შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებისეული დეტალები


12-07-2017, 04:45
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 292

წინასწარ დიდი ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის, არ მიყვარს ტექსტის გადახედვა, მითუმეტეს დილის 5 საათია უკვე, როდესაც წერა დავამთავრე. მოკლედ ბოდით წინასწარ.


მოკლედ დილის ოთხი სააათია და ვერ ვიძინებ, წერა გადავწყვიტე. ისეთი რაღაცეების განხილვას ვაპირებ ხოლმე აწი, რაც ნაკლებად აქტუალურია , მაგრამ ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობთ და იმედია ერთმანეთს დავეხმარებით.მე ზედმეტად კარგად გამომდის რჩევის მიცემა, თუ ვინმეს სჭირდება ანონიმური ადამიანი რჩევისთვის, ჭკვიანური, გამოსადეგი, პრაქტიკული რევისთვის, თქვენს გვერდში მიგულეთ.
მოკლედ, ზოგიერთები განსხვავებულები ვართ, კი, სხვანაირეი დავიბადეთ, არ ვგავართ ერთმანეთს არც ფიზიკურობით, არც ბუნებით არაფრით და ჩემნარი არავინ ყოფილა და არც არავინ დაიბადება, უკეთესი და უარესი კი ბატონო, მაგრამ ჩემნარი ვერავინ და ბლა ბლა ბლა და ასეთ სულელურ განსხვავებაზე არ გეუბნებით, რაც ისედაც ნათელია. მე გესაუბრებით იმ განსხვავებებზე, რომლის გამოც უკომფორტოდ და განსხვავებულად ვგრძნობთ თავს. რადგან ახალი ვარ, არავის გიცნობთ და არც თქვენს პრობლემებს ვიცნობ ჯერ, ჩემს თავზე მოყოლით დავიწყებ და მხოლოდ რამოდენიმე ფაქტს განვიხილავ დასაწყისისთვის, თუ დაგაინტერესებთ ამ ტიპის სტატიები, დისკუსიები, კომენტარში დააფიქსირეთ, რომ ვიგრძნო მეც ეს და მივხვდე ღირს თუ არა გაგრძელება. მოკლედ მადლობა წინასწარ.
მაინც ბანალურად გამომივიდა.
მოკლედ, უკვე დილის ხუთი საათი დაიწყო და ვერ ვგრძნობ რომ ძილი მინდა, უფრო სწორედ როგორ არ ვცადე, მაგრამ ვერ ვიძინებ.თითქოს უძილობის მიზეზებს ვეძებ და ვერ ვპოულობ, მაგრამ გულის სიღრმეში ნამდვილად ვიცი რატომაც ვერ ვიძინებ. ჯერ იყო და ალკოჰოლს დავაბრალე, მერე გამოცდებს, ახლა ვხვდები რომ ეს მეგობარს და მასთან დაკავშირებულ უზარმაზარ პასუხისმგელობას უკავშირდება. უბრალოდ ვერ ვიძინებ, მღრღნის ის აზრი, რომ ვფიქრობ არაფერი გამომივიდა და მისთვის ბევრი ვერაფერი გავაკეთე. არ ვეგუები ამას, მაგრამ ვიცი უნდა შევეგუო, ან იმიტომ ვერ ვიძინებ რომ მთლიანად ვგრძნობ, არ დამთავრებულა და კიდევ შემიძლია რაღცის გაკეთება. ბავშვებო, მეგობრებო, უცნობებო, ძალიან გთხოვთ დამიჯერეთ, განათლება არის ის ერთადერთი რითიც მთელი ცოვრება, ნებისმიერ სიტუაციაში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იამაყებთ და რის გარეშეც უბრალოდ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცხოვრება გაგიჭირდებათ. ისწავლეთ, დაიტანჯეთ, იშრომეთ, იშრომეთ, იშრომეთ… დაფასდება, ბავშვებო, აუცილებლად დაფასდება. არ მოუსმინოთ არასდროს იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ აი მთელი მათი ცხოვრებაა შრომობენ და სწავლობენ, წვალობენ მაგრამ აი დავით გურამიშვილის ის “ტკბილი კენწერო” ვერ ნახეს. ეს უიღბლოების და იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს. თუ თქვენც არ გინდათ რომ არარაბა იყოთ, რომ მომავალს არ ახსოვდეთ, რომ წარსულმა არ დაგიმახხსოვროთ და ახლანდელმა არ შეგიგრძნოთ, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ერთი ცხოვრებით ვცხოვრობთ და რა საჭიროა მთელი ცხოვრების დახარჯვა ერთი შეცდომისთვის, როდესაც შეგვიძლია სხხვის შეცდომაზე ვისწავლოთ. მე ვნახე ტკბილი კენწერო, და მინდა გითხრატ რომ კენწერო არ არსებობს, არსებობენ კენწეროები. ყველა მიზანს თავისი შედეგია, შენი ნებაა ტკბილი იქნება თუ მწარე ის. შენი ცხოვრება შენ შეგიძლია მართო, მთავარი გეზი კი ახლა უნდა აიღო, აი ამ წამს, თუ მოსწავლე ხარ, გამოცდები გაქვს, მაშინ ადექი და ახლავე , მოწყდი კომპიუტერს და დაიწყე მეცადინეობა,თუ ის მოსწავლე ხარ, რომელიც თავისუფალია, ზაფხულია და ჯერ მისთვის გამოცდები უცხო ხილია, გირჩევ ადგე და წიგნი წაიკითხო. ეს ის სიამოვნებაა, რომელიც დიდ თავისუფალ დროს მოითხოვს და იმ მომენტში, როდესაც დაგჭირდება ის ცოდნა, რომელსაც წიგნი მოგცემდა და არ გექნება ის, უბრალოდ გაგიჭირდება იმ რამოდენიმე საათში, დღესა თუ თვეშიც კი შეაგროვო მთელი ეს გამოცდილება. შენ უნდა იყო ბედნიერი და ერთადერთი გამოსავალია იყო ამაყი შენი თავით. 
ვყელანი ეგოისტები ვართ, მე განსაკუთრებით. ძალიან ცუდი ჩვევა ვაღიარებ და გირჩევთ არ მომბაძოთ და არ იყოთ ეგოისტები. თუმცა ეგოისტი ვარ უკეთილშობილესი გაგებით. არ მიყვარს, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემზე მეტ დროს სხვას უთმობენ, აი , ასე მგონია რომ ის სხვა ჩემზე მეტად უყვართ და ასე მგონია ამით მე მაყენებენ შეუარცყოფას და ამით გამოხატავენ, რომ საერთოდაც არ ვუყვარვარ და სხვა მიზეზების გამო მეგობრობს ჩემთად. აი ვერ წარმოიდგენთ ისე ვერ ვიტან ამთვისებას ჩემში, ვმუშაობ ჩემს თავე და ვცდილობ შევიცვალო, მეტ-ნაკლებად გამომდის, მაგრამ რთულიაშენ თავს შეეწინააღმდეგო და იცოდე რომ ძალიან ცუდი თვისება გაქვს, უნდა გამოასწორო და თან ეს აუცილებელია. მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ მოვინდომებ ამასაც შევცვლი და ყველა ჩემს უარყოფით თვისებას ნელ-ნელა, ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ აღმოვფხვრი. 
გაგიგიათ ალბათ, ადამიანს იმაზე აქვს მოთხოვნილება, რაც მის ორგანიზმს აკლიაო. მაგალითად ვიღაცას კოვზით მარილის ჭამა უყვარს, ჩენთვის მიუღებელია, მაგრამ აბა მას კითხეთ?! მის ორგანიზმს ეს სჭირდება და ისიც იკმაყოფილებს აუცილებლობას. მეც ამ პრინციპით ვარ ალბატ. უდიდესი სიყვარულის გაცემა შემიძლია, ბოლომდე და ბრმად შემიძლია ადამიანს ვენდო, მაგრამ ასე უცხო ადამიანს არ ვენდობი, ბუნებრივია, კარგ და ჭირში გამოცდილ მეგობარზე მაქვს საუბარი, ძალიან გულწრფელი შემიძლია ვიყო, აუცილებლად მოვუყვები ჩემი სატკივარის შესახებ, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი ჩემი თავის გარდა ამ საკითხში ვერავი ვერასდროს დამეხმარება, როგორც ზევით ვახსენე, საკმაოდ უცხნაური და აუტანელი ბუნების ადამიანი ვარ. მოკლედ, იმავეს მოველი მეგობრისგან, თავდადებას, ნდომას, გულწრფელობას და არა პირფერობას, და რაღაც ამდაგვარებს. ყოველთვის საპირისპიროს ვღებულობ ადამიანებისგან. ზოგჯერ მიფიქრია, ხალხს პატივისცემა უფრო აწუხებს და წყინს ვიდრე პირიქითთქო. მადლიერებაც გაქრა სადღაც, ალბათ ესეც ადამიანურობასთან ერთად დაიკარგა სადღაც. დღე ისე გავა მადლობას ათასჯერ ვიტყვი, ჩემთად მიმართებაში ნაკლებად მადლიერება გამოხატოს ადამიანმა. არადა , ზუსტად ვიცი რომ სიკეთეს ვუკეთებ, რაიმეში დავეხმარე, ან მატერიალურად ან მორაალურად, და სრულიად არაფერს ველი მადლობის გარდა ადამიანისგან, რადგან თუ სიკეთეს რაღაცის მიზნით აკეთებ ეს არც სიკეთის და არც მეგბრობის ჩარჩოებში აღაარ ჯდება. მოკლედ რაღაც ცარიელ სიტყვას ელემენტარული პატივისცემის და იმის ნიშნად რომ მივხდე რომ მან ჩემგან მაქსიმალური მიიღო რისი გაკეთებაც შემეძლო, ველოდები ხოლმე სიტყვა მადლობას და შენც არ მომიკვდე, ისეთი სახით შემოგხედავს, დაგარწმუნებს, რომ შენ ვალდებული იყავი დახმარებოდი და დანაშაულიც კი იქნებოდა უმოქმედობა, ისეთი თავაწეული და კუდაბზეკილი შებრნდებიან და გააგრძელებნ სვლას ვითომ არც არაფერი. რავი, სირცხვილია და მეტი არაფერი ხალხო, არაფერი შემოგვრჩა მამებისგან, არაფერი, არც პატივისცემა ერთმანეთისადმი არც უფროსებისადმი აი არაფერი საერთოდ. შურიანები გახდა რაღაც ხალხი, ასე მგონია ვიღაცამ პესტიციდებს რომ ასხამენ მცენარეებს ისე შეგვასხა რაღაც ინფექცია სახელად “უმადურობა”, “უპატივცემულობა” და რავიცი კიდევ ათასი ოხრობა, და მოკლედ ნაწილს მოხვდა საწამლავი და ნაწილს არა. სამწუხაროდ, უმცირესობაში ვართ, მოუწამლავი მცენარეების არ იყოს. არ ვიცი, მიჭირს ამ თემაზე საუბარი და მიზეზს მუდმივად ვეძებ, რამოხდა ამხელა მეტაფორფოზა ხალხში რატომ მოხდა და რატომ კვდება ხალხში სიყვარულის, მადლიერების, პატივისცემის გრძნობა?
რას ფიქრობთ თვენ? დააფიქსირეთ კომენტარებში და თითოეულთან შემოვალ დისკუსიაში. გახსოვდეთ, საღი აზრი დისკუსიაში უბადება. მადლობა ყურადღებისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent