სექსუალური პატარძალი -თავიI-
_უნდა დავშორდეთ…_ჩაილაპარაკა ნიკამ და სტეიკის ბოლო ლუკმა ჩაიდო პირში. _რა?_მეგონა მომესმათქო და სახეზე ჯერ კიდევ ღიმილი მქონდა გამოსახული. _სხვა შემიყვარდა…_ჩურჩულით თქვა და სალფეთქით პირი მოიწმინდა._არ მინდოდა ასე მეთქვა… _ასე, ანუ რესტორანში თუ ერთი კვირით ადრე ქორწილამდე?_ახლა უკვე ხმა გამიმკაცრდა. _არ გინდა გთხოვ პანიკები. ყველაფერი შემთქხვევით მოხდა. _შენ მგონი თავი რაღაცას მიარტყი ხო?_უნებურად ავუწიე ტონს და ვიგრძენი ყველამ ჩვენ როგორ შემოგვხედა. _სჯობს დამშვიდდე._ისევ ჩურჩულებდა იგი. _როგორ დავმშვიდდე? ერთ კვირაში ქორწილი გვაქვს და მეუბნები რომ სხვა შეგიყვარდა?_უფრო და უფრო მედებოდა სიბრაზის ალმური. _სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა ძალიან ანერვიულებული ხარ!_აუღელვებლად მითხრა მან, ჯიბიდან საფულე ამოიღო, მაგიდაზე თავისი კრედიტ ბარათი დააგდო და ფეხზე წამოდგა_ხვალ საღამოს მოვალ._დაამატა და დინჯი ნაბიჯებით გაემართა კარისკენ. გაოცებისაგან ყბა ჩამომივარდა. ყველაფერს ველოდი და ამას არა. 7 წელი შეყვარებულები ვიყავით, რამდენი რამ არ გადაგვიტანია ერთად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ერთხელ უკვე ვაპატიე ღალატი და ახლა როდესაც მეგონა რომ ყველაფერი კარგად არის, როგორც იქნა დავლაგდით, მივხვდით რა გვინდა ცხოვრებისგან და თამამად შეგვიძლია ცოლ-ქმარი გავხდეთქო, დამშორდა. თანაც იმიტომ რომ “სხვა შეუყვარდა”. ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია. მოულოდნელობებით სავსე. დღეს გგონია რომ ყველაფერი ისეა როგორც შენ გინდა, ხვალ კი მიწა ორად გაიყოფა და უფსკრულისკენ გიკრავს თავს ბედისწერა. _თქვენი ჩეკი._მიმტანის ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. უხმოდ გამოვართვი კრედიტ ბარათი და ასადგომად მოვემზადე. _მისი ბარათია?_მომესმა ხმა. თვალი იქაურობას მოვავლე და ჩემს გვერდით მჯდარი მამაკაცის მზერას გადავეყარე. უცნობს უაზროდ გრძელი, შავი ხვეული თმა და შედარებით გამოხუნებული, ასევე გრძელი წვერი ჰქონდა. მისი ცისფერი თვალები კი ისე ეშმაკურად მიმზერდნენ ვიცოდი რაღაც მზაკვრულს მეტყოდა. მის კითხვაზე თავის დაქნევით ვუპასუხე. _წამო კლუბში, სასმელი ვიყიდოთ. ეკუთვნის ერთი დაპატიჯება._მართალია მისი სახე სრულიად მოეცვა წვერს მაგრამ ღიმილი მაინც შესამჩნევი იყო. _კარგი._ჩემდაუნებურად წამცდა ბაგეებიდან და საკუთარი თავი წამით ვერც კი ვიცანი. მერე ბარათს ხელი დავავლე, ფეხზე წამოვხტი და უცნობს მივუახლოვდი. უცნობმა ჯიბიდან ფული ამოიღო, მაგიდაზე დააგდო და ისიც წამოდგა. ^^^ საშინლად დავთვერი. 25 წლის განმავლობაში ამდენი არასოდეს დამილევია. ან როგორ ვუძლებდი რომ გული არ ამრეოდა? ასე იყო თუ ისე, ფაქტი ერთია, იმ ღამით თავი დავკარგე. უცნობის კისერზე ჩამოკიდებული ვცეკვავდი და არ მადარდებდა რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. სასმელს სასმელზე ვაყოლებდი და ნელ-ნელა ვწყდებოდი რეალობას. დედამიწას გავშორდი და სადღაც პლანეტებს შორის დავიკარგე. ვეღარაფერს ვხედავდი, მხოლოდ ფერადი ვარსკვლავები ციმციმენდნენ ცაზე და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც ღამის სუსხმა მოიცვა ჩემი სხეული. მიუხედავად იმისა რომ აგვისტოს ბოლო იყო და საშინლად ცხელოდა ღამ-ღამობით მაინც იგრძნობოდა მომავალი შემოდგომის ოდნავი სიო რომელიც სასიამოვნოდ გიგრილებდა კანს. _მგონი შენს ბარათზე ლიმიტი ამოიწურა._მხიარულად მითხრა უცნობმა და ბარათი გამომიწოდა. _ძალიანაც კარგი!_შემოვძახე ომახიანად და ისე წავბარბაცდი რომ აუცილებლად ზღართანს მოვადენდი ძირს რომ არა უცნობის ძლიერი მკლავები._შენთან წამიყვანე…_მოულოდნელად აღმომხდა პირიდან. მივხვდი უცნობს ჩაეცინა. მერე მისი ხელი ვიგრძენი წელზე. _წავიდეთ._კმაყოფილმა წარმოთქვა და კლუბის კიბეებს დავუყევით. გზა უცნობის სახლამდე ბუნდოვნად მახსოვს, მხოლოდ მისი ფშტვენის ხმა, ფეხებთან გაჩერებული ტაქსი და მერე ტაქსში უცნაურად ჩამოწოლილი სიჩუმე მახსოვს. _რა გქვია?_სახლში შესვლისას ვკითხე უცნობს. _ჩუუუ!_მითხრა მან და წამიერად მომიქცია მის ხელებში. _მარტო არ ცხოვრობ?_ჩურჩულით ვიკითხე და შევეცადე სიბნელეში მის თვალებში ჩამეხედა. _არა._გაეცინა და ოთახის კარი ფეხით შეაღო. მერე ის მახსოვს რომ საწოლზე გადამაწვინა და თვითონ ჩემს ზემოდან მოექცა. ჯერ ცხვირი შემახო ცხვირზე და მისი ცხელი ჰაერი დამაფინა მთელს სახეზე, მერე კი ცალი ხელით ჩემს უკანალს ჩაებღაუჭა ცალი კი თმებში შემიცურა. _საშინლად ბევრი დავლიე._ალკოჰოლისგან და ვნებისგან გაბრუებულმა ძლივს ამოვილუღლუღე._საქმრო დამშორდა, ერთ კვირაში კი ქორწილი მაქვს… _ჩუ!_ისევ გამაჩუმა მან და სახე ძალიან ახლოს მოწია._ეგ ყველაფერი ხვალ დილისთვის შემოინახე, თავის გასამართლებლად. უცნობი ტუჩებზე დამწვდა და მხურვალედ მაკოცა. ამჯერად საბოლოოდ მოვწყდი რალობას და მის კოცნას ავყევი. ჩემი თითები მის თმებში იხლართებოდა და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვინთებოდი ვნებით. ერთიანად ვხურდი. ხელის მარტივი მოძრაობით გადამაძრო ჩემი წითელი სარაფანი, ბიუსჰალტერს ცხოველივით ეძგერა და ძირს ჩამოწია. მკერდი დამიკოცნ-ამილოკა და კარგად რომ დანაყრდა მუცელზე გადავიდა. _რა სასიამოვნო სურნელია…_ჩაილაპარაკა მან. ეს სასიამოვნო სურნელი ჩემი სუნამო იყო. რატომღაც ჩვევად მქონდა ჭიპზე, საცვლის თავთან და კოჭებზე სუნამოს მიპკურება, აღარაფერს ვამბობ მაჯებს, ყელსა და ყურის ძირებზე. ჯერი საცვალზე დადგა. კბილები სექსუალურად ჩაავლო და ძირს დაქაჩა. ენის წვერი მსუბიქად აასრიალა ფეხებს შორის. სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ასეთი რამ პირველად ვიგრძენი. _მისმინე…_ძლივს აღმომხდა._რასაც შენ აკეთებ… უფრო სწორად რასაც ჩვენ ვაკეთებთ… უნდა გავაკეთოთ. _სექს გულისხმობ?_ამომხედა მან და ცისფერი თვალები გამისწორა. _ჰო…_მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და ვიგრძენი ყურები როგრო ამიხურდა._არასოდეს მქონია… _ჰმ…_ჩაეცინა მას. მერე ფრთხილად შემახო ბაგეები მუცელზე და ზემოთ ამოიწია._უბრალოდ მოდუნდი, არაფერს გატკენ. პირიქით, ძალიან გესიამოვნება. აღარაფერი მითქვამს, უხმოდ დავემორჩილე და ისედაც ალკოჰოლით მოთენთილი სხეული უფრო მოვადუნე. თვალები დავხუჭე და სიამოვნების მისაღებად მოვემზადე. არ ვიცი იმის ბრალი უფრო იყო რომ ნასვამი ვიყავი თუ იმის რასაც უცნობი აკეთებდა მაგრამ მთელს სხეულზე ჭიანჭველები დაცოცავდნენ. თვალს გავახელდი თუ არა ყველაფერი ტრიალებდა და უნებურად ამოდიოდა ჩემი პირიდან სიამოვნებისგან ამოკვნესილი ბგერები. ფეხებს შორის ძლიერი ბიძგი ვიგრძენი. თავიდან შემეშინდა, მერე კი უცნობის სიტყვები გამახსენდა და დაძაბულობა მოვიხსენი. უცნაური შეგრძნები ერთმანეთის მიყოლებით, ფეიერვერკებივით ისროდნენ შუშხუნებს ჩემს მუცელში. ერთიანად ვკანკალებდი… ის იყო სამყაროს თავი დავაღწიე და სიამოვნების მორევში ჩავიძირე რომ უცნობის გაოფლილი, დაკუნთული სხეულის სიმძიმე ვიგრძენი. თვალები ნელ-ნელა გავახილე და ჩემს მკერდზე მისვენებული მამაკაცი შევათვალიერე. მერე ცალი ხელი თმებში შევუცურე, ცალი კი სახეზე დავადე. ამ პოზაშივე ჩაგვეძინა. ^^^ საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა დილით. ოთახიდან ბურუსი ნელნელა გაიფანტა და იქაურობას თვალი მოვავლე. “აქ რა ჯანდაბა მინდა?” გამიელვა თავში და ფეღზე წამოვხტი. იქვე მიგდებულ წითელ სარაფანს ხელი დავავლე და უცებ გადავიცვი. კარგად და გარკვევით შეიძლება არა, მაგრამ ბუნდოვნად მაინც მახსოვდა წინა ღამე. ისიც ვიცოდი ვიღაც უცნობთან ერთად კლუბში რომ გავერთე და შემდეგ ქალიშილობა ჩავაბარე მისივე სახლში მაგრამ იქედა როდის წამოვედი და ჩემი საუკეთესო დაქალს როდის მოვაკითხე სახლში საერთოდ ამოვარდნილიყო ჩემი მეხსიერებიდან. ბანცალ-ბანცალით გავედი სამზარეულოში და იქ მოფუსფუსე ნინა შევათვალიერე. გაზქურიდან ყავა გადმოდგა და დამინახა თუ არა თვალები შუბლზე აუვიდა. _შენ აქ რა გინდა?_გაოცებულმა იკითხა. _არ ვიცი…_თავზე ხელი მოვისვი და მივხვდი ჩემი წაბლისფერი თმა საშინლად მქონდა გაჯეჯილი._არც კი მახსოვს როდის მოვედი. _მეც არ გამიგია არაფერი…_ისევ გაკვირვებული თვალებით მაკვირდებოდა ნინა._არა, ღამით კი გავიგე კარის ხმა, მაგრამ მეგონა სოსო დაბრუნდა. _სოსო?_ამჯერად მე გამიფართოვდა თვალები._შენი ძმა სოსო? _ჰო._გაეცინა მას._აბა მე სხვა სოსოს არ ვიცნობ._მხრები აიჩეჩა. _მოიცა, შენი ძმა სოსო, რომელიც 10 წელია არ გინახავს? _ჰო!_ამჯერად დამაჯერებლად მითხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა._გუშინ დილით ჩამოვიდა. ძლივს ვიცანი… ძალიან შეცვლილია. _შემთხვევით გრძელი თმა და წვერიც ხომ არ აქვს?_ღრმად ჩავისუნთქ და დიდი იმედები ჩავისახე რომ უარყოფით პასუხს მივიღებდი. _ჰო… შენ საიდან იცი?_გაეცინა ნინას, თუმცა ჩემი გამომეტყველების შემჩნევისას ღიმილი სახეზე შეეყინა. _მგონი წუხელ შენ ძმასთან ვიწექი…_სხვათაშორის ჩავილაპარაკე. _რა???_შეიყვირა ნინამ. ყვირილი და კარის შემოღება ერთი იყო. _ვა გოგონებო… გაიღვიძეთ?_პარკებით ხელში შემოაბიჯა სოსომ. თანაც ვაჟბატონს უკვე მოესწრო თმის გაკრეჭაც და წვერის გაპარსვაც._ბორჯომი მოვიტანე._გადმომხედა მე._გუშინდელის მერე მოგიხდება ინგა. ინგაო რომ დამიძახა სწორედ მაშინ გადამეფარა ბინდი თვალებზე. წამიერად მოვწყდი ჩემს ადგილს, სოსოს მივუახლოვდი და ისეთი მწარე სილა გავაწანი ლამის ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან. _შენ ხომ არ გაგიჟდი?_შეიბღავლა მან და პარკები ძირს დააწყო._მეორედ ეგ არ გაბედო! _იცოდი ვინ ვიყავი და მაინც მომიყვანე აქ?_ისე ვიყავი გამწარებული ლამის ყურებიდან ცეცხლი გამომდიოდა. _არ ვიცოდი!_დამიყვირა მან._ამ დილით მისაღებში სურათები ვნახე შენი და ნინასი და მაშინ მივხვდი ვინც იყავი…_ნელნელა დაუწია ტონს. _სიტყვებს ვერ ვპოულობ._გაოცებულმა წაიბურტყუნა ნინამ. _ისე ირონიულია შენი პირველი კოცნაც და შენი პირველი მამაკაციც მე რომ აღმოვჩნდი. _რა?_ისევ ნინას გაოცებული ხმა._რა პირველი კოცნა?_მომაჩერდა მე. _სხვაში ამერია, ეგ არ ითვლება!_თვალები გადავატრიალე და მომაკვდინებელი მზერა ვესროლე სოსოს. _ინგა!_მკაცრად შემომძახა ნინამ. _ოოოო…_ხელი ავიქნიე და სკამზე ჩამოვჯექი._ხომ გახსოვს მეცხრე კლასში მეჯლისი რომ მოვაწყვეთ შენი სახლის ეზოში. ყველას მასკები გვეკეთა. შენი ძმაც იქ ყოფილა თურმე. მაგას და ლუკას ერთნაირი მასკები ეკეთათ და როდესაც ჩემსკენ საკოცნელად გამოიწია სულაც არ გამიწევია წინააღმდეგობა. _მასკები რომ მოვიხადეთ არც მაშინ გითქვამს უარი…_სხვათაშორის ჩაილაპარაკა სოსომ და სიცილი წასკდა. _ჩაიგდე ენა!_დავუყვირე მე. _გუშინ კი ალბათ შენს საქმროში აგერიე, რესტორანში რომ ყველას წინაშე მიგატოვა. _რა?_ისევ ნინას გაკვირვებული ხმა. _ჯანდაბა, გაჩუმდები ოდესმე?_გამწარებულმა გავხედე სოსოს. _რა მოხდა?_არ ნებდებოდა ნინა. _სხვა შეუყვარდა!_აკანკალებული ხმით წარმოვთქვი. მერე ისევ სოსოკენ გავიხედე და მთელი ზიზღით შევათვალიერე._10 წლის წინ ნერვებს რომ მიშლიდი შენი სარკაზმული კომენტარებითა და უაზრო ხუმრობებით საშინლად არ მომწონდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა, მე-ზი-ზღე-ბი!_დავუმარცველ ბოლო სიტყვა. სოსოს სიცილი წასკდა. _რა გაცინებს?!_ამჯერად ნინამ შეუყვირა._გადი რა შენს ოთახში. _ვახ, მძიმე არტილერია ჩერთო საქმეში!_დამცინავი მზერა გამოკრთა მისი თვალებიდან._კარგი, მე გავალ თქვენ კი გული ჯერ ჩემი ლანძღვით იჯერეთ, მერე ინგას საქმროს ლანძღვით და საბოლოოდ ტირილით გამოიგლოვეთ ერთი კვირით ადრე ჩაშლილი ქორწილი. მაგ ყველაფერს რომ მორჩებით მერე შეგიძლიათ საჭმელი გაამზადოთ და დამიძახოთ!_უდარდელად ჩამოგვიყალიბა აზრი და ასევე უდარდილი ნაბიჯებით გაუყვა თავისი ოთახისკენ გზას. _იდიოტი!_მივაძახე უჟმურად. _____ გავაგრძელო? რას იტყვით? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.