შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლემ სიბნელეში ჩამკარგა (3)


22-07-2017, 16:49
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 293

გავიდა ოთახიდან. ძალიანაც კარგი, იქნებ ისეთი ვინმე მოიყვანოს, რომ მომაქციოს ყურადღება. აღარ ვქოშინებ, მაგრამ მაინც ღრმად ვსუნთქავ. მწარედ გამეცინა ჩემს თავზე, “წამოჯდომა და ყვირილზე ამხელა ენერგიის დახარჯვა რომ მომიწევდა რას ვიფიქრებდი. ჩხუბი ჩემი ჰობი იყო. ახლა იმდენად გამიჭირდა ენერგიის მოკრეფა ჩხუბისთვის ალბათ ამოვარდება საყვარელი საქმიანობის სიიდან, მაგრამ იმედი მაქვს, გამოვკეთდები და სულ ასე არ ვიქნები. ვერ შეველევი ჩხუბს, ნამდვილად.” ამ ფიქრებში ვიყავი ისე შემოდის 4 ადამიანი ჩემთად. ოთხივეს ხალათი აცვია ბუნებრივია. ერთი გოგოა და სამი ბიჭი. ერთი კაციც არ იყო საშველად და ახლა უცებ ოთხი გაჩნდა. გამეცინა. შედარებით წინ გოგონა დადგა, ალბათ ეს იყო უფროსი ამათი. ამ სამ ბიჭს რომ შევხედე, ერთ-ერთი უცებ ამოვიცანი. განრისხებული სახით იდგა, დანაშაულის არაფერი ეტყობოდა, არადა როგორ გავლანძღე, გულთან ახლოსაც არ უნდა მიეტანა? მივხედავ მაგ საქმესაც. ეს ორი ბიჭიც საკმაოდ კარგი შესახედაობის იყო, ნეტა სად შეარჩიეს თან სიმპათიურები და თან ჭკვიანები საოცარია პირდაპირ.

- აბა, გამარკვევთ სიტუაციაში? რა მომივიდა, რა ხდება, ახლა როგორია მდგომარეობა. გისმენთ, გეხვეწოთ და გამოგძალოთ ინფორმაცია? ჩემებს შეატყობინეთ? ჩემ გარდა კიდევ რამოდენიმე ჩემი მეგობარი უნდა შემოეყვანათ, ისინი როგორ არიან? (არავინ არ იღებს ხმას) ღმერთო ვინმე ხმას ამოიღებს თუ დამინჯდით ყველა აქ რას აკეთებთ? (მართლა გამაღიზიანებელი იყო უკვე, გოგონა დიდი თვალებით მიყურებდა, ის ორი ბიჭი ანკეტაში იხედებოდნენ წარბშეკრულები, ნაცნობი ექთანი ბიჭი კი თითქოს კმაყოფილი სახით მიყურებდა, ალბათ ჩემი გაბრაზება სიამოვნებდა ასე. როგორი გამაღიზიანებელია.)-
- თქვენ ხართ ალბათ ამათი უფროსი? თქვენც ექთანი ხომ არ ხართ შემთხვევით? თუ ასეა, ექიმი მომიყვანეთ სასწრაფოდ. - ბოლო სიტყვა მკაფიოდ და ხმამაღლა ვთქვი. ბიჭებმა ამომხედეს და გოგონას ზურგზე ხელი მიადეს, აშკარად უბიძგეს საუბრისკენ. რა ჯანდაბა ხდება აქ ვითომ?! (გოგონამ როგორც იქნა ხმა ამოიღო)

-გამარჯობა ქალბატონო ნინო, მე... მე მაკრინე დავითულიანი ვარ, თქვენი ექიმი, ესენი ინტერნები არიან და თუ წინააღმდეგი არ ხართ დარჩებიან, როგორც მოგეხსენებათ სასწავლო კლინიკაში ხართ. (ძალიან დაბნეული საუბრობდა მაკრინე ექიმი, რაღაც არ იყო ისე)

- როგორც მომეხსენება? მართლა ჩემი ექიმი ხართ?გაგიკვირდებათ და საერთოდაც არ მომეხსენება, იცით რატომ? იმიტომ რომ სავარაუდოდ გათიშული მომიყვანეთ გუშინ ღამე კლინიკაში და გამთენიისას გავახილე თვალი, როგორ ფიქრობთ, წინასწარმეტყველური ნიჭით რომ ვყოფილიყავი დაჯილდოვებული ავარიაში მოვყვებოდი? (გიჟია ეს ხალხი, რას ნიშნავს მომეხსენება სასწავლო კლინიკასი ვარ. საიდან მომეხსენება, ახლახან დავუბრუნდი ამქვეყნიერებას და დამესიზმრებოდა რომელ კლინიკაში ვიყავი თუ რა?)

- უკაცრავად, ქალბატონო ნინო, ვიცი, რომ ახლახან მოხვედით გონს, უბრალოდ ცუდად გამომივიდა ინფორმაციის მოწოდება თქვენზე, არასწორი სიტყვები შევარჩიე, მე... ბოდიშს გიხდით, დავაკვირდები ჩემს სიტყვებს. ახლა თუ ნებას მომცემთ ინტერნებს ვთხოვ თქვენი საქმე გაგაცნონ. - ლუღლუღებდა გოგო, აშკარად ძალიან საყვარელი გოგოა, მაგრამ ჩემი სიკვდილის ხარჯზე თუ უნდა ექიმობა ძალიან შემცდარა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

- ბატონო დავით, გააცანით პაციენტს მდგომარეობა თუ შეიძლება. - მაკრინემ სიტყვა იმ ბიჭს გადასცა, პირველად რომ ვნახე. მაკრინეს ისე აუწითლდა ლოყები დავითის შავ თვალებს რომ წააწყდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. გოგონამ უკან დაიხია და მისი ადგილი დავითმა დაიკავა.

- მოკლედ, როგორც იცით, ავარიაში მოყევით. როცა მოგიყვანეს მძიმე მდგომარეობა გქონდათ. ორი ნეკნი მოტეხილი, შიგა სისხლდენა ელენთიდან, წვივის მოტეხილობა და ბუნებრივია, დაბეჟილობები. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო, ახლა დამაკმაყოფილებელია. რამოდენიმე ანალიზს კიდევ ავიღებთ, თუმცა რაღაც კითხვებ გვაქვს თქვენთან და ექიმის ნებართვით (ისე შეხედა მაკრინეს, გოგომ სწრაფად დაუქნია თავი. რატომ მგონია ეს ბიჭი ექიმს რომ მიჩაგრავს?) მადლობა ექიმო, მოკლედ ექიმის ნებართვით გაგესაუბ... ყველას კარებისკენ გაგვექცა მზერა, კარებში თორნიკე იდგა, იმხელა წვერი ქონდა მოშვებული, შავებში ჩაცმული და გაუბედურებული სახე ქონდა ძლივს ვიცანი. ჩემი ძმა ასე მოუწესრიგებელი არასდროს დადიოდა, არასდროს. ან თმები რა დღეში ქონდა, ნახევარ სახეს უფარავდა.

- თორნიკე რას გავხარ? მოხდა რამე? ღმერთო არა, თორნიკე მითხარი რომ ყველა ცოცხალია - ცრემლებს თვალებიდან არ ვუშვებდი, ისე მწარედ ამტკივდა გული რომ ძლივს ვიკავებდი თავს გონება არ წამსვლოდა.
- დედას ხომ არ დაემართა ნერვიულობისგან რაიმე? - ხმა გამებზარა, თორნიკე ხელებ ჩამოცვენილი იდგა, მერე უცებ ჩაიკეცა და ხელებში ჩრგო თავი. ნეტავ ახლა გავთიშულიყავი, ნეტა გონზე არ მოვსულიყავი, ასეთი თორნიკე არასდროს მინახავს. დედას რაღაც მოუვიდა...
- ამოიღე თორნიკე ხმა, ახლავეეე, დედა სადააა? ცუდადაა? თორნიკეეეე- უკვე წამომჯდარი ვიყავი, ხელებს საწოლის რკინის გვერებზე ვაბრახუნებდი სიმწრისგან. არა, შეუძლებელია. ძლიერი ქალია ნატალი. ასე არ მომექცეოდა. თორნიკე ისევ არ იღებდა ხმას, ნუთუ ტირის? არასდროს მინახავს მის თვალებზე ცრემლი, არა, არც ახლა უნდა ტიროდეს, მაგრამ რა ჯანდაბა ჭირს. რომელიღაცა აპარატმა წრიპინი დაიწყო უცებ, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ყველაფერი წამის მეასედებში ხდებოდა, უცებ თავი ასწია თორნიკემ, ეს ჩაწითლებული თვალები შავ უპეებით მანადგურებდა. დავითი მოვარდა უცებ, რაღაც დაუძახა მეორე ბიჭს და წამალი შეიყვანეს რომელიღაც მილში.

- ყველაფერი კარგადაა ნინო, კარგადაა ნატალია, არაფერი სჭირს. სახლში წავიდა ღამით, ზურაბმა წაიყვანა, გამოიცვლის მოწესრიგდება და მოვა, ალბათ ჩაეძინა, თორემ აქ იქნებოდა ხომ იცი. დაწყნარდი ასე არ შეილება შენთვის ისევ...(დავითმა ხლები და ტუჩები მომუშტა რაღაც უნდა ეთქვა და თავი შეიკავა) ... ისევ ცუდად გახდები. კარგად უნდა იყო, არ არის უკვე ცუდად ყოფნის დრო, აღარ გაქვს უკვე ამის უფლება. გესმის? მოდი გონს, ყველაფერი კარგადააა, შენი ძმა შოკშია, ცოტა ხანი აცადე, რამოდენიმე წუთი. ახლავე დაველაპარაკები, არ ინერვიულო.- ამ ბიჭის ხმამ დამამშვიდა, აქამდე თუ მაღიზიანებდა და ვბრზდებოდი, ახლა ისე დამაწყნარა ვერც კი წარმოიდგენთ. დავუჯერე, ისეთი ხმა და თვალები ქონდა, შეუძლებელი იყო ეჭვი შეგპარვოდათ, სუფთა იყო ეს ბიჭი. მაგრამ თორნიკეს რა მოუვიდა, ნუთუ ისე ცუდად ვიყავი გუშინ რომ მომიყვანეს რომ ასეთ დღეში ჩავარდა. მაგრამ ეს წვერის მოშვება როდის მოასწრო, ან ასე უცებ როგორ ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. რა ჯანდაბააა.
დავითი გაშეშებულ თორნიკესთან მივიდა, ისიც მუხლებზე დადგა თითქოს კარგი მეგობარივით მხარზე ხელი დაადო, რაღაც პერიოდი თვალებში უყურებდა, მერე ყურში რაღაც უთხრა, დანარჩენებს რაღაც ანიშნა და წამში გაქრნენ, პალატაში მარტო მე და ჩემი ძმა ვიყავით.

-გეხვეწები, ვნადგურდები ასეთს რომ გიყურებ, მომიყევი რა მოხდა, რა გჭირს მითხარი. კარგად ვარ მე ხომ ხედავ. მოდი ჩემთან თონიკე, დამელაპარაკე, ნუ ხარ გაშეშებული, ცდუად ვხდები. (თვალიდან მაინც გადმომივარდა ცრემლი, ეს ნახა თუარა წარბები ისე შეკრა და ისე მომუჭა ხელი, ასე მეგონა სასწაულს იზამდა. ვიცოდი, თავს არ აპატიებდა მის გამო რომ დაინახა ჩემი ცრემლი და წამში მოვიწმინდე მოღალატე თვალებიდან სითხე. ეგრევე ჩემთან გაჩნდა. სახე მისი ხელებით დამიჭირა, შემათვალიერა, სახე შუწუხდა სულ მილებს რომ მოავლო თვალი, მერე უფრო მჭიდროდ მომკიდა ხელი და შუბლზე მაკოცა და სახე ჩემს თმებში ჩარგო.

-ვერ ვიტან, ვერ ვიტან აქაურობას, მძულს ყველაფერი. ამათმა წაართვეს ჩემს თმებს სურნელი და შენს სახეს ბედნიერება. მე წამართვეს ბედნიერება. - ძლივს ჩავიწიე გვერდით და ხელით ვანიშნე მომიწექითქო, მიყურებდა, გაანთავისუფლა პატარა ადგილი ჩემი მილებისგან და გვერდით მომიწვა, სახე ისევ ჩემს თმებში ქონდა დამალული.

- ნუ იმალები თოკო, შემომხედე. კარგად ვარ, გაიგე? გესმის? რამ გაგანადგურა ასე, ვინ არ მოხვედრილა ავარიაში და ვის არ მოუტეხია ნეკნები- ხუმრობა ვცადე მე საცოდავმა? ყველაზე ცუდი მცდელობა იყო თორნიკე გამეცინებინა, სამაგიეროდ ჩემს ამ ქცევაზე მე გამეცინა და ჩემს სიცილზე თორნიკეს გაეღიმა.

- ღმერთო როგორ მომნატრებია შენი სიცილი, ისევ ისე ჰარმონიულად ჟღერს შენი კისკისი. ჩემზე ძლიერი აღმოჩნდი ხომ ხედავ. მაპატიე, შენთან მიმართებაში როგორი სუსტი ვარ ხომიცი, სიცხეც რომ გქონდა როგორ ვიყავი ხომ გახსოვს? უბრალოდ მაპატიე, ძალიან გთხოვ, მაპატიე, არ შემიძლია.სიცოცხლეს შენ მანდომებ იცოდე, მეტი არავინ. შენ მათბობ.- ისევ დაუსევდიანდა სახე.
- მართლა როგორ ხარ? როგორ გრძნნობდი თავს?
 -შემეკითხა ბოლოს.
- ახლა კარგად ვარ, შენც რომ გამიღიმე ხომ საერთოდ აღარ ვარ ჭკუაზე. - გავუცინე, მან კი თვალები გადაატრიალა როგორც იცოდა სულ. - როგორი შეცვლილი მეჩვენები, ასეთი რა მოხდა, ვენაში გაგიშვი სასწავლებლად თუ წვერის გასაზრდელად? თან რა მოუწესრიგებლად. რას გავხარ თორნიკე? სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე. მოიცადე, მე... თონიკე, მე...რა ჯანდაბაააა, თორნიკე. მე არ გელაპარაკე გუშინ? დაბადების დღე რომ მომილოცე, ისეთი ბედნიერი იყავი, არც ეს წვერი იყო სადმე და არც ეს აბურდული მოუწესრიგებელი გრძელი თმები. ერთ დღეში როგორ გაიზარდა შენი წვერი ვერ ამიხსნი? - ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ვერ ვაკავშირებდი ერთმენეთთან ვერაფერს.- მოიცადე მოიცადე, რა მითხრა იმ ინტერნმა? რა წვივის მოტეხილობა? მერე სადაა თაბაშირი? ფეხს ჩვეულებრივად ვამოძრავებ, შეიძლება მთელი სხელი მტკივა მაგრამ ფეხი ნამდვილად არ მაქვს მოტეხილი. რა ჯანდაბააა ხდება თორნიკე ამიხსენი. - პანიკაში ვვარდებოდი, კარებში ჩამქრალი ზურაბი და ნატალი რომ დავინახე უარესად გავხდი, რას გავს საერთოდ ეს ხალხი? რა დაემართათ? რას ჩამოსტირით სახე, მე ვკვდებოდი თუ ესენი? ღმერთო, რა ხდება გამარკვიე... არა, არა ოღონდ ახლა არ გავითიშო, რაღაც ისევ წრიპინს იწყებს, ჩემი ძმა კარებში დედაჩემს და მამაჩემს გვერდზე აგდდებს, ნატალი ტირის და ძლივს უჭირავს განადგურებულ ზურაბს. ეს ბიჭი სად გავარდა, თორნიკე... და ბოლო რაც ვნახე ინტერნის შავი თვალები იყო...

- ხომ გითხარი არ უნდა ინერვიულო-მეთქი ნინო. არ იყო ჩემი სიტყვა საკმარისად დამაჯერებელი შენთვის? მაინცდამაინც უნდა გამეთიშე და შენები ვერ უნდა გენახა ამდენი ხნი... (ისევ გაჩერდა, რას მალავს ეს ბიჭი.)

-გონს ახლა მოვედი, სასიამოვნოა რომ ისევ მარტო არ ვიყავი და ექთანი მაინც არის ოთახში და შენ საქმეს აკეთებ, მაგრამ ვინ მოგცა ჩემთან ასე საუბრის უფლება?- როგორ ცუდად ვგრძნობ თავს და მაინც ვჩხუბობ, თვალებს ვხუჭავ, არ მაქვს ამდენი ენერგია.

- შენ მომეცი.

-ჰო? რაღაც არ მახსოვს. არ მაინტერესებ. ახლავე თორნიკეს დაუძახე და ამიხსნას რა ხდება. ექიმი სადაა. ამიხსნას მაკრინემ რა ჯანდაბა ხდება.
- რა რიცხვია დღეს ნინო?
- გაგიჟდი? რა სისულელეს მეკითხები, ექიმს დაუძახე მეთქი.

- ახლავე გაააჩერე ეგ მოუსვენარი ენა, მე ვარ ექიმი. გავბრაზდი ექთანი რომ დამიძახე და ჭკუის სწავლება მინდოდა მაგრამ ისეთი საზიზღარი ხარ არც ეგ მაცადე. მაკრინე ინტერნია ჩემი, ისევე როგორც გიორგი და ლევანი. მე ვარ მთავარი ექიმი, შენიც და მთლიანად ამ განყოფილების. გეტყვი რომ ნეიროქირურგიულ განყოფილებაში იმყოფები. ახლა მომისმინე და გამეცი პასუხი, რა რიცხვია დღეს?

- რა მომატყუე? ვინ გგონია თავი?

-პასუხი გამეცი! - სულ გაუშავდა ისედაც შავი თვალები. შემეშინდა.

-მეშინია სიბნელის, თვალები სულ უფრო გაგიშავდა, ვერ გიყურებ, რამდენი ხანია გათიშული ვარ? უკვე მოსაღამებულა.

- ხო, დღეს სულ რაღაც 15 საათით გაითიშე. (თვალები დახუჭა, წარბები გახსნა და შემომხედა) თუ არ გამაბრაზებ არ შეგეშინდება ჩემი თვალების. მე გაგეცი პასუხი,ახლა შენი ჯერია.

- სულ რაღაც? 15 საათი სულ რაღაცაა? კარგი. გუშინწინ 21 წელი დავამთავრე, გუშინ მოვყევი ავარიაში, ანუ დღეს 13 ივლისი უნდა იყოს.

- წელი?
- მანც რა სულელურ გამოკითხვას ატარებ. 2047. რომელი წელი იქნება, 2017 წელი. ნერვებს მიშლი უკვე, ვინ დაგნიშნა შენ ნეიროქრურიული განყოფილების უფროს ექიმად. მნახოს აუცილებლად, ვეტყვი რაღაცეებს.

- ნინო, მართალია, უნდა იყოს, 13 ივლისი, 2017 წელი უნდ აყოს. მაგრამ არ არის. (ბიჭს სახე შეეცვალა, არც გაბრაზებულა ჩემს საუბარზე, უბრალოდ უკვე ძალიან ჩამქრალი თვალებით, სევდიანი სახით იტაკს უყურებს)

-ექიმო...

-ნინო, ნინო... ღმერთო, მომეცი ძალა (ჩუმად ბურდღუნებდა ჩემს სახელს და თავაწეული ღმერთს ელაპარაკებოდა)

- მითხარი (თვალებში შევხედე და წავაქეზე).
ვიცოდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი. მაგრამ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ნუთუ ეს ჩემს თავს ხდება.

- ნინო, დღეს 12 მარტია, 2023 წელი. შენ 5 წელი და 9 თვე კომატოზურ მდგომარეობასი იყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent