შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული..ის სიტყვაზე მეტია!(თავი 2)


24-07-2017, 02:09
ავტორი shavisikvaruli001
ნანახია 1 433

დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა.თვალდახუჭულმა დავიწყე ტელეფონის საწოლში ძებნა.ხელს აქეთ-იქით ვაფათურებდი. ბოლოს როგორც იქნა მივაგენი და გამოვრთე. მაინც რა საშინელი ზარიაქვს რაა.. ამასობაში გამოვფხიზლდი კიდეც. აუცილებლად შევცვლი ზარს.არ დავივიწყებ.ზლაზვნით წამოვიწიე საწოლიდან და სააბაზანოში შევედი.შემდეგ კი გამოსულმა შავი სარაფანი და კეტები ჩავიცვი. საჭირო ნივთები ავიღე და ქვევით ჩავედი. დედაჩემი როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა. მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
-დილამშვიდობისა, მივდივარ მე
-სად მირბიხარ გოგო,ჭამე ჯერ-წარბები შეკრა უცებ
-ოო ხოიცი დილით არ მიყვარს ჭამა-დავიჯღანე და გასასვლელი კარისკენ ავიღე გეზი
-ოხ ლიკა ლიკა-კარებთან მისულმა კარგად გავიგონე რა საყვარლად ჩაიბურტყუნა და გამეღიმა
--------------------------------------------------------------
-დედიკო,მამიკო წავალ იმ ცაქანელაძე ლაა-პატარა პრინცესამ საყვარელი თვალებით ახედა მშობლებს.
-მიდი დედი,ფრთხილად იყავი-ორივემ დაუკოცნეს ლოყები ამ მეტიჩარა გოგოს.
-ულააა-ბავშვი სიხარულით გაიქცა თავისტოლებისკენ და თამაში დაიწყო.
მშობლები კი თვალს არ აშორებდნენ და მისით ტკბებოდნენ. უცებ გოგონას სხვა ბავშვმა ხელი კრა და წაიქცა. ფეხი ეტკინა და ტირილი დაიწყო. იმწამსვე სადღაც 5 წლის ბიჭი დაადგა თავზე.
-რა გატირებს პრინცესა-საყვარლად გაუღიმა
-წავიქეცი და ფექი ვიტინე,მაგლამ აქლა ცოტა მტკია-ცრემლიანი თვალებით ამოიბურტყუნა.
-გამომართვი და აღარ იტირო კარგი?-ბიჭმა მას შავი ვარდი მისცა და ლოყაზე აკოცა
-კალგი-ლოყებშშეფაკლულმა უთხრა და მშობლებისკენ გაიქცა.
მათ ეს ყველაფერი დაინახეს.როდესაც შვილი წაიქცა მისვლას აპირებდნენ, მაგრამ ბიჭის გამოჩენამ ისინი შეაჩერა. გოგონას ვარდი სულ თან ქონდა სანამ არ დაჭკნა. იტირა,მაგრამ დღემდე არ დავიწყებია ეს ყველაფერი.
---------------------------------------------------------------------------
კლასში შესვლისას ლიკა ყველას მივესალმე,შემდეგ კი ჩემი ადგილი დავიკავე. ანამარიაც მალევე მოვიდა.
-პრივეტ,როგორ ხარ?-გადაკოცნა
-არამიშავს,შენ?
-მეც ეგრე. რატო ხარ ცუდ ხასიათზე?
-რავი, არაფერია. უბრალოდ ჩავფიქრდი-გავუღიმე
-დღეს 7-ზე იქ მოდი გუშინ სადაც ვიყავით. უფრო ახლოდან გავიცნობთ ერთმანეთს-სასაცილოდ გაიკრიჭა და ლოყები ისევ ჩაეჩუტა.
-კარგი,კარგი-გამეცინა.უეცრად სახე შეეცვალა-რა მოგივიდა
-ლუკა..-არ დასცალდა დასრულება ლუკა ისე შემოვარდა
-რა ლუკა გოგო.. ის ნაბ****რი ისევ თუ გაწუხებდა რატო არავის უთხარი-ისეთი გამწარებული იყო ანამარიას კიარა ცოტაარიყოს მეც შემეშინდა
-ლუკა,შემეშვებოდა ვუთხარი. რომ მეთქვა თქვენთვის მოკლავდითდა..-რაღაცეების ბურტყუნი დაიწყო,ვერაფერი გავიგე
-მართალი ხარ. ექიმები თუ უშველიან გადარჩება.კარგად მიიღო-ნერვიულად ჩაიცინა
-რა გააკეთე..აი ხომ ხედავ რატომაც არ ვთქვი არაფერი-დაიყვირა
-ხმას დაუწიე. იცოდე არ დამთავრებულა ლაპარაკი აქ ამის დრო არაა-ისევე გავიდა როგორც მოვიდა.ვერაფერი გავიგე
-რამოხდა არ მეტყვი?
-ახლა არა ლიკა გთხოვ არ შემიძლია. მერე მოგიყვები
-კარგი როგორც გინდა
-ლიკა ჯაჭვლიანი რომელი ხართ?-გაკვირვებული მივბრუნდი კლასის კარებისკენ. ვიღაც ბიჭი იდგა
-მე ვარ?-გაკვირვებისგან ხმა ისე შემეცვალა მეთვითონ ვერ ვიცანი
-შენთან გამომატანეს-ყუთი მომიტანა უცნაური
-კიმაგრამ ვინ
-არვიცი, ვერ გეტყვი-ბოლო ეს იყო რაც თქვა და წავიდა.ყუთი გავხსეი და არ არსებობს..ეს რა? კიმაგრამ..სასაცილოა..დაუჯერებელია,ეს როგორ....
-------------------------------------------------------
მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ. მეტი ვეღარ მოვახერხე პატარა გამოვიდა <3!!



№1 სტუმარი Nia

Gaagrzele ra gtxov

 


№2 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№3  offline წევრი shavisikvaruli001

Nia
Gaagrzele ra gtxov

აუცილებლად <3!

 


№4 სტუმარი gggg

Gaagrdzele da tavebi gazarde gtxov dzaan magaria

 


№5  offline წევრი shavisikvaruli001

gggg
Gaagrdzele da tavebi gazarde gtxov dzaan magaria

მადლობა. შევეცდები <3

 


№6 სტუმარი nia

გააგრძელე რა ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent