შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*ბაიკერშა* (6თავი)


27-07-2017, 17:14
ავტორი baikeri
ნანახია 1 373

ქალმა ჩამილაგა ყველაფერი,ფული გადავუხადე და გამოვედი.ცელოფნები უკან ჩავაწყვე.ნანა უკვე იჯდა მანქანაში მეც დავჯექი და ისევ ტელეფონი მივაკარი.ვიდეო ჩართული იყო.ის ბიჭი გზაზე დავინახე.სწრაფად დავქოქე და დავეწიე.
-წამო წაგიყვან(მე)
-არა იყოს ფეხით წავალ(ბიჭი)გამიღიმა.
-დრიფტი გევასება?(მე)
-რავი კი(ბიჭი)
-ხო და ჩაჯექი.სანახაობა ეხლა იწყება(მე)ჩუმად ვუთხარი ნანას გაუგებრად.ისიც უკან ჩაჯდა.
-აბა წავედით?(მე)ვთქვი და დრიფტაობა დავიწყე.ნანა გაფითრდა.სახლთნ გავაჩერე.
-შენ სად ცხოვრობ ამმ(მე)
-ლილე(ლილე)
-ხო ლილე(მე)
-არ ვცხოვრობ შორს აქვეა სტადიონთან,რომ სახლია ფეხით წავალ(ლილე)
-არა.ნანა მიდი ჩადი და მეც მალე მოვალ(მე)წუწუნით ჩავიდა.პარკები არ ჩავატანინე.დავიძარი.
-აბა გადმოდი ეგრევე მოკლეზე წინ და მოყევი შენზე რამე(მე)მოხერხებულად გადმოვიდა.
-რავი რა მოგიყვე.ვარ ლილე ხვიბლიანი.ვარ 26-ის.ვმუშაობ,ვარ იურისტი,მყავს მშობლები და პატარა დაიკო.მე თბილისში ვცხოვრობ და ჩემები აქ არიან.აბა შენ მოყევი(ლილე)ცოტა მორცხვად გამიღიმა.
-მე მარიამ დოკვადზე ვარ.მყავს დედა რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს და უფროსი ძმა.ვარ 19-ის.ეკონომისტი და მეც თბილისში ვცხოვრობ(მე)გავუღიმე.
- შეიძლება ნომრები გავცვალოთ?(ლილე)თავი დავუქნიე და ნომრები გავცვალეთ.მივიყვანე სახლამდე.
-იმედია დავმეგობრდებით(ლილე)გამიღიმა.
-ხომ(მე)გავუღიმე ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და გადავიდა.მეც სახლში დავბრუნდი.ტელეფონი მოვხსენი პარკები ავიღე და შიგნით შევედი.
-მეც მოვედიიიი(მე)პარკები მაგიდაზე დავაწყვე.
-რატო დააგვიანე?(ლაშა)
-რა ნანამ არ გითხრა?(მე)
-არა(ლაშა)მკაცრად
-მაშინ ერთი დიმპო ბიჭი მივიყვანე სახლამდე რამე პრობლემაა ლაშა?(მე)არაფერი არ მიპასუხა.დალევა დავიწყეთ.ნანა არ სვავდა მე ერთი ქილა შევინახე და მაცივარში შევდგი.ოთახში დავაპირე ასვლა.ლეპტოპი და ლუდი ავიტანე.გავხსენი და წამოვჯექი ლოგინში ლეპტოპი ჩავრთე მუსიკებიც და ჯოკერის თამაში დავიწყე.თამაში დავამთავრე.გამახსენდა ის ვიდეო ავიღე უესბე,შვაერთე ტელეფონში ,გადმოვიტანე ლეპტოპში და ყურებას შევუდექი.ბევრი ვიცინე.ლეპტოპი ავიღე და დაბლა ჩავედი.დივანზე დავჯექი,ფეხები მაგიდის კუთხეზე შემოვალაგე და ლეპტოპი ფეხებზე დავიდე.
-ალეკო,ანდრეა,გიგი,ნოე გიო და ალექს ჩამოდით დაბლა სწრაფად(მე)ავყვირე და დაველოდე.
-რაიყო გოგო რა გაყვირებს,რა მოხდა?(გიგი)
-მაგრად უნდა გაღადავოთ.მაგრამ ჯერ ერთი კითხვა.ლაშა და ნანა ერთმანეთის რეები არიან?(მე)
-რავი ესე ამბობს ნანა გვიყვარს ერთმანეთიო(ნოე)
-ხო თან ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა,რომ ალბათ მასეა(ალეკო)ყველა დაეთანხმა.
-კარგით(მე)ჩავრთე ვიდეო.სიცილი დავიწყეთ ნანს სიფათზე.ჩემს შეკითხვის და მისი პასუხის გაცემის მომენტიდან სიცილი შეწყვიტეს.მე კი ისევ ვხარხარებდი.
-ანუ რა გამოდის,რომ ...(გიგი)
-ხო გიგუნა მასეა ანუ ატყუებს(მე)ამ დროს...
-ვინ ვის ატყუებს?(ლაშა)გავშრით არ მოველოდით.
-ვინ ვის და ერთ თურქულ სერიალში ქალი კაცს ატყუებს,რომ ბავშვი მისია არა და არაა მისი(მე)
-ხო მაგაზე ვლაპარაკობდით(ნოე)დებილებივით ვიკრიჭებოდით.
-როდიდან უყურებთ ამ თურქულ სერიალებს?(ლაშა)
-უჰჰ რაც დაიწყო არცერთი სერია არ გამოგვიტოვებია საერთოდ(ალეკო)დავიკრიჭეთ.ზემოდან ეხლა ნანა ჩამოვიდა და ლაშას უკნიდან შემოეხვია.
-ფუ ამაზრზენი მატყუარა.ეტენება ყველას ნეტა რა მოეწონა მაგაში(მე)ვბუტბუტებ ჩემთვის და ავდივარ ჩემი ლეპროპიანა ჩემს ოთახში.გავდივარ აივანზე,გამაქვს სკამი,ვჯდები და ფეხებს მოაჯირზე ვაწყობ.გავყურებ მწვანედ აბიბინებულ მთებს.
-ოხ თქვენ გენაცვალეთ.თქვენ თუ გამიგებთ მარტო.(მე)დიდი ხანი ვიჯექი ასე.გადავწყვიტე დაბლა ჩასვლა.ჩავედი,ბიჭები დაბლა იყვნენ,ლაშას ხელი ქონდა ნანასთვის გადახვეული და ისე იჯდნენ.
-ალექს კალათბურთის ბურთი ხომ არ წამოგიღია?(მე)
-კი წამოვიღე ჩემს ოთახშია საწოლის ქვეშ.შედი და ნახე(ალექსი)მეც ავედი და საწოლის ქვეშიდან ბურთი გამოვაძვრინე.დაბლა ჩავედი და დავიძახე.
-თუ ვინმეს კალათბურთის თამაში გინდათ ადექით(მე)
-მე და ლაშუკა არ მოვდივართ(ნანა)ყველა ადგა.
-ვაიმე არავინ არ მოგტაცოს შენი ლაშუკა.წავედით ბიჭებო დავტოვოთ გვრიტები მარტო(მე)ვთქვი და გარეთ გამოვედით.მივედით სტადიონთან.ცოტა ბნელოდა,არავინ არ იყო სტადიონზე,ჩვენ შვიდნი ვიყავით.ან ერთი უნდა გასულიყო ან ერთი უნდა დაგვმატებოდა.ხო და გამახსენდა ლილე.დავრეკე.
-ლილე მარი ვარ(მე)
-ააა მარი ხო რაიყო მარ?(ლილე)
-სტადიონზე ვარ ძმაკაცებთან და ძმასთან ერთად.ერთი ადამიანი გვჭირდება კალათბურთში და ხომ არ შემოგვიერთდები(მე)ძლივს ვლაპარაკობდი.
-კი არაა პრობლემა დიდი სიამოვნებით.ორ წუთში მანდ ვარ(ლილე)
-მადლობა(მე)ვუთხარი და გავუთიშე.
-ვინაა ლილე?(გიო)
-სახლში გვრიტების გასაგონად მოგიყვებით(მე)
-ოჰო შურისძიება იწყება(ალეკო)გავიცინე.ბურთის ხელით კენწვლა დავიწყე,მივედი ფრთან,დავუმიზნე და ჩავაგდე.უკან წავედი და ისევ ჩავაგდე.მალე ლილეც მოვიდა,გადამკოცნა რაც ძალიან გამიკვირდა,ყველას გავაცანი.
-აბა დავიწყოთ თამაში?(მე)
-ხო მოდი გავნაწილდეთ.გიგი,ალეკო,ნოე,მე და ანდრეა,გიო,ლილე და მარი(ალექსი)
-ძალიან კარგი.დავიწყოთ ხომ?(ლილე)
-კი დავიწყოთ(ალექსი)დავიწყეთ თამაში.ხან ერთს გადაუგდეს ბურთი ხან მეორეს.3 ქულა გვინდა მოსაგებად.
-ჩამომაწოდე(მე)ბურთი ჩემს ხელშია ვისვრი 3 ქულიანს და არის ბურთი კალათში ვარდება.
-არიიის(მე)ვყვირი ბოლო ხმაზე.გაოფლიანებულები ვართ ყველა.დაღლილი და ძალა გამოცლილი ძირს ვიშხლართები.ხელებს ზევით ვწევ,აქეთ-იქით ვაფრიალებ და რაღაცას ვღუღუნებ.ბოლოს რომ მოვრჩი ცანცარს ბიჭებს დავუძახე რომლებიც ჩემს ქცევაზე იგუდებოდნენ სიცილით.
-ბიჭებო ამაყენეთ რა ძმურად(მე)იქიდან ბიჭები ერთმანეთს ეძახიან არა შენ ააყენე არა შენ მე მეზარება დავიღალეო.ბოლოს ლილე მოვიდა ხელი გამომიწოდა მეც ჩავჭიდე და წამოვდექი.
-მადლობა(მე)გავუღიმე.
-არაფერს(ლილე)მანაც გამიღიმა.
-აბა წავედით სახლში?(ალეკო)
-ჰო წავედით გვიანია უკვე(ნოე)
-მარი მოდიხარ?(გიო)გიოს ძახილმა გამოგვაფხიზლა.
-კი კი მოვდივარ აბა რა(მე)ხელი გავუშვი და ბიჭებისკენ წავედი.სახლში დაღლილები მივედით.ლაშა და ნანა დივანზე იყვნენ ერთმანეთზე თავებ დადებულები წამოწოლილები.გულში რაღაც ჩამწყდა.
-წავედი მე გადავივლებ და დავიძინებ(მე)
-კაი(ალექსი)ავედი წყალი გადავივლე და დასაწოლად წავედი.ჩამეძინა მაგრამ შუაღამისა წვიმის წვეთების ხმამ გამომაღვიძა.წვიმდა ძალიან ლამაზად.გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი.გულში ისევ რაღაც მაწუხებდა.მგონი ვხვდები რაც.ლაშა რათქმაუნდა.გავედი,ძალიან დასცხო წვიმამ.მეც თვალებდახუჭული ვიდექი და ვსველდებოდი.არ მაინტერესებდა ის ფაქტი,რომ ვსველდებოდი.წვიმის დროს ყველაფერი მავიწყდება.ვიღაცის ხმა მესმის უკნიდან მაგრამ არ ვტრიალდები და თავს ზევით ვწევ.
-ნუ დგახარ წვიმაში გაცივდები(ლაშა)ხმას არ ვიღებ ის კი უკნიდან მეხვევა და მუცელზე ხელებს მხვევს.ჩემი პრესის კუბიკები,რომლებიც არც ისე დიდიხანია რაც მაქვს იძაბება.ხელებს ვაშვებინებ და ვბრუნდები.თვალებში ვუყურებ და ვეკითხები.
-რა გინდა ჩემგან?წადი რა შენს ნანასთან არ მოიწყინოს(მე)წასვლა დავაპირე მაგრამ მკლავზე ხელი მომკიდა და თავისკენ მიმატრიალა.თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ვსველდებოდით.ნატკენზე მომიჭირა.
-რატო მესწერვები ან რატომ გამირბიხარ?(ლაშა)
-არც გესწერვები და არც გაგირბივარ ხელი გამიშვი(მე)ძლივს ვითმენდი,რომ არ მეღრიალა.
-მე მხოლოდ შენ მიყვარხარ დანარჩენი სულ ფეხებზე (ლაშა)უფრო მომიჭირა თან ყვიროდა.
-მაგნაირი სიყვარული არ მჭირდება(მე)თვალებში მივაშტერდით ერთმანეთს.ხელი შემიშვა.მეც ხელი გავწიე და სახლში შევედი.სველი თანსაცმელი გავიხადე,გავიმშრალე ტანი,პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.ბევრი ბორგაობის შემდეგ ძლივს დავიძინე.დილას 10 საათზე გამეღვიძა.ავდექი ჩავიცვი და პრესების კეთება გადავწყვიტე.გავაკეთე პრესები,ჩაჯდომები,აჯიმანიები და აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებად.გადავივლე და გამოვედი.კეტები ამოვიცვი და გავედი სასტუმრო ოთახში.ყველა იქ იყო და ბიჭები სუფრას შლიდნენ.ნანა კი იჯდა და თავის აიფონ 6-ში იყო ჩაყუდებული.ბიჭებთან მივედი და ნოეს ხელიდან თეფშები გამოვგლიჯე.
-თქვენ ხომ კარგად ხართ?რას აკეთებთ?(მე)
-ასე გამოვიდა(გიო)მითხრა და ნანას გახედა არაფრისმთქმელი გამომეტყველებით.გავბრაზდი და ნანასთან მივედი,ხელიდან ტელეფონი გამოვგლიჯე და ხელში თეფშები მივაჩეჩე.გაკვირვებულმა და პირდაღებულმა შემომხედა.
-აქ შენი მოსამსახურე არავინ არაა.იმის ნამუსიც კი არ გაქვს,რომ ადამიანებს მიეხმარო,თვითონ სუფრის გაშლაზეც ლაპარაკიც კი არ მაქ.თუ მოხმარება არ გინდა და აქ იმიტომ წამოხვედი,რომ დედოფალივით იყო და მოგემსახურონ გირჩევნია წახვიდე აქედან(მე)გაბრაზებულმა ლაშას მივუტრიალდი ეხლა.
-შენ?შენ რატომ ხარ ჩუმად?ესე წყნარად რატომ უყურებ?ფუ შენ კაცობას რა ვუთხარი.აღარ მინდა ჭამა თქვენ მიირთვით(მე)მანქანის გასაღები ავიღე და გავედი.გზაში ლილეს დავურეკე.
-ლილე გამარჯობა როგორ ხარ?(მე)
-კარგად მარიამ შენ როგორ ხარ?(ლილე)
-ვარ რა.შეგიძლია,რომ გამოგიარო და სადმე გავიაროთ მანქნით?მეგობართან გულის გადაშლა მინდა რა (მე)
-კი არაა პრობლემა ეხლავე გამოვალ(ლილე)
-კარგი გელოდები(მე)გავთიშე ლილეს სახლთან მივედი.ისიც მალე გამოვიდა.მოვიდა და მანქანაში ჩაჯდა.
-რაიყო მარ ხომ მშვიდობაა?რა ხდება?(ლილე)ყველაფერი მოვუყევი ნანაზე,ლაშაზე,რომ რაღაცას ვგრძნობდი მაგრამ არ ვიცოდი რას.გამიღიმა.
-მეც მქონია მაგნაირი შეგრძნება ...(ლილე)რაღაც უნდა ეთქვა და ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა.
-ბოდიში.დიახ გისმენთ(მე)
-გამარჯობა მარიამ ავტო რბოლების ცენტრიდან გირეკავთ(გოგონა)ამ სიტყვების გაგონებაზე გახე სიხარულისგან გამებადრა და ყურებამდე დავიკრიჭე.

დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.ველი თქვენს შეფასებას მადლობა დიდი :) <3



№1  offline წევრი ფსიქოპატი

აი ძააან მაგარია და იმედია აღარ დააგვიანებ. მალე დაამატე რა ახალი თავი... ველი სულმოუთქმელად
--------------------
tamo♡

 


№2  offline წევრი mia15

მალე დადე ველუ შემდეგ თავს

 


№3  offline მოდერი ენემი

აუუ კაი იყო უფრო დიდი მინდა მე :( და მალ-მალე დადე

 


№4  offline წევრი baikeri

მადლობა დიდი ყველას შეფასრბისთვის და რომ კითხულობთ :) <3 მაბედნიერებთ.ყოველი თქვენი კომენტარი,შეფასება მაბედნიერებს.მადლობა დიდი და მიყვარხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent