შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული (1თავი)


19-07-2017, 13:57
ავტორი eleneegelovani
ნანახია 1 817

-მართლა ჩამოდის?
-იმ თავის გოგოს იქ ტოვებს?
-ღადაობ? მარტო ეგ?
-დავიჯერო დაშორდნენ?
-შანსი არაა
-როგორ ტოო ყველას უკვირს
➖➖➖➖➖➖➖➖
მარიამ გელოვანი
18 წლის
...
...
ხვდებით ხომ, რა უზადოდ გონებამახვილური არსება ვარ, როცა საკუთარ თავზე საუბრისას სახელის, გვარისა და ასაკის მეტი არაფერი მახსენდება..:)
არა, როგორ არ მახსენდება, უბრალოდ ცოტა რთულია საკუთარი თავის სხვებისთვის გაცნობა
ნუ კარგით, დავიწყოთ ასე ბანალურად:
ვცხოვრობ თბილისში, უფრო კონკრეტულად ფალიაშვილზე
დავამთავრე N53 საჯარო სკოლა
ახლა კი ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ვარ I კურსზე
მყავს ორი ძმა(ტყუპები) და ერთი და
დედა - თამარ მოდებაძე
დიზაინერი
მამა - ზურაბ გელოვანი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ბავშვობიდან მეგობრულ და ოჯახურ გარემოში ვიზრდებოდი
შორიდან ყველა ისე მიყურებდა, როგორც ფულიან და გათამამებულ გოგოს, თუმცა ეს ასე არასდროს ყოფილა
ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მთავარი ყოველთვის ადამიანობა იყო, შემდეგ კი ყველა დანარჩენი.
დაწყებითი კლასებიდან დღემდე ერთი სამეგობრო წრე მყავს, რომელთან ერთად დროის გატარებასაც არაფერი მირჩევნია
ისეთი დეგენერატები არიან(კარგი გაგებით), ისეთი გიჟები, ისეთი ცანცარები..თუმცა ყველაფერს თანდათან შეიტყობთ:)
➖➖➖➖➖➖➖➖
17 დეკემბერი
გიგა მიქაძის დაბადების დღე
მე და გიგა ბავშვობიდან ძალიან ახლოს ვართ
მე8 კლასიდან მე12 მდე დედამისთან ვემზადებოდი მათემატიკაში
ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ, ამიტომ დედამისსაც და მის ოჯახსაც მალევე ძალიან შევუყვარდი, შემდეგ კი ჩემს ოჯახთანაც დაახლოვდნენ.
საოცრად ყურადღებიანი, მზრუნველი და თბილი ბიჭია გიგა და დღემდე ძმასავით მიყვარს.
23:23
წყნეთში ვიყავით, გიგას ახლადაშენებულ ძაალიან დიდ და გემოვნებიანად გარემონტებულ სახლში.
რათქმაუნდა ყველა გულისრევამდე მთვრალი იყო, ჩემ გარდა
მარტო 2 ჭიქა მქონდა დალეული, ისიც ძალით და კიდევ კარგი რომ არ მომეკიდა(ს ა ო ც ა რ ი სიმთვრალე მაქვს და მაგიტომ).
ცოტა ხნით პუფზე ჩამოვჯექი და დედაჩემს ვპასუხობდი მოწერილ მესიჯზე, როცა ჩემს გვერდზე ჩემი დაქალი ნიტა რასაც ქვია დაეხეთქა
-მარიიიშ წამოდი რააააა იცეეკვეე. - გაწელილი და უუხმამაღლესი საუბრით მომიახლოვდა და რომ მიხვდა რა გათხლეშილი მთვრალის ლაპარაკი ჰქონდა, სიცილი ატეხა - აუ არა ესეთი მთვრალი არვარ შენთავს ვფიცავარრ, მარა წამორაააა
-წამოვალ მაცადე, მივწერო დედაჩემს
-რა მოგწერააა? - მკითხა და ჩემ მობილურში ჩაძვრა
-ვაიმე რა მთვრალი ხარ, წამოდი წამოდი - წავყევი და ცოტა ხნით ვიცეკვე, გიგას ბიძაშვილ ელენესთან საერთო ენაც გამოვნახე, რადგან ჩემნაირი ოდნავ ფხიზელი მხოლოდ ის იყო. მერე თავატკიებულმა გიგას სპორტული ჟაკეტი შემოვიცვი და აივანზე გავედი.
აივანი საკმაოდ დიდი იყო და ბევრი პუფი ელაგა, ზედ პლედებით.
პლედი ავიღე და დავჯექი.
ასე განმარტოებულად ჯდომის გამო არ გეგონოთ რომ ან ვერ ვერთობოდი, აქ ყოფნა არ მინდოდა ან რამე მსგავსი, უბრალოდ დეკემბრის ბოლოს, ღამე 2 გრადუსში აივანზე ვერავინ ვერ გავიყოლე და რადგან თავი ძალიან მტკიოდა ცოტა ხნით მარტო გავედი.
ძალიან ლამაზი ხედი იყო, ცოტა ხანი ვუყურე და მერე მობილური ამოვიღე რომ რამე მეკეთებინა.
ცოტა ხნის მერე სახლიდან ხმაური გავიგე და ვცდილობდი რამე გამეგო, თუმცა უშედეგოდ.
ცოტა ხანში ბიჭები აივანზე გამოვიდნენ(ჩემგან განსხვავებით მხოლოდ მოსაწევად) მაგრამ ლაპარაკიდან მივხვდი რომ ვიღაც სხვაც ახლდათ.
-როდის ჩამოხვედი ბიჭო? (გიგა)
-ერთი საათის წინ ზუსტად
-აუ აი შენ ჩამოსვლაზე მეტად მართლა არაფერი არ გამახარებდა ეხლა რაა - გულწრფელი სიხარული ეტყობოდა ხმაში გიგას, მე კიდევ მაინც ვერ ვხვდებოდი ვინ იყო საიდან ჩამოვიდა და რატომ უხაროდათ ბიჭებს მისი ჩამოსვლა. შემეძლო ეს ყველაფერი გამეგო, მაგრამ აივნის ბოლოში ვიჯექი, მითუმეტეს ზურგით და ჯერ-ჯერობით ვერავინ შემამჩნია, ასე რომ არც მინდოდა ვინმეს შევემჩნიე.
-როგორ მოგვენატრე ყველას ტოო (სანდრო)
-ბიჭო რამდენი ხნით ხარ? (თორნიკე)
-სულ - ამ პასუხს ცოტა ხნით ყველასგან დუმილი მოჰყვა, თუმცა შემდეგ მაინც სანდრომ ამოიღო ხმა.
-წამო ბიჭო დავლიოთ(სანდრო)
-არა რა დავლიოთ, ნამგზავრი ვარ და მაგარი ცუდად ვარ დღეს ვერ დავლევ რა ბიჭებო ბოდიშით
-კაი დაიკიდე შენ იყავი კარგად - სიცილით უთხრა გიგამ
-კაი მიდით და შემოვალ მე ცოტა ხანში
ბიჭები გავიდნენ და მხოლოდ ის ვიღაც ჩამოსული დარჩა აივანზე. მემგონი ჰაერზე თანდათან უფრო მეკიდებოდა სასმელი და ეს ძალიან მაშინებდა. ან შეიძლება ამ ვიღაცის საიდანღაც ჩამოსვლით ვიყავი დაინტერესებული და ავფორიაქდი. უიმე არა რამ ამაფორიაქა. სისულელეა. ჩემი თავის დამშვიდებას ვცდილობდი და ამასობაში შიგნით შესვლა გადავწყვიტე. ავდექი, პლედი იქვე დავდე და კარისკენ წავედი, რომლისგანაც საკმაოდ შორს ვიყავი. ჩამოსული ზურგით იდგა,აივნის მოაჯირს ეყრდნობოდა და როგორც დავინახე, ეწეოდა. იმ რამდენიმე წამში რაც შევათვალიერე დავასკვენი რომ საააოცრად კარგი ტანი ჰქონდა. რატომ არ ვიცი, თუმცა ალბათ ნაბიჯების ხმის გაგების გამო ჩემკენ გამოიხედა და..ის იყო. არა..არ მეშლებოდა, ნამდვილად ის იყო.



№1 სტუმარი Anna

ჩემი აზრით მშვენიერი დასაწყისია..ძალიან მომეწონა საინტერესოა.. heart_eyes
აბა მოუთმენლად ველოდები მეორე თავს...წარმატებები smile

 


№2 სტუმარი Guest ელენე

Anna
ჩემი აზრით მშვენიერი დასაწყისია..ძალიან მომეწონა საინტერესოა.. heart_eyes
აბა მოუთმენლად ველოდები მეორე თავს...წარმატებები smile


მადლობა

 


№3  offline წევრი Imagination

ცუდს არ არის უფრო მეტად კარგი რომ გახდეს ბევრი უნდა წერო და გამოცდილება შეიძინო,გრამატიკული შეცდომებიც გაქვს და თუ გამოასწორებ კარგი იქნება <3

 


№4  offline წევრი eleneegelovani

Imagination
ცუდს არ არის უფრო მეტად კარგი რომ გახდეს ბევრი უნდა წერო და გამოცდილება შეიძინო,გრამატიკული შეცდომებიც გაქვს და თუ გამოასწორებ კარგი იქნება <3


ვფიქრობ რომ ჩემი ასაკისთვის რაც არ უნდა ბევრი ვწერო გრამატიკული შეცდომები ჯერ მაინც ბევრი მექნება. მადლობა შეფასებისთვის <3

 


ვაიმეეე კარგი იყო მარა ინტრიგანი ხარ expressionless joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent