შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნის გოგონა


14-07-2017, 23:36
ავტორი maridfdf
ნანახია 1 693

წიგნის გოგონა
პროლოგი
როგორი არსებაა ადამიანი?
თავი 1
დილით მზის სხივებმა,როგორც ყოველთვის ჩემს ოთახშიც შემოაღწიეს და მოახერხეს ჩემი გამიღვიძება. თვალები გავახილე და გარემოს მოვავლე თვალი, როგორც ყოველთვის წიგნის კითხვის დროს ჩამძინებია. ასე ხშირად მემართება, უფროსწორად მაშინ, როდესაც რომელიღაც რომანი ძალიან ჩამითრევს და ამჯერად, ეს მოახერხა ენტონ ბერჯესის "მექანიკურმა ფორთოხალმა".
ხშირად, დავფიქრებულვარ ადამიანის შინაგან სამყაროზე, მის გრძნობებზე და შეხედელებებზე რეულურ სამყაროსთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც საბოლოო პასუხს კითხვაზე, თუ როგორი არსებაა ადამიანი? მაინც ვერ ვიღებდი.
ჩემი თავით, რომ ვიმსჯელო მე ერთი 17 წლის გოგო ვარ, რომელსაც არ გააჩნია რეალური სამყარო და ცხოვრობს წარმოსახვაში. წარმოსახვითი სამყაროს შეცნობისთვის კი სწორედ ის წიგნები მეხმარება, რომელთა ერთადაც ხშირად ვტირი და ვიცინი კიდეცმიტირია და მიცინია კიდეც. ამიტომაც, ხშირად მდომებია გავმხდარიყავი წიგნის ნაწილი. მეც შემეგრძნო უსაზღვრო სიყვარული, გამომეცადა იმედგაცრუება და ტკივილიც კი.
აქედან გამომდინარე, ყველა ჩემნაირი ხომ ვერ იქნება? ყველა არ ცხოვრობს ჩემსავით წარმოსახვით სამყაროში. ზოგს რა მისწრაფებები, აქვს ზოგს კი რა. მე კი ადამიანის შეცნობისთვის მეხმარება წიგნი და თითოეული ის წინადადება, რომელიც მასთანაა დაკავშირებული.
მეგობრები საერთოდ არ მყავს, მაგრამ ვფიქრობ ჩემი მეგობრები იმ წიგნების პერსონაჟები არიან, რომელთაც ვკითხულობ.
13 წლის ვიყავი, როდესაც მშობლები გარდამეცვალა და ალბათ, ბავშვთა სახლში გამგზავნიდნენ, რომ არ ბიძაჩემი, რომელმაც ჩემზე მეურვება აიღო. რამდენიმე წლის, შემდეგ მან ცოლი მოიყვანა და ჩემი სახლიდან გადავიდა. მართალია, ყოველდღიურად მოდიოდა ჩემს სანახავად, მაგრამ თავს მაინც მარტოსულად ვგრძნობდი. ჩემს მშობლებს უზარმაზარი სახლი ჰქონდათ. ეს სახლი ბაბუამ მამას დაუტოვა, ახლა კი მემკვიდრეობით მე გადმომეცა.
ორ სართულიან სახლში, მეორე სართული მხოლოდ ბიბლიოთეკას უკავია.მშობლების გარდაცვალებიდან ერთ კვირაში მათ, თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს ჩემს გულში.
სიმართლე, რომ ვთქვა წიგნის კითხვა არც ისე ძალიან მიყვარდა. ბავშვობაში დედა, ხშირად მეჩხუბებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ სულ ეზოში ვიყავი და ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი. წიგნებს კი საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. მასწავლებლებიც, ხშირად მსაყვედურობდნენ, რომ სკოლის წიგნები მაინც გადამეშალა და წამეკითხა. მახსოვს მშობლების გარდაცვალების, შემდეგ 13 წლის ასაკში ლიტერატურის მასწავლებელმა გაკვეთილის დასრულების, შემდეგ როგორ გამიყვანა კუთხეში და მითხრა:
-ტეისი, მე მესმის შენი. სამწუხაროდ, მეც შენს ასაკში დავკარგე მშობლები და ვიცი, ეს რა ტკივილიცაა. უბრალოდ, ერთი რჩევა მინდა მოგცე, არა როგორც მასწავლებელმა, არამედ როგორც დედაშენმა და მეგობარმა. დაიწყე წიგნების კითხვა, შენ მათში ჰპოვებ შვებას-
ამის, შემდეგ მისი სიტყვები არასოდეს დამვიწყებია და სწორედ მის გამო დაიკავა წიგნებმა ჩემში დიდი ადგილი. მათში მართლაც ვპოვე შვება. იმის, შემდეგ ლეილა მასწავლებელს ყოველთვის მადლიანი თვალებით ვუყურებდი. სხვა არცერთი საგანი არ მაინტერესებდა, გარდა ლიტერატურისა და ამის გამო, ხშირად მსაყვედურობდა დამრიგებელი და მიჩიჩინებდა, რომ სხვა საგნებისთვისაც დამეთმო ყურადღება. დღესაც ასეა და ჩემი აზრით, გაგრძელდება მანამ სანამ სკოლას არ დავასრულებ. ეს კი 1 წელიწადში მოხდება.
იმის გამო, რომ არდადეგები სულ რაღაც ერთი კვირაა დამეწყო, გადავწყვიტე წიგნებს ორი დღით მაინც მოვწყვეტოდი და გარეთ გავსულიყავი. მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვიჯექი და "მექანიკურ ფორთოხალს" ვკითხულობდი. ამ წიგნმა ჩემზე უზომოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვა. მართალია, ჩემზე ყველა წიგნი ახდენს დიდ შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული იყო.
და მაინც ამ წიგნის პერსონაჟმა მიმიყვანა ერთადერთ დასკვნამდე "ადამიანები იცვლებიან".
სამი წიგნი, რომელსაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ვკითხულობდი თავის ადგილას დავაბრუნე და სამზარეულოში გავედი. ერთი კვირის პროდუქტები ნაყიდი მქონდა იმ ფულით, რომელიც ბიძაჩემმა დამიტოვა გუშინ. ის მამაჩემის ძმაა და ყოველ კვირაში მოაქვს ფული რომელსაც ჩემი საბანკო ანგარიშიდან ხსნის. მამა მთელი 15 წელი აგროვებდა ფულს, შემდეგ კი ბიძაჩემს ჩააბარა და უთხრა ჩემზე ეზრუნა. ეს როცა გავიგე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამა არ მენდობოდა, მაგრამ დიდი ფიქრის, შემდეგ მივხვდი, რომ ის მართალი იყო. საბანკო ანგარიში ჩემთვის, რომ მოეცა შესაძლოა ორ დღეში გამომეცალა სხვადასხვა წიგნის ყიდვისას. ახლა კი ის დაცულია ბიძაჩემის ხელში, მაგრამ მაინც მინდა, საკმარისი ფულის შოვნა ჩემი ძალებითაც შევძლო და ეს რამდენიმე დღეა გადავწყვიტე მუშაობა დავიწყო.
მსუბუქად ვისადილე და გადავწყვიტე ცოტა ხანი თავი გამერთო და სახლი მიმელაგებინა.
პირველ სართულს უბრალოდ შევავლე ხელი, რადგან დიდი არაფერი იყო მისალაგებელი და ბიბლიოთეკისკენ გადავინაცვლე, როგორც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო სურნელი სუფევდა ამ სართულზე. ვგიჟდები წიგნის სურნელზე, მთელ ბიბლიოთეკას გულდასმით ვწმენდდი და მთელი სხეულით ვგრძნობდი, მათთან სიახლოვეს და სურნელს.
ყველაფრის გაწმენდის, შემდეგ შხაპი მივიღე, მოკლე კაბა ჩავიცვი, რამდენიმე დოლარი ავიღე ყოველი შემთხვევისთვის და გარეთ გავედი. ძლიერი ქარი იყო, მაგრამ მზის სხივების წყალობით მაინც ცხელოდა. ერთ-ერთ ბიბლიოთეკას ჩავუარე გვერდით, როდესაც ყვირილის ხმა მომესმა. უკან დავიხიე და დავინახე, როგორ ეჩხუბებოდა მოხუცებული მამაკაცი, ვიღაც ბიჭს. მათ ყვირილს ყური მოვკარი და გავიგე, როგორ გააგდო მამაკაცმა ბიჭი სამსახურიდან. გონება გამინათდა, ვეღარ მოვითმინე და შიგნით შევედი, მაშინ, როდესაც ბიჭი თავჩახრილი გამოვიდა გარეთ.
-გამარჯობა.- მივესალმე მამაკაცს.
მანაც მოსალმების ნიშნად თავი დამიქნია.
-იცით, წეღან შემთხვევით ყური მოვკარი თქვენს საუბარს და როგორც ვხვდები ბიბლიოთეკარი გჭირდებათ.- მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-შეგიძლიათ მე დამაწყებინოთ მუშაობა?-
რამდენი წუთის ფიქრის, შემდეგ ძლივს ამ კაცმა ხმა ამოიღო.
-კარგი. იმის გამო, რომ ახლა კრიზისი მაქვს, ერთ კვირას მოგცემ იმისთვის, რომ თავი გამოიჩინო, თუ ამას ვერ მოახერხებ, იმ ბიჭს მიყვები.- მეც მადლიერი სახით თავი დავუქნიე და გავუღიმე, ბოლოს თანხაზეც შევთანხმდით. საკმაოდ ბევრს მიხდიდა ბიბლიოთეკარის კვალოებაზე.
-რა გქვია?- მკითხა გასვლისას.
-ტეისი თქვენ?-
-ჯეისონი. სასიამოვნოა ტეისი, თუ ვერ მოახერხებ მოსვლას, ან რაიმე პრობლემა შეგექმნება ამ ნომერზე დამირეკე.- მითხრა და მისი ნომერი დამიტოვა პატარა ფურცელზე დაწერილი, მეც თავი დავუქნიე და ღიმილიანი სახით შევუდექი ჩემს საქმეს.
აი ეს კი ნამდვილად ის იყო, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა.

ავტორი: გამარჯობათ ბავშვებოო <3 იმედია პირველი თავი მოგეწონებათ. მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, ამიტომაც თუ გინდათ გაგრძელდეს გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი <3 <3 <3



№1 სტუმარი მოცინარი

ძალიან ძალიან ძალიან კარგი იყოოოო. მე პირადად ვაფრენ კით kissing_heart ხვასა და წიგნებზე, ასე რომ როგორც კი სათაურს მოვარი თვალი ეგრევე აქ შემოვვარდი :დდ პირველი თავისთვის კარგი იყო, გააგრძელე და თავებიც უფრო დიდები დადე რა

 


№2 სტუმარი Guest ნინი

ძალიან კარგი იყოო <3 გააგრძელე წერე <3

 


№3  offline წევრი ნეპტუნიელი

საინტერესოა!!! ისევე როგორც რეისის, მეც ვგიჟდები კითხვასა და წიგნებზე და სათაურის წაკითხვის თანავე შემოვფრინდი აქ. გააგრძელე. წარმატებები ❤

 


№4 სტუმარი Guest nanka

http://geosociali.ru/index.php

 


№5 სტუმარი Lanu

Sainteresoa.gaagrdzele veli axal tav.tavebs cota tu gazrdi kai ikneboda.warmstebebii

 


№6 სტუმარი wilson

გააგრძელე <3 პ.ს. ყველაზე მეტად უცხოური სახელები გამიხარდა :დდ :*

 


№7 სტუმარი მოცინარი

აღარ აგრძელებ?!

 


№8 სტუმარი Დიანა

Ძალიან სასიამოვნო წასაკითხია დიდი მადლობა ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent