შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლში მტერთან(ნაწილი 8)


5-08-2017, 00:22
ავტორი Salome5
ნანახია 2 438

ბავშვობაში ჩვენს მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობდა, მერი ბებო. ,,სიყვარულმა თვალები არ უნდა დაგიბნელოს და შეუფერებელი ადამიანი არ უნდა შეიყვაროო'' ყოველთვის ამას მეუბნებოდა. ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო მერი ბებო, ჩაფიქრებული იჯდა ხოლმე ეზოში.  მეც გვერდით მივუჯდებოდი ხოლმე უთქმელად, ისიც არაფერს მეკითხებოდა თავის ახალგაზრდობაზე მიყვებოდა მხოლოდ. მეც ამიტომ მიყვარდა, როცა მამა წავიდა მაშინაც მას შევაფარე თავი. ვიცოდი ზედმეტ კითხვებს არ დამისვამდა, ვიჯექით და ვუსმენდი მის ისტორიებს. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავს ,,შეუფერებელი''? ადამიანი უბრალოდ გიყვარდება და მორჩა. როგორიც არ უნდა იყოს თვალს ვხუჭავთ მის ნაკლზე და შემდეგ ვნანობთ ხოლმე. მაგრამ უნაკლო ხომ არავინაა.
არც ახლა არ მესმის, აი ვუსმენ მაკას და ვცდილობ ერთი მიზეზი მაინც ვიპოვო რატომ არ უნდა მიყვარდეს ალექსანდრე.
-დედა, ძალიან გთხოვ თავი დამანებე რა.
-რას ნიშნავს თავი დაგანებო?-გაკაპასდა დედაჩემი.-ვერ ვხვდები კიდევ როგორ აგიხსნა რომ ის ბიჭი არ არის შენი შესაფერისი?
-რაც არ უნდა მითხრა მიყვარს და არ ვაპირებ მასთან დაშორებას. შეიგნე ბოლოს და ბოლოს.-შევუყვირე ბოლოს.
-ხმას დაუწიე!დედაშენს ელაპარაკები.
-შენ მაიძულე, დედა. ხო და კიდევ გიორგის ამ ჭორიკნობისთვის ნახე რას ვუზამ, მოვიდა და ყველაფერი ჩაგირაკრაკა ხომ?-ხელები გადავაჯვარედინე და ირონიულად შევხედე.
-სწორადაც მოიქცა. მე დედაშენი ვარ და უნდა ვიცოდე რახდება შენ თავს.
-არაფერიც არ ხდება, ალექსი მიყვარს და მასთან ერთად ვიქნები რაც არ უნდა მითხრა.-ოთახიდან სწრაფად გამოვარდი.
-ლილე, არ დაგვიმთავრებია სად მიდიხარ?
-მე დავამთავრე, დედა.-კიბეები სწრაფად ჩავირბინე და საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება ჩემი მეგობრების გაკვირვებული სახეებისთვის.
-ლილე, დამელოდე.-ეზოში მეგი წამომეწია.-სად მიდიხარ?
-არვიცი, სადმე. სადმე შორს თორემ ცუდად ვარ უკვე.
-წამოდი, ერთი ადგილი ვიცი.-გიოს მანქანაში ჩავსხედით. თავი მისკდებოდა, ვერ ვხვდები რა გავაკეთო ალექსი მიყვარს და არ დავშორდები, მაგრამ დედა? რატომ უნდა ასე ძალიან მაკას რომ დავშორდე, არ მესმის რას გადაეკიდა იმის მაგივრად რომ ჩემი ბედნიერება  უხაროდეს უნდა რომ დავშორდე და საერთოდ აღარ ვნახო..
-ლილე, შენ და მაკამ იჩხუბეთ?
-კი. ალექსანდრეს დაშორდიო.
-რას გადაეკიდა ალექსს? ცუდი ბიჭი არაა რას უწუნებს ვერ ვხვდები.
-ვერც მე, აიჩემა მექალთანეა თავისას მიიღებს და მიგატოვებს ან გიღალატებსო, ჩემს შეცდომებზე ისწავლეო მეც შენი ასაკის ვიყავი მამაშენმა მეც დამაბრმავა სიყვარულითო და რავიცი კიდევ.
-იქნებ აქვს ამის მიზეზი და არ გეუბნება?
-რა მიზეზი უნდა ქონდეს, მეგი? უბრალოდ ეშინია რადგან თვითონ შეცდა ეშინია მეც იგივე არ შემემთხვას და თავის ჭკუით მიცავს.
-მაკა ჭკვიანი ქალია, უმიზეზოდ არაფერს გეტყვის ხოიცი?
-შენც მის მხარეს ხარ?-წამოვიყვირე უცებ.
-არა, უბრალოდ იმას გეუბნები რასაც ვფიქრობ, ნუ ბრაზდები.
-სადმე სანაპიროსთან მიმიყვანე და ჩამოვალ.
-ამ ამინდში რა გინდა ზღვაზე?
-დაფიქრება მჭირდება და მარტო ყოფნა.
-როგორც გინდა.-მთელი დღე ვსეირნობდი. ვცდილობდი გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ არ გამომდიოდა. უკვე ისე ავირიე ვეღარ ვხვდები რა არის კარგი და რა ცუდი ან საერთოდ რა არის სიყვარული. ვზივარ და ვუყურებ ზღვას, როგორ ასკდება ნაპირს. მთელი ძალით, თითქოს შფოთავს და ღელავს..სულიერად ზუსტად ასე ვარ, არეული. თითქოს ზღვაც წუხს ჩემთან ერთად..ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა.
-ლილე, სად ხარ? მთელი დღეა გირეკავ და არ მპასუხობ.
-ზღვაზე ვარ, ალექს.
-მაქ რა გინდა?
-მოდი გთხოვ უნდა ვილაპარაკოთ. ისევ იმ ადგილას ვიქნები.-ისე გავუთიშე პასუხს აღარ დავლოდებივარ. ძალიან მალე ხელის შეხება ვიგრძენი.
-ლილე, რა გჭირს მთელი დღეა გირეკავ და არ მპასუხობ.
-მაკას ვეჩხუბე-მოვუჭერი მოკლედ.
-რაზე იჩხუბეთ?
-ალექსანდრეს უნდა დაშორდეო.
-ახლა რა მიზეზი მოიფიქრა ჩემმა შაქარდედიკომ?-მკითხა ირონიულად.
-არ გეხუმრები, ალექს, სერიოზულად გელაპარაკები.-ვუთხარი მკაცრად. უკვე მაღიზიანებდა მისი საუბარი.
-ლილე, საერთოდ არ მაინტერესებს რა თქვა დედაშენმა. მე მიყვარხარ და არ ვაპირებ შენთან დაშორებას რაც არ უნდა მოხდეს.
-მაგრამ დედა..-სლუკუნით დავიწყე მაგრამ აღარ დამასრულებინა.
-ისევ არიშლი შენსას, მოდი ჩემთან.-ხელები ძლიერად მომხვია და ჩამეხუტა. თავი გულზე დავადე და თვალები დავხუჭე, სიამოვნებით დავრჩებოდი ასე მთელი ცხოვრება.
-რა სწრაფად გიცემს გული.
- რომ იცოდე როგორ  უყვარხარ შენ ამ გულს.-ვიგრძენი როგორ ამიძგერდა მეც. ოდნავ ავიწიე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
-მიყვარხარ, ალექს-ვუთხარი თბილი ხმით.
-გაიმეორე-წამოიწია და თვალებში ჩამაშტერდა.
-მიყვარხარ, დადიშქელიანო.-გავუმეორე ღიმილით და კისერზე ჩამოვეკიდე. უცებ გონს მოვიდა და ხელში ამიტაცა.
-ჩემი გოგო ჩემი მარტო ჩემი-ბუტბუტებდა განუწყვეტლივ და სახეს მიკოცნიდა.
-ალექს, გეყოფა.-ვუთხარი მოგუდული ხმით.
-წამოდი, სადღაც მინდა წაგიყვანო.-ხელი ძლიერად მომკიდა და სადღაც წამაპონწიალა.-აქ დამელოდე.-ნაპირთან დამტოვა თვითონ კი ნავზე ავიდა. ვიღაც კაცს ფული გადაუხადა და ცოტა ხანში უკვე შუა ზღვაში ვიყავით გასულები.
-რა კარგად მოიფიქრე-ვუთხარი და მივეხუტე-ნაპირს რაც უფრო ვშორდებით უფრო ბედნიერი ვარ თითქოს ყველა პრობლემას იქ ვტოვებ.
-ასეც არის. ღია ზღვაში ყოფნა მაგიტომაც მიყვარს, ხმელეთს უკან იტოვებ და ტალღების ყურებით ტკბები. სხვა არაფერზე იფიქრო.-ლოყაზე ნაზად მაკოცა და გაიღიმა.
-მაკამ რომ იცოდეს მომკლავს.
-ვერ გაიგებს მაკა და მით უმეტეს ვერაფერს გიზამს.
-შენ არ იცნობ კარგად ეგ თუ გადაირია უფ-საჩვენებელი თითი ჰაერში დავატრიალე და იქვე ჩავფშვენი.
-როგორ დაუშინებიხარ დედაშენს.
-მოიცა მოგწვდება შენც-,,დავემუქრე''სიცილით.
-ჩემი შაქარდედიკო არაფერსაც არ მიზამს.
-შაქარდედიკო? ეგ ახალია რამე?
-შაქარივით ტკბილი სიდედრი მეყოლება და მაგას ავღნიშნავ.-მითხრა სერიოზული სახით.
-კი როგორ არა.-ვუთხარი ირონიულად და ტელეფონს დავწვდი.
-ალექს, შენ გირეკავენ..იგორია.
