მიივიწყა არსებული რთული ვითარება.
- და საიდანღაც რომ გაიგოს მერე რას იზამ? - არ ცხრებოდა შაკო
- და აი საიდან უნდა გაიგოს შე*ემა ნუ გადამრიე რა - ხელის აქნევით ანიშნა შაკოს რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი
- აუ ბიჭო შენ მე გამაგიჟებ, ჯერ ეგ გოგო იმიტომ მოძებნე რომ სიმართლე გეთქვა, ეხლა შენ თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა, უყურებ როგორ იტანჯება ამ ამბით, დღითიდღე სძულდება თავის თავიც და ის ტიპიც და შენ კიდე დგახარ და სი*ივით უყურებ ამ ყველაფერს, მარტო შენ თავზე რატომ ფიქრობ? - ბრაზი ახრჩობდა შაკოს
- ეეე შენ რა გაახურე რა საქმე, საიდან უნდა გავახსენდე ბიჭო ამნეზია კი არ აქვს ჰოპ და გონზე მოვიდეს, მომისმინე! შენ არ გესმის, ეხლა მაგას მე რომ სიმართლე ვუთხრა მარტივად მომიშორებს გესმის? მე კიდე ეგ არ მინდა. ოდესმე მართლა ვეტყვი, ან არ ვეტყვი ვნახოთ. მანამდე კიდე ეცოდინება რომ მიყვარს და საჭირო აღარ იქნება მაგ ამბის გახსენება და ვსო. - მაინც თავისას აწვებოდა ალექსანდრე
- ეე ძმაო, შეცდომაზე შეცდომას უშვებ და მერე ხვდები რომ ეგრე არ უნდა გექნა. იცოდე რაღაც შარში არ გაეხვიო და ჯერ არ შემდგარი ურთიერთობა სამომავლოდ სამუდამოდ არ დაანგრიო - მეგობრული რჩევა ესროლა უკვე მობეზრებულმა
- იცოდე შენ არ შეიმჩნიო და არც დაგცდეს - გააფრთხილა ალექსანდრემ და თვალები დაბრიცა
- შენ ხო არ გაუბერე, მე რა უნდა შევიმჩნიო? როდის იყო მე რამეს ვიმჩნევდი? ნუ შეჭამდი მ**ერს დიდი კოვზით და არც სინდისი შეგაწუხებდა - გაბრაზებულმა ოთახი დატოვა

_______________

ლანა კანდელაკი

ლანასთვის დღე სასიამოვნოდ დაიწყო.
წვიმიანი ამინდი გარეთ, საუკეთესო მეგობრები გვერდით, ზღვა ახლოს და რაც მთავარია საყვარელი მამაკაცი ქვემოთ.
საწოლში გემრიელად გაიშხლართა და ზეწარი ცხვირამდე აიტანა.
წინა დღისით მომხდარმა მოვლენებმა, მასზე დადებითად იმოქმედეს და მთელი დღე ყურაბამდე გაკრეჭილი დადიოდა.
ზედმეტად ბედნიერი იყო იმით რაც მოხდა და სულაც აღარ ღელავდა ალექსანდრეს რეაქციაზე, უხაროდა ის რაც ხდებოდა და ახლა მისი მოვალეობა მხოლოდ ღვთისგან ნაბოძები ბედნიერებით ტკბობა იყო.
კაკუნის ხმა როგორც კი გაიგო, ბედნიერი წამოვარდა საწოლიდან და კარი გიჟივით გახსნა. ხელში ალექსანდრეს ნაცვლად მისი დაქალები შერჩნენ.
- რა იყო დილიდან რას იკრიჭები? - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ირინკამ და საწოლზე გადაწვა
- რა გჭირს გოგო ორი დღე რა გველივით დასისინებ? - სიცილით მიუწვა გვერდით ლანა და დიანაც ძალით წამოაწვინა
- არ ვიცი ძალიან აღრენილი ვარ და თქვენც ნუ იცინით - უმისამართოდ დაიწყო თვალების ცეცება
- ოჰ უმიზეზოდ შენ არასდროს იბღვირები და მოყევი ახლა რა ხდება - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ლანამ და დიანას მიუბრუნდა - რა სჭირს შენ იცი? - მანაც მხოლოდ თავი გააქნია და მზერა ირინკას მიაპყრო.
- მემგონი შეყვარებული ვარ - ჩაილაპარაკა მოწყენით
- რაო? ვისზე? - დენდარტყმულივით წამოვარდა დიანა, ლანამ კი მხოლოდ პირი დააღო და თავი ორჯერ გაასავსავა
- ვისზე და ალექსანდრეზე, ღმერთო როგორი მამაკაცურია, სიმპათიური და სექსუალური, არ შემიძლია მის სიახლოვეს ყოფნა - ჩაილაპარაკა ირინკამ და გაიკრიჭა - აუ ლან, შენ ხომ კარგი ურთიერთობა გაქვთ, თან მეგობრობთ - მეგობრობა გამოკვეთილად წარმოთქვა - ხოდა მიდი რა საქმე ჩამიწყე
ლანას ლამის მთელი ჭერი თავზე ჩამოემხო.
ცივი წყალი გადაასხეს და ფეხებიდან მიწა გამოაცალეს.
ყურებს არ უჯერებდა ირინკას ნათქვამს.
- რა.. რას ამბობ ირა? - ჩაილაპარაკა ხმა წართმეულმა და დივანზე დაემხო.
- რას ვამბობ ამისთანას? მომწონს ადამიანი და მინდა მასთან ურთიერთობა, რა იყო ვერ გავიგე? - გაბრაზებულმა წაუღრინა ირინამ და ფეხზე წამოდგა
ლანასთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა ირინკას განცხადება.
დაქალებსაც რა თქმა უნდა არ გამორჩენიათ მისი რეაქცია. ირინკამ კიდეც ბევრი ისაუბრა ალექსანდრეზე და თუ როგორ გიჟდებოდა მასზე, თან აღიარებდა რომ ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა.
- გეყოფა ირინა - შეუღრინა ლანამ და დიანას მიუტრუალდა - გესმის რასაც ამბობს? რატომ არაფერს ეუბნები? - აშკარად სიბრაზე მთელ სხეულს მოედო და ახლა უკვე ცახცახებდა
- და რას ამბობს გასაკვირს? - შეიცხადა დიანამ - ორივე თავისუფალი ადამიანია, მშვენიერი წყვილი დადგებოდა - დაქალს ცერა თითი აუწია და საქციელი შეუქო.
- თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ? - იყვირა ლანამ - როდის მოასწარი ალექსანდრეს შეყვარება? - ხმა გაუმკაცრდა
- და შენ რა გაწუხებს? არ გიხარია ჩემი ბედნიერება? - ცინიზმს არ წყვეტდა ირინა
- ძალიან კარგად იცი რაც მაწუხებს და შენგან ეს იმდენად არასწორი საქციელია, ბიჭი რომ ყოფილიყავი მისაღებზე დაგაყენებდი - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და სივრცეს მოავლო თვალი.
- არ ვიცი, მითხარი - არ წყვეტდა ირინა შეტევას
- ის რომ ალექსანდრე მიყვარს - გაბრაზებულმა და დანებებულმა ხმამაღლა ლამის იკივლა.
უცბად სიჩუმე ჩამოწვა, ირინკას რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ წარბი აწია და ტუჩები მოპრუწა
- ხო გეუბნებოდი წამებში გატყდება მეთქი - არხეინად ჩაილაპარაკა და დივანზე ისე წამოწვა, ფეხები დიანას გადაადო
- რაო? - გონებაარეულმა ორივეს შეხედა
- რა რაო, რაც ჩამოვედით ერთად არ ვყოფილვართ, მთელი დღე მაგასთან ერთად დადიხარ და მხოლოდ ის გამოგვიცხადე მეგობარიაო, ვითომ ვერ მივხვდით რომ გიყვარდა, უბრალოდ ჩვენ რატომ გვიმალავ? - ხასიათი წაუხდა დიანას
- მოიცა, ანუ, ანუ შენ ალექსანდრე არ გიყვარს? - ბედნიერი მიუბრუნდა ირინას
- არა ლანა არ მიყვარს ალექსანდრე და ეს ყველაფერი მოვიგონეთ რომ როგორმე სიმართლე გეთქვა, ახლა ან დეტალურად მოყევი ყველაფერი ან ნება იბოძე და ჩვენთან ერთადაც იყავი რა, დასასვენებლად ერთად ვართ მგონი შენ კიდე დადიხარ აქეთ იქით და სულ დაგვიკიდე - შეუღრინა დაქალს
- კარგი მაპატიეთ, თქმას ვაპირებდი მაგრამ შემეშინდა
- და რისი შეგეშინდა გოგო ნუ გადამრიე, პატარა ხომ არ ხარ რამეზე გაგკიცხოთ? - თვალები ლამის შუბლზე აუვიდა დიანას
- შემეშინდა ქარაფშუტა არ გგონებოდით - დანანებით თქვა
- ვაიმეე, არ შემიძლია შენი სენტიმენტალური და თევზური ხასიათი. მგონი ტვინის ანთება გაქვს, წესიერად მოყევი ყველაფერი ახლა თორემ აივნიდან გადაგაგდებ - ისევ შეუტია ირინამ და მოსასმენად მოემზადა.
- კარგი ხო დამშვიდდი, ალექსანდრეს ყველაფერი ვუთხარი, გამიგო და გვერდში მიდგას, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და ასე მგონია ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, ძალიან თბილია ჩემს მიმართ, გრძნობებს არ მალავს და ღმერთო არ შემიძლია იმდენად კომფორტულად ვარ მასთან, მზად ვარ სულ მთელი სიცოცხლე ასე ვიყო - ჩაილაპარაკა და ხალიჩაზე წამოგორდა
- და მერე ჩვენ რატომ არაფერს გვეუბნებოდი? არ შეიძლება მასე, მე ვიცოდი რომ მოგწონდა და ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ გიყვარს, მიხარია ასეთი ბედნიერი რომ ხარ და დაანებე ცუდზე ფიქრს თავი, ხომ ხედავ ყველაფერი იდეალურად მიდის და ახლა სადავეები შენს ხელშია - თვალი ჩაუკრა ირინამ და სამივე ერთმანეთს ჩაეხუტა.
- აუ მართლა ისეთი ბედნიერი ვარ, აი ხანდახან მგონია რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ხო იცი ყველაფერი როგორ არის ხოლმე უცბად ბენდიერი ხარ და მერე ბრახ რაღაც ხდება, არ მინდა რომ დავკარგო. პირველად ვარ მგონი ასეთი შეყვარებული - თვალებამღვრეულმა და მონატრებულმა ჩაილაპარაკა
- და მგონი უკანასკნელადაც - დააყოლა ლანას ნათქვამს დიანამ
- ჰო... მგონი უკანასკნელადაც - ფიქრებში წასულმა დაასრულა სათქმელი.
რა თქმა უნდა ინტიმური დეტალები ხმამაღლა არ უხსენებია, ისე უბრალოდ არ უნდოდა ამის მოყოლა, ფიქრობდა ეს მხოლოდ ორი ადამიანის პირადი იყო და მითუმეტეს არ უნდოდა ალექსანდრეს თვალში ერთი ჭორიკანა გოგო გამოჩენილიყო და სხვა არაფერი.

დღე საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა, გოგოებთან ერთად გადავიდა დილით სანაპიროზე. ალექსანდრე დილით არ გამოჩენილა, არა და როგორ ელოდებოდა მის ნახვას. თვალებით სასურველს ეძებდა მაგრამ ამაოდ, ვერსად ვერ იპოვა. დიდად არ უნერვიულია, იფიქრა სძინავს და შუადღეს მაინც ვნახავო. ამიტომ ფიქრები უკუაგდო და ისევ გოგონებთან გააგრძელა ჭორაობა.
ნაშუადღევს აიტეხეს ბათუმი მოლში წავიდეთო, დავათვალიეროთ იქნება რამე კარგი ვიყიდოთო და სამი მუშკეტერივით შევარდნენ ცენტრში.
მართალია არც ერთს არაფერი აკლდა, მაგრამ სუსტი წერტილი როგორიც შოპინგია, უარს არ იღებს.
შუადღესაც არ გამოჩენილა ალექსანდრე, არც დაურეკავს, არც უნახავს.
უკვე გრძნობდა მის დანაკლისს თუმცა ვერ გაეგო სად შეიძლება წასულიყო, გოგონებთანაც არ იმჩნევდა უხასიათობას. არ უნდოდა თავი მოებეზრებინა ან უმიზეზო ეჭვებით შეეჭამა.
საღამოს ისევ პლაჟზე გავიდნენ. არც საღამოს გამოჩენილა და საერთოდ ნერვები უკვე პიკზე ჰქონდა.
მიმღებში იკითხა მაგრამ არაფერი იცოდნენ ალექსანდრეს შესახებ.
როგორ მოქმედებდა ეს ბიჭი ლანას ხასიათზე, როცა უნდა ამხიარულებდა და როცა უნდა ასევდიანებდა, არადა ვითომ დასასვენებლად წავიდა. სინამდვილეში ხვდებოდა, ალექსანდრეს გარეშე სრულ სიცარიელეს გრძნობდა.
გულში ბრაზობდა, მთელი დღე ისე როგორ წავიდა, არც უთქვამსო.
მერე ისიც გაიფიქრა, ჩემთან ურთიერთობა ხომ არ გადაიფიქრაო.
ღამით ძილი რომ არ გაეკარა, ლუდის ბოთლით ისევ სანაპიროზე გავიდა. წვიმიანმა ამინდმა იმოქმედა და ახლა უკვე საკმაოდ დიდი ტალღები იყო, თან კატასტროფულად ციოდა, თუმცა შეგრძნებები დააიგნორა და პლაჟზე ფეხმორთხმით დაჯდა.
ნერვები საბოლოოდ მოეშალა და ისე, რომ თვითონაც ვერ გაიაზრე ტირილი დაიწყო.
საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ მამაკაცმა ის მიატოვა.
'' ღმერთო არ უნდა მეთქვა სიმართლე. რა სულელი ვარ '' ბუტბუტებდა თავისთვის და ტიროდა.
'' ეს ტყუილი გამხნევებები რაღა საჭირო იყო ''
იგრძნო როგორ შეერია მისი ცრემლები წვიმას, ხალხი, რომელიც სანაპიროზე იყო აიშალა და სრულიად მარტო დარჩა.
მკაცრად გადაწყვიტა, რომ ხვალვე თბილისში დაბრუნდებოდა.
დიდ ხანს იჯდა სანაპიროზე და ფიქრობდა ყველაფერზე, წვიმას ერთიანად ჩამოერეცხა მთელი ცა. სულ სველი ლანა კი საერთოდ არ ფიქრობდა სახლში წასვლაზე.
საათი უკვე დილის ოთხს უჩვენებდა.
საოცრად სიამოვნებდა ტალღების ხმა და ახლად გადაღებული წვიმის სურნელი.
თვალები დახუჭა და მთლიანად მოწყდა იქაურობას.
ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა იყო ალექსანდრე და მოგონებები რომელიც რამოდენიმე დღეში გზა და გზა აკრიფა.
'' ახლა რა ვქნა '' ჩაილაპარაკა ხმამაღლა და ჩამოგორებული ცრემლი მაჯით მოიწმინდა.
- შეგვიძლია გუშინდელი საქმე გავიმეოროთ, ან ახალი დეტალები შევძინოთ - ყურთან დაუჩურჩულა ნაცნობმა ხმამ და მთლიანად ჩაიკრა გულში.

ტვინი საერთოდ გაეთიშა.
მუცელში მთელი ტერარიუმი მოეწყო.
ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა სიამოვნებისგან.
მიხვდა, რომ ნებისმიერ კაიფზე და ბედნიერებაზე მაღლა დგას მონატრებული ადამიანის ხმა, თუნდაც ერთი სიტყვა.
ცრემლები უფრო მეტად მოაწვა და ალექსანდრეს გველივით შემოეხვია, ვერ დაიჯერა რომ მართლა მასთან იყო.
- რა გატირებს ამხელა გოგოს - ცხვირზე დაჰკრა თითი და საყვარელ ქალს უფრო ძლიერად მოეხვია.
გაყინულ წელზე ნელა შეუცურა ხელი და ისე მოუჭირა კინაღამ დაახრჩო
- მომენატრე - ჩახლეჩილი და ნამტირალევი ხმით ჩაილაპარაკა ლანამ და მამაკაცის ტუჩებს საკუთარი მიაწება.
კოცნიდა გამალებით, თითქოს ვინმე ეცილებოდა მის თავს.
- სიგიჟემდე მიყვარხარ - ტუჩებთან დაუჩურჩულა ალექსანდრემ და ქალს ზემოდან დააჩერდა. მისი გაყინული ფეხები წელზე შემოიხვია და კალთაში ჩაისვა.
ლანამაც ცხვირი მის ყელში ჩარგო და ახლაღა გაიაზრა თუ როგორ სციოდა.
ერთიანად გამთბარმა და ემოციებისგან დაღლილმა თვალები მინაბა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.

დილით თვალები რომ გაახილა, დეჟავუს სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
უკნიდან ვიღაცას ისე ჰყავდა ჩახუტებული, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
თავი მის კისერში ჰქონდა ჩარგული და სუროსავით იყო შემოხვეული ქალის ტანზე.
ნელა გადატრიალდა, ალექსანდრეს კი ისე გათიშულს ეძინა არც განძრეულა.
დიდ ხანს აკვირდებოდა მის სახეს, როგორი მშვიდი, ბავშვური და ამავდროულად მამაკაცური იყო.
სქელი ტუჩები ოდნავ გახსნოდა და სასაცილოდ ფშინავდა.
- მიყვარხარ - ჩაილაპარაკა ლანამ და ტუჩები ცხვირზე მიაწება.
როგორ არ იწრიალა, საიდან არ მიუდგა მაგრამ ალექსანდრე ვერაფრით გააღვიძა.
ბოლოს სხეულით მთლიანად ზედ გადაემხო მაგრამ არაფერი რომ აღარ გამოუვიდა, ისევ გვერდით მიუწვა და მის ხელს ჩაებღაუჯა.
- რატომ ხარ ასეთი მოუსვენარი? - ჰკითხა მოჩვენებითი აღელვებით ალექსანდრემ და ქალი კომფორტულად გაიწვინა ხელზე.
- აუ გაიღვიძე გთხოვ, ვეღარ ვისვენებ - მუდარა ჩამდგარმა ამოსძახა პლედიდან
- მე ვიცი შენ რაც გინდა - წამებში მოექცა ქალის ზემოდან და ყელში ნაზად ჩაეფლო
ლანაც გაიტრუნა და მოდუნდა.
გამხდარი ხელები უფრო მოხვია კისერზე და მთლიანად აეკრო შიშველ მამაკაცს.
შემდეგ ისევ ნელი მოძრაობებით გადაეშვნენ სიამოვნების სამყაროში...

- ალექს, სად გაქრი გუშინ? - განაწყენებულმა ჩაილაპარაკა ლანამ და მამაკაცის მკერდზე დადო თავი
- საქმეები მქონდა, თან მინდოდა დაფიქრებულიყავი და სწორად მიგეღო გადაწყვეტილება - ხელის ზურგით ეფერებოდა მუცელზე, ლანაც ჭკუიდან იშლებოდა და მის ყოველ შეხებაზე აკანკალებდა.
- გული გამისკდა, ვიფიქრე ალბათ ვერ გადახარშა ჩემი ნათქამი თქო - ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა
- ნუ სულელობ, ეგ მეორედ აღარ გაივლო გულში. მაპატიე რომ განერვიულე, მაგრამ კიდევ გიმეორებ დაანებე ცუდზე ფიქრს თავი, მოდუნდი და დატკბი. ახლა შენთან ვარ და შენ ჩემი ხარ - ვნება მორეულმა ჩაილაპარაკა და ლანას გავარვარებული სხეული ისევ აიკრა.
კიდევ რამოდენიმე წუთი იწვნენ ჩუმად, მაგრამ მოულოდნელად ალექსანდრემ ამოილაპარაკა
- არ გინდა ცოლად გამომყვე? - ალექსანდრეს წინადადებამ დაარღვია მთელი ოთახის სიჩუმე და ლანას თავში გრიგალივით შეიჭრა.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

იმდენად მომწონს ლანა და ალექსი, რამოდენიმეჯერ ვკითხულობ თითო ტავს, ერთხელ წაკითხული არ მყოფნის. რომ დასრულდება რა მეშველება?
ნიჭიერი გოგო ხარ❤

 


№2  offline მოდერი ენემი

აუუ რა კაი კითხვაა ბოლოში?! :D იმედია დასთანხმდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent