ბატონო პოლიციელო ჩემს მახეში გაებით -4-
*ნინი საავდმყოფოდან გამოწერეს, რამოდენიმე დღე სახლში იჯდა. გარეთ ვერ გადიოდა რადგან ჭრილობები ჯერ არ ჰქონდა შეხორცებული. დღეები გადიოდა და სანდრო ყოველდღე სტუმრობდა ნინის. ნელნელა ახლოვდებოდბენ სანდრომ დაბადებისდღეზეც კი დაპატიჟა და სთხოვა რომ აუცილებლად მოსულიყო. მას დრო ეკარგებოდა, უნდა შეეესრულებინა ბოსსის მისია.* -სანდროს დაბადებისდღე- *მართალია ნინი დიდ თეატრს თამაშობდა, სადაც თავის როლს კარგად ასრულებდა, ეცვა ულამაზესი გრძელი კაბა, რომელიც გაუმართლა, რომ შავი იყო რადგან მისი ჭრილობები არ ჩანდა, ვერ ხედავდა ხალხი მის სისხლს , რომელიც უწამლიდა, სხეულს და გონებას თვალებზეც მკვეთრად ეტყობოდა ცრემლების კვალი, თუმცა ყალბი ემოციებით ყველაფრის დაფარვა და დამალვა შეეძლო... სტუმრები რომ წავიდნენ ნინი ტერასაზე იყო განმარტოებული როდესაც სანდრო გვერდზე დაუდგა და ვისკი მიაწოდა.* -ნინ.. მადლობა, რომ მოხვედი. (სანდრო) *ნინის გაეღიმა* -არ გვილაპარაკია, იმ თემაზე სულ თავს მარიდებდი.. (სანდრო) *ნინი მიხვდა რა თემაზეც საუბრობდა სანდრო* -იცი მე ჯერ კიდევ მახსოვს შაბათი საღამო. ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი შენ და მე-შენს ღიმილზე შეყვარებული, არაფერი ზედმეტი. 1 ჩახუტება და ნაზი კოცნა, ისევ ჩახუტება და ისევ ეხება შენი თბილი ბაგეები ჩემ გაყინულ სახეს. შენი მომაჯადოებელი ღიმილით მიღიმი და მე თვალს ვერ გწყვეტ, მემგონი მიყვარდები, მეშინია საკუთარი თავი კიდევ ერთხელ არ დავკარგო, მაგრამ მიყვარდები...ძველი ისტორიის გაგრძელება ხარ.. ეს სადღაც 8 წლის უკან მოხდა. ჩემმა გაუბედაობამ დამღუპა.. მეგონა რომ შენ მე ვერადროს ვიქნებოთ "ჩვენ". უბრალოდ შენ... ისეთი წრე გყავდა და ისეთი გოგოების გარემოცვაში იყავი.. მე ვინ ვიყავი მათთან შედარებით. მიწევდა უბრალოდ შორიდან მეყურებინა. ამაზეც კმაყოფილი ვიყავი იცი. შენზე ყველაფერი ვიცოდი, რაიყო შენი საყვარელი ფერი, ყავაში რამდენ შაქარს ყრიდი.. რა სიგიჟეა არა? გიყვარდეს ადამიანი ვისთანაც, გამოლაპარაკებულიც კი არ ხარ..უბრალოდ მიყვარხარ (ნინი) *სანდრომ უბრალოდ რამის თქმის ნაცვლად. დუმილი არჩია, მისკენ მიიზიდა და ნაზად აკოცა.* -იცი, ნი შემიყვარდი. (სანდრო) *ისევ მიიზიდა და კიდევ აკოცა* -გიყვარვარ? (ნინი) -მიყვარხარ (სანდრო) -ჩემი საშინელი ხასიათისდამიუხედავად? (ნინი) -ყველაფრის მიუხედავად. (სანდრო) -მეორე დღე- *სანდრომ, დაასწრო გაღვიძება ნინის... სანდროს გაეღიმა და კოცნით გააღვიძა. ნინის ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. მეტი რა უნდოდა? საყვარელი მამაკაცი გვერდით მისი სხეული კი უკვე საყვარელ მამაკაცს ეკუთვნოდა.* -დილამშვიდობის ძილისგუდა (სანდრო) -დილამშვიდობის (ნინი) -საუზმე მზად არის, თუ სადმე დააპირებ წასვლას. ჯერ ისაუზმე. (სანდრო) *ნინი წამოიწია და ჰალსტუხი შეუსწორა, ყელთან კი ნაზი კოცნა დაუტოვა... ჩაეცინა ნინის* -ნუ დამცინი (სანდრო) -რატომ ბატონო პოლიციელო დამაპატიმრებთ? (ნინი) -ვეღარ დაგაპატიმრებ ქალბატონო, შენს მახეში გავები (სანდრო) *გაეცინათ ორივეს.. სანდროს აგვიანდებოდა თან არ უნდოდა ნინის დატოვება, მაგრამ იძულებული გახდა, რომ წასულიყო... ნინი სეიფს შეაშტერდა... იცოდა რა მოყვებოდა ამას და არ იყო დარწმუნებული, უნდა გაეკეთებინა თუ არა ეს... უცებ ტელეფონი აწკრიალდა* -ერთ კვირაში ფელშკა ხელში მქონდეს. თორემ მაგ შენს პოლიციელს კარგი დღე არ ელის. (ბოსსი) *ნინის არც დააცადა რამის თქმა. ყურმილი ისე დაუკიდა... ნინის უკვე გარკვეული ჰქონდა სეიფის კოდი. მაგრამ ყოყმანობდა. ის სანდროს ამას ვერ გაუკეთებდა უბრალოდ არ შეეძლო. ეს წერტილს დაუსვავდა მათ ურთიერთობას. დილიდან საღამომდე ასე უბრალოდ იჯდა და სეიფს შეჰყურებდა. და გრძნობდა, რომ უძლური იყო. რამოდენიმე დღე ისე გავიდა ვერაფერი გაიგო.* -ნინ შვებულებას ვიღებ და შეგვიძლია სადმე წავიდეთ. სამოგზაუროდ (სანდრო) *ნინი უცებ შეუძლოდ გახდა და პასუხის გაუცემლად აბაზანაში შევარდა. ღებინება დაეწყო* -კარგად ხაარ? (სანდრო) -კი კარგად ვარ. (ნინი) -მგონი ექიმს უნდა გაესინჯო, ალბათ მოიწამლე. (სანდრო) -არაფერია კარგად ვარ, ხოო არ გვაწყენდა დასვენება. ვენეციაში. (ნინი) -შენ სადაც გინდა ცხოვრებავ.... ნინ რამე ხომ არ გაქვს სათქმელი და მიმალავ?(სანდრო) *ნინი დაიბნა* - რასთან დაკავშირებით? (ნინი) -რავი ეს დღეებია, სულ ჩაფიქრებული ხარ. და უხასიათოდ. (სანდრო) -არაა არაფერიაა, გამივლის. მგონი მე მართლა მოვიწამლე ექიმთან წავალ. (ნინი) -ერთად წავალთ, მე წაგიყვან. (სანდრო) -კარგი გავემზადები და გავიდეთ (ნინი) *დიდიხანი არ დაჭირვებია, ნინის რომ გამზადებულიყო. არც საავადმყოფო არ იყო შორს... ნინიმ ყველანაერი გამოკვლევა ჩაიტარა და ეს ღებინება არ იყო მოწამლის ბრალი, ნინი ორსულად იყო. სანდროსთვის არ უთქვია რადგან სიურპრიზის გაკეთება უნდოდა... ნინი ბედნიერი იყო მაგრამ ერთადერთი რამ რაზეც ეფიქრებოდა ეს ფელშკა იყო. როდესაც ერთი კვირა შესრულდა ნინიმ ფლეშკა წაუღო ბოსს. ოღონდ "პატენტი" სადაც შიგ მასალა არ იყო.* -ბოსს გაგვაცურეს (ნინი) -რასქვია? (ბოსსი) -მახე დაგვიგეს, სეიფში ეს ფლეშკა იდო. (ნინი) *ნინიმ ფლეშკა მიაწოდა დამაჯერებლად* -შენ გოგო მეღადავები? (ბოსსი) *ნინიმ განრისხებული სახით უთხრა* -ამდენი ხანი მე რა. ძალიან მსიამოვნებდა იმ პოლიციელთან ახლოსს ყოფნა? (ნინი) -აბა სად არის ფლეშკა? (ბოსსი) -მისმინე ახლა, ჯერ კარგად უნდა გაგეგო ვის ხელში იყო. და მერე მოგეცა მისიები. მე ყველაფერი გავაკეთე. სახლი გადავატრიალე და არაანაერი ფლეშკა არ არსებობს ამის გარდა. და დანარჩენი უკვე შენი შეცდომაა. (ნინი) *ბოსსმა ნინის მიუახლოვდა და ყელში ხელი წაუჭირა* -ცუდად მეხუმრები, ცეცხლს ეთამაშები ის ფლეშკა დღეს ადგილზე უნდა დებულიყო. *ნინი უკვე დახრჩობის პირას იყო.ბოსსმა გაუშვა ხელი* -აქ რა ზღაპრებს მიყვები თუ შეგიყვარდა ის უტვინო პოლიციელი. რაებს მიედ მოედები. (ბოსსი) *ნინი მამამისთან წავიდა. დასალაპარაკებლად. ყველაფერი მოუყვა. პირველად ითხოვა მამამისგან დახმარება. იცოდა რომ მამამისი ყველაფერს მოაგვარებდა. და მისი შავი წარსულის მიუხედავად გვერდში დაუდგებოდა. მამამისმა უთხრა, რომ არაფერზე არ ედარდა რომ ყველაფერს მოაგვარებდა.* რას მირჩევთ ^^ მეხუთე თავში დავამთავრო ისტორია??^^ მაინტერესებს თქვენი აზრი <3 არ მინდა თან ძალიან გავწელო და უინტერესო იყოს ^^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.