შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1897


1-08-2017, 23:29
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 282

ბერლინი.
1897 წლის 23 ნოემბერი.
თომასის გარდაცვალებიდან 405 დღე.

ლონდონში ხშირად წვიმს.დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი.საღამოს გემით უნდა წავიდე მონატრებულ ქვეყანაში.ფანჯარას ოდნავ ვაღებ,ისე რომ წვიმის წვეთებმა ოთახში ვერ შემოაღწიონ.ფინჯან ყავას ხელში ვიღებ სავარძელში ვჯდები და გავყურებ უსასრულო სივრცეს.ჩავფიქრდი.და ჩემი ფიქრები ისევ მას მისწვდა.ვიხსენებ თომასის სახეს,ტანს,ხმას,სიმაღლეს.მახსენდება მისი უსულო სხეული როგორ გდია მიწაზე.ვცდილობ,ვცდილობ არ დამავიწყდეს მაგრამ დღითი-დღე ჩემი მოგონებები მისდამი სადღაც ქვეცნობიერში იკარგება.თითქოს ტვინს არ სურს ყველაფერი თანმიმდევრობით დავალაგო და გავიგო სინამდვილეში რა და როგორ მოხდა.მახსენდება მისი მკვლელობის ღამე...კარზე კაკუნია.ნელა,აუღელვებლად ვდგები და სახელურს დაბლა ვწევ.
-გამარჯობა. მესალმება ჯონი და მიღიმის.
პასუხს არ ვცემ თავს ვუკრავ და ამით გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას მისდამი.
-მართალია რომ მშობლირ ქვეყანაში ბრუნდებით ტეს?
-დიახ ჯონ.
დუმს.ორიოდე წუთი მიყურებს შემდეგ ტრიალდება და მიდის.
ჩემოდანს ვალაგებ.გარეთ გავდივარ,გამოძახებულ ტაქსში ვჯდები და გავყურებ ისევ იმ უსასრულო სივრცეს.
-თქვენი ბილეთი მემ. მეც უსიტყვოდ ვუწვდი პატარა ოთხკუთხედ ქაღალდს სადაც თარიღი და კაიუტის ნომერია მითთებული.
-ყველაფერი რიგზეა.ქალბატონს გიდობა გაუწიეთ სერ ნიკოლას.
კაციც თავს უკრავს.ჩემოდანს მართმევს და მონდომებით მიხსნის ყველაფერს.
-და ბოლოს დანიშნულების ადგილას დაახლოვებით 2-3 კვირა ვიქნებით.თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო შეიძლება უფრო ადრეც.მიღიმის.კაიუტასთან ჩემოდანს ტოვებს და სწრაფად უჩინარდება.
კაიუტაშ შევდივარ.საკმაოდ მყუდრო და პატარაა.საწოლზე ვჯდები და უკანასკნელი ატლანტიდელის კითხვას ვაგრძელებ. წიგნს გვერძე ვდებ.ჩემი გამოთვლებით ერთი საათი გავიდა რაც გემმა ზღვაში შეცურა.მოსასხამს ვიღებ და გარეთ გავდივარ.კაპიტანს თავს ვუკრავ ისიც იმავე მოძრაობით მესალმება და მალევე სცილდება ადგილს.ბორტზე ავდივარ.იმის მიუხედავად რომ გარეთ საკმაოდ ცივა გემის კიდესთან მივდივარ და ჰორიზონტს გავყურებ.ისევ თომასი..მახსენდება მისი მშვიდი,ფერმკრთალი სახე..
-ნებას მომცემთ?!
ფიქრებიდან მამაკაცის ხმას გამოვყავარ და მისკენ ვტრიალდები.მაღალია დაახლოვებით 1.87.შავი თმა,მწვანე თვალები,ოდნავ კეხიანი თუმცა მაინც აპრეხილი ცხვირი.ლეიტენანტია ამას სამხედრო ფორმიდან ვხვდები.ცაციაა.მის ხელს ვუყურებ რომელიც ჩემსკენ აქვს გამოწვდილი.მეც ხელს ვუწვდი ის კი ნაზად მეამბორება და სწორდება.
-ლეიტენანტი ადრიან გრანტი!
-ტეს მორგანი.სასიამოვნოა ლეიტენატო
-ასევე.მიღიმის შემდეგ მესაუბრება რაღაც თემებზე თუმცა მე ისევ ჰორიზონტს გავყურებ.შიგადაშიგ მოკლე მოკლე პასუხებით შემოვიფარგლები როგორიცაა კი ან არა.
-უხეშობაში ან უზრდელობაში არ ჩამომართვათ ლეიტენანტო მაგრამ დღეს საკმაოდ რთული დღე მქონდა.ვშიშობ უნდა დაგემშვიდობოთ.
-სასიამოვნო იყო ტეს თქვენი გაცნობა.ფრიად მოხარული დავრჩები ხვალ დილით თუ საუზმეზე შემომიერთდებით.
-მადლობთ მისტერ გრანტ.
მამაკაცი თავს მიკრავს იმავე ჟესტით მეც ვემშვიდობები და ჩემი კაიუტისაკენ მივისწრაფი.კარს ვკეტავ.ვიცვლი და საწოლშ ვწვები.თვალებს ვხუჭავ.ისევ კოშმარი.ამჯერად უინ-სტთრითის 5 ნომერში ვართ.თომასი და ჯონი.მგონი ჯონია.ჩემსკენ ტრიალდებიან.შევცდი ეს თომასი და ადრეანი არიან.მე კი გაუაზრებლად ვიღებ ავტომატს.ჯერ თომას ვესვრი შემდეგ კი ლეიტენატ გრანტს.მინდა ვიტირო,ვიყვირო თუმცა ხმას ვერ ვიღებ.უცბად თვალებს ვახელ და ისევ 70-ე კაიუტაში ვარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent