შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული -6-


26-07-2017, 12:25
ავტორი eleneegelovani
ნანახია 1 675

21 მარტი
თბიიილიიისიიი
სახლში რომ მივედით ფრენისგან დაღლილებს არაფრის თავი აღარ გვქონდა
უკვე საღამო იყო, 7ის წუთები.
ნიტას დავურეკე
-ჩამოხვეედიიი?? - არაფრის თქმა არ მაცადა ისე ჩამყვირა მობილურში
-ჰო ჩამოვედი. სად ხართ?
-სანდროს და ელენეს არ სცალიათ, მე და ლიზა ჩემთან და დანარჩენები წყნეთში, სვამენ.
-უხ ეგ ლოთები. არ ავიდეთ?
-კი გამომიარეთ რა
15 წუთში მომწერა ნიტამ შენს სახლთან ვართო, გასვლის წინ დედაჩემს ვუთხარი რომ გვიან მოვიდოდი
-ჯერ ჩამოხვედი უკვე რო მიდიხარ? ბარგი მაინც ამოალაგე?
-დედა მეჩქარება, მერე რა - ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად გამოვედი სახლიდან.
-ვაიმე მარიამმ მოგიხდა ბერლინი ხოიცი - მითხრა ლიზამ და თან განუწყვეტლივ მათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე
-კაი ერთი, რა არ მიხდება რო - შევიფერე მეც
-წავედით? - იკითხა ნიტამ და თითები საჭეზე აათამაშა
-წავედით. - დავეთანხმე
-უი თორნიკემ თუ დააპირებთ ამოსვლას დამირეკეთ ისე არ ამოხვიდეთო და დაურეკე - უთხრა ნიტამ ლიზას და ლიზაც მობილურში თორნიკეს ნომრის ძებნას შეუდგა
-არააააა არ გაბედო - მაშინვე გამოვგლიჯე მობილური ხელიდან
-რა ხდება კარგად ხარ? - გაოცებულმა მკითხა და მე გამეცინა
-კი პროსტა ნიკუშამ არ იცის რო ჩამოვედი და მინდა რო გაააფრინოს რო დამინახავს აიი ძაან რო გაუხარდეს - ვთქვი და მობილური დავუბრუნე ლიზას
-ეგ ისედაც აფრენს შენზე - აუღელვებლად მითხრა ნიტამ
-ხოდა ეხლა უფრო გააფრენს - კმაყოფილმა ვუპასუხე
რომ მივედით და გოგოები უკვე მანქანიდან გადადიოდნენ, ზუსტად იმ წამს ახალმა იდეამ შემაწუხა
-ჰე არ გადმოდიხარ?(ლიზა)
-იცი რა ვქნათ, თქვენ შედით და მე ერთ ხუთ წუთში შემოვალ, უფრო მოულოდნელი იქნება.
გოგოები რომ შევიდნენ უკვე ვეღარ ვითმენდი, მეც შესვლა და ნიკუშას გახარებული სახის ნახვა მინდოდა. რომ წარმოვიდგენდი როგორი მოულოდნელი იქნებოდა მისთვის, მაშინვე ყურებამდე მეღიმებოდა და მანქანაში ვეღარ ვჩერდებოდი. ამ ფიქრებში და ემოციებში ვიყავი ლიზა და ნიტა რომ წაშლილი სახეებით გამოვიდნენ და ისევ მანქანაში ჩასხდნენ
-რა მოხდა? - გაკვირვებულმა ვიკითხე. გოგოებმა ერთმანეთს დაუწყეს ყურება და თვალების ბრიალი და ამან უფრო შემაშინა
-არაფერი. ესენი მაინც სვამენ დაა.. ხო ხვდები.. ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ..წავიდეთ თბილისში
-რა ჯანდაბა ხდება ნორმალურად ამიხსნით?
-აუ არაფერი მარიამ რა უნდა ხდებოდეეს? - ანერვიულებულმა მიპასუხა და უფრო დავრწმუნდი რომ რაღაც ძალიან ცუდად იყო. მაშინვე მანქანიდან გადავედი და სახლისკენ სირბილით წავედი, კიბის რამდენიმე საფეხური თავ-პირის მტვრევით ავიარე და სახლში შევვარდი.
მუსიკა..გოგოების სიცილები..სასმლის საშინელი სუნი..
მისაღებს სანამ გავივლიდი ერთი გოგო დავინახე, ჩაცმულობაზე და მთელ სახეზე გადათხაპნულ პომადაზე უკვე ეტყობოდა ვინ იყო და იმასაც კარგად მივხვდი იქ რაც ხდებოდა, მაგრამ არ მოვისვენებდი სანამ ნიკუშას არ ვნახავდი სად იყო.
ყველაზე დიდი, ანუ სასტუმრო ოთახის კარი რომ გავაღე არ ვიცი გული იქვე როგორ არ გამიჩერდა..
ნიკუშა კმაყოფილი სახით წელსზემოთ შიშველი გაშხლართული იწვა დივანზე და ზედ.. ზედ ჩვენი სკოლის სიამაყე ანკა ლობჟანიძე ეჯდა:) მემგონი რთული არ უნდა იყოს მისი პროფესიის გამოცნობა..ანკას მიზანი ყოველთვის სიმპატიურ და შეყვარებულიან ან თუნდაც უშეყვარებულო ბიჭებში გაგულავება და მერე ამის მთელი ქვეყნისთვის მოდება იყო. თქვენ გგონიათ ადარდებდა, რომ ამით თვითონაც იწვებოდა? არა, უკვე ყველამ იცოდა რომ ბო*ი იყო.
ასე ზემოდან იჯდა ნიკუშაზე და რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, მაგის ენაზე ალბათ ამას ცეკვა ქვია. ანერვიულებულმა ირგვლივ რომ მიმოვიხედე თორნიკე და ლუკა იყვნენ, ეგენიც თავ-თავისი ”პარებით”. ნიკუშასგან განსხვავებით მათ შემამჩნიეს და დაბნეულები მიყურებდნენ, არ იცოდნენ რა ექნათ. ბოლოს ლუკამ ხმაურიანად ჩაახველა რასაც ანკას გამოხედვა და მისი კივილი მოყვა. ამაზე ნიკუშამაც გამოიხედა და სახეზე ფერი გადაუვიდა. მე ტირილით დავტოვე ოთახი და უკვე გარეთ გავდიოდი, როცა ნიკუშამ ხელში ამიყვანა და რომელიღაც ოთახში ძალით შემიყვანა.
-1 კვირით რჩებოდი არა? - სკამზეც ძალით დამსვა და თვითონ ფეხზე მდგომი ზიზღით მელაპარაკებოდა
-არ გესიამოვნა რო ჩამოვედი? წავალ და გააგრძელე რაც გინდა იმ შენ გოგოსთან ერთად - უკვე ბოლო ხმაზე ვყვიროდი რამაც ნიკა მდგომარეობიდან გამოიყვანა
-ხო თქვი რო მოგწონდა იქ ყოფნა, გამაგებინე ხო მოგწონს გერმანია და მე ხო მაგრად გკიდივარ - ისიც აყვირდა და მე ხმას ვეღარ ვიღებდი, ბოლო ხმაზე ვტიროდი - თქვიიიი - ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, ამდენ ყვირილს ვერავისგან და მითუმეტეს ვერც ნიკუშასგან ვერ გავუძლებდი და წამოვედი. წინააღმდეგობა არ გაუწევია.
არ მახსოვს როგორ დავდიოდი, არ მახსოვს როგორ მქონდა ძალა
მახსოვს გოგოების ხმები, ბიჭების გინებები..
გამწარებულმა ეზოც სწრაფად გავირბინე და გამიმართლა, რომ ტაქსი მოდიოდა და მაშინვე გავაჩერე. ფული წინასწარ გადავუხადე.
გამიმართლათქო ვახსენე, არა? თქვენი, ან ვინმეს აზრით ასეთ მდგომარეობაში ყოფნა გამართლებაა?
ჩემს საქციელს რამე ახსნა აქვს?
რატომ მოვინდომე ხუმრობა ნიკუშასთან..
რატომ მოვდიოდი ახლა წყნეთში
რატომ არ დავუჯერე გოგოებს
რატომ შევედი სახლში, როცა ვიცოდი რაც დამხვდებოდა..
ჩემი ტირილით ტაქსისტიც გავაგიჟე, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი
თბილისში ვიყავით ჩასულები როცა მივხვდი რომ ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ ავიდოდი და მძღოლს რომელიღაც ქუჩაზე გავაჩერებინე მანქანა. ნორმალურად ვერ ვაზროვნებდი და ვერც იმას მივხვდი სად ვიყავი.
~~~~~~~~~~
შემთხვევა გუშინ ღამით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. გადასასვლელზე მიმავალი 18 წლის მ.გ უეცრად ადგილზე გაჩერდა, როცა ქუჩაზე მანქანების უწყვეტი მიმოსვლა მიმდინარეობდა. შედეგად Mercedesის მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გოგონას დაეჯახა. ადგილზე სწრაფადვე გაჩნდნენ პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები. გოგონა გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
~~~~~~~~
-ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა პაციენტს თავის ქალის მძიმე ტრამვა აქვს, რის შედეგადაც არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დრო კომაში გაატაროს.
-ხომ გადარჩება ექიმო? - იმედით სავსე თვალებით ჰკითხა მარიამის დედამ ექიმს.
-ჯერ დაზუსტებულად ვერაფერს ვიტყვით. მაპატიეთ.
მერე ისევ ცრემლები..
ერთმანეთის დამშვიდება..
ყოველ წამს სიკვდილის მოლოდინში ყოფნა..
მარიამზე ფიქრი..
~~~~~~~~
-კარგადაა ჩემი შვილი!!!!!ახლა გაიღვიძებს და იტყვის რომ კარგადაა!!! ჯერ არ მიუტოვებია სიცოცხლე და მზად არის გააგრძელოს!!!!! კარგადაა!!!!! - დამამშვიდებლების გადამეტებული დოზის მიღებამ მარიამის დედაზე უარყოფითად იმოქმედა და იქვე, შვილის პალატასთან ახლოს გული წაუვიდა..
~~~~~~~~~
10:34
მარიამის კომის მე-18 დღეს საავადმყოფოში გაღვიძებულმა ნიტამ ტირილი დაიწყო.
-რომ ვერ გადარჩეს? ასე დაუმშვიდობებლად რომ წავიდეს? მერე რა ვქნათ?? ცხოვრებას როგორ გააგრძელებთ??? მე ვერ შევძლებ..
-ნიტა გაჩუმდი - ბოლო ხმაზე უღრიალა ნიკოლოზმა
~~~~~~~~~
ფსიქოლოგიურად ყველა შეირყა..
ადამიანებს აღარ გავდნენ..
მარიამის დედისთვის უკვე აკრძალული იყო იქ მისვლა და მის მოსანახულებლად ცალკე დადიოდა ხალხი.
ბავშვებს 34 დღის განმავლობაში წესიერად არ უძინიათ, ან რა დააძინებდათ..
ყოველდღე განუწყვეტლივ ლოცულობდნენ და ღმერთს მის გადარჩენას ევედრებოდნენ..
~~~~~~~~~~
ნიკოლოზმა ეკლესიაში სიარული დაიწყო..
ყველამ იცოდა, რომ მისი ძმის გარდაცვალების მერე ეკლესიაში ერთხელაც არ ყოფილა და ყველაფერზე გული ჰქონდა აცრუებული
მაგრამ ახლა მარიამისთვის ისიც გულმხურვალედ ლოცულობდა..
~~~~~~~~~~~
16 მაისი
მარიამის დაბადების დღე..
წარმოიდგენდნენ და იხსენებდნენ, როგორ უხაროდა ხოლმე საკუთარი დაბადების დღე და ყველაფრის გახსენების მერე უფრო ენატრებოდათ, უფრო ტკიოდათ..
➖➖➖➖➖➖
საშინელმა შეგრძნებამ გამაღვიძა
ვერ ვინძრეოდი, ვერც თვალებს ვახელდი
ხელზე, ვენასთან თითქოს ვიღაც კანს მაძრობდა, ისე მტკიოდა.
როგორც იქნა გავახილე დამძიმებული ქუთუთოები და ზემოთ მთლიანად თეთრი ჭერი დავინახე. ეს ჩემს ჭერს არ გავს. ეს ჩემი ოთახი არ არის.
ვენაზე დავიხედე და..კათეტერი მედგა და როგორც ჩანს გადასხმა მქონდა გაკეთებული.
რა ხდება? რატომ ვარ აქ?
რამის გახსენება მინდოდა და იმ დასკვნამდე მისვლა თუ რატომ ვწევარ ახლა აქ. იმ დღის მომხდარი გამახსენდა..
უეცრად ოთახში..უფროსწორად, პალატაში მაღალი, ცოტა პუტკუნა კაცი შემოვიდა ყურებადე ღიმილით. მივხვდი ვინც იყო.
-სასწაული ხარ შენ, პატარა გოგო-სიხარულით მეუბნებოდა
-ე..ქი.....
-აბა აბა, მშვიდად იყავი,ეხლა ერთი ნემსი და რომ გაიღვიძებ უკვე მოძლიერებული იქნები, მერე რამდენიც გინდა იმდენი ვილაპარაკოთ.
მერე იყო პატარა ჩხვლეტა,
თვალების დახუჭვა
და ისევ ეს მობეზრებული ძილი..
~~~~~~~~~
გადადგეს რესპუბლიკური.
რომ გაიგეს, მარიამი კარგად იყო ყველამ სიარულის მაგივრად ფრენა დაიწყო.
დედამისი წამშივე კარგად გახდა.
სიხარულისგან ახლიდან დაიბადნენ.
და ყველა მაშინ მიხვდა
როგორ არაამქვეყნიურად უყვარდათ მარიამი მათაც და პირველ რიგში ღმერთს..
➖➖➖➖➖
-დედა - რომ გავიღვიძე დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ ჩემს პალატაში
-ვაიმე შვილო - ვერ იჯერებდა ჩემი ხმის გაგონებას - როგორ მოგვენატრე მარიამ
-რა მოხდა? - თვითონვე შევამჩნიე რომ ისევ ღონემიხდილი ლაპარაკი მქონდა
-კომაში იყავი მარიამ..2 თვე.. კოშმარული 2 თვე.. -მამაჩემმა გამცა პასუხი. ისეთი დადარდიანებულები იყვნენ, ისეთი ფერწასულები..
-საუკეთესო მეგობრები გყავს მარიამ, ეგენი რომ არა, არ ვიცი რა გვეშველებოდა.. 2 თვე სულ აქ იყვნენ, სულ.. იცი როგორ გვანერვიულე, როგორ გვიყვარხარ იცი? - გულში ძალიან მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა 2 თვე გასულიყო, მე კი იმ დღის მომხდარი გუშინდელი მგონებოდა, მაგრამ არც გაოცების თავი მქონდა და არც რაიმე ზედმეტი ემოციის.
-მეც მიყვარხართ დე. როდის ვნახავ იმათ?
-შემოვიყვანთ ეხლავე - შუბლზე მაკოცა დედაჩემმა და ორივე პალატიდან გავიდნენ.

ჩემი მშობლების გასვლისთანავე პალატაში ბავშვები შემოცვივდნენ
თავიდან ისეთი სიხარულით შემოფარდატდნენ, მეგონა გაუხარდათ, მეგონა ვიცინებდით, ბევრს ვილაპარაკებდით, მაგრამ ვერცერთმა ხმა ვერ ამოიღო, ყველამ ტირილი დაიწყო..
ბიჭებიც კი ტიროდნენ.. ამხელა, მთასავით ბიჭები იდგნენ და ტიროდნენ
ბავშვობიდან ვერასდროს წარმოედგინა, რომ ბიჭებს და მითუმეტეს ჩემს ბიჭებს ტირილი შეეძლოთ
საოცრად ძლიერები იყვნენ, ყველა უბედურებას ერთად უმკლავდებოდნენ, ახლა კი მივხვდი ჩემი დაუფიქრებელი საქციელით ყველა რა დღეში ჩავაგდე..
-დამთავრდა ხალხო..გავიღვიძე, კარგად ვარ.. ნუ ტირით გთხოვთ, თუ გიყვარვართ გაჩერდით
-გვიყვარხარ მარიამ, იმაზე მეტად გვიყვარხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია. - როგორც იქნა ვიღაცამ მაინც დაარღვია დუმილი და ეს თორნიკე იყო. ხედავ ღმერთსაც როგორ უყვარხარ? 52-ე დღეა დღეს და დღეს გამოხვედი კომიდან. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს საშინელი დღეები დამავიწყდეს ან მე და ან ჩვენგან ნებისმიერს. ყოველ წამს საშინელებას ველოდით. მარტო ის ვიცოდით რომ გული ისგიცემდა, სხვას არაფერს გვეუბნებოდნენ. შენ გეძინა მარიამ, გეძინა და ვერაფერი გაიგე და ჩვენ? ყველაფერს ვფიცავარ ნებისმიერ რამეს გავაკეთებდით ოღონდ შენი ხმა გაგვეგო, ოღონდ ჩვენთან ყოფილიყავი..რა გააკეთე? რა გაგვიკეთე? რატომ მოგვექეცი ასე? - თორნიკეს ამ სიტყვებზე ის დღე გამახსენდა. გამახსენდა როგორ გავჩერდი გადასასვლელზე და ნორმას გადაცილებული სიჩქარით მომავალ მანქანის ფარებს როგორ გავუსწორე თვალი მიწაზე დაცემის მოლოდინში.. გავიხსენე და მეც მწარედ ავტირდი. იმ მომენტში, როცა არაფერი მომეკითხებოდა ვფიქრობდი, რომ ეს იყო გამოსავალი. რომ ამით ყველაფერს გავექცეოდი, რ
იმას, რომ ნიტამ და ლიზამ ჩემთვის იმ ამბის დამალვა სცადეს და ასე უდარდელად თბილისში დაბრუნებას მთავაზობდნენ
იმას, რომ ნიკოლოზის ნახევრად შიშველ სხეულს ანკა ეხებოდა
იმ ბიჭის სხეულს, რომელიც ერთი კვირის წინ წასვლამდე სიყვარულს მეფიცებოდა
ახლაც, როცა ამას ვწერ იმხელა ეგოიზმით ვარ სავსე, მინდა რომ ყველაფერს უდიდესი ტრაგიკულობა შევძინო
არ შეიძლება ასე..
არ შეიძლება გამუდმებით კენჭის ლოდად დანახვა
ან პირიქით..
მერე, როგორც იქნა მოვრჩით ყველანი ქვითინს და ნორმალურად ლაპარაკიც დავიწყეთ. ბოლოს ყველა გავიდა პალატიდან და მარტო ნიკუშა დარჩა ჩემთან, ხმას ვერ იღებდა. მე კი ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ნიკუშას დანაშაული არაფერი არაა იმასთან რაც მე გავაკეთე. სკამი ჩემს საწოლთან მოწია და ახლოს დაჯდა. ჩემი ხელი მის ხელებში მოიქცია და ლოყაზე მიიდო.
-მაპატიე, გთხოვ მაპატიე. უკან რომ გამოგყოლოდი ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი არ დაგმართნოდა..ის ყვირილიც მაპატიე. თუ გინდა არასდროს ხმა არ გამცე, ოღონდ მაპატიე.. - მზერას სხვა მხრისკენ აპარებდა რომ მისი ამღვრეული თაფლისფერი თვალები არ დამენახა
-გაპატიე ნიკუშ, ყველაფერი გაპატიე. - გაბზარული ხმით ვუთხარი და ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდნენ ცრემლები ერთი-მეორის მიყოლებით.
პალატაში ექიმი შემოვიდა და ნიკუშას გასვლა სთხოვა. მე მელაპარაკა იმაზე, თუ როგორი სარისკოა ახლა ჩემთვის ნერვიულობა, რომ სასწაული მოხდა ჩემი კომიდან გამოსვლის სახით და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის, რომ აქედან 3 დღეში გამწერდნენ.
მნახველები არ მტოვებდნენ
მოდიოდნენ ნათესავები, სკოლელები, უბნელები..
მგონი მთელმა თბილისმა იცოდა ეს ამბავი.
~
ასეც იყო.
მთელმა თბილისმა შეიტყო მარიამ გელოვანის ჯერ კომის და მერე კომიდან გამოსვლის ამბავი.
თუმცა ვის უხაროდა ისე გულწრფელად, როგორც მის ოჯახს და ყველაზე ახლო მეგობრებს.
დიდი კოშმარი დამთავრდა.
ბავშვებმა მარიამთან ერთად ნორმალურად ცხოვრება გააგრძელეს.
დედამისიც ფსიქიურად გამოჯანმრთელდა
მონატრებული დაიკო - 4 წლის ნინუცა ვერ იგებდა რა იყო ის ოთხ ასოიანი სახელი, რომელსაც 2 თვე გამუდმებით იძახდნენ მათ ოჯახში.
ხან ადამიანის სახელი ეგონა, ხან რამე თამაში ან თუნდაც ქვეყანა..
მისი უდარდელი ხასიათის გამო ამ თემაზე დიდ ხანს ფიქრს არ აგრძელებდა და ამის მაგივრად თავს 2 თვის უნახავ მარიამთან თამაშში ირთობდა.
ყველაფერი ნორმალურ სახეს დაუბრუნდა და ყველა ზედმიწევნით მიხვდა საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნის ფასს.

- - - - - - - - - - - - - -
ძალიან მიყვარხართ ყველა მკითხველი <{



№1 სტუმარი Guest bubu

ar vici ra vtqva nikaze, nikam adrec atkina guli maris da tan dzalian, axla kidev rogor moiqca dro ixelta da kargi gasartobi monaxa, maris rom ar sheeswro ise gaagrdzelebda yvelafers vitom araferi momxdara, chemi azrit, maris msgavs karg gogos ar imsaxurebs nikas.

 


№2  offline წევრი Ella29

მალე.დადეე რაა

 


№3  offline წევრი Serena.Si

აღარ დაიდება?
--------------------
SeReNa.Si

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent