ფერები ?! ...19...
არვიცი ჩემი პასუხის შემდეგ დათანხმდა თუ მანამდეც თანახმა იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ალექსი მართლაც წავიდა საზღვარგარეთ. არ გამიცილებია... ალბათ იმიტომ, რომ არ ვემშვიდობებოდი... ვცდილობდი ჩემ პატარაზე მომეხდინა კონცენტრაცია და მასთან მიმეტანა ის დამატებითი სიყვარული, მონატრება, სევდა თუ ნაღველი, რომელსაც ალექსის დანაკლისით განვიცდიდი.თავს ვარწმუნებდი რომ რამდენიმე თვე მალე გაივლიდა, თუმცა ყოველი დღე იმაზე დიდხანს იწელებოდა, ვიდრე მეგონა. მხოლოდ ლიზის ვუცინოდი ხოლმე, ტელეფონს დღეში იმდენჯერ ვამოწმებდი, ორჯერ დატენვა ჭირდებოდა ალბათ. თავიდან ერთი კვირის მერე დამირეკა, გამეხარდა?! -უზომოდ. ვიფიქრე ცოტა მონატრება მომეშვებათქო მაგრამ პირიქით მოხდა. მისი ხმის გაგებისთანავე უფრო გამიძლიერდა ნოსტალგია. ოთახში ჩავიკეტე და იმდენი ვიტირე, სანამ თვალები არ დამისივდა. ყოველდღე ვერ მირეკავდა, თუმცა ორი ან სამი დღის ინტერვალით ყურადღებას არ გვაკლებდა მე და ჩემს პრინცესას. ერთ-ერთ საღამოს, იზის ვაჭამე და დავაძინე. მეც დაწოლას ვაპირებდი, ტელეფონის ხმა მომესმა, სასწრაფოდ დავწვდი და მხიარულად ჩავსძახე -ალექს, როგორ ხარ? -კარგად იზი, თქვენ როგორ ხართ? -კარგად... აბა როგორ მიდის საქმეები? -საქმეები კარგად მაგრამ... -რამე მოხდა?-ხმა დამისერიოზულდა მეც -ერთი წელი მტოვებენ იზი... მაგრამ... მენატრებით-ორი თვის მანძილზე პირველად გავიგე მისგან ეს სიტყვა და გულში სითბო ჩამეღვარა, მაგრამ მაშინვე ჩაანაცვლა სიცივემ, როგორც კი მოსმენილი გავიაზრე. ხმა ვერ ამოვიღე... გულმა დარტყმებს მოუხშირა, თითქოს მეუბნეოდა "აი ხომ გაფრთხილებდიო" . სუნთქვა შემეკრა ისე მინდოდა ახლა მისი ჩახუტება. ლიზის გადავხედე,უდარდელად ეძინა, ტელეფონი მხრით დავიჭირე ყურთან მიტანილი და ბავშვს დავწვდი,ჩემს საწოლში გადავიყვანე, გვერდით დავიწვინე და ჩავეხუტე -იზი...-ჩუმად დამიძახა და მივხვდი მასაც უჭირდა. -დარჩი ალექს, მალე გავა ერთი წელი. -მალე? მალე ეგ იყო რომ თქვი-ღრმად ამოიოხრა -კარგი წავედი, ლიზის აკოცე. დაგირეკავ თუ რამე შევცვალე-სევდიანი ხმით მომიგო და გამითიშა. ის ღამე ტირილში გავატარე... მაინც რა ცუდია იმედგაცრუება, ეს ორი თვე სასჯელი იყო ჩემთვის, ვფიქრობდი რომ როგორც იქნა გავლიე-თქო და ახლა კიდევ ერთი წელი... ვერასოდეს ვერ ვუგებდი ქალებს, რომელთა ქმრებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ახლა კი მთლად შევიგრძენი მათი სევდა და დარდი. გული დამიმძიმდა. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ არც ვიცოდით ერთმანეთის რა ვიყავით, მაინც საშინლად არ მეთმობოდა უცხო ქვეყნისთვის. ბევრი ტირილის, წუწუნის და წრიალის შემდეგ მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი. ჩამოვიდოდა თუ არა უნდა გამერკვია ჩვენი ურთიერთობა, ყველაფერს თავის სახელი დაერქმეოდა და იმედი მაქვს ჩემი გულიც მოისვენებდა... არ მახსოვს ის ერთი წელი როგორ გავლიე, მარტო ლიზით ვარსებობდი და ვცოცხლობდი,ხოლოდ ლიზი მიხალისებდა დღეებს. ჯერ სიცილი ისწავლა, მერე თამაში... ერთი სული მქონდა ტიტინს როდის დაიწყებდა. გვერდიდან არ მშორდებოდა ლელაც. -იზი ასე მგონია, ეს ბავშვი ლაპარაკს უფრო ადრე დაიწყებს ვიდრე ჩვენ გვგონია-დასკვნა გამიზიარა ერთ-ერთ დღეს დაქალმა -ლელ, რაც ჩვენთან ხარ ხოლმე, წუთი გავა ისე, რომ არ ესაუბრო? ისწავლის შენს ხელში აბა რა იქნება? -ჩემო პრინცესა მგონი დედიკომ გაუბერა. შენისთანა წერტილს როგორ არ უნდა ველაპარაკო? -ისევ ბავშვს მიუტრიალდა და ეს პაწაწინაც ისეთი გაფართოებული თვალებით უყურებდა თითქოს ესმის რამეო. ყოველ მეორე დღეს გვირეკავდა და გვკითხულობდა. მეც ვიდეოებს ვუღებდი და ვუგზავნიდი. ვხვდებოდი მასაც უჭირდა მაგრამ არ ვიმჩნევდი. ვცდილობდი მისთვის უფრო ასატანი ყოფილიყო იქ ყოფნა. ჩემი პაწაწუნა 5თვის ხდებოდა, ნათლიამისმა მეორე "წერტილის" ამბავი, რომ შეგვატყობინა. ძალიან გამიხარდა... უზომოდ... -ლელ სახელზე არ გიფიქრია? ლიზი ხალიჩაზე დავსვი და სათამაშოებიც დავუყარე -არვიცი იზი ჯერ. მნიშვნელობა არ აქვს ბიჭი იქნება თუ გოგო, მაგრამ სახელი არცერთისთვის მოგვიფიქრებია -მე გეტყვი... ტყუპები იქნება-სიხარულით წამოვისროლე პირზე მომდგარი სიტყვები -მერე შენ მომეხმარები გაზრდაში. მამამისს თუ დაემგვანენ სიცელქეში მე გავიქცევი სახლიდან-სერიოზულად განაცხადა და ლიზისთან წამოგორდა -სად დაწექი გოგო, საწოლი არ მაქვს?- ვაბუბრაზდი ვითომ -იზი ეს ბატი-ბუტი ვის გავს?-სერიოზულად მკითხა და ლიზის დააკვირდა. გულმა უსიამოვნოდ გამკრა, მოვიღრუბლესავით და ლელას სევდიანად შევხედე -იმედი მაქვს იმას არა!-ჩუმად, მაგრამ მკაცრად ვთქვი და ფეხზე ავდექი... ჩემგან განსხვავებით ლელას გართულებული ორსულობა ქონდა, რის გამოც ხშირად ვერ გამოდიოდა გარეთ. ან ეძინა, ან ცუდად იყო ხოლმე. დიდი მონდომებით ვუღებდი ვიდეოებს ჩემს პატარას. როგორ ისწავლა ხოხვა, როგორ თქვა პირველად პაპა... ხო არ გაგიკვირდეთ, დედას მაგივრად პაპა თქვა. არ მწყენია, ან რატო მეწყინებოდა. ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ვისწავლე ღიმილი. კარგ ამინდში გარეთ ვასეირნებდი... ერთად ვასუფთავებდით ჩემი მშობლების საფლავს, მართობდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რომ არა ლიზი, ალბათ გავგიჟდებოდი, ვერ ვისუნთქებდი, ვერ გავძლებდი... ის იყო ჩემი წამალიც და მკურნალიც. 10 თვისამ სიარულიც შევძელით. მთელი ჩემი ცხოვრება ალბათ იმად ღირდა, რომ მისი აღფრთოვანებული, დიდრონი თვალები სიხარულით შემოეხედა. თვალებში ჩახედვისას ვხვდებოდი რომ ის იყო ჩემი ყველა'ფერი, უნდა დაგენახათ, რომ გეგრძნოთ მისი გრძნობები... იმ საღამოსვე დაგვირეკა ალექსიმ -იზ როგორ ხართ?- დაღლილი ხმით მკითხა -კარგად ალექს შენ? იჩი ძია ჩვენ სიარულიც ვისწავლეთ-ბავშვის ხმით ჩავძახე და ლიზიც დავანახე -ჰეი ლიზი, რამხელა გოგო გაზრდილხარ უკვე... იზი არ გიჭირს მარტო?-სევდიანი ხმით დააბოლოვა წინადადება -შენ გიჭირს ალექს? -მალე ჩამოვალ-ჩუმად თქვა და ოდნავ სევდიანად გამიღიმა -დაღლილი ჩანხარ ალექს. მიდი დაისვენე და მერე შემეხმიანე კიდევ-ღიმილით ვუთხარი და ვეცადე აღელვება არ შემემჩნია. -ცოტა ხანს მელაპარაკე რა -მიდი დამიჯერე. თან მეც ლიზის დავაძინებ-ფართოთ გავუღიმე და დავემშვიდობე. გათიშვა და ჩემი ცრემლების ზღვა ერთი იყო. ვერ ვაჩვენებდი, ვერ დავანახებდი ჩემ მონატრებას, ვიცოდი ჩამოვიდოდა, მე კი არ მინდოდა ჩემს გამო ამდენი დაეკარგა. ცოტა ხანში შედარებით დავწყნარდი, ლიზი ხელში ავიყვანე და საძინებლისკენ წავედი. დასაძინებლად გამოვაწყე და საწოლში ჩავაწვინე. მალევე დაიძინა... ტკბილად და ბავშვურად. აი მე კი საერთოდ ვეღარ დავიძინე, ყოველი თვალის დახუჭვაზე, ალექსი მედგა წინ და მიღიმოდა. მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა და ისიც ლიზიმ აღარ დამაცადა. ბოლო რამოდენიმე თვე როგორ გაიწელა ვერ გეტყვით. ყოველდღე უფრო და უფრო მენატრებოდა. მინდოდა მხოლოდ შორიდან მაინც დამენახა, ესეც დამაკმაყოფილებდა, მხოლოდ თვალებს შეძლებოდათ მისი დანახვა. ყოველდღე მის მონატრებას ლიზისთან ვკლავდი, გაუჩერებლად ველაპარაკებოდი ალექსიზე და ამით მივაღწიე იმას, რომ უკვე წლის ბავშვმა ყველაფერი იცოდა ალექსზე და სანამ მე ვეტყოდი რამეს, მანამდე თავად იწყებდა. -დე... შანდლო... მე...-წინადადებას ვერ აბავდა თუმცა კარგად მახვედრებდა რა უნდოდა -სანდრო მალე ჩამოვა და ახლოდანაც გნახავს სიხარულო. ეს გინდა?- ღიმილით დამიქნია თავი და ჩამეხუტა. -ლიზ დღეს ვისია დიდი ტორტი? -ვიჩი -მიპასუხა მაგრამ ეს უფრო არ ვიცის ნიშნავდა. კარგი მოდი გაჩვენებ. მაცივარი გამოვაღე და დიდ ბარბის ტორტზე ვანიშნე, დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები და ტაში შემოკრა -მეე... მეე.. დედა მეე -კი სიხარულო შენია... მარტო შენი -გავუღიმე და ლოყები ჩავუკოცნე. ბოლო ორი დღე იყო ალექსთან არ მოსაუბრია, არ დაურეკავს. არ ვიცი რატომ მაგრამ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. ალექსი არ იყო ისეთი ადამიანი ვინც სიტყვას გადავიდოდა თავის ნებით. კარზე ზარის ხმა იყო, თან ისეთი გაბმული რომ მაშინვე მივხვდი ორნი იყვნენ ერთად. -ლელა მაგ თითებს მოგამტვრევ. იქნებ ბავშვს ეძინა? -აუ რა უჟმური გახდი რა-არც მომესალმა მაშინვე სახლში შემოიჭრა -დიდი ხანია აღარ გაწუხებს ტოქსიკოზი?-ოდნავ ჩავიცინე და უკვე კარგად გაბერილი, სახლში შევატარე. -რავა ხარ ცოლის და? ბავშვის ბრალია გადაუვლის-ფართოდ გამიღიმა და გადამკოცნა ნუგომ -შენ რავა ხარ ძმა?-მხარზე ხელი დავკარი და კარიც მივხურე -ნათიიიი-წივილით წამოხტა ჩემი გოგო და ლელას ჩამოეკიდა -ნათლია შეგჭამს შენ ახლა ჩემო ბუშტო, დაიცა დავჯდეთ ჯერ-ამოიოხრა და დივანზე ჩამოჯდა. ლიზი მუხლებზე დაისვა, ჯერ გემრიელად ჩაკოცნა და დიდი პარკები, რომელიც აქამდე ნუგოს ეკავა, ლიზის გაუწოდა. -ჩემო პრინცესა მე ვინ ვარ?-სიცილით კითხა ლელამ -ნათიაა-სიცილითვე უპასუხა ლიზიმ -არა კნოპკა, ნათლია, ნა თლი ა-დამარცვლით და ნელა უთხრა თითქოს ასე უფრო იოლი იყო -ნა თია-ბავშვმაც შეძლებისდაგვარად დაუმარცვლა და სიცილის ტალღაც დაგვატყდა... -ლიზ მოდი ჩემთან-ახლა ნუგომ გადაინაცვლა ბავშვი- პატარა აბა მე დამიძახე-იმედიანად უჩურჩულა -ძიაააა-კი არ თქვა, დაიყვირა -უხ როგორ მიყვარხარ-ახლა ნუგომ ჩაკოცნა და გადმომილოცა ჩემი ბუშტი -დე... შანდლო?-გაკვირვებული თვალებით მკითხა პატარამ და პარკებში ძრომიალი განაგრძო. გული ჩამწყდა, რომ აქამდე მისთვის ნათქვამი "მალე მოვა" ტყუილი გამომდიოდა. -ოხ! სანდროს ხო კარგად ამბობ პატარა ტარტაროზო, ნათლია ვერ გითქვამს?-მოჩვენებით იწყინა ლელამ. სამეული მისაღებში დავტოვე და სამზარეულოსკენ გავემართე, ნელ-ნელა დავიწყე მაგიდის გაშლა და თან გული მწყდებოდა უალექსოდ რომ ვხვდებოდით ლიზის პირველ წელს. პატარა ოთახებში დარბოდა და როგორც იტყვიან ფეხებში მებლანდებოდა. ვინაიდან ბევრს არავის ვიცნობდი, ვისაც ვიცნობდი (ნათესავებს) ჯობდა არ მყოლოდნენ, ამიტომ ჩვენს წრეში გადავწყვიტეთ ლიზის გახარება. სუფრა გავშალე და ტორტიც გამოვიტანე. მაშინვე გამოექანა ჩემი პრინცესა, გაბრწყინებული, აწყლიანებული თვალებით. -დე ჩააქრე-ღიმილით ვუთხარი -დე ალა... შანდლო?-კითხვით სავსე მზერა მომაპყრო -ასე პატარამ რა იცი სანდრო ვინაა კაცო? -ხუმრობით ცადა ლელამ სიტუაციის განმუხტვა. ტორტი მაგიდაზე დავდე და ლიზისკენ ჩავიმუხლე -ჩემო ლამაზო... დე შენ ხომ დიდი გოგო ხარ? ალექს არ ეცალა ალბათ. ვერ მოახერხა დედი, თორემ შენ ხომ იცი მოვიდოდა აუცილებლად-შუბლზე ვაკოცე და გავუღიმე -კაქი-თავი დამიქნია და გამიცინა. ის იყო ტორტი უნდა ამეღო რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. მაშინვე კარისკენ წავედი, ალბათ გულის სიღრმეში ველოდებოდი სტუმარს. -იზიიიკოოო რავა ხარ?-ჩვეული პოზიტივით, მიუხედავად იმის, რომ სულ მეორედ ვნახე, მაინც შემოყო თავი და გააზრებაც არ მაცადა ისე გადამკოცნა -კარგად... გიგა მგონი ხომ? -დაბნეულად ვკითხე -კი შემოგევლე გიგა ვარ, ეს კი ჩემი მეგობარია სესი-მიმითითა მის გვერდით მდგარ, სასიამოვნო გარეგნობის გოგონაზე -გამარჯობა იზი, სასიამოვნოა შენი გაცნობა, ბოდიში რომ შემოგეჭერით-მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ -არა რას ამბობთ, მობრძანდით... უბრალოდ გამიკვირდა ჩემი მისამართი საიდან თან დღეს...-დაბნეულად ჩავილაპარაკე -შემთხვევით არაფერი ხდება მშვენიერო-ცხვირზე ხელი დამკრა გიგამ და მისაღებში გაუჩინარდა-აბა ჩემი პატარა გოგონა სადაა? ლიზიკოოო-მხიარულად შევარდა ოთახში და იქ მყოფებიც გამოაშტერა -მოკლედ მე გიგა ვარ, იზის მეგობარი. ეს ჩემი მეგობარია სესილი. თქვენი სახელი? -წყვილს მიმართა -ნუგო ძმა... სასიამოვნოა-ხელი ჩამოართვეს და მხარზე ხელი მონდომებით დაარტყეს ერთმანეთს. -ეს ჩემი მეუღლეა, ლელა-ლელაც ძლივს წამოიმართა ფეხზე, ღიმილით. -ერთი წუთით... ჯერ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაგრამ... თუ იზის მეგობრები ხართ, მე რატომ არ გიცნობთ?-კითხვით სავსე მზერა არ დაუშურებია დაქალს -მოკლედ- როგორც ყოველთვის, ახლაც თავის თავზე აიღო,ვიტარების გარკვევა გიგამ-თქვენი მეგობარი არის... მოკლედ ჩემიც არის რა-თავზე ხელი გადაისვა და სესილის გახედა, შემდეგ კი მე შემომხედა. მის დაბნეულობაზე ცოტა გამეცინა -მოკლედ, გიგა ალექსის ძმაკაცია და პირველად მასთან ოფისში ვნახე-განვუმარტე ყველას და ლიზი ავიყვანე ხელში. -დე შანდლო?-იკითხა ისევ ჩემმა ცნობისმოყვარე ბაჭიამ -ვაიმე შენი ჭირიმე, შანდლო შანდლო მალე ჩამოვა ლაიკო?- გამაჩერა გიგამ და ბავშვი გამომართვა. მაგიდასთან შევიკრიბეთ ისევ. საოცრად მხიარული ადამიანი აღმოჩნდა გიგა. გვამხიარულებდა და გვაცინებდა მაგრამ ალექს მაინც ვერ მავიწყებდა, ასე მეგონა მისი მონატრება უკვე სხეულში მქონდა გამჯდარი,თუმცა ლიზის გამო მაინც ვიცინოდი. ყავის გასაკეთებლად გავედი სამზარწულოში, სესილი რომ შემომყვა -იზი, არვიცოდით ლიზისთვის რა შეგვერჩია, სათამაშო კი წამოვუღეთ, მაგრამ მე მაინც სხვა მინდოდა. ცოტა რომ გაიზრდება, გამეხარდება თუ გაუკეთებ-ღიმილით მითხრა და პატარა ყუთი გამომიწოდა, სადაც პატარა ვერცხლის კულონი ბზინავდა, წითელი მინანქრის ასოებით "ლ-იზი". ისე მომეწონა რომ თვალები ამიბრჭყვიალდა -სესი...ეს ძალიან ლამაზია, არ ხარ ვალდებული.ამას ვერ გამოგართმევ -იზი, მე გიგას მეგობარი არ ვარ, ანუ ჩვენ კი ვართ მეგობრები მაგრამ... მე ალექსის და ვარ-ღიმილით ამიხსნა და დამაკვირდა. ჯერ გამიკვირდა, მერე მესიამოვნა, შემდეგ კი ავღელდი... -ვიცი გაგაოცე მაგრამ... სანდრომ მითხრა, რომ ვერ ახერხებდა და უნდოდა მე მაინც მოვსულიყავი შენთან... იმედია ცუდად არ გამიგებ -არა რას ამბობ სესი-ჩუმად ჩავილაპარაკე და არ მახსოვს როგორ შევიკავე თავი რომ არ ავბღრიალებულიყავი. მიუხედავად იმის, რომ ვერ ახერხებდა,მაინც ჩემზე ფიქრობდა და უნდოდა მისი ნაწილი, ყოფილიყო ჩემს გვერდით. კიდევ უფრო ავამაღლე ჩემს გონებაში და ვიგრძენი რომ ავკანკალდი. რთულია ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგო? რთულია მისი ფიქრები, დაბადებისთანავე გამოიცნო? დაბადებიდან უნდა დაგყვეს ეს უნარი? რატომ მე ვერ ვხდებოდი, როდის რას აპირებდა, რა უნდოდა? რა იცოდა მე სად ვიყავი? არაფერს მეუბნეოდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა... მაგრამ მაინც ძნელია შენი გულის ფეთქვას მაშინ უსმენდე, როცა ათეული და ათასეული კილომეტრი გაშორებს მისგან... ჩემი გულის... იმ გულის არა,მკერდში, რომ მიცემდა. გულის რომელიც მე მეკუთნოდა, ჩემი იყო მაგრამ სხვას ქონდა. ძნელი იყო გაფრთხილება... ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი... ტორტიც საზეიმოდ დავჭერით... ჩემს პრინცესას ალექსი ვერ მივართვი დაბადების დღეზე, მაგრამ მაინც უზომოდ მიხაროდა მისი აჟუჟუნებული, გახარებული თვალები. ცოტა დავლიეთ კიდეც გოგონებმა, ბიჭებმა კი ჩვენზე მეტი. ალბათ ღამის თორმეტი საათი იქნებოდა გიგამ რომ აიტეხა დავიშალეთო -იყავით გიგა, ბავშვს დავაძინებ და ჩვენ ვიყოთ. გთხოვ-მარტოობისთვის ისე არ მემეტებოდა თავი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი -არა სიცოცხლე, სამუშაო მაქვს ხვალე მე-ცხვირზე ხელი დამკრა და გამიცინა. არა მაინც რა შემართება ქონდა ამ ბიჭს -ჩვენთან რა გინდა მერე ე?- სიცილით მიმართა ლელამ- მე დღეს აქ ვრჩები! -განაცხადა კმაყოფილმა -აპ აპ აპ ეგ არ გამაგონოთ ახლა. ყველა ვიშლებით... პატარა ლიზიკოს დედა უნდა მიუწვეს გვერდით. -მიუწვეს მერე კაცო, ვუშლი? ოღონდ მეც იქვე, გვერდით ვიქნები-არ მოეშვა ლელა -ისე ვაბშე შენ ვინ გკითხავს?-სასაცილოს შეჭმუხნა ცხვირი ლელამ -ჰო კაი, არ მესროლო-ხელები მაღლა აწია გიგამ. ჩვენ კი მათი შემხედვარე ძლივს ვიკავებდით სიცილს. -ჩვენც უნდა წავიდეთ ლელა, ხვალ ექიმთან მივდივართ-ჩუმად თქვა ნუგომ -ხომ შევთანხმდით კაცო, აქ მინდა-თქო-აწუწუნდა ლელა მაგრამ ისე შეხედა ქმარმა რომ ხმის ამოღება ვეღარ გაბედა... -ეს ბავშვი შენ რომ დაგემგვანოს მე წავალ სახლიდან-ვითომ წყენით ჩაიბურდღუნა და ფეხზე წამოდგა. ბევრი ვეხვეწე ყველას,დარჩენაზე როგორმე დამეთანხმებია, მაგრამ ამაოდ. -იზი მაპატიე ასე გაცნობა არ მიფიქრია, მაგრამ ასე გამოვიდა, არც მას უნდოდა ალბათ მიხვდები -მობოდიშებასავით ჟღერდა მისი სიტყვები -სესი რას ამბობ, პირიქით, ძალიან გამეხარდი... უზომოდ... ისე უნდა ავღნიშნო და-ძმას ერთი სუნი გაქვთ -ვთქვი ის, რასაც ალბათ საღ გონებაზე, არ ვეტყოდი. თვალებითაც კი გამიღიმა ისე შემომხედა,კიდევ ერთხელ გადავკოცნე და დავემშვიდობე. ოთახში შებრუნებულმა, სიმარტოვეს გავუღიმე, ალბათ რას არ მივცემდი, მხოლოდ ცალი თავლით რომ შემეხედა ალექსისთვის... საკუთარ თავს შევუძახე გასამხნევებლად და მაგიდიდან თეფშები ერთმანეთზე დავახვავე. ხელში ავიღე და სამზარეულოსკენ შემოვტრიალდი, შემოსასვლელ კარებში მდგარი სილუეტისკენ რომ გამექცა თვალი. ერთი დავიკივლე და ჭურჭელიც მთელი ინერციით დაენარცხა იატაკს. _________ არვიცი მოგეწონებათ თუ არა... ან ღირს თუ არა რამედ. მადლობები და ბოდიშები... მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.