შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა -4-


29-07-2017, 04:20
ავტორი Frigga
ნანახია 1 710

ძალიან ვაგვიანებ თავებს... ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობს, გთხოვთ თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიაროთ რაა <3 ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანია... ამ ნაწარმოების დადეას თავებად აღარ ვაპირებ, ვაპირებ რომ მთლიანად დავდო დაახლოებით თვენახევარში.... მადლობთ კიდევ ერთხელ.
- მე, მე, მე უბრალოდ ისევ ემოციების ქვეშ ვარ.
- ჯერ სად ხარ, სანახავი ძალიან ბევრია, შიში უნდა დაძლიო და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ საკუთარ თავში ძალა იპოვე ყველაფერი გამოვა, არ უნდა დანებდე, როცა ეს მე გავაკეთე, ანუ როცა მთვარე პირველად ვნახე, მეც დაახლოებით ასეთი რეაქცია მქონდა, ვკანკალებდი და მუხლები მეკეცებოდა, ამის გამო ძალიან მცხვენოდა და თავიდან გადავწყვიტე აღარაფერი გამეკეთებინა , ბოლოსდაბლოს ბიჭი ვიყავი და არ მინდოდა ვინმეს აკანკალებული და აცრემლებული ვენახე, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი , რომ თუ არ ვნახავდი ძალას, ქუჩაში ვერასდროს გავივლიდი, ვერ დავლევდი ლუდს მეგობრებთან ერთად, ვერ წავიდოდი ტყეში, ვერ ვირბენდი ყურსასმენებით წვიმიან ქუჩაზე, აი ამ ფიქრებმა საბოლოოდ დამმარცხებინეს ეს დაავადება. შენც იგივეს გირჩევ.
დედაჩემი აღბრთოვანებული იყო ამ ბიჭით, ნერვები მომეშალა.
- დედა, იქნეაბ დაგვაცადო მკურნალობა.
ღიმილით ვუთხარი დედას და ხელზე ზელი მოვუსვი.
- კარგით რა პრობლემაა.
დედაჩემმა ისეთი სახით შემომედა ამან უფრო გამაბრაზა, თითქოს სახეზე ეწერა ( მიბაძე, ნახე რა მაგარი ბიჭია)
როფორც კი დედა პალატიდნ გავიდა, მაშინვე ბრაზი გადმოვამთხიე.
- შენ რაა? რის მიხწევას ცდილობ? რა საჭირო იყო მთელი ღამით აქ ყოფნა?
ალექსი საწოლის თავთან გაკვირვებული დგას და გაშეშებული სახით მიყურებს.
- ხო რა იყო? გაგიკვირდა რომ მადლობა არ გადაგიხადე?
წამოვჯექი და ისევ ბალიშს მივეყუდე.
- მომისმინე, მე არასდროს აარავის დასანახად არაფერს არ ვაკეთებ, და თუ რამე გამიკეთებია, მხოლოდ იმიტომ რომ,ადამიანებს დავეხმარო, გეყო ამდენი სიცივე, ნუ იქნები რკინასავით, თორემ მარტო დარჩები.
- და რა იცი რომ უკვე მარტო არ ვარ?
- ვიცი, ამ წუთას აქ ვდგავარ, მარტო ომ იყო ახლა აქ არ ვიქნებოდი.
გადავიხარხარე.
- შენ? ახლა საწოლიდან გადავვარდები... რომელი შენ, ის ვინც დედაჩემმა დაიქირავა, იმისთვს, რომ თავისი შეშლილი შვილისთვის ემკურნალა?
- ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ჩემს სიტყვებზე დაფიქრდი...
- რას ქვია საკითხავია?
- არაფერი დაივიწყე, თავს მიხედე...
შებრუნდა და კარი გაიხურა.
რას ქვია საკითხავია? ეს ბავშვი დარტყმულია, ან ეს ვინ მიიღო ფსიქოლოგად, მემგონი ყველაზე შეშლილია შეშლილთა შორის, არა ახლა, ვაღიარებ, მის საქციელზე რომ მეცინება, ისე არაფერზე არასდროს გამცინებია, ნუ ზოგადად სიცილი, ჩემთვის არაბუნებრივია, ამ ბიჭმა შეძლო ჩემი გაცინება..
- ჩაიცვი მივდივართ.
აი ახლაცისეთი შემოვარდა კაბინეტში, მისი შავი თმა ყალყზე დამდგარიყო, ცისფერ თვალებში სიხარული უთრთოდა და ამხელა ბიჭს ბავშვის ქცევები ახასიათებდა.
- ცუდად ხო არ ხარ? მოდი მომიწექი..
გადავიხარხარე და საბანი ავწიე.
- რადროს ეგაა წამო თქო.
ღიმილი ჩამომერეცხა სახიდან, საბანი ისევ დავწიე, ბალიშიც დავდე საწოლზე და საბანი თავზე გადავიფარე.
- არსად არ მოვდივარ, მეშინია.
- არააფრისაც არ გეშინია.
- ვაიმე, შენ მასწავლი ახლა მეშინია თუ მშია?
- აჰაა ესეიგი გშია, ადექი პიცერიაში მივდივართ.
საწოლიდან გიჟივით მექაჩება და იცინის...
- შენ თავი ხომ არ მიარტყი რამეს, რა პიცერია გარეთ ცხვირი ვერ გამიყია.
ამაზე აკაკანდა...
- ხო და გაყოფ.
- ასე ადვილი რომ იყოს შენ არ დამჭირდებოდი.
მთელი ძალით ვეჭიდები საწოლის თავს და არ მივყვები.
ამ დროს დედაჩემი შემოდის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სულაც არ მინდა მისი წუწუნის მოსმენა, იმის შესახებ თუ როგორ მინდა ასეთი დავრჩე და არაფერს ვაკეთებ გამოსაჯანმრთელებლად, იძულებული ვარ გავყვე ქოჩორას გავყვე, ამას თუ გაყოლა ქვია...
შიშით ფეხები მიკანკალებს, გულისრევის შეგრძნება მაქვს, სუნთქვა მიჭირს და გულის ცემას ყელში ვგრძნობ. კართან საკმაოდ ახლოს ვარ, ცოტაც და გავაღებ და კოლიდორში გავაი, ისევ ეს საშინელი შიშის შეგრძნება, ისევ გულის ცემა და უაზრო პანიკა, ერთი მომენტი გავიფიქრე, სხვებს თუ არაფერი ემართებათ, შენ რა დაგემართება მეთქი და კოლიდორიდან გასასვლელთან მდგომ ტაქსისკენ გავიქეცი, კარი რომ დავხურე მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი კარგად იყო, უამრავი უაზრო ფიქრი თითქოს რიგში ჩადგა და დალაგდა ჩემს ტვინში, მაგრამ ის შიში რაც მქონდა არ გამქრალა, უბრალოდ რაღაცნაირად შვება ვიგრძენი...
- საით?
- მე..
ალექსმა გააღო ტაქსის კარები.
- ქუჩის კუთხეში, პიცერიაში.
- კი მაგრამ, ის ხომ ასე ახლოსაა?
- შენ ვინ გეკითება?
- კარგით უკაცრავად...
ქოჩორამ ფული მისცა მძღოლს და უკანა სავაძელზე გადმოინაცვლა.
- ჰა, როგორი შეგრძნება იყო?
- საშინელი...
- მაგრამ ხომ დაგამშვიდა?
- ისე რაა...
- ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
- ბევრს არაფერს..
- მაგასაც ვნახავთ.
ჩემს გვერდით იჯდა ეს გაბურძგნული შავთმიანი, ისფერთვალება გიჟი და ფაჯრიდან გაჰყურებდა დანამულ ქუჩას.
- ეს დღეებია ძალიან უცნაურად ლაპარაკობ, შეგიძლია ამიხსნა რა ხდება?
- არც არაფერი...
ტაქსი გაჩერდა.,
ქოჩორას ძლიერი მოჭიდება ვიგრძენი მკლავზე, ტაქსიდან რასაცქვია გადამათრია...
- მეთვითონ...
საშინელი მანქანის ხმაური, მტვერი, ხალხის ფეხის ხმა, ჰაერის მოძრაობა ჩემს სახეზე, საშინელი ბავშვების კივილი, უმაღლესი შენობები და უდიდესი ბიჟა საიდანაც მხოლოდ ხმაუი ისმის... ამ ყველაფრის დანახვაზე დავფრთხი, მაგრამ არ დავბნეულვარ, ეგრევე პიცერიაში შევვარდი, ქოჩორაც მომყვებოდა...
ცარიელი მაგიდა დავინახეთ ფანჯარასთან და გადავწყვიიტეთ (ა) იქ გვეჭამა, მაგიდასთან დაჯდომის შემდეგ მენიუ მოიმარჯვა და ისე ჩასცქეროდა, იფიქრებდით ქორწილის სუფრას არჩევსო...
- ისა, რო რამე იყოს არ მშია..
- გაჩუმდი და მაცადე... მიმტანო, თუ შეიძლება პიცა ცხარე გვინდა და ორი კოკაკოლა...
- კოკაკოლა კაი იქნებოდა, გამეღიმა და ფანჯრისკენ გავიხედე.
- შეგიძლია ამიხსნა რა ხდება? რას გრძნობ ახლა? გეშინია?
- ახლა არა...
- აბა?
- ახლა მშია...
ანგარიში მოაქვთ, ნელ-ნელა წასვლისკენ მიდის საქმე, პირველი ალექსი გადის გარეთ რადგან მე ცოტა არიყოს და მეშინია.
- მოდი ლიზა, ნუ გეშუნუა, ყველაფერი კარგადაა, ნახე მეც აქ ვარ.
სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა, რას ვიზამდი? მთქლი დღით აქ ვე დავჩებოდი, მთქლი ძალა და გამბედაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი გადამედგა კარის ზღურბლიდან.
ალექსი უკვე ტაქსს აჩერებდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა დავხმარებოდი, ხელი ავწიე და გზაზე ორი ნაბიჯით წინ წავედი, ჩემი წინ წასვლა და მანქანიის საშინელი სისწრაფით მოსრიაალება ერთი იყო, შიშისგან მუხლები მომეკვეთა და თვალები დავხუჭე, ვგრძნობ რომ არ დავცემულვარ... თვალები რომ გავახილე, ალექსის მკლავებში ვიყავი გახვეული....



№1 სტუმარი Guest bubu

tve-naxevari ra moicdis dzalian momwons es motxroba da tavebad dado jobia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent