შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კროკუსი (ნაწილი პირველი)


21-07-2017, 22:20
ავტორი ადელაინი
ნანახია 2 132

უმიზეზოდ არაფერი ხდება!ყველაფერს თავისი მიზეზი და შედეგი აქვს,ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია ამ ქვეყნად.ყველაფერი ისე მოხდა როგორც ინდა მომხდარიყო,მე მჯერა ბედისწერის,მჯერა რომ რაც ხდება ან მომხდარა სწორედ ამ ჯაჭვის ნაწილია,ჭაჭვის რომელიც წრეს ქმნის,და არასდროს იცი როდის გადაიხლართება.ამ მიზეზით საკუთარი მამის გამართლება ნამდვილი აბსურდია,მაგრამ მისი წასვლაც ბედისწერას მივაწერე,და ობლად დარჩენილი მე და ჩემი პატარა ძმა ბედს დავმორჩილდით სხვა რა დაგვრჩენოდა? თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მაგრამ მერე შევეჩვიეთ,როგორები ვართ არა ადამიანები?არ არსებობს ისეთი ტკივილი,მწუხარება რისი გადატანაც არ შეგვიძლია.ის რომ ობლები ვიყავით ხელს არ გვიშლიდა ბებოსთან ერთად ბედნიერ ცხოვრებაში.მთავარი ხომ სიყვარულია.სადაც სიყვარულია იქ ბედნიერებაც თავისდაუნებურად იბუდებს.ხშირად შემქმნია პრობლემა ჩემი ბავშვური,მეამიტური ხასიათის გამო,რამდენჯერაც საკუთარ თავზე გავბრაზდები და არგუმენტად საყვარელ ფრაზას მოვიყვან "ოცდასამი წლის გოგომ ჭკუა ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე"ბებო ასევე თავის საყვარელ სიტყვებს შემომაგებებს ხოლმე :"არ აქვს მნიშვნელობა,ვინ როგორ გექცევა,ვინ რას გეუბნება ან აკეთებს.შენ სხვა ხარ,შენ მათ არ გავხარ,შენი სიძლიერე შენი სიკეთეა,შენი იარაღი შენივე დიდსულოვნება.ჩვენ რა არ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს,როცა თავად ქრისტემ ჯვარცმა გვაპატია.?!" და მეც ვმშვიდდები,მისი სიტყვები ჩემზე ანტიდეპრესანტივით მოქმედებს,სიამაყით ვივსები როცა ლამროსგან მსგავს სიტყვებს ვისმენ,რომ მე არ ვგავარ სხვას.ეს კარგია თუ ცუდი? მე მართლაც არ ვგავარ სხვას,მე შემიძლია უსასრულოდ ვაპატიო საყვარელ ადამიანს და არასდროს დავტოვო მარტო გაჭირვების ჟამს,სისულელეა არა? მაგრამ არა,როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება პრინციპები,ეგოიზმი და მისთანანი მეასე ხარისხოვანია ჩემთვის ამ შემთხვევაშიც ჩემი სურვილები გვერძე გადავდე,ვაპატიე საკუთარ ძმას ბანქოში წაგებული სოლიდური თანხა და დიდი სიბრაზის მიუხედავად მისი დახმარება გადავწყვიტე.

888
ფოიეში ნერვიულად ვცემდი ბოლთას,თითებს ერთმანეთში ვხლართავდიშიგადაშიგ კი მოკლე კაბასს ქვევით ვექაჩებოდი.ვერ ვიჯერებდი რომ ასე აეწყო ყველაფერი,სულ რამდენიმე თვეში დიპლომი უნდა ამეღო,მაგრამ ჩემი ძმის დაუდევრობის გამო მომიწია სწავლასთან ერთად მუშაობაც შემეთავსებინა,როგორც ჩანს ჩემი გეგმები საკუთარი პროფესიით მემუშავა რომელიღაც პრესტიჟულ რედაქციაში ისევე უცებ დამენგრა თავზე როგორც სამყარო ,მაშინ როცა გავიგე ჩემი ძმის სიყვარული აზარტული თამაშების მიმართ.
-თქვენ ალბათ ანინე ხართ არა?თაკომ გამოგგზავნათ არა?ისეთი დროული იყო თქვენი გამოჩენა,ძველი ასისტენტი გათხოვდა და...ბატონი აბრაამი გელოდათ,მაგრამ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ახლა გასულია,სულ დამავიწყდა მე ანა ვარ,ნუ ხარ დაძაბული-გოგონას მეგობრულმა ღიმილმა და გაუთავებელმა ლაპარაკმა სითამამე შემმატა
-სასიამოვნოა ანა.დამიჯერე ჩემთვისაც დროული იყო აქ მოხვედრა ისე მჭირდება ეს სამსახური ვერც კი წარმოიდგენ,შეგიძლია ამიხსნა რა მევალება?-გოგონა წინ მიმიძღოდა მე კი დასჯილი ბავშვივით მივყვებოდი,მადლობელი ვიყავი თაკოსი ისეთ დროს დამიდგა გვერდით,ეს უზარმაზარი შენობა ბატონი აბრაამის გახლდათ თაკოს ბიძაშვილის,გოგოსი რომელიც ჩემი კურსელი გახლდათ.მოდი და არ დაიჯერო ბედისწერის... ანამ მთლიანი შენობა დამათვალიერებინა,ბატონი აბრაამი არქიტექტორი აღმოჩნდა,სასაცილოა არა?სამუშაოდ მოვედი ადგილზე სადაც არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი,გარდა ჩემ მოვალეობისა,რაშიც ყავის მოდუღება და ზარებისთვის პასუხის გაცემა შედიოდა. ვფლიბდი სულ მცირე ინფორმაციას ჩემა უფროსზე თაკოდან ვიცოდი აბრაამი პერფექციონისტი იყო,კონტროლის და სიზუსტის მოყვარული.მკაცრი, პუნქტუალური და იგივეს მოითხოვდა მომსახურე პერსონალიდან. ვინაიდან საქმე არ მქონდა ჩემს მაგიდას მივუჯექი და ლოდინი დავიწყე,ცნობისმოყვარეობა მკლავდა,მაინტერესებდა მისი ვინაობა,ხმა,გარეგნობა,მართლა ისეთი მკაცრი იყო როგორც გავიგე თუ აჭარბებდა თაკო და ანა. ლოდინმა და უქმად ყოფნამ დამღალა,გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი რომ კომპანიაში უცებ აფუსფუსდა ყველა,ვერ მივხვდი მიზეზს მათი ასეთი აურზაურისა,ანას კითხვით სავსე მზერა მივაპყარი,რომელიც ფურცლებს ხელში აფრიალებდა
-ის მოდის-ცალყბად გამიღიმა გოგონამ
-ვინ?-გაოცება ვერ დავმალე ვერ ვხვდებოდი მიზეზს რამ ააფორიაქა ეს ხალხი
-ლუციფერი,სიმპათიური ლუციფერი.
*****
როგორც აღმოჩნდა ჩემი გიდი "სიმპათიურ ლუციფერში" ჩემს ახალ შეფს გულისხმობდა.მისი შემოსვლა იმდენად ეფექტური იყო აღფრთოვანება ძლივს დავმალე.მაღალი,შავგვრემანი ნამდვილად სიმპათიური აღმოჩნდა აბრაამი.ავად უელავდა შავი თვალები,ღვინისფერი ტუჩები,გაშლილი მხარ ბეჭი და შავი პიჯაკი განსაკუთრებულ იერს აძლევდა მისი სხეულის უზადო კონტურებს. ნანახით დაბნეულს ისე ჩამიარა გვერდით თითქოს არაფერიო,შემოდიო ხელით მანიშნა და კაბინეტში გაუჩინრდა


"აი კაცი" გავიფიქრე გონებაში და სწრაფად მივყევი უკან
-გისმენ- სავარძელში არხეინად მოკალათდა და გამომცდელი მზერა მომაპყრო,დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა,ან რის მოსმენას მოელოდა იგი ჩემგან,თითქოს ჩემი დაბნეულობის მიზეზს ჩაწვდაო და კითხვა გამიშიფრა
-მითხარი რატომ მაინცდამაინც შენ? რატომ უნდა აგიყვანოთ შენ და არა მაგალითად ის ათობით ადამიანიდან ერთ-ერთი ვინც ოცნებობს აქ მუშაობაზე?
-მეც ვოცნებობ!-გავაპროტესტე მისი შეკითხვა-მე ძალიან მჭირდება სამსახური-მომლოდინედ მივაჩერდი და თავი ოდნავ გვერდით გადავხარე,მეტი ეფექტიათვის ალბათ
-გასაგებია,წესი N1:8:59წთ-ზე აქ იქნები არანაირ დაგვიანება,თუ დააგვიანებ შეგიძლია აღარასდროს მოხვიდე N2:არანაირი არათემატური საუბრები სამუშაო საათებში და ბოლოს ყავა უშაქრო მიყვარს..მისმა ბოლო განცხადებამ ღიმილი მომგვარა. როგორი თავდაჯერებული და მრისხანე იყო,მისი თვალები საუბრისას ელავდნენ,არ შეიძლება ადამიანი ყველასთან მსგავსად ლუციფერისა იყოს,იქნება მის ცხოვრებაში, პატარა და,ძმა ან ვიღაც ვისთანაც იქნება ისეთი გულღია როგორიც თანამშრომლებს ნანახი არ ეყოლებათ.
-აი თურმე რატომ ეძახიან ლუციფერს!-ეს უკვე ფიქრების ხმამაღლა წაკითხვა იყო,გაკვირვებულმა მომაჩერდა მიმიხვდა შეცდომას,შემეშინდა მეგონა იფეთქებდა და ჯერ არ დაწყებულ სამსახურს დავკარგავდი, მაგრამ შევცდი,მშვიდი ტონით განმიცხადა ხმადაბლა იფიქრე ხოლმეო,მის შენიშვნაზე გამეღიმა,მაგრამ განწყობა წამში შემეცვალა მის ანთებულ თვალებს რომ წავაწყდი და კაბინეტიდან ფეხაკრებით გამოვედი."კაცი იდელურობა" ჩემი ფიქრებით გამხიარულებული ყავის მომზადებას შწვუდექი,ყავის უშაქროდ...

8 8 8
რა უსარგებლო რამაა სინანული და როგორ დროული ზოგჯერ.მიმძიმდა და თან მიხაროდა,ჩემი ძმის კათარზისი,ვუყურებდი თვალებში და ვხედავდი სასოწარკვეთას.უკვე მერამდენე დღე იყო ნორმალურად არ მენახა,სამსახურიდან დაბრუნებულს თავის ოთახში ჩაკეტილი მხვდებოდა.ფრთხილად შევაღე კარები,ნელა მივუახლოვდი საწოლს და მის წინ ჩავიმუხლე
-ნიკო,ვიცი არ გძინავს,ძალიან გთხოვ თავს ნუ მარიდებ,გეფიცები აღარ ვარ გაბრაზებული შენზე,მინდა შენი მოსმენა ვიცი მიზეზი გექნება,ასეც რომ არ იყოს არ მადარდებს,შეცდომებს ყველა ვუშვებთ,მე ვინ ვარ რომ განგსაჯო?შენ შეცდომა დაუშვი,მართალია მაგრამ არა უპატიებელი,შენი დახმარება მჭირდება მარტო ვერ გავუმკლავდები,ძალიან გთხოვ!-ზუსტად ვიცოდი ესმოდა ჩემი,არ ეძინა მაგრამ რეაგირებას არ ახდენდა ჩემს გულიდან წამოსულ თითოეულ სიტყვაზე,უშედეგო იყო ჩემი მცდელობა,დამებრუნებინა ძმა,გაუცხოებას ვგრძნობდი და ეს მკლავდა,სწრაფად ავდექი და კარებისკენ დავიძარი მისმა სიტყვებმა რომ ადგილზე გამაშეშა
-შენზე მზრუნველი, კეთილი,დიდსულოვანი და ტიტინა მეორე არ მეგულება ქვეყნად-მის სიტყებზე გამეღიმა,ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო
-იდიოტო-ყურებამდე გაღიმებული მივვარდი საყვარელ ძმას და ძლიერად ჩავეხუტე.

888
სწავლისა და სამსახურის შეთავსება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა,ლექციებს ფაქტობრივად ვერ ვესწრებოდი,ერთი თვე იყო გასული რაც მუშაობა დავიწყე და უნივერსიტეტში სულ ორჯერ მივედი.ისიც კი მომივიდა თავში მუშაობისთვის თავი დამენებებინა,მაგრამ წამიერად,ეს არ შეიძლებოდა,ეს ოჯახის ღალატი გამოდიოდა.ვალი გასტუმრებას ელოდა,ვალი რომელიც ბებიამ აიღო,ნიკოს დაუდევრობის გამო.
***
მაგრამ იყო რაღაც დადებითი,ანა,ლიკა და სხვა უამრავი აქ მომუშავე ადამიანი,რომლებიც ნამდვილ მეგობრებად იქცნენ,ვერასდროს ვხვდებოდი რატომ იყვნენ ჩემს გარშემო ამდენი ადამიანი,რით ვიმსახურებდი ამდენ სიყვარულს,მაგრამ ყველაფერი ბედისწერაა,მჯეროდა ამის. სამსახურში ყველაფერი კარგად მიდიოდა რომ არა ერთი პატარა ფაქტი:აბრაამი. სრულიად უემოციო კაცი,ჩვენი ერთიერთობა სულ რამოდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა,მაგრამ მიუხედავად მისი სიცივისა იყო მასში რაღაც,მომნუსხველი რაც ნებისმიერ ქალს გააგიჟებდა,ისე შემოაბიჯებდა შენობაში,თითქოს ამ სამყაროს ბატონ-პატრონი ყოფილიყო,შავ თვალებს ისე მომაჯადოებლად შემოანათებდა ირგვლიმ მყოფთ მთელს სხეულზე ვგრძნობდი ბუსუსებს მე კი მისი დანახვისას თითქმის ოცდამეათედ ვამბობდი "აი კაცი"
ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო,შესვენება კაფეში ვაპირებდი გასვლას ანა რომ დამადგა თავზე
-სად მიდიხარ ჩვენი კომპანიის მზეო?
-რა კარგ ხასიათზე ხარ რამე ხდება ?- გამომცდელად მივაჩერდი,თან საბუთების შეგროვებას შევუდექი
-არა არაფერი მშვენიერი ამინდია,ასეთ ამინდში სულ აჟიტირებული ვარ,რავქნა ჩემზე ამინდი მოქმედებს
-ოჰო,არამგონია მხოლოდ ამინდს ეხებოდეს საქმე
-ჩემო წითურო წამოდი ყავაზე და ნუ ტიტინებ ამდენს,ზუსტადაც რომ ამინდის ბრალია,შენსავით ვერ ვიქნებით ყველა სიცოცხლეზე შეყვარებული მუდამ

* * *

ამრაამი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისგან,მისი დინჯი გაწონასწორებული ხასიათი მუდამ გამოარჩევდა სხვებისგან,თითქმის არასდროს თამაშობდა,ეს ალბათ გადატანილი სტრესის ბრალი იყო,11 წლის იყო საკუთარ თვალით რომ ნახა თოკზე ჩამოკიდებული საკუთარი დედა.მძიმე გადასატანი აღმოჩნდა მისთვის ნანახი.ვერაფრით გაეგო რა იყო მიზეზი იმისა რამაც დედა ამ ზომამდე მიიყვანა,ერთი პერიოდი საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა,თვლიდა რომ მასაც მიუძღოდა ბრალი დედის სიკვდილში.ობლად დარჩენილს მამა არაფერს აკლებდა,ყოველთვის ქონდა ის რაც უნდოდა,მაგრამ არა დედა. ისიც გრძნობდა,ტკიოდა,განიცდიდა,მაგრამ სხვებისგან განსხვავებით არ შეეძლო ემოციების გამოხატვა.მძიმე ხასიათი ჰქონდა?!შეიძლება ასეც ითქვას,მაგრამ ეს მისი ტრაგიკული წარსულის გადმონაშთი იყო.

8 8 8

სამსახურში კი ისედაც მკაცრი კიდევ უფრო აჩენდა საკუთარ სახეს,არა მიზანმიმართულად,უბრალოდ სხვაგვარად არ შეეძლო კონტროლისა და წასრიგის მოყვარული სხვებისგანაც იგივეს მოელოდა. ანინე? ანინე იყო ის ერთადერთი რომელიც სძულდა და მოსწონდა ერთდროულად,იგი იმდენად განსხვავდებოდა მამაკაცისგან,სრულიად სხვა იყო,მისი მეამიტური ბავშვური გამოხედვა,დაუფარავი ემოციები,გოგონას ნათელი მწვანე თვალები რეაგირებდნენ ყველა ქმედებაზე,მასში შეეძლო ამოეკითხა განცვიფრება,კმაყოფილება,სიმპათია. დაუღალავი და შრომისმოყვარე იყო ანინე,ეს იყო ის რაც მოსწონდა მამაკაცს,პირველი კვირები ხომ საერთოდ დატანჯა გოგო,ბევრ სამუშაოს აძლევდა,საბუთებს აწესრიგებინებდა,ავალებდა ისეთ რამეებს რაც არ შედიოდა გოგონას მოვალეობაში,უბრალოდ მისი მოთმინების დონეს ამოწმებდა აკვირდებოდა მორბენალ გოგონას წინ და უკან დაუღალავად რომ დარბოდა ოფისში და სახიდან არ შორდებოდა მომაჯადოვებელი ღიმილი სძულდა რადგან ის იყო სრული ანტონიმი მამაკაცისა! საინტერესო იყო წითური მისთვის,როგორც პიროვნება,მაგრამ არა როგორც ქალი,სანამ კაბინეტში შემოჭრილი ძმაკაცი აღფრთოვანებას ვერ დამალავდა
-ის მზე ვინ არის? მთელს შენობას რომ ანათებს ძმაო-გაოცებილი კაცი ხან აბრაამს შეხედავდა ხანაც კარებში გაიხედავდა,მიუხედავად,იმისა რომ იქ არავინ ჩანდა.მაშინვე მიუხვდა აბრაამი ვისზე საუბრობდა ლუკა
-ჩემი მდივანია-უემოციოდ მიუგო
-მეღადავები ტო? ეს რა სილამაზეა,ჰა გაჟ*მე უკვე?-ინტერესით მიაჩერსა ძმაკაცს.
-გაგიჟდი?მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა და მეტი არაფერი
-კარგი რა,წინა მდივანიც საქმიანი გარიგებით იყო,კიდევ კარგი თავს უშველა გოგომ და დროზე გათხოვდა შენი ყურება არ არგებდა ლიკას
-მე მას არაფერს შევპირებივარ-უემოციოდ აიჩეჩა მხრები
-კარგი შევეშვათ ლიკას,ამ თვალებბრიალა გოგოზე ვისაუბროთ,დარწმუნებული ვარ არ მოსწონხარ თორემ აქამდე ჩაგიგორდებოდა,ალბათ ბევრი ეჩალიჩე არა?
-არა მეთქი არც კი მიცდია -დამიმტკიცე,არ მჯერა შენი
-როგორ?-უემოციოდ მიაჩერდა მეგობარს -ერთ თვეს გაძლევ,თუ ამ გოგოს დაიმორჩილებ ჩემს პორშეს დაგითმობ ასე რომ გიჟდები,თუ არა და შენი აქციების 20% მიფორმებ მოსულა?
-ეს რა გამოწვევაა?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა კაცს
-რაც გინდა ის დაარქვი
ეს არც პირველი სანაძლეო იყო და ეჭვობდა არც ბოლო,ამიტომ დასთანხმდა ამ მზაკვრულ შემოთავაზებას
"შენს განკარგულებაშია ერთი თვე!აბა შენ იცი" აზარტში შესულმა გაუღიმა და კარებში გაუჩინარდა

888

ყველაფერს აქვს საზღვარი,ჩემს მოთმინებას,სიყვარულს,პატიების უნარსაც კი,მაგრამ ერთადერთი რასაც ვერ ვუშველე და შევძელი გამოსწორება,ჩემი მოუხერხებლობა და გაუთავებელი ლაპარაკია,ამის გამო ნიკო კაჭკაჭსაც კი მეძახდა,არ ვიცი რატომ ასოცირდებოდა ჩემთან კაჭკაჭი მის თვალში მაგრამ ეს რომ არ მსიამოვნებდა ფაქტია.
* * *
სამსახურში მისულს დიდი აურზაური დამხვდა,მოფუსფუსე თანამშრომლები ქაღალდებს რომ აფრიალებდნენ ხელში მაღალი ქუსლებით,და სწრაფი ნაბიჯებით მიდი-მოდიოდნენ დერეფანში.იქვე ანას მოვკარი თვალი,ხელში იმდენი საბუთი დაეკავებინა თვალიები ძლივს უჩანდა,მეგობრის მსგავს დგომარეობაში დანახვისას სიცილი ვერ შევიკავე,სწრაფად მივუახლოვდი,საბუთების ნაწილი გამოვართვი,შევეცადე შემემსუბუქებინა მისთვის არსებული მდგომარეობა
-ნუ იკრიჭები,შენი ჭირიმე რა-ტუჩები აიბზუა,მაგრამ ამის მიუხედავად აშკარა იყო შვებით როგორ ამოისუნთქა
-მეტყვის ვინმე რა ხდება დღეს?-თვალებს უმისამართოდ ვაცეცებდი თან უკან მივზდევდი ანას,რომელიც სწრაფად მიაბიჯებდა არქივისკენ
-დღეს დიდი დღეა მზეო დიდი,ამ დღეს ლუციფერი რახანია ელის-იგი გაჩერდა მკვეთრი მოძრაობით ჩემსკენ შემობრუნდა და ჩაფიქრებულმა გააგრძელა-ლუციფერი ეძახე და როგორი მამაკაცურია!-მის მეამიტურ ქმედებაზე გულიანად გამეცინა როლში შეჭრილმა მობილიზება ვერ შევძელი და ჩემს ხელში არსებული ფურცლები იატაკს მოეფინა,წამში დამეკარგა სიცილის სურვილი,გაოცებული და თვალებბანთებული ხან ანას შევხედავდი ხანაც საბუთებს,მერე ისევ ანას და კვლავ ფურცლებზე გადავიტანდი მზერას.ჩემზე არანაკლებ გაოცებული და გაღიზიანებული ჩანდა ისიც.
-როგორ დამეხმარე!მის მოხერხებულობა ხარ გოგო-ვითომ გაბრაზებული მომაჩერდა,არა მართლა გაბრაზებული,მაგრამ არა ჩემზე,არსებულმა სიტუაციამ გააღიზიანა და სრულიად სამართლიანადაც-როგორც ჩანს დღეს მარცხენა ფეხზე ადექი,ოღონდ დღეს არა რა!ნუ იცინი გოგო,დღეს მართლა მნიშვნელოვანი დღეა აბრაამი ამას თვეებია ელის მნიშვნელოვანი შეხვედრა 'პოტენციურ კომპანიონებთა'
* * *
ახვლედიანის შემოსვლა შენობაში ისევ ისეთივე ეფექტური იყო როგორც პირველად,ერთი თვე იყო გასული რაც ამ მომენტს ყოველ დღე ვაკვირდებკდი და მაინც ყოველ ჯერზე,თითქოს პირველად ვხედავდი,საკუთარი თავი გამოვიჭირე მისი დანახვისას ფიქრებში ვიკარგებოდი,რას იწვევდა ეს კაცი ჩემში? ვნებას?ინტერესს?ვერ გამეგო. "და ის ყოველთვის იდუმალია,რაც ჩემში იწვევს აღფრთოვანებას" რაც უფრო ამოუცნობი იყო მით უფრო მიზიდავდა,მინდოდა მეტი გამეგო,ხომ უნდა ყოფილიყო რაღაც მიზეზი რამაც აქცია ამად?უმიზეზოდ არაფერი ხდება.მაინტერესებდა,ხალათში როგორ გამოიყურებოდა,როგორ იღიმოდა,რას ჭამდა,უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო,ნებისმიერ გოგოს მონუსხავდა მისი შავი თვალები,ოდნავ მოშვებული წვერი და ღვინისფერი ტუჩები,მე რითი ვიყავი გამორჩეული?მეც მოვინუსხე,მივეჩვიე და დავინტრიგდი. ფიქრებიდან სწრაფად გამოვერკვიე და ყავის მზადება დავიწყე უკვე კაბინეტში შესული შეფისთვის. ფრთხილად მივიწევდი აბრაამის სამუშაო მაგისიკენ,სინით ხელში,რაღაცას გამალებით წერდა,ნაბიჯების ხმაზე თავი ასწია და ხელით მანიშნა ყავა მისთვის ხელში გადამეცა,მივუახლოვდი თუ არა სავარძელში მყოფ ახვლედიანს ფეხი მაგიდის კიდეს გამოვკარი
ფინჯანი პირდაპირ მაგიდაზე კაცის მიერ საპატიოთ დალაგებულ საბუთებს დაენარცხა,შავი ლაქები ავისმომასწავებლად დაამჩნდა ფურცლებს. აბრაამი?უამრავი ფერი გადაუვიდა სახეზე,შემიძლია დავიფიცო რომ ცისარტყელას შვიდივე ფერის დანახვა შემეძლო მის სახეზე,ტუჩები გაუფითრდა,თვალები ჩაუწითლდა მრისხანებისაგან,სწრაფად წამოიჭრა ფეხზე სალფეთქიდ ამაოდ შეეცადა ლაქების მოშორებას,სალფეთქის დასმისას ქაღალი მთლიანად წაიშალა,გაიტყაპა. ჩემი გული გამალებით ცემდა,საკუთარი გულის ფეთქვა ყურებში მესმოდა,სახეწაშლილი,აფორიაქებული და ადგილზე მიყინული ველოდებოდი მოვლენათა განვითარება
-ახლა გადი,შეხვედრა გააუქმე და სამ წუთში აქ იყავი!გასაგებია?-კბილებში გამოსცრა,რამდენიმე წამი გაშეშებული ვიდექი,ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე ასეთი უბრალო ყავის გამო რა საჭირო იყო ასეთი ტონით მოემართა ჩემთვის ან ნებისმიერი თანამშრომლისთვის მაგრამ სწრაფად მოვეგე გონს ნუთუ იმ შეხვედრის გადადება უწევდა რომელზეც ანა მიყვებოდა 'დღეს დიდი დღეა დიდი' ამომიტივტივდა გონებაში მისი სიტყვები. გარეთ გამოსულმა ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად გამოვცალე,გულზე ხელს ვიდებდი და ღრმად ვსუნთქავდი სუნთქვის დასარეგულირებლად მაგრამ ამაოდ შეხვედრის გაუქმების შესახებ შევატყობინე თუ არა "პოტენციურ კოლეგებს",სწრაფად შევედი უფროსთან,მიუხედავად იმისა რომ ფეხები უკან მრჩებოდა. ახვლედიანი ისევ იმ მდგომარეობაში იყო,ისევ უემოციოთ თითქოს რამდენიმე წუთის წინ მრისხანედ არ შემოეხედოს ჩემთვის,მაოცებდა კაცის ხასიათი,როგორ შეეძლო დაემალა ემოციები,მრისხანებაც კი ჩაკლა მასში,არა კი არ ჩაკლა,უბრალოდ ამის იმიტაცია მოაწყო.
-კარი დახურე და აქ დაჯექი,ჩემს პირდაპირ სალაპარაკო გვაქვს.-მისი ხმის ტემბრი გაწონასწორებული იყო მაგრამ კატეგორიული,დავყევი მის ნებას და გავინაბე,მისი განაჩენის მოლოდინში"მორჩა,ეს არ მაპატიებს,დაკარგე სამსახური კაჭკაჭო"ვიმეორებდი გულში და დამფრთხალი შევყურებდი 'პოტენციურ ყოფილ შეფს' -ორივემ ვიცით რატომაც აგიყვანე-მოზომილი მაგრამ კატეგორიული იყო მისი ხმა-თაკომ მთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარი,თანაც ვაღიარებ ნორმალურად ართმევდი თავს,ამ დრომდე....ანგარიში გავუწიე რომ ძალიან გჭირდებოდა ფული,მაგაზე არ იდარდო ჩეკი სალაროში მიიტანე ,თანხას უკლებლივ აგინაზღაურებენ
-კი მაგრამ...-გაპროტესტება ვცადე მაგრამ ამაოდ ხელით მანიშნა დამშვიდდიო და განაგრძო
-მესმის ფული გჭირდებოდა მაგრამ ეს არც საქველმოქმედო ფონდია და არც რამე მსგავსი დაწესებულება._მისი სიტყვები მეხის გავარდნას გავდა ჩემთვის,შევკრთი,ყველა ემოციამ ერთბაშად იფეთქა ჩემში
-მომისმინეთ ბატონო ახვლედიანო!ის რომ ფული მჭირდება არ ნიშნავს რომ მოწყალებას ვითხოვ თქვენგან,ამდენი ხანი ვიტანდი თქვენს ახირებებს,ვწუხვარ რომ სრულიად შემთხვევით,ფეხი არასწორ ადგილას დავდგი,ყავა მოულოდნელად გამივარდა ხელიდან და თქვენი საბუთებიც ასევე მოულოდნელად გავანადგურე,მაგრამ ეს არაფერს ცვლის გასაგებია?ფონდი არა?-ფეხზე წამოვიჭერი ერთი ხელის მოძრაობით სანაქებო უფროსის მაგიდაზე რაც კი იდო ყველაფერს იატაკზე მივუჩინე ადგილი,თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი,ველოდი გაგდებას,ვერ ვიტყვი რომ ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის,მაგრამ ასეთი დამცირება ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის,აღარ ვუყურებდი კაცს,გააფთრებული რაც ხელში მხვდებოდა ყველაფერს იქეთ-აქეთ ვისროდი,არ მინდოდა შემეხედა,არ მინდოდა დამენახა მისი შავი თვალები და ამომეკითხა დაბუდებული ემოციები.გიჟივით გამოვარდი შენობიდან,არც კი მიფიქრია ფულის აღება ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი,ისედაც ცუდად მქონდა საქმე,ასე რომ ერთი თვის ხელფასი ვერაფერს შეცვლიდა. "აი კაცი!" ახლა სულ სხვა ემოციით ვამბობდი ჩემთვის ჩვეულ სიტყვებს აბრაამის მიმართულებით.
კიბეეებზე თავქუდმოგლეჯილი ჩავრბოდი ანა რომ შემეჩეხა,ჩემზე არანაკლებ აღელვებული ჩანდა
-რა მოხდა მზეო?შენი ყვირილი ჰოლში ისმოდა,ვნერვიულობდი,ხომ მშვიდობაა?
-ჩემი ადგილი აქ არ არის ანა.თქვენი უფროსი ერთი საკუთარ თავში დარწმუნებული,გათამამებული მამიკოს ბიჭია რომელსაც ჰგონია რომ რადგან ფული აქვს ყველაფრის ყიდვა შეუძლია-ვერც კი შევნიშნე როგორ გადავედი ყვირილზე,არაფრად ჩავაგდე ჩემსკენ მომზირალი ათობით თვალი და გარეთ სირბილით გავვარდი,სუფთა ჰაერზე გამოსვლა მესიამოვნა,თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი,როგორც აღწერა ჩემი მდგომარეობა თაკომ,რომ მაშინვე ამიყვანეს,განა ტყუილი იყო? რა მქონდა სასაყვადურო კურსელზე,მაგრამ ახვლედიანისგან ეს ფაქტი ისე უტაქტოდ და შეურაცმყოფლად ჟღერდა,მისი სიტყვების და ტონის არაფრად ჩაგდება უკვე აბსურდი და საკუთარი თავის უპატივცემულობა იყო.უზარმაზარი კომპანიის წინ ვიდექი და ტაქსის გამოჩენას ველოდებოდი,შენობის კიბის თავზე გადმომდგარი აბრაამი რომ დავინახე,მისთვის დამახასიათებელი დინჯი გამომეტყველებით,ჯიბეში ხელებჩაწყობილი იდგა და მიყურებდა,არცერთი ნაკვთი არ შერხევია სახეზე,მაგრამ თვალებმა გაყიდეს,სინანულს ვხედავდი ან იქნებ სიბრალულს,მაგრამ არცერთი არ მჭირდებოდა მისგან.

გონს ვერ მოვეგე როდის გაჩნდა ჩემს გვედით,ძლიერად ჩამავლო ხელი მაჟაში და თითქმის მიჩურჩულა
-მე წაგიყვან...
მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,მრისხანედ გავხედე,სწრაფად გამოვგლიჯე ხელი და უკვე ჩვენს წინ გაჩერებულ ტაქსიში სწრაფად მოვკალათდი.მიხედავად იმისა რომ მამაკაცისკენ არც კი გამიხედავს კიდე დიდხანს ვგრძნობდი მის მწველ მზერას...



№1 სტუმარი Guest trocodeo

კარგია დზალიან,ველოდები შემდეგ თავს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

აბა შემდეგი თავის დადებას როდის ვაპირებთო?^^

 


შემდეგიიიიიიიიიი heart_eyes heart_eyes joy

 


№4  offline წევრი ადელაინი

Guest trocodeo
კარგია დზალიან,ველოდები შემდეგ თავს.

მალეოო ;დ <3

 


№5 სტუმარი Guest trocodeo

რატომ Aრ აგძელებ?

 


№6  offline წევრი ადელაინი

"Bაბლუანის სათამაშოა" წერის პროცესში,ამას გავაგრძელებ მოგვიანებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent