შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1990s (1)


16-07-2017, 23:12
ავტორი coca-cola
ნანახია 1 120

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რომლის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. ამ 21 ადამიანს შორის იმყოფებოდა გიორგი კაპანაძე და თავისი მეუღლე ნინელი ამაშუკელი. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს და ყველასთვის შემძვრელი სიახლე გახლდათ. განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ქეთო კაპანაძეზე, რადგან მან ამ დღეს ყველასთვის საყვარელი ადამიანები, მშობლები დაკარგა. ამის შემდეგ ყველასთვის საყვარელი და მხიარული ქეთო ყველაზე გულჩათხრობილ, სევდიან და ამასთანავე მეტად მკაცრ პიროვნებად იქცა. თავის მეგობრებსაც კი ჩამოშორდა, თან როგორ, „არ გესმით ჩემი და არ მჭირდება თქვენი პირფერული დამოკიდებულება!“ განა არ ნანობს? როგორ არა, უბრალოდ ბოდიშის მოხდა და უბრალო სიტყვებით შემორიგება ძალიან რთული იქნებოდა. ახლა კი ობოლი ქეთო დარჩა თავის გაუთხოვარ ბიცოლასთან ერთად, რომელსაც მეტად ანჩხლი ხასიათი ჰქონდა და ყოველ წამს დასჩხაოდა თავს, „ვის არ მოუკვდათ მშობლები, მეც კი არ მყავს, მაგრამ კი ვარ!“ აი ასე გრძელდებოდა ქეთოს ცხოვრება.
ქეთო კაპანაძე არის 20 წლის, საშუალო სიმაღლის, გრძელი წაბლისფერი თმებითა და შავი დიდი თვალებით, ამასთანავე სახეზე მიმოფანტული პატარ-პატარა ჭორფლებით. ერთი სიტყვით არაფერი, მაგრამ უნდა გენახათ როგორი ლამაზი და ეშხიანი გოგოა. სწავლით არ სწავლობს, საკმარისი თანხა არ ჰქონდათ სამწუხაროდ, მაგრამ კითხულობს ბევრს და ცდილობს ისწავლოს ის რაც აინტერესებს და ჩაიბეჭდოს თავში.
მშობლების გარდაცვალებიდან ოთხი თვე გავიდა, ახლა კი კაპანაძე ფიქრობს თუ როგორ დაეკონტაქტოს მეგობრებს, თან თბილისის ქუჩებში დასეირნობს, მის ბედად ელენე შეხვდა, საუკეთესო დაქალი, და, მესაიდუმლე, რომელიც ერთ-ერთ საცხობთან პურს ყიდულობდა. მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა, რამდენიმე წამში ელენემაც გამოხედა. ერთ ხანს თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ქეთომ ძლივს გასაგონად თქვა:
- ბოდიში!
ელენე მას აკვირდებოდა და რამდენიმე წამის შემდეგ ისეთი ძალით მოეხვია, რომ ძვლების ტკაცუნი გაიგონა კაპანაძემ.
- იცი როგორ მომენტრე?! - გაწელილად ამბობს ელენე. - და შენთვის იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი, თან ხო იცი რო ყველაზე მაგრად შენთან ვიყავი და შენთან ვგრძნობდი თავს თავისუფლად.
გაღიმებული უსმენდა ქეთო მას და ფიქრობდა თუ როგორ გიჟდებოდა ამ არსებაზე, მის დაბდურა და ჩქარ ლაპარაკზე. იქვე მდებარე სკამზე ჩამოჯდნენ და ბევრი ისაუბრეს, როცა მოსაღამოვდა ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
- ზეგ ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად მოდი! - უკან მობრუნდა ელენე და გაბრწყინებული სახით ეუბნება ! - იცოდე გელოდები! - და გაბრუნდა.
წავიდოდა რა თქმა უნდა, ბეგობრებს დაიბრუნებდა, მაგრამ საჩუქარი აფიქრებდა. ამ წამს მას ერთი თეთრიც კი არ ებადა. გაუგებდა ელენე, მაგრამ უცებ ერთმა აზრმა გაუელვა თავში, დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა. 13 აგვისტოს, ანუ ელენეს დაბადების დღეს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ სტუმრად მივიდოდა, შეიპარა ბიცოლამისის ოთახში და თავისი ერთ-ერთი საყვარელი ანგელოზის კულონი მოიპარა, რომელიც „პაკლოვნიკმა“ აჩუქა და რამდენიმე წლის განმავლობაში ინახავდა მას.
ფეხით დაუყვა და ნახევარ საათში უკვე მიადგა ელეს ბინას. ხმაური გამოდიოდა, დააკაკუნა და რამდენიმე წამში ელენემაც გაუღო კარები.
- ქეთოოო! ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი! - დაიყვირა მან.
- გილოცავ ელე ! ძალიან მიყვარხარ ! - და საჩუქარი გადასცა.
- მადლობა! და სად იპოვე ეს?
- მერე გეტყვი - ეშმაკურად გაეღიმა.
მისაღებ ოთახში რომ შევიდა ნაცნობი და უცნობი სახეები დაინახა, უბრალო გამარჯობით შემოიფარგლა, ელენემ თავისი მეგობრებისკენ გაუძღვა, მონატრებული ხალხი მოისიყვარულა, მათ არაფერი შეუმჩენევიათ და ქეთოც უფრო მხიარულ განწყობაზე დადგა. ცოტა ხნის შემდეგ ქეთოს მოწყურდა და სამზარეულოში წყლის დასალევად შევიდა, რომ საუბრის ხმა მოესმა. ელენე და თავისი ძმა დათო ჩუმად, მაგრამ მკაცრად საუბრობდნენ.
- მაგ ქურდებს ჩემს დაბადების დღეზე რა უნდა გეკითები?
- გოგო ენას ნუ ატლიკინებ და ახლა მისმინე! დღეს მარტო შენი დაბადების დღე არაა, გიგასაც აქვს და მე დავპატიჟე ისინი! - გამოსვლას აპირებდა და უცებ კარების უკან დაიმალა ქეთო. - და ჰო წესიერად შეხვდი! გასაგებია?!
- კარგი. - წარბშეკრულმა მიუგო.
უკან გაბრუნდა ქეთო. დააინტერესა თუ ვინ იყვნენ ისინი. 9 საათი რომ შესრულდა კარზე ზარის ხმა გაისმა. დათომ გაუღო მათ კარები, ყიჟინითა და მხიარულობით შემოვიდნენ.
- გამარჯობათ! - თითოეულმა თქვა ცალ-ცალკე
- ვინც არ იცნობთ - თქვა დათომ - ეს გიგა იუბილარი - საშუალო სიმაღლის ქერა ბიჭზე მიუთითა, - ეს რეზო - ესეც ქერა, გაპარსული წვერითა და კარგი აღნაგობის ბიჭი გახლდათ - ეს კიდე ლევანაა - ოდნავ დაბალი მაგრამ ამ ორს შორის ყველაზე ძლიერი ფიზიკურობით, შავგრემანი.
- ნიკა სად არის ?
- ღვინო უნდა მოიტანოს ლაშასგან და ამოვა ხუთ წუთში. - მიუგო რეზომ.
ქეთოს ძალიან გაუკვირდა, რომ ასეთი მხიარული ბიჭები ცუდ საქმეში იყვნენ გახვეულნი და ფიქრობდა, რომ ისინი ცდებოდნენ, მაგრამ ერთი შეხედვით ადამიანი ხომ არ იცნობა, მისი ფიქრები უარყო და ვაშლის კომპოტი მოსვა, რომელიც ელენეს გაუკეთებია და საკმაოდ გემრიელიც იყო. რამდენიმე წუთში კი კვლავ გაისმა კარებზე კაკუნი, და აი ისიც შემოვიდა. ქეთომ მისკენ გაიხედა, შეეშინდა, კანკალმა აიტანა, თვითონაც არ იცოდა რა სჭირდა, ასე არასდროს ყოფილა, პულსი აუჩქარდა. კვლავ გახედა და ახლა უფრო ცუდად გახდა, ცივმა ოფლმა დაასხა, რადგან ისიც მას უყურებდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს უყურებდენ, მაგრამ ქეთომ თვალები აარიდა და თავის ხელებს დაუწყო ყურება. იქვე მდებარე მდივანზე ჩამოჯდა, საშინლად ნერვიულობდა, თავს შემოუძახა - ქეთო რა გჭირს? მოეშვი - ამოისუნთქა. მისი ცუდად ყოფნა რომ არ შეემჩნიათ ელენესთან მისვლა გადაწყვიტა, მაგრამ ნიკასთან უნდა გაევლო, გამბედაობა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და ამაყად გადადგა ნაბიჯები. მიუახლოვდა, რამდენიმე წამით ახედა ორი თავით მაღალ ბიჭს, დაინახა მისი მუქი ბალოტისფერი თვალები ამოშავებული უპეებით, შრამი შუბლიდან დაწყებული წარბს უჭრიდა და მარჯვენა ლოყამდე მთავრდებოდა, ოდნავ მოშვებული წვერითა და დაბალზე თმებით, რაღაცნაირად ანერვიულდა კვლავ და ძლივს მიაღწია ელენამდე.
- ქეთო რა გჭირს ? რა გაფითრებული ხარ სახეზე? წყალი გინდა?
- ხო რაღაც ვერ ვარ - ოდნავ გაუღიმა, ელენემ წყალი მოუტანა, მოსვა და ელემ თავისით განაგრძო ლაპარაკი.
- არ მინდოდა ესენი რომ მოსულიყვნენ, ერთი შეხედვით არ ეტყობათ, მაგრამ იცი რა ხათაბალაში არიან გახვევულნიი?! - გაწელილად ამბობს. - ის ნიკა შრამიანი, სამი წლის უკან დაასახიჩრეს, ვალი ჰქონდათ და სასწაულებრივად გადარჩნენ, ის ლევანა ძალიან ძლიერი ჰყავთ ყველა ისე ცემა ერთი კვირა ვერ ადგებოდნენ ალბათ, ჩემი დებილი ძმა კი მათ ჩაუსასტავდა აგერ უკვე ორი წელი, არასდროს არ მომწონდა ესენი, მაგრამ რას გავაწყობ.
ქეთო ელეს საუბარზე ფიქრობდა, ვინ იცის რამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ეგებ ნარკოტიკებსაც იღებდნენ, არც იქნებოდა გასაკვირი, ქეთოს ტვინი ძალიან ბევრ საკითხს განიხილავდა, მაგრამ ამ ადამიანებს რატომ დაუთმო ამდენი დრო? ნერვებიც მოეშალა, სადმე მეორეჯერ ნახავდა ამათ? არა. ჰოდა დაივიწყა. აივანზე გავიდა, ოთახში ძალიან ცხელოდა, მაგრამ გარეთაც თბილი ქარი ქროდა, მოაჯირს დაეყრდნო, რამდენჯერმე ამოისუნთქა და უკან გაბრუნა, რომ უცებ შეხტა შიშისგან და ოდნავ წამოიკივლა. კედელზე მიყრდნობოდა ნიკა თან სიგარეტს ეწეოდა და მწველი მზერით აკვიდებოდა ქეთოს, კარგად „დაესმოტრა“ ნიკას გოგონა, კაპანაძემ უბრალოდ გადაწყვიტა თავი აერიდებინა და უკან გაბრუნდა, რომ შემოესმა
- ჰეი ლამაზო! - თითები მიიტანა ტუჩებთან, ღრმა ნაპასი დაარტყა და ცალი თვალით გამოხედა.
გოგონა დუმდა, თავდახრილი იდგა, კარებისკენ სცადა წასვლა, მაგრამ ახლა ნიკო გადაეღობა წინ, ისევ დაარტყა ნაპასი და შეაბოლა, ქეთოს სახე დაეჭმუხნა, ვერ იტანდა სიგარეტის სუნს, ხველება აუტყდა და უფრო ანერვიულდა, მისი ტვინი განგაშს იძახდა, წამით გახედა და მის თვალებში ირონია რომ დაინახა, სახეზე ფერი დაკარგა ისე აღელდა, ღრმად ჩაისუნთქა და გვერდი აუარა. ბიჭს საშინლად ესიამოვნა გოგონას დაბნეული სახე და შიშჩამდგარი თვალები, მოაჯირს მიეყრდნო და კვლავ გააგრძელა მოწევა.
ქეთო მისაღებ ოთახში რომ შევიდა ელენე მოძებნა, მოდიში მოუხადა რომ შეუძლოდ გახდა და წასვლა გადაწყვიტა, დაემშვიდობნენ ქეთოს. დათომ უთხრა მიგაცილებ სახლამდეო, მაგრამ არ შეწუხდეო, დაიჟინა.
ზაფხულის მიუხედავად, საღამოს მაინც გრილოდა. 9 საათი ხდებოდა თითქმის, მზე უკვე ჩასულიყო. ქეთო სწრაფი ნაბიჯებით დადიოდა და ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა სახლში. მისვლისთანავე თავის ოთახში შევარდა, დაიღალა თან ძალიან დღევანდელი ემოციებითა და განცდით. ფიქრობდა იმ არსებაზე, რომელმაც ასე ძალიან აანერვიულა. შემდეგ თავი მოიწესრიგა და დასაძინებლად მოემზადა, მაგრამ ამ ფიქრებს ვერაფერი უშველა. ის შრამიანი რომ ახსენდებოდა აკანკალებდა, თვითონაც არ იცოდა რატომ იყო ასე, თან ნერვებიც ეშლებოდა, მაგრამ თავს იმით იმხნევებდა რომ მას მეორეჯერ ალბათ ვერსად შეხვდებოდა, ან თუ შეხვდებოდა, უბრალოდ თავს ხელში აიყვანდა და აღარ ინერვიულებდა.
ნიკა, ჩვენი ნიკა კი რაც ქეთო წავიდა, სულ მასზე ფიქრობდა, გოგონას სახე გონებიდან აღარ მოშორებია, მოეწონა, თან ძალიან, ეღიმებოდა, ამასთანავე სიამოვნებდა კიდეც, რომ ახსენდებოდა მისი თვალები, რომლებიც წყალივით სუფთა და კამკამა იყო კმაყოფილს ისევ ჩაეღიმებოდა. ქეთოს სილამაზე კაცმა თუ ვერ შეამჩნია ესიგი ბრმაა, არც კი არის გასაკვირი.
ამ ინციდენტის შემდეგ სამი თვე გავიდა. არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა რომ ქეთო ხშირად დადიოდა ელესთან. რამდენჯერმე იყვნენ მათთან დათოს ძმაკაცები, მაგრამ ნიკო არ ჩანდა. ქეთოც უფრო ბედნიერი იყო და უფრო მშვიდად გრძნობდა თავს.
ერთ საღამოს, როცა ქეთო პურის საყიდლად იყო წასული, რომელიც საკმაოდ მოშორებული იყო სახლიდან საცხობი, ყვირილის ხმა მოესმა, ხმას გაჰყვა და დაინახა ასე ათამდე კაცის ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს დარეოდნენ. ერთერთმა დანა, რომ ამოიღო და მეორე ადამიანი დაჭრა, კივილი აღმოხდა პირიდან, მათ ქეთოსკენ გამოიხედეს. გოგონას უფრო შეეშინდა, შავებში ჩაცმული ორი კაცი მის მხარეს წამოვიდა, გაშეშდა, აქედან გაქცევა უნდოდა, მაგრამ შიშისგან გაქვავებულიყო ერთ ადგილას. ახალგაზრდები იყვნენ, შეამჩნია. მოუახლოვდენენ და აი ერთ-ერთი ნიკოლოზი იყო...


თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის:)



№1  offline წევრი Kalina

მოკლედ, სიტყვა შრამიანს რო ვკითხულობ, მარტო ერთი ისტორია მომდის თავში...
ეხლა უნდა ეცადო, რომ მეორეც მომივიდეს ხოლმე
პ.ს. არა რა, სახელი ნიკოლოზი რაღაცნაირი სხვანაირი სახელია(ჩემთვის)
წარმატებები:)!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent