არჩევანი (თავი 1)
ყოველთვის ვამბობდი რომ სიყვარული ყველაფერს რევდა და არჩევანის წინაშე გაყენებდა. მეგონა რონ არჩევნის გაკეთება არასდროს მომიწევდა მაგრამ შევცდი. *@*@*@ ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა გაცვლითი პროგრამის ოლიმპიადაზე მიმიწვიეს. ყველა ამბობდა რომ გამარჯვება შემეძლო, მაგრამ მე ამის არ მჯეროდა. უბრალოდ ეს შეუძლებელი იყო იღბალი არასოდეს მქონია. ამიტომ გადავწყვიტე რომ ოლიმპიადაზე არ გავსულიყავი. -აბა რა ქენი ბოლოსდაბოლოს მიიღე გადაწყვეტილება?- მკითხა ნინიმ. -იმედია უარს არ იტყვი?-იმედიანი სახით შემომხედა ეკამ. -მე უარს ვამბობ. დღეს ვეტყვი ბატონ მალხაზს იმედია იქიდან ცოცხალს გამომიშვებს. პირველივე წამიდან სურდა რომ გავსულიყავი არ ვიცი რატომ მაგრამ მას ჩემი სჯერა. -კაი, რა ანა. სულ გაგიჟდი? ხვდები რა შანს უშვებ ხელიდან? - ნაწყენი ხმით მითხრა ნინიმ. მათი განაწყენებული სახეს ვეგარ ვუძლებდი და ჩვენს დეკანთან გადავწყვიტე წასვლა იმის სათქმელად რომ უარს ვამბობდი. -ბატონო მალხაზ შეიძლება? -კი, კი გელოდებოდი. აბა მითხარი რა გადაწყვიტე? -მე უარს ვამბობ ამ შემოთავაზებაზე. არ შემიძლია სხვას სთხოვეთ. -მაგალითად? -მაგალითად: ანანო, ანა, ბესა და კიდევ სხვებიც. თან ისინი ჩემზე უკეთ სწავლობენ. -ანა შვილო მომისმინე, მე შენ იმიტომ არ ამირჩევიხარ რომ უარი მითხრა. კი მართალიხარ ისინი შენზე უკეთესები არიან, მაგრამ ისინი არცერთი არ არიან შენნაირები. გაიგე რომ შენნაირი პოზიტიური, მხიარული და თავის არჩევანში ასე ღრმად დარწმუნებული ადამიანი მეორე არსად არ მოიძებნება. შენ არა მარტო გესმის მათემატიკა არამედ ის გიყვარს. -მადლობას გიხდით ასეთი დახასიათებისთვის, მაგრამ -არავითარი, მაგრამ დღეს შენს საბუთებს გავაგზავნი გინდა ეს თუ არა. გასაგებია? -კი, გასაგებია. გარეთ რომ გავედი ნინი და ეკა დამხვდნენ, რომლების სახეზეც იკითხებოდა „ხომ გეუბნებოდით!“. შუა ლექციაზე ბატონი მალხაზი შემოვიდა და გამაფრთხილა რომ ჩემზე ინფორმაცია უკვე გაგზავნა. ყველამ მე შემომხედა და ვატყობდი როგორ შურდათ ჩემი. ამ გაცვლით პროგრამაზე ყველას სურდა მონაწილეონის მიღება მაგრამ აღმოჩნდა რომ კურსიდან მხოლოდ ერთ ბავშვს შეეძლლო მონაწილეობის მიღება და დეკანმა მე დამასახელა. ალბათ იმიტომ, რომ მას ყოველთვის მოვწონდი ჩემი ხასიათებით და სწავლისადმი ჩემი დამოკიდებულობით. ტესტირება ერთი კვირის შემდეგ დაინიშნა. ყველა ლექტორი ღიმილიანი სახით მიყურებდა და თითოეულ ჩემს შეკითხვას ყურადღებას აქცევდა. ლექციების შემდეგ მამეცადინებდნენ და ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მეც მთელი მონდომებით ვუსმენდი და ვასრულებდი მათ დავალებებს. არ მინდოდა მათთვის იმედის გაცრუება.ასე რომ ტესტირებაზე აბსოლუტურად მომზადდებული შევედი. მიუხედავად იმისა რომ საკითხები ნამეცადინები მქონდა მაინც მეშინოდა. მთელს სხეულს იცავდა ჩემი შიში და მთელ ჩემს სხეულს უცნაური შეგრძნების იმპულსებს უგზავნიდა. მთელს სხეულს მოუსვენრობა აწუხებდა და თავს ძლივს ვიკავებდი რომ ამ სტრესისგან ტირილი არ დამეწყო. ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ ეს შიში უკვე აუტანელი ხდებოდა და მეტს ვეღარ მოვითმენდი და აქედან გავიქცეოდი, მაგრამ ახალგაზრდა ლამაზმა გოგონამ კარი გააღო და ვთხოვა ტესტირებაზე შევსულიყავით. შიგნით შესული უფრო ავღელდი და სულმთლად ავირიე. არარც მახსოვს ასთი არეული ბოლოს როდის ვიყავი. ჩემს ადგილზე დამჯდარმა როგორც იქნა თავი ხელში ავიყვანე და ბილეთის წერა დავიწყე. დრო სამი საათი გვქონდა ამიტომ წერას გულდასმით, დაწყნარებით და დაკვირვებით შევუდექი. თითოეული მაგალითი საბოლოოთ რამდდენჯერმე გადავამოწმე და თეთრა გადაწერე. სამი საათი ზუსტად დამჭირდა. გარეთ გასულს ჩემი დეკანი შემხვდა და მკითხა თუ როგორ დავწერე. ვუთხარი რომ ყველაფერი რიგზე იყო მაგრამ არ მეგონა რომ დზალიან მაგალი ქულა ამეღო. ჩემ ქულას დაახლოებით 60-დან 70-მდე ვვარაუდობდი. მეორე დრეს ყველა ლექტორი და სტუდენტი მეკითხებოდა თუ რა ვქენი ტესტირებაზე. სიმართლე რომ ვთქვა ეს უკვე მომაბეზრებელი იყო. პასუხებს კი დაახლოებით ხუთ დღეში შეგვატყობინებდნენ. ლექციაზე ვიყავი, როდესაც ქეთი ჩვენი თვითმართველობის თავჯდომარე შემოვიდა და ლექტორს სთხოვა რომ გავეშვი რადგან ბატონი მალხაძი მიბარებდა რომ მენახა ჩემი ტესტირების შედეგი. ამ სიტყვების გაგონებაზე თავში თითქოს რაღაც ჩამარტყეს და და ასე გარე სამყაროს მომწყვიტეს. გაუაზრებლად ავდექი ფეხზე და ბორძიკით წავედი დერეფნის ბოლოსაკენ. ვხვდებოდი ყოველ ნაბიჯზე როგორ მიჩქარდებოდა გულის ცემა და თვალთ მიბნელდებოდა არ ვიცოდი ასე რატომ მეშინოდა ან საერთოდ რა მემართებოდა, მაგრამ ერთი რაც ვიცოდი იყო რომ ქულა უნდა მენახა. როგორც იქნა დავფარე მანძილი აუდიტორიიდან დეკანის კაბინეტამდე და აკანკალებული და ანერვიულებული შევედი. -შეიძლება?- ვიკითხე მას მერე რაც დავაკაკუნე და კარი ოდნავ შევაღე. აუდიტორიაში უკვე იდგა დანარჩენი სამი ბავშვი რომელიც ჩემთან ერთად იყვნენ ტესტირებაზე. კიდევ რამოდენიმე ლექტორი, დეკანის მოადგილე და საგამოცდო ცენტრის უფროსი. -როგორც იცით ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა ტესტირება გაცვლითი პროგრამების.-დაიწყო ბატონმა მალხაზმა.- თქვენთვის კარგად ცნოოობილია რომ კურსიდან ერთი სტუდენტი უნდა გავიდეს ტესტირებაზე, ხოლო გაცვლით პროგრამაზე ფაკულტეტიდან ერთი. ტიტოეულ ტქვენგანს ჰქონდა თავისი კურსის შესაბამისი ტესტური მასალა, მაგრამ დამერწმუნეთ რომ თითოეული ტესტი ერთი და იმავე სირთულის იყო. ვიცი რომ ახლა ნერვიულობთ, მაგრამ ეს შესავალი აუცილებლათ უნდა მეთქვა. ახლა დავიწყებ ტქვენი სახელებისა და ქულების გამოცხადებას: მეოხე ადგილზე გავიდა ბექა-63 ქულით კარგი ნამუშევარია ბექა, მესამე ნინო- 70 ქულით, მეორე დათო შენია 86 ქულით და ანა გილოცავ პირველ ადგილ 93 ქულით და საერთოდ გილოცავ ათეულში შეხვედი.- ამ სიტყვების გაგონებისას საკუთარ ყულებს არ ვუჯერებდი და რამოდენიმეჯერ ვთხოვე ამ სიტყვების გამეორებას. საბოლოოდ ყველა მილოცავდა და მეუბნებოდა რომ მათი იმედები გავამართლე. მე კი მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობდი „ნუთუ, მე ეს შევძელი?“ *@*@*@ იმედია მოგეწონებათ ჩემი პიველი ნამშევრის პირველი თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.