შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

one step closer


14-07-2017, 20:00
ავტორი one step closer
ნანახია 1 260

როგორც კი გამაღვიძა, თავი წამოვწიე ბალიშიდან და ჩემს სათვალეებს დავუწყე ძებნა ( მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემი მაქვს) , ვიცოდი ყველაფერი ისევ ძველებურად უნდა გამემეორებინა. შევეცადე ნელა გამევლო იატაკზე, რომელიც ჭრაჭუნებდა, რადგან საკმაოდ ძველი იყო, დედას ოთახის კარი შევაღე.. სუნთქავდა.. ნატანჯი სახე ჰქონდა.. უკან გამოვბრუნდი ჩემს ოთახში.. სასწრაფოდ ჩავიცვი , საწოლი ავალაგე, სახლის კარი მივხურე და სწრაფი ნაბიჯით ჩავირბინე კიბის საფეხურები.
საავადმყოფოში მივდიოდი, ვიცოდი ისიც ჯერ კიდევ იქ იქნებოდა, რადგან ღამე იქ გაათია.. ჩემთვის საკმარისი იყო, მისთვის შორიდან მომეკრა თვალი, ამ ბოლო დროს ძალიან მივეჩვიე ვხვდებოდი. პირველად ქუჩაში დავინახე, სკვერში იჯდა და რაღაცას გამალებული წერდა, ვიფიქრე, მივალ ვკითხავ: თქვენც წერთ? მარა არა , ვერ გავბედე.. მერე ღამურასავით უკან დავყვებოდი სამსახურიდან სახლამდე, ისე , რომ ვერ შევემჩნიე.. ერთხელ ისიც ვიფიქრე საკუთარი თავისთვის რამე დამეშავებინა, მისი პაციენტი ვიქნებოდი ცოტა ხნით მარა ის ხომ ჯერ დამწყები იყო.. და ვაი თუ სხვა შემხვედროდა.. არა! გადავიფიქრე. მე ხომ მორცხვი გოგო ვარ, უამრავი „კომპლექსით“ დატვირთული,
დიდი ხანია რაც ზე ვფიქრობ, მარა რად გინდა.. ეგრე ადვილიც არ არის... უკეთ, რომ გამიცნოთ გეტყვით, რომ რეალურ ისტორიას ვყვები. ისტორია, რომელსაც რეალური პერსონაჟები ჰყავს. ერთი ძალიან მოსაწყენი გოგონა და ბიჭი , რომელიც ფიქრობს , რომ მისნაირი ალტრუისტი ათას ხუთასია.. რეალურად ის ერთადერთია, არაჩვეულებრივი, მარა რად გინდა? თავის თავზე წარმოდგენას ვინ შეუცვლის? უძლიერესი პიროვნებაა, მე ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი მას ბოლომდე.. მარა დრო დადგება მის წინაშე თავს მოვიკლავ და მერე ვნახოთ,“დავპირდი შევხვდებით-მეთქი.“
მოვყვები, მართალა არ მსურს ისე მოვკვდე , ჩემზე ერთი პატარა ისტორიაც არ დარჩეს.!



№1  offline წევრი ნეპტუნიელი

რატომ არ გააგრძელე?

 


№2  offline წევრი one step closer

ნეპტუნიელი
რატომ არ გააგრძელე?

გავაგრძელე ასე : one step closer (1)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent