დედიკონა
დედი დედიკო, დედაზე მეტად მიყვარხარ დედი იცი როგორ მიყვარხარ, იცი დედი როგორც მახსენდება შენი სურნელი, დედი იცი მენატრები დედი იცი შენი სურნელი მენატრება, დედი იცი როგორ მცხვენია შენ თვალზე ცრემლები, დედი იცი როგორ მიმძიმს სული როდესაც ტირი ჩემ გამო, დედი ხო იცი არ გიჯერებ მაგრამ დედი მიყვარხარ ცხოვრებაზე მეტად, დედი ხო იცი რო შენ გამო სიცოცხლეს დავთმობ, დედი გახსოვს ჩემი პირველი სიტყვა გახსოვს მაშინ პირველად რო დედა დაგიძახე როგორ გაგიხარდა... იცი დედა პირველად რო შეგამჩნიე ჭაღარა შემეშინდა შემცხვა ვიცი ჩემ გამო შემოგეპარა ეს ოხერი, იცი როგორ მტკივა გული... იცი დედი შენზე მეტად არცერთი ქალი არ მიყვარდა, იცი დე ეს სიტყვა დედა დედულეთი დედიკონა იცი როგორ მიყვარს იცი შენი ჩახუტება მენატრება ისევ ისევ ვიტყვი მენატრები, იცი დედა მოვდივარ შენ საფლავთან სულ შენთან შენ საფლავთან მოვდივარ... ვლოთობ მთვრალიც შენ საფლავთან მოვდივარ წვიმიან და ქარიან ამინდშიც მთვრალი შენ საფლავთან ვიძინებ ვკვდები მცივა ვიყინები მაგრამ შენ საფლავთან რო დავწვები თითქოს შენს ვგრძნობ ხელს გვერდით თან ამ დროს ჩამესმის ხმა დედი წადი სახლში არ გაცივდე და სხვა დროს მოდი შვილო... ცრემლი მადგება რო ვიხსენებ თუ რამდენჯერ გაწყენინე, დედი ვნანობ ამ ყველაფერს და გული ვარდება საგულედან დღეს ყველაფერს დავთმობდი შენ გამო ერთი ჩახუტება ერთხელ ისევ შენი იავნანის სიმღერა, შენი იავნანა ჩამესმოდა როგორც გალობა ღვთისა და ანგელოზთა იცი დედი შენი ხმა მენატრება მენატრება ის დღეები როცა პატარა ვიყავი და შენს გვერდით ვიყავი, გახსოვს როცა კუდს მეძახდი კი დე მართლა მენატრები მართალი ხარ სულ გვერდით ვიყავი მაგრამ რო გავიზარდე სხვასთან ვიყავი მაგრამ მაშინაც მენატრებოდი იცი დედი ვნანობ რო შენთან უფრო დიდ ხანს არ ვატარებდი... მახსენდება როცა სახლში არ მოვდიოდი შენც არ გეძინა დედი ამის გამო ბოდიშს ვიხვდი მაგრამ უკვე რაღა დროსა უკვე გვიანია და ცრემლი მადგება როცა დედიკოს სადღეგრძელოს ამბობენ მე ხო შენ დაგკარგე მე ხო შენ ვერ გაგახარე ხო დამნაშავე ვარ რო სულ შენთან არ ვიყავი იცი შენი სიცოცხლე ჩემ სიცოცხლეს მირჩევნია, დღეს მე ხო მხოლოდ ლეში ვარ ამ ქვეყანაზე მეც მოვკვდები და მოკვდება ჩემი შთამომავლობა, იცი ცოტაც რო ყოფილიყავი ჩემთნ ყველაფერი შეიცვლებოდა დედი შენ ხო ჩემი შვილები და შვილიშვილები უნდა დაგეზარდა მაგრამ დედი რატო წადი რატო დამტოვე ამ სასტიკ ცხოვრებაში ამ დაუნდობელ ხალხთან ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.