შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა (სრულად)


27-07-2017, 18:12
ავტორი tasusuna
ნანახია 5 457

******
–ლილიანა.
ლილი.
ლილიკო.
საოცარი გოგო იყო.
საოცარზე საოცარი.
სუფთა და ქათქათა.
სუსტი და ლამაზი.
მაღალი და ტანადი.
გულღია და მშვიდი.
უჰ,ისეთი გოგო იყო..
აიი ისეთიი,რო ჩაივლიდა ქუჩაში სულ ყველა უყურებდა.
სულ ყველას ეღიმებოდა.
სულ ყველა ბედნიერდებოდა–ღიმილით იხსენებდა მისი თანაკლასელი ვახო.
მერე დანანებით ხელი ჩაიქნია და თავი ჩახარა,ცრემლი დამალა....

******
–ჩვენი ლილიკო??
ჩვენი ლილიკო უნიჭიერესი მოსწავლე იყო.
ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით ითვისებდა.
ყველაფერი ეხერხებოდა.
მათემატიკის ურთულეს ამოცანებს წამში ხსნიდა.
ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთს სხვაპასხუპით მოგიყვებოდა.
ქართული ხომ საერთოდ.
გამორჩეულად უყვარდა.
ჩამოგირაკრაკებდა უშეცდომოდ ვაჟას პოემებს.
ყველა იცოდა.
სულ ყველა.
გველის მჭამელი.
სტუმარ–მასპინძელი.
ბახტრიონი.
ალუდა ქეთელაური.
გოგოთურ და აფშინა.
გალაქტიონი?ბარათაშვილი?ორბელიანი?–ყველა უყვარდა,ყველა...
–ძლივს ჩააამთავდა მეათე სკოლის დირექტორმა,ყელთან მოწოლილი ბურთი ძლივს გადაყლაპა.

******
–ლილიანა უბნის თვალი იყო.
ისეთი კეთილი იყო!
რა უნდა დაგევალებინა,რომ არ გაეკეთებინა.
წამალზე გაგეგზავნებოდა.
კომუნალურებს გადაგიხდიდა.
პურს მოგირბენინებდა.
ავ თვალს არ ენახვებოდა.
ლამაზე ლამაზი იყო.
მშვენიერი,გულკეთილი და თბილი იყო.
მოხუცებულის იმედი იყო.
თაანატოლის გვერდში მდგომი.
ყველას ტკივილს და სიხარულს იზიარებდა.
საკუთარივით თკიოდა სხვისი ტკივილი.
ამიტომ უყვარდა ყველას.
ამიტომ მიყვარდა მეც.
ბოლოს წამლები მიყიდა,ახლაც ვინახავ,არ ვსვამ.
სულ რომ გამისკდეს გული.
მაინც არ დავლევ მის მოტანილ „კორსიზს“
სულ შევინახავ.–ცრემლები თეთრი ქათქათა სალფეთქით მოიმშრალა მოხუცმა ქალმა,გულზე მწარედ მიიიჭირა ხელში...

********
–სულ მიყვარდა.
პირველი კლასიდან.
არა,ბაღიდან მოყოლებული.
ისეთი კოხტა.
ისეთი ნაზი.
ისეთი ჰაეროვანი იყო.
სულ მიყვარდა და ვერასდროს ვეუბნებოდი.
გული ეტკინებოდა.
ვიცოდი.
ასეთი იყო,ყველას მეგობრად თვლიდა და გულს ვატკენდი.
ამიტომ ვიკლავდი გულში სიყვარულს..
ამიტომ,თორე ისე მიყვარდა.
ხანდახან მინდოდა,ისე მიყვარდა.
სულს ვერ ვითქვამდი.
სიტყვას ვერ ვამბობდი.
მიყვარდა,რა მექნა.
ღმერთადმე მიყვადდა.
რომ მეთვა,იქნებ სხვანაირად ყოფილიყო??–საწყალობლად ჩაილაპარაკა ბოლოს,ჩაფიქრდა,რომ ეთქვა...

******
–საუკეთესო შვილი იყო.
ჩემი ნუგეში იყო.
მისით ვცოცხლობდი,მისით ვსუნთქავდი.
ყოველთვის მეამაყებოდა.
ყოველთვის თავაწეული დავდიოდი..
არასდროს მაბრაზებდა.
ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა.
ასეთი იყო.
სიძულვილი არ შეეძლო.
არშეეძლო შეეეძულებინა ხალხი...
მამამისმა ვერ გადაიტანა,ისიც აღარაა!
ორივემ დამტოვა.
მე არ მკლავს ღმერთი.
სიმართლე გითხრათ,აღარც მწამს მისი..
შვილმკვდარ დედას როგორ მაცოცხლებს??
სიკვდილი მინდა!
ვლოცულობ,რომ მოვკვდე.
–ფერწასული,ისევ სკამზე მიესვენა სუსტად.
შავი ძაძა მთლიანად ფარავდა.
მშლიანად შთანთქა.

******
„მრავლნი არიან ჩინებულნი და მცირედნი რჩეული“
ლილიანა რჩეული იყო.
*****
–ლი რატომ მიყვარხარ ასე?–ბიჭმა მაგრად მიიკრა გულზე,ღიმილით ჩარგო თავი მის თმებში.
როგორ უყვარდა,რგორი ბედნიერი იყო.
მან აირჩია.
ლილიანას რჩეული იყო.
ქვეყნიერებას უყვარდა ლი,მაგრამ ლის თომა უყვარდა.
–ლი,რომ გავგიჟდე შენი სიყვარულით,ხომ მაინც გეყვარები?–თბილად ჩურჩულებდა ბიჭი,არ უნდოდა მისი გულისცემა გამოპარვოდა..ნაზად უსვამდა თმებზე ხელს.
გაყურსული იყო ლილი.
მის სითბოს ხარბად ისრუტავდა.
ბიჭის ძლიერ მკერდზე იყო აკრული და მშვიდად სუნთქავდა.
ეს უყვარდა ყველაზე მეტად.
სიმშვიდე.
სიმშვიდე და სიყვარული,რომელსაც თომასთან გრძნობდა.
–ლილიკო,ისე მიყვარხარ ასე მგონია,არ ვარ დედამიწელი–ბიჭმა ჩაიცინა,ხანდახან მართლა ასე ფიქრობდა..
სულში ხარ ლი.
სულში.
გულში.
გონებაში.
ყველა უჯრედში ხარ.
სიცოხლის ძალა ხარ ლილია.
ისე მინდა რამე უცხო გითხრა,ისეთი მარტო შენ რომ შეგეფერება,მარტო შენთვის რომ მოვიგონო,მაგრამ არ გამომდის ლი,ისევ ათასჯერ ნათქვამი მამეორდება ლი,მაპატიე ჰო?–თბილად დაუკოცნა სახე,სიცოცხლეს ერჩივნა.
–ხანდახან ასე მგონია,რომ გეხები ვცოდავ–თქო.–თავი ჩახარა ბიჭმა..–ასე მგონია არ ვარ შენი ღირსი..
შენ იმდენად კარგი ხარ.
შენ იმდენად ღვთიოური ხარ.
ლი შენ აგელოზი ხარ.
ხანდახან სიზმარი მგონია,არ მჯერა,ღმერთს გეფიცები,არ მჯერა,რომ ღმერთმა შენი თავი მარგუნა.
შენი სიყვარული მაგემა.
მართლა,დედას გეფიცები ლი–ბავშვურად გამოუვიდა და გაეღიმა,გოგო ნაწყენი ჩანდა,არასდროს არ უყვარდა,ასე რომ ამბობდნენ.
თითქოს განსხვავებული ყოფილიყო.
თომამაც იცოდა,მაგრამ ვერ მალავდა ხოლმე ამას,მართლა არ სჯეროდა..
–თომა–ხმა გაიმკაცრა ლილიანამ–იცოდე გავბრაზდები!–მოჩვენებითი სიბრაზით დაუქნია საჩვენებელი თითი.
ბიჭმა სხარტად დაიჭირა მისი თითი.
ხელებშიმოიქცია სუსტი,ნაზი ხელი.
თბილი ტუჩებით შეეხო ნაზ კანს.
ორივეს გააჟრჟოლა.
მერე უკითხავად,უსირცხვილოდ მოპარა პირველი კოცნა და სახეაფაკლული ლილიანა კვლავ მძლავრად მიიკრა გულზე.
–ეს...ეს..თომა..შენ,მე!–ენა დაება გოგოს,აღელდა,მოეწონა,სიტკბო იგრძნო,სიყვარული,აღმაფრენა და იმწამს ღმერთს გაუტოლა..
–ლი,რატო მიყვარხარ ასე??–კვლავ გაიმეორა თომამ.
კოცნაზე ფიქრობდა.
რა ტკბილი იყო.
რგორი საოცნებო და ხელმიუწვდომელი..
როგორი თბილი და რბილი იყო მისი ტუჩები,როგორი სიყვარულის გემო ჰქონდა..

******
–ლი,გამო რა ორი წუთით გარეთ?–მისთვის საჩუქარი ჰქონდა თომას,ლილისთვს საოცნებო რამ..
ბევრი იწვალა,ბევრი იშრომა და მაინც უყიდა..
–თომა,ხომ მშვიდობაა?–აღელდა უცებ ლილიანა,იშვიათად თხოვდა ღამით გარეთ გასვლას..
–კი ლი,მომენატრე,ორი წუთი და გაგიშვებ ისევ..–ტელეფონში უთხრა და თან მისი ოთახის ფანჯარას უყურებდა,სინათლე ანთებული იყო,ლანდი მიდი–მოდიოდა ოთახში.
შუქი ჩაქვრა და ორ წუთში მასთან იყო.
ისეთი უბრალო და ლაამაზი იყო.
ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა,ფეხსე საჩქარეოდ ამოეცვა ფეხსაცმელი,მოსახური უცებ მოედო ბეჭებზე..
ციოდა გარეთ.
დეკემბრის ოცდასამი იყო.
ღამის 11 საათი.
უხმოდ მივიდა და სუსტი მკლავები წელზე შემოხვია მთასავით ბიჭს.
ბეჭამდე ძლივს სწვდებოდა..
არა,თომა იყო ძალიან მაღალი,თორე..
–ლი–ნაზად მოიშორა წუთის მერე მისი ხელები,ერთ ხელს არ უშვებდა,მეორე კი ჯიბისკენ წაიღო.
–ქოლდფლეის კონცერტზე მივდივართ,მე და შენ,ერთ კვირაში–ნელა უთხრა,გული თვითონაც ამოუჯდა,იცოდა გაგიჟდებოდა.
ემოციამ მოლოდინს გადააჭარბა.
გოგონა წუთების განმავლობაში შეუჩერებლივ დახტოდა მოუსვენარი კალიასავით.
ხან თომას ეხუტებოდა,ხან წამოიტირებდა,მერე ცრემლებს შეიმშრალებდა და ისევ დახტოდა.
ისე აბედნიერებდა,ისე,ისე რომ სული უხუთდა.
ოცნება აუხდინა.
ამიტომ ერჩივნა ყველას და ყველაფერს.
–არ მჯერა,არ მჯერა–ხმაჩამწყდარი მღელვარებისგან ძლივს ლაპარაკობდა ,ეხუტებოდა თომას,კოცნიდა,დახტოდა.
უბედნიერესი იყო.
–მხოლოდ ამიტომ მიღირს სიცოცხლე,რომ ასეთს გიყურო..–ბიჭი ძლივს უყრიდა ტუჩებს ერთმანეთს,ისე უხაროდა მისი სიხარული.
___

მთელ მის სიცოცხლედ უღირდა თომას ის ორი დღე,რაც მთლიანად მის გვერდით
გაატარა.
ასეთი ბედნიერი არასდროს ენახა.
ცმუკავდა,ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
ყველა მუსიკას ყვებოდა.
ყველა მუსიკას ტანს ნაზად აყოლებდა.
ყველა მუსიკის დასასრულს თომას მადლობას ეუბნებოდა..
გული საგულეს აღარ ჰქონდა.
ღმერთს მადლობას უხდიდა.
ლილიანა მისი იყო.
ლილიანას უყვარდა და აბედნიერებდა.
შუა კონცერტზე,მაშინ როცა 12 წუთები აკლდა,ქრის მარტინმა სიმღერა შეწყვირა და აიდან უკუსვლით ვლა დაიწყო.
ათიათასობით ხალხი აყოლებდა ხმას,მათ შორის ლილიც.
ახალი წელი დგებოდა.
ახალი წელი,რომლის ბედნიერი დასაწყისი გარდაუვალი იყო.
მაშინ,როცა ყველამ თვლა დაასრულა,თომამ უცებ მოქაჩა გოგონა მისკენ,მგზნებარეთ,გრძნობით დაეწაფა მი ტუჩებს და ვნებიანად აკოცა.
–ეს იყო წინა წლის საუკეთესო დასასრული,და აახალი წლის საოცარი დასაწყისი–ნაზად მოწყდა მის ტუჩებს,ვნებამორელმა ჩაჩურჩულა და არეული,დაბნეული გოგონა ჩაიხუტა.–ახალ წელს გილოცავ ლი,მიყვარხარ თავზე მეტას.
_____
–ლილიანა,იცი როგორია შენი მონატრება?–ერთკვირიანი დაშორების შემდეგ როგორც კი ნახა,სულის მონატრებამდე ჩაეხუტაა,არ უშვებდა ხელს,სული ტკიოდა ისე მონატრებოდა ერთსაც და მეორესაც..
სრულიად უმნიშვნელო საგანზე იკამათეს.
მოსაყოლადაც არ ღირს.
ასე იცის ზედმეტმა სიყვარულმა....
–იცი რას ვგრძნობდი ეს ერთი კვირა რომ ვერ გხედავდი?
მეგონა ვკვდებოდი და ვერც.
მეგონა სულს მაგლეჯდნენ და ვერც.
მეგონა ცოცხლად მაწამებდნენ და ვერც.
მეგონა გულს მისერავდნენ.
მეგონა მჭამდნენ.
მეგონა ვკვდებოდი და ვემზადებოდი.
ეს საშინელება იყო ლი.
აღარ მინდა ასე განმეორდეს.
აღარ მინდა უშენობამ ისევ შემჭამოს.
არ მეგონა თუ ვსუნთქავდი.
გული ხელში მეკავა–თქო მეგონა,ხანდახან.
ისეთ სიზმრებს ვნახულობდი,ისეთ კოშმარებს.
ღმერთო–თავი ჩაახარა ბიჭმა,გაახსენდა და გული მოეწურა,იქ ხომ ლილიანა არ იყოს,სიზმრებში ხომ ლილი სხვასთან იყო..
–ლილი,აღარ გამწირო ასე უშენობისთვის,გევედრები,თუ გიყვარდე.
ლილის რომ უჭირდა,ისე სად უჭირდა თომას.
ლილი ცოცხალმკვდარი იყო..
ლილი არ დგებოდა..
არა არა,ვერ დგებოდა..
ლილის ისე უჭირდა ვერც ვერაფერს ეკარებოდა,ვერ ჭამდა,ვერ სვამდა,ვერ დადიოდა,ვერც ლაპარაკობდა.
ჩამოხმა ერთ კვირაში.
მარტო სული დარჩა.
ლილიანასაც გაუჭირდა და მაგიტომ იყო ახლა მთელი ძალით მასზე მიჭდობილი.
შეეზარდა მას.
მის ძლიერ მკლავებს.
შეედუღაბა მის თბილს ტანს და არც მოშორდა სააათები.
მიხუტებული ყავდა თომას და ინაზღაურებდა ერთ კვირას.
ერთი კვირის საყოფი ჩაეხუტა და აკოცა.
ერთი კვირის საყოფად მოისაკმარისა და მერე გაუშვა სახლში,არ გამიცივდე,მეშინიაო..
______

მარტის სამი იყო..
მარტივით არეული იყო ამინდები.
ხან წვიმა იყო..
ხან მზე..
ხან ღრუბელი..
ხან..
ლილიანას დაბადების დღე იყო..
ყველა ულოცავდა.
ყველას უხაროდა..
ისეთი ლამაზი იყო..
დღეს განსაკუთრებით..
კამერით დადიოდა მთელ ქალაქში თომა და ყველა მის ნაცნობს წერდა ფირზე..
ყველას ალოცინებდა.

***
–ლილიკო,ჩემო ფერია,გილოცავ მა–მამიდან დაიწყო თომამ,კარგად იცნობდა ბატონ გოჩას,კარგად ეწყობოდა,მითუმეტეს ერთი კვირით ადრე გაიცნო უკეთ,როცა ლილიკოსთვის საჩუქრის ყიდვა უნდა,იმის,რაც ლილიკოს ძალიან უნდა,ძალიან მოსწონდა..თომამ იცოდა და რა ააკავებდა?

***
–დედას გახარებავ,დედას სიამაყევ,გილოცავ დე...

***
–ლილიკო,გვიყვარხარ–ერთხმად ყვიროდა მისი უამრავი მეგობრები..
***
–ლილონდრო,დღეს დაგათრობ იცოდე.–მოჩვენებითი მუქარით უქნევდა საჩვენებელ თითს კამერას ვახო...
***
–ლილიტო,ჩვენი უბნის მარგალიტო,ბედნიერება არ მოგაკლოს ღმერთმა–მეზობლებიც ჩართო ვიდეორგოლში თომამ.
***
ეს და გაუთავებლად.
ყველა ადამიანს სწერდა.
გამვლელს,ნაცნობს,უცნობს,ყველას თხოვდა,მოულოცეთო..
ვინც იცნობდა სიხარულით თანხმდებოდა.
ყველა უყვარდა.
ყველას უხაროდა.
დღეს მარტის სამი იყო.
დღეს ლილიანას დაბადების დღე იყო.
____
საღამოს წყნარი კაფე გავსებული იყო ლილიანას მეგობრებით,თომათი.
ბრწყინავდა ლილიანა.
ისეთი ლამაზი იყო.
მომხიბვლელი.
სექსუალური.
შავი,სადა, კაბა შემოტკეცოდა ტანზე..
დრძელი თმა მხრებზე უსირცხვილოდ ეყარა.
სახეს უბრალო,ნაზი,სადა მაკიაჟი უმშვენებდა.
ისეთი ლამაზი იყო,სუნთქვა ეკვროდა თომას.
გული ეწურებოდა.
–ღვთისმშობელივით ლამაზი ხარ ლი.–თბილად უჩურჩულა გოგოს,წელზე შემოხვეულ ხელს შეუმჩნევლად უთამაშებდა ზურგზე,ტანგოს რიტმს ნაზად აყოლებდნენ ტანს.
ისეთი ლამაზი სანახავი იყო.
ისეთი..
ისეთი ტკბილი და თბილი წყვილი იყო ყველა ღიმილით რომ შეჰყურებდა.
ყველა ღიმილიანი სახით შესცქეროდა მათ და ტკბებოდნენ.
სხვანაირად არც შეიძლებოდა.
უყვარდათ ერთმანეთი.
სიგიჟის საზღვრამდე უყვარდათ.
–ლი,შენთვის საჩუქარი მაქ.
–საჩუქარი??–გაკვირვებულმა გახედა–შენ ისედაც ჩემი საჩუქარი ხარ..–გაუღიმა გოგომ.
წელზე ხელმოუკიდებლად გაიყვანა ტერასაზე და ქვევით ჩააახედა.
ქვევით,ქუჩაში,თავმომწონედ ეყენა იასამნისფერი მინი კუპერი,რომელზეც დიდი ბანტი იყო შემოხვეული.
ისევ გაგიჟდა.
ისევ გადააჭარბა ემოციამ მოლოდინს.
ისევ ხტუნავდა.
ისევ ტიროდა.
ისევ იციოდა.
ასე,წრეზე.
ტირილი,ხტუნვა,სიცილი.
ყველა ტაშისკვრით შეხვდა სიურპრიზს,ყველას გაუხარდა.
ესეც მორიგი ოცნება აუხდინა გოგოს..
მის ლის.
მის ლილიანას..
–დაბადების დღეს გილოცავ ლი – ზურგში ჩახუტებულმა,ყურში უჩურჩულა სასურველს და კისერთან,ტურის ძირში,ნაზად აკოცა.
გააჟრჟოლათ,უნდოდათ ერთმანეთი.
უყვარდათ..
_____
აგვისტო იყო..
ისეთი გაუსაძლისი სიცხე,ისეთი..
კანს რომ გიწვავდა..
სად შეეფერებინათ მზისგან დასიცხულებს თავი,აღარ იცოდნენ.
უფრო უყვარდათ ერთმანეთი.
კიდევ უფრო უყვარდათ.
საღამო იყო.
აგვისტოს ათი.
თემოს მმიწერა,აბანოში შევალ და მოვალო..
ისე სცხელოდა,უკვე მეოთხედ გადაიბანა.
ცივ დუშს შეეყუდა.
ოდნავ გაგრილდა.
პირსახოც მოხვეული გამოვიდა აბაზანიდან,როცა თავბრსხვევა იგრძნო.
ლოგინამდე ძლივს მიჩოჩხდა და ჩაემხო.
გულწასული ჩაემხო ლოგინს.....
_____
„სიკვდილი ყველაზე უარესი არ ყოფილა იმ საშინელებათა შორის,რაც სიცოცხლეში შეიძლება შეგემთხვას კაცს“
საშინელება დადგა.
სიკვიდლე მტკივნეული.
სიკვდილზე აუტანელი.
_____
გონს მოსული,საწოლზე იწვა.
თავი უღმერთოდ ტკიოდა.
ცრემლები მისით მოდიოდა.
ტკივილი ატირებდა.
სველი თმით შეწვა ლოგინში და შეეცადა თავის ტკივილისთვის ყურადღება არ მიექცია.
შეეშინდა,ძალიან შეეშინდა.
ცოტა ხანში თუარ დაგაუვლიდა,ხვალ აუცილებლად წავიდოდა ექიმთან..
სულ მშიშარა იყო ლილიანა.
გულის წასვლამ ძალიან შეაშინა..
–„ლი,მიყვარხარ“–შეტობინება ცრემლიანი თვალებით გახსნა.
უთხრას??
მას ხომ არაფერს უმალავდა.
მაგდამ...
–„მეც მიყვარხარ თომა,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ..
ვიძინებ,ხვალამდე.
გახსოვდეს,ამ ქვეყნად სიცოცხლედ მიღირხარ“–გააგზავნა და ცრემლი მოიწმინდა.
_____
–თავის ტვინის კიბო–განაჩენივით გაისმა პირველი ვიზიტის შემდეგ ექიმის სიტყვები.
ორი კვირა გულის კანკალით ელოდებოდა პასუხს.
ბევრი ანალიზი აუღეს,ბევრი გამოკვლევა ჩაუტარეს.
არავინ იცოდა.
საერთოდ არავინ.
მითუმეტეს თომამ.
მას რატომუნდა დამართნოდა ეს??
ლილიანას რატომ უნდა ტკენოდა ასე??
გული მოუკვდა.
გული მოეწურა.
საერტოდ შეწყვიტა რიტმული ცემა.
ყველა უჯრედი ტკივილისგან უფეთქავდა.
მწვავედ აღიქვამდა დააავადებულ მის სულს.
მის სხეულს.
მის არსებობას.
თავიდან ბოლომდე დაავადდა.
დაუავადდა მთელი არსებობა და ცხოვრება.
დაუავადდააა ყოველი დღე და წამი.
ყოველი მისი ჩასუნქვაა–ამოსუნთქვა.
სიცოცხლე უნდოდა.
ღმერთამდე უნდოდა სიცოცხლე,
თომა უნდოდა.
სიკვდილამდე უნდოდა ბედიერება თომა.
მუხლებზე დაჩოქილი,ცივ იატაკზე დამხობილი ევედრებოდა უფალს ხსნას.
ევედრებოდა.
ეხვეწებოდა.
უჩოქებდა.
შემოიარა ფორთხვით მთელი ეკლესია.
ყველა კედელი.
ყველა აგური დაუკოცნა უფლის სამყოფელს.
როგორ წამდა.
როგორ ევედრებოდა.
როგორ უღმერთოდ ტიროდა.
როგორ ტანჯავდა ტკივილი და როოგორ...
როგორ არ ეთმობოდა სიცოცხლე..
_____
–„ცოდნა რა ადგილას მაქვს?“
–გონებაში
–გონება?
–სულში.
–სული?
–ღმერთში.
–ღმერთი სადღაა?
–ღმერთია ყველაფერი რაც არის და რაც არ არის“
ყველაფერი ჰქონდა ლილიანას.
ზედმიწევნით.
სწორხაზოვნად.
ერთმანეზე მიწყობილი.
ცოდნა–გონებაში.
გონება–სულში.
სული–ღმერთში..
მაგრამ ღმერთი არ იყო ყველაფერი რაც იყო და რაც არ იყო.
ღმერთი საერთოდ არ იყო.
ღმერთმა გაწირა.
ღმერთი არ იყო.
______
სექტემბრის პირველი იყო თომა რომ მოვიდა შეხვედრის ადგილას.
გული უფრთხიალებდა.
კიდეევ ერთ ოცნებას უხდენდა.
კიდევ ერთხელ ნახავდა მხტუნავს,ბედნიერს,ცრემლიანს,ღიმილიანს.
იქ დახვდა.
თხელი სარაფანი ეცვა.
თეთრი.
მარიამივით ლამაზიხარ–ათასჯერ ნათქვამი გაუმეორა,მოეხვია,თბილად აკოცა.
ლილის ჩაწყდა,კიდევ ჩაწყდა გულში მისი კოცნა.
ვერ ეუბნებოდა.
ვერც ვერასდროს ეტყოდა.
ისე მოკვდებოდა,მისით სავსე,მისით მოცილი..
დიახ ეგოისტია..
ძალიან დიდი ეგოისტი..
უსამართლო ეგოისტი.
–ყაზბეგში მივდივართ,მე და შენ,სამი დღით–გაფართოებული თვალებით გახედა გოგოს.
და ისევ,მესამედ..
ემოციამ,მოლოდინს გადააჭარბა.
ლილიანა ატირდა,იცინა,იხტუნამყველას გაააგებინა რა ბიჭი ყავს,ყველას თვალწინ აკოცა,ჩაეხუტა,მიეკრო,ისევ აცევდა,ახტუნავდა,გული გაუსკდა სიხარულით.
ის მისი იყო.
მიისი ოცნებების დარაჯი.
მისი ოცნებების ამსრულებელი თომა.
უცებ გული მოეწურა..
უჩხვლიტა რაღაცამ მტკივნეულად..
ყველაფერს აუხდენდა თომა,ყველაფერს,ერთის გარდა...
მასთან ერთად ვერ იქნებოდა სამუდამოდ..
გამოპარული ცრემლი სიხარულს მიაწერა ლილიანამ და თომამაც დაუჯერა.
იცოდა,უყვარდა.
სულამდე.
გულამდე.
ტკივილამდე.
ღმერთამდე.
____
ყაზბეგზე ლამაზი ადგილი არ არსებობს დედამიწაზე..
სულში შეაღწია,გული გამოუღო მისმა სილამაზემ.
ადგილს ვერ ძებნიდა.
გამდმებით წამოიწეოდა ხოლმე მანქანის საზურგიდან და მთელი ტანით გადაიწეოდა ხოლმე ფანჯრიდან.
ხელის დაქნევით,გულღია ღიმილით ეგებებოდა ყველას.
ყაზბეგის მკვიდრთ.
ისე უხაროდა.
ისე უყვარდა.
ისე ენანებოდა მისი თავი სიკვდილისთვის..
–არარსებოსბ დედამიწარე რამ,რაც შეენზე მეტაად მიყვარს–მორიგი „ვოიაჟის“ შემდეგ,ფანჯრიდან შემოყო თავი,სავარძელზე გასწორდა და თომას გახედა.
თვალები ბედნიერებისან უბრწყინავდა.
აი რა უყვარდათ ერთმანეთში/
ერთამნეთს აბედნიერებდნენ.
ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები.
_____
ის დღე და მეორე,48სააათი სრული დატვირთვით შემოიარეს მთელი მიდამო,ყველა კუთხე–კუნჭული.
ლილიანას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
თომა ხომ საერთოდ.
მეორე დღე მიიიწურა.
დაღლილობისგან,ემოციები დაეღალათ.
სახე,ღილიმისგან,ბედნიერებისგან დაღლოდათ.
ფეხებმოწყვეტილი დაეშვა ლილია საწოლზე,თომა მიუჯდა გვერდით.
–ცოტა ხანი ჩაგეხუტები და წავალ,დავიძინებ.–უთხრა გოგონას და მიიხუტა.
დაღლილობის მიუხედავად ბიჭი მძლავრად ხვევდა მკლავებს.
–იცი??? მგონი უკვე გავგიჟდი,და დროა,გიჟიც გიყვარდე–არ ჩუმდებოდა,ტკბილად უკოცნიდა სახეს.
–მე შენ გიჟიც მიყვარხარ.–სიცილით გახედა და მოკუნტული,კალთაში ჩაუჯდა ბიჭს.–დღეს ჩემთან დარჩი–დაბინდული თვალებით გახედა.
მიუხვდა თომა ფიქრებს.
ესიამოვნა..
ნელა წაიწია მისკენ,კალთაში მოსახერხებლად მოიქცია და ტუჩებს ვნებით დაეწაფა.
ახადა ვნებებს ფარდა.
დაუტბორა სხეული.
მოულაშქრა ყველა მისი ნაწილი კოცნით,შეხებით.
უსირცხვილოდ მოევლო მის ყველა სასურველ ნაწილს.
ჰაერში აიყვანა სიამოვნებისგან.
სიამოვნებისგან.
სიყვარულისგან.
ვნებისგან.
ძალაგამოცლილი მიესვენა ლილიანა თომას მკერდს.
ბიჭმა ნელა შეემოხვია ხელები.
–იცი?–ალმაცერად ახედა ლილიანამ,თვალებში ეშმაკები ჩაჯდომოდა.–კიდევ ერთი ოცნება ამისრულე–ენა გამოუყო ცელქი ბავშვივით და ისევ დაუბრუნდა წინა მდგომარეობას.
ჩაეღიმა ბიჭსაც.
საერთო ოცნება ორივეს გულის წადილით,სიყვარულის მაქსიმალრი შემოტევით აღისრულეს.
ის ღამე და მორჩა..
იქ დასრულდა..
____
ღამის სამ სააათზე გერგეთის ეკლესიისკენ გზას მიიკვლევდა ქალის სხეული.
ოფლით დაცვაროდა მთელი სხეული.
ცრემლები სიმწრის..
ცრემლები ტკივილის.
ცრემლები არმიღწეული ბედნიერების.
ცრემლები არდასრულებული სიყვარულისთვის.
მიუყვებოდა ხრიოკ გზას ქალი და განწირული ნაბიჯებით უახლოვდებოდა სიბნელეში მედიდურად ჩამალულ ეკლესიას.
გული სახლიდან გამოსვლისას დატოვა,როცა მის მძინარე სახეს უკანასკნელად აკოცა.
გული აღარ ჰქონდა.
სული აღარ ჰქონდა.
სხეულს მიათრევდა მხოლოდ.
ფეხები გაუსაძლისად სტკიოდა,მაგრამ არაუშავს,დღეს და მორჩა.
აღარაფერი ეტკინებოდა.
არსებობა ეტკინებოდა მხოლოდ.
უმისოდ არსებბობა ეტკინებოდა მხოლოდ.
___
ეკლესიის გალავანზე ამართული სხეული ილანდებოდა გერგეთის სამებიდან.
ქალის თითოეული ნაკვთი უღმერთოდ კანკალებდა.
არ დაფიქრებულა.
არ უთხოვია ღმერთისთვის პატიები..
უკანასკნელად შეავლო გონებაში თვალი თომას სახეს..
და...
____
**
ხროიოკმა,მიუვალმა კლდემ ხელებგაშლილი მიიიბარა ლილიანას სხეული.
ხახადაფჩენილი ელოდებოდა მისი უსული სხეულის მისაღებად.
____
***
_ლილიანა?
ჩემი ლი?
ჩემი ლი მზე იყო.
მზე .
მთვარე.
სული.
გული
დედამიწა.
სამოთხე.
ჯოჯოხეთი.
ლი ყველაფერი იყო.
ლი ახალი დღე იყო.
ლი იყო და აღარარის.
ლიმ მატკინა მაგრამ ვაპატიე..
ლის რომ არ აპატიო არ შეიძლება..
ლი რომ უპატიებლად გამეშვა მე არ ვაპატიებდი საკუთარ თავს.
ჰო,გამიჭირდა.
ლის გეფიცებით..
ახლაც მიჭირს.
კიარ მიჭირს.
აღარ ვარ.
ადამიანი აღარ ვარ.
სხეული დავრჩი მარტო.
როგორც ლი იყო.
აღარც სული,აღარც გული.
არარც ღმერთი.
ჰოო,მე ლის დავემგვანე.
კი.
ლის ვაპატიე.
სხვანაირად არ შეიძლებოდა.
სხვანაირად არ ვაპატიებდი თავს ხომ ხვდებით.??
_________
მოგესალმებით..
ერთი ამოსუნთქვით დაწერილი..
სამ სააათში.
არვიცი.
მეც ვკვდეი.
მეშინია,არ მოგეწონოთ.
არადა...
მეტს ვერაფერს ვწერ..
მეც განვიცადე წერისას ლილიანა.
მეც შემიყვარდა და..
თომა მეც ჩამაკლდა სულში.
მაპატიეთ.
მე მიყვარხართ.
გელით.
შეფასებებს ველი.
თქვენი ანასტასია



№1 სტუმარი Guest Lika

Saocreba mceralixar aucileblad did I siamovnebit vixilavdi shens cigns carmatebebi didi

 


№2 ახალბედა მწერალი tasusuna

Guest Lika
Saocreba mceralixar aucileblad did I siamovnebit vixilavdi shens cigns carmatebebi didi

ვაი გული!
დავიბენი <3
მადლობა,გამათბე სულ მთლიანად :*

 


№3  offline წევრი Indigo

ც უ დ ა დ ვ ა რ !

მგპნი არასდროს მომდომებია სიგარეტი ესე ძალიან, არადა არ შემიძლია, აქ ვერ მოვწევ, არადა როგორ მჭირდება ეხა დასამშვიდებლად...

რა მიქენი? რას მერჩოდი? რა გინდოდა?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline წევრი anisia

Haaa?? Es raikoo?? Pirveladdd chemscxovrebashii pirvelad momadga tvalze cremlebi istoriiss wakitxvis dros <3 kochaggg saocreba ikoo <3

 


№5  offline წევრი londoni

ლილიანა, ლილიანა საოცრება იყოო❤ დიდხანს გამყვება მასზე ფიქრი...შენ კი საოცარი მწერალი ხარ, ყოჩაღ❤

 


№6 ახალბედა მწერალი tasusuna

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა <3

 


№7 სტუმარი ბასილისა

ნამდვილად სასიამოვნო წასაკიხი იყო.გადავხედე შენს ნაწარმოებებს და ერთი რამ მინდა გითხრა, არვიცი როგორ მიიღებ ყოველშემთხვევაში არ მინდა ცუდად გამომივიდეს, 1) ნუ ადარებ ნაწარმოების გმირს ან ვიმე მოკვდავს ღვთისმშობელს რადგან ის ქალწული მარიამი უფლის დედაიყო. მისნაირი არავინ არაა..და ვერც ვერავინ იქნება და ვიმე არც უნდა შევადაროთ; 2) კიდევ უფალ ღმერთს ნუ დაიფიცებ, ნურც შენ და ნურც შენი პერსონაჟები, ვცოდავთ.. ამ საფიცარი ფორმით ვცოდავთ და სულს ვიმძიმებთ; 3) უფალს ნუ დაადანაშაულებ, არასდროს მას ბრალიი არ დასდო არცერთი ადამიანის სიკვდილში, რადგან მან კარგად იცის რაარის მისთვის, ჩვენთვის და სხვისთვის და საერთოდ ყველასთვის კარგი და მაცხონებელი.. უფლის უწმიდეს სახელს ნუ მოიხსენიებ უდიერად !! ჩემი უმორჩილესი თხოვნაა თორემ ნაწარმოები უკვე სასიამოვნო წასაკითხ რომანთან ერთად მკრეხელურიც გამოდის, რაც ძალიან ცუდიაა((( გაითვალისწინე და წინასწარ ბოდიში მე ვის რასვასწავლი, მიიღე, როგორც მეგობრული რჩევა <3 <3

 


№8 ახალბედა მწერალი tasusuna

ბასილისა
ნამდვილად სასიამოვნო წასაკიხი იყო.გადავხედე შენს ნაწარმოებებს და ერთი რამ მინდა გითხრა, არვიცი როგორ მიიღებ ყოველშემთხვევაში არ მინდა ცუდად გამომივიდეს, 1) ნუ ადარებ ნაწარმოების გმირს ან ვიმე მოკვდავს ღვთისმშობელს რადგან ის ქალწული მარიამი უფლის დედაიყო. მისნაირი არავინ არაა..და ვერც ვერავინ იქნება და ვიმე არც უნდა შევადაროთ; 2) კიდევ უფალ ღმერთს ნუ დაიფიცებ, ნურც შენ და ნურც შენი პერსონაჟები, ვცოდავთ.. ამ საფიცარი ფორმით ვცოდავთ და სულს ვიმძიმებთ; 3) უფალს ნუ დაადანაშაულებ, არასდროს მას ბრალიი არ დასდო არცერთი ადამიანის სიკვდილში, რადგან მან კარგად იცის რაარის მისთვის, ჩვენთვის და სხვისთვის და საერთოდ ყველასთვის კარგი და მაცხონებელი.. უფლის უწმიდეს სახელს ნუ მოიხსენიებ უდიერად !! ჩემი უმორჩილესი თხოვნაა თორემ ნაწარმოები უკვე სასიამოვნო წასაკითხ რომანთან ერთად მკრეხელურიც გამოდის, რაც ძალიან ცუდიაა((( გაითვალისწინე და წინასწარ ბოდიში მე ვის რასვასწავლი, მიიღე, როგორც მეგობრული რჩევა <3 <3

რა თქმა უნდა,ერთი მხრივ ნამდვილად მართალი ხარ .
სწორი და გასათვალისწინებწლი რჩევაა.
თუმცა გააჩნია ადამიანს,ნაწილობრივ სადავო თემაა..
მადლობა <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiih rogori tkiviliani iyoo :(

 


№10  offline მოდერი zia-maria

sob sob sob ძალიან მტკივნეული იყო.მითუმეტეს მისთვის, ვისაც ასე ახლობელის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ტანჯავს.

 


№11  offline წევრი khatia khatia

Aუუ დამასევდიანე ქალი უკვე ორი მოთხრობით cry sob აიიი მართლა ვტირივარ sob იმედია ასეთი მოთხრობები აღარ გაქ თორე უკვე სულლ მატირებ და აღარ მინდა ტირილი sob დედაჩემი მეუბნება ხომ არ გაგიჟდიო და მე კიდე ეგ მინდა სულლ მაგას მეუბნებია ისედაც joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent