შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

carpe diem (2)


3-08-2017, 19:47
ავტორი ვერა
ნანახია 1 219

ავრორა 20 წლის ქართველი მოცეკვავეა. ოჯახში ერთადერთ შვილს ყოველთვის თავს ევლებოდნენ და ნებისმიერ სურვილს უსრულებდნენ, ბატონი თენგიზი,მამამისი, მთელი ცხოვრება ბუღალტერად მომუშავე საშუალო ტანის კაცი იყო. დედამისი, ქალბატონი სალომე, ტანდაბალი მაგრამ ეშხიანი ქალი გახლდათ, აურორას მისი თვალები გამოყვა. გარეგნობით კი დედის დედას გავს. ბავშვობიდანვე ცელქი ბავშვი იყო , მის თვალებში მუდამ შენიშნავდით მხიარულად მოხტუნავე ჭინკებს. ადრეული ასაკიდანვე ბებიის დიდი რიდი ჰქონდა,ქალბატონი მარიამი მაღალი სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო, ასაკის მიუხედავად საუცხოოდ გამოიყურებოდა, მუდამ უკან გადაწეული თმა და მოწესრიგებული ტანისამოსი ეცვა. ყოველთვის წელში გამართული დაიარებოდა, აი ისე როგორც მაღალი წრის ქალბატონებს შეეფერებათ, ვერავინ იტყოდა მასზე რომ 65 წლისაა. მარიამს ბევრი შვილიშვილი ყავდა მაგრამ ავრორა მაინც განსაკუთრებით უყვარდა, ალბათ იმიტომ რომ საკუთარ თავს ახსენებდა. ბებიისგან ისწავლა თავის მოვლა, ბებიის სურვილით შეიყვანეს ცეკვის წრეზე და ბებია იყო მის გვერდით როცა იტალიიდან მიიღო მისმა ანსამბლმა მოწვევა. ქალბატონი მარიამი დიდად არასდროს გამოხატავდა ემოციებს, მკაცრი ქალი იყო, თუმცა იმ მომენტში ავრორასავით დახტოდა სიხარულისგან და სიამაყით აღსავსე იკრავდა შვილიშვილს გულში.
ცეკვა ავრორასთვის მთელი ცხოვრებაა, ამ დროს ის სულ სხვა ადამიანი ხდება, ერთი შეხედვით რა გაცვეთილი ფრაზაა არა? არადა მართლა ასე იყო, ცეკვის დროს ერთნაირი წარმატებით შეეძლო ყოფილიყო ყველაზე ვნებიანი ქალი, საოცრად მორცხვი ბავშვი და ამაყი დედოფალი. 8 წლიდან ცეკვავს, რამდენიმე წლის წინ შრომა დაუფასდა და ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლში მიიწვიეს. ახსოვს რა ბედნიერი იყო იმ დღეს ბებო, როგორ გადმოიღო ძალიან ლამაზი თმის სამაგრი და აჩუქა, თან დააყოლა რომ ეს მისი დედისგან ერგო და ავრორა ერთადერთია ოჯახში ვინც ამ ნივთის ტარების ღირსია. გაგიკცვირდებათ მაგრამ ალბათ დედაზე მეტადაც კი უყვარდა ავრორას ბებო. მისი შექების მერე ეგონა ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტდა და მთებს გადადგამდა იმდენად დიდი სიხარულით და სიამაყით ივსებოდა. ქალბატონ მარიამსაც განსაკუთრებით უყვარდა ის. ერთი სიმოვნება იყო ბებია და შვილიშვილის ყურება, როდესაც საღამოობით მოვლილი, გრძელი თითები ავრორას თმებზე ნაზად დაატარებდა სავარცხელს, თითქოს არფას უკრავსო და გოგონაც იჯდა განაბული. არ არსებობს სიტყვები მის აღსაწერად. განგებამ მისთვის ცეკვის საუცხოო ნიჭთან ერთად სილამაზეც არ დაიშურა. ყველაფერთან ერთად, ბავშვობიდანვე სამ უცხო ენას სწავლობდა, საკმაოდ ჭკვიანი და განვითარებული ბავშვი იყო და ყოველთვის უსწრებდა თანატოლებს აზროვნებაში. იტალია ბავშვობიდანვე ავრორას ოცნების ქვეყანა იყო, ხშირად წარმოიდგენდა როგორ გამოდის დიდ სცენაზე, როგორ დააბიჯებს ტოსკანის ქუჩებში ან თუდაც როგორ ეგებება დილაობით იტალიის ამომავალ მზეს. და აი დადგა ის მომენტი, როცა ყველა მისი ოცნება ნელ-ნელა იწყებდა ახდენას, ექსტაზში მყოფი იტალიის დიდ სცენაზე ასრულებდა ცეკვა ჯეირანს, მისი მოძრაობები საოცარი ვნებით და სინატიფით გამოირჩეოდა. როდესაც ცეკვის მერე საგრიმიოროში გაეშურა, მის გარდა ორი გოგონაღა იყო დარჩენილი დანარჩენები ავტობუსში იცდიდნენ და ერთი სული ჰქონდათ სასტუმროში წასულიყვნენ.

როგორც იქნა მიაღწია საგრიმიორომდე, გოგონებს მიესალმა, გამოცვლა უნდა დაეწყო, მაგრამ ჯანდაბა! ნაწნავები კულისებში დარჩა, რადგანაც როგორც კი ცეკვას მორჩა მოიშორა, საშინლად ატკიებდა თავს. ისისაა კარი გააღო და უნდა გაიქცეს, რომ სახით რაღაც მაგარს ეჯახება:
- აუ, ცხვირი მეტკინა რაუბედურებაა რაა - ამოვიკვნესე ტკივილისგან მაგრამ ორ წამში დავდუმდი

წინ ნამდვილი ადონისი გამომესახა, ღმერთო ჩემო !! ახლა მოვკვდები, იქნებ უკვე მოვკვდი და სამოთხეში ვარ? ჯანდაბას ვიყო მკვდარი თუკი ასეთი მომაკვდინებლად სიმპატიური კაცები იქნებიან ყველგან. ვაიმე დედიკო მიშველე, მშვიდად ავრორა ისუნთქე!!! აბა შენ იცი თავი არ წაიქციო, რას გასწავლიდა მარიამ ბებია, კისერი ამაყად მოიღერე მკერდი წინ მხრებში გასწორდი, მორჩა მშვიდადხარ

- გამარჯობათ მშვენიერო ქალბატონო მე ლუჩიო აბატი ვარ - დაიწყო მან ინგლისურად- თქვენი ცეკვით მოხიბლული დავრჩი და მინდა რომ სავახშმოდ დაგპატიჟოთ - ღმერთო ჩემო, რა ხმა აქვს და ეს იტალიური აქცენტიც.. მოოიცა მოიცა მოიცა რაო?? სავახშმოდო? თან რა კმაყოფილი სახე აქვს... ვერ მოგართვი ვაჟბატონო, ხშირად გამიგია მდიდარი კაცები მსგავს რამეს რომ აკეთებენ და გული მიგრძნობს კარგად არ დამთავრდება ეს ყველაფერი. ჯდანდაბა ავრორა! ორი წუთის წინ არ ოცნებობდი რომ შემოეხედა მაინც? რა გჭირს, სანამ დაფიქრებას მოვასწრებდი ენამ წინ გამისწრო
- მაპატიეთ მაგრამ უარი უნდა გითხრათ - დავინახე შოკისგან როგორ მოეღრიცა სახე, თუმცა უნდა ვაღიარო საკუთარი თავის კონტროლი კარგად ეხერხება ჩემს მიერ ადონისად შერაცხულ ღმერთკაცს. ღმერთკაცია აბა რა არის?! კაცი და ასეთი სიმპატიური ჯერ არ მინახავს მე. უცებ ოთახში გამეფებული სიჩუმე მისმა მშვიდი ტონით ნათქვამმა სიტყვებმა გაკვეთა, თუმცა ისეთი სახე ჰქონდა მეგონა ვიღაცამ მთელი ძალით მიღრიალა და ახლა დავყრუვდები მეთქი
- თქვენ ვერ გამიგეთ, mia bella, ეს თხოვნა არ იყო, თქვენ ადგებით გამოიცვლით, ჩემი მარჯვენა ხელი ალესანდრო დაგელოდებათ და მოგაცილებთ ჩემს მანქანამე, შემდეგ კი სასიამოვნო საღამოს გავატარებთ ძალიან კარგ რესტორანში - მთელს ტანში სიბრაზემ დამიარა? თავი ვინ გონია ამ ადონისს?! ჰო მართალია იცის რომ ადონისია და იმიტომ იქცევა ასე, ვერ მივართვი.
- არა ეს თქვენ ვერ გამიგეთ ბატონო... ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მე არსად არ ვაპირებ წამოსვლას - გავუმეორე ჯიუტად
- მაგასაც ვნახავთ - ამოთქვა მამაკაცმა ისე რომ სახიდან ირონიული ღიმილი არ მოშორებია, კართან მდგარ მოერე მომკვდინებლად სექსუალურ მამაკაცს თავით რაღაც ანიშნა და გასასვლელისკენ დაიძრა, ღმერთო ჩემო ! იტალიაში ყველა მამაკაცი ასეთი სრულყოფილია? ვინმემ მომასულიერეთ, ეს რა იყო?! რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს ?! ჰუჰ დამშვიდდი ავრორა! ახლა გამოიცვლი, წახვალ სასტუმროში და ნანატრ საწოლს ჩაეხუტები - დაღლილმა გავაგძელე გამოცვლა და უკვე გასვლას ვაპირებდი როდესაც შევნიშნე რომ კართან ისევ იდგა ის კაცი, გამიკვირდა მაგრამ გზის გაგრძელება გადავწყვიტე
- ქალბატონო ავრორა მე ალესანდრო სანჩეზი ვარ,ბატონი ლუჩიოს მარჯვენა ხელი, ძალიან გთხოვთ აქეთ მობრძანდეთ, ბატონი ლუჩიო უკვე გელით მანქანაში - პირდაღებული მივჩერებოდი რამდენიმე წამით, შემდეგ თავი გავაქნიე და ცოტა გამოვფხიზლდი, ვინ ჯანდაბაა ასეთი ამდენის უფლებას რომ აძლევს საკუთრ თავს?!
- არსადაც არ მოვდივარ, გადაეცით თქვენს ბატონ ლუჩიოს
- ქალბატონო ავრორა, თქვენ არ გესმით, მაინც მოგიწევთ წამოსვლა, ბატონ ლუჩიოსთან უარი არ ჭრის, ნუ მაიძულებთ რომ თქვენი სურვილისს საწინააღმდეგოდ ვიმოქმედო
- ვინ ჯანდაბაა ასეთი ეს თქვენი ბატონი ლუჩიო? ანდაც რა უფლებით იქცევა ასე? - მრისხანებისგან ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, როდესაც კარში ის გამოჩნდა, სახეზე ირონიული ღიმილი ჰქონდა და მტკიცე ნაბიჯებით მოიწევდა ჩვენსკენ
- ალესანდრო, რამდენი ხანია გელით?! ნუთუ ასეთი ძნელია ერთი პატარა გოგოს მანქანამდე მოყვანა? - ამ კაცის სითავხედეს ჭკუიდან გადავყავდი, სიბრაზისგან გამაცახცახა ვეღარ მოვითმინე და დავიყვირე
- თავი ვინ გგონიათ? რამდენის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს? არსადაც არ წამოვალ !! ეგღა მაკლია თქვენს ჭკუაზე ვიარო, რა უპატივცემულობაა ღმერთო ჩემო - ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ჩემს ტირადას, მაგრამ მოულოდნელად ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და გაუაზრებლად აღმოვჩნდი ამ ადონისის მხრებზე, ალესანდრო შოკისგან გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, იმის გააზრების შემდეგ თუ რა სასაცილო მდგომარეობაში ვიყავი ახლა და რამდენად დამცირებულად ვგრძნობდი თავს, სასწრაფოდ ავფართხალდი, როგორც ეტყობა ადონისს ეს სიტუაცია ძალიან ახალისებდა. ასეთ მდგომარეობაში მიმიყვანა მანქანამდე, დაცვამ სასწრაფოდ გაუღო კარი და მეც დაბოღმილი სახით და შელახული თავმოყვარეობით აღმოვჩნდი რომელიღაც ბოლო მოდელის მერსედესის უკანა სავარძელზე, არა წარმოუდგენელია, ხელმძღვანელს რას ვეტყვი? ბავშვებიც მე მელდებიან
- ბატონო ლუჩიო - დავიწყე წყნარი ტონით რადგანაც მივხვდი ამ კაცს ჩემი მუქარებით ვერ დავაშინებდი - ვერ შევძლებ თქვენთან ერთად წამოსვლას, ანსამბლის ხელმძღვანელი არ დამრთავს ნებას, თანაც ბავშებიც მე მიცდიან, ყველა ძალიან დაღლილია და სასტუმროში უნდათ წასვლა - მამაკაცს სახე მომხიბვლელმა ღიმილმა გაუპო
- Mia bella, თუკი მხოლოდ ესაა თქვენი უარის მიზეზი, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ თქვენი ხელმძღვანელი გაფრთხილებულია, ხოლო მთლიანი ანსამბლი ჩემს ერთ-ერთ სასტუმროშია გადაყვანილი, აღსანიშნავია, რომ ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფებიან, ვიდრე წინა სასტუმროში - ბოღმისგან სადაცაა გავსკდებოდი, ვერაფერს ვაკეთებდი და იქნებ მზერით მაინც გამეხვრიტა შუბლი ამ ქედმაღალი იდიოტისთვის, არა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ვიზუალი არაფერია, დამაცადეთ ბატონო ლუჩიო, ვახშამს ჯოჯოხეთად გიქცევთ, ჯერ კიდევ არ იცით ვის გადაეყარეთ - ჩემს ფიქრებზე სიამოვნებისგან ჩამეღიმა და ლუჩიოს გაკვირვებული სახეც დავიმსახურე, თუმცა არ მადარდებდა რას იფიქრებდა, მშვიდად მივეყუდე რბილ სავარძელს და ფანჯარაში დავიწყე ცქერა. ცოტახანში ულამაზეს რესტორანს მივადექით, ყოველთვის მიყვარდა ძველი, მდიდრული ინტერიერი და ახლა თითქოს სამოთხეში შევაბიჯეო, აღფრთოვანებული ვათვალიერებდი რესტორნის კედლებს და ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც დიდ დარბაზში ჩვენს გარდა ვერავინ აღმოვაჩნე
- აქეთ მობრძანდით, გთხოვთ - მომხიბვლელად გამიღიმა ადონისხმა - მეც ღიმილით ვუპასუხე და მითითებული მაგიდისკენ დავიძარი - ლუჩიო გაკვირვებას ვერ მალავდა, თუმცა კი ძალიან ცდილობდა, ჰაჰ, რა იცის რა გეგმა მაქვს, როგორც იმ მულთფილმშია ну погоди !! მე შენ გიჩვენებ სეირს, უკვე უნდა დავმჯდარიყავი, როცა ლუჩიო ჩემს გვერდით აღმოჩნდა და სკამი გამომიწია, რაღაც მაინც ცოდნია, იდოტი !
- რას მიირთმევთ ? - გვკითხა ოფიციანტმა იტალიურად, რადგანაც ბავშობიდანვე იტალიის ფანი ვიყავი და აქ ცხოვრებაზე ვვოცნებობდი, იტაიურ ენასაც საკმაოდ კარგად ვფლობდი - გთხოვთ მე რავიოლი რიზოტათი და arcano, chianti colli senesi მინდა 2004 წლის, ეს ღვინო არაჩვეულებრივად ეხამება რავიოლის და მსუბუქი დასალევიცაა, ამასთანავე არც სიძვირით გამოირჩევა
- არჩვეულებრივი არჩევანია ქალბატონო - მიპასუხა ოფიციანტმა იტალიურად, ლუჩიო კი გაკვირვებული სახით მიმზერდა, მოულოდნელი იყო ჩემი იტალიურის ცოდნა არა? ძალიან კარგი, ნახავ როგორ გაოცდები როცა ჩემს ხასიათს უკეთესად გაიცნობ
- თქვენ რას ინებებთ ბატონო ლუჩიო? - გამიკვირდა ოფიციანტმა მისი სახელი რომ იცოდა მაგრამ შევეცადე არ შემტყობოდა - როგორც ყოველთვი ვიტორიო, როგორც ყოველთვის - ოფიციანტი სასიამოვნო ღიმილის ნიღაბ აკრული დაგვემშვიდობა, სანამ შეკვეთას მოიტანდნენ ინტერესით ვათვალიერებდი რესტორნის ინტერიერს, და კიდევ ერთხელ მოვყავდი აღტაცებაში მეპატრონის გემოვნებას

- ქალბატონო ავრორა, გთხოვთ მცირედ მიამბეთ საკუთარ თავზე - ისევ ეს ღიმილი, ღმერთო ჩემო, რატომაა ასეთი სიმპატიური ?!

- საერთოდ არ მაქვს ამის სურვილი - ირონიულ ღიმილით ვუპასუხე და მისი განრისხებული სახით ტკბობა დავიწყე

- ქალბატონო ავრორა, არ გირჩევთ ჩემთან ასე მოქცევას..

- როგორ ასე? - მეამიტი სახით ვუყურებდი და განვაგრძობდი მის გაღიზიანებას

- კარგით, რადგან ასე გსურთ.. - წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული როდესაც მიმტანმა ჩვენი შეკვეთა მოიტანა - მიირთვით, შეგერგოთ ! საუბარს შემდეგ გავაგრძელებთ...

- დიდი მადლობა - ვუთხარი მე და ძალისხმევა არ დამიშურებია რომ ღიმილში მთელი ჩემი მომხიბვლელობა ჩამედო, ღვინის ჭიქას ნაზად მოვკიდე ხელი, დანანებით დავხედე მხრები ავიჩეჩე და ჭიქაში მყოფი ღვინო ერთ წამში მომხიბვლელი ადონისის სახეზე აღმოჩნდა - მამაკაცს სახე წაეშალა და თვალები ისე ჩაუმუქდა გეგონებოდა მისი თვალების სიშავე ჩაგყლაპავსო, შემეშინდა თუმცა ამას შევიმჩნევდი? ირონიულ ღიმილ აკრულმა განვაგრძე ჩემი შემოქმედებით ტკბობა, მოულოდნელად სკამიდან წამოხტა, მხრებზე მომიგდო და მანქანისკენ დაიძრა, როცა გავიაზრე რასაც აკეთებდა ისევ ავფართხალდი თუმცა მალევე მივხვდი, თუ არ გავჩერდებოდი ისევ მე აღმოვჩდებოდი მიწაზე.

- მშივოდბიანად არ გინდოდათ ამ ყველაფრის მოგვარება? ფრთხილად გოგონა, თქვენ მე გამომიწვიეთ, ეს კი კარგად არასდროს მთავრდება - ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა მამკაცს, მე კი შიშისგან და გაკვირვებისგან გახევებული მაქანის შავ სავარძელს ვიყავი აკრული და თავს ვწყევლიდი ასეთი სისულელის მოფიქრებისთვის...



№1  offline წევრი blue witch

ძალიან მომეწონა. მართლა კარგად წერ. გირჩევ უფრო განავრცო პერსონაჟის სათქმელი, რაღაცნაირი დახვეწილი სტილი გაქვს და არ უხდება აჩქარება. აირჩიე რომელ პირში წერ, პირველში თუ მესამეში.თუ პირველსი გადაწყვეტ დააწერე რომელი პერსონაჟია. წარმატებები და მალე გააგრძელე.

 


№2  offline წევრი ვერა

blue witch
ძალიან მომეწონა. მართლა კარგად წერ. გირჩევ უფრო განავრცო პერსონაჟის სათქმელი, რაღაცნაირი დახვეწილი სტილი გაქვს და არ უხდება აჩქარება. აირჩიე რომელ პირში წერ, პირველში თუ მესამეში.თუ პირველსი გადაწყვეტ დააწერე რომელი პერსონაჟია. წარმატებები და მალე გააგრძელე.

შევეცდები ყველა რჩევა გავითვალისწინო, ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent