შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსებობ რომ შეგიყვარო 3,4


30-07-2017, 00:50
ავტორი _INSANITY_
ნანახია 1 544

თავი 3
უნივერსიტეტთან ვდგავართ ,სადაცაა უნდა გავიდეთ .ყველა გუნდის წევრს ვიხმობ და ვცდილობ მოტივაცია მივცე
-ბავშვებო ,ეს ლაშქრობა ძალიან ბევრ რამეს მოგცემთ.პირველ რიგში გამოცდილებას ,გუნდურ მუშაობას .უფრო უკეთ გაიცნობთ ერთამენთს .დაიმახსოვრეთ მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება .ასევე გთხოვთ რომ ფრთხილად იაროთ და ეცადოთ არ ჩამორჩეთ . საკმაოდ ბევრის გავლა მოგვიწევს ფეხით ამიტომ მზად იყავით .აბა თქვენ იცით !
-აუუ რა ივლის ფეხით რაა -ბუზღუნებს ანი ,ბოდიშით ქალბატონო ! ლიმუზინით ვერ მოგემსახურებით .ეს გათამამებული ახალგაზრდები ,მამიკოს ფულებით მოძრაობენ და ავტობუსსაც არ კადრულობენ .სანდროსაც შეუკრებია თავისი გუნდის წევრები .ახლოს მივდივარ მაინტერესებს როგორ დაარიგებს .
-ახალგაზრდებო, ეს თქვენი შანსია რომ ცოტახნით მოწყდეთ წიგნებს ,როგორც გინდათ გაერთეთ , უნივერსიტეტშიც გეყოფათ სწავლა.-არა გამაგიჟებს ეს ბიჭი ,საწყალი სტუდენტები ამის ხელში . ავტობუსი მალე მოდის და ჩვენც ყველა ადგილს ვიკავებთ ,სანდრო გვერდით მიჯდება
-ამხელა ავტობუსში სხვა ადგილი ვერ ნახე ?
-დაკავებული იყო ყველა -გარემოს თვალს ვავლებ და დაახლოებით ხუთ თავისუფალ ადგილს ვხედავ ,გზა უსაშველოდ გაიწელა .ლექტორმა ოთახები გვაჩვენა და გაგვაფრთხილა დილით ადრე გავდივართო .ისეთი დაღლილი ვიყავი რომეგრევე დამეძინა .დილით ადრიანად გამეღვიძა . ნივთები შევამოწმე .ჟაკეტი მოვიცვი და სტუდენტებს შევუერთდი.შორიდანვე ჩანს რომ ძალიან დიდი გზაა .არა რა რას დავთანხმდი საერთოდ ?მეტკინა უკვე ფეხები .ეს ჩემი ჯგუფის ბიჭებიც ნერვებს მიშლიან .ყველა ჩემს წინააღმდეგაა .წინ ლექტორები მიდიან ,შემდეგ სტუდენტები ,ბოლოში კი მე და სანდრო .ლექტორის ბრძანებით ლიდერებმა უნდა დავიცვათ ყველა .უხ მარიამ რობაქიძე რას აიტკიე აუტკივარი თავი .მოულოდნელად ვგრძნობ როგორ მიცურდება ფეხი ,ჯანდაბა ეს გუბე სპეციალურადაა აქ ?! ერთი ორი სამი და რამისაა ძირს დავბერტყო ,მოიცა ეხლა სანდრომ დამიჭირა ?ცალი ხელით ვუჭერივარ და დამცქერის
-უი ,ვერ დაგიჭირე -ამის თქმა და ხელის გაშვება ერთი იყო ,იდიოტი! როგორ გავიწუმპე ,სულ სველი ვარ .არა ნამდვილად მოვკლავ
-ონიანო ინანებ !
-ვაიმე როგორ შემეშინდა რობაქიძე ,ნწნწნწ როგორ დასველდი
-მარიამ რა მოგივიდა ?-მეკითხება ლექტორი . გაგრილება მომინდა და გუბეში ჩავხტი რა უნდა მომსვლოდა
-არაფერი პატივცემულო ფეხი დამიცდა და შემთხვევით გუბეში ჩავვარდი
-ფრთხილად უნდა იყოთ ,ფრთხილად ! -ორჯერ ვჩერდებით საჭმელად ,ისეთი დაღლილი ვარ ჭამა ვის ადარდებს .გზასა ვაგრძელებთ სანდროს წუწუნი რომ მესმის
-ოხ რამდენი კოღოებია ,აღარ შემიძლია რა -და აი იდეაც დაიბადა .
-მე მაქვს მწერების საწინააღმდეგო მაზი ,აჰა აიღე -ელენეს ნაყიდ რაღაცა მყრალ მაზს ვუწვდი ,ისიც მაშინვე მართმევს და რაც შეიძლება ბევრს ისვამს .
-რა სუნია სანდრო?- ეკითხება საბა
-ხო ვიცი საბა ,ახალი სუნამოა ხომ მაგარია ?
-კი რა ვიცი -საწყალი საბა ,დაეხშო სასუნთქი ორგანოები, სანდროსთან არავინ დგება ,ყველას ერთი რამ აწუხებს ,მკვდარი კატის სუნი!
-სანდრო ,მეორედ ეგ სუნამო აღარ დაისხა ,საშილად ცუდი სუნი აქვს -ეუბნება ქალბატონი მანანა და თან ყალბ ღიმილს ჩუქნის .
-რა მყრალი ?მოიცა -ხელებზე ისუნავს და აქ ვხვდები რომ დამერხა ...
-ოხ მაშო ,როგორ ცელქობ .-მაშო ? ეს რამე ახალია ? -მთელი გზა ველოდი მისგან რაიმესაპასუხო ქმედებას მაგრამ არა .მშვიდად მიაბიჯებდა .როგორც იქნდა მივაღწიეთ ადგილამდე .მოსალოდნეელი შეჯიბრისთვის მოვემზადეთ.შემეცნებითი ქვიზი .უცნაური კითხვებით .თავიდან სანდროს გუნდი ლიდერობდა მაგრამ მერე გავთანაბრდით .ლექტორებმა გადაწყვიტეს გამაწყვეტ ტურში ლიდერები შევჯიბრებოდით .ფურცელს ვშლი და ვკითხულობ
-ყველაზე შხამიანი არსება -აი ამას რა კითხვა უნდა რათქმაუნდა სანდრო ონიანი .ლექტორს ფურცელს ვაწოდებ .სანდროც მალევე ამთავრებს და ტუჩის კუთხეში იღიმის .ლექტორი გაკვირვებული უყურეებს ორივე ფურცელს და სტუდენტებს უცხადებს
-ფრეა ამიტომ ორივე გუნდს გილოცავთ ! გადავწყვიტეტ არავის დაგწყვიტოთ გული .ამიტომ ორივე გამარჯვბულები ხართ .
-პატივცემულო რა იყო ბოლოშეკითხვის პასუხი ?-ატლიკინდა საბა
-ამას თქვენი ლიდერები გეტყვიან შემდეგ ,ახლა კი მე გამომყვებიან სალაპარაკო მაქვს .ნეტავ რაუნდა ?
-ბავშვებო ,თვქნი პასუხები ნამდვილად დაემთხვა ერთმანეთს,ასე კარგად დიდი ხანია არმიცინია .მე სანდროს ფურცელს მიწვდის ,მას კი ჩემსას ,ვხსნი და ვკითხულობ
-ყველაზე შხამიანი არსება -მარიამ რობაქიძე.ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ ,ორივეს სიცილი გვიტყდებაა .რამოდენიმე წუთში უკვე უკან დასაბრუნებელ გზას დავადექით .მინდა გითხრათ რომ რაჭა როგორც ყოვეელთვის ულამაზესია .ამ ადგილასარ ვიყავი ნამყოფი და ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი .ისეთი ბუნებაა რომ ცქერა არ მოგბეზრდება .საღამოს უკვე კოტეჯებთან ვიყავით .მეორე დილით თბილისის გზას უნდა დავდგომოდით ამიტომ ვახშმის შემდეგ ყველა დავიშლეთ დასაძინებლად .უკვე გვიანი იყო დედამ რომ დამირეკა
-ხო დედა
-მარი დედი ხო არ გაგაღვიძე ? ეხლა მოვედი სახლში და ეგრევე დაგირეკე ,რას შვრები როგორია მანდ
-არა დე არ მეძინა ,მოიცა კარგად არ იჭერს და გარეთ გავალ -დიდხანს ვესაუბრე დედას ,მერე ტელეფონი დამიჯდა და გავუთიშე .მაშინღა გავაანალიზე რომ საკმაოდ შორს წამოვედი .კოტეჯები აღარც კი ჩანდა ისეთი უკუნითი სიბნელე იყო .შიშმა მომიცვა ,იქვე ერთ- ერთ ხესთან ჩამოვჯექი და ყველაფრის გაანალიზება დავიწყე .შუაგულტყეში მარტო ,ამ ღამიან .ღმერთო გადამარჩინე ,ეს მობილურიც ახლა დაჯდა ზუსტად ,თავისით წამომივიდა ცრემლები ,უკვე ძალიან მეშინოდა ,ადგილიდან ვერ ვიძვროდი .მოულოდნელად ფაჩუნის ხმა გავიგონე .ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და კივილი მოვრთე
-აააააააააა მიშველეთ ! დამეხმარეთ! ეხლა შემჭამს ! უკვე ძლიერად ვტიროდი შიშისგან.მოულოდნელად ფანრის ხელში სანდრო დავინახე .ჩემსკენ გამოექანა და ძლიერად ჩამეხუტა
-დამშვიდდი მაშო მე ვარ , ნუ გეშინია .-ნელ ნელა გავაანალიზე რომსაფრთხე არ მემუქრებოდა და არც მგელი ან რომელიმე სხვა მტაცებელი იყო სანდრო ,ცრემლები შევიმშრალე .ფეხზე წამომაყენა და ხელი მაგრად ჩამკიდა ,
-სანდრო ,როგორ მიპოვე?
-აივანზე ვიდექი,არ მეძინებოდა .ქვევით რომ შეგამჩნიე ვიფიქრე ცუდად ხომ არაა თქო ,მერე ტყისკენ რომ წახვედი გამოგყევი და მოგაგენი კიდეც-სინათლის დანახვაზე მეცხრე ცას ვეწიე .ამჯერად მყარად ვიდექი მიწაზე . კოტეჯამდე მიმაცილა
-სანდრო -უკვე წასვლას აპირებდა
-ხო მაშო
-მადლობა -საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და სახლში შევიდა .საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოვიკუნტე .ჩახუტება ,მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი .იმდენად ძლიერად ვყავდი მოქცეული მკლავებში რომ საერთოდ დამავიწყა ყველანაირი შიში .ერთადერთი რამ ზუსტად ვიცი,რომ არა სანდრო არ ვიცი რა იქნებოდა ხვალ.

თავი 4

ისეთი დაღლილი ჩამოვედი ვერ გეტყვით,ფეხებს ვეღარც კი ვგრძნობ .ვსო ! ლაშქრობა აღარ გამაგონოთ.აბაზანაში შევდივარ ,წყალს ვივლებ და საყვარელ ფუმფულა საწოლზე ვწვები .ისისაა უნდა დამეძინოს ტელეფონირომ რეკავს .ეტყობა იგებენ ძილს რომ ვაპირებ და მაშინ ახსენდებათ ყველააფერი.ლიზა მირეკავს
-ოჰ,რძალო შე ძველო და გამხდარო ,როგორ გიკითხო
-კარგად მულო ,მოკლედ მარუს რაღაც მნიშვენლოვანი უნდა გითხრა და სადმე დავსხდეთ რაა
-ხო მშვიდობაა ლიზა ?
-კი მარ მშვიდობაა ,მიდი მალე გამოდი გთხოვ ვეღარ ვითმენ
-კარგი კარგი მოვდივარ -რაცხელში მომხვდება ვიტმასნი ტანზე და სწრაფად გავდივარ სახლიდან.თხუთმეტ წუთში უკვე კაფეში ვზივარ და ველოდები როდის გამხდის ლიზა ღირსს რომ მითხრას.
-ვაიმე ლიზა დამელია სული შე ქალო ,ამოღერღე!!
-მარუს ,ენა მაქვს ჩავარდნილი ,ვერც მე ვიჯერებ ,მოკლედ ორსულად ვარ.
-ჰაააა? ვაიმე ლიზააააა,ლუკამ იცის ? გოგოა თუ ბიჭი ?როდის გაიგე ?-კითხვების კორეანტელს ვაყრი და ძლიერად ვეხუტები .წარმომიდგენია ლუკა რომ გაიგებს რა რექცია ექნება .მთელი ბავშვობა იძახდა ,პირველი თუ ბიჭი მეყოლება კალათბურთელად გავზრდიო ,აი თუ გოგო იყო მამიკოსი იქნება მხოლოდო .
-ლუკას დღეს ვეტყვი.ჯერ ძალიან პატარახარო ექიმმა და სქესს ვერ გეტყვითო .სამი კვირის ვარ მარიიიაამ -ამბობს და ცრემლად იღვრება ,არა კი გამიგია ორულობისას ემოციური ხარო მაგრამ მაინც ცუდად მხვდება ცრემლები გულზე
-კარგი ლიზუნა ,ნუ ტირი ,მიდი მიდი წადი მოემზადე შენ და გამიხარე ძმა .საღამოს უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა.ლუკა ლიზას მუცელ არ შორდებოდა ,დედაჩემი კიდე ყველას ურეკავდა ბებია ვხდებიო ,მამაჩემმა ოცი წლის დაძველების ვისკი მაქვს და რომ დაიბადება უნდა გავხსნაო .
-ლიზა ,ხვალვე წავიდეთ ჩემთან საავადმყოფოში და გინეკოლოგთან გავარკვიოთ ყველაფერი ,ვერ ვენდობი მაგ შენს ექიმს .
-კარგი როგორც გინდათ -არა ეს ქალი ხომვერ ისვენებს რაა! აცადე გოგოს ამოსუნთქვა .გვიან მივდივარ სახლში და ელენეს რომ ვუყვები იმხელას კივის რომ რამის თავზე დამამხოს ჭერი.ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს ,ლუკა როგორც მე მეხმარებოდა ისე ელენეს .დედისერთაა და არ გვინდოდა ეგრძნო რომ დედმამიშვილი არ ყავდა .თავი არ მქონდა დადებული ბალიშზე ეგრევე დამეძინა ...
**************
„ხდება ხოლმე მელოდიასავით ამოიჩემებ ადამიანს და მზად ხარ მთელი ცხოვრება უსმინო „

ნამდვილი სიყვარულის პირველი ნაბიჯი მიზიდულობაა.ამ დროს ორი ადამიანი პოულობს ბალანსს განსხვავებებსა და მსგავსებებს შორის .დიახ ,სიყვარული ისეთივე რთულია როგორ ჩვენ გვგონია .
****************
-დამიანე დედი ,მოდი სუფრასთან ,-მიხმობს დედაჩემი დაადგილზე მანიშნებს .როგორ არ მიყვარს ეს სანათესაო შეკრებები და ყველგან ერთი თემის განხილვა .რატომ არ გყავს ვინმე ?
-დამიანე შვილო,კიდე არ გყავს არავინ ? -დამჯდარი არ ვარ ზედ რომ მაფრინდება მთელი სანათესაო ,ვიცოდი !რამე უნდა მოვიფიქრო თორემ ესენი მთელი საღამოარ გაჩერდებიან
-დიახ როგორ არა მყავს
-მმართლა დედი? ხო და თუ გყავს ადექი და ხვალ ანანოს დაბადების დღეში მოიყვანე ,გაგვაცანი -აი სად დამერხა !
*****************
ყოველდღე მხვდებოდა უნივერსიტეტთან ,სახლში სულ მას დავყავდი .მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი შხვედრები,გზაში დიდი დრო მქონდა რომ მთლიანად შემესწავლა .პიტნის სუნი აქვს ,გრილი და ჰაეროვანი.ყველაფერს რასაც ეხება მისი სურნელი აზდის .მანქანის სალონს ,წიგნებს და ჩემს კონსპეკტებსაც კი .ვგრძნობდი როგორი დაჟინებული მაკვირდებოდა უნივერსიტეტის ეზოში ,თუმცა არასდროს მოდიოდა .ძმაკაცებთან იდგა და რაღაცაზე ლაპარაკობდა .შაბათი დღე იყო ,გვიანობამდე საწოლში ვიკოტრიალე ,მე და მარიამი ხან ფილმს ვუყურებდით ხან კი ვჭორაობდით .ერთ თვეში ახალი წელია,და არდადეგები ,მთავარი კონპონენტი ამ სეზონზე .
-აუ მარ ლიზას მუცელი ეტყობა ხო ცოტა ?
-აუ კი ელე,ეგ კი არა იმდენს ჭამს რომ ჩემმა ძმამ რამის მარკეტი გავხსნა სახლშიო ,ხან რა საწაულს მომთხოვს ხან რასო .ამ ლაპარაკში ვიყავით ტელეფონირომ აწკრიალდა ,დამიანე იყო .
-ხო დამიანე გისმენ
-ელენე ,იმედია დღეს არაფერი გაქვს დაგეგმილი . სადღაც უნდა წავიდეთ
-არა თავისუფალი ვარ ,მოიცა და სად მივდივართ ?
-ქვევით ვდგავარ ,მოიცვი რამე და ჩამოდი .სწრაფად მოვისხი ქურთუკი და ქვევით ჩავედი .მანქანაში იჯდა და მელოდებოდა .გვერდზე მოვუჯექი .
-როგორ ხარ ?
-კარგად შენ ?
-კარგად,მომისმინე ელენე ,დღეს ჩემი დის დაბადების დღეა ხო და მთხოვა დამეპატიჟე ,ყველა კურსელი დაუპატიჟია .მოკლედ მოემზადე და საღამოს მოგაკითხავ
-კარგი მაგრამ ...
-შვიდზე - მარიამი ასვლისთანავე ავაწიოკე ,სწრფად ამირჩიე რა ჩავიცვა თქო ,ბოლოს ისევ თავიდ გარდერობში მიაგნო წითელ ,სადა კაბას დამითხრა იდეალური ვარიანტიაო .თმა ზევით ავიწიე და ორი კულული დავიტოვე მხოლოდ ,მსუბუქი მაკიაჟი და უკვე მზად ვიყავი
-ვაიმე ელენე როგორ გიხდება ეს კაბა -გაკრეჭილი მიყურებს მარიამი და მეხუტება
-მადლობა მაარუს -უკვე შვიდი ხდება დამიანე რომ მირეკავს ,მეც ჩავდივარ დამანქანაში ვუჯდები ,ხმას არ იღებს ,გაშტერებული მიყურებს და ეღიმება .
-რა ლამაზი ხართ ქალბატონო -არც მიყურებს ისე მეუბნება და მუსიკას ბოლომდე უწვეს ხმას .ჩემი მადლობა აღარც კი ისმის ამ ხმაურში.
დიდ დაბაზში შევდივართ,ძალიან ბევრი ხალხია .მოულოდნელად შუახნის ,საკმაოდ დახვწილად ჩაცმული ქალი გვიახლოვდება .
-დამიანე ,მოხვედით ? -ამის თქმა და დამიანეს ხელის მოკიდვა ერთი იყო .რა მოუვიდა ნეტავ ? ვცადე ხელის გაშვება მაგრამ შენც არ მომიკვდე ისე მიჭერს რომ ვერც კი ვინძრევი .
-ხო დედა მოვედით -რაო ? დედაო ? მოიცა ეს დედამისია ? არა რა გამიკვირდა ასეთი სიმპატიური შვილი რომ გეყოლება შენ რაღა იქნები .
-არ გაგვაცნობ შენს გულისსწორს ?-გვიერთდება ორი გამოპრანჭული ქალი .მოიცა ელენე ,რა დროს გამოპრანჭვაა ! გულისსწორიო ?ვერაფერი გავიგე ქალბატონო ცოტა გასაგებად
-ესე ელენა -მოითითებს ჩემზე -ეს დეედაჩემი ,ესენი კი ჩემი ახლო ნათესავები
-სასიამოვნოა -ყველას ხელს ვართმევ და უკვე ვხვდები რომ მალე ამომასხვას ,ვერ ვიგებ დამიანეს საქციელს ,ვერც ჩემს რომელიმე კურსელს ვხედავ .ერთი სული მაქვს აქედან როდის წავალ .იუბილარს ვულოცავ და საჩუქარს ვუწვდი .
-მადლობა ელენე ,ესეიგი შენ ხარ დამის გირლფრენდი,ყოჩაღ! გემოვნება ჰქონია ბიჭს .აი ეს უკვე პიკი იყო .აივანზე გავედი და ვცდილობდი ყველაფერი დამელაგებინა .ესეიგი რა გამოდის .დამიანემ ყველას გააცნო ჩემი თავი შეყვარებულად .მეც მომატყუა და სხვებიც .უკვე ტირილი მინდება .ოხ ელენე ,როგორ გაგასულელეს .
-მაპატიე ელენე .-ახლოს მოდის და ჩემს ხელსთავისაში აქცევს
-არ შემეხო დამიანე გასაგებია? შენ მე ვინ გგონივარ ? გგონია გამომიყენებ დაამ უაზრო ტყუილში მიმაღბინებ მონაწილეობას ?
-რა რამე არასწორად ვთქვი ?-ახლოს მოდის ,ისე ახლოს რომ უკვე მის სინთქვას ვგრძნობ სახეზე .მინდა ვეჩხუბო ,გავლანძხო მაგრამ არა ! ვერ ვმოძრაობ .აივანს ვცილდები და გარეთ გავდივარ ,ვცდილობ ტაქსი გავაჩერო და მალე გავეცალო ამ ადგილს .მოულოდნელად ვიღაცას ხელში ავყავარ ,ზურგზე მიგდებს და მიდის ჩემიანად .
-დამსვი დამიანე რას აკეთებ ?
-უნდა დაგიმტკიცო რომ არაფერი მომიტყუებია ! -მოიცა რა? ხელებს ზურგზე ვუტყაპუნებ მაგრამ უშედეგოდ .მანქანაშიმ მსვავს .კარებს საგულდაგულოდ კეტავს და ადგილს წყდება .ქალაქიდან გავდივართ .
ხარვეზების გამო გადავწყვიტე ასე ამეტვირთა .ბოდიში კიდევ ერთხელ ♥მიყვარხართ



№1 სტუმარი Anastasia

როგორ მომწონსს... ველოდები შემდეგს ❤️

 


№2  offline წევრი _INSANITY_

Anastasia
როგორ მომწონსს... ველოდები შემდეგს ❤️

დიდი მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent