ჩემი ხარ მასწავლებელო 1
ცოტა ინფორმაცია ჩემზე. ემილი ახვლედიანი. 21 წლის.პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ვარ, თუმცა საკმაოდ კარგად გამომდის ჯაშუშობა და მსგავსი რამე რუმეები. მოკლედ რომ ვთქვათ საჭირო დროს საჭირო ადგილას ვჩნდები. მამა მყავდა მხოლოდ რომელიც ავიაკატასტროფაშო ერთ-ერთი დავალების შესრულებისას გარდაიცვალა, დედა მშობიარობას გადაყვა თუმცა ჩემი ძმა მკვდარი დაიბადა. მამა რომ გარდაიცვალა 15 წლის ვიყავი. მის გარდა არავინ მყავდა მაგრამ მამას ძმაკაცმა შემიფარა ლადომ გამზრდა და მისთვის შვილივით ვარ. მამა ბავშვობიდან მასწავლიდა ჩხუბს, თავის დაცვას, იარაღის ხმარებას და ა.შ. ამას იმიტომ აკეთებდა რადგან იცოდა ბევრი მტერი ყავდა და რათქმაუნდა მის გამოსაჭერად მე გამომიყენებდნენ და ამიტომ თავ დაცვა მასწავლა რომ მათ გავქცეოდი და თავისთვის მეშველა. ახლა ილიას უნივერსიტეტი დავამთავრე უკვე ფილოლოგი ვარ და სექტენბრიდან სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსით წავალ. ხანდახან ლადოს ვეხმარები საქმეში და დრო ასე გამყავს ხოლმე. მე და მის შვილს ლაშას კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩემთვის ძმასავითაა...მოკლედ მთელი ზაფხული ვარჯიშსა და დავალებების შესრულებაში გავლიეთ. პირველ სექტემბერს უკვე სკოლაში ვიყავი მისული ჩემი სადამრიგებლო კლასი ვნახე და რამის გულმა დამარტყა. არანაირი ხალისი არ გამიჩნდა იმ კლასში შესვლის და გაკვეთილის ჩატარების ამიტომ ცოტა მოვაწესრიგე და შემდეგ უკვე დანარჩენს კლასთან ერთად გავალამაზებდი ერთიანი ძალებით შევალამაზებდით საკუთარ სასწავლო ოთახს.მეღირსა და როგორც იქნა მოვიდა 15 სექტემბერი. მეათე კლასის დამრიგებელი უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ ცოტა გამოვიპრანჭე. მაღალწელიანი ლურჯი შარვალი თეთრი გამჭირვალე საროჭკა და ფეხზე ოდნავ მაღალქუსლიანი ბასანოშკის სტილის ფეხსაცმელი ჩავიცვი. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, თმა დავისწორე, მანქანის გასაღები ავიღე და სკოლაში მივედი.ბავშვებთან ერთად საკლასო ოთახში ავედი და სიის ამოკითხვა დავიწყე. ერთი გვარი მეცნო ბექა დოლაბერიძე, თუმცა საიდან მეცნობა მაინც ვერ ვიხსენებ. ნუ მოკლედ სია ამივიკითხე და შემდეგ მე გავეცანი ბავშვებს. -მოკლედ ბავშვებო მე თქვენი ახალი დამრიგებელი ვარ ემილი ახვლედიანი. 21 წლის ვარ, მაგრამ არ გეგონოთ რომ რახან პატარა ვარ ასაკით ზედმეტის უფლებას მოგცემთ. პრობლემა გექნებათ რომელიმე მასწავლებელთან? მოდით და მითხარით ნუ მოგერიდებათ. ყველა საკითხში რაშიც რომ შევძლებ დახმარებას მითხარით და აუცილებლად დაგეხმარებით თუმცა იცოდეთ რომ ვერ ავიტან ჩემს გაკვეთილზე ხმაურს იხმაურებთ? კაი დღე არ დაგადგებათ ეგეთ საკითხებში ბოროტი ვარ და ხმაურის შემთხვევაში ეგრევე მანდატურს დავუძახებ და გავაყოლებ ხმაურის გამომწვევ პირებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ და ეხა ვიცე რომ კითხვები გექნებათ ჩემთან დაკავშირებით და გისმენთ ვეცდები ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი. -მას ასეთ ნაადრევ ასაკში რატომ მოისურვეთ მასწავლებლობა?? -ხო და კიდევ არ დამიძახოთ მას დამიძახეთ ემი ან ემილი ჩემ ბავშვებთან არ მინდა ძაან ისეთი დამოკიდებულება მქონდეს რო ჰაიდაჰუი გულს ვუხეთქავდე ეგეთი ბოროტიც არ ვარ. ახლა შენს კითხვას რაც შეეხება ოცნება იყო რომ ვყოფილიყავი მასწავლებელი და სკოლაში მემუშავა. კიდევ გაქვთ კითხვები? -არაა... -მაშინ კიდევ ერთი თხოვნა მექნება იმედი მექნება რომ თქვენ დამეხმარებით ამ კლასის გალამაზებაში თორემ ასეთ უღიმღამო კლასში გაკვეთილის ჩატარება ჩემთვის ტანჯვა იქნება. გავალამაზოთ ცოტა და დავატყოთ ჩვენი შრომა. კიდევ მინდა გთხოვოთ რომ არც ერთ საგანში ხუთზე დაბალი ნიშანი არ მიიღოთ და მე ყველა სურვილის შესრულებას ვეცდები რაც რომ გექნებათ. შევთანხმდით? -კიი.. -კაია. ზარი მალე დაირეკა და მეც წავედი სამასწავლებლოსკენ ბავშვები ცოტახნით დავტოვე და დერეფანში გავედი თუ არა ვიღაცას დავეჯახე. ბიჭი იყო ასე სადღაც მე-12 კლასელი. -პატარა გოგო წინ რატომ არ იყურები? -შენი პატარა გოგო ტყეში დარბის! და წინ მე კი არა შენ იყურე ჰაერში კი ნუ იყურები...სულელი ჩემთვის ჩავიბურტყუნე და წასვლა დავაპირე რომ დამიჭირა ხელი. -პატარა გოგო სკოლაში მაკიაჟით რატომ მოძრაობ? არ უხდება შენ ტოლა გოგოს მაკიაჟი. -შენ თავს მიხედე რააა მე ძაან კარგად ვიცი რა მიხდება და რა არა თავხედო. ხელი გავაშვებინე და სამასწავლებლოში შევედი ვნახე რომელ კლასში უნდა შევსულიყავი და პირდაპირ იმ კლასისაკენ წავედი მე-12 კლასში შესვლამდე ჩემ კლასში შევედი და ბექას ვთხოვე ეჩვენებინა მეთორმეტე პირველი კლასი. მანაც დამანახა.შევედი თუ არა და ისევ იმ თავხედ ბიჭს შევეჩეხე.კლასში ისე შევედი ყურადღება აღარ მივაქციე ეგღა მეკლდა ვიღაცის გამო ჩამშხამებოდა დღევანდელი დღე. ჩემი ადგილი დავიკავე და ზარიც მალე დაირეკა. ბავშვებმა დაიკავეს თავიაანთი ადგილები და მეც ავდექი ფეხზე. მისალმება არ დანცალდა იმ თავხედმა ბიჭმა რომ დაიწყო ტლიკინი -თქვენ ვინ ხართ?(ოხ ზრდილობიანად საუბარი სცოდნია ბიჭს) -თქვენი ახალი ინგლისურის მასწავლებელი ვარ. პრობლემა ხომ არ გაქვთ? -პირადად მე მაქვს.(გამოყო თავი პრანჭიკელა ღლაბუცა გოგომ. ემი დაწყნარდი ნერვებს ნუ აყვები არ შემოგაკვდეს მშვიდად.) ჩემი თავი დავაწყნარე და ამოვიღე ხმა. -კონკრეტულად რა პრობლემა გაქვს? ზედმეტად ახალგაზრდა რადგან ვარ ეგ ფაქტი არ გახარებს? თუ რა არ მოგწონს? -ასაკი და თანაც გამოუცდელი იქნები. -ზრდილობა სახლში დაგიტოვია როგორც ვატყობ. ნუ კაი არაუშავს. ეხა მისმინე ბავშვი შეიძლება ახალგაზრდა ვარ თანაც ძალიან მაგრამ ჩემი საქმე კარგად ვიცი მოგწონს თუ არა ვიქნები შენი მასწავლებელი, ყოველ შემთხვევაში ამ სემესტრში თუ მე პროგრესი არ მექნება და ვერ შევძლებ თქვენს ამოქაჩვას არ ინერვიულო ჩემი ფეხით წავალ სკოლიდან, მაგრამ რახან აქ ვარ ესეიგი დირექტორმა ჩათვალა რომ მე რაღაც შემიძლია, ასე რომ ამიტან როგორმე თუ არა და გზა ხსნილია შეგიძლია წახვიდე. -იცი მე ვინ ვარ? -არა და არც მაინტერესებს. -მე ამ სკოლის დირექტორის შვილი ვარ. -მერე მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემო კარგო ამ კლასში შენც მათ ნაირი მოსწავლე ხარ და სულ არ მაინტერესებს ვისი შვილი ხარ. შენ თუ გგონია მაგით დამაშინებ ძალიან ცდები. ხმა ვეღარ ამოიღო ძაან კაი დირექტორის შვილია და იყოს აი დარდი უფ არ წაიღო ტვინი... -ვინმეს კითხვა გაქვთ ჩემთან? -მე მაქვს. აუუ ისევ ეს გამოხტა ძადი ბიჭი დაიძინე რააა -გისმენ. -რამდენი წლის ხართ? -21. -ამ ასაკში და მასწავლებელი? -ბავშვობის ოცნება იყო და ახლა დარწმუნებული ვარ ზოგი ფიქრობს ბიჭების დასაკერად დაიწყო მასწავლებლებად მუშაობაო, მაგრამ ახლავე გეუბნებით ოცნება იყო და ჩწმზე პატარა ბიჭები ნაკლებად მიზიდავენ როგორი სიმპათიურებიც არ უნდა იყვნენ. კიდევ გაქვთ კითხვა? -კი მე. როგორ მოგმართოთ? -სახელით. ზარი როგორც იქნა დაირეკა და მეც ავიღე ჩანთა და საკლასო ოთახი დავტოვე. მაშინვე ჩემს კლასში შევედი და ბავშვებს დავხედე კარგად ერთობოდნენ. მე ჩემი ადგილი დავიკავე და ბავშვებს შორიდან ვუყურებდი. მალე ტელეფონმა დარეკა ლადო იყო. -გისმენ ლადო. -როგორ ხარ? -მშვენივრად. შენ? -რავიცი კარგად ვარ. მისმინე დღეს საქმე მაქვს და იცოდე უნდა შევხვდეთ. -კარგი სად მოვიდე? -მე ამოვალ შენთან. საუკეთესოდ დაცული სახლი გაქვს და მანდ ვისაუბროთ. -კარგი და ხომ მშვიდობაა? -კი მშვიდობაა. გაკვეთილები მალე დამთავრდა სახლში მივედი და ლადოც მომყვა ფეხებში. ახალი დავალების დოსიე გადმომცა და გაუქცა საქმეზე. მე ამ დოსიის კითხვა დავიწყე და გამოვშტერდი... როგორც იქნა დავბრუნდი ახალი ისტორიით. საკმაოდ დიდი ხნით გადავკიარგე და აი მოვედი. იმედია მოგეწონებათ. გამიზიარეთ შთაბეჭდილება აუცილებლად..მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.