შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (2)


11-07-2017, 16:12
ავტორი Cicinatela17
ნანახია 1 217

მთელი გზა ანდრეაზე ფიქრობდა. განსაკუთრებით მაშინ გრძნობდა სიმარტოვეს გვერძე მჯდომ იტალიელს რომ გახედავდა. ის სულ მის გვერდით იყო და სიმარტოვის განცდის უფლებას არ აძლევდა. ბავშობიდან ეშინოდა მარტო დარჩენის, დედამისის შემხედვარეს ეს განცდა მეტად უწამლავდა გონებას. მარტო ზრდიდა და ლიზა სულ ფიქრობდა- დედა უბედური ქალია, რადგან მე ერთ დღესაც ჩემ ცხოვრებას დავიწყებ, ის კი მარტო დარჩებაო.
ასეც მოხდა.
ლიზა და ანდრეა სულ ერთად იყვნენ, ერთად სწავლობდნენ საფრანგეთში, რა თქმა უნდა თავიანთი განხრებით, მაგრამ სულ ერთად.
ლიზა ხვდებოდა ანდრეს მალე მობეზრდებოდა ეს ყველაფერი, ერთ დღესაც მიხვდებოდა ლიზა მხოლოდ მეგობრად რომ თვლიდა და აუცილებლად დაიწყებდა თავისი ცხოვრების შენებას ლიზას გარეშე.
ამას კი ვერ გადაიტანდა.
მარტო დარჩენას ვერაფრით გადაიტანდა.
ამიტომაც გაყვა ცოლად პირველივე შემოთავაზებაზე.
არც ნანობდა. სხვა ვინ შეუქმნიდა ასეთ კომფორტს. ახლა რომ წარმოიდგენდა მის გარეშე ერთ კვირას ცრემლები ადგებოდა და კონცერტი ჰომ საერთოდ!
მუსიკალური სკოლის გახსნაზე უნდა დაეკრა. უხაროდა კიდეც, ტოსკანას მხარეში არასდროს ყოფილა, მაგრამ ანდრეს გარეშე ყველფერს ფასი ეკარგებოდა.
ვესპუჩის აეროპორტში დაეშვა მისი თვითფრინავი, დილა იყო. საოცრად მოეწონა მანქანიდანვე ქალაქი. ერთი სული ქონდა დაბინავებულიყო და დაეთვალიერებინა აქაურობა.
მეორე დღეს სკოლას მოინახულებდა და კონცერტისთვის რეპეტიციას გაივლიდა. მესამე დღეს კი საზეიმო გახსნა ელოდა. შემდეგ რამენიმე სოფლის მონახულება და იქაურ ღვინის ფესტივალებზეც დაუკრავდა.
სასტუმროში ლენკა დახვდა, მისი აგენტი. დაინახა თუ არა მისკენ გაიქცა და დღის გეგმა ჩამოურაკრაკა.
-ლიზაა ძლივს არ მოხვედი!-და გადაეხვია.
-როგორც შემეძლო ისე მოვედი! ლენ შენ დროს არ კარგავ! რა ნამზეური გაქ?! როდის მოასწარო?!
-მოკლედ, ლიზუ ახლა განახებ შენს ნომერს დაისვენე და მერე მოგიყვები ყველაფერს!
-არ დავღლილვარ, შემოდი მე გადავივლებ და გავიდეთ ქალაქის დასათვალიერებლად რა! გადავირიე გზაში ისე მომეწონა!-თან ხელი ჩასჭიდა და ლიფტში შევიდნენ.
ეს ჩვევა ქონდა, ყველას ვისაც ელაპარაკებოდა ყველას ხელს სჭიდებდა, თუ მის გვერდით ანდრეა იყო ეს ადამიანი ყოველთვის ის იყო, განსაკუთრებით უცხოებში იქცეოდა ასე.
-მოყევი რა თან!-შეეხვეწა ლიზა. იცოდა ლენკას აჟიტირებული სახე კარგ რამეს მალავდა.
-მოკლედ, რომ მოვფრინავდი ჩემ გვერძე იჯდა უუმაგრესი ბიჭი! აი პროსტა უმაგრესი ლიზუ!
-უხ! ვიცოდი რა! შენ აბა სხვა რა გექნებოდა მოსაყოლი!- ჩაიცინა ლიზამ
-ოო ყველა გათხივილი ვერაა პრინცზე, ზოგი ძიების პროცესშია!-ლენკამ ვითომ იწყინა და ენა გამოუყო, ამასობაში ლიფტის კარიც გაიღო და კარის წინ მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი დახვდათ, ლენკას დანახვაზე ფართოდ გაიღიმა და მიესალმა.
-ლიზა გაიცანი! ეს სანდროა! აქ მივლინებითაა!
-სასიამოვნოა! სანდრო კიკნაძე!-ხელი გაუწოდა ვაჟმა და მომხიბვლელად გაუღიმა, მანერებზევე ეტყობოდა დიდი გულთამპყრობელი ტიპი იქნებოდა.-თქვენ ალბათ ლიზა ჯუღელი, ცნობილი პიანისტი!
ლიზას რაღაცამ გაკრა გულში, თითქოს არც მოეწონა ეს კაცი, თან მოიხიბლა. უცნაურად იგრძნო თავი, ხელი მაგრად მოუჭირა ხელს, ქალის ხელი, რომ იგრძნო უფრო გაღიზიანდა და სახე დაემანჭა, მას ანდრეა უნდოდა და არა ლენკას აბრეშუმივით რბილი ხელი. ლენკამაც რომ მოუჭირა და ჩასჩურჩულა ჰომ კარგად ხარო, მერე გამოფხიზლდა და ხელი ჩამოართვა მხოლოდ. ახლა ლენკა აჭიკჭიკდა. მას კი მხოლოდ ის უნდოდა გამქრალიყო. არ გრძნობდა თავს კომფორტულად.
-მოკლედ სანდრო ეკონომისტია ერთერთი ღვინის კომპანიის რომში, სწორედ იმ კომპანიის მუსიკალური სკოლის გახსნას რომელიც აფინანსებს.
-სხვათაშორის არ გეგონოს კომპანიაა დამნაშავე, რომ ვიცი ვინ ხარ. კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული ვარ. და შენს რამდენიმე კონცერტზეც ნამყოფი ვარ! ჩემთვის დიდი პატივია შენი გაცნობა, ბოდიში, თქვენი!.. ძალიან მომწონხართ!
-გმადლობთ, თუ შეიძლება მე შევალ ოთახში ძალიან დავიღალე!
-კი მაგრამ არ ამბობდი ქალაქი უნდა დავათვალიეროო?!-გაოცდა ლენკა.
-მე მინდა ვახშმად დაგპატიჟოთ ქალაქის ცენტრში თან დაგათალიერებინებთ, იცით ჩვენს კომპანიას ვემახები ტოსკანის მრავალ სოფელში აქვს და ამიტომ კარგად ვიცნობ ამ მხარეს, ჩემ თავზე ვიღებ თქვენს გიდობას ქალბატონო ლიზა!
-მადლობთ, არ არის საჭირო...
ლიზა გამოტრიალდა და ლენკასთან ერთად შევიდა ნომერში. არ იცოდა რა დაემართა, ზოგადად არ იყო უტაქტო, მაგრამ ეს კაცი აღიზიანებდა თავისი ლაპარაკით, მანერებით, დაუცველად გრძნობდა თავს მის გვერდი.
-ლიზა რა გჭირს?!- ლენკა ვეღარ ითბენდა-რა იყო ეს! კაცმა სიმპათია გამოხატა შენ კიდე ისე ელაპარაკე, არა ფაქტობრივად ძლივს აგდებდი ერთ სიტყვას!
-არ მომეწონა! მითუმეტეს ესე თავისუფლად გამოაცხადა მომწონხარო!-თან დალაგება დაიწყო და სააბაზანოს ნივთების ამოლაგებას შეუდგა. დაღლილი ნამდვილად არ იყო, მოგზაურობა არასდროს ღლიდა, ეს უბრალო მიზეზი იყო.
-რა გჭირს?! ადამიანმა გამოხატა მოწონება როგორც პიანისტის მიმართ! რას ქაჯობ?!
-ლენკა დამანებე რა თავი!
-აუ ანდრეა არ არის და ახლა ეს 2 კვირა მე უნდა შემჭამო ჰო ?!
-მაშინ შეგეთანხმებინა და დაისვენებდი ანდრეა აქ რომ იყოს...
-სანდრომ მომწერა!-სახე გაებადრა ლენას. -მოკლედ 8სთვის მზად იყავითო!
-მე არ მოვდივარ!
-ლიზა არ გაგივა! გეხვეწები რა! მე მომწონს და გთხოვ!
-მერე წადი მარტო მე რა მურმანის ეკალი ვარ?!
-გთხოვ რა! თან მე ჰო იცი მალე მივფრინავ!
-რა? მე რატომ არ ვიცოდი?!
-გუშინ დამირეკეს და კონცერტის მერე უნდა გავფრინდე მოკლედ რაღაც სააქმეები მაქვს. აააუუუ ლიზუ ჰო წამოხვაალ? -ისეთი სასაცილო სახით უყურებდა ლენა უარი ვეღარ უთხრა ლიზამ.
სანდრომ ქალაქი დაათვალიერებინა გოგონებს. ისტორიულ ფაქტებსაც უყვებოდათ და შემდეგ ვახშმად ულამაზესი ხედის მქონე რესტორანში დაპატიჟა.
სანდრო კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ლიზა მიხვდა, რომ შეცდა.
თავიდან ენაჭარტალას და თავისთავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა მისთვის.
ახლა კი პირიქით, საქმეზეც ისაუბრეს ცოტა.
მისი დამოკიდებულებები საინტერესო იყო ლიზასთვის.
საღამოს მეტად თავშეკავებული ჩანდა სანდროც, აღარ გამოუვლენია სიმპატიები. ლიზაც მეტად გაიხსნა. მიხვდა ამ კაცში საშიში არაფერი იყო და ახლა რომ ანდრეას ენახა აუხცილებლად დაცინებდა მას.
ანდრეა მის შიშებს ყოოოველთვის იუმორით ეკიდებოდა. თუმცა არასდროს იღებდა არასერიოზულად. ყოველთვის უსმენდა და ეხმარებოდა. თავისი დამოკიდებულებით და იუმორითაც დახმარებას ცდილობდა, გამოსდიოდა კიდეც, მასთან ერთი ლაპარაკიც და ყველაფერი კარგად იყო.
ლიზას კაცების პანიკური შიში ქონდა. ეგონა ყველა მასში უბრალო თოჯინას ხედავდა და მათი აღტაცებაც ფარსი იყო.
ნომერში დაბრუნებულმა ლიზა თავს უცნაურად გრძნობდა. საოცრად დაღლილი იყო. ანდრეას დაურეკა და მთელი საათი უყვებოდა აღფრთოვანებული ფლორენციაზე.
სანდროზე სიტყვაც არ უთქვამს.
რატომ?
თვითონაც არ იცოდა. აპირებდა, მაგრამ შეეშინდა რეაქციის.
სიწყნარეს გრძნობდა სხეულში.
საშიშ სიწყნარეს.
ისეთს ქარიშხლისთვის მზადებას რომ გავს ყველაფერი. უცაურად იყო. ვერც იძინებდა. დიდხანს იწრიალა საწოლში. შემდეგ ძლივს ჩასთვლიმა.
ძილბურანში იყო ხელების ცეცება დაიწყო. შეშინებული წამოფრინდა ადნრეს ძახილით. ცრემლები უკვე ყელში უჭერდა.
აივანზე გავიდა და გრილ ჰაერს ხარბად ისუნთქავდა.
ცდილობდა ცრემლი არ წამოსვლოდა.
ვერ იტანდა ტირილს და ამის უფლებას თავს ვერ აძლევდა.
-ვერ იძინებ?-გვერდითა აივნიდან მოესმა ხმა.
შეკრთა, უეცხოვა, შეეშინდა კიდეც.
-ჰო-ამოიკნავლა და ირძნო როგორ აუხურდა სახე.
სანდრო ახლოს მივიდა მათი აივნების გამყოფ მუაჟირთან, თან სიგარეტს ეწეოდა.
-აკლიმატიზაციის ბრალია ალბათ.
-ალბათ.
-იცი, მგონია გაშინებ!-ჩაეცინა კაცს და ორივე ხელით მუაჯირს დაეყრდნო.
-რა სისულელეა!-გადაიკისკისა ზედმეტად არაბუნებრივად. -კარგი შევალ მე დავიძინებ!
-ტკბილი ძილი!-ჩაეცინა სანდროს კვლავ და მოწევა განაგრძო.
-ძილინებისა.

****
ლიზა საძინებელში შევიდა. აბაზანნიდან ახალი გამოსული იყო. საოცრად ლამაზი იყო ამ დროს. გრძელი შავი თმა უწესრიგოდ აეკეცა. თმიდან წამოსული წყლის წვეთები ყელზე უსრიალებდნენ და ლავიწის ძვალზე ეკიდებოდნენ, შემდეგ ისევ მკერდისკენ იკვალავდნენ გზას, ოდნავ ჩახსნილი ქონდა ხალათი მკერდთან. საწოლზე ჩამოჯდა და კრემის წასმა დაიწყო.
რამდენიმე ლუდისგან შეზარხოშებული ანდრეა შევიდა ოთახში. არეული ქონდა გრძნობები, ლიზას ასეთმა დანახვამ უარესი დამართა. თითქოს ისევ ისეთი იყო. წყალმა ამდენი წლის დარდი და მწუხარება თითქოს ჩამორეცხა მისგან. ისევ ისეთი ნატიფი თითეფი ქონდა, კანს რბილად რომ ეხებოდა.
ვეღარ იმორჩილებდა თავს.
ამ დროს მასში მხოლოდ სიყვარული იყო.
ბრაზი, შურისძიება, წყენა.
ყველაფერი თითქოს უკვალოდ გაქრა და მხოლოდ სიყვარულს მოეცვა.
მივიდა, უკნიდან მიეპარა და ნაზად ჩამოუსრიალა ატლასის ხალათი მხარზე.
-ანდრეა! - შეკრთა ლიზა. მის ხმაში შიშც და მოულოდნელობაც იგრძნობოდა.
-ნუ გეშინია, გთხოვ!- კოცნიდა მხარზე და ჩურჩულებდა-გთხოვ! ერთხელ დავივიწყოთ ყველაფერი... ვითომ არც არაფერი ყოფილა! გთხოვ!
-ანდრეა!- ახლა უფრო შერბილებოდა ხმა ქალს და ქმრისკენ შეტრიალდა.
კაცმაც არ დააყივნა და ტუჩებს დაეძგერა.
მონატრებულ ბაგეებს.
თავი სიზმარში ეგონა. არაფერი არ არსებობდა მათ შორის სიყვარულსი გარდა იმ წამებში.
მხოლოდ ანდრეას სიყვარული ისევ. როგორც ადრე.
მაგრამ ანდრეას ესეც ყოფნიდა. ძველი ლიზაც ყოფნიდა.
ლიზაც აყვა. დიდი ხანია ქმრისგან ნაზი და ვნებიანი შეხება არ უგრძვნია. მხოლოდ ცხოველური ჟინი, რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევდა და შიგნიდან ჭამდა.
ენატრებოდა.
რა თქმა უნდა, ენატრებოდა ანდრეა.
ანდრეას კი ეს სურდა. სუსტი, მასზე მინდობილი ლიზა ყოლოდა კვლავ ხელთ.
ისედაც მის ხელში იყო ეს წლებიც. ვერც გაშორდებოდა და ვერასდროს წავიდოდა მისგან, სანამ ამას თვითონ არ მოინდომებდა. ეს მოწონდა, მისი წამება სიამოვნებდა. ამით თითქოს სულს იწყნარებდა.
მაგრამ, თავს იტყუებდა.
ისეთი ლიზა ენატრებოდა სცენაზე გამოსული თვალებით რომ ეძებდა. მისით მშვიდდებოდა და თავის სამყაროში გადადიოდა მასთან ერთად დაკვრისას.
სადაც ანდრეა თავშესაფარი იყო ლიზასთვის და ყველაფერზე ყველაფერიც!
ახლა კი....
ახლა ყველაფერი ნანგრევებს გავდა, მათი ურთიერთობის ნანგრევებს, ნაცარტუტად ქცეული ბედნიერების ნანგრევებს.
როგორ არ დაულევია სხვა დროსაც.
მეტიც დაულევია და მეტად ძლიერი ალკოჰოლიც. მაშინ ტვინი ერეოდა და პირიქით ცხოველური ინსტიქტები ამოძრავებდა მხოლოდ, მაშინ მისთვის მონა იყო ცოლი და მეტი არაფერი. შურისძიება ყველაფრისთვის.
ახლა კი არაამქვეყნიურ ბედნიერებას განიცდიდა.
თითქოს ახლა არც მისი სიყვარული იყო ცალმხრივი.
ლიზაც ბედნიერი იყო. ამ ყველაფერმა ბედნიერება აგრძნობინა, ამდენი ხნსი შემდეგ იმედი ჩაუსახა გულში, იმედი, რომ ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა. ანდრეა ისევ ისეთი გახდებოდა და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა.
6 წლიანი ჯოჯოხეთი კი ცუდ სიზმრად იქცეოდა.
რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის...
რა ცოტა ახალი იმედების გასაჩენად.
ლიზა დარწმუნებული იყო ანდრეა აღარასდროს მოექცეოდა ძველებურად ამ ღამის შემდეგ.
მწარედ შეცდა. ცხოვრებაში კი ყველაზე რთული გადასატანი იმედგაცრუებაა. შიგნიდან გჭამს დანგრეული, თავზე ჩამოქცეული იმედები და საოცარ ტკივილს ტოვებს გულში, უნდობლობას ბადებს.
მეორე დილით ქმრის უხეშმა ხმამ დაანგრია.
-ლიზა! დიდხანს უნდა გეძინოს?!
ძილბურანში იყო ეს ხმა, რომ ჩაესმა. მკაცრი და უხეში.
-ანდრეა! -სასოწარკვეთილი იყო მისი ხმაც.
-რა იყო?! რა ხმა გაქ? ან რა სახე?!- ცინიკური ღიმილით უყურებდა ახალგაღვიძებულ ცოლს-გუშინდელი ღამე დაივიწყე! რა იყო?! გეგონა ყველაფერი ძველებურად იქნებოდა?! და მე შევიცვალე?! არა საყვარელო! შენ ასეთ მოქცევას იმსახურებ! შენნაირი ქალები მხოლოდ სათამაშოები არიან, ერთი ღამისთვის და მერე მორჩა!...
-ანდრეა!- სასოწარკვეთილმა ამოიკივლა ქალმა და ყურებზე ხელები მიიფარა-გეყოფა!
-აეთრიე და საუზმე გაამზადე. ბავშვიც ბაღში გყავს წასაყვანი.
თვითონ ადგა და სააბაზანოს მიაშურა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent