შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბერი


14-07-2017, 18:22
ავტორი Kosmosa
ნანახია 1 534

ოდესღაც მიყვარდა ნოემბერი, სვანეთიც მაგრამ შესაძლოა ერთმა მოვლენამ სრულიად შეცვალოს ადამიანის გრძობები.
2010 წლის 1 ნოემბერი. ჩემი საყვარელი სოფელი უშგული, საყვარელი სახლი და თბილი მოგონებები. ჩემს ოთახში ვიჯექი, ყავას მივირთმევდი და სვანეთის საოცარი ხედებით ვტკბებოდი. სოფელში ერთი თვით ჩამოვედი მშობლებთან ერთად. დედაჩემი, ნინა დადიანი, საოცარი ადამიანია, რომელსაც ვაღმერთებ და მამა, ალექსანდრე დადეშქელიანი, რომელიჩ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მე დედისერთა ვარ, ამიტომ მშობლები მანებივრებენ, თუმცა ჩემთვის არასდროს ყოფილა მთავარი ფული და ძვირფასი ნივთები.
უკვე გითხარით რომ თებეა მქვია, განსხვავებული სახელი მაქვს, მეც ასეთივე განსხვავებული ვარ. თბილისში ვცხოვრობ, ვსწავლობ უნივერსიტეტში ბიზნეს საფინანსოზე და ვარ მეორე კურსის სტუდენტი. მამაჩენს საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს და ამიტომ მის ბიზნესს შემდგომში მე ჩავუდგები სათავეში. სულ ვსწავლობ. არ მიყვარს კლუბები, ბარები და მსგავსი დაწესებულებები.
ერთი თვე ვისვენებ, ამიტომ სვანეთსი გადავწყვიტეთ ამოსვლა, მშობლები მხოლოდ ორი დღით რჩებიან, მამას საქმეები აქვს კომპანიაში და დედაც მიყვება.
ფიქრებიდან დედას ხმამ გამომიყვანა, სადილი მზად იყო და მეძახდა.
-თებეა ჩვენ ამსაღამოსვე გვიწევს უკან დაბრუნება რადგან კომპანიიდან დამირეკეს.
პასუხად უკმაყოფილოდ ჩავიღიმე მაგრამ თან მიხაროდა მარტო დარჩენა.
მადლობა ვუთხარი დედას სადილისთვის და ოთახში ავედი და წიგნის კითხვა დავიწყე. ჩამძინებია. როცა გამომეღვიძა უკვე საღამო იყო. მამა უკვე რაღაცეებს ალაგებდა მანქანაში. რიცა წავიდნენ მაშინვე ოთახში ავბრუნდი და დავიძინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent