იასამნისფრად მიყვარხარ
03:16. ჩემს ტელეფონზე შემოსული ზარი მაღვიძებს.... თვალებდახუჭული ხელებით ვეძებ ტელეფონს, ბოლოს ძლივს ვიპოვი. ნომრისთვის არც დამიხედავს, ისე ვუპასუხე: -ალო -გეძინაა? - გოგო შენ დებილი ხარრ? რომელი საათია, რატო მირეკავ? -Facebookზე შემოდი სწრაფადდ -რამოხდა ამშუაღამისასს? სასწრაფოა? -შენ გეხება და გამითიშა. ამ სიტყვებმა ძალიან დამაეჭვა, ავდექი, სინათლე ავანთე, ლეპტოპი ჩავრთე და facebook-ზე შევედი. 3 შეტყობინება მქონდა. პირველი მარის შეტყობინება გავხსენი. სქრინი ჰქონდა გამოგზავილი. გავადიდე და გავშტერდი... გუგას და ვიღაც გოგოს ფოტო იყო, ჩახუტებულები იდგნენ... რამის ცუდად გავხდი... მარიმ მომწერა, რომ არ მეჩვენებინა არ შემეძლო, ხომ გეუბნეოდი , ახლა ხომ დაინახე შენი თვალიათო. მე ისევ გაშტერებული ვიჯექი საწოლზე. ვერც კი ავღწერ რას ვგრძნობდი იმ წუთას... ამდენი ხნის მერე მაინც მეგონა რომ ისევ ვუყვარდი, მაგრამ ამ ფოტომ დამარწმუნა, რომ ძალიან ვცდებოდი. მარის და ლანას სიტყვები მახსენდებოდა. მართლები ყოფილან. ვიჯექი და ვერ ვინძრეოდი, ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა. გული ამიჩქარდა. ვხვდებოდი რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა და ემოციებს ვეღარ ვიკავებდი. უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ტირილი დავიწყე. იმაზე ფიქრი მანადგურებდა, რომ გუგა ვიღაც გოგოსაც ისე ექცეოდა როგორც მე მექცეოდა ხოლმე.. ეს როგორ შეეძლო? ჯერ გამომიყენა და ასე მიმაგდო, ესეც არ იკმარა და ახლა სხვა გოგოსთანაა... ალბათ ახლა იმ გოგოს ცხოვრების დანგრევას აპირებს. როგორი ადამიანია, მაგრამ მაინც მიყვარდა. ვერ ვივიწყებდი...ლეპტოპი დავხურე, სინათლე ჩავაქრე და დავწექი. ვერ ვიძინებდი. ბალიში სულ დამისველდა ცრემლებისგან მაგრამ ამას ყურადღებას არც ვაქცევდი. გუგას გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი.. ამდენი რამე გამივიარეთ, სულ ერთად ვიყავით მას კი თურმე ოდნავადაც არ ვყვარებივარ. ამას მაშინ უნდა მივმხვდარიყავი ჩემგან რომ წავიდა, მაგრამ მე ხომ სულელი ვარ. თავს ვარწმუნებდი რომ ასე რაღაცის გამო იქცეოდა და მიზეზი ჰქონდა. ყველაფრის მიუხედავად მაინც მჯეროდა მისი... გოგოებიც ხომ სულ მეუბნეოდნენ რომ ჩამოვშორებოდი მაგრამ მე ჯიუტი მხოლოდ იმას გავიძახოდი რომ მიყვარდა და სხვა არაფრის გაგონება მინდოდა. თვალდახუჭული მჯეროდა გუგასი... შედეგი კი სახეზეა... ტირილის გარდა არაფერი მინდოდა. ტელეფონი გამოვრთე. თავი ამტკივდა. ვიწექი და ვფიქრობდი, ამდენი ხნის მერე ისევ მიყვარდა და ამის გამო ჩემს თავზე უზომოდ ვბრაზობდი. ალბათ 6იქნებოდა რომ ჩამეძინა. 12:25. ჩემი დის ხმა მაღვიძებს. - მე მასწავლებელთან მივდივარ. რომ ადგები ჭამე იცოდე და სახლი დაალაგე რა ძაან გთხოვ. კაი? - კრისწწწ…. მე: -კაიიი. - ვუთხარი ნამძინარევი ხმით. ძალიან მეძინებოდა მაგრამ თავს ძალა დავატანე და ავდექი, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი. გაბრუებული ვიყავი და თავი მტკიოდა. დედაჩემი და მამაჩემი უკვე დიდი ხნის წასულები იქნებოდნენ სამსახურში. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე ძალიან ცხელოდა მაგრამ თბილი წყალი მაინც მესიამოვნა. უცებ კარზე ზარის ხმა გავიგე. გულში გავიფიქრე ალბათ ნინის რამე დარჩა და მოტრიალდათქო, მაგრამ გამიკვირდა, მაშინ რატომ დააკაკუნა ხომ იცოდა, რომ კარი ღია იყო. ხალათი მოვიცვი სააბაზანოდან გავედი და კარი გავაღე. ლანა:- რას შვრები? მე: - შენ ხაარ? არაფერს შემოდი. ლანა შემოვიდა და მისაღებ ოთახში სავარძელში მოკალათდა. ლანა: - რა გჭირს გოგო რატოvგაქ თვალები დასიებულიი? მე: - არაფერია, უბრალოდ დღეს გვიან გამეღვიძა. ლანა: - შენ სულ ამ დროს იღვიძებ, მაგრამ ასე არ გაქვს არასდროს. შენ რაა, იტირე? მოხდა რამე?? - შეშინებული სახით მიყურებდა ლანა. მეც აღარ დავუმალე და მოვუყევი ყველაფერი. ფოტოც ვაჩვენე. ლანა: - კაი გოგო დაწყნარდი ეხლა რაა. აბარა გეგონა შენს მეტს არავის არ გაიკარებდა? ხომ დაინახე მაგის ნამდვილი სახე? იქნებ ახლა მაინც მიხვდე რა ადამიანიცაა სინამდვილეშიი. მე: -ვერ ვივიწყებ ვერაა!- ცოტა ხმამაღლა ვთქვი მე. ლანამ შემომხედა მერე თავი ქვემოთ ჩასწია. ლანა: -მე მჯერა რომ გამოგივა. თუ მოინდომებ აუცილებლად დაივიწყებ. უბრალოდ ეცადე მასზე აღარ იფიქრო. მე: -რა ადვილია სათქმელად არა? არასდროს გყვარებია და ასე ადვილად ამიტომაც საუბრობ. ჩემმა ნათქვამმა ცოტა არ იყოს გაანაწყენა ლანა. მე:-ყავა გინდა? ვუთხარი ცოტაარიყოს თბილად. ლანა:-ხოო, რავი. ყავა დავლიეთ და კიდეც რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. ლანა ჩემზე 1წლით უფროსი იყო. სულ სწავლაზე ფიქრობდა. შეყვარებულიც კი არ ჰყოლია არასდროს. ეს სულ გვიკვირდა ხოლმე, მაგრამ მერე შევეგუეთ. სამის ნახევარი იქნებოდა ლანა რომ წავიდა. მე საშინელ ხასიათზე ვიყავი... ფეისბუქზე შევედი შემდეგ რაღაც დებილობა ფილმი ჩავრთე და უინტერესოდ დავუწყე ყურება დროის გაყვანის მიზნით. ცოტა ხანში მარიშკა მირეკავს: -რას შვრები? -არაფერს სახლში ვარ და რაღაც დებილობას ვუყურებ, შენ? -გოგო მიდი გავიდეთ გავისეირნოთ, თან გამოვლენ ისინიც (მარიშკა ჩვენს სკოლელ მეთორმეტეკლასელებს გულისხმობდა, საშინლად სიმპათიურ ბიჭებს რომლებზეც მთელი ჩვენი ნახევარი სკოლის გოგოები გიჟდებოდნენ. მე ვერ ვხვდები ყველას რატომ მოსწონდათ, მხოლის გარეგნობა ხომ არარის, პირს გააღებდნენ თუარა სიცილი მიტყდებოდა. მათიუაზროხუმრობები ხო ვაფშე. მაგრამ მაინც ყველას მოსწონდათ და ამ გოგოების სიაში იყო მარიშკაც.) წავიეთ რაა გთხოვ გთხოვ. -კაი რა მარ არ ვარ ეხლა მაგათი დებილობების ხასიათზეე, გთხოვ - ამერთხელღა გთხოვ აღარ გთხოვ სხვა დროს მართლააა მართლაა. ვიცოდი რომ მარიშკა ძაან სისულელეს ამბობდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ გავუტეხე და დავთანხმდი. არადა როგორ არ მინდოდა ახლა გარეთ გასვლაა... უინტერესოდ გამოვაღე კარადა და პირველი რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი: შავი შორტი, თეთრი ტოპი და კეტები. თმა ზემოთ ავიწიე და სულ ესიყო. რვა ხდებოდა მარიშკამ და ლანამ რომ გამომიარეს და წავედით. -გუგაზე ახალი არაფერია? -მკითხა მარიმ -მაგას ვაფშე ნუმიხსენებ! მკაცრად ვუთხარი მე. აღარაფერი უთქვამს. სანამ პარკამდე არ მივედით, არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. იქ რომ მივედით ლანამ და მარიშკამ ბავშვები გადაკოცნეს. მეც გადავკოცნე რამოდენიმე. მეთორმეტე კლასელებს არც გავკარებივარ. კარგად იცოდნენ რომ არც ერთი არ მეხატებოდნენ გულზე, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ ჩემი ეს საქციელი. გოგოები ლაპარაკობდნენ იცინოდნენ, მე ერთ ჩემს ნაცნობს ველაპარაკებოდი იქვე. ცოტა ხანში კი ისევ მარიშკასთან და ლანასთან დავბრუნდი. უცებ მოტოციკლის ხმა გავიგე. უკან მივიხედე და დავინახე პარკის წინ ბაიკიდან როგორ გადმოვიდა ვიღაც ძალიან სიმპათიური ბიჭი და ჩვენსკენ წამოვიდა.დიდად არ დავინტერესებულვარ მისით. გუგაზე ვფიქრობდი. უფრი სწორედ მის ახალ შეყვარებულზე. ძალიან მინდოდა გამეგო ვინ იყო ის გოგო მაგრამ ამ სურვილს არ ვამჟღავნებდი რადგან კარგად ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე მარიშკას და ლანას. მართლებიც იყვნენ, მათ ხომ ჩემთვის მარტო კარგი უნდათ. ბაიკიდან გადმოსულმა ტიპმა მეთორმეტე კლასელი ბიჭები გადაკოცნა. ლაშამ ეს ბიჭი ჩვენ გაგვაცნო. ლაშა: -ეს მარია, ეს ლანაც ლანას გვერდით კრისწინა. -სასიამივნოა, თორნიკე - თქვა და გაიღიმა. რალამაზი ღიმილი ჰქონიაა… იქ მყოფი სხვა გოგოებიც გააცნეს. მარი: - სასიამოვნოა. - და ნაზად გაუღიმა თან თვალებში შეხედეს ერთმანეთს. მათი მზერა დავიჭირე. თორნიკე მარის ირონიულად უღიმოდა. არ ვიცი რამდენი ხანი უყურებდნენ ისინი ერთმანეთს, რომ არა ლაშას ხმა. ლაშა: -ლუდს დალევთ? ყველა დავთანხმდით. თავი მტკიოდა და ეხლა მაგრად გამისწორდებოდა დალევა. ბიჭებმა ლუდები მოიტანეს და ჩამოგვირიგეს. მერე კი დაიწყო ისევ მათი სულელურ ხუმრობები... თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი მაგრამ როცა ამ ახალ მოსულმა ვითომ ბაიკერმა, ლანას დაუწყო ღადავი, აი მაშინ კი ავფეთქდი. თორნიკე: - რა იყო ტოო, ამ გოგოებს რამდენი ტონალური გისვიათ, შპაკლი ხოარაა? და ლანას ირონიულად გახედა, ყველამ სიცილი დაიწყო. მე ნერვებს ძლივს ვიწყნარებდი. მე: -ეგ ღადაობა სად ისწავლე? ვუთხარი და მეც ირონიულად შევხედე, ისე, როგორც რამოდენიმე წამის წინ ლანას შეხედა. თან ლუდი მოვსვი თორნიკე: - ჩემით)) მე: - გეტყობა და გულიანად გავიცინე. მარისაც გაეცინა. ლანა ისევ ჩუმად იყო. მერე ავდექი და ნაგვისყუთისკენ წავედი რომ დაცლილი ბოთლი გადამეგდო. თორნიკეს გვერძე ჩავუარე და დამცინავად გავხედე და ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც გავიაზრე... უცებ ძირს დავეცი. რამის ტვინი დავადხი. ამ იდიოტმა ფეხი წამმომიდო და მეც წავიქეცი. ბოთლი ხელებში ჩამატყდა, მაგრამ ხელი გაჭრილი არ მქონდა, პატარათი მქონდა გაკაწრული. ცხვირთან სისველე ვიგრძენი და ხელი მოვისვი. სისხლი მომდიოდა. ყველა მე დამესია. მარიშკა კიოდა, ეს როგორ გაბედე შე თავხედოო და თორნიკეს ისეთი თვალებით უყურებდა, აშკარად ეტყობოდა, სიამოვნებით მოკლავდა რომ შეძლებოდა. ბიჭები მომვარდნენ იმ წუთას წამომაყენეს. ყველა მე დამესია. ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი მოგროვდა. ყველას ვეუბნეოდი რომ კარგად ვიყავი. მარიშკა ისევ უკივოდა თორნიკეს და ათას საზიზღრობას ეძახდა. მეც მომწონდა ეს. ღირსი იყო. ბიჭებმა სერიოზული სახით უთხრეს : - რა გააკეე , გიჟი ხო არ ხარ? თორნიკე: - არ მინდოდა შენ ძმობას ვფიცავარ, არ მეგონა თუ წაიქცეოდა. ზიზღიანი თვალებით შევხედე, ის კი დამნაშავე მორცხვი ბავშვივით მიყურებდა. იმ ადგილას სასწრაფოდ მოვცილდით. მარიშკამ ლანამ და კიდევ ერთმა მეთორმეტე კლასელმა (რომელსაც მანამდე ვერ ვიტანდი) სახლში მიმიყვანეს. სისხლდენა ტაქსიშივე შემიჩერდა სერიოზული არაფერი იყო. მას შემდეგ რაც ბავშვებს შევპირდი რომ დილით აუცილებლად წავიდოდი ექიმთან, ბავშვები დამთანხმდნენ რომ დედაჩემს არაფერს ეტყოდნენ. სახლის კარებამდე მიმაცილეს. კარის სახელური ფრთხილად ჩამოვწიე და სახლში ჩუმად შევიპარე. 12ის ნახევარი ყოფილა უკვე. ასეთ დროს სახლში იშვიათად მივდიოდი ხოლმე. ალბათ როგორ ინერვიულებდა დედა.. - გავიფიქრე გულში. დედა: - მოხვედი შვილოო? ვაიმე ძლივს, სად იყავი აქამდე? ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? მე: -დამიჯდა ალბათ დე, გარეთ ვიყავი. დედა: - მოდი ჭამე რამე მე: - არ მშია დე რა... სახე ავარიდე რომ არაფერი შეემჩნია და ჩემს ოთახში შევედი. პირველ სართულზე ვცხოვრობდი. უზომოდ გაბრაზებული ვიყავი. როგორ გაბედა იმ თავხედმა ხომ შეიძლებოდა რამე მომსვლოდაა... მისი მოკვლის სურვილი მქონდა ისე ვიყავი გაბრაზებული. ტელეფონი დამტენზე შევაერთე, ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინში შევძვერი. ცხვირი ისევ მტკიოდა. უცებ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. ლანა ან მარიშკა იქნება-გავიფიქრე. მაგრამ შევცდი. უცხო ნომერი იყო. "გარეთ გამოიხედე". გამიკვირდა. ვერ მივხვდი ვინ იყო. "ვინ ხარ? " მივწერე მე. მან კი ისევ იგივე მომწერა “გარეთ გამოიხედე’’. ფანჯარასთან მივედი ფარდა გავწიე და გავოცდი....თორნიკე…. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.