-ახლავე მოვალ.-ახლა გამახსენდა ჩემი მობილური და შევამოწმე. უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა მაკასგან. მობილური საერთოდ გამოვრთე, თუ გაგიჟებაა გაგიჟება იყოს. ზუსტად ვიცი ამისთვის მაგრად მომხვდება, მაგრამ ახლა ესეც აღარ მაინტერესებს მთავარია ალექსანდრეს გვერდით ვიყო და ამასაც როგორმე გადაიტანს დედაჩემი. ,,აბა რა გეგონა ალექსთან შეხვედრას რომ მიკრძალავდი''ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-ვის ელაპარაკები?
-ჩემს თავს.
-შენს თავს? საკუთარ თავთან ლაპარაკიც დაიწყე?
-ხო. არ შეიძლება?
-არა, როგორ არ შეიძლება.-გაიცინა და გვერდით მომიჯდა.
-იგორმა რესტორანში ვიკრიბეებითო არ წავიდეთ?
-ვინები იკრიბებით?
-იგორმა თავისი შეყვარებული ჩამოიყვანა, მასაც ლილე ქვია იცი?
-სასწაული დამთხვევაა პირდაპირ.
-კიდევ რამდენიმე მეგობარიც იქნება.
-წავიდეთ.-მხრები მშვიდად ავიჩეჩე და წვენი დავლიე. მაშინვე მივტრიალდით და ნაპირზე გავედით.
-რამდენ ხანს ვიყავით ზღვაში ბნელდება უკვე.
-ჩემთან ერთად როცა ხარ ისე იბნევი დროც აღარ გახსოვს, არა?-გამომხედა ეშმაკურად.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, მანქანა დაქოქე, დადიშქელიანო, გველოდებიან.-ვუთხარი მკაცრად. გულის სიღრმეში ვხვდებოდი რომ მართალს ამბობდა და გამეღიმა.
-სად ხარ, , ამდენ ხანს გაშრა ყელი.-შესვლისთანავე მოგვეგება ირაკლი.
-შენ ხო სმა გადარდებს მარტო რა.
-ლილე, როგორ ხარ?-გადამკოცნა და მაგიდისკენ წამიყვანა.-ლილე, გაიცანი ამ გიჟის შეყვარებული და ჩემი მომავალი რძალი ლილე. ლილე, ესეც ჩემი მომავალი რძალია ლილე.-ღიმილით გაგვაცნო ერთმანეთს.-ანუ ეს ხო ლილეა და შენც ლილე ხარ თუ როგორც არის რა.
-კარგი ხო გავიგეთ.-შეუბღვირა ალექსმა. ლილეს თავაზიანად გავუღიმე და დანარჩენებს გადავხედე. კიდევ ორი უცნობი გოგო და ერთი ბიჭი იყო. ის ბიჭი იგორის ნათლული აღმოჩნდა ზაზა, ქერათმიანი გოგო ნანა ლილეს და აი ის ერთი კი ჯერ ვერ გავიგე ვინ არის. შემოსვლისთანავე სწერვა სახით რო მათვალიერებს.
-ალექს, ძველ მეგობრებს აღარც ესალმები?-არაბუნებრივად ნაზი ხმით კითხა უცნობმა და ჩემი ბიჭისკენ გადმოიხარა.
-ანკა, ვერ გიცანი უცებ. როგორ ხარ?-წარბაწეულმა გადავხედე ,,ანკას'' დაჩემს გვერდით მჯდომ ირაკლის გავხედე.
-ალექსის ყოფილია ეგ-მიჩურჩულა მაშინვე. უფრო გულდასმით შევისწავლე. უშნო ნამდვილად არაა, პირიქით ძალიან ლამაზია არა გემოვნება აქვს ბიჭს ნუ, ვერაფერს იტყვი.მხარი ოდნავ შესამჩნევად მივარტყი როცა მასთან საუბარში ძალიან გაერთო.
-ლილე, ჩვენი შეხვედრის სადღეგრძელოს ვსვამთ.-იგორის ხმამ გამომაფძიზლა და მეც მაშინვე ჭიქა მივაგებე. საერთოდ არ ვუსმენდი მათ სადღეგრძელოებს თვალებით ვბურღავდი ანკას და გაბმულად ვსვამდი.
-ბევრს სვამ, ლილე.-მიჩურჩულა ალექსმა.
-შენ გირჩევნია ანკას მიხედე-ვუპასუხე გესლიანად. უცნაურად გადმომხედა.
-იგორ, დაქორწინებას როდის აპირებთ?
-ერთ კვირაში ქორწილი გვაქვს, ლილუჩი.-მითხრა მხიარულად უკვე კარგად შეზარხოშებულმა და საყვარელ ქალს ხელი გადახვია.
-კი როგორ არა. ამას არ მოუსმინო, ლილე, დათვრა უკვე. სანამ ჩემი მშობლები არ დაბრუნდებიან იქამდე ვერ ვიქორწინებთ.
-ვნახავთ მაგასაც.-უფრო თავისთვის თქვა და თვალი ჩამიკრა.
-რაო რა თქვი?
-რა და ერთ კვირაზე მეტს აღარ დაგელოდები იცოდე.
-მე თუ არ გამოგყვები?
-მოგიტაცებ.-ძალიან მშვიდი სახით უპასუხა. ლილემ გაიცინა მხოლოდ. ღიმილით ვუყურწბდი წყვილს. არც ისე დიდი ხანია ვიცნობ იგორს მაგრამ შემიძლია დავიფიცო რომ ეს გოგო ძალიან უყვარს. შეუძლებელია ამას ვერ მიხვდე მის მზერაში მის ქცევაში, ისე თბილად უყურებს ხოლმე ჩუმად გული გაგითბება. ალექსისკენ გავაპარე მზერა ისრვ ამ გოგოს ელაპარაკება, ძველ ამბებს იხსენებენ გვრიტები და გულიანად იცინიან. რაღაც მომენტში თავი ზედმეტადაც ვიგრძენი, ამ ექვსს საერთო წარსული და მოგონებები აქვთ. მე კი თითქოს ზედმეტი ვარ. უცებ თავი უცხო გარემოში ვიგრძენი და საშინლად მომენატრა ჩემები, ალბათ უფრო ალკოჰოლის ბრალია.
-მაპატიეთ, უნდა წავიდე.-ფეხზე სწრაფად წამოვდექი.-ირაკლი, შეგიძლია გამიყვანო?
-გაგიყვან მე.-გავიგონე ალექსის ცივი ხმა.
-არ შეგაწუხებ, ალბათ კიდევ ბევრი გაქვთ სალაპარაკო.
-გაგიყვან.-ხელი ძლიერად ჩამავლო და თვალები დამიბრიალა.
-ლილე, ჩვენც ვიშლებით უკვე და ერთად წავიდეთ..ანგარიში თუ შეიძლება. ყველა ერთად გამოვედით რესტორნიდან. ალექსმა ხელი დამავლო და გვერდით გამიყვანა.
-რა გჭირს შენ?
-მე? მე კი არა შენ რა გჭირს? მთელი საღამოა იმ ანკას ეჭიკჭიკები, ჩემთვის აღარ გცალია.
-სისულელეებს ნუ იძახი, მეგობარია ანკა.
-მეგობარია თურმე-ვთქვი ირონიულად.-ყოფილი შეყვარებული მეგობარი ვერ იქნება. ვერ ხვდები? მთელი საღამოა გეკეკლუცება ლამისაა კალთაში ჩაგიხტეს.
-ნუ აზვიადებ რა, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
-როგორ მომნატრებია, ალექს, შენთან ერთად ყოფნა.-სახედამანჭულმა გავიმეორე მისი სიტყვები და ვიგრძენი როგორ მომაწვა ბრაზი.
-შენ რა ეჭვიანობ?-სახე აენთო მამაკაცს.
-რა შუაშია ეგ-დავიბენი უცებ-უბრალოდ ნერვები მეშლება.
-არა ეჭვიანობ.-თქვა კმაყოფილი სახით და ხელები შემომხვია.
-თავი დამანებე.-ხელი ვკარი, მაგრამ ისევ დამიჭირა და ტუჩებზე დამაცხრა. უცებ მოვდუნდი და მის მკლავებდი გავინაბე. ნაზად დამიკოცნა ტუჩები და უფრო ძლიერად ჩამიხუტა.
-ოე თქვენ, გვრიტებო, სახლში გააგრძელეთ რა ვეღარ დაგელოდებით ბევრს.-ირაკლის ხმაზე გველნაკბენივით მოვშორდი ალექსს.
-აუ ამან როარ გაგვეჩხიროს მურმანის ეკალივით არ შეუძლია რა.-ჩაიბურდღუნა ალექსმა.
-წავიდეთ ალექსს.-ვუთხარი დამთბარმა და მივეხუტე.
-ალექსს, შენ და ლილე ჩემთან ჩასხედით. დანარჩენებს ზაზა წაიყვანს. ხო ზაზუშ?
-კი, რა პრობლემაა, იგორ.
-ყველას დავემშვიდობე და ალექსთან ერთად უკან დავჯექი, წინ იგორი და ლილე დასხდნენ.
-მაინც ერთი გზა გვაქვს, ჯერ ლილე დავტოვოთ და მერე წავალთ ჩვენთან.-ალექსს ძლიერად ჩავეხუტე ისიც თმებზე მეფერებოდა და დროდადრო შუბლზე მკოცნიდა. ჩემს სახლთან მალევე მივედით.
-ჰე ალექს, ეხლა აქ გავჩერდეთ თუ პირდაპირ ჩვენთან?-თვალი ჩაუკრა და ღიმილით გამოხედა იგორმა.
-აქ გავჩერდეთ, ახლა ასე ჯობს თორემ გაგვიბრაზდება ჩემი შაქარდედიკო დღეს თუ მისი ქალიშვილი არ მივუყვანე სახლში.-უპასუხა ღიმილით და მაკოცა.-ხვალ დაგირეკავ.
-მანქანიდან გადმოვედი და კიბეებზე რასაც ქვია ავფრინდი. ფეხზე ძლივს ვიდექი თან გული მერეოდა, მაგრამ მაინც უაზროდ ვიღიმოდი.
-სახლში ჩუმად შევიპარე და ფეხაკრეფით გავიარე დერეფანი. უცებ რაღაცას მივარტყი და ძირს დავაგდე.
-ფუ შენი-შევუკურთხე კარგად.-ვინ დააგდო ესე უაზროდ ეს რაღაცაა აქ.-ვთქვი ჩემთვის.
-ლილე.-დედაჩემის ხმაზე ერთიანად შევხტი. აი სად დაგერხა ლილე.
პ.ს ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ ზაფხულია და..:დდ იმედია მოგწონთ. ველოდები კომენტარებს და კრიტიკას რაც მთავარია:)თქვენი სალი❤



№1 სტუმარი Guest ნინი

აუ მალე დადე რა გთხოვ და ცოტაა დიდი♥ ძალიაან მაგაარიაა მოუთმენლად ველი

 


№2  offline წევრი Salome5

მეგონა აღარავინ კითხულობდა ამას:დ მადლობა, საყვარელო❤მალე დავდებ გპირდები

 


№3 სტუმარი Guest ნინი

მოუთმენლად გელი :) ♥

 


№4 სტუმარი Ani

ძალიან მაგარია

მოუთმენლად ველი შემდეგს

 


№5  offline წევრი Salome5

Ani
ძალიან მაგარია

მოუთმენლად ველი შემდეგს

მადლობაა kissing_heart

 


№6  offline წევრი ჯიჯი^^

რასაც ქვია იდეალურია ნამდვილად ❤ველი მოუთმენლადდ❤❤❤

 


№7  offline წევრი Salome5

ჯიჯი^^
რასაც ქვია იდეალურია ნამდვილად ❤ველი მოუთმენლადდ❤❤❤

მადლობა დიდი❤ ახალი თავი დავდე უკვე აგრამ არ ატვირთულა ჯერ confused

 


№8  offline წევრი ჯიჯი^^

Salome5
ჯიჯი^^
რასაც ქვია იდეალურია ნამდვილად ❤ველი მოუთმენლადდ❤❤❤

მადლობა დიდი❤ ახალი თავი დავდე უკვე აგრამ არ ატვირთულა ჯერ confused

კი ვნახე ძაან კარგია ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent