შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lunae Lumen #2


17-07-2017, 01:38
ავტორი Kalina
ნანახია 1 574

***
-რა გქვია? სასაცილოა, ამდენი ხანია ჩემთან ხარ და შენი სახელიც არ ვიცი.
-ანდრე.
-ანდრეა?
-მე რაც გითხარი ის.
***

ტატუებიანმა გაიღვიძა. მინდოდა, მისთვის ყველაფერი გამომეკითხა, მაგრამ ის ამისთვის ზედმეტად ემოციური გამოდგა.
როგორც კი მარტო დავრჩი(მადლობა ღმერთს, ანდრე არსად არ მიდიოდა და ძლივს გავუშვი მაღაზიაში, ძალით), საავადმყოფოში გავვარდი და მის პალატაში შევვარდი.
-ვიცი, რომ ცუდად ხარ. მაგრამ ყველაფერს უნდა მომიყვე. ეს რაღაც უკვე აბსურდს ემსგავსება. თითქოს ყველაფერი იცის, და გვერდიდან არ მშორდება. რა გავაკეთო?
მაშინვე ტირილი დაიწყო. მერე შევამჩნიე, ლამაზი, მწვანე თვალები ჰქონდა.
წარსულში ალბათ წითელი(?) თმები საგულდაგულოდ გადაეღება შავად. პირსინგებზე უკვე ვთქვი.
თუმცა მისი ტატუები მაინც გამომრჩა.
მარცხენა მკლავზე ჰქონდა აღნიშვნა VII.IX.XCIX
ეს ალბათ მისი დაბადების თარიღი იყო. ანუ 1999 წლის 7 სექტემბერი ან 9 ივლისი.
კისერზე კი, მისი ტატუ იკითხებოდა, როგორც Carpe Noctem.
მგონი, სულელივით მივჩერებოდი, ამიტომ მზერა ავარიდე.
-რამე გააკეთე, რომ თავი დაგანებოს! ის... საშიშია, გეფიცები... მართლა გეფიცები... ისეთი საშინელი ხმით თქვა... რაც მალე დაიწყებთ... მით უკეთესიო!
მკაცრად გავაწყვეტინე.
-ეგ გავიგე. კიდევ რამე სხვა ხომ არ შეგიმჩნევია?
გოგომ თავი გააქნია.
ჯანდაბა.
გულში ჩემ თავს ვწყევლიდი.
საერთოდ რატომ წავეთრიე იმ ღამით იქ.
მერე ამ ფიქრებით ისევ რეზისთან წავედი და ზიზღისგან, გული რომ არ ამრეოდა, ისევ გოგოს გამოკითხვას მივუბრუნდი.
-რა გქვია?
-არ გაგეცინოს, პირადობაში ჯულიეტა მიწერია. ეტყობა, დედაჩემი კაიფში იყო რო გამაჩინა და მაგაზე კაი ვერაფერი ვერ მოიფირა.
მარა ისე, მეგობრები, რატომღაც ლეტის მეძახიან. შენც ეგრე დამიძახე.
გავუღიმე.
-მე სესილი.
-სასიამოვნოა. არა, აქ და ასეთ დროს მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
-დაკითხვაზე რას აპირებ?
ჩაფიქრდა.
-არ ვიცი.
-ჩემი აზრით, სიმართლე უნდა თქვა.
-მართლა?
გულწრფელად გამიკვირდა.
-შენ სხვანაირად ფიქრობ?
-არ ვიცი... ვერაფერს ვხვდები.
-შენ ხომ უბრალოდ ის უნდა მოყვე რაც დაინახე.
-ვიცი, მაგრამ... იქნებ, ეს სულ არ იყო ის, რაც მე მეგონა...


ანდრე წუთით არ მტოვებდა მარტო.
ლამის ძალით ვაგდებდი სახლიდან საღამოს.
თითქოს, არაფერს მიშავებდა, მაგრამ მის დანახვაზე მთელი სხეული მიკანკალებდა.
ყველაზე ცუდი კი ის იყო,
რომ არ ვიცოდი, რა უნდოდა.
რატომ დამდევდა კუდში.
რამდენჯერაც მასთან ამაზე საუბარი ვცადე, პასუხი ერთიდაიმავე იყო:
-სესილი, ჩემი გეშინია?
მე კიდევ, გამოშტერებული,
ვერაფრით ვეუბნებოდი,
რომ ჩემს კოშმარებად, პროცენტულად, ასთან მკვეთრად მიახლოებულ ნაწილად
მე მხოლოდ მას ვხედავდი.

***
მაღაზიაში დავბოდიალობდი.
აი, ხომ გქონია შემთხვევა,
ადგილს რომ ვერ პოულობ?
ჰოდა,
ჩემი ადგილი მეც ვერსად ვერ ვიპოვე
ვერც სახლში, ვერც გარეთ, ვერც ფეისბუქზე(მანდ საერთოდ რა მინდოდა?)
და სრული იდიოტივით,
მაღაზიაში გამოვედი.
,,რამე ხო უნდა ვიყიდო, აბა დებილივით უკან ხელცარიელი ხო არ გავალ."
,,ჰო მარა, რა ვიყიდო?"
მშიერი მელასავით ვიყურებოდი აქეთ-იქით.
,,შოკოლადები არ გინდა?"
უშველებელი ნერწყვი გადავყლაპე.
,,why not? წავედიიით..."
ფიქრის დასრულება ვინ დამაცადა.
კალათასთან ერთად გაქანებულს მთელი ძალით შემომასკდა ვიღაც
ბარბი-ბიჭუნა.
მოიცა, მაგას რა ერქვა?
კენი, ხო?
-ფუ ამის... კარგად ხარ?
გამეცინა.
-კი... ცოტათი შევჯანჯღარდი.
,, ,,მამენტ", მაგის გარეშეც მაგარი შეჯანჯღარებული ვიყავი."
გავიფიქრე გულში და ბიჭს ისევ სულელივით გავუღიმე.
-სერიოზულად. რამე თუ გატკინე, მითხარი. სუნთქვა ხო არ გიჭირს?
ბიჭი საგრძნობლად მომიახლოვდა და მეც საგრძნობლად დავიხიე უკან.
-არა, დაწყნარ...
მხარზე ხელის დადება ვიგრძენი და ლამის იქვე განვუტევე სული, თავზე უეცრად დამდგარი ანდრე რომ დავინახე.
-სესილი.
ჩემს შემაჯანჯღარებელს გავხედე.
თუმცა,
ბარბი-კენი ზრდილობიანად ,,დამტყდარა".
თავი დანანებით გავაქნიე.
,,ისედაც არაფრის თავი არ ჰქონდა."
ანდრეს მწველი მზერა, რომ ვიგრძენი, მერეღა გამოვერკვიე ჩემი სულელური ფიქრებიდან.
-რა გინდა? რატო დამყვები? იცი, რო უკვე ძაან დამღალე?
ანდრეს გაეცინა.
და იცი რა მოხდა?
კინაღამ ადგილზე გამოვქლიავდი.
ხო, ოღონდ მართლა.
ეს იყო...
აუ, არვიცი.
როგორ გითხრა?
თვალები ხომ უციმციმებდა,
ტუჩებს ზედა კბილებით სულ ოდნავ ეხებოდა.
და მაინც,
როგორი საზარელი იყო მისი თვალების სიბნელე. როგორი დამაბნეველი და დანთრგუნველი.
გამოქლიავებას ვაპირებდი, გვერდით მდგარი გოგოების ხითხითი რომ გავიგე.
თავი ჩავღუნე და დაველოდე, როდის ჩამთვლიდა პასუხის ღირსად.
ანდრე კი ისევ იცინოდა.
წამოსვლას ვაპირებდი, ხელზე გაყინული ხელის ჩავლება რომ ვიგრძენი.
და მაინც,
იცი, როგორ მეწვოდა ის ადგილი?
-ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, ქალბატონო. აქ მოსვლას ვერ დამიშლი.
ახლა მე გამეცინა.
ჰო, უბრალოდ გამეცინა.
ანდრესავით კი არა.
ანუ, უფრო მახინჯად.
ალბათ, ამიტომაც არ დამინახავს მის სახეზე რამე რეაქცია.
anyway.
-ჩემი სახლიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ითვლება?
ანდრე იღიმოდა.
-ნუ დამყვები!
კალათა მოვატრიალე და წასვლას ვაპირებდი ორ ნაბიჯში ისევ რომ წამომეწია.
-ანდრე! წადი რა!
ჩხუბს ვაპირებდი, ტელეფონმა რომ დარეკა.
იმ საუბარს აღარ გადმოვცემ. ისედაც მივხვდი, რა ხდებოდა.
და როგორც.
მოკლედ გეტყვით, მოწმეებს გვიბარებდნენ დაკითხვაზე.
დაკითხვაზე, სადაც ალბათ ბევრ ახალ რამეს შევიტყობდი.



№1  offline წევრი Kalina

ვიცი, რომ ძალიან პატარაა
უბრალოდ პირობის გატეხა არ მიყვარს.
მიყვარხართ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი Kalina

ლიდია
რაქაიაა ^_^ <3 <3 <3

მადლობბ♥️ ყველანაირად ვცდილობდი, რომ არანაირად ბანალური არ გამოსულიყო:) რაც გამომივიდა, ესაა...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ ეს კი კაი მარა პირველი თავი ვეე ვახე

 


№4  offline წევრი Kalina

სტუმარი მარიამი
აუ ეს კი კაი მარა პირველი თავი ვეე ვახე

ჩემს სიახლეებში შედი და ნახავ:))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent