როცა თვალებში ჩაგხედე (7 თავი)
დემემ მისმარათიც მომწერა და შეხვედრის დროც. ზუსტად 6 საათზე კაფეში უნდა ვყოფილიყავი. მინდოდა ძალიან ლამაზად ვყოფილიყავი, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ დემეს ეფიქრა ჩემსგამოგამოეწყოო, მიუხედავად იმისა რომ ეს მართლაც ასე იყო, ამიტომ გადავწყვიტე ჩვეულებრივად ჩამეცვა. შავი მაღალწელიანი შარვალი, თეთრი მაქმანებით გაწყობილი ტოპი და კედები ჩავიცვი. მაკიაჟის მოყვარული დიდაად არვარ თუმცა მსუბუქ მაკიაჟზე უარს არვამბობ, ამიტომ ახლაც ასევემოვიქეცი. 6ის ნახევარზე სახლიდან გავედი, ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარ. ქუჩები მაინცდამაინც გადაჭედილი არ იყო და შესაბამისად კარგ დროს მივედი შეხვედრის ადგილას. საშინლად ვღელავდი არვიცოდი რაუნდა მეთქვა დემესთვის. - ვაა, ზუსტ დროს მოხვედი? - ჰო, შეიძლება ასეც ითქვას. დემე მომიახლოვდა და თბილას ჩამიკრა გულში, მერე კაფეში შევედით და ორკაციან მაგიდას მივუსხედით. - გამარჯობა, -მოგვიახსლოვდა ტანმორჩილი და სხვათაშორის ლამაზი გოგონა,- რას ინებებთ? - ყავა და ქოქოსის ნამცხვარი, - ვთქვი ცოტა გაუბედავად. გოგონა დემეს მიუბრუნდა. - მეც იგივე,- გოგონ წავიდა, დემე კი მე მომიბრუნდა, - ღმერთო, ემა, რომ იცოდე როგორ მომენატრე. - კაი რაა, - გამეცინა. - ნუ იცინი სერიოზულად ვამბოობ. - ჰოკაი, მეც მომენატრე. - ოხ,ემა, - ისე გაეღიმა როგორც სჩვევია ხოლმე. - აუ დემე, მაშინ დამავიწყდა ბოდიში მომეხადა, რო შეგპირდი ცურვას გასწავლი-მეთქი და ისე წამოვედი სოფლიდან ვერც კი დაგემშვიდობე. - ჰო, არაუშავს, დროის მეტი რაგვექნება სხვადროს მასწავლი,- გაეცინა. მიმტანმა გოგომ შეკვეთა მოიტანა, ისე გემრიელად გამოიყურებოდა ნამცხვარი, რომ მინდოდა წამში შემეჭამა მაგრამ არგამოვიდოდა ლამაზად. მეც ნელა დავიწყე ჭამა თან ყავაც მოვსვი. დემე არც ნამცხვარს ჭამდა, არც ყავას სვამდა, უბრალოდ მიყურებდა და ხანდახან იღიმოდა. - რა იყო? სასაცილოდ ვჭამ? - არა, არა, მაპატიე, უბრალოდ... - აბა რატომ მომშტერებიხარ და იღიმი? - ძალიან საყვარელი ხარ რაა.. - გაგიჟდი? - სიცილი ამიტყდა - ჰო აბა ნორმალური რო ვიყო მაგას არგეტყოდი. ამასობაშინამცხვარი გავათავე და კაფეში ყოფნაც მომბეზრდა, თუმცა არაფერი შემიმჩნევია და ბოლოს დემემ თვითონი მითხრა თუგინდა გავიდეთო.. უკვე დაღამებულიყო, ცხელ ასფალტს მივუყვებოდით და ათას რამეზე ვსაუბრობდით. თანდათან ვხვდებოდი რო დემე უფრო მიყვარდებოდა, თუმცა ეს ფაქტი მაწუხებდა, იქნებ იგივეთი არეპასუხა და მერე? მოკლედ უნივერსიტეტში სწავლაც დამეწყო, არც თუ ისე რთული ყოფილა როგორიც მეგონა. ოქტომბრის პირველი დღეები იყო და ამინდს დაეტყო კიდეც შემოდგომის მოსვლა. ცოტა აცივდა და თითქმის ყოველდღე წვიმდა. დემეს ყოველდღე თუარა ორდღეში ერთხელ მაინც ვხვდებოდი. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ სავარაუდოდ ჩემსმიმართ რაღაცას გრძნობდა. იკა? მე და იკა ერთ უნივერსიტეტში დავდიოდით, დემეზე ბევრს არაფერს ვუყვებოდი რადგან ისინი ისევ ნაჩხუბრები იყვნენ. 10 ოქტომბერი იყო, ჩემს ოთახში ვიჯექი ცხელ ჩაის ვსვამდი და თან წიგნს ვკითხულობდი, ჩემს სრულწლოვანებამდე კი 1 საათი იყო დარჩენილი. სახლში მე და დედა ვიყავით, მამა ამერიკაში იყო შეხვედრაზე და ძალიან წუხდა რომ ამდაბადებისდღეს ჩემთან ერთად ვერ შეხვდებოდა. გასაკვირია, მაგრამ დემე მთელი დღეა არ გამოჩენილა, არც დაურეკავს და არც მოუწერია. ბოლოს დაწოლა გადავწყვიტე, ჯერ სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე და გამოსვლისთანავე გავიგონე ტელეფონის ზარი თუმცა ვერმივუსწარი გაითიშა. 10 გამოტოვებული ზარი დემესგან. 12-ს 20 წუთი აკლდა ის იყო მეთვითონ ვაპირებდი დარეკვას, რომ ზარი ისევ შემოვიდა. - ემააა, სად ხაარ? რამდენი ხანია გირეკავ ძალიან შემეშინდა. - უბრალოდ დასაწოლად ვემზადები და.. - რადროს დაწოლაა გოგო, 20 წუთში სრულწლოვანი ხდები. მიდი თბილად ჩაიცვი გამოგივლი. - დემე, ვერა რაა.. - რატო?! - დედაჩემი? - აჰ, გული გამისკდა კინაღამ, ეკას მევეტყვი. მიდი ჩაიცვი, - დემეს დედაჩემი 2 კვირის წინ გავაცანი, სულ 3-ჯერ ჰყავდა ერთმანეთი ნანახი მაგრამ დედას ძალიან შეუყვარდა დემე. შავი შარვალი და ბექას ნაჩუქარი სვიტრი ჩავიცვი, თმა გავიშალე, მაკიჟის გაკეთება დამეზარა. მერე ბათინკები ამოვიცვი უცებ და თბილი ქურთუკი მოვიცვი. კარზე ზარის ხმა გავიგე, ტელეფონი სასწრაფოდ ჩავიდე ჯიბეში და ოთახიდან გავედი. დემე უკვე დედაჩემს ელაპარაკებოდა და მადლობასაც უხდიდა. დედამ გამიღიმა და დემეს თვალი ჩაუკრა. - ემა სწრაფად. - დეე? - ნუღარ აცდევინებ მალე, - გაეცინა ეკას და მე და დემეც კიბეებზე სირბილით დავეშვით. - რაუთხარი დედაჩემს ესეთი რო უპრობლემოდ გამომიშვა? - ვკითხე დემეს როცა ჩაფხუტებს ვირგებდით. - არც არაფერი. - კარგი და სად მივდივართ? - დემემ ისე გაიყრუა თითქოს ჩემი თავისთვის დამესვას კითხვა და უცებ მოტოციკლი ადგილს მოწყდა. 12-ს 2 წუთი აკლდა როცა მთაწმინდაზე ავედით. ჩვენსგარდა სხვა არავინ იყო. თანაც ციოდა და წვიმას აპირებდა. -დემეე? - დავუძახე ფრთხილად - რაიყო, ჰოარ გცივა ან რამე? - არა, არა უბრალოდ... - ჰო გაიგებ ეხლავე, ნუხარ სულსწრაფი. მოტოციკლიდან ფრთხილად გამომსვა და ახლოს დამიყენა. მერე საათს დახედა. - ემ, გილოცავ. ეს მნიშვნელოვანი ასაკია, უკვე სრულწლოვანი გოგო ხარ და შეგიძლია გადაწყვეტილებები შენით მიიღო. აი საერთოდ ყველაფერს მაგარს გისურვებ ცხოვრებაში, მინდა სულ ბედნიერი და მხიარული იყო. ისეთი ცხოვრება მინდა გქონდეს და იმ ადამიანებთან ერთად ვინც შენ გაგისწორდება. - მერე ხელები მომხვია და ძლიერად ჩამიკრა გულში. საოცარ სუნამოს ხმარობს ეს ბიჭი რაა.. - დემე მადლობა, - მეტი ვერაფრის თქმა მოვასწარი ცრემლები წამომივიდა, თუმცა ვეცადე არშემემჩნია, საკმაოდ ბნელოდა და თავს ვიიმედებდი ვერაფერს შემამჩნევსთქო, მაგრამ დემე რის დემეა?! - ემა, რაგჭირს,- მკითხა გაოცებულმა. - არვიცი, უბრალოდ ბედნიერი ვაარ. - სულელო, - თბილად გამიღიმა და ისევ მისმკლავებში ამოვყავი თავი, - გახსოვს რო მკითხე ახლა ვინმე იკავებს შენს გულში ადგილსო? - კი მერე? - რაგიპასუხე გახსოვს? - დემე რახდება? - მიყვარხარ! ჩემთავზე მეტად,სიცოცხლეზე მეტად. იმსიყვარულით რომლითაც არასდროს არავინ არ ყვარებია და არც ეყვარება. იცი როდის ვიგრძენი პირველად რაღაც შენსმიმართ? მაშინ როცა შენს თვალზე პირველად დავინახე ცრემლი, ჩემსგამო, ჩემისაქციელის გამო. და სიყვარულში მაშინ დავრწმუნდი როცა ჩანჩქერთან თვალებში პირველად ჩაგხედე. შენი თვალები ტბის წყალს გავდა, კამკამა ლურჯი, უძირო და მრავლისმეტყველი. ყველაზე ლამაზი იყავი მაშინ ჩემთვის. შენსგამო ვიჩხუბე იკასთან, შენსგამო ჩამოვედი ზღვაზე და არა ვითომ შემთხვევით. დღეს, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ,მინდა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭო რადგან ამ დღეს დემეტრე ბერიძემ სიყვარული აგიხსნა. არვიცი რასფიქრობ, არცისვიცი გიხარია თუ გწყინს, გყვარვარ ამწუთას თუ გძულვარ, მხოლოდ ერთი რამ ვიცი რო უღმერთოდ მიყვარხარ. სიცოცხლეს მილამაზებ და მაგრძნობინებ რო ამსამყაროში ვიღაც მყავს ხელცასაჭიდი, ვიღაც ვის გამოც ღირს ცხოვრება. ჩუმად ვიყავი, ხმას არ ვიღებდი. დემეც გაჩუმდა. მისი გულის ცემაც დარეგულირდა. მერე მოვშორდი და თვალებში ჩავხედე, ბნელოდა მაგრამ მე ვხედავდი დემეს თვალებს, სიყვარულით ანთებულს. -არაფერს იტყვი? - მიყვარხარ, დემე! ყველაზე და ყველაფერზე მეტად. დღეს ჩემცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს გეუბნები რომ უსაზღვროს მიყვარხარ. მთელი ესდრო ვცდილობდი, მართლა ვცდილობდი რომ ისე ძლიერ არშემყვარებოდი როგორც ახლა მიყვარხარ, არვიცოდი რასფიქრობდი შენ ჩემზე. - აბა ემა, იქნები ჩემი ოფიციალური შეყვარებული? - ჰო,დემე, ჰო! მერე ჯიბიდან შეფუთული ყუთი ამოიღო და ფრთხილად გახსნა. - დემეე, რალამაზიაა . - ჰო რავი, შემდეგი უკეთესი იქნება. თავის ხელით გამიკეთა ხელზე ბრილიანტისთვლიანი სამაჯური. შიგნითა მხარეს წარწერა ჰქონდა, ,,ემ, სამუდამოდ ერთად". - რაიცოდი რო დაგთანხმდებოდი ეს რო იყიდე საჩუქრად? - არ ინერვიულო, სათადარიგო სჩუქარიც მქონდა, - ხმამაღლა გაიცინა და კურტკის ჯიბიდან შოკოლადებით სავსე პარკი ამოიღო, შიგნით კი ზუსტად ისეთივე სამაჯური იდო მხოლოდ წარწერის გარეშე. - დემეე, მიყვარხაარ! მაპატიერ ბავშვებო, ვინც კითხულობთ ამ ისტორიას, დავაგვიანე ახალი თავის დადება. იმედია მოგეწონებათ. თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ მითხარით ძალიან გთხოვთ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.