შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 1 თავი


27-07-2017, 15:36
ავტორი zia-maria
ნანახია 1 872

-წლები კიარა დღეები მიჰქრიან და ეს არის ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაში, რადგან სრული სიმართლეა. მოულოდნელად თქვა ბებომ.
-მეგი ბეშანიძე ეს სახელი და გვარი რამეს ან ვინმეს გახსენებს?რამე მნიშვნელოვანს გეუბნება?კითხა ვახოს ბებომ და თვალებში ჩააშტერდა.
-მეგი? მეგი ეს შენ ხარ?ღმერთო, ყველაფერს ვიფიქრებდი და შენს აქ,ამ მდგომარეობაში ნახვას ნამდვილად არ ვიფიქრებდი. რატომ ხარ აქ,სად წავიდა შენი ქონება,შენი ბიზნესი მეგი. რა უქენი ამდენ რამეს,ეს დაუჯერებელია, უბრალოდ ახლა რასაც ვხედავ ჩემი თვალებით.
-ყველაზე დიდი შეცდომა იცი რა არის ჩემო ვახტანგ?ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ადამიანი ბრმად ენდობა მის გვერდით მყოფს და მეც სწორედ ეს დამემართა.ისე მოვაწერე ჩემი ხელით და ჩემი ნებით ყველა საბუთს ხელი,არ წავიკითხე. მე იმდენად ვენდობოდი ჩემს მდივანს,და აი ამ ნდობის გამო როგორც ხედავ დღეს ქუჩაში ვარ.ჩემივე ნებით გამოვუტანე ჩემს თავს განაჩენი და ასე უსიტყვოდ, ჩემივე ნებით გადავეცი ჩემი ნაშრომ-ნაწვალები. დაიჯერე ჩემო კეთილო ვახტანგ ეს მე ვარ,შენი თვალები არ გატყუილებს ძველო მეგობარო. სევდანარევი ღიმილით უთხრა ბებომ ვახოს მაგრამ,მის თვალებში ცრემლების გუბე იდგა უკვე და სადაც იყო ჯებირსაც გადმოხეთქავდა მლაშე სითხე.
-და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? მოიცადე, არა არ მითხრა,სწორად გამოვიცანი?
-სწორად გამოიცანი ჩემო ვახო.ამ ყველაფრის უკან 21-ე საუკუნის წურბელა იდგა და ახლაც დგას.
-შენც გადმოგწვდა მისი ბრჭყალებით,შენთან რაღა უნდოდა,არ ეყო რაც გავნო?
-არ ეყო ჩემი სამი შვილის სიცოცხლე რომ შეიწირა და მათი სისხლით აქვს ხელი გასვრილი,მე მჯერა სამართალი აღსდგება და ერთ დღეს ხალხი განთავისუფლდება ამ წურბელასგან და ჩემი ვაჟკაცების სულებიც მოისვენებენ იმ ქვეყნად.
-მეგი გინდა დაიბრუნო შენი ქონება და შენი ყველაფერი,რაც კი წაგართვა დღევანდელმა უსამართლობამ?
-ყველაფერს ვერავინი ვერ დამიბრუნებს ვახო. ჩემს შვილებს განა დამიბრუნებს ვინმე? მაგრამ დამაინტერესე, როგორ? გაკვირვებულმა შეეკითხა მეგიმ.
-მოწმედ დამჭირდები სასამართლოში.
-თუ ჩემი სიტყვა რამეში დაგჭირდება და გამოგადგება, ვახო დარწმუნებული იყავი,იმაზე მეტს ვიტყვი რასაც არ ელოდები,რაზედაც არავის არააქვს წარმოდგენა,საერთოდ არავის.
-აი ეს უკვე მომწონს. შენ აქ იქნები,არსად არ წახვალ ეს სახლი კიდევ ბევრ ადამიანს დაიტევს მეგი.უთხრა ღიმილით ვახომ და ძველ მეგობარს მხრებზე მოხვია ხელი და გვერდით დაისვა..
ციცომ და თინიმ ელისოს აბაზანა მოუმზადეს და საწოლზე მისი ტანისამოსიც დაუწყვეს. ელისო მორცხვად იყო,ვერც დედას ამბობდა და ვერც მამას. თინის მიეკედლა და მასთან უფრო გახსნილი იყო.ბუხართან იჯდა ყველა,რომ ვახომ გახედა მიშოს და მის დაფიქრებულ სახეზე გაეღიმა და შეეკითხა.
-რამ დაგაფიქრა მიშო.მიშოს გაეცინა და თქვა.
---ერთი რაღაც გამახსენდა. მართლაც გაახსენდა ერთი სასაცილო მომენტი და ელისოს გახედა.-ერთხელ დაღლილი მოვედი და აქ ვზივარ, ასე ზამთრის ღამე იყო, ცეცხლი უკვე ქრებოდა და მე არ მეძინებოდა. იმ დღეს ჟურნალები ვიყიდე, ვიფიქრე საღამოს წავიკითხავთქო, აქ დავდე მდივანზე და მერე გადამავიწყდა.სახლში მარტო მე და ელისო ვიყავით,გვიან გამახსენდა ჩემი ჟურნალები და დავუწყე ძებნა. ვერსად ვერ ვნახე,არც ვეკითხები ელისოს რადგან ნაჩხუბრები ვიყავით და მაღლა ავედი,ვიფიქრე ალბად ჩემს ოთახში ავიტანეთქო და იქაც ვერ ვნახე,გამოვბრუნდი ჩამოვდივარ კიბეებზე და ვხედავ,ელისოს შეშა ჩაუყრია ჩამქრალ ნაკვერჩშხლებში და ჟურნალიდან ამოხეული ფურცლებით ცდილობს ცეცხლის დანთებას. მინდოდა მეცემა იმ საღამოს ისე გამაბრაზა,მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა,უკვე მითვის აღიარებითი ჩვენება ჩამორთმეული მქონდა, თან სიბრაზემ გამიარა მის გამურულ სახეს რომ შევხედე და გამეცინა. რას ვიზამდი,ავედი და დავწექი გაბრაზებულ გულზე მალე ჩამეძინა.თან ძალიან სიცივე იყო და გვიან ღამით რაღაც ძალიან სიცივე მაღვიძებს,გამოვიხედე და რას ვხედავ, ჩემს ფეხებში შემოწოლილა ელისო და საბანში ისე იყო გახვეული,ფეხები გარეთ მქონდა მე საწყალს,და საშინლად მციოდა.გავაღვიძე და აქეთ შემომიღრინა, არადა ჩემს საწოლში იწვა
.მხიარული საღამო იყო,მხოლოდ ელისო იყო ჩუმად და წყნარად.არადა რამდენი რამ ქონდა გასახსენებელი და მოსაყოლი,როგორ აწვალებდა მიშოს და რამდენჯერ მოხვედრია მისი ხელი,მართალია მსუბუქად,მაგრამ მაინც მტკივნეულად.ვახომ მეორე დღესვე დაურეკა ნაცნობ ექიმებს და შეუდგნენ მკურნალობას.
მაშ ასე,ჩემო ვახტანგ ამნეზია ბევრნაირია და სხვადასხვანაირი ხანგრძლივობის არსებობს.ამნეზიის წარმომავლობა შესაძლებელია ორად დავყოთ.ერთი ორგანული,ანუ ტვინის დაზიანებით გამოწვეული და მეორე ფსიქოგენური-ანუ ფსიქიატრიული. ამნეზიის იოლი ფორმები ტვინის შერყევის დროს თითქმის ყოველთვის გვხვდება,მაგრამ ეს ამნეზია ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ 2-2 წუთს მოიცავს.მაგრამ ელისოს შემთხვევაში,ასე არ არის მეგობარო.აქ ძალიან სერიოზულად და რთულად არის თემა.ელისოს აქვს ტრავმა მიღებული,ტრავმის მიღების დროს დაზიანდა ეპილეფსიური და სისხლძარღვოვანი უჯრედები,აი ამიტომ წარმოიშვა ამნეზია და გაურკვეველი დროით ის მის თავში ჩასახლდა.
---რა გინდა მითხრა, დავით პირდაპირ მითხარი.
---ვახტანგ გთხოვ ნუ მაწყვეტინებ,ძალიან სერიოზულ თემასთან გვაქვს საქმე.აქ ყველაზე მთავარი,თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურა ,,ჰიპოკამპუსი''არის დაზიანებული. მეგობარო არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ელისოს ამნეზია კორსკოვის-სინდრომია. ამის განდევნას კი დრო უნდა,შეიძლება თვეები,შეიძლება წლები.აქ წამალი მხოლოდ დამამშვიდებელ აბებს თუ მიიღებს და ყველაზე კარგია B1 ვიტამინი.ამასთან ერთად მისი ყველაზე დიდი წამალია სიწყნარე,სიმშვიდე და უფრო მეტად იმ ადგილებში ყოფნა,სადაც უყვარდა მისი თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილის გატარება.
---დავით ძალიან დავიბენი და გთხოვ გამარკვიე და გამომიყვანე ამ დაბნეულობიდან. მაინტერესებს, შესაძლებელია ჩემს შვილს საერთოდ დაავიწყდეს ვინ არის და რას საქმიანობდა?შესაძლებელია,მეხსიერება სულ ამოვარდეს მისი ტვინის უჯრედებიდან?
--ვახო თავთან გვაქვს საქმე,თავს ტრავმა აქვს მიღებული დაცემისას.აქ მნიშვნელობა აქვს თავში დაზიანებულ უბანს,ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფს ავიწყდება ისიც კი,თუ რა სჭირს მას და რა დაავადებას ფლობს.რა სიპტომები აქვს მის ამნეზიას,მაგრამ მას ახსოვს მხოლოდ ის სახეები,ვინც თვალის გახელისას დაინახა. ვახო ელისო ახლა ისეა,როგორც პატარა და უსუსური არსება. მას აქვს დაზიანებული ადამიანის მეხსიერების სისტემა რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა უნდა ვეცადოთ წარსულის აღთქმის და განცდილის დამახსოვრება და მომავალში მისი გათვალისწინება. ის ფუნქცია,რომელიც ასე ძალიან გვჭირდება,გავხსნათ და დაუბრუნოთ მუშაობის რეჟიმს, მოიცავს როგორც ამწყოს,ისე წარსულისა და მომავლის შენახვას.ვახომ ძალიან განიცადა ელისოს ასეთი სერიოზული მდგომარეობა.
---რა ვქნა ტარიელ.ხომ არ მირჩევთ წავიყვანო სხვაგან,თუნდაც გერმანიაში.მეორე ექიმს მიმართა თხოვნით ვახომ,რომელიც აქამდე მხოლოდ უსმენდა დავითისა და ვახოს საუბარს.
---ვახო მე გადავხედე ელისოს ექიმის ჩანაწერებს,ყველა იქ გაკეთებულ ანალიზებს გადავავლე თვალი და უნდა ვაღიარო,რომ ის ძალიან გამოცდილი და კვალიფისიური ექიმია.მე თუ დამიჯერებ,იმ ადამიანს უფრო მივებდობი,რადგან მან იცის უფრო კარგად ელისოს მდგომარეობა,ბოლო წუთამდე ის იყო მის გვერდით.შენ თუ თანახმა იქნები,მე მას შევეხმიანები.
---როგორ ტარიელ მისი კოორდინატები არ გვაქვს.იქნებ ელისომ იცის?
---არ გვჭირდება ელისო.აი აქ საქაღალდეში დაუტოვებია მასთან საკონტაქტო ტლეფონებიც,სკაიპიც,ემაილიც და წერილი,რომელშიდაც გვთხოვს გავაგებინოთ ელისოს ჯამრთელობის მდგომარეობა როგორ მიმდინარეობს.
---ჭკვიანი ყოფილა და ზედმეტად ყურადღებიანიც კი.გაუკვირდა ვახოს.
---საკვირველი ის არის მეგობარო,ყველა პაციენტის მიმართ ასეთი ყურადღებიანია თუ მხოლოდ ელისოს მიმართ?გაეცინა დავითს და ვახოსაც გაეღიმა.
---ელისო მყავდეს კარგად ჩემო დავით და სულაც არ ვარ მე წინააღმდეგი,არასოდეს არ წავალ მისი გრძნობების წინ.თავად იცის გული ვის უნდა გაუხსნას და ვის უნდა დაუკეტოს.შევეხმიანოთ ექიმს და ის აგვიხსნის რა გავაკეთოთ,თუ საჭირო იქნება აქაც მოვიწვიოთ.მტკიცე იყო ვახოს ხმა,ის ხომ ერთადერთი შვილის გამო უკან არაფერზე არ დაიხევდა.
ექიმის ცხოვრებაში,ყოველი სამუშავო დღე სავსეა მოულოდნელობებით.რა შემთხვევას არ ესწრება ექიმი,მისი ყოველდღიური ცხოვრება მთავრდება დღის ბოლოს ბედნიერი დასასრულით თუ ენით აღუწერელი ტკივილით.ექიმები სათათბირო ოთახში იყვნენ და თითოეული ავადმყოფის ისტორიას განიხილავდნენ,სწორედ ამ დროს ახმაურდა მისი ტელეფონი,ნომერს დახედა და ჯერ თვალები გაუფართოვდა და შემდეგ სიმშიდე შეინარჩუნა,არადა როგორ უნდოდა სიხარულისგან ეყვირა,ეს ზარი ხომ საქართველოდან არის.ბოდიში მოუხადა ყველას და თავად ზარს უპასუხა სერიოზული და დაძბული ხმით.
ნელა-ნელა შრიალებენ ბებერი მუხის შიშველი ტოტები,სიცოცხლე დასრულებული ფოთლები ფარავს საცალფეხო ბილიკს,ფოთლები რომლებიც უღონოდ და ფერგადასულია,ისინი შემოდგომის პირზე კარგავს მის ელვარებას.მიუყვებოდა ზამთრის სიცივით ფოთლებით სავსე ქვაფენილს და ფიქრობდა.
---სიგიჟეა ეს ყველაფერი,მე რაც მჭირს.ამაოდ,გულში ამაოდ დავანთე სიყვარულის ხანძარი რომელიც გიზგიზებს,მაგრამ თანდათან ცეცხლის ენები ძალას კარგავს,რადგან უიმედოდ აინთო.ღმერთო რა მტკივნეულია დაკარგო ის,ვინც შენი არასოდეს ყოფილა და არც იქნება.ამიტომ, ჩემს ოცნებებში დარჩები მხოლოდ ჩემო ექიმო.რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რატომ არაფერი არ მახსოვს.ელისო ძალიან ბევრს ფიქრობდა,ათვალიერებდა ძველ ფოტოებს,ეძებდა რაღაც განსაკუთრებულს რაზეც გული აუჩქარდებოდა და აი მიაგნო.გონებაში მოულოდნელად აღიდგინა ახალი კადრი და ჩქარი ნაბიჯებით დაბრუნდა სახლში.არ მიაქცია ყურადღება თინის და ციცოს გაოცებულ სახეებს და პირდაპირ მის საძინებელში შევიდა.უჯრები გადმოალაგა და ყველა ფოტო საწოლზე დააწყო,სათითაოდ აკვირდებოდა ყველა ფოტოს დიდი ინტერესით და აი ფოტოს რომელიც მიშოსთან ერთად ჰქონდა გადაღებული,მიშოს ზურგზე ყავდა შემოგდებული და აუზის თავზე იდგა ორივე,რომელიც ემზადებოდა აუზში ჩასახტომად. შემდეგ აიღო ფოტო რომელშიც იყო თეთრ კაბაში გამოწყობილი,თვალები დახუჭა და წარსულის მორევში გადავარდა,თვალებიდან კი ცრემლმა უნებურად დაიწყო დენა.კარებში იდგა ციცო და უყურებდა როგორ აძალებდა თავს გაეხსენებინა ვინ იყო,ახლოს მივიდა გვერდით დაუჯდა თვალცრემლიანი და ტირილით უთხრა.
---ნუ მიეძალები შვილო,მე მჯერავს რომ ერთ დღეს ბედნიერი დილა გამითენდება და მე დამიბრუნდება ჩემი შვილი.ელისომ შეხედა თვალცრემლიან დედას და თავდახრილმა უთხრა.
---ვეძალები,ვფიქრობ მაგრამ არ მახსოვხართ,ძალიან ვცდილობ,მაგრამ ვერაფერი ვერ გავიხსენე.
---დაგავიწყდა შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები.ჩუმად თქვა ციცომ და თმებზე მოეფერა.
---არ ვიცი,ვერ ვიხსენებ,რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში აქედან წასვლის შემდეგ.
---არავინი არ მყავს,შენი და მამაშენის გარდა ელისო.მიყვარხარ დედა,სიცოცხლეზე მეტადაც კი მიყვარხარ,მაგრამ არ მინდა ასეთს გიყურო.გიყურო როგორ ჭკნები და როგორ იფიტები ნელა-ნელა,გამოფხიზლდი და გაიხსენე ვინ ხარ შენ.ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს შენს გარეშე,შენთან ერთად შეგრძნებული სიხარულის გარეშე მე არავინი არ ვარ.ელისომ თვალი გაუსწორა ძირს დავარდნილ ფოტოს,დაიხარა ძირს დაგდებული ფოტო აიღო და დააკვირდა.ფოტოდა 16-17 წლის გოგონა შემოსცქეროდა,რომელსაც ნაწნავები წინ გადმოეყარა და უეცრად სიხარულით და ბედნიერებით ანთებულმა შეხედა ციცოს.მისი შავი თვალები ირგვლივ აფრქვევდნენ უკვე ბედნიერ სხივებს.ჯერ თინის შეხედა და შემდეგ თვალცრემლიან ციცოს.თმებზე ხელი მოიკიდა,გაიშალა და ცრემლიანი აკანკალებული ხმით უთხრა ჩურჩულით დედას.
---დედა,ცხრათითას ჩამიბწნი?
---ელისო,ჩემი ელო დამიბრუნდა.ხმამაღალი ხმით ტიროდა ციცო.
---დედიკო.თქვა მონატრებული სიტყვა ელისომ და ისიც ატირებული ჩაეფსკვნა დედის მკერდს.ამ ხმმაღალ ტირილზე მიშიკო და ვახო ერთასდ შემოვარდნენ საძინებელში და იქ საოცარი სურათი დახვდათ.კითხვის დასმა ზედმეტი იყო,რომ ეკითხათ,თუ რა მოხდა,ყველაფერი გასაგები იყო.მიშიკომ კიბეები ჩაირბინა და კომპიუტერით ხელში დაბრუნდა უკან,რომლის მიღმა ახალგაზრდა ექიმი იყო და თვალცრემლიანი შესცქეროდა დედა-შვილს სიყვარულით სავსე თვალებით.
---ჩემი ორი ვარდი,ჩემი ორი სიცოცხლის აზრი.ჩემი სახლი ისევ აივსება სიხარულით მიშო. თქვა ვახომ რომელიც ვერ ფარავდა სიხარულს.ცოტა რომ დამშვიდნენ ელისომ ეკრანს შეხედა თავისი ჯადოსნური ღიმილით,რომელიც ასე ძალიან აბნევდა ექიმს და უნდოდა სულ გაღიმებული ეცქირა ელისოსთვის.სწორედ ამ ღიმილით იდგა ახლა ელისო და უცქერდა.
გული გამალებით უცემდა და სკამზე ნერვიულობით წრიალებდა.ნახევარ საათზე მეტი ელოდა თითქმის,როდის შემოხედავდა ელისო.უკვე სუნთქვა შეეკრა ელისო მისკენ რომ შებრუნდა და მის სახეზე მისთვის საყვარელი ღიმილით რომ გაიღიმა.ელისოს ღიმილიანი სახე და ბრიალა შავი თვალებით მიუახლოვდა ეკრანს.ხრისტო დაიძაბა და დამუნჯდა,ვერცერთი ვერ ბედავდა საუბრის დაწყებას და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
---იცანი?იცი ვინ არის?ბედნიერი ღიმილიოთ კითხა ვახომ.
---ეს ჩემი ექიმია,რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის.
---მართალია და თუ თვლი,რომ ღირდა ამ ტკივილის გადატანა მარტო იმისათვის,რომ ეს ღირსეული ადამიანი გაგეცნო,თუნდაც ამნეზიით დააფასე ეს შვილო.მუხლი მოიყარე მის წინაშე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისათვის,რომ დღეს შენ ცოცხალი ხარ.მან შენ სიცოცხლე გაჩუქა.მადლობა ექიმო ამ ნაჩუქარი სიცოცხლისათვის.ჩემს შვილს თუ ახლა ვხედავ,ეს თქვენი დამსახურებაა,კიდევ ერთხელ მადლობა და გულით,სულით გეპატიჟებით საქართველოში.ჩამობრძანდით და ახლოდან გავიცნოთ ერთმანეთი.
---ეს თუ ელის სურვილიც იქნება,აუცილებლად ვეცდები რომ ჩამოვიდე.სიხარულით აღფრთოვანებულმა თქვა ექიმმა.ყველა გავიდა ოთახიდან და ელისო მარტო დარჩა კომპიუტერის წინ,უსიტყვოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს და ელისომ გაუბედავად შეეკითხა.
---მართლა ჩამოხვალ?ამ ორ სიტყვაში იყო დიდი მოლოდინი და იმედი.რომელმაც ხრისტო გაახარა და სიხარულით სავსემ უთხრა.
---ჩამოვალ აუცილებლად,მინდა შენთან გაზაფხულზე მოვიდე.გაზაფხულის წვიმას გამოვყვები,მარტის თვე მიყვარს როცა ბუნება იღვიძებს და ირგვლივ ყველაფერი ცოცხლდება.უკეთესია თუ მარტის თვეს გავანდობ ჩემს დიდ საიდუმლოს.
---საიდუმლოს?მარტის თვეს?და რაა ეს საიდუმლო,ჩემთან რომ თქვა და მეც ვიცოდე?
---გინდა იცოდე?კარგი გეტყვი.შენს მონატრებას გავანდობ ჭირვეულ მარტს ელი.მინდა გულახდილი ვიყო შენთან,შენი ნახვისას ალბად თავს ვერ შევიკავებ და ჩემს ვნებებს გზას მივცემ,შენს სიახლოვეს ითარეშოს,შენი სუნით იარსებოს,შენი ტკბილი ვარდისფერი ბაგეები ჩემი შარბათით შევაზავო.მცირე დრო გავატერეთ ერთად,მაგრამ დარწმუნებული ვარ,როგორც მე ისევე შენც, ვერ შევძელით ერთმანეთის დავიწყება.მე შენზე ვფიქრობ დღემდე და ჩემს გულში ხარ,აქ მხოლოდ შენთვის გამოიძებნა ადგილი და ის პულსი ხარ ჩემთვის,მაჯაზე სიცოცხლედ რომ ფეთქავს.ადამიანები ჩვენ თავად ვკლავთ,რასაც თავად ვბადებთ ჩვენში,მაგრამ მე არ მომიკლავს ეს იმედები,რადგან რწმენაა ჩემში ძალიან დიდი და ამ რწმენამ გადამარჩინა.ელი ყველაფერი გაგახსენდა?
---ყველაფერი გამახსენდა.სულ,სულ ყველაფერი.
---და არის რამე,რისი დავიწყებაც არ შეგიძლია?
---კი,არის ის ერთი,რასაც ვერ დავივიწყებ.
---რას თუ ვისაც?ხმის კანკალით კითხა ხრისტომ.
---რას ექიმო.და ეს არის ზიზღი.ზიზღია რომელსაც ვერ ვივიწყებ,ზიზღია რომელმაც აქედან გამაქცია და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
---ალბად ძალიან მტკივნეული თემა არის,ასეთი ზიზღით რომ საუბრობ.
---ძალიან მტკივნეული არა ექიმო,საშინლად მტკივნეულია.ალბად როდესმე მოყოლასაც შევძლებ..
---იცი?რამდენად უფრო მეტს ვფიქრობ,მგონია რომ ჩემს წინა ცხოვრებაშიც არსებობდი.იცი როგორ დამღალა ამდენმა ფიქრებმა?ისევ ვეძებ, ვეძებ რაღაც უცნაურს და რას ვეძებ მეც არ ვიცი,თუმც ახლა მივხვდი რას არა, ვის ვეძებდი მთელი ცხოვრება. თურმე ჩემი გული შენ გელოდა, ამ ძებნაში ისევ გულმა გიპოვნა და არა თვალმა.რას იგრძნობდი,რომ გცოდნოდა, შენ ხარ მიზეზი იმისა, რომ ერთი ადამიანი შენი მიზეზით ყოველ ღამით ტირის.ელისომ დააპირა პასუხის გაცემა,მაგრამ ექიმმა არ დაანება,არ ათქმრევინა.-მე რომ ჩამოვალ პასუხი მაშინ მითხარი,ჩემს ჩამოსვლამდე კი თუ კი სადმე სითბო იგრძნო, თუნდაც ქვა იყოს იგი,მინდა იცოდე,რომ ის ქვაც მე ვიქნები,რადგან შენ გაგათბო. მელოდე ელი მე აუცილებლად მოვალ შენთან.


------------
შუადღე მშვიდობისა ჩემო კარგებო და ლამაზებო, აი მეც დავბრუნდი მეორე ნაწილით, თქვენი დიდი თხოვნით...
მაინტერესებს რას ელით ამ ნაწილისგან... ?
თქვენი აზრით რა უნდა მოხდეს?



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

რას ველი და ორ უმაგრეს ადამიანს ერთად,ბედნიერად და მინდა ამ ისტორიამ გგვასწავლოს რომ უანგაროდაც შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს,როგორც ხრისტომ.როგორ გამახარეთ მზია დეიდა ვერც კი წარმოიდგენთ.გამიხარდა ელის ყველაფერი რომ გაახსენდა,ხრისტოზე არაფერს ვამბობ.სამაგალითოა სამაგალითოებს შორის.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent