შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მეცამეტე


30-07-2017, 00:06
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 644

ზამთრის დღეები მალე გადიოდა და ჩემი საყვარელი გაზაფხულიც დადგებოდა, მაგრამ ბუნება აშკარად არ ჩქარობდა გამოზაფხულებას. გარეთ საშინელი ამინდი იყო. წვიმა თოვში გადადიოდა, ქარი მთელი სისწრაფით დაქროდა შიშველ ხეებს შორის და თითქოს ჩვენს შესაშინებლად მთელი ხმით წუოდა ფანჯრებთან. შიშისგან თითქმის არ მეძინა. სახლში ძირითადად მე და ბავშვები ვიყავით. ყველა თავის საქმეზე გარბოდა და სახლში ან ძალიან გვიან არ საერთოდ არ მოდიოდნენ.
შაბათი საღამო იყო. როგორც უკვე ავღნიშნე საშინელი ამინდები იყო და არც ეს დღე იყო გამონაკლისი. მე და ბავშვები ტელევიზორის წინ ვიჯექით და ანიმაციებს ვადევნებდით თვალს და პერიოდულად ლიზას დაბადების დღის დეტალებს ვგეგმავდით.პირველ მარტს იყო მისი წვეულება, გოგონა საშინლად აღტაცებული იყო. მეკი საერთოდ არ მომწონდა ის ფაქტი რომ ბავშვის დაბედების დღეზე უფროსებს უნდა ეგულავათ. მეც გამომივლია მსგავსი რამეები და ძალიან არ მომწონდა, მაგრამ ლიზა ძალიან ბედნიერი იყო.
ამ ლაპარაკში ვიყავით როცა კარზრ ზარი გაისმა. ვივი გვერდძე გადავსვი და კარის გასაღებად დავიძარი ალბათ ან პაოლო იყო ან მარკო.მაგრამ შევცდი. კართან თავიდან ფეხებამდე გაწუწული ნიკოლა იდგა და მზერით ხვრეტდა პარმაღის იატაკს. ჩემს დანახვაზე გამომეტყველება შეეცვალა, რბილად გაიღიმა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა ისე რომ ბავშვებს არ დაენახათ. ოთახში მძიმედ შემოაბიჯა და სველი მანტო მომაწოდა. ბავშვებს მიეფერა.
-ანა, შეგიძლია აბაზანა მომიმზადო?-მშვიდად მომმართა კაცმა. ზემოთ ავედი და ცხელი წყალი მოვუშვი და წყალში გელი ჩავასხი. მოვბრუნდი თუ არა წელსზემოთ შიშველ ნიკოლას დავეჯახე.
-ნეტავ იცოდე როგორ მომენტარე. გამიღიმა კაცმა და ვნებიანად მაკოცა.დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს.
-მეც მომენატრე. დაიჩურჩულე მე. ნაზად მოვიშორე მისი ხელები და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კაცმა უკმაყოპილო მზერა მომაპყრო.-რა? ბავშვებს მარტოს ვერ დავტოვებ. კიბეზე დავეშვი, ბავშვები ისევ ტელევიზორს უყურებდნენ. ნიკო დაბლა არ ჩამოსულა მთელი საღამო. გოგონები დასაძინებლად წავიყვანე და ჩემი ოთახისკენ წავედი. კაცი ჩემს საწოლზე იყო გაშოტილი და აშკარად ჩემს მოსვლას ელოდებოდა. ნელა მივუახლოვდი საწოლს, ნიკოს თვალები უელავდა, ჩემმა სიზანტემ თითქოს უფრო გააშმაგა. სწრაფად წამოიწია და ხელი ერთი მოძრაობით მომაქცია მის ქვეშ. რამოდენიმე წუთის შემდე კი უკვე სრულიად შიშვლევი ვიყავით ორივე და გველიბივით ვეკლაკნებოდით ერთმანეთის სხეულებს. სიამოვნებისგან მთელი სხეული მიკანკალებდა.....
გამთენიისას გამეღვიძა. ნიკოლას თავისი ტორი ჩემს მკერდძე ედო და მთელი სხეულით მეწებებოდა. ფრთხილად შევარხიე კაცი.
-ნიკო უნდა წახვიდე უკვე დილაა. ნაზად ჩავჩუჩულე ყურში და ლოყაზე მივეფერე. კაცი შეიშმუშნა და სცადა ძილიდან თავი დაეღწია. უფრო მომეწება და რამოდენიმე სველი კოცნა დამიტოვა სხეულზე, სწრაფად წამოხტა საწოლიდან, ჩაიცვა და ოთახი დატოვა.

-ხვალ ლიზას დაბადების დღეა, წამოიწყო პაოლომ ლაპარაკი, ბევრი სტუმარი გვეყოლება, დიდ და ლამაზ წვეულებას გავმართავთ. გაიღიმა კაცმა.-ანა შენც უნდა წამოხვიდე აუცილებლად. მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე. არ მინდოდა დიდად მათ საოგადოებაში ტრილაი, ისინი არა მაგრამ სხვები მაინც ამრეზით მიყურებდნენ ამის ასატანად კი საკმაოდ ამაყი ვიყავი.ასე რომ..
-უარი არ მიიღება. შენ ჩემი შვილებისთვი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. ჩვენთვისაც.ლოყაზე მიჩმიტა კაცმა.მის საქციელზე გამეღიმა.
-აბა რა ხდება? მხიარულად მიუჯდა მარკო მაგიდას და ყვა დაისხა.
-ლიზას წვეულებაზე ვლაპარაკობთ. უთხრა პაოლომ.
-მაგარია. კარგად გავერთობით. ჩაიცინა ბიჭმა.
ბიჭებმ ლაპარაკი გააგრძელეს მე კი სამზარეულო დავტოვე არ მინდოდად ნიკოლა აქ მენახა გუშინდელი ღამის მერე, შემრცხვებოდა და დავიბნეოდი თან ისე რომ ყველა ყველაფერს მიხვდებოდა. კიბე ავირბინე მანტო ჩავიცი და ბავშვებტან ერთად სკოაში წავედი.
ნინას დავურეკე და დიდი ხვეწნა მუდარის შემდე დავითანხმე რომ საჩუქრის საყიდლად წამომყოლოდა.თითქმის მთელი დღე ვიბოდიალეთ და ბოლოს როგორც იქნა ძლივს მივაგენი იმ ბარბის რომელიც ლიზას უნდოდა.
-შენთვის კაბა არ გინდა?მოულოდნელად მკითხა ნინამ.
-მინდა? შევყოყმანდი მე.
- აბა არა გოგო? გადაირია ნინა. შენი ბიჭი ხო უნდა გადარიო? ისე საწოლში როგორია?
-კარგი რა ნუ მისვემ ეგეთ კითხვებს. წამოვწითლდი მე.
-ასეთი არაფერი მინახავს, გოგოს ქალაქში ყველაზე მაგარ კაცთან აქვს სექსი და ამის ხსენებაზეც კი წითლდება, მაშინ როცა სხვა გოგონები რომლებსაც მის გვერდით მაინც ჩაუვლით, ამაყად ყვებიან ამ ამბავს თითქმის ყველგან. ეს კი თავის დაქალსაც არ ეუბნება.
- კარგი რა, არ მოგწყინდა დილიდან?
-შენ კიდე ერთ კითხვაზე რით ვერ მიპასუხე.მე დავიბღვირე. -კარგი კარგი ისევ კაბა ვიყიდოთ.დამეჯღანა გოგო.
წითელი კაბა ვიყიდე ლამაზი ამოღებული ზურგით და და წვრილი ბრეტელებით. სავაჭრო ცენტრი დავტოვეთ და პატარა კაფეში ჩამოვჯექით. ნინამ თავის ახალ სიმპატიაზე მომიყვა, ჩემგან განსხვავებით, ის უფრო მხიარული გახსნილი და თავისუფალი იყო, სწორედ ამიტომ ჩემგან განსხვევით რამოდენიმე შეყვარებული გამოიცვალა და ალბათ არც ამაზე გაჩერდებოდა დიდხანს. მე კი ასე მარტივად არ შემეძლო.
სახლში რომ დავბრუნდი საშინლად დარლილი ვიყავი. ბავშვები ვამეცადინე ვაბანავე და დავაძინე. ნიკო სახლში არ იყო, ამიტომ მეც მალე დავიძინე. ხვალ ისედაც დამღლილი დღე მელოდა წინ...
დილიდან ვიღებდით საჩუქრებდა და მილოცვებს, მიუხედავად იმისა რომ წვეულება ხუთ საათზე იწყებოდა.ბავშვები დილიდან აჟიტირებულები იყვნენ. მე კერ წვეულების ადგილას წავედი და პაოლოს დატოვებული მითითებები გავაცანი ორგანიზატორებს. სამი საათისთვის სახლში დავბრუნდი ბავშვები გავემზედე მეც მოვემზედე და წვეულებაზე წავედით.
უამრავი ზალხი ირეოდა. ბავშვებს ჯამბაზები და ზღაპრის გმირები არტობდნენ დიდები კი ერთმანეთით ერთობოდნენ. მე ყველასგან მოშორებით დავდექი კუთხეში და მანამ ვიდექი სანამ ნიკოლა არ მოვიდა. კიდევ კარგი თორემ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი. ნიკო ჩემს მიმართ დამოკიდებულებას აშკარად არ მალავდა. მთელი საღამო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, რამდენჯერმე ზურგზე ნაზადაც კი მაკოცა, მე კი თვალები ვჭყიტე.
-მათი აზრი არ მაღელვებს. მე შენ აგარჩიე და სულ არ მადარდებს რას იტყვიან.
-გასაგებია, მაგრამ ჩემთვის ცოტა უხერხულია. კაცმა თავი დამიქნია, მაგრამ მაინც იგივეს სგრძელებდა.
უკვე გვიანი იყოო რამოდენი სტუმარმა დაგვტოვა კიდეც, მაგრამ ყველასდა გასაკვირად ისეთი სტუმარი გვეწვია რომელსაც არავინ ელოდა. სოფია! ამაყად შემოაბიჯა კარში, როგორც ყოველთვის ვულგალურად გამოიყურებოდა და ცხვირაბზუებული ნელი ნაბიჯით მოიწევდა წინ პერიოდულად ჩერდებოდა და თავის ნაცნობებს ესალმებოდა. რამოდენიმესთან საკამოდ დიდხანსაც კი გაჩერდა. რატომღაც გული ამიჩქარდა, ავნერვიულდი და ისევ კუთხეში მივიყუჟე. პაოლო და ნიკოლა ერთად იდგნენ ჩემს წინ ისინიც აშკარად დაიძაბენ, პაოლოს სახე მოეღრიცა. ქალი მათკენ დაიძრა და რამოდენიმე წუთში მათ წინ აისვეტა და ირონიული ღიმილით ჩაათვალიერა ორივე, რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ მე არაფერი არ მესმოდა. სასიამოვნო დიალოგი რომ არ ჰქონდათ ეს ნამდვილად ფაქტი იყო. ახლოს მივიწიე, უფრო მეტიც რამოდენიმე წუთში უკვე ნიკოს გვერდით ვიდექი, მინდოდა რამე გამეგო მაგრამ უშედეგოდ ქალმა, მის წინ მდგომ მამაკაცებს ზურგი აქცია და გაბრაზებული დაიძრა კარისკენ, ნიკოლამ რაღაც დაისისნა, ვცადე დამემშვიდებინა და ზურგზე ხელი დავუსვი, კაცმა გამიღიმა.ეს ეტყობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა სოფიასთვის,ასეთი დაძაბულობის შემდეგ მომღიმარს რომ ხედავდა, აბლათ ამან გაამწარა ან მისმა სიტყვებმა, რომელიც მიაძახა. თითქმის კართან მისულმა კლადჩიდან პატარა პისტოლეტი ამიღო და დამიზნების გარეშე ესროლა კაცს, რამდენჯერმე......
რამდენიმე წუთიანი, მაგრამ თითქოს საუკუნოდ გაწელილი სიჩუმე ყველას სულს ხდიდა,ხალხი დაიბნა, დაპანიკდა, საშინელი არეულობა იყო.ყველა გარბოდა დასამალად,მხოლოდ ჩვენ სამნი გავშეშდით ერთ ადგილას, პაოლოს გაგიჟებული სახე და ნიკოლას ღრიალი არასოდეს ამოვა ჩემი თვალებიდან, თეთრი პერანგი სისხლით ჰქონდა დათხვრილი... ჩემი სისხლით, მისთვის განკუთვნილი ტყვია მე მომხვდა, ვიგრძენი ცხელმა სხეულმა როგორ გამიხვრიტა მკერდის ფიცარი. ერთი ტყვის მკერდთან ახლოს მომსვდა, მეორე მკლავში. ვიცოდი რომ ვკვდებოდი, ვიცოდი რომ ეს ბოლო წუთები იყო, ნიკოლა ცხოველს გავდა. განწირული ღრიალებდა, არ დამტოვოო. მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, რამოდენიმე წუთი, სასწრაფოს მოსვლამდე ბურანში ვიყავი, მერე გავითიშე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ იმას გვძნობდი ნიკოლას როგორ ვყავდი გულზე მიხუტებული, მისი ცრემლები მკერდზე მეცემოდა...
საოპერაციოში შემიყვანეს. თითქოს ყველაფერს ვხედავდი, ეს ფაქტი დიდად არ მომწონდა არ მინდოდა 25 წლის ასაკში სიკვდილი, თან იმ დროს როცა ყველაზე კარგად ვიყავი... ეს ალბათ ჩემი ბოლო გაფიქრება იყოო რადგან ამის მერე აღარაფერი მახსოვს...
ნიკოლა
...მეც კომაში ვარ მასთან ერთად. აღარავინ და აღარაფერი არსებობს ჩემს ირგვლივ.თავს ვერ ვთოკავდი, ცხოველივით ვღრიალებდი. ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნდა წამართვეს.მინდოდა მყვარებოდა, მინდოდა ბედნიერები ვყოფილიყავით, მისთვის იმდენი რამის ჩვენება მინდოდა,მასთან ოჯახი მინდოდა, ვიცოდი როგორები იქნებოდნენ ჩვენი შვილები, ვიცოდი როგორ გამაცილებდა ყოველდღე სახლიდან.. მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ვიცი, ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცოდი, ის იყო რომ მისი წასვლის შემთხვევაში, მხოლოდ მის ლანდებს და მოგონებებს უნდა ვეფერო მთელი ცხოვრება.
ნეტავ იმ დაწყევლილი დღეს სულ არ ჩამოვსულიყავი, ნეტავ ის ტყვია მე მომხვედროდა. ოღონდ მას არა, ოღონდ მას არ ტკენოდა... ახლა ვზივარ მის პალატაში და ველოდები ოდესმე თუ კიდე დაიჩურჩულებს ჩემს სახელს, თუ ისევ შემომანათებს თავის მწვანე თვალებს, თუ ისევ ვნახავ მის ბედნიერ სახეს ფერადი შუქების დანახვისას.
ერთი კვირაა ის ასე წევს , მე კი ვზივარ და მის ფერმკრთალ სხეულს თვალს არ ვაშორებ, ვგრძნობ როგორ მეცლება ხელიდან.....
ჩემი ძმები ყოველ საღამოს მოდიოდნენ და ორ მომაკვდავს უყურებდნენ, არავის არაფერი შეეძლო.ყოვედღე ვისმენდი მათ ლაპარაკს მაგრამ რეაქცია არაფერზე მქონდა.
-კი ვხვდებოდი რომ მათ შორის რაღაც ხდებოდა მაგრამ ასე შორს თუ იყო წასული ეს ამბავი არ მეგონა.შენ იცოდი?
მარკომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.-მე რატომ არასოდეს არაფერი არ ვიცი.
-ახლა ხომ გაიგე. მარკომაც ვერ შეიკავა თავი და თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. კიდევ რაღაცეები ილაპარაკეს მაგრამ არ მახსოვს. საშინლად გადაღლილი ვიყავი. მასთან ახლოს მივიწიე. პალატის საწოლს ჩამოვადე თავი.გაყინული იყო. თბილი პლედი ავიღე სკამიდან და დავაფარე ვიცი ვერ გრძნობდა, მაგრამ მაინც.. მისი გალეული ხელები ჩემს ტორში მოვაქციე, რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე. რამდენიმე წუთში მის გვერდით გათიშულს მიმძინა...




მოკლედ დავბრუნდი. დიპლომის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. მაპატიეთ პატარა თავისთვის გპირდებით მოვამატებ და უფრო ხშირადაც დავდებ ხოლმე. მადლობა რომ კითხულობთ <3



№1 სტუმარი Nini

Gilocav :-) sababi gkonia rom daagvianne gaagrdzele

 


№2 სტუმარი Guest Liza

Diplomis dacva? Da ra temaze icavdi diploms? Vici istoriastan arafer shuashia magram damainteresda

 


№3  offline მოდერი LurjTvala demoni

იცოდე არ მოკლა ეს გოგოო თორეე გიპოვი და მე ნოგკლავვ.... ძალიან მაგარი ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4  offline მოდერი zia-maria

kissing_heart გილოცავ.კარგია, რომ დაბრუნდი და აწი გააგრძელებ ამ ისტორიას.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ორმაგად გამიხარდა, ერთი ის რომ დაგვიბრუნდი და მეორე დიპლომის დაცვამ კარგად რომ ჩაიარა,სულ წარმატებით გევლოს გენაცვალე.იმედია ჩვენი გოგო მალე გაიღვიძებს და გაახელს თვალებს
--------------------
ლანა

 


№6 სტუმარი Guest Lia

Agar daikargo
Kargi tavia.cota gazarde tavebis moculoba❤❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Hei gilocav !!!!dzaan magari iyo ra. Veľi shemdrgs

 


№8  offline წევრი ana_aneta

Guest Liza
Diplomis dacva? Da ra temaze icavdi diploms? Vici istoriastan arafer shuashia magram damainteresda

არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე და პროექტი მქონდა შემეცნრბით გასართობი ცენტრი

 


№9 სტუმარი Guest Barca

Gilocav

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent