შრამიანი წარსული 2 ნაწილი 2 თავი
ყველაზე საშინელება უმეცრებაა, უამრავი კითხვა და არც ერთი პასუხი,სულ ეჭვები და არც ერთი ფაქტი, თითქოს სასწორი მუდამ იტორტმანებს და ვერც ერთი ფიალა ვერ გადასწონის მეორეს. არავინ გყავს ახლოს და რომც გყავდეს ვის ეტყვი ასეთ ამბავს, ყველა გიჟად ჩაგთვლის,ყველა! პარანოია დამეწყო, ყოველთვის მგონია რომ ერთხელაც იქნება და დილით საუზმის მომზადების დროს გავქრები, ან გზაზე გადასვლისას. ყველაზე საშინელება კი ის არის რომ კოშმარებიც აღარ მაწუხებს. ყველაფერი დაწყნარდა, მაგრამ ყველამ ვიცით , რომ ტორნადოს წინ ყოველთვის კარგი ამინდებია, სიჩუმეს ყოველთვის გამაყრუებელი კივილი მოჰყვება, და ბედნიერებას უბედურება. დღევანდელი გადასახედიდან ვხდები რამდენად მოუხვედრელი ვიყავი მაშინ, რამდენ რამეს ვერ ვამჩნევდი და ვცდებოდი ხოლმე ადამიანებში და ჩემდა საუბედუროდ ყოველთვის მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ხოლმე დახმარება და გამოუვალი მდგომარეობა მაიძულებდა მასზე დავყრდნობოდი. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც პენთაუსში ვცხოვრობ. ვცოვრება ჩვეულ რიტმს მიყვება, სახლი , უნივერსიტეტი, ბიბილიოთეკა. ეს იყო ჩემთვის ჩაკეტილი სისტემა. ძირითად საგნად მსოფლიო ისტორია ავირჩიე. ექიმობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ იმ შემთხვევამ რომ წარსულში მოვხდი და მე მასზე არაფერი ვიცოდი დამაფიქრა და მიხვდი ჩემი პროფესია რა იქნებოდა. მიუხედავად ამისა ექთნის პოზიციაზე ნახევარწლიანი სტაჟირება გავიარე, ეს ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რაში დაგწირდეს ეს ცოდნა. მოკლედ დავუბრუნდეთ მსოფლიო ისტორიას. რათქმაუნდა ამ საგნის შესწავლა უძველესი ხანიდან პალეოლითიდან დავიწყეთ, მაგრამ რა ვქნათ , რომ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა არსებობოს და პირდაპირ მე-11 საუკუნის მეორე ნახევრის ისტორია დავიწყე, აღმოჩნდა რომ სეონ გონ სოკის მამა, იმპერატორი, პირველი იყო თავის გვარში, რომელმაც კანონად შემოიღო დანარჩენი ძმების სიკვდილი, რათა ტახტზე არავინ შეცილებოდა და რადგანაც ჩემი მასკიანი ყველაზე ლოალური და და Hუმანური მბრძანებელი იყო ეს კანონი გააუქმა. ასევე აკრძალა სიკვდილით დასჯა, თუმცა სულ რაღაც 15 წელიწადში გამეფებიდან იგი გარდაიცვალა, სავარაუდოდ მოწამვლა, თუმცა ზუსტი ცნობები არ არსებობს, რაც შეეხება ძმებს ტახტისთვის ბრძოლის დროს ერთმანეთი მოკლეს და იწყება ახალი გვარის ლიდას მმართველობა. საინტერესოა და ეს გვარი წინამძღოლს ნიშნვას, ამიტომ ისტორიკოსების თვლით ეს გვარი კი არამეტსახილივით არის. ეს უკვე მეთორმეტე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოა, ამიტომ დანარჩენი აღარ დამაინტერესა. მთავარია რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა დავიკვმაყოფილე, თუმცა ის ფაქტი რომ საყვარელი ადამიანი მომიკლეს , მიუხედავად იმისა რომ იგი საუკუნეებია გარდაცვლილია მოსვენებას არ მაძლევს. მისი ნახვა ისე მომინდა როგორც არასდროს. გაკვეთილები ბიბლიოთეკაში გავაკეთე, სამი საათ ნახევარი ვიჯექი და მაინც არ ღამდებოდა, ამიტომ სახლში გენერალური დასუფთავებამოვაწყვე, ყველა ჭურჭელი ხელახლა დავრეცხე, ტანსაცმელი სარეც მანქანაში შევყარე დაიისაა რომ იატაკების მოწმენდაზე გადავიდე სახლის კარები იღება.ვიღაც ახმახი ბიჭი შემოდის, სადღაც 30 წლმადე, თან ბარგით. ეს ის მომეტია კინოში რომ კადრს აჩერებენ და გმირები გაშეშებულები , პირღია შეჰყურებენ ერთმანეთს. თან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უკვე ნანახი მყავს ეს ადამიანი,თუმცა როდის ან სად არ ვიცი -ვინ ხარ? - თქვენ ვინ ბრძანდებით, ან სახლის კოდი საიდან იცით?(ხო არ მოგეჩვენათ, აქ გასაღები კი არ არღებს კარებს , არამედ ელექტრო კოდები) -ამ სალის პატრონი ვარ, თუ არ მეტყვი აქ როგორ მოხვდით პოლიციაში დავრეკავ!- თითის ქნევით მაფრთხილებს , მაგრამ ის ხომ ორი კვირის მერე უნდა ჩამოსულიყო -იცით აქ მე დედათქვენმა მომიყვანა, მე სადაც ვცხოვრობდი მილი გასკდა და აქ შემომთავაზა ცხოვრება სანამ რემონტი გაკეთდება ჩემთან -აჰ, ესეიგი თქვენ ხართ ის გოგო -კი მაგრამ თქვენ რატომ ჩემოხვედით ასე ადრე?, -რა იყო მიკრძალავათ საკუთარ სახლში მოსვლას? როცა მინდა მაშინ ჩამოვალ, რადგან აქ აპირებთ კიდევ ცხოვრებას კეთილი ინებეთ და ჩუმად იცხოვრეთ , ისე რომ მე თქვენი არსებობის შესახებ არაფერი გავიგო, გასაგებია?! -გასაგებია-ისე მელაპარაკება თითქოს რამე დამეშავებინოს და ეხლა კიდე ფაქტზე დავეჭერინო. იატაკის ტილოთი ხელში დავრჩი გაშეშებული. ხოდა ავდექი მეტის ღირსი არ ხარ სახლი გაგისუფთავო თქო და ჩემი უცნაური წიგნის ხელახლა თვალიერება დავიწყე და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ახალი ნახატები გაჩნდა. ჩემი მასკიანი იმ ხესთან ზის სადაც პირველად შევხვდით, შემდეგ სურათზე ცოლთან ერთად დგას და მთავარ ვეზირს უბრძანებს პრინცების სასახლიდან გაგზავნას, შემდეგ სურათზე მასკიანი და პირველი ვეზირი არიან გამოსახულნი. შვილის ამბავს კითხულობს და უბრძანებს რომ სასახლეში დააბრუნოს, ოღონდ, როგროც მისი ერთ-ერთი მონა. თვალები მიდიდდება, ცრემლები თავისით გადმოდიან თვალებიდან და მხოლოდ ერთი აზრი მიტრილებს თავში. ის ხომ დამპირდა! ის ხომ დამპირდა!!! ბრაზი მახრჩობს, თითქოს ყელში მიჭერს, მან პირობა არ შეასრულა, ჩემი ბიჭი სასახლეში დააბრუნა. წიგნს მთელი სიმწრით ვისვრი და ღამის სანათი ტეყდება.ამ ხმაურზე სახლის პატრონი შემოვარდა, სცენაც მაგარი დახვდა, სანათი ნაწილებად დაშლილი, წიგნი კუთხეში მივარდნილი, მე კიდე ისტერიული ტირილი მაქვს ამტყდარი, ცრემლების გამო მხედველობა დამებინდა, თუმცა მაინც ვარჩევ რომ ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოდის, გვერდზე ჯდება და ხმას არ იღებს, მეკიდე ვცდილობ გავჩერდე, არ ვიტირო, ბოლოს და ბოლოს წამების დროს არ მიტირიადა ეხლა რაღა დამემართა. -რა მოხდა?-არ ვიცი რატომ, მაგრამმ მინდოდა ვიღაცისთვის მაინც მეთქვა , დავცლილოყავი ბოლომდე, მასთან კიდე სახლს ვიყოფ და ორი კვირის შემდეგ აღარასდროს შევხვდები, ყველაზე კარგი ვარიანტი თვითონ მოვიდა ჩემთან, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და -მომატყუეს, სიტყვა მომცა და არ შეასრულა, მეკიდე ეხლა არაფრის გაკეთება არ შემიძლია , მე მას ვენდე; -მაშინ ის ადამიანი ბოროტი ყოფილა, რომელსაც არ დაუმსახურებია შენი ნდობა, ადამიანი რომელიც სიტყვას ტეხს არ იმსახურებს არაფერს -ეხლა აღარ აქვს აზრი ნდობაზე საუბარს, რადგან რაც მოხდა ვეღარ შეცვლი -წარსულის შეცვლა ყოველთვის შეიძლება , თუ მომავალს კარგად დაგეგმავ -ეჰ, ყველაფერი ასე მარტივი რომ იყოს... -მერწმუნე წარსულის შეცვლა შეიძლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს-დგება და წიგნს ხელში მაწვდის-ძვირფას ნივთებს კი ასე არ ექცევიან მოიცა, მოიცა ეხლა რა მოხდა, რა ნამიოკებია, მინიშნებებით საუბარი მეგონა მარტო გოგოებს იყვარდათ, ახლა ვხდები რას გრძნობენ ბიჭები როცა ასე ელაპარაკები. ნუთუ იცის ყველაფერი? წარსულში კიდევ მოხვედრა შეიძლება? რას ნიშნავს ძვირფასი ნივთები?მაგრამ ვერც ვერაფერს ვკითხავ, იქნებ არც არაფერი იგულისხმა და მე მაქვს ილუზიები. წიგნი კიდევ გადავშალედა ეხლა ჩემთვის გაჩნდა წარწერა ,,ქალბატონო მარიამ , თქვენი მისია ჯერ არ დამთავრებულა, ვინაიდან I შესაძლებლობა კრახით დასრულდა. დაელოდეთ შემდეგ მითითებებს.“ იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.