შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

one step closer (1)


17-07-2017, 19:53
ავტორი one step closer
ნანახია 1 144

(ერთი წლის წინ )
-ყოველი ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მოდის, არის მასწავლებელი!
ვიღაცა გვასწავლის ვიყოთ ძლიერი, ვიღაცა გვასწავლის ვიყოთ ბრძენი, ვიღაცა მიტევებას გვასწავლის, ვიღაცა - ვიყოთ ბედნიერნი და გვიხაროდეს ყოველი დღე. ვიღაცა საერთოდ არაფერს გვასწავლის და გვანგრევს მხოლოდ, მაგრამ აქედანაც გამოცდილებას ვიძენთ...
დააფასე ყოველი ადამიანი, მაშინაც კი, თუ ის ერთი წამით მოვიდა შენთან, რადგან მისი გამოჩენა უმიზეზოდ არ მომხდარა...
დედა ჭურჭელს რეცხავდა და თან საინტერესოდ მესაუბრებოდა. ეს მაშინ, როცა მე ფანჯარაში თავი მქონდა „გაყოფილი“ და ბავშვებს ვუყურებდი, რომლებიც თამაშობდნენ.ერთი მხრივ, ძალიან დიდი ბედნიერებაა , როდესაც განათლებული მშობელი გყავს, ამ შემთხვევაში ყველაფრის წაკითხვა თავად კი არ გიწევს , არამედ რაღაცებს მისგანაც იგებ და უფრო მეტად ეყრება საფუძველი შენს სამომავლო კარგ განათლებას. რამდენადაც არ უნდა იყოს მოსაწყენი , მე მაშინ 17 წლის ვიყავი და დედის დარიგების მოსმენა ყველაფერს მერჩივნა.. ახლა , როცა ლაპარაკის თავიც აღარ აქვს ხშირად მახსენდება მისი სიტყვები, გონებაში ვიტრიალებ და მინდა გავითვალისწინო, თუ ამის საჭიროება იქნება როდესმე .. და აუცილებლად იქნება! . ყველაფერი მაშინ დაიწყო , როდესაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას, მაშინ დედა ალბათ ძალიან ბედნიერი იყო, რომ 4 წლის სანატრელი შვილი გაუჩნდა,მაგრამ ჯობდა ეს ასე არ მომხდარიყო, რადგან ჩემმა მშობლებმა ვერ მოახერხეს ჩემთვის ახლაც სანატრელი „ლამაზი“ ოჯახური გარემოს შექმნა სადაც მამას დედა, შვილებს კი ერთმანეთი უყვართ.. სადაც თითოეულის წარმატება ყველას წინსვლაა, სადაც არ არსებობს ერთმანეთთან უხეშად მოქცევა, ჩხუბი, ლანძღვა და ა.შ. მარა მე ალბათ არ ვიმსახურებდი ამას. დედამიწა , ადგილი სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, სადაც მიუღწეველი არაფერია.,მე ჩემს ოცნებებში ჩაკეტილი ერთი საწყალი გოგონა დავრჩი, რომელიც „თავის ჭკვაში“ რაღაცას აკეთებს, მარა ეს არაფერია. მე ალბათ საკუთარ თავზე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს და ეს არის ჩემი უბედურების სათავე... ყოველ შემთხვევაში ამან მაიძულა ჩემი გეგმა განმეხორციელებინა, თავი უნდა მომეკლა , მარა ეს არ იყო ადვილი, ამიტომ მჭირდებოდა გეგმების სწორად დალაგება,, აუცილებელი იყო ინერციით გამეგრძელებინა „კარგად“ სწავლა... მერე კი ყველაფერი ისე იქნებოდა , რეალურად როგორც მე მინდოდა...
ხანდახან საშინლად მტკივა გული, განა იმიტომ რომ არარაობა ვარ, იმიტომაც რომ თავი ზედმეტად არ შევუწუხე რაღაცებში. მე რომ სკოლაში შემიყვანეს, ალბათ ნამეტანი ბეჩავი ადამიანი ვიყავი მაშინვე. ეშმაკობა თავიდანვე მაკლდა. არ შემეძლო დაცინვა, აბუჩად აგდება, საკუთარი თავის დაცვა, ერთი სიტყვით, ბავშვი ვიყავი, რომელსაც ყველა ზედ გადაუვლიდა , ვინც მოინდომებდა. ასე ვიჩაგრებოდი,, ბოლო მოვუღე ჩემს წარმატებას. დამცინოდა ყველა , ვისაც შეეძლო, უკან მაყენებდა ყველას ვისაც , თვალში მოვეჩხირებოდი.. მხოლოდ მე და უფალმა ვიცით რამდენჯერ მიტირია..მიტირია თუნდაც ზედმეტი სახელების გამო, რომლებიც ალბათ შემეფერებოდა ნაწილობრივ მარა, მშურდა ყველასი ვინც პირველი იყო, ვისაც არც არავინ დასცინოდა და ყველა ეფერებოდა. მე ხომ ერთი რიგითი ვარ ჩემ დღეში ალბათ ბევრი ყოფილა.. !
მითხრეს პატარა, რომ იყო ლექსებს წერდაო.. ძალიან დამაინტერესა მისმა ბავშვობამ, მარა მასთან ხომ არც მისაუბრია და როგორ მომიყვება თავის ამბებს.. დილას ისევ ავედევნე , ტკბილეოლობის მაღაზიაში შევიდა, გამოვიდა და მეც გავყევი.. ნაბიჯებს ვითვლიდი, სისულელეა! საავადმყოფოში შევიდა... ექიმია.! ტირილი დავაპირე რაღაცნაირად გული ამიჩუყდა.. მიზიდავდა! გამახსენდა მეც მიყვარდა ლამაზი საჩუქრების გაკეთება, ბევრჯერ მიცდია ჩემი ძმისთვის გული გამეხარებინა.. რამდენჯერ დავწოლილვარ იმის რწმენით დილით გავიღვიძებ და კარგად მოვექცევი, აღარ ვეჩხუბები და კარგი და-ძმა ვიქნებითო, მარა არ მქონდა მაგის ძალა და არც შესაბამისი ზნეობა ალბათ.. მამა დედას სულ ლანძღავდა, სასტიკი სიტყვებით მიმართავდა, ნათესავებთანაც ამცირებდა, მე კი მწყინდა მარა ხმას ვერ ვიღებდი .. დედა მაგრად მეცოდებოდა..ახლაც მეცოდება, როდესაც საწოლს მიეჯაჭვა და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
საღამოს წვიმდა, რა ვქნა არ მესმის იმ ხალხის, ვისაც წვიმაში სიარული სიამოვნებს, მარა ყველას თავის აზრი აქვს ...ცხოვრებამ მიმაჩვია ბევრ რამეზე უარის თქმას! სწორედ ახლაც ხის ქვეშ ვიდექი( საავადმყოფოს წინ) და გაფაციცებული , დაკვირვებით ვუყურებდი კარს ,, არ გამომრჩენოდა მისი გამოსვლა.. ხალხი თითქმის არ იყო ქუჩაში, მანქანები კი საკმაოდ მოძრაობდნენ! „ფეხით არ წავა“- ვფიქრობდი -‘წვიმს და ვინმეს გაჰყვება ალბათ...’ მარა ჩემდა გასაკვირად გამოვიდა და ფეხით გაუყვა ავტობუსისის გაჩერებამდე გზას, მეც მეტი რაღა მინოდადა .. აგერ 2 კვირაა თითქმის ყოველდღე ვხედავ დილით და საღამოობით, თან ჩემდა გასახარად სეირნობა უყვარს და ასე ადევნებული მეც ვსეირნობ, როცა ის სკვერში დაჯდება და წერას დაიწყებს , მეც იქვე ჩამოვჯდები და ვხატავ მას.. ვხატავ დიდი განცდებით... ავტობუსს უცდიდა მეც შემეძლო ახლოს მისვლა, ( აქ ბევრი ხალხი იყო და ყურადღება ს არ მივიქცევდი) მივედი კიდეც. ქუდი დიდი ზომის იყო და სახეს გარკვეულწილად მიფარავდა, მის გვერდით ვიდექი, მას ვგრძნობდი, ვგრძნობდი მთელი სხეულით..ახლა , როცა კითხულობ მინდა გითხრა, რომ მაშინ ძალიან კეთილი გამოხედვა გქონდა, თუ არ ჩავთვლით ოდნავ სევდიან თვალებს, სადაც შენი სურვილის მიუხედავად, მაინც აირეკლებოდა მწუხარება. მაშინ ბებოს დაეხმარე, რომელიც ვერ ადიდოდა ტრანსპორტში. მე გიყურებდი შენ და გიღიმოდი, შენ ვერ მხედავდი, ვერ მგრძნობდი, მარა მეც ხომ ზუსტად ეს მინდოდა.გთხოვ, არ გეწყინოს , რომ თამამად შემეძლო მეთქვა მაშინაც და ახლაც , რომ განსაკუთრებული ხარ. არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი, სასიამოვნო პიროვნება, სასწაული, რომელმაც უდიდესი ბიძგი მომცა ცხოვრებაში, რომელმაც თავის დაღწევის საშუალება გამიჩინა ამ სამყაროდან, მეშინოდა იმ დღის , როდესაც ვეღარ შევძლებდი შენთან ერთად სიარულს.. შენ ნახვას.. მაშინ ხომ საკუთარი ოჯახიც გექნებოდა, „დიდი ადამიანი“ იქნებოდა.. მე კი ბეჩავი, შეუფერებელი...ჩემთან ერთად ვერ დაიპყრობდი მწვერვალებს, შენ გჭირდებოდა ისეთი მეგზური ვინც, ტოლს დაგიდებდა , „ მაგარი“ პიროვნება იქნებოდა.. მე ხომ ასეთი არ ვიყავი.. მე რიგითზე რიგითი..!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent