შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწერლებს სულ სხვა ფინალს თხოვენ (სრულად)


26-07-2017, 01:07
ავტორი Markoza3
ნანახია 2 412

ლილე ერთი ჩვეულებრივი მეოცნებე გოგოა, გამორჩეული თავისი სილამაზით. 17 წლისაა და ცხოვრობს თბილისში. ჰყავს 19 წლის ძმა, იკა რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. და-ძმის ჩხუბი ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არა კაპანაძეების ოჯახში. ასევე ლილეს ჰყავს ერთადერთი და განუმეორებელი დაქალი ანამარია, რომელიც შეყვარებულია იკაზე...
***
*ტერასაზე მჯდომმა ანამარიამ სიმყუდროვე დაარღვია...*
-ლილე ზაფხული მიდის, ჩვენ კი ვერ ვერთობით სათანადოდ. (ანამარია)
-ზაფხული ხო არ დამთავრებულა, რატომ წუწუნებ. ივლისის ბოლოა აგვისტოს დასაწყისში ვიზავთ რამეს. (ლილე)
-შენი ძმა რას აპირებს? (ანამარია)
-ძმაკაცებთან ერთად მიდის გურიაში . (ლილე)
-რაა ღადაობ? აუ გთხოვ ჩვენც წავყვეთ, გავერთობით..(ანამარია)
-კარგი ვეტყვი... დღეს მივდივართ ბარში...? (ლილე)
-აუ ეგ სულ დამავიწყდა. დღეს ხომ, ნიკას დაბადების დღეა... იკაც იქ იქნება? (ანამარია)
-სულელო, მხოლოდ იკა ნუ გაკერია პირზე, ძმაკაცია რათქმაუნდა იქნება.(ლილე)
*ანამარია წამოხტა სკამიდან*
-ადექი უნდა წავიდეთ. (ანამარია)
*ლილე და ანამარია ერთნაერი გიჟები იყვნენ, ორივეს უყვართ წვეულებები გართობა, ამავდროულად შარიც. ლილე და ანამარია ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევენ, მათთვის ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია. ლილეს რაც არ უნდა ჩაეცვა ყველაფერი უხდებოდა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, გამოირჩეოდა ქცევებით, ლაპარაკით სტილით, თმის თუ თვალის ფერით. არასდროს ჰყვარებია ბიჭი გაგიჟებით, მასზე კი ყველა ბიჭს ეკეტება. რაც შეეხება ანამარიას რაც ლილე გაიცნო მისი ცხოვრება შეიცვალა და არა მარტო ლილე, იკამაც დიდი ცვლილება მოახდინა მის ცხოვრებაში. მის მეტს ვერავის ხედავს, ასსევეა იკაც ანამარიაზე ეკეტება, მაგრამ როცა ორივე ერთ სივრცეშია, ორივე იბნევა და ორივე უარყოფს ამას. უბრალოდ ეშინიათ ურთიერთობის დაწყების არ უნდათ, რომ ცუდად დამთავრდეს მათი ისტორია, რომელიც ჯერ არ დაწყებულა.*
*ლილემ და ანამარიამ ბარში შესვლამდე, ბოლოჯერ გადაავლეს ერთმანეთს თვალი და შევიდნენ.*
***
-ნიკუშ გილოცავ დაბადებისდღეს მრავალს დაესწარი (ლილე)
*ნიკა ლილეს დანახვაზე დაიბნა, როგორც ყველა ბიჭს მოსდიოდა...*
-ვაა ლილე არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი, მადლობა.(ნიკა)
*იკა გადაეხვია ლილეს*
-ჩემი ცხოვრება მოვიდა(იკა)
-ძამიკ რასშვები ერთობი?(ლილე)
-ხო არ იცელქო და არ იცანცარო. (იკა)
-როგორც თქვენ იტყვით. (ანამარია)
*ანამარიამ ხელი ჩაავლო, ლილეს და საპირფარეშოსკენ გაიყვანა, ჩანთა გახსნა და ჩაახედა*
-ვააიმეე, სასწაულიხარ დღეს მაგრად გავერთობით.(ლილე)
-გოგო იკამ, რომ გაიგოს ხოიცი მაგრად დაგვერხევა.(ანამარია)
-თუ არ ეტყვი, ვერ გაიგებს.(ლილე)
-მაშინ საღამოს დაწყებას გახსნილად ვაცხადებ.
*ლილე და მარიამი ხშირად იყვნენ დამოკიდებულები, მოსაწევზე და ტაბლეტებზე.*
*ლილე, რომ გადიოდა საპირფარეშოდან ვიღაცას დაეჯახა.*
-წინ არ იყურები? (ლილე)
-შენ მეჯახები და კიდე მე არ ვიყურები წინ?.. რაღაც დაგივარდა... (უცნობი ბიჭი)
*ჩაეცინა..*
რაღაც არა "ექსტაზი" (უცნობი ბიჭი)
*ლილემ ხელიდან გამოსტაცა და გამწარებული გავარდა, უკნიდან კი ანამარია მიყვა*
-აუ ნეტა ვინ არის იმედი მაქვს, შენი ძმის ძმაკაცი არ არის. (ანამარია)
-აუ რავი, დაიკიდე ვერ დაამტკიცებს (ლილე)
*ლილე და ანამარია ყოველთვის პოულობდნენ გამოსავალს, როცა რამე შარში გაყოფდნენ თავს.*
-გოგოებო თქვენ გეძებდით, რას აფუჭებთ? (იკა)
*ანამარიას და ლილეს ჩაეცინათ*
-არაფერს ჯერ ნახევარი საათი არც არის, რაც მოსულები ვართ და უკვე მოგვეწყინა (ანამარია)
-დაქალი უნდა მოგტაცო ლილე, სალაპარაკო მაქვს ანამარიასთან (იკა)
*ლილეს ბოროტულად ჩაეცინა*
-ხო თუ უკვე დალეული გაქვს, კი გექნება საქმე, შეგიძლია მოიტაცო გრთავ ნებას. (ლილე)
***
*ლილემ კოკტეილი მოწრუპა, შემობრუნდა თუარა ვიღაცას გადაავლო*
-შენ ჰობად გაქვს, შეჯახება? (უცნობი ბიჭი)
-ესეც შენი ბრალია.!!(ლილე)
-შენკი ჰობად გაქვს დაბრალება, მაისური გამინადგურე და აქეთ მეპრეტენზიები? (უცნობი ბიჭი)

* ამ დროს ნიკა მოვიდა*
-ვაა უკვე გაგიცნიათ ერთმანეთი, ნუ არ გაუჭირდებოდა ჩემს ძმას..(ნიკა)
-შენი ძმა.. ?*შეწუხებული სახით თქვა ლილემ*
-ხოო... ლილე ეს ალექსანდრეა, ალექსანდრე ლილე იკას დაა. (ნიკა)
- კაია (ალექსანდრე)
*გაიძრო კოკტეილით გაჟღენთილი მაისური*
-იმედი მაქვს გექნება რამე, ზედმეტი მაისური წამოღებული. (ალექსანდრე)
*ლილე ისევ შოკში იყო... ჯერ იმიტომ, რომ ნაცნობი აღმოჩნდა და შემდეგ იმიტომ, რომ ძალიან სიმპათიური იყო ალექსანდრე, დიდიხანი ასეთი რამ არ გადახდომია, რადგან სპეციალურად აკეთებდნენ ამას ბიჭები. რომ ლილე გაეცნოთ, მაგრამ არამგონია ალექსანდრეს ეს სპეციალურად გაეკეთებინა...*
*ალექსანდრე დადიანი, 19 წლის, ნიკას ტყუპისცალი ძმა, ამერიკაში სწავლობს. ბიჭია რომელიც თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი გოგოს "დაკერვა" ნუ ტიპიური ბაბნიკი...*
-ნიკა ბოდიში მაგრამ, სახლში უნდა წავიდე არ ვიცი იკა და ანამარია სად არის.. უთხარი რომ წავედი, რომ ნახავ(ლილე)
-რაა? არა ჯობია დაელოდო, ნასვამი ვარ ვერ წაგიყვან მანქანით... მარტო კი არ მინდა, რომ წახვიდე (ნიკა)
-დედამ დამირეკა, აუცილებლად მოდიო.(ლილე)
-მოიცა სოფელში არ არიან?(ნიკა)
-ჩამოვიდნენ (ლილე)
-კარგი ერთი პირობით გაგიშვებ, ალექსანდრე წაგიყვანს (ნიკა)
-არაა საჭირო მართლა (ლილე)
-ხო ჩემი აზრითაც არ არის საჭირო, ტაქქსს გამოვუძახო? (ალექსანდრე)
-ნუ გამოქლიავდი ტოო, წაიყვანე ეს გოგო სახლში. და ბრთხილად იარე! (ნიკა)
-კაი ბაბუ, დღეს ბოსი შენ ხარ bithday boy, relax. (ალექსანდრე)
***
*ლილე და ალექსანდრე გავიდნენ ბარიდან, ალექსანდრემ ლილეს თვალებით მოტოციკლისკენ ანიშნა*
-მეღადავები? ამ ჯართით უნდა წავიდეთ? (ლილე)
-აუჩემი... ლიმუზინის შეკვეთა ვერ მოვასწარი ტოო... ვიღაცას შეეშინდა და არ მჯდარა მოტოციკლზე(ალექსანდრე)
-მე და შიში? ჰაჰაჰაჰა, რაკარგად გამაცინე, უბრალოდ რატომ უნდა გენდო?(ლილე)
- იმიტომ რომ უნდა მენდო)) სიტყვა "რატომ" ამოიღე ლექსიკონიდან, როცა მე მელაპარაკები. მერა შენს მოტაცებას კი არ ვაპირებ. (ალექსანდრე)
*და ხელებში ჩაბხუტი შეაჩეჩა*
-ვერც მომიტაცებ, და ნუ მიბრძანებ რაგავაკეთო და რა არა! (ლილე)
-ხო კიდე არც "ვერ" სიტყვა გამოიყენო. (ალექსანდრე)
*ლილემ დაიხურა ჩაბხუტი, ბურტყუნით და დაჯდა მოტოციკლზე*
***
*მთელი გზა, არცერთს არ ამოუღიათ ხმა.. ლილეს მაგრად ეშინოდა მაგრამ არ იმჩნევდა, ხელიც კი არ შემოუხვევია, ადგილზე რომ მიიყვანა ლილემ ჩაბხუტი გაბუსხულმა მოიხსნა და მიაწოდა*
-იმედი მაქვს აღარ შევხვდებით (ლილე)
-არაფრის ლილე, რის მადლობა მოგაცილებ ხოლმე..შენც ღამემშვიდობის... არა ყავა არმინდა მადლობა... (ალექსანდრე)
*ჩაბხუტი გამოართვა თვალი ჩაუკრა და მთელი სისწრაფით თვალს მოეფარა*
***
*ლილე კი სახლში შევიდა ასე, რომ ვთქვათ გამოშტერებული არ იცოდა რა ეთქვა ან რა ექნა. ამ ბიჭმა სულ გააგიჟა, ბიჭები მას დედოფალივით ექცეოდნენ მაგრამ... ეს ბიჭი სულ გამოირჩეოდა სხვა ბიჭებისგან... ვერ გაიგებდით როგორი ხასიათის იყო თითქოს დიდი ამოცანა იყო რომლის ამოხსნაც შეუძლებელი იყო. მაგრამ ფაქტი კი სახეზე იყო მისმა გამოჩენამ ლილეზე იმოქმედა...ლილეს ფიქრებში ჩაეძინა*
***
*დილის ხმაურმა ლილეს ძილი დაურღვია, პიჟამოებით გავარდა, რომ გაეგო რა ხდებოდა და გაშტერებული უყურებდა, ანამარიას, ნიკას და ნიკას შეყვარებულს და იკას. მის დანახვაზე ყველა ადგილზე გაშეშდა.*
-შენ რა არაპირებ წამოსვლას? (იკა)
-ჰა??(ლილე)
-გურიაში მივდივართ, ერთი-ორი კვირით. (იკა)
-"მივდივართ"? მეგონა, რომ ძმაკაცებთან ერთად მიდიოდი (ლილე)
-ხოო მოდიან, პროსტა გუშინ სიაში ჩაგწერეთ შენ და ანამარია... დროს ნუ კარგავ ჩაიცვი და უნდა გავნაწილდეთ მანქანებში. (ალექსანდრე)
*ლილე ისევ გაშტერებული იყურებოდა, ანამარიამ თვალით ოთახისკენ ანიშნა.. დიდი ხანი გამზადება არ დასჭირვებია.*
***
-ახლა რადგან ლილეც მზად არის, გადანაწილების დროა.. მოკლედ მე ანამარია, ნიკა, ნია (ნიკას შეყვარებულია ნია) ჩემთან და ადგილი აღარ არის. (იკა)
-მე ფეხით წამოვიდე? წავალ დავიძინებ მაინც არარის ჩემი ადგილი, კეთილი მგზავრობა მიყვარხართ ყველა (ლილე)
-ლილე სახლში ვერ დარჩები, დედა და მამა სოფელში არიან. ჩვენ კი დიდიხანი მოგვიწევს იქ დარჩენა და არის შენი ადგილიც (იკა)
*ამ დროს ალექსანდრე შემოვიდა*
-მოგვარებულია, მოვიყვანე მანქანა. (ალექსანდრე)
-ხოო და აი. ალექსანდრე და ლილე წამოვლენ ერთად.
*ლილემ და ალექსანდრემ, გაფართოებული თვალებით შეხედეს ერთმანეთს...*
-რადგანაც დავლაგდით შეგვიძლია გავიდეთ (იკა)
*ლილემ ხმა ვერ ამოიღო, კიდევ შოკში იყო. ალექსანდრე კი მანქანაში იჯდა უკვე.*
***
*ლილემ ბრაზით გააღო წინა კარები და ჩაჯდა მანქანაში*
-გაგიმარჯოსს, მეც კარგად ვარ.. შენ როგორ ხარრ??მთელი გზა თუ ასე აპირებ ყოფნას, ფეხით მოგიწევს წამოსვლა. (ალექსანდრე)
-თუ მთელი გზა ჩემს მაგივრად აპირებ ლაპარაკს... ნაოშნიკები ხო გაქვს, რომ მათხოვო ჩემები დამრჩა რა..(ლილე)
*გაეცინა ალექსანდრეს*
-პატარავ ექსტაზი გამოგელია? აღარ დაგჭირდება ნაოშნიკები (ალექსანდრე)
-მაგ თემას ნუ ეხები (ლილე)
-შენმა ძმამ, რომ გაგიგოს ხოიცი იმედები გაუცრუვდება და ანამარიასი და მისი ისტორია დაუწყებლად დასრულდება. (ალექსანდრე)
-რის მიღწევას ცდილობ? მაშანტაჟებ? (ლილე)
-შენ რატომ მიიღე შანტაჟად? (ალექსანდრე)
*ლილემ მუსიკა ჩართო მანქანაში .. მთელი გზა ტომი ჯერივით იყვნენ... როგორც იქნა 8 საათში მიაღწიეს...*
***
*ალექსანდრესთან კამათი უბრალოდ არ შეიძლებოდა, ყოველთვის ისეთ რაღაცას იტყოდა რასაც შეიძლება სამუდამოდ გაეჩუმებინე. თავისებური ბიჭი იყო უხეში კი კი ის ზედმეტად უხეში იყო. ვერ გაიგებდი როგორ ხასიათზე იყო კარგზე თუ ცუდზე*
***
*ლილე ძალიან მალე იღლებოდა არ უყვარდა 8 საათიანი მოგზაურობა, ამიტომ ოთხაში ასულს, უცებ ჩაეძინა, მაგრამ მისმა ძილმა დიდხანს ვერ გასტანა. გაღვიძებისთანავე სამზარეულოსკენ წავიდა წყალის დასალევათ. სახლში მხოლოდ ალექსანდრე იყო დივანზე წამოკოტრიალებული, ტელევიზორს უყურებდა.*
-მძინარე მზეთუნახავსაც გაუღვიძია (ალექსანდრე)
-შენ რომ ბოღმა არ გამოისროლო ისე არ შეგიძლია... სად წავიდნენ გვრიტები?(ლილე)
-კარვები წაიღეს, ალბათ ხვალ დაბრუნდებიან. მე ძიძად დამტოვეს(ალექსანდრე)
-შენ გირჩევნია შენს თავს მიხედო.(ლილე)
-წყალი წამომიყოლე რაა (ალექსანდრე)
*ლილეს ბოროტულად ჩაეცინა, შევიდა სამზარეულოში ჭიქაში ყინულები ჩაყარა და წყალი ჩაასხა. შემდეგ კი ალექსანდრესკენ გაემართა, წყალი გადაავლო, ალექსანდრემ ხელი აიქნია ლილეს ჭიქა გადაუვარდა და გატყდა*
-შენ გოგო ხოარ გაგიჟდი (ალექსანდრე)
-ჯერ არ გავგიჟებულვარ
*ლილემ კისკისი ატეხა და და7იხარა დაბლა, რომ ნამსცხვრევები აეკრიფა თან ბუზღუნებდა*
-ზოგჯერ ადამიანის გული ამ ნამსცხვრევებს გავს...
*ხელში მინის ნატეხი შეერჭო*
-ლილე კარგად ხარ?(ალექსანდრე)
-ჰჰჰჰ კარგად ვარ (ლილე)
*ალექსანდრე წამოხტა და ლილეს ხელი დაიჭირა*
-ხელში ნამსცხვრევი შეგერჭო (ალექსანდრე)
-უი არ ვიცოდიი, გამეცალე ისედაიჭირა ჩემი ხელი, თითქოს რამე იცოდესს გამომივიდა აქ ექიმი (ლილე)
-ლილე სხვათაშორის სამედიცინოზე ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ (ალექსანდრე)
-უფფ მერე მე რა? შემეშვი რა (ლილე)
-სისხლი მოგდის ინფექცია არ შეგეჭრას, რატომ იქცევი ასე ნება მომეცი, რომ დაგეხმარო. (ალექსანდრე)
*ალექსანდრემ დაითახმა ბოლოს ლილე, რომ ხელი შეეხვია ალექსანდრე ყოველ ჯერზე ახერხებდა ლილეს გაოცებას, ლილე კი გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ალექსანდრეს... ალექსანდრემ ისევ წაიბოროტა და დუმილი დაარღვია*
-ნუ მიყურებ მასეთი თვალებით(ალექსანდრე)
-როგორი თვალებით? (ლილე)
-"შემიყვარდი თვალებით" (ალექსანდრე)
*გაეღიმა ალექსანდრეს, ლილეს თვალებში კი უკვე სიბრაზე იკითხებოდა*
-რაებს ბოდიალობ? მეშენ??? ნუ სულელობ! სიზმარშიც კი არ მოხდება ეგ....(ლილე)
*ლილე ბუხართან ჯდებოდა როცა ალექსანდრემ შესძახა*
-მეშენუგონოდშეგიყვარდები ! (ალექსანდრე)
*ლილემ არ შეიმჩნია თითქოს არაფერი გაეგოს, არადა ზუსტად ის სიტყვები გაიგო რისი გაგონებაც არ უნდოდა... და ჩაიბურტყუნა "იდიოტი" ... რადგან იცოდა რომ ეს იდიოტი, თავს მართლა შეაყვარებდა. თუ უკვე გვიანი იყო? ეშინოდა, რომ გულნატკენი დარჩებოდა და თავისთავსაც კი ეკამათებოდა ... ის ვერ შეიყვარებდა ამ ტიპს უახლოეს მომავალში, წავიდოდა საქართველოდან სასწავლებლად ამერიკაში.*
*ალექსანდრე მიუჯდა და ცხელი ჩაი მიაწოდა... ზაფხულის მიუხედავად ძალიან ციოდა.. მთაში... გარეთ წვიმდა.. ორივე გატვრენილები ისხდნენ ბუხარის წინ.. ლილემ კი სიჩუმე დაარღვია*
-გყვარებია ? (ლილე)
-მე და სიყვარული შორი შორს ვიყავით, ყოველთვის.. შენ? (ალექსანდრე)
-ნწ მეც ეგრე, ახლაც მასე ვარ (ლილე)
*ალექსანდრეს გაეღიმა ბოროტულად და ლილეს შეაშტერდა*
-ნუ მიყურებ მასეთი თვალებით (ლილე)
-როგორი თვალებით? (ალექსანდრე)
-"მეშენუგონოდშემიყვარდები" თვალებით
*და გადაიკისკისა, ალექქსანდრეს სახეზე შეაშრა ღიმილი*
-ბოროტობ არ ითვლება(ალექსანდრე)
-რას ვიზავთ (ლილე)
-მომოყევი შენზე რამე (ალექსანდრე)
-მაგალითად რა? (ლილე)
-მომავალში რას აპირებ?(ალექსანდრე)
-არ მიყვარს მომავლის დაგეგმვა (ლილე)
-უცნაური ხარ.. სხვა გოგოებისგან განსხვავდები (ალექსანდრე)
*ერთმანეთთან ისე ახლოს ისხდნენ, ერთმანეთის სუნთქვა მკვეთრად ესმოდათ, ლილეს გული ამოვარდნნას ჰქონდა როცა თვალებში უყურებდა ალექსი... ალექსი კი მხოლოდ ერთ რაღაცაზე ფიქრობდა, მის ტუჩებზე, მის სხეულზე... ცდილობდა თავი შეეკავებინა მაგრამ ვერ შეიკავა..


მისკენ მიიწევდა, რომ მისი ტუჩები დაეგემოვნებინა... მაგრამ გონს მოვიდა და გაეცალა... ლილე გაკვირვებული დატოვა, ბიჭი ტუჩებთან ისე ახლოს იყო და არ აკოცა... ცოტა იმედგაცრუებულიც დარჩა, არ მოელოდა ამ საქციელს რადგან მას რომელი ბიჭი არ აკოცებდა, ტუჩებთან მისულს...*
-დასაძინებლად მივდივარ.. ღამემშვიდობის (ალექსანდრე)
*გაქრა ადგილიდან, ლილემ ძილინების თქმაც კი ვერ მოასწრო.. ლილეს კი ბუხართან ჩაეძინა..*
***
*ლილეს ხმაურმა გააღვიძა, ყველა სახლში იყო.. ანამარია თავზე დასტრიალებდა.. ლილეს თვალები არ ჰქონდა გახელილი, რომ ჰკითხა*
-გუშინ რა მოხდა? მომიყეევი რაა (ანამარია)
-შენც დილამშვიდობისა (ლილე)
-გუშინ რა მოხდაა? (ანამარია)
-არაფერი (ლილე)
-რას ქვია არაფერი? ..? შენ და სიმპატიური ბიჭი მარტო იყავით სახლში, ბუხართან.... და არაფერი მომხდარა? (ანამარია)
-არაფერი არ მომხდარა მართლა (ლილე)
-კარგი მაგრამ მეეჭვება(ანამარია)
*იკა მიუახლოვდდა ლილეს და შუბლზე აკოცა*
-გუშინ გეძინა და აღარ გაგაღვიძეთ, რა ხდებოდა გუშინ? ალექსამ ხო არ გაგაბრაზა? (იკა)
-არა რა სისულელეა(ლილე)
-კარგი გაემზადეთ და პიკნიკზე წავიდეთ(იკა)
-აუ მე ცოტას გავივლი რა.. (ლილე)
-როგორც გინდა, ანამარიაც წამოვიდეს? (იკა)
-არაა მარტო მინდა გავლა (ლილე)
***
*ლილეს დიდად არ უყვარდა, ხალხმრავალი ადგილი, ამიტომ ყოველთვის ამჯობინებდა მარტო ყოფნას. დიდ ხნიანი სიარულის შემდეგ ჩამოჯდა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო ტუჩებშუა მოაქცია და ამდროს ნაცნობი ხმა გაიგო.*
-ხო არ მოგიკიდო? (ალექსანდრე)
*ლილემ ნელნელა უკან გაიხედა, მის უკან ალექსანდრე იდგა..*
-შენ მე უნდა მდიო სულ? (ლილე)
- რატომაც არა?
*ალექსანდრე გვერდზე მეუჯდა ლილეს*
-ნუ გცხვენია მოწიე(ალექსანდრე)
-არ მცხვენია! (ლილე)
*ამოიღო ასანთი გაუკიდა და გააბოლა*
-რატომ ეწევი? (ალექსანდრე)
-ლექციები თუ უნდა მიკითხო, შეგიძლია წახვიდე.
-არა მხოლოდ გკითხე. (ალექსანდრე)
-შენ ხო ვერ იტან სიტყვა "რატომ" ს და რატომ მეკითხები? (ლილე)
-ორჯერ ახსენე "რატომ" და ერთხელ "ვერ" ამიტომ, შენ ხარ ვალდებული გამცე პასუხი. (ალექსანდრე)
-არარსებობს ამ კითხვაზე პასუხი, უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებს (ლილე)
-კაი.. არ გინდა გუშინდელზე ვისაუბროთ? (ალექსანდრე)
-და რა მოხდა გუშინ? (ლილე)
-არაფერი არ მომხდარა და სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ. (ალექსანდრე)
-სალაპარაკო არაფერია (ლილე)
*მაინც ვერ ააჭიკჭიკა ლილე. დიდი ხნის ჯდომის და დუმილის შემდეგ. იკასკენ წავიდნენ შემდეგ კი სახლში ერთად დაბრუნდნენ. მთაში 1 კვირა გაჩერდნენ რადგან ალექსანდრე ამერიკაში იყო წასასვლელი. ლილე და ალექნადრე ურთიერთობას ვერადა ვერ ალაგებდნენ,მათი ურთიერთობა დღითიდღე უკეთესდებოდა მაგრამ, არცერთს არ უნდოდა, ეღიარებინა რომ შეყვარებული იყო. ნუთუ ასეთი ძნელი იყო ერთი "ნუ წახვალ დარჩი რა" ს თქმა.
ცხოვრებაში ალბათ ყველას უდგება მომენტი როდესაც გაუკვევლობაშია, არიცის რა აწუხებს, რა სიამოვნებს, რა აუბედურებს, რა ახარებს, რატომ, რისთვის სად როგორ... ისიც კი არ იცის ვისთან რა ურთიერთობა აქვს ან უნდა რომ ჰქონდეს... ეშინია იმედგაცრუების... ერთი კვირის შემდეგ, ლილე ისევ ალექსანდრეს მანქანაში იჯდა... თბილისში მიდიოდნენ როდესაც... საშინელი რამ დაატყდათ თავს... ავარიაში მოყვნენ. ალექდანდრე გონს იყო.. ლილე კი გათიშული ალექსანდრს მხოლოდ შუბლიდან, სისხლი მოსდიოდა.. ალექსანდრემ ლილეს ყელზე მიადო კანკალით ხელი.. პულსი გაუსინჯა, წუთით გაიფიქრა, რომ მომკვდარიყო რა მოხდებოდა.. "არაფერიც არ მოხდებოდა" თვითონაც იქვე მოიკლავდა თავს და ეგ იქნებოდა.. ჯოჯოხეთამდე და სამოთხემდე ხომ საერთო გზაა.. მანდ მაინც ხო იქნებოდნენ ცოტახანი ერთად.. ალექსანდრეს ის უთქმელი სიტყვები სტკიოდა.. რომლის თქმაც ვერ მოასწრო ლილესთვის და შეიძლებოდა ვეღაც მოესწრო... იმ წამს ყველაფერზე ფიქრობდა.. ცუდზეც კარგზეც... ასეა ჯერ შეყვარების ეშინიათ შემდეგ კი დაკარგვის... ლილეს პულსი კი ნელნელა ძნელად ესინჯებოდა...
ყველა ისტორია Happy End-ით ვერ დასრულდება <3 ))



ასეა ჯერ შეყვარების ეშინიათ შემდეგ კი დაკარგვის... sob ამ სიტყვებმა გული მომიკლა მაგრამ სიმართლეა sob sob

 


№2 სტუმარი Tiko

ყველა ისტორიას ბედნიერი დასასრული ვერ ექნება მაგრამ ასეთ სულელურსაც არ ველოდი.

 


№3  offline წევრი Markoza3

Tiko
ყველა ისტორიას ბედნიერი დასასრული ვერ ექნება მაგრამ ასეთ სულელურსაც არ ველოდი.

ვისთვის როგორ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent