როცა თვალებში ჩაგხედე (4 თავი)
დღეები გადიოდა და ბავშვებთან სულ უფრო ახლოს ვიყავი, ყოველ დღეს მათთან ვატარებდი და ბედნიერეი ვიყავი. ქეთაც ხშირად იყო ჩვენთან ერთად. ჩემდა გასაკვირად ის სულაც არ აღმიჩნდა ისეთი როგორსაც ვფიქრობდი. ურთიერთობა დემეტრესთანაც ავაწყვე. თურმე ბევრი საერთო გვქონია. თითქმის ერთნაირი გემოვნება. მოკლედ ერთმანეთს კარგად გავუგეთ. თვენახევარიც უცებ გაილია... - მოდით ტყეში ლაშქრობა მოვაწყოთ, - წამოიძახა ერთ საღამოს გიომ, - იკა წაგვიყვანს ჩანჩქერთან. - შესანიშნავი აზრია, - წამოვიძახე აღტაცებით, - მიუხედავად იმისა რომ ალბად აქედან შორსაა და სიარული გამიჭირდება, მომწონს ეს აზრი და მინდა განვახორციელოთ. ყოჩაღ, გიო! - მგონი ჩანჩქერზე ყველა ნამყოფი ვართ ემას გარდა, - გაეცინა იკას. - არც მე ვარ ნამყოფი, - ჩუმად ჩაილაპარაკა ჩემს გვერდით მჯდომმა დემეტრემ, მისი ხმა თითქმის არავის გაუგია ჩემ გარდა. - მართლა? შენ ხომ ყოველ ზაფხულს აქ ხარ, რატომ არასდროს წასულხარ? - ვკითხე მეც ჩურჩულით, არ მინდოდა ყურადღება მიმექცია უკვე ყველა ლაშქრობაზე ლაპარაკობდა. - რავიცი, ალბათ არასდროს გამჩენია წასვლის სურვილი, - გაეღიმა. - ჰოდა ერთად წავალთ. - როგორც იტყვი, - ორივეს გაგვეცინა. - ესეიგი შევთანხმდით, როდის წავიდეთ? - ხვალვე შეგვიძლია, დილით ადრე. რას იტყვი იკა? - თანახმა ვარ, მაშინ ახლა უნდა წავიდეთ და დავისვენოთ ხვალ დიდი დღეა. *** - დეეე... მააა... სად ხართ? - აქ ვართ, ემა რა გაყვირებს?! - გამომძახა დედამ სამზარეულოდან. - ხვალ ბავშვები ჩანჩქერის სანახავად მიდიან, მთხოვეს მეც წავიდე, - მუდარის თვალებით შევხედე ორივეს. მამაჩემს გაეცინა და თავი დამიქნია, აი დედამ კი ეს საკითხი პრობლემურად მიიღო. - ემა, მეშინია ასეთი რაღაცეების ხომ იცი? - კარგი რა დეე, საშიში რა არი? ყველა იქ იქნება, იკას მივყავართ. - კი მაგრამ, გზა რომ აგებნეთ ? ვინ გიპოვით? - იკა შესანიშნავად იცნობს მთელს ტყეს. - კარგი, მაგრამ მაინც მეშინია. იცოდე ფრთხილად იყავი და ირაკლის გვერდით იარე, წამითაც არ მოშორდე! - ჰო გავიგე, წავალ დავწვები. მადლობა ორივეს. *** დილით მაღვიძარას ხმამ გამომაფხიზლა, ნერვებმოშლილმა გამოვრთე და გვერდი ვიცვალე. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა მაგრამ ძლიერად შენჯღრევა ვიჰგრძენი და თვალები ზანტად გავახილე. - ემა! არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა. გარეთ ბავშვები გიცდნიან ყველაა შენს გარდა. - ო არა, რა დამემართა?! - ელდანაკრავივით წამოვვარდი საწოლიდან, სწრაფად ჩავიცვი, მოვწესრიგდი და გარეთ გავედი. - როგორც იქნა დაგვდე პატივი, - ერთხმად თქვეს დემეტრემ და იკამ, ყველას გაეცინა. მე კი შემრცხვა და მთლად გავწითლდი. - ბავშვებო, ბოდიშით რა... სულ გადამავიწყდა. - კარგი არაუშავს წავედით, - სერიოზული ტონით თქვა ნიკამ. ,,ალბათ ბრაზობს'' გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ უეცრად ახარხარდა და ფიქრებიც გამეფანტა. -რამდენიმე საათია უკვე გზაში ვართ, მალე მივალთ? საშინლად დავიღალე, - დავიწყე წუწუნი, რაზეც გვერდით მომავალ დემეტრეს გაეცინა, - რა გაცინებს? - შევუბღვირე. - არაფერი. გინდა დავისვენოთ? - ჰო, საშინლად დავიღალე., არ მეგონა ასე შორს თუ იყო ეს ჩანჩქერი. - კარგი მოდი აქ დავსხდეთ, -მოწყვეტით დავვარდი ხის მორზე,- ბავშვებო ემა დაისვენებს და დაგეწევით, -მიაძახა დემემ წინ მიმავალ ჯგუფს. - სანამ აქ ვსხედვართ იქნებ რამე მიამბო შენზე? - მორცხვად თქვა დემემ. - კონკრეტულად რა? - აი, მაგალითად შეყვარებული გყავს? - არაა, - გამეცინა,- და შენ? - ჰო არც მე,- მიპასუხა რამდენიმე წუთის შემდეგ. - ვითომ? მაშ, რატომ ჩაფიქრდი? მე კი მეგონა შენ და ქეთი... -ოო არა ემა, - გაეცინა დემეს, -ქეთი ჩემი ბიძაშვილია, აი შეყვარებული კი მყავდა,მაგრამ ამაზე საუბარი არ მიყვარს... - მაპატიე, არ ვიცოდი. - არაუშავს,- გაეღიმა,- გავბრაზდებოდი, მაგრამ შენმა თვალებმა გადაგარჩინა. - მგონი დავისვენე, დროა გზა გავაგრძელოთ, - მისი ასე ვთქვათ კომპლიმენტი ჩემს თვალებზე უპასუხოდ დავტოვე. რამდენიმე საათს კიდევ ვიარეთ და ჩემ თვალწინ ულამაზესი სანახაობა გაიშალა. მწვანე მდელო ათასფერი ყვავილებით იყო მოქარგული, გარშემო კლდეებით შემოსაზღვრული და ერთ-ერთი ნაპრალიდან გადმოჩქეფდა ჩანჩქერი. კამკამა წყალი შხუილით ეშვებოდა ქვემოთ და თავისივე დაგუბებული ტბის სიღრმეში იკარგებოდა. მუქი ლურჯი გადაკრავდა ტბას, სიღრმისკენ კი შავდებოდა. - აბა პირველი შთაბეჭდილებები როგორია? - მომიახლოვდა იკა. - შესანიშნავია აქაურობა. თავი ზღაპარში მგონია, სულ მინდა ვუყურო და დავტკბე ამ სილამაზით. - როცა პირველად ვესტუმრე ამ ადგილს მეც შენსავით ვიყავი. იმდენად გაოგნებული დავრჩი აქაურობით, ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი ადგილი დედამიწაზე არსებობდა. იმ დღის შემდეგ ყოველ წელს, შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე მოვიდე აქ. მერე ტბის პირას ვჯდები და ვფიქრობ... - საფიქრალად შესანიშნავი ადგილი აგირჩევია,- ორივეს გაგვეცინა და ბავშვების ჯგუფისკენ წავედით.დემე მოშორებით იდგა, ჩაფიქრებული... დანარჩენები კი უკვე საკვებზე ფიქრობდნენ. შიმშილი განსაკუთრებით ნიკას აწუხებდა და უკვე ცეცხლის დასანთებად შეშის ძებნაც დაეწყო. გოგონები კი წამოღებულ სურსათს ალაგებდნენ ჩანთებიდან, დახმარება შევთავაზე, თუმცა შენი შეწუხება არ გვინდაო და უარით გამომისტუმრეს, მეც დემესკენ წავედი. - ლამაზია ჰო? - ძალიან,- მიპასუხა ფიქრებიდან ძლივსგამორჩეულმა, - ლამაზი არა, ამაზე უფრო უკეთესი და ღვთაებრივი სიტყვის მოძებნაა საჭირო,- ჩემკენ შემოტრიალდა და თვალებში ჩამხედა,- ის ისეთი ლურჯია, ღრმა და მრავლისმეტყველი, რაღაცას მეუბნება, მაგრამ ვერ ვხვდები რისი თქმა სურს. თითქოს ღელავს და რაღაცას მალავს, თუმცა ვცდილობ ამოვიცნო, - მერე ახლოს მოვიდა ჩემთან და მომეხვია. წამით ადგილს მივეყინე, მოულოდნელი იყო მისგან ეს საქციელი. მერე ხელები ინსტიქტურად ამოძრავდა და მის მხრებს დასწვდა. - ემა, მაპატიე, - საჩქაროდ მომშორდა დემე,- ყველაფერი ისევ შენი თვალების ბრალია, - სიტუაციის განმუხტვა სცადა, თუმცა საჭირო არ იყო. - არაუშავს, მართალია ცოტათი მოულოდნელი იყო მაგრამ არაფერია. - ვერ გავიაზრე და ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. - კარგი, დემეტრე, არაფერია. შენ უბრალოდ მეგობრულად მომეხვია ბევრი არაფერი მომხდარა. - უბრალოდ მეგობრულად,- თქვა დემემ და გაეღიმა, თუმცა მის ღიმილშიც კი სევდა იკითხებოდა, - კარგი დაივიწყე, ჯობს ბავშვებს შევუერთდეთ. ბავშვებს თითქმის ყველაფერი დაემთავრებინათ და ჩვენ გვიცდიდნენ. - კიდევ კარგი მოსვლა მოიფიქრეთ, უკვე საშინლად მშია, - ჩაიბუზღუნა ნიკამ. მის ნათქვამზე ყველას გულიანად გაგვეცინა. მხოლოდ დემეტრე და იკა იდგნენ უემოციოდ. იკა დემეს უყურებდა, დემე მე. თავი უხერხულად ვიგრძენი და ნიას ამოვეფარე. - შეგიძლია ჭამა დაიწყო,-გადასძახა ლუკამ და სიცილი გააგრძელა. ყველამ ერთად ვისადილეთ, თუმცა გამონაკლისები სადილზეც ის ორნი, დემეტრე და იკა აღმოჩნდნენ. რატომღაც მომეჩვენა, რომ ერთმანეთისადმი ცუდად განეწყვნენ, თუმცა არ ვიცი რატო. ჩანჩქერთან შებინდებამდე ვიყავით. ხან ჩვენ-ჩვენს ამბებს ვიხსენებდით, ხანაც ვთამაშობდით, თუმცა იმდენად ვიყავი დემეზე და იკაზე გადართული რომ გული ვერაფერს დავუდე. ბნელოდა როცა სოფლისკე მიმავალ გზას დავადექით. წინ იკა მიდიოდა, მერე გოგონები მივყვებოდით, ჩვენს უკან კი ბიჭები მოდიოდნენ. ფეხები საშინლად მტკიოდა, თუმცა ხმას ვერ ვიღებდი, მრცხვენოდა, მხოლოდ მე ვწუწუნებდი ამ თემაზე. მივდიოდი და თან ვფიქრობდი. სულ სხვანაირი წარმომედგინა ეს დღე და ყველაფერი განსხვავებულად გამოვიდა... ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე, როგორ გადმოინაცვლა ჩვენს უკან მომავალმა დემეტრემ წინ და იკას გვერდით ამოუდგა, ეს მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როცა იკამ დემეს ხელი კრა და ისიც ნამიან მინდორზე მოწყვეტით დავარდა. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ ნიკა, წამებში გიოც იქ გაჩნდა და დანარჩენებიც შეუერთდნენ. ლუკამ და ერეკლემ დემე წამოაყენეს, მას არაფერი უთქვამს, მხოლოდ მე შემომხედა. - რა მოხდა?- გადავულაპარაკე ნიცას. - არ ვიცი, დემეტრე იკას დაეწია და რაღაცაზე საუბრობდნენ, მერე დემემ რაღაც უთხრა იკას და იკამაც ხელი კრა. ვერ გავიგე რაზე საუბრობდნენ, დღეს მთელი დღეა ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, ალბათ რამე მოხდა. ბიჭები არიან მაგათ რას გაუგებ, შერიგდებიან მალევე. ჯანდაბა, დემეტრე ისევ მე მიყურებს. იკას ვერ ვხედავ ბიჭებს წრეში ყავთ მოქცეული და რაღაცას უხსნიან. - იკა, ერთი წუთით, უნდა დაგელაპარაკო, - ვთქვი როცა წრის შიგნით შეღწევა შევძელი. იკამ ბიჭებს გადახედა და წრეც მაშინვე დაიშალა, - რა მოხდა? მთელი დღეა უცნაურად იქცევით, რადაგემართათ? - არაფერია, მოვგვარდებით, დაწყნარდი. - იკა, გთხოვ. - ემა , რაგინდა? - დაიყვირა იკამ და მოულოდნელობისგან შევკრთი. - ნუ უყვირი,- მკაცრი ტონით დაიძახა დემეტრემ და წინ გადამეფარა. - დემე, არაუშავს, ძალით არ უნდოდა, ჩემი ბრალია. - მაპატიე, ემ- გზა გავაგრძელოთ. მთელი გზა ხმა არავის ამოუღია, გვიანიი იყო როცა სოფელში შევედით. ჯერ ნიკა დაგვემშვიდობა, მერე ლუკამ და გიომაც გადაუხვიეს, დემეტრე არავის დამშვიდობებია ისე გაუჩინარდა ვერავი შეამჩნია. ასე ნელ- ნელა დავცოტავდით. ბოლოს გოგონები მივაცილეთ სახლში, მე და იკამ ერთად განვაგრძეთ გზა, ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან და გზაც ერთი გვქონდა. - ბოდიში, მართლა არ მინდოდა შენთვის მეყვირა, უბრალოდ თავი ვეღარ მოვთოკე და ესე გამოვიდა. - უკვე გითხარი არაუშავს-მეთქი, უბრალოდ მაინტერესებდა თქვენ ორს შორის რა მოხდა - ორი ვარიანტია, მაგას ან მალე გაიგებ ან ვერასდროს. მოკლედ შენზეა დამოკიდებული რა. - პირველი მირჩევნია. - ნება შენია,- ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა, მერე მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და წავიდა. იმ დღეს საშინლად დავიღალე, ღამის 4 საათი იყო სახლში რომ მივედი, დედას სავარძელში ეძინა, მაგრამ არგამიღვიძებია, ჩემს ოთახში ავედი მოვწესრიგდი და როგორც კი დავწექი მაშინვე დამეძინა. 5. შუადღისას გამეღვიძა, საშინლად მშიოდა, სწრაფად მოვემზადე და დაბლა ჩავედი. - დეე, რას შვებით? საშინლად მშია რაა.. - ზუსტად ახლა ვაპირევდი შენს გაღვიძებას, ძვირფასო, მიდი დაჯექი და გაჭმევ. - მამა სადაა? - მგონი იკას მამა და მამაშენი სათევზაოდ წავიდნენ. - აა ჰოო, - საჭმელი გემრიელად ვჭამე, დედაჩემი ნამდვილი კულინარია. მერე წიგნის კითხვა დავიწყე. ალბათ 1 საათი ვკითხულობდი მერე იკამ დამიძახა და გარეთ გავედი. ყველა იქ იყო. ცოტა ხანს ჯოკერი ვითამაშეთ, მერე ბიჭები სიმინდის მოსაპარად წავიდნენ და მხოლოდ გოგონები დავრჩით. - ემა, მგონი ვიცი დემემ და იკამ რატო იჩხუბეს,- მითხრა ნიცამ. - მიდი თქვი, გოგო. - ოდნავადაც ვერ ხვდები? ვერ ხედავ როგორ გიყურებენ? - ახლა ნიამ გააგრძელა საუბარი. - გოგო, დემე გიყურებს და პირდააპირ თვალებით გჭამს რაა. - ხალხო, რას ამბობთ? - ემა, თავს ნუ იდებილეებ, ორივეს მოსწონხაარ, გოგო! - არარსებობს, კაით რაა, ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ... - შეიძლება შენ მეგობრებად თვლი , მაგრამ მერწუნე ისინი შენნაირად არფიქრობენ. - ნიცა, ჩუმად დემეტრე მოდის, - დაიჩურჩულა მარიმ. - მოკლედ, ემა, დამიჯერე რა, ზუსტად ვიცი რო ეგრეა. მთელი საღამო ნიცას ნათქვამზე ვფიქრობდი, არ შეიძლებოდა ისეთ ბიჭს როგორიც დემეაა მე მოვწონებოდი., მაგრამ ჩემი თავისაც მიკვირდა რატომ განვიხილავდი მხოლოდ დემეს ვარიანტს და არა იკასაც? მოკლედ ბოლოს იმ აზრზე ვიყავი რო გოგოებს რაღაც ეჩვენებოდათ. - აუუ, ხვალ მდინარეზე წავიდეთ რა, უკვე ძალიან ცხელა . - ოჰ, ქალბატონს გარუჯვა უნდა და იმიზეზებს სიცხეს, დაგენიძლავებით წყალში თითსაც არ ჩაყოფს, - ახარხარდა ნიკა. - გეგონოს,- გესლიანად უთხრა მარიმ. გადაწყდა, ხვალ 12 საათზე ვიკრიბებოდით და მდინარეზე მივდოდით. *** - ერთ დღესაც ამ მამალს თავს მეთვითონ წავაცლი, - ვთქვი გამწარებულმა,- ყოველ დილით ასე განწირული რატო ყივის, რატო? - საათს დავხედე 11 ხდებოდა. აუჩქარებლად ავდექი საწოლიდან და მომზადება დავიწყე. ჩემი საყვარელი შორტი ჩავიცვი და რაც ხელში მომხვდა ზემოდან ის გადავიცვი, მერე სათვალეები და პირსახოცი ჩავდე ჩანთაში, მზისგან დამცავი კრემიც ჩავაგდე, ყურსასმენებს დავუწყე ძებნა, თუმცა ოთახში ვერ ვიპოვე,ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი. ეკას საუზმე მზად ქონდა. - დეე, ჩემიყურსასმენები ხოარ გინახავს? - მგონი მაგიდაზე დევს, დაჯექი თან ისაუზმე, ყავა დაგისხა? - ჰო აქ დევს და კი თუშეიძლება, - მერე მამას მივუბრუნდი გაზეთს კითხულობდა,- მაა, მდინარეზე მივდივარ ხოო? - რა თქმა უნდა, - ისე მიპასუხა გაზეთისთვის თვალი არ მოუშორებია. სწრაფად ვისაუზმე და 12-ს 5 წუთი აკლდა გარეთ რომ გავედი. იქ კი მხოლოდ დემე დამხვდა. -დემეე, დილამშვიდობის! დანარჩენები სად არიან? - წავიდნენ. - მოიცა, რანაირად? - წასვლა რანაირად უნდა არ იცი?- სიცილი აუტყდა, - კაი ჰოო, მოკლედ მარის და ნიცას საშინლად ცხელოდათ და წასვლა ეჩქარებოდათ დანარჩენებიც გაიყოლეს, იკა მგონი ცუდადაა და არმოდის. - და შენ რატო არ წახვედი? - აა, მარტო სიარული გირჩევნიაა? კაი წავედი მაშინ, - მეგონა ხუმრობდა ის კიდევ შეტრიალდა და მართლა წავიდა. - დემეე, დაიცა, შენ რა გეწყინა? უბრალოდ გეხუმრე. - ჰო,ემა, მეწყინა. - ბოდიში, რაა, - დამნაშავის ხმით ვუთხარი. - რაბოდიში გოგო, მართლა კიარ მწყენია, - ბოლო ხმაზე ახარხარდა. - აუტანელო, - მხარზე გავკარი ხელი, - მე კი მეგონა მართლა გეწყინა. - ცურვა იცი? თუ შენც გასარუჯად მოდიხარ? - მკითხა ცოტახნისშემდეგ. - კი ვიცი, თან ძალიან კარგად. - ესეიგი, დახრჩობის საფრთხე თუდამემუქრა გადამარჩენ ჰო? - გაიკრიჭა, ამდროს კი ლოყები საყვარლად ეჩხვლიტებოდა. -კი, მაგრამ რატო უნდა დაიხრჩო? - ცურვა არვიცი და იმიტომ. - კაი რაა, ნუმაცინებ. - არა მართლა ვამბობ. ამასობაში მდინარემდეც მივედით. ბავშვები უკვე ბანაობდნენ, ნიცამ გამოგვხედა და ეშმაკურად ჩაიცინა. მეკი ნაპირდე დავდე ჩანთა პირსახოციც გავშალე, შორტი და მაისური გავიხადე და წყალში შევედი. საკმაოდ ღრმად იყო დაგუბებული, მთლიანად მფარავდა და დაბლა კიდევ რჩებოდა ადგილი სავარაუდოდ 3 მეტრის სიღრმის იქნებოდა. თბილი, კარგი საბანაო წყალი იყო. ყველა ბანაობდა თთქმის, მხოლოდ დემე იჯდა ნაპირზე, ნიცა და მარი კი ირუჯებოდნენ. დემეს გავხედე და საშინელი აზრი მომივიდა თავში. წყლიდან შეუმჩნევლად ამოვედი და დემეს უკან მივიპარე, ხელი ვკარი და წყალში გადავაგდე. დემემ ფართხალი და ყვირილი დაიწყო, ყვირილზე ბიჭებმა გამოიხედეს, მე ბოლო ხმაზე ვიცინოდი დემე კი თურმე იხრჩობოდა. ნიკამ სწრაფად მოცურა დემემდე და წყლიდან ძლივს ამოიყვანა. - ემაა! რაგაცინებს?- დაიყვირა ნიკამ,- ვერხედავ კინაღამ დაიხრჩო. - ჩუმად ბიჭო ნუ უყვირი, - შემომხედა გაწუწულმა და ფერდაკარგულმა დემემ. - ბიჭო კინაღამ დაიხრჩვე. - აუ, დემე , მაპატიე რაა, მეგონა ხუმრობდი... - კაიი, არაუშავს უბრალოდ მეორედ ეგრე აღარ მომექცე. - ჰო გპირდები, - ვუთხარი, გავიქეცი და ჩემი პირსახოცი მივუტანე გასამშრალებლად. - აი აიღე, - გავუწოდე დარცხვენილმა და ანერვიულებულმა. - კაი ემა რაა, მთავარია გადავრჩი, - თბილად გამიღიმა და ჩამეხუტა,- მეგობრული ჩახუტება, - თქვა სიცილით როცა შეამჩნია ჩემი რეაქცია. - ჰო რა თქმა უნდა, კაი წავედი მე წყალში ჩავალ და ბოდიში კიდევ ერთხელ. საღამომდე იქ ვიყავით, სანამ ნიკას კუჭმა არ შეახსენა თავი.გზა თამაშით ამოვიარეთ და როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით დემეს მივუახლოვდი. - გინდა გასწავლო? - რაა?- დებილივით შემომხედა. - ცურვა, ხვალ, თანახმა ხაარ? - მოიცა მართლა? - ჰოო მართლა, რაიყო? - არაფერი, უბრალოდ არველოდი.. - მოკლედ გინდა თუ არა? - ჰო 12 ზე გამოგივლი, მაგრამ პრობლემაა ერთი. - რაა? - ყველა დამცინებს დაა რო არ ვუთხრათ. - როგორც გინდა, კაი კარგად აბა, დილით გელოდები. არ ვიცი კარგი ისტორიაა თუ ცუდი, კარგად ვწერ თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს მოგწონთ :))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.