შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგო'მისეულად (1)


19-07-2017, 11:34
ავტორი tatalia
ნანახია 291

შემოდგო'მისეულად (1)

- ყვითელი, წითელი და გაცრეცილი მწვანე ფოთლები ერთმანეთს ენაცვლება და საოცრად ლამაზ
ჰარმონიას ქმნის.
საოცარი გრძნობა მეფლება მათი ყურებისას და უჩვეულოდ მეღიმება, უმეტესობას გაზაფხული
უყვარს მე კი წელიწადის რჩეულ დროდ შემოდგომად დავასახელებდი. დროს როცა ნამდვილად
შეგიძლაი იგრძნო ბუნების ყველა ძალა, დროს როდესაც ახალგაზრდები ველოსიპედით ნაირნაირ
ფოთლებში სეირნობენ, ბავშვები ეზოში ძაღლს ასეირნებენ და თან სკოლის დაწყებაზე წუწუნებენ,
დროს როცა უკვე გიწევს თბილად ჩაცმა და ფუმფულა გრძელი ჯაკეტების მოცმა.
მე შემოდგომას საუკეთესო დროდ ვასახელებ და იანვარს კი არა სექტემბერს მივიჩნევ წლის
დასაწყისად და აი დღეს მეც ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ახალ ეტაპზე გადავედი და უნივერსიტეტის
გზაზე მიმავალი ფანჯარაში შემოდგომის ფოთლებს ვითვლი, ვუყურებ თუ როგორ ენაცვლება
ერთმანეთს შუქნიშნის ფერები და მათაც კი შემოდგომასთან ვაიგივებ, ფიქრებიდან მობილურის ხმას
გამოვყავარ, გაბადრული ვპასუხობ ტელეფონს.
- ნატალი?
- მოგწონს პატარა?
ჩემი დაქალის ახალგაღვიძებული ხმა ჩამესმის ყურში და მეღიმება, რომ მიუხედავად მისი
ძილისმოყვარულობიდა დღეს ადრიანად გაიღვიძა ჩემთვის
- ჯერ არ მივსულვარ ნა
ვპასუხობ მე
- 9 საათზე უნივერსიტეტი ღმერთო რა საშინელებაა, მე 26 ში მეწყება და თან სკოლასავით 9 ზე არა.
კიდევ ერთხელ აღნიშნა ჯავახიშვილის პლიუსები და ამაზე გამეღიმა, ვაპირებდი ირონია არ დამეშურებინა, თუმცა ვერ მოვასწარი, ჩემს წინ რამოდენიმე სკამის გამოტოვებით შევნიშნე სანდომიანი გოგონა, გრძელი ქერა თმით, მიღიმოდა და ხელით მანიშნებდა მასთან გადასვლას.
- ნა დაგირეკავ
ვუთხარი ნატალის და მასთან გადავჯექი, მუქი შავი თვალები უციმციმებდა და ტუჩები საყვარლად დაებუშტა, თუმცა ხელოვნურად.
- ლიკუნა სურმავა
ხელი გამომიწოდა გოგონამ მეც არ დავაყოვნე
- ნინა ჩარკვიანი
- თავართქილაძე მოგეწონება
გამიღიმა გოგონამ, მე კი ნამდვილად გამიკვირდა
- საიდან მიხვდი?
- სახეზე გეტყობა პირველ კურსელობა
მეც გამეცინა
- ასე აშკარაა?
- ნუ დარდობ თავიდან ყველა ასეა, მე 2 კურსელი ვარ ტურიზმზე ვსწავლობ თავად?
კვლავ სახეგაბადრულმა მკითხა
- ჟურნალისტიკა
- დღეს ლექციები არ იქნება
- მართლა ?ნეტავ რისთვის მოვედი
ჩავიბუზღუნე მე
- ჯერ არ მოსულხარ უკვე წასვლა გინდა?
ორივემ სიცილი დავიწყეთ
კიდევ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და ვაგზლის მეტრომდეც მივახწიეთ, საიდანაც გურამ
თავართქილაძის ავტობუსები გადიოდა, ლიკუნა კარგი გოგო ჩანდა, ჩემზე ბევრად დაბალი იყო, თუმცა ქუსლებით როგორღაც ამას ფარავდა, ავტობუსში ასულებმა ადგილი დავიკავეთ და საუბარი გავაგრძელეთ, რამდენიმე ჩემი ჯგუფელი აღმოვაჩინე, ასევე გამაცნო უფროს კურსელებიც,
ვსაუბრობდით და ვიცინოდით, ზოგიერთი წუწუნებდა ფეხზე დგომის გამო, ზოგიერთი ძღოლს უყვიროდა წავიდეთო, განუკითხავობა იდგა ავტობუსში, თუმცა წამით ყველა ერთად დადუმდა,
გამიკვირდა ასე ყველა, როგორ გაჩუმდა, ჯერ ყველას სუნთქვა შეკვრულ სახეებს შევხედე შემდეგ სახეგაბადრულ, თვალებ აციმციმებულ ლიკუნას, რომელიც რაღაცას მისჩერებოდა, თვალი ყველას მზერას გავაყოლე თუმცა მხოლოდ 4 ბიჭი დავლანდე ავტობუსში ამოიოდნენ და თან ვიღაცას ეძახდნენ.
- მალე თორე დაგტოვეთ.
ძალიან მაღალი, შავგვრემანი ყვიროდა და იცინოდა ყველა, ახლად ამოსულ პიროვნებას ყველა ერთხმად მიესალმა ისე თითქოს ვინმე საზოგადო მოღვაზე ყოფილიყო, ვერ ვხედავდი. ჩემგან ზურგით იდგა მოკლე თმა ჰონდა, უკან აპარსული, ყურთან ტატუ დავლანდე, კისრიდანც მოუჩანდა, ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული,
შემობრუნდა და საკმაოდ სიმპათიური ახალგარად შემრჩა ხელთ კუპრივით შავი თმა და ცასავით ცისფერი თვალები უელავდა, წინ წამოზრდილი თმა ჰქონდა, თუმცა გოგოსაც გავდა, ნამდვილად ვერ გამეგო ბიჭი იყო თუ გოგო. გოგოსავით ლამაზი ტუჩები და სახის ნაკვთები ჰქონდა, მკაცრი მზერა და
გამოკვეთილი ყბები, თუმცა მაინც ეტყობოდა ლამაზი იერი. მოვინუსხე, გაშტერებული ვუყურებდი
მის თითოეულ მოძრაობას და უსირცხვილოდ მივშტერებოდი, თიქოს ჩემს ბედზე ლიკუნამაც არ დაყოვანა და დაუძახა
- სანი
ლიკუნას გამოხედა და ახლა შესამჩნევად დავინახე მისი ღიმილი, რომელმაც უცნაური ემოცია აღმიძრა და მიმიზიდა, ჩვენსკენ დაიწყო წამოსვლა და ხალხის გაწევა, ვცდილობდი მის ტანს დავკვირვებოდი იქნებ მკერდი დამენახა როგორმე, თუმცა შავ სმოკინგსა და თეთრ პერანგში ეს შეუძლებელი იყო. ღიმილით გადმოლახა ბარიერი და ლიკუნას გაუღიმა, მანაც არ დააყოვნა და ფეხზე
წამოიჭრა და ჩაეხუტა.
- სად დაიკარგე?
ლიკუნა ნამდვილად ეფლირტავებოდა
- აქ არ ვიყავი
მოკლედ მიუგო მან ლიკუნა ადგილზე დაჯდა ხოლო ის ადგილების სიმცირის გამო თავზე გვედგა, შემდეგ მე გადმომხედა, ახლა თვალი თვალში გავუყარე და ნამდვილად დამეტყო ლოყებზე სიწითლდე, თუმცა თვალის არიდებას არ ვაპირებდი, გაეღიმა და საოცრად ბოხი, მამაკაცური ხმით თქვა.
- ახალი?
სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი ლიკუნამ დამასწრო და მოკლედ მოუჭრა
- ხო ახალი, კიდევ უკრავ სან ?
თან თვალებს უჟუჟუნებდა, მას კი ისე რომ ჩემთვის მზერა არ მოუცილებია მოკლედ მიუგო
- ხო
შემდეგ მე მომმართა და ხელი გამომიწოდა
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჯოჯოხეთში
მომეჩვენა, რომ ჯოჯოხეთი ორზაროვნად იგულსიხმა, თუმცა ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია, როგორც კი თლილი, გრძელი თითები და ხელებზე ფერადი ტატუები შევამჩნიე. თითებიდან ეწყებოდა და ზევით ადიოდა, თუმცა ტანისამოსი არ მაძლევდა უფლებას ბოლომდე დამენახა
- ნინა
მეც შევაგებე ჩემი ხელი, რომელის შეხებაც შეკრთა და მზრუნველად მკითხა
- გცივა?
- არა სულ ასე მაქვს
პიჯაკი სასწრაფოდ გაიხადა და ისე, რომ არც უკითხავს მომაფარა, ვიგრძენი
ყველას მწველი მზერა და ლოყები ამეწვა, თავი ოდნავ შესამჩნევად დავუკარი და ფანჯარაში გახედვით ვუშველე თავს, არც ლიკუნას მზერა გამომპარვია, რომელიც ხან მე მიყურებდა ხან
მას.
საუბარი ისევ ლიკუნამ წამოიწყო
- დღეს დაუკრავ?
- ალბათ
მოკლედ პასუხობდა ის
- ვგიჟდბეი შენს სიმღერებზე
არ ეშვებოდა ლიკა, თუმცა მე მათკენ არ ვიხედებოდი, ვცდილობდი ათასი ჩემსკენ მომართული
თვალი არ შემემჩნია. თმაზე ხელის შეხება ვიგრძენი და სასიამოვნოდ გამცრა ტანში, მისი ბოხი ბარიტონით მომმართა
- სტაფილოსფერო
- რა?
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა სტაფილოსფერში
- სტაფილოსფერი მოგიხდება
მომნუსხველად გამიღიმა და ჩემს გრძელ, ყავისფერ თმას ხელი ჩამოაყოლა და ღმერთს
მადლობას ვწირავდი, პიჯაკი ტანზე დაყრილ ტაოს, რომ მიფარავდა, თვალები ძალაუნებურად დამეხუჭა და გავირინდე. ხელი მალევე გამიშვა, მისკენ არ მიმიხედავს, ავტობუსში სასტიკი სიჩუმე
იყო და ნამდვილად ვიცოდი ჩემი თმის თუ არა კურნოზა ცხირთან გაჩენილი ჭორფლების ფერი მაინც ვიყავი, ცისფერ თვალებს ფანჯარაში უაზროდ ვაცეცებდი და მინდოდა რაც შეიძლება მალე
გაჩერებულიყო ავტობუსი, სიჩუმე მისმა კითხვამ დაარღვია ხმამაღლა გვკითხა მე და ლიკას
- მოწევთ?
თან მისი თხელი, გრძელი თითებით სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ჯიბიდან და საოცრად ნაზად ამოიღო ერთ-ერთი სიგარა.
თავი შეუმჩნევლად გავუქნია, ლიკამ კი ხმამაღლა განაცხადა
- ყველა შენნაირი პრივილეგიებით როდი სარგებლობს
თან გადაიკისკისა, მართლაც მან ავტობუსშივე მოუკიდა სიგარას და მეც თვალი მისი ტუჩებისკენ გამექცა, ნამდვილად შეამჩნია და ქვევიდან ამომხედა თან ტუჩის კუთხე ჩატეხა, შემრცხვა. თავი ისევ ფანჯარაში გახედვით გადავირჩინე, ავტობუსის მძღოლმა როგორც კი ანთებული სიგარეტი შენიშნა
თითი დაუქნია და ხმამაღლა გამოსძახა უკან
- შენ არ იცვლები
- რა შემცვლიდა
მანაც სიცილით მიუგო, ლიკუნა რაღაცეებს კიდევ ეკითხებოდა, თუმცა მე მათკენ აღარ გამიხედავს, ცოტახანში ისიც მოეშვა ლიკას და ბიჭებთან ერთად უკან გადაინაცვლა. ისინი ბოლო ხმაზე იცინოდნენ ის კი იღიმოდა და ირგვლიმ მყოფთ ყველას გვნუსხავდა. ვეცადე თვალი ამეიდებინა, ამიტომ ჩემს ჯგუფელს დავუწყე საუბარი, თუმცა რამოდენიმე წუთში ლიკამ ყურში ჩამჩხავლა
- მოვედით
თან უკმაყოფილოდ გადმოხედა ჩემს პიჯაკს, უფრო სწორედ მის პიჯაკს
და ახლაღა გამახსენდა, რომ არ დამიბრუნებია. თვალებით მისი ძებნა დავიწყე, თუმცა უშედეგოდ ვერსად ვიპოვე და მეც სხვა ბავშვებთან ერთად უნივერსიტეტის ეზოში შევედი, რატომღაც არ მომრიდებია კითხვა ლიკა გავაჩერე და ვკითხე
- გოგოა?
- გააჩნია რითი.
უკმეხად მომიგდო პასუხი და გამეცალა, გოგო რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კარგ ადამიანად მეჩვენებოდა ახლა მომინდა გამეგლიჯა. ორმა გოგონამ ხელმკლავი გამომიდო და გამიცინა
- აბა მზად ხარ ჯგუფელო?
მეც სიცილით შევყევი მათ და ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი სხვა ბავშვების დანახვისას, რომელთან მაღალქუსლიანები და ლამაზი თუმცა მოუხერხებელი კაბები ეცვათ, მე კი შავი ნაჭრის კომბინიზონი და ხო მისი პიჟაკი... არვიცი რომელი უფრო
სასაცილოდ გამოვიყურებოდით იმ წამს მე თუ ისინი,უნივერსიტეტი დავათვალიერე და თან
თვალებით მას ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ.
- ნინა?
დამიძახა ჩემმა ჯგუფელმა - თურმე დღეს ლექციები არ არის, მხოლდ რაღაც კონცერტია.არგინდა წავიდეთ სახლში?
ეს გოგო უკვე მომწონს, გამეღიმა
- კარგი წავიდეთ
- მოიცათ რაა რა გინდათ სახლში ახლა არ მოვედით?ცოტახანს დავესწროთ ცონცერტს და მერე მეც წამოვალ
აწუწუნდა ჩემი მეორე ჯგუფელი, დაგვიყოლია და საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის ეზოში
გამართულ კონცერტს ვადევნებდით თვალს, თუმცა მალევე მომბეზრდა
- გოგონებო მე წავალ და ხვალამდე
დავემშვიდობე მათ და ლიკუნას ძებნა დავიწყე, ჯაკეტს მას დავუტოვებ თქო ვიფიქრე, საკრავებთან ახლოს სცენისკენ შევამჩნიე და მეც იქით ავიღე გეზი, ბედია თქო ერთხელ უკვე ვახსენე და ახლაც ჩემს ბედად მისი საოცრად ბოხი ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას,თეთრი პერანგი გაეხადა და მოკლე
სპორტული ზედა ჩაეცვა, ახლა ნათლად ვხედავდი მთლიან ხელებზე ტატუებს, თხელი თითებით ეხებოდა გიტარას თითქოს რაიმე უსულო საგანს კი არა ადამიანს ეფერებაო, მთელი გრძნობით მღეროდა და თვალები დაეხუჭა, სურდა ის რასაც თავად გრძნობდა ჩვენამდეც მოეტანა ამას მისი
აკანკალებული ნიკაპით ვგრძნობდი და წამში მეც გადამავიწყდა სახლში წასვლა. ერთ ადგილას მივეყინე და ყურება დავუწყე, წამში თვალები გაახილა და ამდენ ხალხში მაინცდამაინც ჩვენი თვალები შეხვდა ერთმანეთს, მეც ურცხვად ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ იჭრებოდა ჩემში ეს ადამიანი, სასწრაფოდ მივირბინე ლიკასთან ისე რომ არაფერი მითქვამს პიჯაკი მივეცი და გამოვიქეცი, წამით შევყოვნდი მობილურს ვუპასუხე.
- დედუუ მოგწონს?
- ჯერ პირველი დღეა დეე
გამეცინა
- ბიჭები უკვე გაიცანი?
არ მეშვებოდა დედაჩემი რაზეც ხმამაღლა გამეცინა
- თამუუუ კარგი რა დედა ხარ ეხლა შეენ?სწავლისკენ მიბიძგე შვილს
ვიცინოდით ორივე, დავასრულე საუბარი და ავტობუსებისკენ წავედი თუმცა დაკეტილი დამხვდა,
ალბათ სხვა ბავშვებსაც ელოდებიან, მხოლოდ მე ვინ წამიყვანს, მოვიბუზე სიცივისგან და ახლა მარშუტკების თვალიერება დავიწყე, თუმცა ვერსად ვერაფერი დავინახე, გადავწყვიტე ფეხით გამევლო ის მშვენიერი წელიწადის დრო მერომ ასე ძალიან მიყვარს, თუმცა მოსაცმელი რომ უკვე
საჭიროა.
ყურსასმენები ამოვიღე და ფეხით ჩავუყევი გზას, ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, თუმცა
არ გამომდიოდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა მხარზე შეხება ვიგრძენი, გამაცია ოღონდ
ამინდის გამო არა ამჯერად მიზეზე ის იყო, ნელა შემოვბრუნდი და მის უძირო თვალებს წავაწყდი.
ნამიანი, რომ ჰქონდა და გაბრაზებულ სახეს ყბები მეტად დაეჭიმა და ისედაც გამოკვეთილი ძვლები მეტად ეტყობოდა, ახლა სასწაულად მომინდა მეკოცნა არც ყელში და არც ლოყაზე აი მად სადღაც ყბის
ძვალზე, თუმცა ჩემი ფიქრები მალევე გავფანტე და მტკიცე ომახიანი ხმით ვკითხე.
- მოხდა რამე ?
- პიჯაკი ლიკას ვათხოვე?
- არა
ხმა ახლა მართლა ჩამიწყდა
- აბა ლიკას რატომ მიეცი.
- ვერ გნახე
- დამლოდებოდი
სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდებოდა და სახის თითოეული ნაკვთი ეჭიმებოდა, ვერ მივხვდი რაზე ბრაზობდა.
- მადლობ რომ მათხოვე
ვეცადე სხვა რამეზე გადამეტანა საუბარი, ტუჩის კუთხე ჩატეხა მიმიხვდა ხრიკს და სიმღერისგან ჩახლეწილი ხმით მითხრა
- სხვადროს როდესაც რამეს გათხოვებ, დამელოდე უკან მე თვითონვე გამოგართმევ ან არ გამოგართმევ.
- კარგი
უცბად დავთანხმდი ისე, რომ არც დავკვირვებივარ რა მითხრა, ახლაღა გავიაზრე ანუ კიდევ აპირებდა რაიმეს თხოვნას? სანამ რამეს ვკითხავდი მანამდე პიჯაკი ისევ მომაფარა და ვიღაცას დაუძახა
- გიუშ დაბლა მიდიხარ?
- არა ძმა მარა შენთვის ჩავალ
მანქანიდან თავი გამოყო ბიჭმა, ძმას რატომ ეძახიან როცა გოგოა თუ არც არის გოგო ვერაფერი გამეგო, არაული ვუყურებდი სიტვაციას.
ხელით ანიშნა მოდიო და ბიჭიც წამებში ჩვენთან გაჩნდა, შემდეგ რაღაც უჩურჩულა და ახალგაზრდამ მითხრა
- დაჯექი ნინა
- კი მაგრამ ..
- მიდი მიდი
აღარ მაცადა და ხელით მსუბუქად მიბიძგა მანქანისკენ, მინდოდა მადლლობა მეთვქა მისთვის, თუმცა ის ადგილზე აღარ იყო
- სად ცხოვრობ?
- საბურთალზოე
მივუგე მას - ხოდა წავედით საბურთალოზე
ღვედი გაიკეთა და გამიღიმა
- არა არა ისიც საკმარისია, რომ მეტრომდე მიგყავარ მართლა
უხერხულად ვიგრძენი თავი, თუმცა გურწფელი ღიმილით გამიღიმა
- გიორგი მქვია, სანის მეგობარი ვარ ანუ შენიც ნუ დარდობ არ ვწუხდები, სანის უნდა მიგიყვანო
ხმა აღარ ამომიღია, ყვითელ ფოთლებს გავხედე და გავიტრუნე, მობილური ამოვაცურე ჯიბიდან და ნატალის ორი სიტყვა მივწერე მხოლოდ.
- შარში ვარ!




და აი მე ისევ აქ ვარ, შემოდგომის შვილებით, რომლის დასრულებასაც ვაპირებ.
ბევრ რამეს შევცვლი და კიდევ უფრო საინტერესოს გავხდი.
მომენატრეთ და მაპატიეთскачать dle 11.3




№1 სტუმარი l,m not sick

სათაური არ მომეწონა.
მაგრამ მაინც შემოვედი და წაკითხვა გადავწყვიტე,თუმცა დიდად ვერ მოვიხიბლე,
გრამატიკული შეცდომები გაქვს,
თუ გამოასწორებ კარგს იზამ,
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent