Never miss a chance to dance(IX თავი)
ყოველდღე,დღეში 5-6 საათს ვვარჯიშობდი.თითოეულ ილეთს ვამუშავებდი. ის ცეკვები,რაც მათ რამდენიმე კვირაში ისწავლეს,მე ერთ დღეში ვისწავლე. I ტური ახლოვდებოდა. თაკო მასწავლებელს ძალიან ვთხოვე და დიდიხნის ვალების შემდეგ დავითანხმე,რომ გულშემატკივრად წავეყვანე. I ტური-მ ო ს კ ო ვ ი. 2 დღეში მოსკოვში უნდა წავსულიყავით. I ტურის ჩატარების თარიღი: 16.07.2017 ანუ ჩასვლიდან მეოთხე დღეს. მე და ლიზა დირექტორთან შევედით და ვუთხარით,რომ 1 კვირა აქ არ ვიქნებოდით და მიზეზიც მოვახსენეთ. ამ სკოლას ერთ რამეში მართლა გაუმართლა და ეს ერთი რამ დირქტორია.ცოტა იყოყმანა,მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ,რომ 3 კვირა არები არ დაეწერათ ჩვენთვის. სახლსი რომ მივედით დედას ვუთხარი,რომ 3 კვირა სახლში არ ვიქნებოდი. -3კვირა? რა ამბავია...მერე სკოლა? არები?−დედამ ის არ იცოდა,რომ ცეკვებიდან მომხსნეს,მაგრამ 3 კვირა მაინც ებევრა,თან ფული...აქამდე ფულზე როგორ არ ვიფიქრე. 1000 ევროა გადასახდელი,დედას კი ამდენი ფული არ აქვს.ღმერთო, რა იდიოტი ვარ...−ან ფულზე რა ვქნათ? -ფული აქამდე არ გამხსენებია... -და არები? -არებზე დირექტორს და დამრიგებელს შევუთანხმდი,მაგრამ ფული...ასე უცებ ფულს ვერ ვიშოვით!−თვალზე ცრემლი მომადგა. -არებზე შეუთანხმდი?როდის?−ხმა ვერ ამოვიღე,რადგან ვიცი რომ წესიერად ვერ ვეტყოდი ვერაფერს.მთელი ჩემი შრომა წყალში ჩაიყარა!ბოდიში მამა!ლიზამ გამირაჯვა!−მოდი ჩემთან,ჩამეხუტე. მივედი და მაგრად ჩავეხუტე. ოთახში როდესაც ავედი,ლიზას დავურეკე: -გაბი? გისმენ... მოხდა რამე? ამ წამს არ გნახე? -არ მოვდივარ!−და ტელეფონი გავუთიშე.ამის მეტი ვერაფრის თქმა ვერ შევძელი. დავწექი ლოგინზე და ტირილი დავიწყე. შემდეგ კი ტირილისგან დაღლილს ჩამეძინა... -არ ვიცი მადლობა,როგორ გადაგიხადო!.. ვიცი,ვიცი რომ ბავშვობიდან მის გვერდით ხარ და ისიც ვიცი,რომ ძალიან გიყვარს!.. ძალიან გაეხარდება!დიდი მადლობა! ამას არ დაგივიწყებთ!..კი დაგირეკავთ აუცილებლად! -დედა ვინ იყო?−ნამძინარევი და ჩახლეჩილი(ალბათ ტირილისგან) ხმა მქონდა. -გაბი,არ გამიბრაზდე კარგი? -დედა! გისმენ! -მოკლედ ნათლიაშენს დავურეკე და შენს ტურნირზე ვუთხარი. ისიც ვუთხარი,თუ რატომ ვერ მიდიოდი და... -არ თქვა რომ ფული გამომიგზავნა... -კი გამოგიგზავნა! -ო,ღმერთო! კარგი რა დედა! ამდენი ფული მას როგორ სთხოვე! ისედაც მამას გარდაცვალების შემდეგ ყოველთვე ეს გვიგზავნის ფულს! აუუუ...კაი რა! -მეგონა გაგახარებდი... ამ დროს ტელეფონზე ზარია. -გისმენთ!−ჩემდაუნებურად გაბრაზებული ტონით ვუთხარი ვიღაცას.არც კი შემიხედავს ვინ იყო. -გაბი, როგორ ხარ? ზურა ვარ! -ზურა ნათლია! კარგად შენ როგორ ხარ? -არამიშავს!როგორც მივხვდი დედაშენს უკვე ეჩხუბე,იმის გამო რომ ყველაფერი მომიყვა,არადა მე აქეთ უნდა გეჩხუბო არაფერი რომ არ მომიყევი. მაგრამ არა...ნაწილობრივც ჩემი ბრალიცაა,ეს ბოლო ხანები სულ არ გეხმიანებოდით!.. ხომ იცი როგორ მიყვარდა მამაშენი და როგორ მიყვარხართ თქვენ, სამივე!..ყველაფრით მამაშენს გავხარ!გარეგნულადაც და ხასიათითაც! მისნაირი ჯიუტი და თავმდაბალი ხარ!..მოკლედ ახლა რაზე დაგირეკე! არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდე დედაშენს! ფული უკვე დაგირიცხე შენს ბარათზე.მემგონი 3 კვირისთვის საკმარისია! -მაგრამ... -თუ არ აიღებ ამ ფულს იცოდე მთელი ცხოვრება ხმას აღარ გაგცემ! ა ღ ა რ ა ს დ რ ო ს ! -უ ზურა ნათლია...კაი რა! არ არის საჭირო! მართლა! -რომ ვიცოდე,რომ საშინლად ცეკვავ,მაშინ მართლა არ გამოგიგზავნიდი ფულს,მაგრამ შენ,ერთ-ერთ ყველაზე მაგარ მოცეკვავეს,რომ ეს შანსი წაგართვა,ამას ნამდვილად არ ვიზამ! -ძალიან დიდი მადლობა ზურა ნათლია! უზომოდ მიყვარხარ და მენატრები! -მეც ჩემო ცქნაფა! ახლა დატრიალდი,ბარგი ჩაალაგე და გაიმარჯვე! ხო მართლა თუ გერმანიაში მოხვდით,სასტუმროში არ გადაყაროთ ფული.ეგრევე დამირეკე დედაშენს გაფიცებ და ჩემთან დარჩებით ყველა! იცოდე თუ გავიგებ,რომ გერმანიაში ჩამოხვედით და ჩემთან არ დარჩით,საერთოდ გავწყვიტავ შენთან ყველანაირ კავშირს და თან დედაც დაგაფიცე! თან ჩემს ცოლს იმდენს ვუყვები შენზე,რომ ძალიან აინტერესებს,როგორი ხარ! -კარგი ნათლია, გპირდები რომ, ფინალამდე თუ მივაღწიეთ... -თუ მიაღწიეთ კი არა,რომ მიაღწევთ!−გამაწყვეტინა უცბად. -კარგი! ფინალამდე რომ მივაღწევთ და თუ გერმანიაში ჩატარდება,შენთან დავრჩებით აუცილებლად! -კაი,მაშინ წავედი და წარმტებები! ფული დაგირიცხე უკვე! -ძალიან დიდი მადლობა! მიყვარხარ ძალიან ჩემო დღნაჩვო! -მეც ჩემო კარამელო! ბოლოს სიცილით გავუთიშეთ ერთმანეთს!მივედი დედას ჩავუხეტე და ავვარდი ოთახში ჩანთის ჩასალაგებლად. ზურა ნათლია ყველაზე მაგარი ადამიანია, მათ შორის ვისაც კი შევხვედრილვარ.ის მამაჩემის საუკეთესო მეგობარი იყო და ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ.შემდეგ ზურა ჩემი ნათლია გახდა,მაგრამ როგორც თანატოლს და მაგარ მეგობარს ისე მექცევა! პატარაობაში ჩემთან რომ თამაშობდა,ჩემი ტოლი ხდებოდა. ერთად დავრბოდით, კარუსელებზე ერთად დავდიოდით. ყველაზე მაგარი ის იყო რომ მე,მამა და ზურა ნათლია,რომ დავდიოდით მთაწმინდის პარკში ან ზოპარკში, მამა ორ ბავშვს გვიბარებდა. ჩემზე მეტად ის ითხოვდა სხვადასხვა კარუსელებზე დაჯდომას და ამიტომ მასთან ერთად სიარული ყველგან მიყვარდა.ახლაც ასეა. ერთმანეთისთვის საოცარ მეტსახელებს ვიგონებთ და ასე ვეცანცარებით ერთმანეთს. უკვე 5წელია გერმანიაშია.მამა რომ გარდაიცვალა,მაშინ ჩამოვიდა და ორმოცის მერე დაბრუნდა. მერე 6თვეში ცოლი მოიყვანა,მაგრამ რადგან გლოვობდა აღარ გადაიხადა და დღემდე ასე არიან.უბრალოდ ხელი მოაწერეს და მორჩა.იქ მაგარ სამსახურში მოეწყო და იმდენი ფული იშოვა რომ თავის ოჯახსაც არჩენს და ჩვენც.ახლაც ის დამეხმარა,თორემ ვერსად ვერ წავიდოდი. ტანსაცმელებს ვალაგებდი და ამ დროს ოთახში ლიზა შემომივარდა,უკან კი ნიკუშა მოჰყვებოდა. -გოგო შენ სულ გააფრინე?სად არ მოდიხარ?რატო გამითიშე? მეთქი თავს იკლავსთქო.ახლა დაგახრჩობ, იცი რამდენი ვინერვიულე?! სანამ აქამდე მოვედით, მოვკვდი კინაღამ და შენ აქ ზიხარ და ბარგს ალაგებ?!. მოიცა და რის ბარგს ალაგებ? აბა არ მოვდივარო? შენ მგონი სულ გარეკე.ფსიქიატრიულში დარეკეთ ვინმემ! -დაწყნარდი! -რა დამაწყნარებს, გადამრიე კინაღამ! -ფულის პრობლემა იყო,მაგრამ უკვე აღარ არის. -მერე რას გადამრიე! გავთავდი კინაღამ,ამხელა მთასავით ქალი! -მოკლედ აქამდე არ გამახსენდა ეს ფულის ამბავი.ჰოდა დედაჩემთან საუბრისას მოვტვინე,რომ საკმარისი თანხა არ აქვს დედაჩემს და ტირილით ამოვვარდი ოთახში.შემდეგ შენ დაგირეკე და მარტო ამ ორი სიტყვის თქმა შევძელი,იმდენად ცუდად ვიყავი და ამ ტირილში დამეძინა.რომ გავიღვიძე გავიგე რომ ნათლიაჩემმა გადმომირიცხა მაგისთვის ფული. -მოიცა ნათლიაშენმა საიდან გაიგო? -დედამ უთხრა. -გასაგებია! ანუ მოდიხარ? -კი,მოვდივარ! მოვარდა და მაგრად ჩამეხუტა. შემდეგ ჩანთის ჩალაგებაშიც დამეხმარა.ნიკუშა ისე უბრალოდ იჯდა და სამივე ერთად ვლაპარაკობდით ათას რამეზე.მოვრჩით ჩანთის ჩალაგებას და გადავწყვიტეთ კაფეში გავსულიყავით.ნიკუშა გავაგდეთ,აბანოში შევედი, ტირილისგან დასიებული თვალები ოდნავ დამცხრალიყო.სახე მოვიბანე და ტანსაცმელი ჩავიცვი.ტელეფონი ავიღე და დედასთან ჩავირბინე.დავემშვიდობე და წავედით. -თქვენ უკვე ჩაალაგეთ ჩანთა? -კი ჩავალაგეთ.და ხვალ საღამოს 18:30-ზე უკვე აეროპორტში უნდა იყო. საღამოს დავემშვიდობეთ ერთმანეთს.ჯერ ლიზას სახი იყო,ასე რომ ლიზა მივაცილეთ,შემდეგ კი, მე მომაცილა ნიკუშამ სახლამდე. დავემშვიდობე და გადმოვედი მანქანიდან. -გაბი! -გისმენ!−და ისევ მივბრუნდი. -მაქსიმე მართლა გიყვარდა? -ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?! -უბრალოდ მაინტერესებს! კაი თუ არ გინდა თქ... -კი მართლა მიყვარდა...მაგრამ მან უბრალოდ გადამაგდო,ასე რომ... -მას... ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა.ხელი დამიქნია და წავიდა. სახლში ავედი,გამოვიცვალე და ლოგინში ჩავწექი. ნეთავ ახლა სად არის მაქსიმე? ოდესმე შევხვდები? წლების შემდეგ საერთოდ ვემახსოვრები? ალბათ არა!.. ამ ფიქრებში გართულს ისე დამეძინა ვერც მივხვდი. *** აეროპორტში წასასვლელად გავემზადე.ჩავიცვი შავი ბრეტელებიანი ზედა,ჯინსის შარვალი, ლურჯი კეპი და წელზე შემოვიხვიე კლეჩატი პერანგი. 18:30-ზე მე,დედა და სესილი უკვე აეროპორტში ვიყავით.მალე ვიპოვე ყველა, დედას და სესის დავემშვიდობე და ყველაფერი,რომ მოვაგვარეთ თვითმფრინავისკენ წავედით. პ ი რ ვ ე ლ ი გ ა ჩ ე რ ე ბ ა - მ ო ს კ ო ვ ი ! P.S. ისევ დავაგვიანე!:(( თან პატარა თავია :// მაგრამ მგონი საინტერესო! <3 შემდეგი თავი უფრო მაგარი და დიდი იქნება! <3 შეიძლება ისევ დამაგვიანდეს! :(( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.