შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის შემიყვარდი (თავი 1)


29-07-2017, 15:41
ავტორი Elli Na
ნანახია 1 892

-მე ანასტასია ვარ 18 წლის..მტკიცე,ჯიუტი,პრინციპული,ზოგისთვის ამაყიც კი, არმიყვარს გრძნობების საჯაროდ გამოხატვა და ზედმეტი საუბრი მირჩევნია ეს საქმით დავამტკიცო ვიდრე უაზროდ ვილაყბო. ცხოვრებაში ჩემი მთავარი მიზანი კარიერა და პროფესიული განვითარება იყო, თავიდან ჩემი მომავალი სულ სხვაგვარად წარმომედგინა და ამას ნამდვილად არ ველოდი.
ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი გოგონა ვიყავი, სამომავლო გეგმებს რაც შეეხება მინდოდა წარმატებული კარიერა მქონოდა, ალბათ გიკვირთ რადგან ძირითადად გოგონები გათხოვებაზე, მოსიყვარულე მეუღლეზე და შვილებზე ოცნებობენ, მაგრამ მე გამონაკლისი ვიყავი, არასოდეს ვუყურებდი სიყვარულს სერიოზულად, უფრო მეტიც მისი არსებობის არ მჯეროდა, ყოველთვის მტკიცედ მქონდა გააზრებული გონებაში ის ფაქტი, რომ არასოდეს გავთხოვდებოდი და არასოდეს მეყოლებოდა მოსიყვარულე ოჯახი, ვიქნებოდი კარიერისტი ქალი, რომელიც თავის საქმეში მწვერვალებს დაიპყრობდა ბევრს იმოგზაურებდა და ცხოვრებით დატკბებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა ადამიანური გრძნობა შერჩენილი და უარს არ ვიტყოდი შვილზე და თბილ ოჯახზე უბრალოდ ამის გამხელა და საკუთარ თავთან გამოტყდომა არ მინდოდა.

მშვიდი საღამო იყო, ოთახში ვიყავი მუსიკებს ვუსმენდი და თან ვხატავდი როდესაც, ყვირილის ხმა შემომესმა, სწრაფად ჩავირბინე ქვემოთ გაკვირვებული ვაცეცებდი თვალებს, ვერ გავიგე რა ხდებოდა როდესაც დავინახე ვიღაც შავგვრემანი ტიპის წინ დაჩოქილი მამა და ჩემი უფროსი ძმა...თან იმ ტიპს იარაღი ჰქონდა ჩემ ძმაძე მიდებული,უცებ ვიკივლე და წინ ავესვეტე
-გაიწი უცებ დამიბღვირა იმ ტიპმა
-შენ ვაფშე ვინ ხარ ? ან რა უფლებით შემოიჭერი ჩემს სახლში? რა გინდა ? დროზე გაეთრიე აქედან!
-გოგო! წესიერად მელაპარაკე და ახლავე გაიგებ რა მინდა!
მოკლედ შენმა საყვარელმა ძამიკომ იცი რა გააკეთა ? ჩემი ერთადერთი და დაღუპა, ჩემი ერთადერთი იმედი და ნათელი წერტილი, მან ნიაკო შეაცდინა დააფეხმძიმა და თავის მოკვლისკენ უბიძგა
-რა ?! რას ბოდავ შენ ნორმალური არ ხარ! ახლავე პოლიციაში დავრეკავ!
თვალით ანიშნა დაცვას და უცებ მკლავში მწვდა ერთერთი ახმახი ისე მაგრად მიჭერდა ხელს ლამის სუნთქვა შემეკრა, ამ დროს მამაჩემმა თხოვა რომ ნორმალურად დამსხდარიყვნენ და ესაუბრათ, ისიც დათანხმდა
-იქნებ ამიხსნათ ბატონო
-ნიკა, ნიკა მქვია...
-დიახ ბატონო ნიკა რა ხდება და გამარკვიეთ სიტუაციაში..
-ის ხდება რომ თქვენმა ვაჟმა ჩემი და გააუბედურა და მაგ ვაჟბატონის გამო თავიც კი მოიკლა, ახლა კი იმედია ხვდებით აქ რატომაც მოვედი, შური უნდა ვიძიო!! ნერვიულად გადაისვი ხელი თმაზე და ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში დაიწყო სიარული
-შვილო! დაიყვირა მამაჩემმა და ჩემი ძმისკენ გაემართა
-ნუთუ მართალია რაც ამ ბატონმა თქვა, მაგრამ ტყუილი ვის რაში აწყობს, შენც ისე დუმხარ აშკარაა რომ სიმართლეს ამბობს, როგორ გაბედე!! ეს როგორ გააკეთე ! ახლოს მიიწა და ბრაზისგან უთავაზა კიდევაც, ჩემი ძმა თავჩაღუნული იდგა და ხმას არ იღებდა, ან რა ნამუსით უნდა ამოეღო ხმა, რა ჰქონდა სათქმელი, მამაჩემი იმდენად იყო განერვიულები ასეთ მდგომარეობაში პირველად ვნახე...
-მოდი ასე შევთანხმდეთ გაისმა ნიკას ხმა, მე თქვენს ქალიშვილს წავიყვან და იგივეს გავაკეთებ რაც თქვენმა შვილმა გაუკეთა ჩემ დას ! არა უფრო მეტად დავტანჯავ და მიხვდებით რას ნიშნავს ასე მოქცევა !
-ამ სიტყვების გაგონების შემდეგ იმდენად გავნერვიულდი ძლივს ვთქვი ის რისი თქმაც მინდოდა
-მაგრამ..მე, მე რა შუაში ვარ?!! გამა მე ვარ დამნაშავე შენი დის სიკვდილში?
-შენ არა! შენი საყვარელი ძამიკო მითხრა მშვიდად, ისე სიმართლე გითხრა აქ მოსვლამდე გეგმაში სულ სხვა რაღაც მქონდა, მაგრამ რომ დაგინახე გადავიფიქრე და ახალი მოვიფიქრე , ხელი ჩამჭიდა და გასასვლელისკენ დაიძრა
-გამიშვი შე ცხოველო სად მიგყავარ, მტკივა გამიშვი არ გესმის ?
უკან მამაჩემი აგვედევნა და თხოვდა, რომ გავეშვი, მაგრამ სუ ტყუილად
-თქვენი ქალიშვილის წაყვანა ჩემს გეგმაში არ შედიოდა, აქ მოსვლამდე თქვენი ვაჟის მაგრად ცემა და წამებით მოკვლა მინდოდა, მაგრამ მადლობა მის დას უთხრას, გაუღიმა და მანქანაში ძალით ჩამსვა, გავუძალიანდი მაგრამ იმდენად ძლიერი იყო აზრი არ ჰქონდა! თვითონაც უკან დაჯდა და მძღოლს ანიშნა წასულიყო, ადგილიდან სწრაფად დაიძრა და იქაურობას წამში გავეცალეთ, ასე მშვიდად ხომ არ ვიჯდებოდი, ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი და ხელების რტყმევა დავუწყე, მანაც უცებ გამაკავა და პირზე ხელი ამაფარა თან კბილებში გამოცრა
-შენთვისვე აჯობებს ფრთხილად იყო და ზედმეტი მოძრაობებისგან თავი შეიკავო, თორე რაც მოგივა შენ თავს დააბრალე!
ცოტახანი დავწყნარდი, მერე უცებ მანქანის სახელურს გამოვდე ხელი და გაღება ვცადე მაგრამ ამაოდ...
-ტყუილად ცდილობ გაღებას,ჩაკეტილია ჩუმად მითხრა და სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაკრა.
-მოვედით დაიძახა და მანქანიდან გადამიყვანა, ახლახანს გამახსენდა, რომ სახლიდან საღამურებით წამომიყვანა ამ არანორმალურმა, სახლში შემიძღვა და ვიღაც ქალს დაუძახა
-ოთახი გაუმზადე და ზემოთ აიყვანე უბრძანა და ჩემზე ანიშნა.
-წამობრძანდით გოგონა მშვიდი ხმით მითხრა ქალმა და ოათახისკენ გამიძღვა.



№1 სტუმარი Guest megi

Au gaagrdzele

 


№2  offline წევრი Elli Na

Guest megi
Au gaagrdzele

კარგი გავაგრძელებ ❤

 


№3 სტუმარი Guest მეგი

მალეე ძაან დავინტრიგდიი თან კარგი წასაკითხიაა

 


№4  offline წევრი Elli Na

Guest მეგი
მალეე ძაან დავინტრიგდიი თან კარგი წასაკითხიაა

მიხარია თუ მოგეწონათ აუცილებლად დავდებ ამ დღეებში

 


№5  offline წევრი მერილეინ^^

საინტერესოა ^^ როდის დადებ შემდეგს? ^^ relaxed

 


№6  offline წევრი Elli Na

მერილეინ^^
საინტერესოა ^^ როდის დადებ შემდეგს? ^^ relaxed

არ ვიცი ზუსტად ვეცდები მალე დავდო

 


№7 სტუმარი Guest ...

Abadavdebo?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent