შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადალახე ზღვარი (1)


16-07-2017, 16:05
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 1 440

ხდება ხოლმე ადამიანებს ერთფეროვანი ცხოვრება ბეზრდებათ და ცდილობენ პირველივე შარში გაჰყონ თავი, მთავრია ყოველდღიურ რუტინას მოუშალონ საძირკველი და რაღაც ახალი აღმოაჩინონ, რაც საშუალებას მისცემთ გაუძლონ ყოველდღიურობის საშინელებას და სავალდებულო რეჟიმს, რომელიც არავის მიერ არ არის დაწესებული, მაგრამ მაინც ვცდილობთ ფეხდაფეხ გავყვეთ ნებიმიერ წამს და მოწესრიგებული ნაბიჯებით გავაგრძელოთ გადაადგილება. განსაკუთრებით რთულად გადასატანია ერთფეროვნება მოზარდისათვის, გარდატეხის ასაკში. სწორედ იგივე პრობლემა აწუხებს ანასტასია ბერიძეს.. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ ბიჭს ხვდებოდა და მათი ურთიერთობა ჩვეულებრი წყვილის ურთიეთობას წარმოადგედა, მაინც ვერ გრძნობდა ანსტასია თავს ორგორც შეყვარებული ადამიანი რამაც მათი ურთიერთობის დასრულება გამოიწვია
ყველა ადამიანი ოცნებობს ნამდვილ სიყვარულზე, მას ყველგან ვეძებთ . ღამეც და დღეც... ზოგჯერ ვპოულობთ , მაგრამ ,სამწუხაროდ, ვკარგავთ. როგორ გავიგოთ ვიპოვეთ თუ არა ის? ზოგი მას ერთი ნახვით ცნობს, ზოგს კი წლები ჭირდება იმის გასააზრებლად რომ მისი ნახევარი ყოველთვის გვერდით ჰყავდა, მაგრამ ადამიანები,როგორც წესი ამას არ აღიარებენ სანამ მარტო არ აღმოჩნდებიან. მათ აღარაფერი რჩებათ,იმის გარდა რომ, ღრმად ჩაისუნთქონ და ელოდონ სანამ მეორე ნახევარი დაუბრუნდებათ..სიყვარული მაგნიტს გავს , თუ ნამდვილია აუცილებელია ლოდინი სანამ ორივე ნახევარი გაერთიანდება. უნდა დაოჯახდე სანამ ახალგაზრდა ხარ, სანამ სულელი ხარ და სანამ გიყვარს. თორემ მერე , დაჭკვიანდები და მიხვდები რომ არავინ გჭირდება. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს ყველაფერზე ეცვლება წარმოდგენა და ამ ყველაფერში რათქმაუნდა სიყვარულიც შედის. იგი ფიქრობს, რომ ბედნიერად ცხოვრებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ვინმე გყავდეს გვერდით.
ანასტასიას თუ კი ვინმე ჰკითხავს რა არის სიყვარული, გაიცინებს და გაკრეჭილი მიუგებს რომ სიყვარულს ვერაფერი გაუგო და ჯერ კიდევ ძიებაშია. ჰო, კიდევ დაამატებს რომ ეს გრძნობა ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. ბიზნესმენისა და ცნობილი რეჟისორის ოჯახში გაზრდილ, ბერიძის ერთადერთ ქალიშვილს არასოდეს არაფერი აკლდა, თუმცა მისი საზოგადოებრივი სტატუსისა, იგი არასოდეს ყოფილა ამპარტავანი და ქედმაღალი, მაგრამ სიამაყე იყო მისი წამყვანი თვისება რომელსაც არასდროს და არავისთან თმობდა. ამასთანავე უსაშველოდ ჯიუტი იყო, ყველაფერ ამას კი მშობლებთან მკაფიოდ ამჟღავნებდა, საზოგადოებაში კი შედარებით თოკავდა გრძნობებსა და ემოციებს. ანასტასია მამის ასლი იყო ხასიათით, რაც შეეხება გარეგნობას არც დედას გავდა და არც მამას, სავსებით განსხვავებული ნაკვთებით გამოირჩეოდა მშობლებისგან. მისი სრულებით პროპორციული სახე, რომელზეც ყოველი წერტილი თავის ადგილას იყო განლაგებული თვალშისაცემი და გამორჩეულია, სქელი ვარდისფერი ტუჩები, სწორი და ლამაზი კავკასიური ცხვირი, ხშირი და კორექტული წარბები, რომლებსაც დიდი, მრგვალი ზღვისფერი თვალები ამშვენებდა. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში უმშვენიერეს ნაზავს ქმნიდა, რომელზეც რთული იყო თვალის მოწყვეტა. მისი სხეული..ანასტასიას გველივით მოქნილი და ცეცხლოვანი ტანი ჰქონდა, გრაციოზულ ტანს კი გრძელი, ნახშირივით შავი თმა უმშვენებდა, რომელიც ცხენის კუდივით ერხეოდა სიარულისას. აბრეშუმივით ნაზი იყო მისი თმა, შეხება რომ გესიამოვებოდა აი ზუსტად ისეთი, მაგრამ წამითაც არ ახებინებდა თმაზე ხელს ვინმეს, განა უკადრისობდა ვინმეს შეხებას, უბრალოდ ვერ ეგუებოდა.. მისი სილამაზის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა საერთოდაც არ მოსწონდა, ადამიანები ყოველთვის მის გარეგნობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ამას კი ჭკუიდან გადაყავდა ბერიძის ქალბატონი, ყოვრელთვის უნდოდა რომ მასში ის სხვა თვისებებიც დაენახათ, რაც ბევრად უფრო ფასეული იყო ვიდრე სილამაზე.
ყოველი დღე ერთმანეთს გავს, იმედით ცხოვრობ რომ გრძნობები გაიღვიძებს, ფიქრობ რომ დადგება დრო და ისევ შეიყვარებ, შემდეგ კი ყოველი წამისგან სრულ ბედნიერებას მიიღებ. თუმცა რა არის სიყვარული? როგორია ის? ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა... ამ დროს ივიწყებ ყველა საზღვარს და არ აქცევ ყურადღებას არავის აზრს გარშემო, მხოლოდ ფიქრობ შენზე და მასზე. ამ დროს შენ ყველაზე უბედნიერესი ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება.. მაგრამ არ უნდა მისცე მას გაქრობის საშულაება, არაფერმა უნდა შეგიშალოს ხელი გიყვარდეს და უყვარდე სიცოცხლის ბოლომდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში.შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული. არსებობს შეუძლებელი სიყვარული? ან ზღვარი ასაკებ შორის სხაობაზე,როდესაც საქმე სიყვარულს ეხება ? ყველაფერი ამის გადალახვა ძნელია, ზოგჯერ შეიძლება შეუძლებლადაც მოგეჩვენოს დაუპირისპირდე ყველას და ყველაფერს, მაგრამ რა არის სიყვარული თუ არა რთული გზებით პრობლემის გადალახვა ?
ახლა თენდება.. ორი ადამიანი, სრულიად განსხვავებული ორი პიროვნება დემეტრე და ანასტასია, სხვადასხვა სიტუაციაში იღვძებენ, სხვადასხვა სახლებში, განსხვავებულ ოთახებსა და განსხვავებულ სიტუაციაში, მაგრამ ვინ იცის ბედი რას უმზადებს ორივეს ერთად. ბედისწერა, რელიგიურ-იდეალისტური წარმოდგენაა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა, ადამიანზე ბრმა ძალების ბატონობისა, ვენდოთ მას ? დავყვეთ მის ნებას ? განა სხვა გზა გვაქვს ? უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და საპატიოდ დავხვდეთ ნებიმიერ პრობლემას. ანასტასიაზე დიდი პრობლელმა განა შიძლება მოუვლინოს ღმერთმა დემეტრეს ? არა! გამოდის დღეს კატასტროფისთვის ეზადება. სიყვარულს ხომ ინსტრუქცია ან განმარტება არ აქვს ? მაშ საიდან გავუგოთ მას ან როგორ ვიპოვოთ.. იქნებ უბრალოდ იმ იღბლიან შემთხვევას დაველოდოთ, როდესაც ღმერთი ციდან ჩამოგვიგდებს სასწაულის სახით.
დემრტრე ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი იყო, არასდროს არღვევდა რეჟიმს, ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით და და თავს ბედნიერად გრძნობდა მისი ცხოვრებითა და სამსახურით, სადაც მის საყვარელ საქმეს აკედებდა. დღეს უჩვეულოდ ნერვიულად ატარებდა საჭეს, რადგან სამსახურში აგვიანდებოდა. განა ვინმე უსაყვედურებდა ან რამე პრობლემა შეექმნებოდა, უბრალოდ თვითონ იყო ასეთი პუნქტუალური. მიუხედავად ამისა სწრაფად მაინც არ მართავდა მანქანას, მაგრამ გავიხსენოთ კატასტროფა რომელსაც ბედისწერა უმზადებს ბატონ ლიპარტელიანს.. აზუზუნებულ მობულურს მაშინვე ამჩნევს და მალევე ისმის წრიპინა ხმა ტელეფონის მეორე მხარედან
- დემეტრე, ათ წუტში დაუგეგმავი თათბირია, უნდა იჩქარო
- უკვე ვიცი, შეძლებისდაგვარად სწაფად ვივლი
თიშავს და უკან აბრუნებს ტელეფონს, მაგრამ დადებისთანავე თავიდან ზუზუნებს იგი, გარკვევით ამჩნევს ეკრაზე უფროსის სახელს, ამიტომ იძულებულია უპასუხოს, მობეზრებული ატრიალებს თავს გვერდზე, სწრედ მაშინ დღის რისხვა ანასტასია მის მოპედზე შემოსკუპებული მიბრძანდება სკოლაში,მაგრამ უდროო დროს გამოჩენილ დემეტრეს მანქანას ეჯახება, რადგან დამუხრუჭებას ვერ ასწრებს და მანქანაზე ატრიალდება. დემეტრე თვალის დახამხამებაში იხსნის ღვედსა და მანქანიდან შურდულივით გადარბის, მაგრამ გაკვირვებისგან თვალები უფართვდება მომკივან ანასტასიას რომ ხედავს.
- ნამდვილი იდოტი ხარ, წინ არ იყურები ?
გაბრაზებული იხსნის ჩაფხუტს, დემეტრე კი მაშინვე ეგება გონს და ცდილობს დააწყნაროს
- არა, არ მოიხსნა ჩაფხუტი, არ გააკეთო ეს, გაჩერდი
- იცი შენს საქციელს რა შიძლებოდა მოყოლოდა ? იქნებ დაგეინვალიდებია ან უკეთესი ვარიანტი მოეკალი
ისევ არ წყნადებოდა პატარა ქალბატონი, დემეტრე კი ფარულად იღიმოდა მის ამ ბავშვურ საქციელზე
- ბოდიში პატარა ქალბატონო მაგრამ აქ ნიშანია, გზა შენ უნდა დაგეთმო
სრული სიმშვიდით იგერიებს მის სიტყვბს ლიპარტელიანი
- არავითარი ნიშანი არ არის აქ ბატონო ტვინიკოსო
ხელებს ჰაერში ასავსავებს, მაგრამ, როდესას იდაყვის არეში ტკივილს გრძნობს, ჰაერში გაშლილ ხელებს უძლურად აბრუნებს უკან.
- ხელს ამოძრავებ ?
- კი ვამოძრავებ.
უხეშად აშვებინებს ხელს ლიპარტელიანს და სწორედ მაშინ აწყდება მის ჭაობისფერ თვალებს, თუმცა ზეგავლენას უკუაგდებას და ისევ ანჩხლად იწყებს საუბარს
- საერთოდ ვერ ვხვდები რატომ მოგცეს მართვის მოწმობა, ღმერთო რა დავაშავე რომ ამხელა იდიოტი გამომიგზავნე ამ დილადრიან
წარამარა დადის და ცაში ხელებაშვერილი ლაპარაკობს
- შეგიძლია შენ აქ დარჩე და გააგრძელო საუბარი საკუთარ თავთან, მაგრამ მე მეჩქარება და შენს მოსმენას არ ვაპირებ, მითუმეტეს არც დრო მაქვს და არც სურვილი, ამიტო თუ რამე გჭირდება იღე ჩემი სავიზიტო ბართი და მე მოვაგვარებ საქმეს
- შენი დახმარება არ მჭირდება! ჯანდაბამდე გზა გქონია!
დემეტრე უსიტყვოდ ჯდება მანქანაში, წაქცეულ მოპედს გვერდს უვლის და სწრაფად სწყდება ადგილს.
ანასტასია ერთხანს გაკვირვებული იყურება, შემდეგ კი მთელი ხმით კივის და მოპედს ისე მწარედ ურტყამს ფეხს ტკივილისგან იკლაკენება, მაგრამ იმ წამს ფეხის ტკივილზე უფრო უცნობის დახრჩობის სურვილი კლავს. ერთხანს ტროტუარზე ჩამომჯდარი გულში ლანძღავს ბატონს, მაგრამ როდესაც მისი ტვინის უჯრედები შესაძლო დაგვიანებას აღიქვამენ, მაშინვე ურეკავს მის პრინცს და წასაყვანად იხმობს. სანდროც რამდენიმე წუთში მასთან ჩნდება და როდესაც ტროტუარზე მიგდებულ ანასტასიას მოპედს ხედავს შეშინებული გადმორბის წამებში გაჩერებული მანქანიდან.
- ტასო, ჩემო საყვარელო კარგად ხარ ?
სახესზე ეფერება ანასტასიას და ლამის სულ დაფარა მისი ხელებით
- კარგად ვარ სანდრო, უბრალოდ უნივერსიტეტში წამიყვანე
ცივად ეუბნება და მანქანისკენ მიდის
- კარგი, მაგრამ მოპედს რა ვუყო ? მამაშენმა რომ გაიგოს ინერვიულებს
- მამას დავურეკავ და ვინმეს გამოუშვებს, თუ დავუმალავ უარესი მოხდება
სავარძელს ეყრდნობა და მუსიკას ხმას უწევს. უნივერსიტეტში მისვლამდე არცერთს ამოუღით ხმა, მხოლოდ მისვლისას დაიწყო სანდრომ საუბარი
- ტასო..
- გთხოვ სანდრო, არაფერი მითხრა ჩვენს ურთიერთობაზე . მადლობა რომ მომიყვანე.
უბრალოდ ლოყაზე აკოცა, მანქანის კარი გააღო და სწრაფად გადავიდა..
მთელი დღე მოჩვენებასავით დადიოდა, ლექციებზეც უბრალოდ უსმენდა არ უაქტიურია, დილანდელ მომხდარზე ფიქრობდა, ვერიშორებდა გონებიდან უცნობის ჭაობისფერ თვალებს. მხოლოდ მარიამის ხმას თუ შეეძლო მისი გონზე მოყვანა და გასმა კიდევაც ზარი მობილურზე.
- ტასო, რა საე გაქვს
მისალებასაც არ აცდის მარიამი, მაშინვე ამახვილებს ყურადრებას მის სახეზე
- არაფერი მარიამ, შენ გამომძიებელი ხომ არ ხარ ? რა უნდა მჭირდეს
იცინის და დაქალს მაქსიმალურად მშვიდად ელაპარაკება
- როგორი სახით მიყურებ ?! არ გამაგიჟო ეხლა რას მიმალავ? ხო იცი მაინც ვერ გამომაპარებ, არ შეგიძლია შენ ჩემი მოტყუება
- ვაიმე, მარიამ ნუ დამრალე სერიოზული არაფერია უბრალოდ დილით ვიღაც იდიოტი დამეტაკა უნივერსიტეტში რომ მოვდიოდი
ანასტასია სრული სიმშვიდით უყვება მომხარს დაქალს, მაგრამ მარიამის კივილი კვეთს იქაურობას და ყველა ანასტასიას მობილურს უყურებს
- რა დაგეტა? ვინ დაგეტაკაა? მარიამ არ გამაგიჟო, ჰო კარგად ხარ ?
უკვე აცრემლიანებული თვალებით ელაპარაკებოდა დაქალს, ანასტასია კი ღიმილს ვერ იკავებდა მის ბავშვურ საქციელზე
- კარგად ვარ, არაფერი მჭირს, სრულიად საღსალამათი, უბრალოდ ნერვები მეშლება იმ დეგენერატ არსებაზე
თვალებს მომაბეზრებლად ატრიალებს და იქვე სკამზე ჯდება
- ასეთი სიმპატიური იყოო რომ ასე გაგაბრაზა?
- სიმპატიური კიარა იდიოტი იყო ნამდვილი, ლამის დამაინვალიდა
- ჰო როგორ არაა, სახეზე გეტყობა რომ დაგაინვალიდა
- მარიამ ნუ დამცინი, თორემ ფეხიტ ჩამოვალ ლონდონში და შენს შეხვედრას თუ რაღაც ჯანდაბას საერთოდ ჩაგიშლი, ჩემი აქ მარტო დატოვების გამო.. უკვე ვწუწუნებ ხო ?
ბოლოს ტუჩებ დაბრცილი უყურებს დაქალს და ორივეს სიცილი უტყდებათ. უკვე მუცლის ტკივილამდე ხარხარებენ დქალები, მაგრამ ანასტასიას სახე ეღრიცება როგორც კი დილანდელი შემთხვევის მთავარ გმის ხედავს ლექტორებტან ერთად მომავალს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent