სანშაინ (მე-3 თავი)
ჩემი გეგმები თავდაყირა დადგა, როცა დილა-წვიმით დაიწყო. თვალები რომ გავახილე და ჩვენი ოთახის თეთრ ფარდებზე გამჭვირვალე, წვიმის წვეთები შევნიშნე, საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი და ნახევრად შიშველი (ვიტყოდი უფრო მეტად შიშველი, ვიდრე ნახევრად) კიბეებზე დავეშვი. ის თუ როგორ გამოვიყურებოდი, არც ერთი წამით არ მადარდებდა. ჩემს გონებაში პრიორიტეტებად დალაგებულ სიაში ჟოლო ლიდერობდა და სწორედ ამიტომ არაფერი იყო იმ წამს ჩემთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ ჟოლო ამ საშინელი ამინდისგან მეხსნა. სასწრაფოდ შემოვიყვანე სადარბაზოში და გამშრალება დავიწყე. როცა ჩემი გონების ფსკერამდე ამ გარემოების გაფილტვრა დაიწყო მივხვდი რომ ცოტა შევიშალე. ვერაფერი მაიძულებდა ახალგაღვიძებულს, ჯერ კიდევ პიჟამოში გამოწყობილს ეზოში ჩასვლას კი არა, საწოლიდან ასეთი სისწრაფით წამოდგომასაც კი. მივხვდი და ცოტა შემეშინდა, მაგრამ როგორც კი ჩემი პრიორიტეტების სია თავიდან გავიაზრე შიში და ყველა სხვა დანარჩენი უხერხულობის შემცველი განცდაც ერთიანად გაემიჯნა ჩემს გონებას. ვამშრალებდი და მეგონა რომ ყველაზე უპასუხისმგებლო ადამიანი ვიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ არ გავითვალისწინე წინასწარ წვიმის რისკი და ა.შ. და ამ იდეის გაელვებისას, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ შევიშალე. სადარბაზოში შემოსული ჩემი მეზობლის გაოცებულმა გამომეტყველებამ კი საბოლოოდ მოაწერა ხელი ჩემს განაჩენს. მოკრძალებულად. რამდენად მოკრძალებული იყო ჩემი ქცევა არ ვიცი, მაგრამ ვცადე პიჟამო ქვევით დამექაჩა და ცოტათი მაინც დავმსგავსებოდი გოგოს, რომელიც უკიდურესი აუცილებლობისთვის გამოვარდა სახლიდან ასეთ მდგომარეობაში და არა გოგოს, რომელიც ტილოთი ხელში დგას, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე და თავის მოპედს ისტერიულად ასუფთავებს და ეს ყველაფერი უფრო მეტად გავს შეურაცხადის ქცევას, ვიდრე უბრალოდ მზრუნველი პატრონის. ასევე ძალიან დიდი მონდომებით და მოკრძალებით ვცადე ჩემი ნახევრად შიშველი სხეულის, რომელიც უფრო მეტად შიშველია ვიდრე ნახევრად, ხელებით და პიჟამოების ქაჩვით როგორმე დაფარვას და სახლში ისე ავედი. ნატას გაოცება ვერ მოვასწარი, ჯერ კიდევ ეძინა. ჩემგან დამოუკიდებლად დავფიქრდი იმ ფაქტზე რომ რა იქნება, როცა შვილი მეყოლება?! რა იქნება, როცა მართლა დამეკისრება ყველაზე აღმატებული პასუხისმგებლობა?! და ზუსტად ამ დროს, მივხვდი რომ საშინლად ვგავდი ეკას, რომელიც ჯერ კიდევ არ დაბადებულს, არ არსებულს და არ ჩაფიქრებულს, მარქმევდა სახელს, მიწერდა სიმღერას და ისე იქცეოდა, თითქოს ეს სავსებით ლოგიკური იყო. მივხვდი და მაშინვე შევეშვი ამ ფიქრებს. თავი კი იმით გავიმართლე რომ ასეთმა ფიქრებმა 25 წლის ასაკში შემომიტია და არა დედაჩემივით მე-9 კლასში. ,,სან ტელეფონი!!!“ ფიქრებიდან გამოვერკვიე ნატას განწირულ ხმაზე და ოთახისკენ გავიქეცი. ჩემი ტელეფონი ფანჯრიდან ფრენას გადავარჩინე და სამზარეულოსკენ წავედი. -ჰო ეკა -რას აკეთებ? -ყავას. -ყავა და შაქარი პროპორციით 1/0ზე ჩავყარე მადუღარაში და გრანდიოზულად დავაჭირე თითი ჩამრთველს. -შენ? -ტყუპებისთვის საჭმელს. -და ტყუპების ხსენებაზე საშინლად მომინდა ჩემი ერთნაირად ერთნაირი საოცარი ძმების ნახვა. -ნატა სადაა? გადმოდით რა -კი ვაპირებდი ისეც, ნატას ძინავს ოღონდ. -ჰო, მაშინ დაელოდე, ალუბლის ტარტს ვაკეთებ -და ეკას მომზადებული ალუბლის ტარტის წარმოდგენაზე სიამოვნებისგან თავბრუ დამესხა -თან ლოლა უნდა მოვიდეს, ტყუპები უნდა წაიყვანოს კახეთში რამდენიმე დღით და აი ისიც. სასწაულების შემოქმედი, ფეიერვერკი, ენერგიის უშრეტი წყარო და უბრალოდ ყველაზე პოზიტიური ადამიანი ჩვენს ოჯახში-ქალბატონი ლოლა. ბებიაჩემი. და რაც არ უნდა დიდი დრო დავუთმო იმის ახსნას თუ როგორია ის, ყველა ეპითეტი უძლური იქნება უძლეველ ლოლასთან, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უფროდაუფრო დაუმარცხებელი ხდება. და თუ სხვა ბავშვები გმირებს მულტფილმებიდან ირჩევდნენ, ჩვენ გვხდა წილად ბედნიერება გვყოლოდა ლოლა, რომელიც ერთად აღებულ ყველა სუპერგმირზე უფრო მეტად გმირია. * * * ნატას გაღვიძება იმაზე მეტად გაჭიანურდა, ვიდრე ჩვეულებრივ და ბოლოს, ლოლას ნახვის მოლოდინით, ტყუპების მონატრებით და ალუბლის ტარტის ჭამის სურვილით აჟიტირებულმა გავაღვიძე და განაღმული ოთახი სწრაფად დავტოვე. არ დააყოვნა ნაღმის აფეთქებამაც და ნატა მალევე მოყვა ჩემს ლანძღვას. -ლოლა და ალუბლის ტარტი გველოდება -ვცადე განაღმვა მე. -ლოლა? -გაუკვირდა ნატას და სულ გადაავიწყდა ბრაზი. -ჰო, ვატო-ვაკო მიყავს კახეთში. -მეც მინდა კახეთში -მთქნარებით გაწვა დივანზე. -წავიდეთ აგვისტოში -ყავა მოვსვი მე. -რა ამინდია რა -ჩემი იდეა უყურადღებოდ დატოვა ნატამ. -რომელზე წავიდეთ? -ჩაიცვი და წავიდეთ. -და შენ რატო ხარ სველი? -გაკვირვებული დამაკვირდა ნატა და მაშინ გამახსენდა რომ სველი პიჟამოები ჯერ კიდევ მეცვა. და ჩემი სიგიჟის ისტორია დეტალურად მოვუყევი ნატას. * * * ლოლა იმაზე მეტად იყო გაპრანჭული ვიდრე ჩეულებრივ. მაოცებს ამ ქალის მონდომება. იდეალურად დაცული სიზუსტით წასმული ლაინერი, აპრეხილი წამწამები, ტუჩის ხაზებს, სპეციალურად გადასული ღია ფერის ფანქარი და სულ ოდნავ შეფერილი ყვრიმალები. და ამ ყველაფრის კულმინაცია - თმა, რომელიც საუცხოოდ წითელია. არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი საყურეები, რომელიც ყველაზე მისტიური შტრიხია. უზარმაზარი, ლამის მხრების მომცველი შავი გიშრის საყურეები, რომელიც მთელი ამ გამოსვლის მთავარი ელემენტია და რომლის გარეშეც ლოლა არავის უნახავს. ესეც ჩემი მარწყვივით ბებო-ლოლა. -ნუ სანი, როგორი არომატული ხარ! -ბებიაჩემი ფიქრობს რომ ყველა ადამიანს თავისი არომატი აქვს და სწორედ ეს არომატი განსაზღვრავს მის ხასიათს, განწყობას, ბუნებას. -დღეს საოცრად გრილი ხარ. -წარბის აწევით მითხრა და თმა ყურზე გადამიწია. ჩემს განწყობას ჩემი სუნამოების მიხედვით განსაზღვრავს. ფიქრობს რომ როცა მოტკბო არომატი მაქვს, ბედნიერი ვარ. ამ თეორიის თანახმად კი ლოლა სულ ბედნიერია, იმიტომ რომ არსებული ყველა ტკბილი არომატის საცავს ფლობს და არასდროს ატარებს გრილ არომატს. -შენ კიდე უტკბესი! მომენატრე ლოლიპოპ. -ჩავეხუტე და კალთაში ჩავუჯექი. -წამოდი კახეთში, ისე დაგასვენებ. -მითხრა და თვითონაც მომეხვია. -აგვისტოში წამოვალ, ჯერ ვმუშაობ. დე, მამა და ტყუპები სად არიან? -დავეხსენი ლოლას მუხლებს და მაცივრიდან წყალი გამოვიღე. -ტყუპები წაიყვანა რაღაცების საყიდლად და მოვლენ ერთ საათში. ნატა წინდაუკან მოუსვენრად დაბორიალებდა, მანამ სანამ ყველას გვეგონა რომ სიცხის გამო იყო ასე მოუსვენრად და მანამ სანამ გართულები ვიყავით საუბარში, ნატა მოუსვენრობისგან ისე გასივდა რომ ვეღარ მოითმინა და საბოლოოდ, გასკდა -ნიკას შერიგება უნდა! -თქვა, უფრო იყვირა ვიდრე თქვა და ძალაგამოცლილი სკამზე დაეშვა. ეკას ტარტისკენ წაღებული დანა ხელიდან გაუვარდა. ლოლას ჩემკენ მომართული ღიმილი და მზერა ერთიანად შეახმა. რაც შემეხება მე, გაოცებისგან თავბრუდახვეული ჩამოვჯექი სკამზე. რაც შეეხება ჩემ გაოცებას, არც ერთი წამით არ გამოუწვევია ეს გაოცება ნიკას იდეას, მე უფრო მეტად გამაოცა ამასთან დაკავშირებით ნატას მოუსვენრობამ, რომელიც აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით საშინლად კატეგორიული იყო. -მერე? -უხერხული სიჩუმე დავარღვიე მე. -მე არ მინდა. -აღიარა ნატამ და მოიწყინა. -მაშინ ასე რატომ განიცდი? -ისევ აიღო დანა ეკამ. -იმიტომ რომ არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა... -ისევ წინდაუკან დაიწყო სიარული ნატამ. -ფიქრობ, რომ კიდევ ერთი შანსი საჭიროა? -იკითხა ლოლამ და ჩემი წყალი მოსვა. -არ მინდა! -გადაწყვეტით თქვა ისევ ნატამ. -მაშინ პრობლემა რაშია? -განაგრძო ლოლამ. -არ ვიცი, უბრალოდ... -უბრალოდ-არ არსებობს! -არ დაასრულებინა ლოლამ -უბრალოდ-გრცხვენია, იცი?! საკუთარი თავის პირველ რიგში, რომ ეს 4 წელი, ან თუნდაც 4 წლის წინანდელი ის დღეები, ძლივს რომ გამოიარე, ჩვენ, შენი ახლანდელი ცხოვრება, ყველაფერი, გრცხვენია რომ ამ ყველაფერს ანგარიში არ გაუწიო და ზუსტად ისე მოიქცე როგორც სულ თავიდან. -ლოლას მშვიდი და აუღელვებელი ტონი არაფერი კარგის მომასწავებელი იყო. ის პერიოდი, როცა ნატა და ნიკა ერთმანეთს გაშორდნენ, ყველაზე მეტად განიცადა ლოლამ. არა იმიტომ რომ დედაა და შვილის უბედურებამ დააღონა ასე, არა. იმიტომ რომ ნიკა შვილივით უყვარდა და ხშირად, შვილებზე უფრო მეტადაც. ნიკაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. გიჟდებოდა. და ყველაზე მეტად ვერ პატიობდა ამ ადამიანს ასე მოქცევას, მათი ცხოვრების თავდაყირა დაყენებას და წასვლას. -ლოლა ვიცი -ამჯერად ნატამ შეაწყვეტინა. -ამაზე კარგად არაფერი ვიცი, ეს 4 წელი, ამის მეტი არაფერი მისწავლია, უბრალოდ შენც და ყველამაც კარგად იცით რატომაც ვარ ასე. ამ ურთიერთობას დასასრული რომ ჰქონოდა, ახლა ამაზე არც ერთი წამით არ ვიფიქრებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ორივემ ვანგრიეთ ჩვენი ოჯახი. ისე მონდომებით ვურტყამდით, ისე აღტაცებით ვშლიდით რომ სხვა არაფერზე გვიფიქრია. წარმოგიდგენიათ? საკუთარ თავებზეც არ გვიფიქრია. ჩვენ გრძნობებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ისე ვიყავით გაყოფის სურვილით შეპყრობილები, ისე გვინდოდა ერთმანეთისთვის იმის დამტკიცება რომ წასვლა მარტივად შეგვიძლია, ისე გვეჩქარებოდა ერთანეთის ტკენა, რომ ჩვენი თავი გამოგვრჩა. ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. წარმოგიდგენიათ? ამიტომაა რომ ახლა ასე, აქ ვზივარ და ვფიქრობ, რა იქნებოდა ყველაფერი ასე რომ არ მომხდარიყო, სად ვიქნებოდით ახლა? სად? იქნებ შვილიც მყოლოდა? ან შვილები? ვიცი, შეიძლება სულ უარესიც ყოფილიყო ერთმანეთისთვის თავი რომ არ დაგვენებებინა და შეიძლება ახლა, თუ რამე კარგზე მეფიქრება, მხოლოდ იმიტომ რომ დაუსრულებელი ურთიერთობის ფიქრები მჭამს, მაგრამ ნიკას ჩემზე უკეთ იცნობთ და იცით ვინც არის. თუ თვითონ მატკინა და ასე მომექცა, მხოლოდ იმიტომ რომ მე ვატკინე ორჯერ მეტად. საბოლოოდ კი, გამოდის რომ ერთმანეთი არ დავზოგეთ. ეს კიდევ ყველაზე ბოროტი საქციელია. ეს იყო ყველაზე გულწრფელი და ამაღელვებელი აღიარება. სიტყვები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც ამბობდნენ თავიანთ სათქმელს. * * * სახლში გვიან დავბრუნდით. არ ვიცოდი უნდა მეთქვა ნატასთვის რაიმე თუ არა. არ ვიცოდი დღევანდელი მისი აღიარება რას უფრო ეკუთვნოდა, შერიგების სურვილს, თუ თავისი კატეგორიული პოზიციის გამყარებას. ისეთი დაბნეული და მოუსვენარი ვიყავი, სახლში უაზროდ დავდიოდი და რასაც ხელს ვკიდებდი, ყველაფერი მივარდებოდა. ნატა მაშინვე დასაძინებლად დაწვა და ჩავთვალე რომ იმ თემის გამეორების არც ძალა ჰქონდა და არც განწყობა. მე დაძინება ვერ შევძელი. მთელი ღამე ვფიქრობდი ნატას არშემდგარ ოჯახზე. ოჯახზე, რომელზეც იმაზე მეტი არ მცოდნია, ვიდრე მეგონა. ნატაზე, რომელზეც ასევე იმაზე მეტი არ მცოდნია, ვიდრე მეგონა. * * * საოცარი დილა იყო. სიმშვიდით შეპყრობილი. მთელი ღამის გათენება, ერთიანად დამაწყდა დილით თვალებზე და მონდომების გარეშე ჩამეძინა. ჯერ კიდევ ვგრძნობდი, უძილობის ჟრუანტელს და გრილ ნიავს. ,,სანი, გაიღვიძე“ დიდი ხანია ასეთი მშვიდი გაღვიძება არ მქონია. თვალები ძლივს გავახილე და სავარძელში ძილისგან ატკიებული ზურგი ძლივს გავასწორე. -გადაწექი, აქ რატო გეძინა? -პლედი დამაფარა ნატამ და ბარის უკან, ყავის მომზადება დაიწყო, მივხვდი. -რომელი საათია? -თვალების ფშვნეტით ავდექი ფეხზე და ფანჯარაში გავიხედე. -თერთმეტია, რომელზე ადექი? -მკითხა და მაცივრიდან რძე გამოიღო. -არ მახსოვს. -მოვატყუე ჩემ გათენებულ ღამეზე და პლედი უფრო მოვიხვიე. -დილით ეკამ დამირეკა, შენ გირეკავდა და ვერ გაგაღვიძა, ჩემთან მოდით საღამოსო. -ვნახოთ, დღეს საქმეები მაქვს. სტატიისთვის ინტერვიუზე უნდა წავიდე. -მეც, მაგრამ საღამოს მცალია, თუ შენც მოიცლი გავიდეთ. -კაი. მშია, შენ არა? -არა, ხო იცი რო დილით არ ვჭამ! -ხო, დილით არ ჭამ და მეც გადამაწყე შენ ცხოვრებაზე. -ორივეს გაგვეცინა -რა მაგარია, მზეა! -გამიხარდა კარგი ამინდი და ღრმად ჩავისუნთქე წვიმით გაჟღენთილი მიწის სუნი. -გილოცავ, მთელი ორი დღე გადაიტანე ჟოლოს გარეშე -დამცინა ნატამ. -ნუ დამცინი. ზოგადადაც მიხარია კარგი ამინდი -თავი გავიმართლე მე, მაგრამ სინამდვილეში მართლა ჟოლოს გამო მიხაროდა კარგი ამინდი. -ჩავიცმევ და ყავა ერთად დავლიოთ. ოთახში შევედი და კარადა გამოვაღე. ჩემი კოპლებიანი კაბის დანახვაზე, მთლიანი სურათი რომ წარმოვიდგინე როგორ გამოვიყურები ამ კაბით, ჟოლოსთან ერთად, მაშინვე მომინდა გარეთ გასვლა. უკვე შეშლილთან ერთად, შეპყრობილიც ვარ. სწრაფად გადავიცვი და თმის დაწნა დავიწყე. -შენი კაბების გამო, ზედმიწევნით იცის მთელმა ქალაქმა შენი ვიზუალური შესაძლებლობები. -არ წყვეტდა ჩემ გაბრაზებას ნატა. -ბოდიში ამ სიცხეში შარვლით რომ არ დავდივარ. -მშვენიერი არგუმენტი გამომივიდა მე. -შორტებზე, არაფერი გსმენია? -არც ის დანებდა. -აკადემიური სტილის დაცვაა საჭირო! -მოვრჩი თმის დაწნას და ბართან ჩამოვჯექი. -მალე სულ გაგიჟდები. -გამოიტანა დასკვნა ნატამ და ყავა დამისხა. -ეგ არ მადარდებს -მხიარულად მოვსვი ყავა და ბანანი ავიღე. -ყავა და ბანანი, საოცარი მიქსია. -თვალები გამიფართოვდა ჩემ საუზმეზე. -ეკამ რომ იცოდეს ასეთი სრულფასოვანი საუზმეები გვაქვს, შიშისგან მოკვდება. -რომ წარმოვიდგინეთ როგორი სახე აქვს ეკას, ამის დანახვაზე, სიცილი აგვიტყდა. -და შენ გგონია რომ არ იცის? -რა იცის? ან საიდან? -გიჟებივით რომ მივცვივდებით ხოლმე მაცივარს და ყველაფერს ვუჭამთ რაც აქვს, მთელი კვირის მარაგს რომ ნახევარ საათში ვუნადგურებთ სხვა მეტი რა უნდა იფიქროს? -აუ, როგორ ვეცოდებით, წარმოიდგინე. -ჩემი მიქსი არც ისე ცუდი გამოდგა და შოკოლადის ფილა გავხსენი მე. -გინდა რო შაქრისგან დილიდანვე მოკვდე ხო? -შეწუხებული სახით შემომხედა ნატამ. -დღეს იმდენი მოსაწყენი საქმე უნდა ვაკეთო, დილიდანვე უნდა დავიცვა ბალანსი! -ვთქვი და ჩემს მიქსს შოკოლადიც დავუმატე. -ისე, ნამდვილ ფრანგს გავხარ, კრუასანი გაკლია და ეგაა! -ამათვალიერა ნატამ. და უცებ წარმოვიდგინე როგორ ვზივარ ეიფელის კოშკთან, გაზეთით ხელში, მზის სათვალეებით, ყავა, კრუასანები, ჩემი ჟოლო და იტალიიდან ახლა უკვე საფრანგეთზე გადავეწყე. იტალია. იტალიის გახსენებაზე კი, ის საოცარი საღამო გამახსენდა და გულში რაღაც ჩამწყდა. სახლიდან გასვლამდე, მსუბუქად წავისვი წითელი პომადა და როგორც ნამდვილ ფრანგს შეეფერება, გრაციოზულად დავტოვე სახლი. * * * ჟოლო სასტუმროსთან გავაჩერე და უგრძესი შენობის წინ ცოტა ხნით უმიზეზოდ გავჩერდი. წარმოვიდგინე რომ 7 ბალიანი მიწისძვრაა და ეს შენობა თავზე მენგრევა, მე ვერც გაქცევას ვასწრებ და ასე საშინლად ვკვდები. ასე საშინლად კვდება ჩემი 25 წლიანი ცხოვრება. გული გამისკდა და სირბილით შევვარდი სასტუმროში. გამიმართლა ძალისხმევის გარეშე რომ მოვახერხე ჩემი მსხვერპლის ამოცნობა. გავოგნდი პუნქტუალურობით. ზოგადად სულ აგვიანებენ ინტერვიუებზე. არ ვიცი, ამით რისი თქმა სურთ, იმის რომ მართლა ძალიან მოუცლელები არიან თუ იმის, რომ უბრალოდ გავლენა აქვთ. პუნქტუალურობასთან ერთად, საოცრად ზრდილობიანიც აღმოჩნდა ჩემი რესპოდენტი. ვერანდისკენ გამიძღვა და უკვე გამზადებულ მაგიდასთან დავსხედით. ჩემ გაოცებას ბოლო არ უჩანდა. საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა, სანამ იქაურობას დავტოვებდი, უკვე ვიცოდი როგორ მაგარ სტატიას დავწერდი ამ ადამიანზე, თან მეტიც, ბოლო ერთ საათს კი არა, მთელ დღეს დავუთმობდი წერას. კმაყოფილმა დავტოვე სასტუმრო და ტელეფონში ჩემი ბოსის ნომრის ძებნით გართული წავედი ჟოლოსკენ. ჩემს სხეულში წნევის კოსმიური სისწრაფით ვარდნა კიდევე ერთხელ განვიცადე. მუხლების დამორჩილება ისევ ისე საშინლად გამიჭირდა და ადგილიდან ფეხის მოცვლა ვერ შევძელი. ჩემი ჟოლო ისევ არ არის მარტო. შემოტრიალდი მიდი! ვყვიროდი გულში და ველოდებოდი ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მომინდა რომ იქ მდგარიყო! მიდი რა! ჩემსა და ჟოლოს შორის მანძილი იმდენ მეტრს ითვლის, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი ვერ აღიქვა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ვრწმუნდები რომ ის არის, ან იმდენად მინდა ის იყოს, რომ მჯერა ის არის. თბილისში არა, მაგრამ ნამდვილად ფიქრობს რომ კუბაზეა! თხელი, უგრილესი პალმებიანი პერანგი აცვია, საცურაო შორტებზე, მზის სათვალეები და საკმაოდ გარუჯული კანი, რომელიც ისე ელავს ამ ფონზე, მგონია რომ მართლა კუბაზე ვარ, ან შეიძლება მალდივებზეც. ეჭვიც შემეპარა სად ვიყავი. ყველაზე ჩახუთულ ქალაქში, რომელშიც ამ დროს ნიავიც კი არ იძვრის, თუ რომელიმე ზღვის კურორტზე, სადაც ხალხი ქუჩაში საცურაოდ გამოწყობილი დადის და ნაპირის გამოჩენის არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებს ბანაობის გარეშე?! აი ფილმებში როგორც არის, ზღვის ნაპირზე რომ ცხოვრობენ და სულ შორტებით და საცურაო კოსტუმებით რომ დადიან, სულ ბანაობენ, სულ ირუჯებიან და მეტი საქმე რომ არ აქვთ. შემოტრიალდა! აუცილებლად დამინახა. არც უცდია ამის არ შემჩნევა. სათვალეები მოიხსნა და გამიღიმა. ახლა უკვე ვიცი რომ ნამდვილად ის არის. ერთიანად მომეხსნა ყველა დაბრკოლება სხეულიდან და სწრაფად გადავდგი დარჩენილი ნაბიჯები. საკმაო დისტანციაზე მაინც გავჩერდი და ისევ გავიჭედე. -რა თქმა უნდა, შენ ხარ! -მითხრა და სათვალე პალმებიანი პერანგის ჯიბეში ჩაიდო. -არც მიფიქრია რომ სხვა იქნებოდა. -გააგრძელა ისევ თვითონ -ასეთით, მეეჭვება სხვაც დადიოდეს ამ ქალაქში. -და ჟოლოს გადახედა. მე ისევ ენაგადაყლაპული და გაოცებული ვიდექი და ვერაფრის თქმას ვახერხებდი. -მითვალთვალებ ხო? -იყო მოულოდნელი კითხვა და თვალები შუბლზე ამივიდა -მე? შენ? -ისე აღმომხდა, თითქოს ბრალი წამიყენეს სასამართლოში. -ჰო, შენ. აქ როგორ გაჩნდი? -ღიმილს არ წყვეტდა ის. -როგორ და, საქმე მქონდა -არ გავუმხილე ჩემი იქ ყოფნის მიზეზი მე. -უცნაურია ისე -თქვა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო -ვბანაობდი, -თავის მოძრაობით მანიშნა სასტუმროს ღია აუზისკენ და მაშინ ამოვხსენი რატომ გამოიყურებოდა ასე კუბურად. -შემთხვევით დავინახე შენი ვესპა და ეგრევე შენ გამახსენდი, ვიცოდი რო შენ იქნებოდი და ცოტა არ იყოს გამიკვირდა. -დამთხვევა. -გადავწყვიტე მე. -ნამდვილად? -გამომწვევად მკითხა და როგორც მაშინ, ახლაც თავიდან ბოლომდე დამათვალიერა. -იმ დღესაც, ეხლაც, სრულიად შემთხვევით. ძალიან უცნაურია -იღიმოდა ისევ ის და გულის სიღრმეში მეც ძალიან მსიამოვნებდა. -ალბათ ჟოლოს დამსახურებაა. -ვთქვი და ჟოლოსკენ წავედი. -ჟოლო? -გაოცებულმა მკითხა -ჰო, ჩემ ჟოლოს ჟოლო ქვია -და გვიან გავიაზრე რომ ძალიან უაზროდ ავუხსენი ჟოლოს ამბავი. გულწრფელად გაეცინა, მივხვდი. -არ მჯერა, რომ ასეთი ხარ! -თქვა და ზღარბივით თმაზე ხელი გადაისვა. -ასეთი, როგორი? -აი არ ვიცი, ასეთი. -და ჩემ თავზე მანიშნა. მეც გამეცინა. -ხომ გითხარი ასეთი დღეები იშვიათად თენდება-მეთქი. -და მაშინ ისიც მითხარი რომ სხვა დროს გეტყვი როგორ დღეებსაც ვგულისხმობო. -გამოვიჭირე მე. -მართლა გითხარი? -ცხვირი დაეჭმუჭნა მას. -ზუსტად! -ვეღარ ვითმენდი მე. -არ მითქვამს! -იუარა -კი! თქვი! -მტკიცებაზე გადავედი მე და ისე ბავშვივით გამომივიდა სიცილს ვეღარ იკავებდა. -კარგი, ვთქვი. სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი იქ და მაგიტომ გითხარი. -მართალია დამაკმაყოფილებელი პასუხი სულაც არ იყო და ახალი ვერაფერი გავიგე, მაგრამ შევეშვი, აღარ ჩავაცივდი. -და შენ რას აკეთებ აქ? -ისევ მიუბრუნდა დასაწყისს -საქმე მქონდა-მეთქი -მკაცრად გამომივიდა მე. -ჰო, ჩემი თვალთვალი -მზერა ჟოლოზე გადაიტანა. ამ სიტყვებზე უკვე მეორედ შემენთო ცეცხლი და ისე გავბრაზდი თითქოს მართლა ასე ყოფილიყოს და ტყუილში გამომიჭირა. -ინტერვიუს ვწერდი! -ლამის ვიყვირე და ჩაფხუტი ავიღე. -ჟურნალისტი! გასაგებია. ესე იგი სულაც არ აღმოჩნდი შემთხვევით იქ სადაც ვიყავი და იქ, სადაც ვარ. ვინ დაგავალა ჩემი თვალთვალი? -ღმერთო რა ამბიციურია, ჭკუიდან მშლის. არ წყვეტს ჩემს ცილისწამებას და ისევ ისე იღიმის და უკვე მგონია რომ დამცინის კიდეც. -რა სისულელეა! შენ რატომ უნდა გითვალთვალო? -ვეცადე გამომეჭირა მეც. -ეგ თქვენ უკეთ იცით. -მითხრა და დამაკვირდა -ხალხს დასდევთ, ყველგან ერევით, ყველაფერი გაინტერესებთ, ასე არაა? -ამ მხილებას ჩემი გული ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა. -არ არის! და ყველა ერთნაირი ნუ გგონია. -თავის მართლებაზე გადავედი მე, გაბრაზებული დავჯექი ჟოლოზე და ჩაფხუტი გავიკეთე. -კაი ნუ გაბრაზდი, ხომ ხვდები რომ ვხუმრობ. -ჩაფხუტი მომხსნა და სულ რამდენიმე მემილიონედ წამიან შეხებაზე, კიდევ ერთხელ ჩამომექცა ეს შენობა თავზე. -წამო ვიცურაოთ. -ეს იყო ყველაზე უცნაური შემოთავაზება ჩემ ცხოვრებაში. გაოცება სახეზე დამეწერა. -ჩემ შორტებს მოგცემ. -გადაჭრა პრობლემა ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე და ჩაფხუტი ხელში აათამაშა. მე უფრო მეტი გაოცება დამატყდა თავს. -მე კიდევ მაქვს. -კიდევე ერთხელ უპასუხა ჩემ გაოცებას. მე ჩაფხუტი გამოვართვი და ისევ გავიკეთე. მივხვდი რომ იქაურობას მალე თუ არ გავეცლებოდი ჩემი ტვინი ფუნქციას მალევე დაკარგავდა და საბოლოოდ მოვიშლებოდი საყრდენი ბოლტებიდან. -მოიცა რა -ნაწყენი ხმით მითხრა და ისევ მომხსნა ჩაფხუტი, თამაშივით გამოვიდა. მე ვიკეთებ, ის-მხსნის, ჯერ-ჯერობით კი ფრეა. შემომხედა და ჩემი სახის დანახვაზე გაეცინა. ნიკაპზე ცერა თითით მსუბუქად შემეხო და მერე ჩემი წითელი პომადის კვალი მაჩვენა -მგონი ცოტა რისკია ჩაფხუტთან. -გააპროტესტა ჩემი პომადა და კვალის მოუშორებლად წაიღო ხელი. -უნდა წავიდე. -თავის დახსნა მინდოდა მე და ჯერ კიდევ გაბუჟებული მქონდა ნიკაპი. -რატომ? -ისევ ბურთივით ათამაშებდა ჩემ ჩაფხუტს. -ის რომ მეორედ ერთმანეთს ასე უცნაურად დავემთხვიეთ, ხომ არ ნიშნავს რომ სულ ასე იქნება? -მიყურებდა და ცდილობდა ასე დავეყოლიებინე. -და სულ ასე რატომ უნდა იყოს? -დავიფასე თავი მე. -ეგეც მართალია, ბოლოსდაბოლოს იტალიაში ხომ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ყელში საძილე არტერიის ყველა ფეთქვა დავითვალე ისე ავღელდი. მივხვდი რომ ამ ადამიანის მეორედ ნახვაშიც ყველაზე მეტ აღფრთოვანებას სწორედ ეს იწვევდა, ზედმეტი მონდომების გარეშე, საოცარი სილაღით, უშუალობით და გულწრფელობით სავსე მზერა და სიტყვები, რომელსაც ძალდატანების გარეშე ამბობდა ერთიმეორის მიყოლებით. -რა მოიფიქრე? -მიხსნა ფიქრებისგან. -რაზე? -იტალიაზე. -იცინოდა ისევ ის. -17 დღე დარჩა. -კიდევ მჭირდება დრო -ისევ ავყევი მე. -რამდენი? ლოდინი მღლის. -დაიწია და ხელებით მუხლებს დაეყრდნო. ზღვის, მზის და სიგრილის არომატი ჰქონდა ამ ბიჭს. -16 დღე. -დაუფიქრებლად ვთქვი და თავი გავატრიალე სიახლოვისგან თავის დასახსნელად. -ერთი დღით ადრე უნდა გავიგო პასუხი? -ასე გამოდის. -და სახელი? -რა სახელი? -დავიბენი მე -შენი. სახელი. ეწყინება ამდენი ხანი რომ არ ვიცი. -გამეცინა -სანი. და შენი? -მოიცა, ვის უთვალთვალებ არ იცი? -გაოცდა ის და როცა მიხვდა ისევ ვბრაზდებოდი სიცილით მითხრა -აკა. ხელი გამომიწოდა და ძალიან მსუბუქად მაკოცა. -და რომ იცოდე, ულამაზესი სახელი სახელი გაქვს, სანშაინ. აი ისიც, მზის სადარი-აკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.