დაუმორჩილებელი (თავი 24 )
ცოტაც რიმ გაეგრძელებინა ფიქრი და საკუთარ თავთან საუბარი ხასიათი გაუფუჭდებოდა მითუმეტეს რომ აღარც ლიზა ჩანდა კარგ განწყობაზე ,უაზოდ აცეცებდა თვალებს აქეთ იქით და ხელებს მოუთმენლად ათამაშებდა მაგიდაზე . -რა გინდა ამ ქორწილში? -მაინტერესებს , სულ ორ ქორწილში ვიყავი ,ჩემი დის და ჩემი. -ნუ შენს ქორწილში თუ იყავი ეგ უკვე კარგია ,როგორი იყო ? -არ ვიცი ,კარგად არ მახსოვს , იასამნები მახსოვს ,ბევრი ძალიან ბევრი იასამნები. -გახსოვს ყველაფერი ესეგი ,მეტი კი არაფერი იყო იქ . -შენ გახსოვს ? ხო ნუ რათქმაუნდა გახსოვს. - შენ წარმოიდგინე მარტო ერთი გვირგვინიანი გოგო მახსოვს . -შევიფერებ . ნამდვილი ქორწილიც მასეთი წარმოგიდგენია ? -საერთოდ არ წარმომედგინა ,სიმართლე რომ ვთქვათ მამაშენის ჯიბრმა უფრო გადამაწყვეტინა ,მერე შენმა რეაქციამ უფრო მომანდომა. არაფერს , არაფერს არ ვნანობ გარდა იმისა რომ იმაზე მეტი დრო დავკარგეთ ურთიერთობის დათბობისთვის ვიდრე საჭირო იყო. მითხარი როგორი ცხოვრება გექნებოდა მე რომ არაა? -ჩვეულებრივი , პრინცესული . უდარდელი ხმით ამოილაპარაკა თიქოს ერთნაირი განწყობა ჰქონდა ახლანდელის და ძველი ცხოვრების მიმართ. “როგორი უემოცია დღეს ? რა დაემართა ? ბედნიერია,უყვარს მოწონს კიდეც ასეთი ლევანი ,მაგრამ ბოლომდე რომ კმაყოფილი არაა? გონია რომ სულს აძლევს , არა არ ნანობს მაგრამ შეიძლება გულწრფელი იყოს ლევანი ,ვერ შეიცვლება ეს ეგოისტი კაცი ,ვერასდროს იქნება სრულად სავსე მის გვერდით სანამ , სახეზე ზიზღი ეხატება მისი ოჯახის გაგონებაზე . ბედნიერები გიგი და ანაა არიან თინა და თავის ქმარი ბოლომდე ენდობიან ერთმანეთს ,გახსნილები თავისუფლები მოსიყვარუულები ,მათ?მათაც აქვთ თითქოს ყველაფერი ,მაგრამ რამდენად ნამდვილია ? -ანუ ახლა ცუდად ცხოვრობ ? კმაყოფილი არ ხარ და .. -მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ ვთქვი რომ არც ადრე მქონდა ცუდი ცხოვრება . -ხო რათქმაუნდა . ახლა თავაად გაუფუჭდა ხასიათი ლევანს “მერე რა რომ ეგოისტია ხომ არ იმჩნევს ამ თავის ეგოისტობას ? ბოლოს და ბოლოს მოსიყვარულეც კია . რით ვერ დააკმაყოფილა ეს გოგო? რამეს არასწორად აკეთებს ? ხო აბა მისი საყვარელი ოჯახი აკლიათ სრულყოფილებისთვის ,რათქმაუნდა უნდა მიხვდეს ერთადერთი რაც ანაღვლებს ლიზას მისი დამოკიდებულება ,მაგრამ რთული გასაგებია რომ ვერ იმეგობრებს ადამიანებთან ვისაც მისი მოკვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამირანი ჯანდაბას კიდე გამოდილი კაცია , შეძლებს რომ რამოდენიმე საათი აიტანოს ,მაგრამ ივანე ? ივანე თავის სიცილითაც კი აღიზიანებს”--რამე გაღელვებს ? ვერ მოითმინა მაინც . -არაფერი . -მატყუებ და თან უნიჭოდ . მოდი გულწრფელები ვიყოთ ,ვხვდები არა დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ვერაა რიგზე ,რაღაც გადარდებს და არ გაძლევს საშუალებას რომ .. შენს ოჯახზე ნერვიულობ ? თუ ასე შემიძლია დაგამშვიდო . -როგორ ? სულ რომ არაფერი თქვა სახეზე გაწერია რასაც ფიქრობ , ხუმრობაშიც კი იმას მაძახებ რომ არც კი უნდა წავიდე მათთან . წამოენთო ლიზა, არა იქით რომ ვალს ადებს და ეკითხება რა გადარდებსო ? - შენ გეშინია ,შენ გადარდებს ,შენ არ მენდობი და თან ისე არ მენდობი რომ წასვლაც კი აკრძალული მაქვს . -ვინ დაგიშალა ? წასვლა მოინდომე და უარი გითხარი ? რაც შეეხება ხუმრობას როცა ვხუმრობ ვხუმრობ და მორჩა და აკრძალვა რომ მინდოდეს ღიმილით კი არ გეტყოდი ,გამოგკეტავდი ოთახში . -და რატომ არ მენდობი ? მე უნდა გენდო , დაგიჯერო ,მწამდეს. შენ რას აკეთებ რომ მენდო ? -მეტი რა უნდა ვქნა ? ვერაფრით გაიგო რას ითხოვდა ლიზა .-რა გინდა ? მაათთან ერთად ვიცხოვრო თუ ? -არა ვერასდროს გავუგებთ ამ საკითხში . მკიცედ თქვა ლიზამ .-და ვერასდოს ვიქნებით ნორმალური წყვილი . შეუძლებელია გიყვარდეს და არ ენდობოდე ,გინდოდე და არ გჯეროდეს და საერთოდ ეგოისტი ხარ და სანამ საკუთარი თავის გარდა ვერავის ამჩნევ არაფერი გამოგივა . რაც არ უნდა მიღიმო მკოცნო და მეფერო როცა საქმე საქმეზე მიდგება წამში იქცევი ისევ ისეთად და მე ვალდებული ვარ რომ ასეთიც გიტანო და ისეთიც? -რამოდენიმე დღის წინ არ იყავი წინააღმდეგი . რას ეძახი არ ნდბობას გამაგებინე ? - აი იმას რომ არ მენდობი , გულისიღრმეში სულ ეჭვები გაქვს , კარგად გამოგდის დამალვა ,მაგრამ მაინც ვიცი და რომ ვიცი მგონია რომ ყალბია უკვე ეს შენი სიყვარული თუ რაც არის , არ ნდიბასთან ერთად სიყვარული არ არსებობს . -და შენ არ გაქვს ეჭვები ? -არა არ მაქვს , მე გენდობი დარწმუნებულიც კი ვარ შენში და თუ გენდობი ეჭვის ადგილი აღარ მრჩება . -ჩემო ძვირფასო , ასე ერთ წამში ვერ გადავაქცევთ კვირტს ყვავილათ მაგდენი ხომ უნდა გესმოდეს ? მითუმეტეს გარშემო ბევრი ეკლები არიან . -აი ისევ , ხედავ ? გესმის ? ნეტა შენი სახე დაგანახა როგორი ცინიკურია , რა ეკლები გამაგევინე ? მე და შენ ვართ გესმის ? აქაც მე და შენ ვართ , მარტოები , არავინ ერევა ჩვენს ურთიერთობაში ,ეს შენ გტანჯავს გამუდმებით აზრი რომ ვიღაც ერევა , არ შეგიძლია დავიწყება და მერე მე მეტყვი კიდევ შენს ოჯახს თავს ვერ დააღწევო . არ შემიძლია , ვერ დავიჯერებ ლევან გესმის ? ვერ დავიჯერებ რომ გულწრფელი ხარ , ან ახლა ან სხვა დროს როცა ამბობ რომ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა , მგინია რომ მარტო ჩემი სხეული გინა და და დანარჩენი არაფერი რაც ჩემია . მარტო საწოლში ხარ გულწრფელი იმიტომ რომ ეჭვებზე ფიქრის დრო არ გაქვს მაშინ . ვცადოთ ? კი ბატონო ვცადოთ მაგრამ არაფაერი გამოვა სანამ შუბლზე გაწერია რომ ჩემი ნაწილი გიყვარს და ჩემი ნაწილი გძულს . -თავდასხმა საუკეთესო თავდააცვა არა? “ვერაფერი მოიფიქრა ,სიმართლეს ეუბნება ,რით უნდა გაინართლოს თავი , მოიტყუოს არა საერთოდ არ მადარდებს შენი ოჯახის მიმართ გრძნობებიო?” - აღარ მინდა ლაპარაკი ,მოვრჩეთ . ხელი აიქნია ლიზამ . -აღარც მე . გაბუტული იყო მამაკაციც . -როდემდე უნდა მიხუთო სული ამ შენი ოჯახით ვერ გავიგე . -იქანდე სანამ არ მიხვდები ,რომ ჩემი ოჯახია მაგრამ არ უნდა გეშინოდეს ჩემი. -შენი როგორ უნადა მეშინოდეს ? ხმა ირონიული გახდა . -მართალია აბა ჩემი როგორ უნდა გეშინოდეს ,იმიტომაც გკლავს ეჭვი ბოღმა და ჯიბრი. -ამას უყურეთ ,სად გაქრა ჩემი მოსიყვარულე ცოლი ? -დასასვნებლადაა წასული . აი შენ კიდე პარალელულ რეჟიმში რომ ამუშავებ ორივე შენ მეს ეგ მოგიღებს ბოლოს. -აჰა ესეიგი ბოლოც მომეღება . ექსპერტი ხარ რაღააცების გაფუჭებაში გადააბრალა ლიზას და ხელები დაიბანა დევანდელიდან თითქოს ორი წამის წინ არ აღიარა რომ მართალი იყო გოგო. -წავედით ! ბრძანებასავით გასცა და ფეხზე წამოდგა . -წადი , კარი იქითააა , არ შეეპუვა “არა არ გაყვება ფინია ძაღლივით ,ახლა უკან გაეკიდოს და თანააც ვერ გაძლებს ასე დიდხანს ნაჩხუბარი და თვითონვე შეურიგდეს ? რა ნაწყენი უყურებს ,ნეტა თავისივე სახეს ხედავდეს ლიზა ერთი მზერით გასცა თავის თავი ,მაგამ არა არ დაუთმობს ,სულ რომ გაუღიმოს ახლაა მაინც არა ,მას შურს ამირანის ? ეშინია ? რისი უნდა ეშინოდეს..თვალები მოჭუტა სიმწრისგან მომუჭული ფრჩხილები საკუთარ ხელის გულებში შეერჭო გოგონას .რა თავხედია ,როგორი უგოლო ხომ ამბობდა საკმარისია პრობლემა წამოიჭრას მაშინვე აფთარივით ეცემა ლევანი და არაფერს დაუთმობს , ასჯერ თუ აკოცებს ერთხელ ისე მოიქცევა ხაზს უსვამს ყელაფერს და ამას უნდა გაუძლოს ? ამის გამო უნდა თქვას უარი საკუთარ თავზე და გული მისცეს ? “-ხომ არ გაგაცილო ? ბოლოჯერ დანის დასმასავით იყო ლევანის სიტყვები . -არა ,გაერთე ბატონო . -ეჭვიც არ შეგეპაროს ,გამაღიზიანებლად მიაძახა და თვალი გააყოლა ისარივით რომ გავარდა ,ფეხის კაკუნით და კაბის ფრიალით. -ისევ მარტო ,ისევ შენ და .. ჰჰ დავაშავე რამე? ბოლომდე ჩაცალაა ღვინო . რა უნდა გააკეთოს ? გაერთეო? რა ჯანდაბა გაართობს ? ყელში გასჩხერვია რაღაც და სუნთქვაც კი უჭირს. საინტერესოა სად წავიდა ? მამიკოსთან ,რათქმაუნდა მამიკოსთან . რითი ვერ დაიკავა ადგილი ამ მამიკოს გვერდით. თავი გამოიჭირა ,გამოიჭირა და თან პირდაპირ ფაქტზე შურს აბა არ შურს ? ყველაფერს ამირანთან ააიგივებს ,ზუსტად ის უნდა ,ზუსტად ისე და უფრო მეტადაც . უნდა რომ იმაზე მეტი იყოს ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი . ხო მაგრამ ხომ შეიძლება ეგოისტურად უყვარდეს ,მარტო მის ოჯახს არ ეჯიბრება ,ნებისმიერის მიმართ ალბათ ასე იქნება ,მაგრამ უბედურება ისააა რომ მის ქალბატონს მხოლოდ თავის ოჯახი უყვარს. უხალისოდ მოისროლა რამოდენიმე კუპიურა მაგიდაზე . რა კარგი იქნება გარეთ რომ არდახვდეს არავინ? ხომ შეიძლება მოხდეს სასწაული და დემნას დაგეშილ ბიჭებს გადაეწყვიტათ რომ მხოლოდ ლიზას წაყოლოდნენ ? არა ამ ბოლო დროს აღარა ყველაფერი ისე როგორც უნდა. ელოდებიან და თან რა ყურადღებით ცოტანი მაგრამ მაინც . -დანარჩენები ? პასუხი ისედაც იცოდა რატომ იკითხა ? -თქვენს მეუღლეს გაყვნენ . იდიალური პასუხია ,მარტივად შეუძლია გაიგოს სად წავიდა ,მაგრამ რათ უნდა გაგება ისედაც იცის , სად გარბის ხოლმე . “მეუუღლე” რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას და რა უემოციოდ აღიქვამს , არის კი მისი მეუღლე ? არა სტატუსით კი მაგრამ ვერცერთი რომ ვერ ახერხებს გაიაზრონ ამ სიტყვის მნიშვნელობა . -სად მივდივართ? ეკითხებიან და ისი არ იცის სად უნდა . რა უნდა სახლში სადაც ის არაა? ათადერთი რაც უნდა ლიზაა ,ძნელია ეს მიიღოს ? ყველაფერს იღებს ცხოვრებაში , რაღა ამასთან უჭირს ყველაფერი ? აი ეხლა მივა ხელს მოკიდებს და ერთი კარგად აუხსნის რა უნდა და სულ არ შეეკითხება მას რა უნდა ,თავს რომ შეაყვარებს მერე აღარც დაინტერესდება ეს ჯიუტი გოგო სხვა ვერაფრით ,დაისაკუთრებს ,მარწუხებივით შემიეხვევა მთელს მის არსებობას და ვერსად გაექცევა. ომახიანი ხმით გასცა ბრძანება ჩემს სიმამრს ვესტუმროთო და არც კი უკითხავს ნამდვილად იქ იყო თუ არა მისი ფიქრის ობიექტი . არა ხომ თქვა რიმ არ გაყვებოდა ? მოუწევს ,აბა სულელი ხომ არაა ხელიდან გაუშვას დიდი ამბავი თუ ერთ გაყოლას ჩაუთვლის სიამაყის დათმობაში ,კარგიცა ბოლოსდაბოლოს მისთვის თავის დავიწყებამდე შეყვარებაა აქვს განძრახული და კარგიც კია ასე თუ მოიქცევა . ახსნა მოუძებნა თავის საქციელს ,თითქოს მხოლოდ იმიტომ არ გარბოდა რომ უყვარდა , არ შეეძლო და აზრგამოცლილი უყურერებდა ყველაფერს მის გარეშე. უხალისოდ შეათვალიერა სახლი , ინციდენტების გარეშე რომ ვერ ტოვებს ამ სახლს დაწყევლილია ეს სახლი . დასსკვნა და უცერემონიოდ შევიდა ეზოში . არავინ ომ არ ეგებება, როგორ მოხდა ? უნდა დააკაკუნოს ,ეგღა აკლია კართან დადგეს და აკაკუნოს . დაუკიხავად შეაბიჯა და კარში კარგად შედგა რომ შეემჩნიათ, შეამჩნია ამირანმა ,სტუმრები ყავს ასეთ დროს , უხერხულად გადახედა და მაინც თავაზიანად დაუკრა თავი. ხლი კარგად ჩამოართვა და საღამომშვიდობისაც თქვა ,თუმცა რომ გაარკვია ამიანის სტუმრები მშვიდობიანები სულ არ იყვნენ ,ჩაეცინა კიდეც . არა არ იცნობს კარგად მაგრამ წარმოდგენა კი აქვს ვინ არიან ორი თავხედურად გაწოლილი მამაკაცი . -ძმები , კობაახიძეები . დამაჯერებელი ტონით თქვა და მათ წინ მოკალათდა .სასიამოვნოდ გაუიმეს ორივემ ერთდროულად ,მიესალმნენ მოიკითხეს და მზერა ამირანზე გადაიტანეს ნერვიულად რომ ისრესდა შუბლს . არავის უყვარს ამ ორ ძმასთან საქმის დაჭერა , ყველაზე ცუდი მეევახშეები არიან. სწრაფად უნდა გაარკვიოს სიტყუაციაში რომ არ ცათვალონ საშველად უხმო სიძესო. -მე ლიზას გამოვუარე . განმარტა მოსვლის მიზეზი თუმცა როგორც ჩანს უკვე წავიდა . არ ჩაიგდი თავი უხერხულ სიტყუაციაში ,ომ სულაც არ დახვდა აქ.-მშვიდობაა ? უდარდელი ტონით იკითხა და არც შეუმჩნევია დაძაბულობა ჰაერშიც კი რომ შერეულიყო. -ლევან . ჩახრინწული ხმა გაისმა ერთერთი ძმის .-ჩვენ უმიზეზოდ არავის ვაწუხებთ ,ხომ იცი . -არა , არ ვიცი ბატონებო . -სერიოზული ხალხი ვართ. -ეგ ვიცი . -ჩვენ ბატონ ამირანს იმის შესახებ ვაცნობეთ ,რომ ვალი აქვს . -ბიჭებო ,არაა საჭირო სიტყუაცის ახსნა .უხეშად ჩაერია ამირანი .- გასაგებია ყველაფერი და ვფიქრობ ცოტა დრო დამჭირდება ,მაგრამ აუცილებლად მოვგვარდებით . -გააგრძელეთ. ამირანის გამოსვლა გაატარა,რომ არ გაიგოს მოკვდება ,იცის ამირანის ვალები ,მაგრამ ეს რაღაც ახალია . -მოკლედ , ივანეს ჩვენი ვალი აქვს და .. -და ამირანთან რას აკეთებთ? -ივანეს არ შეუძლია ვალის გადახდა. ვცდილობთ უბრალოდ ის დავიბრუნოთ რაც ჩვენია.შენზე კარგად არავინ იცის რაც არ უნდა პატივს ცემდე ადამიანს საქმე საქმეა,სწორედ ამიტომ ვცდილობთ მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ყველაფერი . -მდააა, გასაგებიააა.. რა თანხაზეა საუბარი ? -ასიათასი . სრულიად უბრალოდ ამოილაპარაკეს თუმცა ამირანის ოხვრამ უბრალოება დააკარგვინა . -და ამხელა თანხას რიმ გასცემდით ვფიქრობ გარანტიას მოითხოვდით . -გარანტია ბატონი ამირანი იყო . -ხო რათქმაუნდა . -პრობლემები არ გვჭირდება . -არც მე . გამშრალი ყელიდან ხმა ძლივს ამოუშვა ამირანმა . -მითუმეტეს შენთან არ გვჭირდება უსიამოვნებები . -ჩემთან ? ბიჭებო საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მოხარული ვარ რომ ასე ცივილიზებულად გადაწყვიტეთ ყველაფერი , დარწმუნებული ვარ არანაირი უსიამოვნება არ იქნება ბატონი ამირანი იზრუნებს ამაზე ,მაგრამ მემგონი მის შესაძლებლობებს უნდა შევხედოთ და გავითვალისწინოთ . -რათქმაუნდა დრო პრობლემა არაა , ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში მოხდეს ,თუმცა თუ ჩვენს გადაგდებას მოინდომებს ვინმე.. -ვინმე? ამ შემთხვევაში ამ კაცზე ლაპარაკობთ ,მოდი პირდაპირები ვიყოთ ირიბი თუ პირდაპირი მუქარა ,მაინც მუქარაა. -მოკლედ ,ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით, ახლა თვქვენი საქმის თქვენ იცით ბატონო ამირან. ფეხები ძლივს მიიტანა კარამდე ერთიანად გადაფითრებულმა ამირანმა , რომ გაეცილებინა , უხმოდ დაბრუნდა თავისივე სავარძელში და ვალის გაპარებაც კი გაუჭირდა სიძისკენ ,რომელიც ალბათ ისეთი სახით უყურებს ,,ვაი შე საცოდავოვო “ შუბლზე აწერია . -რა მოგიყვანა ლევან ? -რამ არა ვინ . -ლიზა , რა მოხდა ? აქ არაა , არც მოსულა -არაუშავს ,ისეთი არაფერი აღელვებად რომ ღირდეს , ვიკამათეთ. აღიარა ,ისედაც ხომ ნათელი იყო რატომ ეძებდა. -არაუშავს , ყველა ცოლქმარი ჩხუბობს . ამოიოხრა ამირანმა .-თან ლიზაა , იყვრებს ,განერვიულებს მაგრამ ბოლოს მიხვდება რომ არცისეთ მნიშვნელოვან რამეზე იჩხუბეთ. -და რა იცი რომ მნიშვნელოვანი არაა? -მნიშვნელვანია ? სახე მოეღრიცა ამირანს . -სულ იმის მტკიცება მიწევს რომ რაღაცნაირად დავივიწყბ ამ თქვენს ოჯახურ თამაშობანას ,მაგრამ არაა , პრობლემას პრობლემაზე ამატებთ. -ვერ გავიგე . -მოდი მარტივად გაგარკვევ, რაც ივანეს ეხება ,შენც გეხება და რაც შენ გეხება ლიზასაც . -ლიზა რა შუაშია ამ ამბავთან ? -თავშია , როცა ვინმე მოვა რომ ივანე შეაშინონ ან ისე როგორც მე მოვედი ერთ დღეს შენთან სახლში სულ არ მინდა შემთხვევით აქ აღმოჩნდეს. -მიხარია , მართლა გულწრფელად მიხარია რომ ზრუნავ . მუხლებს დაეყრდნო რომ ამდგარიყო.-დალევ? პასუხს არ დალოდებია ისე შეუვსო კნიაკით ჭიქა . -კარგი რა ,უფრო მაგარი მეგონე. -გული მაწუხებს , თავი იმართლა ამირანმა .-შენ თუ გინდა ვისკიც მაქვს . -არა არ მინდა სასმელთან ცუდად ვარ . -რა გავაკეკეთო ? სასოწარკვეთილმა მოყლუპა და უგემურად გადაუშვა ყელში სასმელი. “ყურებს არ უჯერებს , რჩევას ეკითხება და თან ვინ ამირანი?” -პირველ რიგში უნდა დარწმუნდე რომ უსაფრთხოდ ხარ . არ არიან ასეთი მარტივი ტიპები ეს ძმები . დაგაცდიან ? დაცდა რომ უნდოდეთ თვითონ არ მოვიდოდნენ ,ვინმეს გამოგიგზავნიდნენ , ერთადერთი ამაც აიძულათ , რომ ასე მშვუდად წასულიყვნენ ჩემი დანახვა იყო . -არა , არ უნდა გაერიო. თავი გაადაქნია ამირანმა . -არც ვაპირებ ,შემთხვევით მოვედი ,მაგრამ გაგიმართლა შეგიძლია ჩემი სადღეგრძელიც შესვა . ჰო იმას ვამბობდი რომ არ ვაპიე მაგრამ თუ ვალს ვერაფერს მოუხერხებ და ისინი რამეს იზამენ ,თავისთავად მომიწევს გარევა. არ ვიცი გახსოვს თუ არა შენი სიძე მქვია . - ჰჰ ,ივანე ივანე სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა. -მეორე ,ივანე უნდა მოაშორო აქაურობას და რაც შეიძლება მალე ფულს შენ მოგთხოვენ ,იციან რომ შენს შვილს მაგის ტ**კი არ აქვს ,მაგრამ რომ დაგანახონ არ ხუმრობენ ივანეს მიადგებიან და… რა ნასიამოვნებმა შესვა ? ვიგაცა ძმები მის საქეს აკეთებენ ,მარტივად მოაშორებენ ივანეს . -და მესამე უნდა გადაიხადო . -გადავიხადო ? გახსოვს მაინც რამდენი დამიჯდა ივანეს კაზინო და .. -და რესტორანი რომელიც მე შევიწირე ? გაეცინა ლევანს . -მახსოვს და ზუსტად ვიცი. მოაშორე აქაურობას და რაც შეიძლება სწრაფად , მოაშორე ძველ წრეს და თუ ჩემი აზრი მართლა გაინტერესებს , უბრალოდ გაუშვი და ანახე რომ მარტოა , არავინ უმაგრებს ზურგს ,რომ გაუჭირდება ვერავისთან გაიქცევა და თუ ძალიან გვიანი არაა იქნებ ცოტა დაღვინდეს კიდეც . -თანატოლები ხართ შენ და ივანე ? უეცრად დასვა კითხვა ამირანმა . -ცოტა დიდია ივანე თუ არ ვცდები და გეხვეწები არ შემადარო , შეურაწყოფას მაყენებ . -ჩემო ამირან თავხედი შვილები გაზარდე , არა შენ არა აი ამ შენმა ქონებამ გაათავხედა .თვალი მოავლო სახლს . -ყველაფერი მიეცი ,მთავარის გარდა ,დამოუკიდებლად და თავის ჭკუით ნაბიჯს ვერ დგამენ , არ იციან საკუთარი აზრი როგორ შეინარჩუნონ და პრინიპებზე ლაპარაკი ზედმეტია . -მერე ? არ გაწყობს ეგეთი ლიზა? განა კმაყოფილი არ ხარ რომ მარტივად შეგიძლია დაიმორჩილო? -ისევე როგორც თქვენ შეგიძლიათ მოაქციოთ თქვენი ზეგავლენის ქვეშ . ხო და ორ ფრონტზე მებრძოლი არცერთ ფრონტზე არაა ხომ იცი . -გეშინია , გეშინია ლევან . რისი იმის რომ გადმოვიბირებ , რომ ვერ გვაპატიებს ერთმანეთთან ცუდ დამოკიდებლებას და ჩვენ აგვირჩევს? შემომხედე რას დავემსგავსე , ვალები , მტრები დამიჯერე შენს თავიდან გადაკიდებას მირჩევნია ეშმაკთან მქონდეს ომი. - ხო აი ეგაა პრობლებმა , შენ ისეთი მოყვარე ხარ და მე ისეთი სასტიკი შენს ფონზე. “ახლა მიცვდა რომ გულწრფელია , თავისივე “მტერთან” “ -ეგ შენი პრობლემაა , შენი და შენი ცოლის . უნდა გადაწყვიტო ტისი დათმობა და გაღება გიღირს მისთვის . -შენც ეგ არ გაწყობს ? -ჩემთვის სულ ერთია ,მე მხოლოდ ის მინდა რომ ჩემი გოგონა იყოს კარგად . სულ რომ მაწამო სიტყვასაც არ შემოგიბრუნებ , საკმარისად დავტანჯეთ. ჩემი პატარა გოგო . მოსიყვაულე გაუხდა ხმა და არ იცის მოეჩვენა თუ განათების ბრალია უცნაურად რომ დაებინდა თვალები . არა უდავოა უყვარს ამ კაცს თავისი შვილი , შეუძლებელია ხმა გააყალბო ასე ბუნებრივად . -არჩევანი რომ მოგეცა , სინანულთ გადააქნია თავი ამირანმა . -უბრალოდ რომ მოსულიყავი და ივანესთვის ნამუსი მოგეწმინდა როგორც სხვებთან აკეთებ , საერთოდ არ დაგჭირდებოდა არჩევანი . ხმა სერიოზული გაუხდა . -არ ვიცი , ნამუსი როგორ მოვწმინდო , ვიზამ რამეს მაგრამ დრო დრო თუ მეყოფა ეგაა მთავარი . -დროის გარანტია მე ვიქნები . შემოგთავაზებდი ფულსაც ,მაგრამ არა არ ვიზამ ივანესთვის არა ! “ რატომ გადაწყვიტა დახმარება ? იმიტომ რომ უნდა ლიზას გული მოიგოს ,პასუხი მარტივია ,მაგრამ სიმპათიებს რომ ვერ მალავს ამირანის მიმართ? პირდაპირ ეუბნება ყველაფერს და არ ეპირფერება , აფასებს ამ თვისებას ადამიანებში . საკმარისია ერთი თხოვნა და ფულსაც მისცემს ,მაგრამ არც ამირანი იზამს , არ შეეხვეწება მას და უფრო მეტად მოწონს ეს კაცი ამ თავისი სიამაყის გამო და უფრო კმაყოფილია , რომ გატეხა კიდეც და ოდესღაც მის წინ თრთოდა “ -არც მინდა ლევან .ერთადერთი რაც შენგან მინდა ჩემი შვილის ბედნიერებაა.. -აჰა, ეგ ყველა მამას უნდა . -მე განსაკუთრებით , ჩემი გადარეული შვილი იმსახურებს . -ჰო ,იმსახურებს . მუხლებზე დაირტყა ხელი .-მოკლედ საქმეს მიხედე ამირან. -რა დრო დაგვიდგა ? -აბა მე და შენ ერთადაც კი დავლიეთ არაა? დასცინა კიდეც . -პატივია ,ჩაეცინა ამირანს . -ჩემი წასვლის დროა . -გელოდებიან ? ხმა უფრო და უფრო დამცინავი უხდებოდა ამირანს . -და თან როგორ ? ტუჩი ოდნავ გვერდით გაწია ,ჩაცინების ნიშნად .-მოგიკითხო ? -თავად მივიკითხავ . მშვიდი საუბარი დაძაბულიბაში გადაეზარდათ ,მიზეზი ვერცერთმა გაიგო . -შენი ნებააა . გეტყოდი თუ რამე დაგჭირდა ჩემი იმედი გქონდესთქო ,მაგრამ ეშმაკისგან ვალის აღება არც ისეთი კარგი იდიაა არა ? ღიმილით მიაშურა მანქანას . -დიდად გმადლობთ ბატონო ლევან . გაეღიმა ამირანსაც , როგრო აღიზიანებს ეს ბიჭი ? მაგრამ ,მოწონს სხვა სიტყუაციაში ბედნიერიც კი იქნებოდა მისი სიმამრის სტატუსით ,უფრო მეტიც არც ასეთ შვილზე იტყოდა უარს . რა დროს ლევანია ? ივანე ,თავქარიანი ივანე ყავს მოსაკითხი საათს უკმაყოფილომ დახედა . მთელი გზა ერთი აზრი უტრიალებდა ლევანს “ დღეს უნდა შეცვალო რამე , არცისე არ აღიზიანებს მისი ოჯახი როგორც ფიქრობს . იმედია სახლში ელოდება,ნეტავ შეეძლოს , მაგრამ მონდომებას ხელს არაფერი უშლის , როგორმე უნდა აგრძნობინოს რომ მხოლოდ მისი სხეული არ უნდა და მთლიანად უყვარს ,თავისი უაზრო ხასიათით და ბავშვური გამოხტომებით , მაგრამ განა ბედნიერი არ უნდა იყოს რომ მისი დანახვისას საღერღელი ეშლება და სხვაგან არც კი იხედება ? რა რთულია ეს ურთიერთობები ,გაუგებარი და დაულაგებელი , რა მარტივად იქნებოდა ყველაფერი მართლა ისე რომ იყოს როგორც ლიზა ამბობს , მართლა მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა რომ იყოს.” არ ძინავს ,რა დააძინებდა რაც სახლში დაბრუნდა იმს მერე ტექსტებს ალაგებს როგორ გალანძღოს , ასე რომ გამოუშვა ,თითქოს არავინ იყო და არ აღელვებდეს და პარალელური რეჟიმში რომ უმტკიცებს თან რომ მის მიმართ გრძნობები აქვს . ჩაბნელებულ მისაღებში ზის, ეჭვიანი ცოლივით , ხალათში გამოწყობილი თან ისე რომ გაიჭირა გაბრაზებულმა სული ეხუთება და აი ისიც ,მთელს კარს რომ ავსებს , თვალებით რომ ანათებს ოთახს და მთელ ჰაერს ისაკუთრებს ,გრამსაც რომ არ უტოვებს რომ ისუნთქოს . როგორ ამაყად უყურებს , უდანაშაულო კრავივით და სახეზე ღიმილიც რომ დასთამაშებს” -სად იყავი ? ხმა დაიმშვიდა , სცადა ყოველ შემთხვევაში . პასუხი ? რათქმაუნდა ღიმილა აბა ეგღა აკლია მას ჩააბაროს ანგარიში.-უნდა ვილაპარაკოთ . ფეხზე წამოდგა და ხელები გადაიჯვარედინა . რა უნდა ელაპარაკოს , ერთ სიტყვასაც ვერ გააგებინებს ისე ათვალიერებს, თითქოს შიშველი ედგეს წინ . ბევრი არაფერი უკ მაგრამ რაღაცას ხომ მაინც უფარავს . -შენ გელაპარაკები ,გაბედა და ტონს აუწია . -მეჩვენება თუ ტონს უწევ ? შენიშვნის გაკეთება მოინდომა ,მაგრამ ვნებამორეულ ხმა ვერაფრით ჩაანაცვლა . ჩაახველა კიდეც უნდა დასერიოზულდეს უნდა დაუჯდეს და აუხსნას ყველაფერი , ვერ ახვედრებს , ახლა უფროსივით უნდა ჩამოუჯდეს და უთხრას რომ პატივს სცემს , რომ მიენდობა და არ იფიქრებს შედეგბზე და ჯანდაბას თუ იმედი გაუცრუვდება ,უღირს მასთან გატარებული წუთები ყველაფრად ,მაგრამ როგორ მოახერხოს , ისე აბნევს ეს ღვინისფერი ხალათი , მკერდზე რომ მოღერღვია და თითქმის ვერაფერს ვერ ფარაავს . იქნებ სპეციალურად გააკეთა , კარგად იცის მისი სუსტი წერტილი თავგზას აუბნევს ,თავბრუს დაახვევს და ისე დაჰყვება ლიზას პირობებს აზრზეც ვერ მოვა. მაგრამ ისედაც აპირებს , ყოველგვარი სექსუალური თამაშების გარეშეც , მაგრამ მსუყე ლუკმაზე უარს ვერიტყვის , , შეუძლია გაუძლებს მაგრამ არ უნდა . -არ გეჩვენება . უფრო და უფრო მტკიცე ხდებოდა მისი ხმა . -და რატომ არ მეჩვენება ? მთელი დღე გამიფუჭე ,გამლანძღე მერე თავად გამისტუმრე გაერთეო და ახლა კონცერტებს გამიმართავ სად იყავიო ? ეჭვიანობა , ერთადრთი რაც უნდა მის სახეზე დაინახოს .არ დააყოვნა , სახეზე ვერა მაგრამ ნერვიულად ათამაშებულ მარრჯვენა ფეხს ღმილით შეავლო თვალი . -და შენც რათქმაუნდა იმდენად სცემ ჩემს აზრებს პატივს მაშინვე შეასრულე არა ? მზერა აარიდა და კედელს გახედა . -არცერთი აზრი არ გადარდებს , აააა ხო რაც გაწყობს იმას იგებ . რა გაცინებს ? -არააფერი . მხრები აიჩეჩა . - უფრო მსიამოვნებს , როგორი ეჭვიანი მყოლიხარ . თავი გვერდით გადაწია და თავხედური მზერა ესროლა .-არც კი დაიძინე ? -ხო სულ ეჭვიანობის გამო . გელოდებოდი რომ მეთქვა .. -რა, რა უნდა გეთქვა? რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და მიხვდა როგორ აერია სახე გოგოს .-მემგონი ვხვდები რისი თქმაც გინდოდა . -ვერაფერსაც ვერ ხვდები , არ შედის მაგ შენ ხის თავში არაფერი . -და რა აზრი აქვს ახლა რომ მითხრა რამე , წარმოიდგინე ისე არაფერი შედის და აი ახლა ტვინი რომ ამომიღო და ძალით ჩამიდო რისი თქმაც გინდა ,მაინც ვერაფერს გავიგებ . შემდგეგში გირჩევ სხვანაირად დამხვდე როცა ჩემთან ლაპარააკს გადაწყვეტ ან ან იქნებ საწოლში უკეთ გამაგებინო ? კიდევ რამოდენიმე მოკლე ნაბიჯი გადადგა. გულდასაწყვეტი აღმოჩნდა რადგან ლიზამაც უკან უკან სვლა დაიწყო , უფრთხის ?! -გაჩერდი ! აი მანდ გაჩერდები და მომისმენ. -მოგისმენ ? მოგისმენ აბა რას ვიზამ ,მოგისმენ კიდეც , თავსაც დაგიქნევ და გეტყვი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა , რომ მოგენდობი და მე და შენ ყველაზე ყველაზე მაგარი წყვილი ვიქნებით . -ცინიკოსი ხარ . -შენი აზრით ცინიკოსი ვარ როცა ვამბობ რომ მიყვარხარ ? როცა ვამბობ რომ მავსებ , არ ვიცი მე გავსებ თუ არა შენ ,მაგრამ შენ ნამდვილად ხარ აქ. გულზე თითი დაიდო ,შემდგ თავზე -აქაც . ყველგან ხარ და მე კმაყოფილი და ბედნიერი ვარ . რამოდენიმე ნაბიჯიც და .. -გაჩერდი , ლევან იცოდე გაჩერდი და .. კედელს აეკრო . არა რა უნდა ელაპარაკოს ? სხვა ვერაფერზე და არაფერზე ფიქრობს მისი დანახვისას ,მხოლოდ ვნებას განიცდის და თანდათან უფრო რწმუნდება . -რატომ ? რატომ უნდა გავჩერდე ? არ გინდივარ არ გიყვარვარ და ახლა ხელს მკრავ ? -ხო , გკრავ და იცოდე.. სადღაც გაქრა მკაცრი ტონიც და გამბედაობაც . მის ხელები გალიასავით იჭერდა . -ლიზა , ჩემო გოგონავ ილაპარაკე რამდენიც გინდა , თუ გინდა დილიდან დაღამებამდე და მერე ისევ გათენებამდე . მე ისევ იმ აზრზე ვარ, ჩემი აზრები კი სწრაფად ვერ იცვლება შენისგან განსხვავებით . მიყვარხარ მინდიხარ და სულ არ მადარდებს შენ თუ იმაზე დარდობ რომ არ გენდობი . გენდოობი შეუშვი ამ თავში თუ მიყვარხარ ესეგი გენდობი კიდეც უბრალოდ ვერ ვხვდები შეიძლება ან საკმარისად ვერ გაჩვენებ , ჩემი ხარ , სულ იქნები მაშინაც კი თუ ჩემს ნდობას ვერ გაამართლებ და საერთოდ სიცოცხლის ბოლომდე გერქმევა ჩემი. -ხო მაგრამ შენ სულ .. სიტყვაც კი ვერ თქვა ისე ჩააფრინდა მისი ხალათის ქამარს ერთი ხელის მოძრაობით რომ გახსნა და უკან დაიხია რომ კარგად შეეთვალიერებინა .-რომ იცოდე , რა კარგი ხარ და რა სასურველი , სულ ოდნავ მაინვ რომ ანიჭებდე მნიშვნელობას ამ ჩემს სურვილს ეჭვიც კი არ შეგეპარებოდა რომ მთლიანააად შენი ვარ . ხმაა უფრო და ყფტო ემღვრეოდა მამაკაცს . -მეტი რა გითხრა ? რა გავაკეთო რომ დაგაჯერო ? ყველაფერი მიყვარს , ყველაფერს ვენდობი შენში . ერთი სიტყვაც ვერ გაიგონა ლიზამ მხოლოდ ის შეამჩნია როგორ დაეფინა იატაკს მისი ხალათი და წელზე წაეპოტინა მამაკაცი . “მშვენიერია , თვითონ გამოვიდა იდეეით რომ უნდა ელაპარააკა და კითხვები დაესვა , ის კი ყველაფრის გარეშე სცემდა მის კითხვებს პასუხებს და თან ისე ურევდა ტვინს , სისხლი აუდუღდა , რომ უყვარს ეჭვი არ ეპარება , ერთი სული რომ აქვს როდის მოიმწყვდევს ხელებში დარწმუნებულია . იქნებ უბრალოდ უნდა დააცადოს და დაელოდოს რომ დაინახოს მისი ნდობა ? მაგრამ როგორ ენდობა თუ .. -და არ ნდობაში თუ ჩემს აზრს გულისხმობ რომ შენგან შვილი არ მინდა , მიმიფურთხებია ჩემი აზრებისთვის , ეგოისტი ვარ და მორჩა . ნაზად დაასრიალებდა ხელს მის მკერდზე . -შენგან და შენი ყველაფერი მინდა და არ მაინტერესებს შედეგები . პირი გააღო ლიზამ , გააღო რომ სიტყვა ეთქვა მე თვითონ არ მინდა იქამდე სანამ არ დავრწმუნდები რომ მენდობიო ,მაგრამ მხოლოდ კვნესა აღმოხდა, ონავ რომ დაიხარა ლევანი და მსუბუქად ჩაასო კბილი მის მკერდს . რა უბესურებას ვწერ უკვე ვეღარ ვიგებ ,შესაბამისად საზიზღრად ვიქცევი და გალოდინებთ ,გეხვეწებით გამარკვიეთ რას ელოდებით იმიტომ რომ ძალიან დაბნეული და არეული ვარ !!!! უღრმესი მადლიბა თქვენ ამდენი თბილი ტკბილი და კარგი სიტყვებისთვის რომ მწერთ და მეუბნებით , ნამდვილად არ ვიმსახურებ. მართლა მიფერადებთ ყოველ დღეს და დადებითი ემოციებით მავსებთ , მადლობა თქვენ კრიტიკისთვისაც და საერთოდ ყველაფრისთვის . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.