შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაადრევი ქორწინება (ნამდვილი ამბავი)


19-07-2017, 23:11
ავტორი Nanaga
ნანახია 4 730

ჩემი დიდი ბებია ალექსანდრა 12 წლის გაათხოვეს.
გაათხოვეს და გააყოლეს 27 წლით უფროს ბაბუაჩემს. ამაზე რომ ვფიქრობ, ბებიაჩემი ჩემიანი მგონია და ბაბუა ვიღაც სხვა, უცხო კაცი. ბებია- მსხვერპლი, ბაბუაჩემი კი- დამნაშავე. არადა, მაშინ ასე იყო… ასე ცხოვრობდნენ.
როცა პირველად სახლში მიიყვანეს, ბუხართან 8 წლის გოგონა დახვდა, თამაშობდა. ალექსანდრამ, რომელსაც უკვე „გათხოვილი ქალი“ ერქვა, ტანზე არც გაუხდია, ისე გახსნა მზითვის ჩემოდანი, ნაჭრის, ბამბით გამოტენილი, ფერადი “ლოსკუტებით” დაკერებული თოჯინა ამოიღო და პატარა გოგოს თამაშში შეურთდა.
ბაბუაჩემი იქვე ჩამომჯდარა, თვალს არ აშორებდა. დიდ ხანს ხმას არ იღებდა. ვინ იცის, იქნებ ისიც იფიქრა, შვილის ტოლი გოგო რამ მომაყვანინაო, მაგრამ მაშინ ასე ხდებოდა და ისიც დაჰყვა.
ბავშვები დიდ ხანს თამაშობდნენ, არ დაუშალეს. ასე უფრო შეეგუება ახალ სახლს, უდედობასოო… არადა, ერთი დედინაცვალი იყო, მეორე კი- გერი. ერთი თორმეტი წლის იყო, მეორე კი- რვის.
ალექსანდრას იმ საღამოსვე აჩვენეს სახლი, კარი, ეზო, ჭურჭელი, რაც გააჩნდათ და რაც ჰქონდათ… რა, სად და როგორ უნდა ეკეთებინა. თუმცა ეს ყველაფერი ისედაც იცოდა, ერთს ვერ ხვდებოდა – რას ნიშნავდა ცოლ-ქმრული ცხოვრება..
ახლა რომ ცოცხალი იყოს, რამდენ რამეს ვკითხავდი… როგორ უთხრეს და აუხსნეს 12 წლის გოგონას, რას ნიშნავდა გათხოვება, დედისგან, მამისგან წასვლა, სხვა სახლში გადასვლა, ან როგორ აუხსნეს, რომ ღამით უცხო მამაკაცთან უნდა დარჩენილიყო, ან რას ნიშნავდა ცოლ-ქმრული ვალდებულებები….
რა იფიქრა ღამით, სათამაშო რომ დადო და დასაწოლად წაიყვანეს… როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ერთ დღესა და ერთ ღამეში. იცოდა, როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა უყვარდე… თუ ეს არც იყო აუცილებელი… ან ბაბუაჩემი რას ფიქრობდა შვილის ტოლი და სწორი რომ მოჰყავდა, დღისით უყურა, როგორ თამაშობდა და ღამით მასთან დაწვა…
მტერივით ვუყურებ ბაბუაჩემს. ამ დროს ერთი უწყინარი, წიგნიერი კაცი ყოფილა. გასაბჭოების შემდეგ არც ანაფორა გაიხადა და ვერც გაკრიჭეს. უყვარდათ და პატივს სცემდნენ თავისი წესიერების გამო. ადამიანები დასახმარებლად ხშირად აკითხავდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ.
პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ დაოჯახებას აღარ აპირებდა, ნათესავები შეუჩნდნენ: შენ ცოლი გინდა, ბავშვს კი- დედაო. ერთი წლის შემდეგ ალექსანდრა აჩვენეს. ბებიას ოჯახიც მალევე დათანხმებულა, სად ნახავდნენ წესიერ, ოჯახმოკიდებულ, წელში გამართულ და ჭკუასაკითხავ კაცს კიდევ. ალექსანდრას დედა რომ დაიჩივლებდა: ჯერ რა დროს გათხოვებაოო, მამა ჩუმად უბრუნებდა პასუხს: ქალი იმისაა, რომ გათხოვდესო. და გაათხოვეს კიდეც 12 წლის.
ბაბუაჩემს მხოლოდ ის უკითხავს, ჯანმრთელი ხომ არის, ავი არ იყოს და წერა-კითხვა იცოდესო. ალექსანდრა ყველა „პუნქტს“ აკმაყოფილებდა. მაღალი და შესახედი რომ იყო, ეგ თვითონაც ნახა.
სახლში რომ მიიყვანეს, უთხრეს: დღეიდან ეს შენი სახლია და ეს გოგონა შენი შვილიო… ალექსანდრასთვის ყველაზე მონათესავე სულიც ცინცაძეების ოჯახში ეს გოგონა იყო, მასზე სულ რაღაც 3 წლით პატარა. დედაც თამაშის დროს დაუძახა. ალბათ, დედაშვილობანას ან სახლობანას თამაშობდნენ.
ერთი წლის შემდეგ ალექსანდრას შვილი შეეძინა. მშობიარობა გაუჭირდა, დიდ ხანს ყოფილა სუსტად. ფეხზე რომ დამდგარა, პირველი მისი ჭრელი, ბამბით გამოტენილი თოჯინა მოუკითხავს. გურიაში ნესტი იცის, სისველე კარგად თუ არ გამოშრა და მზემ არ დახედა, ყველაფერი ობდება. ის თოჯინაც დაობებული უპოვია კარადაში. უტირია… ბავშვურად გულამოსკვნით… ვინ იცის, იქნება მიხვდა, რომ აქ ბავშვობა საბოლოოდ დამთავრდა.
მერე წამომდგარა და თოჯინა ბუხარში შეუგდია: მე ხომ მყავს თოჯინა, თან ნამდვილიო. აკვნიდან ბავშვი ამოიყვანა, გულში ჩაუკრავს… ახლა უკვე ცოცხალი თოჯინა ჰყავდა… ასე გაიზარდა პატარა გოგო ერთბაშად.
წლები გავიდა და ეს ამბავი, რომელსაც ბებიაჩემი მიყვებოდა, სულ სხვანაირად მესმის… გუშინ ჩემი შვილი 12 წლის გახდა და თუ შეიძლება მადლობელი ვიყო, მადლობელი ვარ ერთი იმის, რომ დედა ვარ და მეორე იმის, რომ 12 წლის ბავშვის გათხოვება დღეს უკვე დანაშაულია და ცხოვრების წესი აღარ არის. სადღაც, როგორღაც გავიზარდეთ და ის ტრადიციაც დავანგრიეთ, როცა ქალი მხოლოდ გასათხოვრად იბადება – ამით იწყებოდა და მთავრდებოდა მისი ცხოვრება.
ბავშვთა უფლებები ნაადრევი ქორწინება

ავტორი: მანანა მანჯგალაძე



№1 სტუმარი Dragons.

სასწაული...
ბაბუაშენი შენთვის შეიძლება ბაბუაა შენი.
მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი ადამიანია.
მაპატიე ამას ასე, რომ გეუბნები, მაგრამ მგონია შენც ასე ფიქრობ და როცა საჯაროდ წერ ამას, მაშინ ყველაფერს უნსა ელოდო ხალხისგან.
შენ წარმოიდგინე და მსგავსი რაღაცეები კიდევ არსებობს, ჩვენთანაც და ჩვენს გარეთაც.
დღემდე ასე ათხოვებენ საქართველოში დასახლებული თათრები შვილებს.
ასე სწირავენ ღრმა სოფელში დაბუდებული მამები ბავშვებს.
დღემდე...
და ვაი, რომ როგორია 12 წლის პატარა ბავშვისთვის ლოგინში ჩაუწვეს კაცს...
27 წლით უფროს კაცს...
ან მან, როგორ ვერ უნდა მოითმინოს წლები, სანამ ჩამოყალიბდებოდა გოგონა.
როგორ დაუნგრია ფსიქიკა.
გულისამრევია ყველაფერი ეს.
კარგი კაცი კი არა ჩემო მეგობარი არა'კაცია.
ნაადრევი ქორწინება სულ იყო და იქნება, მაგრამ ჩვენც ხო უჯიშო თათრები არ ვართ 10 წლის ბავშვები 27 წლი უფროს ხალხს მივათხოვოთ.
ვერ გავიგებ და არ მესმის...

 


№2  offline წევრი ლილიტიი

საშინელებაა..

 


№3  offline წევრი tatalia

რა გიკვირთ ხალხნო, პედოფილობა ყველა დროის ყველა ქვეყანაში არსებობს(და)
მაგრამ აი მშობლები ყველაზე უარესი ხალხი.
როგორ გაიმეტეს ესეთი პატარა!

 


№4 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№5  offline წევრი ნეპტუნიელი

არ მიკვირს. ჩემი დიდი ბებიაც 12 წლისა გაათხოვეს 30 წლის კაცზე. აქ არაფერ შუაშია პედოფილობა, უბრალოდ მაშინ ასე ხდებოდა. ბევრი ფაქტორი აიძულებდათ მათ ასე მოქცეულიყვნენ.

 


№6 სტუმარი Guest Annastasia

Ar gewyinot tu vinmesexeba es kmoentari.. es ra sashinelebaa ar yofila is kaci gana uari ver tqva davshvi rogor seirto colad.. es arnaxuli da gaugonari istoriaa, aseti xalxl unda isjebodnen da msoblebi unda chaqolon,es chemi azriaa..

 


№7  offline მოდერი Nanaga

ხო საქმეც მაგაშია, ადრე არ სჯიდნენ ამისთვის ხალხს..
პირიქით მშობლებიც ხელს უწყობდნენ..

 


№8 სტუმარი Guest kasi

ნეპტუნიელი
არ მიკვირს. ჩემი დიდი ბებიაც 12 წლისა გაათხოვეს 30 წლის კაცზე. აქ არაფერ შუაშია პედოფილობა, უბრალოდ მაშინ ასე ხდებოდა. ბევრი ფაქტორი აიძულებდათ მათ ასე მოქცეულიყვნენ.

kargi ra cxovrebis wesebs adamianebi adgenen da mosaxleoba irchevs mat vinc wesebs da chveulebebs udgens... ase rom cxovreba iyo aseti ki ara xalxshi iyo da aris brbbo romelic irchevs aset sadistobas... dedebi romlevic winaagmdegebi iyvnen shvilebis cxovrebis dangrevaze unda agdgomodnen win aset rames mitumetes rom matac igive ganvles da icodnen ramdenad saziano iyo es nebismieristvis!! aranairi da veranairi faqtori ver aidzulebs mshobels shvilis cxovrebis dangrevas(aseti gzit!) ubralod sadistebi iyvnen da "ekidat" shvilebis momavali!! ayalibebdnen bavshvidan, suleli bavshvidan gogoc rom ar iyo jer isetidan qals da ayolebdnen mamis tol kacebs!! pedofilobaa es kacebis mxrudan aba ra jandabaa!! shen kidev ambob rom idzulebulebi iyvneno. erti mizezi mainc mitxari rit iyvnen idzulebulebi da xmas agar vigeb...

 


№9  offline წევრი nestanuka13

ფაქტის საშინელებქზე არაფერს ვამბობ, იმან დამაინტერესა როგორი ოჯახი ჰქონდათ ბაბუა როგორ ექცეოდა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent