ელიტა (პირველი თავი)
ანჯელესში ჰაერი არ იძვროდა. ერთხამს მშვიდად ვიწექი და მაქსონის სუნთქვას ვუსმენდი. ამ ბოლო დროს იშვიათად ვხედავდი მშვიდს და ბედნიერს და ამიტომაც ყოველი წამით ვტკბებოდი. მიხაროდა, რომ ჩემთან კვლავ საკუთარ თავს ემსგავსებოდა. მას შემდეგ რაც კონკურსის მონაწილე მხოლოდ ექვსი გოგონა დავრჩით, მოუსვენრობამ შეიპრო. ასე მაშინაც არ ღელავდა, როცა ოცდათხუთმეტმა რჩეულმა შევაბიჯეთ სასახლეში. ალბათ, ფიქრობდა რომ ასარჩევად დრო თავზე საყრელად ექნებოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ მისი მღელვარების მიზეზი მე ვიყავი. პრინც მაქსონს , ილეის ტახტის მემკვიდრეს, მე მოვწონდი. ერთი კვირის წინ გამომიტყდა, თუ შენც იმავეს გრძნობ,კონკურსი ახლავე დასრულდებაო. ხანდახან ამაზე ფიქრი მართობდა და ვცდილობდი, წარმომედგინა, რას ვიგრძნობდი, მაქსონის გვერდით რომ ვყოფილიყავი. მაგრამ ჯერჯერობით მაქსონი ჩემი არ იყო და ვერც ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. მის გვერდით ჩემ გარდა ხუთ გოგონა იყო, ვისაც ხვდებოდა და ალბათ, ალერსიანადაც ეჩურჩულებოდა. ამიტომაც არ ვიცოდი, რა მექნა. თანაც თუ მაქსონს დავთანხმდებოდი, მასთან ერთად გვირგვინიც უნდა მრგებოდა, ამაზე კი ფიქრიც არ მინდოდა, რადგან არ ვიცოდი, ყველაფერი როგორ შემომიბრუნდებოდა. რაღა თქმა უნდა, მიზეზი ასპენიც იყო. ის ჩემი შეყვარებული აღარ იყო- ჩვენი ურთიერთობა მანამდე დასრულდა, სანამ კონკურსის მონაწილედ ამირჩევდნენ. მაგრამ მერე, რიცა სასახლეში გვარდიელის ფორმით გამომეცხადა, გრძნობამ, რომლის ჩახშობასაც ასე თავგამოდებით ვცდილობდი, ჩემს გულში ერთიანად იფეთქა. ასპენი ჩემი პირველი სიყვარული იყო და რომ დავინახე, ვიგრძენი- ისევ მისი ვიყავი. მაქსონმა არ იცოდა, ასპენი ვინ იყო. სამაგიეროდ, იცოდა, რომ ჩემს ქალაქში მყავდა ვიღაც, ვის დავიწყებასაც ვცდილობდი და დიდსულოვნად დამთანხმდამ ამისთვის დრო მოეცა. თან სხვა ვინმეზეც ხომ უნდა ეფიქრა, თუ მის შეყვარებას ვერ შევძლებდი. პრინცმა თავი მოატრიალა და ჩემს თავს ზემოთ ჰაერი შეისუნთქა. ღმერთო, რა მოხდებოდა, მაქსონი რომ მყვარებოდა? -იცი, ბოლოს როდის ვუმზერდი ვარსკვლავებს?-მკითხა მან. პლედზე მჯდომი უფრო ახლოს მივუჩოჩდი და მივეხუტე, რომ ანჯელესის ცივ ღამეში თბილად ვყოფილიყავი. -არა. -რამდენიმე წლის წინ ასტრონომიის მასწავლებელი დამიქირავეს. თუ კარგად დააკვირდები, შეამჩნევ, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა ფერია. -მოიცა, ესე იგი, ბოლოს ვარსკვლავებს გაკვეთილზე უყურებდი? და არა გასართობად? ჩაეცინა. -გართობა.. ბიუჯეტზე მსჯელობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომებს შორის სადმე თუ ჩავჩურთე, კარგი იქნება. ჰო, კიდევ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვებს შორისაც, რაც, სხვათა შორის, სულაც არ გამომდის. -კიდევ რა არ გამოგდის?- ვკითხე, თან თითი მის გახამებულ პერანგს ავაყოლე. ჩემი შეხებით გამხნევებულმა მაქსონმა მხარზე მოხვეული ხელით ჩემს ზურგზე წრეების ხაზვა დაიწყო. - რატომ მეკითხები?- მკითხა ვითომ გაბრაზებულმა. -იმიტომ, რომ შენ შესახებ ისევ არაფერი ვიცი, არადა, ერთი შეხედვით, უნაკლოს ჰგავხარ. კარგი იქნებოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ იდეალური არ ხარ. იდაყვებს დაეყრდნო, წამოიწია და ჯიქურ შემომხედა. -კარგად იცი, რომ იდეალური არ ვარ. -აღარც ბევრი გაკლია,-შევეკამათე. მუხლებით, იდაყვებითა და თითებით მსუბუქად შევეხეთ ერთმანეთს. მან თავი გააქნია და თითქმის შეუმჩნევლად გაიღიმა. -კარგი. ომის დაგეგმვა არ მეხერხება. არანაირად ალბათ, ჩემგან მზარეულიც არ დადგებოდა.თუმცა, არასოდეს მიცდია.. -არასოდეს? -ალბათ, შენიშნე ის ადამიანები, სულის წასვლამდე რომ გკვებავენ ნამცხვრებით. გაგიკვრიდება და ისინი ჩემზეც ზრუნავენ. გულიანად გამეცინა. შინ ჩემებს თითქმის ყოველთვის ვეხმარებოდი ნამცხვირს გამოცხობაში. -მიდი მითხარი,- მოვთხოვე,- კიდევ რას ვერ აკეთებ? მან თავისკენ მიმიზიდა და თვალები ეშმაკურად გაუბრწინდა. - ამ ბოლო დროს რაღაც აღმოვაჩინე.. -გისმენ. -შენგან შროს ყოფნას ვერ ვახერხებ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. გამეღიმა. -სცადე კი? ჩაფიქრდა. -სიმართლე გითხრა არა და არც იფიქრო რო ოდესმე ვცდი. ერთმანეთს ჩახუტებულებს ისევ გაგვეცინა.ასეთ წუთებში იოლი იყო, წარმომედგინა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. ფოთლების და ბალახის შრიალმა ვიღაცის მოახლოება გვამცნო. მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელს არაფერს ვაკეთებდით, თავი მაინც უხერხულად ვიგრძენი და პლედზე სწრაფად წამოვჯექი. მაქსონმაც მომბაძა. გვარდიელი გვახლოვდებოდა. -თქვენო უდიდებულესობავ, - თავი დაუკრა მან, -ბოდიშს ვიხდი, სერ , მაგრამ სასახლის გარეთ ასე გვიანობამდე დარჩენა სახიფათოა.მეამბოხეებს შეუძლიათ… - გასაგებია,-ამოიოხრა მაქსონმა,- ახლავე-გვარდიელი წავიდა,მაქსონი კვლავ ჩემკენ მობრუნდა:- აი, კიდევ ერთი ჩემი ნაკლი: ეს მეამბოხეები მოთმინებას მაკარგვინებენ. მათი თავდასხმები ძალიან მომბეზრდა. წამოდგა და ხელი გამომიწოდა. ხელი ჩავკიდე. მის თვალებში სევდა და იმედგაცრუება შევნიშნე. შერჩევის დაწყების შემდეგ მეამბოხეები სასახლეს ორჯერ დაესხნენ თავს - პირველად, ეტყობოდა, უწყინარი ჩრდილოები იყვნენ, მეორედ კი, - დაუნდობელი სამხრეთელები. გამოუცდელობის მიუხედავად, ვხვდებოდი, ამან პრინცი როგორ გადაღალა. ამასობასი მაქსონმა პლედი აიღო და დაფერთხა. ასეთი ხანმოკლე პაემნით მაინცდამაინც კმაყოფილი არ ჩანდა, -ჰეი,- შევძახე და ვაიძულე, ჩემკენ მობრუნებულიყო, - მშვენივრად გავერთე. მან თავი დამიქნია. -მართლა, მართლა,- ვთქვი და მივუახლოვდი. მან ცალ ხელზე პლეფი გადაიკიდა, მეორე კი მხარზე მომხვია, - როგორმე უნდა გავიმეოროთ. მომიყვები, რომელი ვარსკვლავი რა ფერია. მე ხომ ყველა ერთნაირი მეგონა. მაქსონმა სევდიანად გამიღიმა. -ხანდახან ძალიან მინდა, ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი, ნორმალური იყოს. მივვუახლოვდი და ჩავეხუტე. მაქსონმა პლედი ძირს დააგდო და ორივე ხელი შემომხვია. -ვწუხვარ, რომ იმედს გიცრუებთ , თქვო უდიდებულესობავ, მაგრამ თქვენსა და უბრალო ხალხს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა და მიზეზი მხოლოდ გუშაგების აქ ყოფნა არ არის. სახე გაუნათდა, თუმცა, სერიოზული გამომეტყვლება არ შესცვლია. -უბრალოდ ადამიანი რომ ვყოფილიყავი, მოგეწონებოდი. -ვიცი, არ დამიჯერებ , მაგრამ ასეთიც მომწონხარ. ოღონდ უფრო მეტი.. -დრო გჭირდება. ვიცი. და მზად ვარ, მოვიცადო. მაგრამ მინდა ვიცოდე, რომ ამაოდ არ ვიცდი და როცა ეს დრო ამოიწურება ჩემთან ყოფნა მოგინდება. თვალი ავარიდე. ამას ვერ დავპირდებოდი. გონებაში მაქსონს და ასპენს გამუდმებით ერთმანეთს ვადარებდი, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვირჩევდი. თუმცა,როცა რომელიმესთან მარტო ვიყავი, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი მეჩვენებოდა. ახლაც მინდოდა, შევპირებოდი მაქსონს, რომ მის გვერდით გავატარებდი მთელ ცხოვრებას. მაგრამ არაფერი მითქვამს. - მაქსონ,- ჩავჩურჩულე. ვხედავდი, როგორი მწუხარე სახით ელოდა ჩემს პასუხს,- ამას ვერ შეგპირდები, მაგრამ დამიჯერე, აქ ყოფნა მინდა, მინდა გავარკვიო გვაქს თუ არა ... - შევყოვნდი არ ვიცოდი, სათქმელი უკეთ როგორ მეთქვა. - მომავალი?- მიკარნახა მაქსონმა. გავიღიმე. მიხაროდა, რომ ასე იოლად მიმიხვდა. - ჰო. მინდა შევამოწმო, აქვს თუ არა ჩვენს ურთიერთობას მომავალი. მან კულული მხარზე გადამიწია. -ვფიქრობ, შანსი გვაქვს,- თქვა თითქოს უდარდელად. -მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ დამაცადე.. კარგი? სახეგაბდრულმა თავი დამიქნია. მინდოდა, ეს საღამო ასე დასრულებულიყო - იმედით და კიდევ სხვა რამითაც. ტუჩი მოვიკვნიტე და მაქსონს ავხედე. მან ჩემს თვალებში ყველაფერი ამოიკითხა. წამით არ შეყოყმანებულა- დაიხარა და მაკოცა. თვბილი და რბილი ტუჩები ჰქონდა. მისი კოცნა სასიამოვნოც იყო და ტკივილის მომგვრელიც. მინდოდა, ეს არასდროს დასრულებულიყო. მზად ვიყავი, ასე საათობით ვმდგარიყავი, რომ გამეგო, ოდესმე მომბეზრდებოდა თუ არა მასთან ყოფნა, მაგრამ მაქსონმა უკან დაიხია. -წავიდეთ,- ხუმრობანარევი ტონით თქვა და სასახლისკენ მიბიძგა,- ჯობს შიგნით შევასწროთ სანამ ცხენებზე ამხედრებული და სუბებშემართული გვარდიელები თავზე არ წამოგვდგომიან. ის იყო, მაქსონს კიბესთან დავემშვიდობე, რომ უცანური დაღლილობა ვიგრძენი. საფეხურები ძლივს ავიარე, კუთხეში, ჩემი ოთახისკენ შევუხვიე და ძილბურანიდან მაშინვე გამოვფხიზლდი. -ოჰო!- წამოიძახა ჩემი დანახვით გაოცებულმა ასპენმა. - მართლაც ძალიან ცუდი მცველი ვარ. მეგონა, საძინებელში იყავი. გამეცინა. ელიტის წევრების გვევალებოდა, ღამით საძინებელში ერთი მოახლე მაინც დაგვეტოვებინა. რაკი მე ეს არ მომწონდა, მაქსონმა ჩემი ოთახის წინ გუშაგი დააყენა და ბედი ირონიით, ეს გუშაგი ხშირად ასპენი იყო. იმის გაფიქრება, რომ თითქმის ყოველ ღამით ჩემს კართან იდგა, სიხარულისა და შიშის უცნაური ნაზავით მავსებდა. მაგრამ ხუმრობანარევი ტონი მალევე შეეცვალა, რადგან მიხვდა, რას ნიშნავდა ასე გვიან საძინებელში არყოფნა. მან დაბნეულად ჩაახველა. - კარგი დრო გაატარე? -ასპენ, -ჩურჩულით ვთქვი, თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, - არ გაბრაზდე. მე შერჩევის მონაწილე ვარ და ასეა საჭირო. - და მე როგორ მოვიქცე, მერ? თუ მხოლოდ მასთან იქნები, მე მას მეტოქეობას როგორ გავუწევ? მას თავი ქუდში აქვს, მე რა ვქნა? -გთხოვ, ნუ მიბრაზდები, ასპენ. ვცდილობ ყველაფერს თავი გავართვა. -არა, მერე,- ხმა დაურბილდა,- მე შენზე არ ვბრაზობ, მაგრამ ძალიან მენატრები,- ვერ გაბედა ეთქვა: მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ეს სიტყვები მის ტუჩებზე ამოვიკითხე. მოვლბი. -ვიცი,- ვთქვი და ხელისგული მკერდზე მივადე. თავს უფლება მივეცი, წამით საფრთხე დამევიწყებინა,- მაგრამ ეს არ ცვლის არც გარემოს და არც ჩემს სტატუსს. მე დრო მჭირდება, ასპენ. მან ხელზე ხელი მომკიდა და თავი დამიქნია. -მოვიცდი. მაგრამ.. ეცადე, ცოტა დრო ჩემთვისაც გამონახო. იმაზე ლაპარაკი არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, ეს ძალიან გამიჭირდებოდა, ამიტომ მხოლოდ გავუღიმე და ხელი გავითავისუფლე. -ჩემი წასვლის დროა. მიყურებდა, როგორ შევედი ჩემს ოთახში, მერე კი კარი მიხურა. დრო. კარგა ხანია, მხოლოდ დროს ვითხოვ. მჯერა, რომ თუ დრო მექნება, ყველაფერს მოვაგვარებ. კომენტარებში დაწერეთ როგორ მოგეწონათ და თუ გინდათ რომ გავაგრძელო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.